ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგიური საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
გამოყენების ინსტრუქცია****
**კეტალდინი (KETALDIN)**5მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი
სავაჭრო დასახელება: კეტალდინი /KETALDIN
გენერიული (საერთაშორისო არაპატენტირებული)დასახელება:
კეტოროლაკის ტრომეტამოლი
წამლის ფორმა:
თვალის წვეთები, ხსნარი
აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო ან მოყვითალო ფერის ხსნარი
შემადგენლობა:
1 მლ ხსნარის შემადგენლობაში შედის:
აქტიური ნივთიერება: 5 მგ კეტოროლაკის ტრომეტამოლი
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი 0.1მგ/მლ, ნატრიუმის ქლორიდი, დისოდიუმის ედეტატი, ოქტოქსინოლი 40, 1N ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან 1N მარილმჟავა pH-ის დასარეგულირებლად, დისტილირებული წყალი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გრძნობათა ორგანოები, ოფთალმოლოგიური, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები
ათქ კოდი: S01BC05
ფარმაკოლოგიური თვისებები**:**
ფარმაკოდინამიკური თვისებები
კეტალდინი 5მგ/მლ თვალის წვეთები არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. კეტოროლაკის ტრომეტამოლი აინჰიბირებს ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას, რომელიც მნიშვნელოვანია პროსტაგლანდინების ბიოსინთეზისთვის. თვალში ადგილობრივი გამოყენების შემდეგ კეტოროლაკის ტრომეტამოლი ამცირებს პროსტაგლანდინების დონეს თვალის ნამში.
სისტემური გამოყენებისას კეტოროლაკის ტრომეტამოლი არ იწვევს თვალის გუგის შევიწროვებას. კლინიკური კვლევების შედეგებით კეტოროლაკის ტრომეტამოლი მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს თვალშიდა წნევაზე.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები**:**
კეტოროლოკის მაღალი დონე თვალის ნამში და პლაზმაში მისი ძალიან დაბალი დონე ან საერთოდ არ არსებობა იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ კეტოროლაკის ტრომეტამოლის გამოყენება თვალის დაავადებების მკურნალობისას იწვევს საკმაოდ დაბალ სისტემურ შეწოვას პაციენტებში.
თერაპიული ჩვენებები**:**
თვალში გამოყენება:
კეტალდინი 5მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი გამოიყენება თვალის ქირურგიული ოპერაციის შემდგომი ანთების და მასთან დაკავშირებული სიმპტომების პროფილაქტიკისა და შემცირების მიზნით.
კეტალდინის 5მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი გამოიყენება მოზრდილებში.
უკუჩვენებები**:**
აქტიური ნივთიერების ან რომელიმე შემდეგი დამხმარე ნივთიერებების მიმართ მომეტებული მგრძნობელობა.
აცეტილსალიცილის მჟვასა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს შორის არსებობს ჯვარედინი მგრძნობელობის დიდი პოტენციალი. კეტალდინი 5მგ/მლ თვალის წვეთების გამოყენება უკუნაჩვენებია პირებში, რომელთაც წარსულში აღენიშნებოდათ ამ პრეპარატების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება**:**
არ ჩატარებულა ურთიერთქმედების შესახებ კვლევები.
კეტოროლაკის ტრომეტამოლი უსაფრთხოდ გამოიყენება სისტემურ და ოფთალმოლოგიურ პრეპარატებთან ერთად, მაგ.როგორიცაა ანტიბიოტიკები, სედატიურები, ბეტა ბლოკატორები, კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორები, მიოზური და მიდრიაზული საშუალებები, ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებლები და ციკლოპლეგიური საშუალებები.
განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები**:**
კეტალდინი 5მგ/მლ თვალის წვეთების ადგილობრივ კორტიკოსტეროიდებთან ერთად გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა რქოვანას ეპითელიუმის მთლიანობის დარღვევისადმი მიდრეკილ პაციენტებში. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (NSAID)გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კერატიტი. ზოგ პაციენტში ადგილობრივი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ეპითელიუმის დაშლა, რქოვანას გათხელება, რქოვანას ეროზია, რქოვანას წყლული ან პერფორაცია. აღნიშნული მოვლენები მხედველობისთვის სახიფათოა. რქოვანას ეპითელიუმის დაშლის აშკარა ნიშნების არსებობისას, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება და ჩაიტაროს რქოვანას მდგომარეობის მონიტორინგი.
ადგილობრივი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თვალის ოპერაციის გართულებები, რქოვანას დენერვაცია, რქოვანას ეპითელიუმის დეფექტები, შაქრიანი დიაბეტი, თვალის ზედაპირის დაავადებები (მშრალი თვალის სინდრომი), რევმატოიდული ართრიტი, ან ხანმოკლე პერიოდში ჩატარებული განმეორებითი თვალის ოპერაციები, ვინაიდან შესაძლოა განვითარდეს სიცოცხლისათვის საშიში გვერდითი მოვლენები რქოვანას მხრივ.
პოსტმარკეტინგული გამოცდილების მიხედვით, ადგილობრივი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება ოპერაციამდე 24სთ-ით ადრე და პოსტოპერაციულად 14 დღის განმავლობაში ზრდის რქოვანას მხრივ გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირეს და სიმძიმეს.
კეტალდინი 5მგ/მლ თვალის წვეთები კონსერვანტის სახით შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება. პრეპარატის გამოყენებამდე კონტაქტური ლინზები უნდა მოიხსნას და მათი ჩასმა უნდა მოხდეს 15 წთ-ის შემდეგ. ბენზალკონიუმის ქლორიდი ფერს უცვლის რბილ კონტაქტურ ლინზებს. მოერიდეთ პრეპარატის კონტაქტურ ლინზებთან შეხებას.
არსებობს ბრონქოსპაზმის და ასთმის გამწვავების პოსტმარკეტინგული ცნობები პაციენტებში ასპირინის/არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ მომატებული მგრძნობელობით ან რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ კეტალდინი 5მგ/მლ თვალის წვეთების მიმართ განვითარებული ასთმა, რომელიც შესაძლოა იყოს გამომწვევი ფაქტორი. ასეთ პაციენტებში კეტალდინი 5მგ/მლ თვალის წვეთების გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა (იხ.არასასურველიმოვლენები).
ორსულობა და ლაქტაცია**:**
კეტალდინი 5მგ/მლ თვალის წვეთების გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე**:**
თვალის წვეთების გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს მხედველობის გარდამავალი დაბინდვა. აღნიშნული სიმპტომის გაქრობამდე პაციენტი უნდა მოერიდოს სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და სხვა მექანიზმების გამოყენებას.
პოზოლოგია**:**
პოსტოპერაციული ანთება:
თითო წვეთი თვალში 3-ჯერ დღეში, დაწყებული ოპერაციამდე 24-სთ-ით ადრე და პოსტოპერაციულად - 3 კვირამდე პერიოდის განმავლობაში.
პედიატრიული პოპულაცია
პედიატრიულ პოპულაციაში კეტალდინი 5მგ/მლ თვალის წვეთების გამოყენების შესაბამისი გამოცდილება არ არსებობს შემდეგი ჩვენებების დროს: კატარაქტის ოპერაციის შემდგომი ანთების პროფილაქტიკა და შემცირება.
მიღების წესი**:**
გამოიყენება თვალში.
ერთი წვეთი ხსნარი ჩაიწვეთეთ სამკურნალო თვალის ქვედა კონიუნქტივის პარკში, ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო და აიხედეთ ზევით.
რამდენიმე ადგილობრივი ოფთალმოლოგიური პრეპარატის ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ჩაწვეთებებს შორის სულ მცირე 5 წუთიანი ინტერვალის დაცვა.
ჭარბი დოზირება**:**
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არსებობს. რეკომენდებული მეთოდით პრეპარატის გამოყენებისას დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა.
შემთხვევით გადაყლაპვისას, მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხეები.
გვერდითი მოვლენები**:**
კეტოროლაკის ტრომეტამოლის გამოყენებისას განვითარებული ყველაზე ხშირი არასასურველი გვერდითი მოვლენებია ჩხვლეტა და წვა ჩაწვეთებისას.
იმუნური სისტემის დაავადებები
ხშირი: მომატებული მგრძნობელობა, მათ შორის ადგილობრივი ალერგიული რეაქციები.
თვალის დაავადებები:
ძალიან ხშირი: თვალის გაღიზიანება (მათ შორის წვის შეგრძნება), თვალის ტკივილი (მათ შორის ჩხვლეტა)
ხშირი: ზედაპირული (წერტილოვანი) კერატიტი, თვალის და/ან ქუთუთოს შეშუპება, თვალის ქავილი, კონიუნქტივის ჰიპერემია, თვალის ინფექცია, თვალის ანთება, ირიტი, რქოვანას შემღვრევა, სისხლჩაქცევა ბადურაში, მაკულარული შეშუპება,თვალის ტრავმა, თვალშიდა წნევის მომატება, მხედველობის დაბინდვა და/ან მხედველობის შემცირება
არახშირი: რქოვანას წყლული, რქოვანას ინფილტრაცია, თვალის სიმშრალე, ეპიფორა
ნერვული სისტემის დარღვევები:
თავის ტკივილი
უცნობი სიხშირის: რქოვანას დაზიანება, მაგ. გათხელება, ეროზია, ეპითელიუმის დაშლა და პერფორაცია*.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის დაავადებები
უცნობი: ბრონქოსპაზმი ან ასთმის გამწვავება**.
*პოსტმარკეტინგული კვლევებით დადგენილია რქოვანას დაზიანება, მათ შორის რქოვანას გათხელება, რქოვანას ეროზია, ეპითელიუმის დაშლა და პერფორაცია. აღნიშნული ვითარდება ძირითადად იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ადგილობრივ კორტიკოსტეროიდებს(იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).
** არსებობს ბრონქოსპაზმის და ასთმის გამწვავების პოსტმარკეტინგული ცნობები პაციენტებში ასპირინის/არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ მომატებული მგრძნობელობით ან რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ კეტოროლაკის ტრომეტამოლის მიმართ განვითარებული ასთმა, რომელიც შესაძლოა იყოს გამომწვევი ფაქტორი.
სისტემური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (მათ შორის კეტოროლაკის ტრომეტამოლი) დაკავშირებით ტიპიური გვერდითი რეაქციები არ გამოვლენილა ადგილობრივი ოფთალმოლოგიური მკურნალობისას გამოყენებული დოზების მიღებისას.
შეტყობინება საეჭვო უკურეაქციების შესახებ**:******
სამედიცინო პროდუქტის ავტორიზაციის შემდეგ შეტყობინებას საეჭვო უკურეაქციების შესახებ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მისი მეშვეობით შესაძლებელია სამედიცინო პროდუქტის სარგებლის/რისკის ბალანსის უწყვეტი მონიტორინგი. ჯანდაცვის სპეციალისტებს ვთხოვთ, მოგვაწოდონ ინფორმაცია საეჭვო უკურეაქციების შესახებ შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით.
შენახვის განსაკუთრებული პირობები:
გაუხსნელ მდგომარეობაში 2 წელი
გამოიყენეთ პირველი გახსნიდან 28 დღის განმავლობაში.
აღნიშნული პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
გაიცემა: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შეფუთვა:
5მლ ხსნარი თეთრ პოლიეთილენის ფლაკონში პიპეტით და ხრახნიანი თავსახურით.
კოლოფში მოთავსებულია ერთი ფლაკონი ინსტრუქციასთან ერთად.
მწარმოებელი:
S.C. ROMPHARM COMPANY S.R.L.
რუმინეთი, 075100, ოტოფენი, ეროილორის ქ.#1ა
**სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი/**რეგისტრაციის უფლების მქონე სუბიექტი
შპს „ნექსტრა გრუპი“
საქართველო, თბილისი, 0154, იროდიონ ევდოშვილის ქ. #18
შემადგენლობა: 1მლ ხსნარის შემადგენლობაში შედის: აქტიური ნივთიერება: 5მგ კეტოროლაკის ტრომეტამოლი; დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი 0.1მგ- მლ, ნატრიუმის ქლორიდი, დისოდიუმის ედეტატი, ოქტოქსინოლი 40, 1N ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან 1N მარილმჟავა pH-ის დასარეგულირებლად, დისტილირებული წყალი.
ჩვენებები: თვალში გამოყენება: კეტალდინი 5მგ-მლ თვალის წვეთები, ხსნარი გამოიყენება თვალის ქირურგიული ოპერაციის შემდგომი ანთების და მასთან დაკავშირებული სიმპტომების პროფილაქტიკისა და შემცირების მიზნით. კეტალდინის 5მგ- მლ თვალის წვეთები, ხსნარი გამოიყენება მოზრდილებში.
უკუჩვენებები: აქტიური ნივთიერების ან რომელიმე შემდეგი დამხმარე ნივთიერებების მიმართ მომეტებული მგრძნობელობა. აცეტილსალიცილის მჟვასა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს შორის არსებობს ჯვარედინი მგრძნობელობის დიდი პოტენციალი. კეტალდინი 5მგ-მლ თვალის წვეთების გამოყენება უკუნაჩვენებია პირებში, რომელთაც წარსულში აღენიშნებოდათ ამ პრეპარატების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
შენახვის განსაკუთრებული პირობები: გაუხსნელ მდგომარეობაში 2 წელი. გამოიყენება პირველი გახსნიდან 28 დღის განმავლობაში. აღნიშნული პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებული პირობების დაცვას.
გაიცემა: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
შემადგენლობა: საინექციო ხსნარის თითოეული მილილიტრის შემადგენლობაში შედის 30მგ კეტოროლაკის ტრომეტამოლი. შემავსებელი ცნობილი მოქმედებით: საინექციო ხსნარის თითოეული მილილიტრის შემადგენლობაში შედის 100მგ ეთილის სპირტი (96%) და 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლები ნატრიუმი. შემავსებლების სრული ჩამონათვალი: ეთილის სპირტი 96%; ნატრიუმის ქლორიდი; დინატრიუმის ედეტატი; ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი 1M; ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან მარილმჟავა (1M ხსნარი pH-ის რეგულირებისთვის); საინექციო წყალი.
ჩვენებები: კეტალდინი გამოიყენება საშუალო და ძლიერი ინტენსივობის მწვავე ტკივილის, განსაკუთრებით პოსტ-ოპერაციული ტკივილის, ხანმოკლე მკურნალობისათვის.
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია კეტოროლაკის ან სხვა არასტეროიდული
ანთების საწინააღმდეგო საშუალებების და ასპირინისა და სხვა პროსტაგლანდინების
სინთეზის სხვა ინჰიბიტორების მიმართ, რომლებიც იწვევენ ალერგიულ რეაქციებს
(პაციენტებში, რომელთაც გადატანილი აქვთ ანაფილაქსიური რეაქციები), ან აქვთ
ალერგია დამხმარე ნივთიერებების მიმართ. კეტოროლაკი უკუნაჩვენებია პაციენტებში,
რომელთაც გადატანილი აქვთ ბრონქული ასთმა; კეტოროლაკი უკუნაჩვენებია პაციენტებში,
რომელთაც აღენიშნებათ ანგიოედემის, ბრონქოსპაზმის ან ცხვირის პოლიპების სრული ან
ნაწილობრივი სინდრომი; სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების
მსგავსად, კეტოროლაკის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აქვთ
მძიმე ხარისხის გულის უკმარისობა, ღვიძლის უკმარისობა და თირკმელების უკმარისობა.
დოზირება და მიღების წესი: ინტრავენური ან ინტრამუსკულარული შეყვანისას
ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება იწყება დაახლოებით 30წთ-ში, მაქსიმალური
ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი ვითარდება 1-2სთ-ის შემდეგ. ტკივილგამაყუჩებელი
ეფექტის საშუალო ხანგრძლივობა ძირითადად 4-6 საათს შეადგენს. დოზა უნდა
განისაზღვროს ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის ტკივილის სიმძიმისა და
პაციენტის რეაგირების შესაბამისად.
დოზირება: მოზრდილები და 16 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები: რეკომენდირებული დოზა დასაწყისში შეადგენს 10მგ კეტოროლაკის ტრომეტამოლს, აუცილებლობის შემთხვევაში, პრეპარატის მიღება გრძელდება 10-30მგ ყოველ 4-6 საათში. საჭიროების შემთხვევაში, ოპერაციის შემდეგ კეტალდინის შეყვანა შეიძლება ყოველ 2 საათში. რეკომენდებულია მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენება. მოზრდილებში მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 90მგ კეტოროლაკის ტრომეტამოლს (კეტალდინის 3 ამპულა), ხოლო ხანდაზმულებში, თირკმელების უკმარისობის მქონე და 50კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე პაციენტებში-60მგ კეტოროლაკის ტრომეტამოლს (კეტალდინის 2 ამპულა). მაქსიმალური მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს ორ დღეს.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
1. ხარისხობრივი** და რაოდენობრივი **შემადგენლობა
საინექციო ხსნარის თითოეული მილილიტრის შემადგენლობაში შედის 30მგ კეტოროლაკის ტრომეტამოლი.
შემავსებელი ცნობილი მოქმედებით: საინექციო ხსნარის თითოეული მილილიტრის შემადგენლობაში შედის 100 მგ ეთილის სპირტი (96%) და 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლები ნატრიუმი.
შემავსებლების სრული ჩამონათვალი იხილეთ პუნქტში 6.1.
2. წამლის ფორმა
საინექციო ხსნარი
გამჭვირვალე, ღია ყვითელი ფერის ხსნარი, არ შეიცავს ხილულ ნაწილაკებს.
3. კლინიკური მონაცემები
**3.1. **თერაპიული ჩვენებები
კეტალდინი გამოიყენება საშუალო და ძლიერი ინტენსივობის მწვავე ტკივილის, განსაკუთრებით პოსტოპერაციული ტკივილის, ხანმოკლე მკურნალობისათვის.
3.2. დოზირება და მიღების წესი:
ინტრავენური ან ინტრამუსკულარული შეყვანისას ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება იწყება დაახლოებით 30 წთ-ში, მაქსიმალური ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი ვითარდება 1-2 სთ-ის შემდეგ.
ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის საშუალო ხანგრძლივობა ძირითადად 4-6 საათს შეადგენს.
დოზა უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის ტკივილის სიმძიმისა და პაციენტის რეაგირების შესაბამისად.
კეტოროლაკ ტრომეტამოლის მრავალჯერადი დოზების უწყვეტელი ინტრამუსკულური ან ინტრავენური შეყვანის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ორ დღეს, რადგანაც უფრო ხანგრძლივად მიღების შემთხვევაში მოსალოდნელია გვერდითი რეაქციების განვითარება. უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში პროდუქტის გამოყენების პრაქტიკა მწირია, ვინაიდან პაციენტთა უმრავლესობა გადავიდა პერორალურ მიღებაზე, ან გარკვეული პერიოდის შემდეგ ტკივილგამაყუჩებელის გამოყენება აღარ იყო საჭირო.
გვერდითი რეაქციების მინიმუმამდე შემცირება შესაძლებელია სიმპტომების კონტროლისათვის საჭირო ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის ხანმოკლე დროის განმავლობაში გამოყენებით (იხ. პუნქტი 4.4).
დოზირება
მოზრდილები და 16 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები
რეკომენდირებული დოზა დასაწყისში შეადგენს 10მგ კეტოროლაკის ტრომეტამოლს, აუცილებლობის შემთხვევაში, პრეპარატის მიღება გრძელდება 10-30 მგ ყოველ 4-6 საათში. საჭიროების შემთხვევაში, ოპერაციის შემდეგ კეტალდინის შეყვანა შეიძლება ყოველ 2 საათში.
რეკომენდებულია მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენება.
მოზრდილებში მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 90მგ კეტოროლაკის ტრომეტამოლს (კეტალდინის 3 ამპულა), ხოლო ხანდაზმულებში, თირკმლის უკმარისობის მქონე და 50 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე პაციენტებში - 60მგ კეტოროლაკის ტრომეტამოლს (კეტალდინის 2 ამპულა).
მაქსიმალური მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს ორ დღეს.
პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ კეტოროლაკის ტრომეტამოლს ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად და გადავიდნენ კეტოროლაკის პერორალურ მიღებაზე, მოზრდილებში საერთო კომბინირებულმა სადღეღამისო დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 90 მგ კეტოროლაკის ტრომეტამოლს (3 ამპულა კეტალდინი), ხოლო ხანდაზმულებში, თირკმლის უკმარისობის მქონე და 50 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე პაციენტებში - 60მგ კეტოროლაკის ტრომეტამოლს (კეტალდინის 2 ამპულა).
ასევე, პერორალურად მიღებულმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 40 მგ კეტოროლაკის ტრომეტამოლს ინტრავენური ან ინტრამუსკულარული შეყვანიდან პერორალურ მიღებაზე გადასვლის დღეს. რეკომენდებულია რაც შეიძლება მალე გადასვლა პრეპარატის პერორალურ მიღებაზე.
რეკომენდებულია დოზის შემცირება 50 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე პაციენტებში.
შესაძლებელია ოპიოიდური ანალგეტიკებთან (მაგ.: მორფინი, პეთიდინინი) ერთდროული გამოყენება, თუ ისინი აუცილებელია ოპტიმალური ანალგეტიკური ეფექტისთვის ან მათი ანქსიოლიზური და / ან სედატიური მოქმედებისთვის.
კეტალდინი 30 მგ / მლ არ არის ოპიოიდური ანალგეტიკური საშუალება.
კეტოროლაკის ტრომეტამოლი არ უწევს კონკურენციას ოპიოიდებს პლაზმის ცილებთან კავშირის მხრივ და არ აძლიერებს სუნთქვის დათრგუნვას ან სედაციას, რომელიც გამოწვეულია ოპიატების მოქმედებით.
ოპიოიდების კეტალდინთან 30 მგ / მლ ერთად გამოყენებისას, ოპიოიდების სადღეღამისო დოზები ჩვეულებისამებრ უფრო ნაკლებია. ამასთან, გასათვალისწინებელია ოპიოიდების გვერდითი რეაქციები, განსაკუთრებით ქირურგიული ჩარევის დროს.
ხანდაზმული პაციენტები _(65 _წლისდა _ _ზემოთ )
ხანდაზმულ პაციენტებში გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი მაღალია. ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის დროს აუცილებელია უნდა დაინიშნოს მინიმალური ეფექტური დოზა დროის უმოკლესი პერიოდის განმავლობაში. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის დროს აუცილებელია გასტროინტესტინალური სისხლდენის რეგულარული მონიტორინგი. მაქსიმალურმა სადღეღამისო დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 60მგ კეტოროლაკის ტრომეტამოლს (კეტალდინის 2 ამპულა). 50კგ-ზე ნაკლები წონის მქონე პაციენტებში დოზები უნდა შემცირდეს.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
კეტალდინის 30მგ/მლ გამოყენება უკუნაჩვენებია საშუალო სიმძიმის და მძიმე თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. საერთო დღიური დოზა არის 60მგ კეტოროლაკის ტრომეტამოლი (კეტალდინის 2 ამპულა). იხილეთ პუნქტი 4.3.
ბავშვები და მოზარდები
არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ, ამიტომ 16 წლამდე ასაკის ბავშვებში კეტალდინის 30მგ/მლ გამოყენება არ შეიძლება.
გვერდითი რეაქციების მინიმუმამდე შემცირება შესაძლებელია სიმპტომების კონტროლისათვის საჭირო ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის ხანმოკლე დროის განმავლობაში გამოყენებით (იხ. პუნქტი 4.4).
მიღების წესი
კეტალდინი შეგიძლიათ შეიყვანოთ ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად.
ვენაში შეყვანისას ინექციის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს სულ მცირე 15 წამს; დაუშვებელია კეტალდინის ეპიდურალური ან ინტრატეკალური გამოყენება. მკურნალობა უნდა დაიწყოს და განხორციელდეს კვალიფიციური პერსონალის მიერ.
**3.3. **უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია კეტოროლაკის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების და ასპირინისა და სხვა პროსტაგლანდინების სინთეზის სხვა ინჰიბიტორების მიმართ, რომლებიც იწვევენ ალერგიულ რეაქციებს (პაციენტებში, რომელთაც გადატანილი აქვთ ანაფილაქსიური რეაქციები), ან პუნქტში 6.1. დასახელებული დამხმარე ნივთიერებების მიმართ .
კეტოროლაკი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც გადატანილი აქვთ ბრონქული ასთმა;
კეტოროლაკი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ანგიოედემის, ბრონქოსპაზმის ან ცხვირის პოლიპების სრული ან ნაწილობრივი სინდრომი;
სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, კეტოროლაკის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აქვთ მძიმე ხარისხის გულის უკმარისობა, ღვიძლის უკმარისობა და თირკმლის უკმარისობა (იხ. პუნქტი 4.4).
კეტოროლაკის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აქვთ თირკმელების საშუალო ან მძიმე ხარისხის უკმარისობა (შრატში კრეატინინი >160 მკმოლ/ლ) ან ექსტრაცელულარული სითხის მოცულობის შემცირების და დეჰიდრატაციის შედეგად თირკმლის უკმარისობის განვითრების რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში;
კეტოროლაკი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აქვთ აქტიური პეპტიური წყლული, გადატანილი აქვთ გასტროინტესტინალური სისხლდენა, დაწყლულება ან პერფორაცია, პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის შედეგად გამოწვეული გასტროინტესტინალური სისხლდენა ან აქტიური პერფორაციები, პაციენტებში, რომელთაც გადატანილი აქვთ პეპტიური წყლული ან გასტროინტესტინალური ჰემორაგია, ასევე პაციენტებში, რომელთაც აქვთ აქტიური გასტროინტესტინალური ჰემორაგია (დაწყლულების ან სისხლდენის ორი ან მეტი ეპიზოდი).
კეტოროლაკი თრგუნავს თრომბოციტების ფუნქციას და, ამიტომ, მისი გამოყენება უკუნაჩვენებია საეჭვო ან დადასტურებული ცერებროვასკულარული სისხლდენის მქონე პაციენტებში, იმ პაციენტებში, რომლებსაც გადატანილი აქვთ ოპერაციები ჰემორაგიის მაღალი რისკით ან არასრული ჰემოსტაზით და რომლებშიც მაღალია სისხლდენის რისკი - მაგალითად, ჰემორაგიული დიათეზისა და კოაგულაციის სხვა დარღვევების მქონე პაციენტები.
კეტოროლაკი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ანტიკოაგულანტებით, რომლებიც შეიცავენ ვარფარინს და ჰეპარინს დაბალი დოზით (2500-5000 IU ყოველ 12 საათში).
კეტოროლაკის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (ციკლოოქსიგენაზა-2-ის ინჰიბიტორების ჩათვლით).
კეტოროლაკის გამოყენება უკუნაჩვენებია ოქსპენტიფილინთან (პენტოქსიფილინი), ლითიუმის მარილებთან, პრობენეციდთან კომბინაციაში გამოყენება;
კეტოროლაკის გამოყენება უკუნაჩვენებია ბავშვებსა და 16 წლამდე ასაკის მოზარდებში.
კეტოროლაკი უკუნაჩვენებია ორსულობის, მშობიარობის ან ლაქტაციის პერიოდში (იხ. პუნქტი 4.6).
კეტოროლაკი უკუნაჩვენებია ქირურგიული ჩარევის წინ პროფილაქტიკური ანალგეზიის სახით, თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირების გამო, აგრეთვე ინტრაოპერაციულად, სისხლდენის მომატებული რისკის გამო.
უკუნაჩვენებია კეტალდინის 30მგ/მლ ნეიროაქსიალური (ეპიდურალური ან ინტრატეკალური) გამოყენება ეთანოლის შემცველობის გამო.
**3.4. **განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები
ეპიდემიოლოგიური მონაცემების მიხედვით ,__კეტოროლაკი შეიძლება დაკავშირებული იყოს მწვავე გასტროინტესტინალური ტოქსიკურობის მომატებულ რისკთან ,__სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან მიმართებაში ,__განსაკუთრებით მაშინ ,__როდესაც იგი გამოიყენება სპეციალისტების მითითებების დაცვის გარეშე და /__ან დროის გახანგრძლივებული პერიოდის განმავლობაში (__იხ .__აგრეთვე პუნქტები 4.2 და 4.3. ).
ექიმმა უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ ზოგიერთ პაციენტში ტკივილის გაყუჩება არ ხდება ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად შეყვანიდან 30 წუთში.
დაუშვებელია კეტოროლაკის ტრომეტამოლის გამოყენება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექციურ ინჰიბიტორებთან ერთად.
გვერდითი რეაქციების მინიმუმამდე შემცირება შესაძლებელია სიმპტომების კონტროლისათვის საჭირო ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის ხანმოკლე დროის განმავლობაში გამოყენებით.
ხანდაზმულ პაციენტებში მაღალია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან დაკავშირებით გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი, განსაკუთრებით გასტროინტესტინალური სისხლდენისა ან პერფორაციების სახით, რომლებიც შეიძლება იყოს ფატალური (იხ. პუნქტი 4.2 და ქვემოთ ჩამოთვლილი გულ-სისხლძარღვთა და გასტროინტესტინალური გართულებების რისკები). შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პაციენტები, როგორც ჩანს, ნაკლებად ტოლერანტულები არიან წყლულის ან სისხლდენის მიმართ, ვიდრე დანარჩენი. არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან დაკავშირებული ფატალური გასტროინტესტინალური გართულებების უმეტესი ნაწილი განვითარდა მოხუცებში და / ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პაციენტებში.
გასტროინტესტინალური სისხლდენა ,__დაწყლულება და პერფორაცია :
გასტროინტესტინალური სისხლდენა, დაწყლულება და პერფორაცია, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს ფატალური, შეიძლება გამოვლინდეს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, მათ შორის კეტოროლაკით, მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე, გამაფრთხილებელი სიმპტომებით ან ანამნეზში სერიოზული გასტროინტესტინალური დარღვევებით ან მათ გარეშე.
გასტროინტესტინალური სისხლდენის, დაწყლულებისა და პერფორაციის რისკი მაღალია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების,მათ შორის კეტოროლაკის, გაზრდილი დოზებით ინტრავენური გამოყენებისას პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ პეპტიკური წყლული, განსაკუთრებით გართულებული ფორმით სისხლდენით ან პერფორაციით (იხ. პუნქტი 4.3) და ხანდაზმულებში. პაციენტებმა მკურნალობა უნდა დაიწყონ ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით.
ასეთი პაციენტებისათვის, და აგრეთვე მათთვის, ვისთვისაც აუცილებელია თანმხლები თერაპია ასპირინის დაბალი დოზებით ან ისეთი პრეპარატებით მკურნალობა, რომლებიც იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევის რისკის გაზრდას (იხ. პუნქტი 4.5), აუცილებელია განხილული იქნას დამცავი მოქმედების მქონე საშუალებებით (მაგალითად, მიზოპროსტოლი ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები) კომბინირებული თერაპიის შესაძლებლობა.
ანამნეზში გასტროინტესტინალური სისხლდენის არსებობის შემთხვევაში, განსაკუთრებით თუ პაციენტი ხანდაზმულ ასაკშია, ექიმს უნდა ეცნობოს საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული ყველა უჩვეულო სიმპტომის განვითარების შესახებ (მაგალითად, გასტროინტესტინალური სისხლდენა), განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ღებულობს პრეპარატებს, რომლებიც ზრდის დაწყლულების ან სისხლდენის განვითარების რისკს. აღნიშნულ პრეპარატებს მიეკუთვნება პერორალური კორტიკოსტეროიდები, ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ვარფარინი, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები ან ანტითრომბოციტარული საშუალებები, როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა (იხ. პუნქტი 4.5).
უკუნაჩვენებია ანტიკოაგულანტებთან, მაგ. ვარფარინთან ერთად გამოყენება (იხ. პუნქტი 4.3).
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ გასტროინტესტინალური დაავადება (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება), რადგანაც შეიძლება გამოიწვიოს აღნიშნული მდგომარეობის გამწვავება (იხ. პუნქტი 4.8). გასტროინტესტინალური სისხლდენის ან წყლულის გამოვლენისთანავე აუცილებლად უნდა შეწყდეს კეტოროლაკის ტრომეტამოლის მიღება.
სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, გასტროინტესტინალური გართულებების სიხშირე და სიმძიმე შეიძლება გაიზარდოს კეტოროლაკის ტრომეტამოლის ინტრავენურად შესაყვანი დოზის და მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდით. კლინიკურად მნიშვნელოვანი გასტროინტესტინალური ჰემორაგიის რისკი დამოკიდებულია დოზაზე. აღნიშნული ეხება განსაკუთრებით ხანდაზმული პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ კეტოროლაკის ტრომეტამოლის საშუალო დღიურ დოზას, რომელიც ინიშნება ინტრავენურად 60 მგ-ზე მეტი დღეში. პეპტიური წყლულის მქონე პაციენტებში მაღალია კეტროლაკის ტრომეტამოლით მკურნალობის დროს სერიოზული კუჭ-ნაწლავის გართულებების წარმოქმნის ალბათობა.
ჰემატოლოგიური მოქმედება :
განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა საჭიროა პაციენტებში, რომელთაც აქვთ კოაგულაციური დარღვევები, აუცილებელია სათანადო მონიტორინგი. მიუხედავად იმისა, რომ კვლევები არ აჩვენებს კეტოროლაკის ტრომეტამოლსა და ვარფარინს ან ჰეპარინს შორის მნიშვნელოვან ურთიერთქმედებას, კეტოროლაკის ტრომეტამოლისა და ისეთი თერაპიის ერთდროული გამოყენება, რომელიც გავლენას ახდენს ჰემოსტაზზე, მათ შორის ანტიკოაგულაციური თერაპია (მაგ. ვარფარინი) ჰეპარინის პროფილაქტიკური დოზები (2500-5000 IU ყოველ 12 საათში) და დექსტრანები, შეიძლება დაკავშირებულ იყოს სისხლდენის მომატებულ რისკთან. ასეთი პაციენტების შემთხვევაში აუცილებელია დიდი სიფრთხილის გამოჩენა კეტოროლაკის ტრომეტამოლის მიღებისას და პაციენტის მონიტორინგი.
პოსტმარკეტინგული გამოცდილების მონაცემების მიხედვით, პოსტოპერაციული ჰემატომები და ჭრილობიდან სისხლდენის სხვა ნიშნები აღინიშნა კეტოროლაკის ტრომეტამოლის საინექციო ხსნარის პერიოპერაციული გამოყენებისას. ექიმი ინფორმირებული უნდა იყოს სისხლდენის პოტენციური რისკის შესახებ, როდესაც ჰემოსტაზი კრიტიკულია პროსტატის რეზექციის, ტონზილექტომიის ან კოსმეტიკური ქირურგიის დროს.
დერმატოლოგიური :
კანის სერიოზული რეაქციები, ზოგიერთი მათგანი ფატალური, მათ შორის ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS) და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN) გამოვლინდა იშვიათ შემთხვევებში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას (იხ. პუნქტი 4.8). აღნიშნული რეაქციების განვითარების მაღალი რისკი არსებობს მკურნალობის საწყის ეტაპზე. კანზე გამონაყარის, ლორწოვანი გარსის გაღიზიანების ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა ნიშნების გამოვლენისთანავე აუცილებელია კეტოროლაკის ტრომეტამოლის გამოყენების შეწყვეტა.
ნატრიუმის /__სითხის შეკავება გულ -__სისხლძარღვთა დაავადებების დროს და პერიფერიული შეშუპება :
რეკომენდებულია სიფრთხილის გამოჩენა პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ მაღალი არტერიული წნევა და/ან გულის უკმარისობა, ვინაიდან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას აღინიშნა სითხის შეკავება და შეშუპება.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, მათ შორის კეტოროლაკის გამოყენებისას, ზოგიერთ პაციენტში აღინიშნა სითხის შეკავება, მაღალი არტერიული წნევა და პერიფერიული შეშუპება და ამიტომ, მისი გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს გულის დეკომპენსაციის, მაღალი არტერიული წნევის ან ანალოგიური მდგომარეობების მქონე პაციენტებში.
კარდიოვასკულარული და ცერებროვასკულარული მოქმედება
აუცილებელია სათანადო მონიტორინგი და კონსულტაცია პაციენტებისთვის, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ჰიპერტენზია და/ან მსუბუქი - საშუალო სიმძიმის გულის შეგუბებითი უკმარისობა, რადგანაც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის დროს შეიძლება გამოვლინდეს სითხის შეკავება და შეშუპება.
კლინიკური კვლევისა და ეპიდემიოლოგიური მონაცემების მიხედვით, კოქსიბებისა და გარკვეული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებამ (განსაკუთრებით დიდი დოზებით და ხანგრძლივად) შეიძლება გამოიწვიოს არტერიული თრომბოზის (მაგ.: მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი) განვითარების რისკის მცირედ გაზრდა. მიუხედავად იმისა, რომ კეტოროლაკს არ გამოუვლენია თრომბული მოვლენების გაზრდის შესაძლებლობა, როგორიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი, არ არსებობს საკმარისი მონაცემები, რათა გამოირიცხოს ამგვარი რისკი კეტოროლაკის გამოყენებისას.
კეტოროლაკი განსაკუთრებული სიფრთხილით და საფუძვლიანი გამოკვლევის შედეგად ენიშნებათ პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ არაკონტროლირებადი ჰიპერტენზია, გულის შეგუბებითი უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება, პერიფერიულ სისხლძარღვთა დაავადება და/ან ცერებროვასკულარული დაავადება. სიფრთხილის გამოჩენა ასევე მნიშვნელოვანია ხანგრძლივი მკურნალობის დაწყებამდე კარდიოვასკულარული დაავადების (მაგ.: ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, თამბაქოს მოწევა) განვითარების რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში.
ეფექტები თირკმლის მხრივ**:**
როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შემთხვევაში, კეტოროლაკი სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ან ანამნეზში თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებში, ვინაიდან ის არის პროსტაგლანდინის სინთეზის ძლიერი ინჰიბიტორი. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო, ვინაიდან თირკმლის ტოქსიკურობა აღინიშნა კეტოროლაკის და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის სისხლის ნაკადის ან სისხლის მოცულობის დაქვეითება, როდესაც თირკმლის პროსტაგლანდინებს აქვთ დამხმარე როლი თირკმლის პერფუზიის შენარჩუნებაში. ასეთ პაციენტებში კეტოროლაკის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის პროსტაგლანდინების წარმოქმნის დოზადამოკიდებული შემცირება და თირკმლის დეკომპენსაცია ან უკმარისობა. მსგავსი რეაქციის განვითარების მაღალ რისკს მიეკუთვნებიან პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ჰიპოვოლემია, გულის უკმარისობა, ღვიძლის დისფუნქცია, პაციენტები, რომლებიც პარალელურად მკურნალობენ დიურეტიკებით და ხანდაზმულები. კეტოროლაკით ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის შეწყვეტას, ჩვეულებრივ, მკურნალობამდელი მდგომარეობის აღდგენა მოჰყვება.
ანაფილაქტური (__ანაფილაქტოიდური )__რეაქციები :
ანაფილაქტური (ანაფილაქტოიდური) რეაქციები (მათ შორის, და არა მხოლოდ, ანაფილაქსია, ბრონქოსპაზმი, ვაზომოტორული რეაქციები, კანზე გამონაყარი, ჰიპოტენზია, ლარინგალური შეშუპება და ანგიონევროტული შეშუპება) შეიძლება განვითარდეს იმ პაციენტებში, რომელთაც წარსულში ჰქონდათ ან არ ჰქონდათ მომატებული მგრძნობელობა ასპირინის, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ან კეტოროლაკის მიმართ. შეიძლება ასევე განვითარდეს წარსულში ანგიონევროტული შეშუპების, ბრონქოსპასტური რეაქციების (მაგ. ბრონქული ასთმა) და ცხვირში პოლიპების მქონე პაციენტებში. ანაფილაქტოიდური რეაქციები, ანაფილაქსიის მსგავსად, შეიძლება იყოს ფატალური. ამიტომ, კეტოროლაკი სიფრთხილით გამოიყენება წარსულში ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში და ცხვირის პოლიპების სრული ან ნაწილობრივი სინდრომის, ანგიონევროტული შეშუპების და ბრონქოსპაზმის მქონე პაციენტებში.
ფერტილურობასთან დაკავშირებული სიფრთხილის ზომები :
კეტოროლაკის, ისევე როგორც ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამ, რომელიც თრგუნავს ციკლოოქსიგენაზას /პროსტაგლანდინების სინთეზს, შეიძლება გამოიწვიოს ფერტილურობის დარღვევა და რეკომენდებული არ არის იმ ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულებას. კეტოროლაკის გამოყენება უნდა შეწყდეს ქალებში, რომლებთაც აღენიშნებათ ჩასახვის პრობლემა ან რომლებიც იტარებენ შესაბამის გამოკვლევებს.
** **__სითხის შეკავება და შეშუპება :
კეტოროლაკის გამოყენებისას აღინიშნა სითხის შეკავება, ჰიპერტენზია და შეშუპება და ამიტომ, სიფრთხილით გამოიყენება გულის დეკომპენსაციის, ჰიპერტენზიის ან ანალოგიური მდგომარეოებების მქონე პაციენტებში.
რეკომენდებულია სიფრთხილის გამოჩენა პრობენეციდთან ერთად მიღებისას, რადგანაც ამ კომბინაციის დროს აღინიშნა კეტოროლაკის ფარმაკოკინეტიკის ცვლილებები.
რეკომენდებულია სიფრთხილის გამოჩენა ასევე მეთოტრექსატთან ერთად მიღებისას, რადგანაც გამოვლინდა, რომ ზოგიერთი პრეპარატი, რომლებიც თრგუნავს პროსტაგლანდინების სინთეზს, ამცირებს მეთოტრექსატის კლირენსს და, შესაბამისად, შეიძლება გაიზარდოს მისი ტოქსიკურობა.
გამოყენება ბავშვებში :
კეტალდინი 30მგ/მლ საინექციო ხსნარის გამოყენება უკუნაჩვენებია ბავშვებსა და 16 წლამდე ასაკის მოზარდებში (იხ. პუნქტი 4.3.).
პრეპარატის ბოროტად მოხმარება და დამოკიდებულება :
კეტოროლაკი არ იწვევს დამოკიდებულებას. კეტოროლაკით მკურნალობის უეცარი შეწყვეტის შემდეგ არ გამოვლენილა წამლის შეწყვეტის/მოხსნის სიმპტომები.
აღნიშნული სამკურნალო საშუალება შეიცავს 1მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23მგ) დოზაში, ანუ იგი ფაქტიურად „თავისუფალია ნატრიუმისგან“.
აღნიშნული სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში შედის 12.4% ეთილის სპირტი ანუ 100 მგ-მდე დოზით, რაც არის 2.5 მლ ლუდისა და 1 მლ ღვინის ექვივალენტი.
პრეპარატი სახიფათოა ალკოჰოლიზმით დაავადებული პაციენტებისთვის.
აღნიშნული ფაქტი გათვალისწინებულ უნდა იქნეს ორსული ან ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალების, ბავშვებისა და მომატებული რისკის მქონე პაციენტების, როგორიცაა ღვიძლის დაავადების ან ეპილეფსიის მქონე პაციენტების შემთხვევაში.
**3.5. **ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან
კეტოროლაკის ტრომეტამოლის გამოყენება უკუნაჩვენებია სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, ოქსპენტიფილინთან (პენტოქსიფილინი), ლითიუმის მარილებთან, პრობენეციდთან კომბინაციაში გამოყენება (იხ. პუნქტი 4.3).
კეტოროლაკის ტრომეტამოლის გამოყენება ასევე უკუნაჩვენებია ანტითრომბოციტულ საშუალებებთან, პერორალურ ანტიკოაგულანტებთან და ჰეპარინთან ერთად (იხ. პუნქტი 4.3).
ანტიკოაგულანტები: არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება გააძლიერონ ვარფარინის და სხვა ანტიკოაგულანტების ანტიკოაგულაციური მოქმედება (იხ. პუნქტი 4.4). კეტოროლაკი თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას, ამცირებს თრომბოქსანის კონცენტრაციებს და ახანგრძლივებს სისხლდენის დროს. ასპირინისგან მიღებული პროლონგირებული მოქმედებისგან განსახვავებით, თრომბოციტები ნორმის ფარგლებს უბრუნდება კეტოროლაკის მიღების შეწყვეტიდან 24-48 საათში.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევები არ აჩვენებს კეტოროლაკის ტრომეტამოლსა და ვარფარინს ან ჰეპარინს შორის მნიშვნელოვან ურთიერთქმედებას, კეტოროლაკის ტრომეტამოლისა და ისეთი თერაპიის ერთდროული გამოყენება, რომელიც გავლენას ახდენს კოაგულაციაზე, მათ შორის ანტიკოაგულაციური თერაპია (მაგ. ვარფარინი) ჰეპარინის პროფილაქტიკური დოზები (2500-5000 IU ყოველ 12 საათში) და დექსტრანები, შეიძლება დაკავშირებულ იყოს სისხლდენის მომატებულ რისკთან.
იმ პაციენტებში, რომლებიც პარალელურად ღებულობენ აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, შეიძლება მომატებული იყოს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან დაკავშირებული სერიოზული გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი.
ოქსპენტილფილინთან (პენტოქსიფილინი) ერთად კეტოროლაკის მიღებისას მატულობს სისხლდენის მიმართ მიდრეკილება.
ანტითრომბოციტული საშუალებები და სელექციური სეროტონინის ხელახალი ათვისების ინჰიბიტორები (SSRI): გასტროინტესტინალური სისხლდენის მომატებული რისკი (იხ. პუნქტი 4.4).
კორტიკოსტეროიდები: გასტროინტესტინალური სისხლდენის ან დაწყლულების მომატებული რისკი (იხ. პუნქტი 4.4).
კეტოროლაკის პრობენეციდთან ერთად მიღებისას აღინიშნა კეტოროლაკის შემცირებული პლაზმური კლირენსი და განაწილების მოცულობა, კეტოროლაკის პლაზმური კონცენტრაციების ზრდა და კეტოროლაკის ნახევარგამოყოფის პერიოდის გაზრდა.
დაფიქსირდა, რომ ზოგიერთი პრეპარატი, რომელიც თრგუნავს პროსტაგლანდინების სინთეზს, ამცირებს მეთოტრექსატის კლირენსს და, შესაბამისად, შეიძლება გაიზარდოს მისი ტოქსიკურობა.
ზოგიერთი პროსტაგლანდინის სინთეზის მაინჰიბირებელი პრეპარატის მიღებისას აღინიშნა თირკმლისმიერი ლითიუმის კლირენსის დათრგუნვა, რაც იწვევდა პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციების ზრდას. დაფიქსირდა ლითიუმის პლაზმური კონცენტრაციების მომატების შემთხვევები.
კეტოროლაკის ტრომეტამოლი არ ცვლის დიგოქსინის ცილებთან შეკავშირებას. In vitroკვლევები აჩვენებს, რომ სალიცილატების თერაპიული კონცენტრაციებისას (300გ/მლ), კეტოროლაკის შეკავშირება მცირდებოდა დაახლოებით 99,2-97,5%, რაც წარმოადგენს შეუკავშირებელი კეტოროლაკის პლაზმური კონცენტრაციების ორმაგ ზრდას. კეტოროლაკის ტრომეტამოლის ცილებთან შეკავშირებაზე გავლენას არ ახდენს დიგოქსინის, ვარფარინის, იბუპროფენის, ნაპროქსენის, პიროქსიკამის, პარაცეტამოლის, ფენიტოინისა და ტოლბუტამიდის თერაპიული კონცენტრაციები.
კეტოროლაკის საინექციო ხსნარი ამცირებს ფუროსემიდის დიურეზულ მოქმედებას ნორმოვოლემიურ ჯანმრთელ სუბიექტებში დაახლოებით 20%-ით, ამიტომ, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო გულის დეკომპენსაციის მქონე პაციენტებში.
არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება შეამცირონ დიურეზული საშუალებებისა და ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების მოქმედება. თირკმლის მწვავე უკმარისობის რისკი, რომელიც ჩვეულებრივ შექცევადია, შეიძლება გაიზარდოს თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე ზოგიერთ პაციენტში (მაგ. დეჰიდრატირებულ პაციენტებში ან ხანდაზმულ პაციენტებში), როდესაც აგფ ინჰიბიტორები და/ან ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტები კომბინირებულია არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან. ამიტომ, აღნიშნული კომბინაცია გამოიყენება სიფრთხლით, განსაკუთრებით ხანდაზმულებში. აუცილებელია პაციენტებისთვის სითხეების სათანადო რაოდენობით მიღება და თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი თანმხლები თერაპიის დაწყების შემდეგ და შემდგომში პერიოდულად.
აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა ქინოლონებთან ერთად მიღებისას, რადგანაც მაღალია კრუნჩხვების განვითარების რისკი.
გამოვლინდა, რომ კეტოროლაკი ამცირებს იმავდროული ოპიოიდური ანალგეტიკების გამოყენების საჭიროებას, როდესაც ის მიიღება პოსტოპერაციული ტკივილის მოსახსნელად.
**3.6. ფერტილობა,**ორსულობა და ლაქტაცია
ფერტილობა
კეტოროლაკის, ისევე როგორც ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამ, რომელიც თრგუნავს ციკლოოქსიგენაზას /პროსტაგლანდინების სინთეზს, შეიძლება გამოიწვიოს ფერტილურობის დარღვევა და რეკომენდებული არ არის იმ ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულებას. კეტოროლაკის გამოყენება უნდა შეწყდეს ქალებში, რომლებთაც აღენიშნებათ ჩასახვის პრობლემი ან რომლებიც იტარებენ შესაბამის გამოკვლევებს. იხ. პუნქტი 4.4.
ორსულობა
ტერატოგენული ეფექტის დასადგენად ადამიანებში კვლევები არ ჩატარებულა.
სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, ორსულობის მესამე ტრიმესტრში, კეტოროლაკის ტრომეტამოლმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული სადინარის ნაადრევი დახურვა. პერინატალურ პერიოდში გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი სისხლდენა.
კეტოროლაკის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის, მშობიარობის ან ლაქტაციის დროს (იხ. პუნქტი 4.3).
პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ორსულობაზე ან/და ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე. ეპიდემიოლოგიური კვლევების თანახმად, ორსულობის პირველი კვირებში პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენებისას იზრდება სპონტანური აბორტების, ნაყოფის გულის მანკისა და გასტროშიზისის განვითარების რისკი. გულის მანკის განვითარების აბსოლუტური რისკი იზრდება 1%-დან დაახლოებით 1.5%-მდე. აღნიშნული რისკის გაზრდა დამოკიდებულია დოზაზე და მკურნალობის ხანგრძლივობაზე. ცხოველებში პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენებამ აჩვენა პრე- და პოსტიმპლანტაციური აბორტისა და ემბრიონის/ ნაყოფის ლეტალობის გაზრდილი რისკი. გარდა ამისა, ცხოველებში ორგანოგენეზის ფაზაში პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენებისას გამოვლინდა სხვადასხვა ანომალიების, მათ შორის კარდიოვასკულარული ანომალიების განვითარების გახშირებული შემთხვევები. ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში კეტოროლაკის დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც გადაუდებელი აუცილებლობა არსებობს. ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, ან ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში კეტოროლაკის დანიშვნის შემთხვევაში, უნდა შეირჩეს ყველაზე დაბალი დოზა და მაქსიმალურად მოკლე ვადით, რადგანაც ორსულობისას პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბიტორებმა შეიძლება გამოიწვიოს:
-ნაყოფში:
-დედასა და ახალშობილში, ორსულობის ბოლოს:
კეტოროლაკი აღწევს პლაცენტაში დაახლოებით 10%-ით.
მშობიარობა
კეტოროლაკი უკუნაჩვენებია მშობიარობის დროს, რადგანაც პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვის მოქმედებით შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ემბრიონული სისხლის ცირკულაციაზე და შესაძლოა დათრგუნოს საშვილოსნოს შეკუმშვის უნარი, რითაც იზრდება საშვილოსნოდან სისხლდენის რისკი.
ლაქტაცია
კეტოროლაკი გადის დედის რძეში დაბალი კონცენტრაციით და შესაბამისად, დაუშვებელია მისი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში.
**3.7. **ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე
კეტოროლაკის ტრომეტამოლმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, ვერტიგო, უძილობა ან დეპრესია. აღნიშნული სიმპტომების განვითარების შემთხვევაში აუცილებელია დიდი სიფრთხილის გამოჩენა.
**3.8. **გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდება სიხშირის მიხედვით:ძალიან ხშირად (≥ 1/10)**; ხშირად (≥1/100 და <1/10); არც თუ ისე ხშირად (≥1/1,000 და <1/100); იშვიათად (≥1/10,000 და <1/1,000); ძალიან იშვიათად (<1/10, 000); **უცნობი სიხშირის გვერდითი მოქმედებები (მათი გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით).
პოსტმარკეტინგი
კეტოროლაკის ტრომეტამოლის მიღებისას პაციენტებში შეიძლება განვითარდეს შემდეგი არასასურველი ეფექტები; გვერდითი მოვლენების სიხშირე არ არის დადგენილი, ვინაიდან უცნობია მოსახლოების რამდენმა პროცენტმა განაცხადა გვერდითი მოვლენების შესახებ.
გასტროინტესტინალური დარღვევები :
ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები დაკავშირებულია გასტროინტესტინალურ ტრაქტთან. შესაძლოა გამოვლინდეს პეპტიკური წყლული, გასტროინტესტინალური დაწყლულება, პერფორაცია ან სისხლდენა, ზოგჯერ ფატალური შედეგით, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში (იხ. პუნქტი 4.4). გამოვლინდა გულისრევა, პირღებინება, დიარეა, მეტეორიზმი, ყაბზობა, დისპეპსია, ტკივილი მუცლის არეში, მელენა, ჰემატომაზი, წყლულოვანი სტომატიტი, ბოყინი, მუცლის შებერილობა, ეზოფაგიტი, გასტროინტესტინალური დაწყლულება, რექტალური სისხლდენა, პანკრეატიტი, პირის სიმშრალე, კოლიტის და კრონის დაავადების გამწვავება (იხ. პუნქტი 4.4). ნაკლები სიხშირით გამოვლინდა გასტრიტი.
ინფექციები და ინვაზიები :
ასეპტიკური მენინგიტი (განსაკუთრებით პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ავტოიმუნური დარღვევები, როგორიცაა სისტემური ერითემული ლუპუსი, შერეული შემაერთებელი ქსოვილის დაავადება), რომლის სიმპტომებია: გაშეშებული კისერი, თავის ტკივილი, გულისრევა, პირღებინება, ცხელება ან დეზორიენტაცია (იხ. პუნქტი 4.4).
სისხლისა და ლიმფური სისტემის ** **__დარღვევები :
თრომბოციტოპენია
იმუნური ** **__სისტემის ** **__დარღვევები :
ანაფილაქსია, ანაფილაქტოიდური რეაქციები, რომელთაც აქვთ ფატალური შედეგი, ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, როგორიცაა ბრონქოსპაზმი, კანზე გამონაყარი, ჰიპოტენზია, ლარინგალური შეშუპება.
მეტაბოლური და ნუტრიციული დარღვევები :
ანორექსია, ჰიპერკალემია, ჰიპონატრემია
ფსიქიატრიული ** **__დარღვევები :
აზროვნების პათოლოგია, დეპრესია, უძილობა, შფოთვა, ნერვოზულობა, ფსიქოზური რეაქციები, ცუდი სიზმრები, ჰალუცინაციები, ეიფორია, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, ძილიანობა.
ნერვული სისტემის დარღვევები :
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კონვულსია, პარესთეზია, ჰიპერკინეზია, გემოვნების დარღვევა.
თვალთან დაკავშირებული დარღვევები :
მხედველობის დარღვევა
ყურთან და ლაბირინთთან ** **__დაკავშირებული დარღვევები :
ხმაური ყურებში, სმენის დაკარგვა, ვერტიგო
რენალური და ურინარული დარღვევები :
თირკმლის მწვავე უკმარისობა, გახშირებული შარდვა, ინტერსტიციული ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი, შარდის შეკავება, ოლიგურია, ჰემოლიზურ -ურემიული სინდრომი, ტკივილი ფერდების არეში (თან (არ) ახლავს ჰემატურია და/ან აზოტემია). პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების მსგავსად, თირკმლის უკმარისობის ნიშნები, როგორიცაა (მაგრამ არა მხოლოდ) შრატში კრეატინინის და კალიუმის მომატება კეტოროლაკის ტრომეტამოლის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგაც კი.
კარდიალური დარღვევები :
პალპიტაცია, ბრადიკარდია, გულის უკმარისობა
სისხლძარღვოვანი დარღვევები :
ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია, ჰემატომა, კანის ჰიპერემია, სიფერმკრთალე, სისხლდენა ქირურგიული ჭრილობიდან.
კლინიკური კვლევისა და ეპიდემიოლოგიური მონაცემების მიხედვით, კოქსიბების და ზოგიერთი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებამ (განსაკუთრებით დიდი დოზებით) შეიძლება გამოიწვიოს არტერიული თრომბოზის მოვლენების (მაგ.: მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი) განვითარების რისკის გაზრდა. თუმცა, არ არის დადგენილი, რომ კეტოროლაკი ზრდის თრომბოზის მოვლენებს, როგორიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი, არ არსებობს საკმარისი მონაცემები, რათა გამოირიცხოს ამგვარი რისკი კეტოროლაკის გამოყენებისას.
რეპროდუქციული სისტემის დარღვევები :
უნაყოფობა
რესპირატორული **, **__თორაკალური ** **__და მედიასტინალური ** **__დარღვევები :
ბრონქიალური ასთმა, დისპნოე,ფილტვების შეშუპება
ჰეპატობილიარული ** **__დარღვევები :
ჰეპატიტი, ქოლესტატიური სიყვითლე, ღვიძლის უკმარისობა
კანისა და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები :
ექსფოლიაციური დერმატიტი, მაკულოპაპულური გამონაყარი, ქავილი, პურპურა, ანგიონევროტიული შეშუპება, ოფლიანობა, კანის ბულოზური რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ძალიან იშვიათ შემთხვევებში).
ძვალკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები :
მიალგია
ზოგადი დარღვევები და ინექციის ადგილის ** **__რეაქციები :
გაძლიერებული წყურვილის შეგრძნება, ასთენია, შეშუპება, ინექციის ადგილის ლოკალური რეაქციები, ცხელება, ტკივილი გულ-მკერდის არეში.
დიაგნოსტიკური გამოკვლევები :
გაზრდილი სისხლდენის დრო, შრატის შარდოვანას დონის მომატება, კრეატინინის გაზრდილი დონე, ღვიძლის ფუნქციის ტესტში გამოვლენილი დარღვევები.
შეტყობინება საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ _ _
სამედიცინო პროდუქტის ავტორიზაციის შემდეგ შეტყობინებას საეჭვო უკურეაქციების შესახებ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მისი მეშვეობით შესაძლებელია სამედიცინო პროდუქტის სარგებლის/რისკის ბალანსის უწყვეტი მონიტორინგი. ჯანდაცვის სპეციალისტებს ვთხოვთ, მოგვაწოდონ ინფორმაცია საეჭვო უკურეაქციების შესახებ შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით, რომელთა შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება მედიკამენტების ეროვნული სააგენტოს ვებსაიტზე.
**3.9. დოზის **გადაჭარბება
სიმპტომები და ნიშნები :
კეტოროლაკის ტრომეტამოლის ზედოზირების სიმპტომებია მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ჰიპერვენტილაცია, პეპტიკური წყლულები და/ან ეროზიული გასტრიტი და თირკმლის დისფუნქცია, რაც გამოსწორდა წამლის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
შეიძლება განვითარდეს გასტროინტერსტინალური სისხლდენა. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს ჰიპერტენზია, თირკმლის მწვავე უკმარისობა, სუნთქვის დათრგუნვა და კომა, თუმცა იშვიათად.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების თერაპიული მიღების შემდეგ აღინიშნა ანაფილაქტოიდური რეაქციები და აღნიშნული შეიძლება განვითარდეს ჭარბი დოზით მიღების შემდეგ.
მკურნალობა :
ინიშნება სიმპტომური და დამხმარე თერაპია. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. დიალიზი მნიშვნელოვნად არ ახდენს სისხლის ნაკადიდან კეტოროლაკის კლირენსს.
**4.1. **__ფარმაკოდინამიური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ძმარმჟავას წარმოებულები და მათი ანალოგები. ათქ კოდი: M01AB15.
კეტოროლაკის ტრომეტამოლის არ არის ოპიოიდული ანალგეტიკური საშუალება. კეტოროლაკი თრგუნავს პროსტაგლანდინების სინთეზს და იგი შეიძლება ჩაითვალოს პერიფერიულად მოქმედ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად, რადგანაც არ გამოვლენილა რაიმე სახის გავლენა ოპიოიდურ რეცეპტორებზე.
**4.2. **__ფარმაკოკინეტიკური თვისებები
კეტოროლაკის ტრომეტამოლი სწრაფად და სრულად აბსორბირდება ინტრამუსკულარული შეყვანის შემდეგ, მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია 2.2 მიკროგრამი / მლ, რაც ვლინდება ერთჯერადი 30 მგ დოზის მიღების შემდეგ დაახლოებით 50 წუთში.
პლაზმაში კეტოროლაკის ტრომეტამოლის 99% უკავშირდება ცილებს.
კეტოროლაკის ტრომეტამოლის ფარმაკოკინეტიკა ერთჯერადი და მრავალჯერადი ინტრამუსკულური მიღების შემდეგ ლინეარულია. მყარი პლაზმური კონცენტრაციები მიიღწევა მიღებიდან 6 საათში, ერთი დღის განმავლობაში. პლაზმური ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი ახალგაზრდებში შეადგენს 5.3 საათს, ხოლო ხანდაზმულ პაციენტებში -7 საათს (საშუალო ასაკი - 72 წელი). ხანგრძლივი გამოყენების დროს არ გამოვლენილა კლირენსის ცვლილებები.
პაციენტის ჰემოდინამიკა არ იცვლება კეტოროლაკის ტრომეტამოლის პარენტერალურად გამოყენებით. კეტოროლაკის ტრომეტამოლის და მისი მეტაბოლიტების (კონიუგატები და პარა-ჰიდროქსილირებული მეტაბოლიტები) უპირატესად შარდთან ერთად გამოიყოფა (საშუალოდ 91.4%) და ნაკლებად განავალთან ერთად (საშუალოდ 6.4%).
**4.3. **პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
ტერატოგენული მოქმედება არ გამოვლინდა კურდღლებში, რომლებმაც მიიღეს პერორალური დოზა 3.6 მგ / კგ დღეში. თაგვებზე ჩატარებული გრძელვადიანი კვლევების დროს არ გამოვლენილა კანცეროგენული მოქმედება (2 მგ / კგ დღეში, ადამიანებში რეკომენდებული მაქსიმალური პარენტერალური დოზის ექვივალენტი).
ეიმსის ტესტის და სხვა მუტაგენურობის ტესტების შედეგების თანახმად, არ გამოვლინდა მუტაგენური მოქმედება.
**5.1. **შემავსებლების ჩამონათვალი
ეთილის სპირტი 96%
ნატრიუმის ქლორიდი
დინატრიუმის ედეტატი
ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი 1M
ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან მარილმჟავა (1M ხსნარი pH-ის რეგულირებისთვის)
საინექციო წყალი
**5.2. **თავსებადობა
არ არის რეკომენდებული მცირე მოცულობით (მაგ. შპრიცში) შერევა მორფინის სულფატთან, პეთიდინის ჰიდროქლორიდთან, პრომეთაზინის ჰიდროქლორიდთან, ჰიდროქსიზინის ჰიდროქლორიდთან, რადგან შეიძლება წარმოიქმნას კეტეროლაკის ტრომეტამოლის ნალექი.
თავსებადია ფიზიოლოგიურ ხსნართან, 5% გლუკოზასთან, რინგერის ხსნართან, რინგერის ლაქტატის ხსნართან.
კეტოროლაკის თავსებადობა სხვა პრეპარატებთან არ არის ცნობილი.
**5.3. ვარგისიანობის **ვადა
24 თვე
**5.4. შენახვის **პირობები
არ შეინახოთ მაცივარში ან არ გაყინოთ.
შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში სინათლისაგან დაცულ ადგილას.
5.5. შეფუთვა:
დაფასოებულია ქარვისფერ, I ტიპის მინის ამპულებში, მოსატეხი რგოლით. თითოეულ ამპულაში მოთავსებულია 1მლ საინექციო ხსნარი. 10 ამპულა დაფასოებულია კოლოფში.
**5.6. **ნარჩენების განკარგვა
განსაკუთრებული მოთხოვნები არ არის მითითებული.
გაცემის წესი**:**
ფარმაცევტულიპროდუქტისჯგუფი****- III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
შპს „ნექსტრა გრუპი“
საქართველო, თბილისი, 0154, იროდიონ ევდოშვილის ქ. #18
თულებების რისკები). შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პაციენტები, როგორც ჩანს, ნაკლებად ტოლერანტულები არიან წყლულის ან სისხლდენის მიმართ, ვიდრე დანარჩენი. არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან დაკავშირებული ფატალური გასტროინტესტინალური გართულებების უმეტესი ნაწილი განვითარდა მოხუცებში და / ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პაციენტებში.
გასტროინტესტინალური სისხლდენა, დაწყლულება და პერფორაცია:
გასტროინტესტინალური სისხლდენა, დაწყლულება და პერფორაცია, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს ფატალური, შეიძლება გამოვლინდეს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, მათ შორის კეტოროლაკით, მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე, გამაფრთხილებელი სიმპტომებით ან ანამნეზში სერიოზული გასტროინტესტინალური დარღვევებით ან მათ გარეშე.
გასტროინტესტინალური სისხლდენის, დაწყლულებისა და პერფორაციის რისკი მაღალია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების,მათ შორის კეტოროლაკის, გაზრდილი დოზებით ინტრავენური გამოყენებისას პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ პეპტიკური წყლული, განსაკუთრებით გართულებული ფორმით სისხლდენით ან პერფორაციით (იხ. პუნქტი 4.3) და ხანდაზმულებში. პაციენტებმა მკურნალობა უნდა დაიწყონ ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით.
ასეთი პაციენტებისათვის, და აგრეთვე მათთვის, ვისთვისაც აუცილებელია თანმხლები თერაპია ასპირინის დაბალი დოზებით ან ისეთი პრეპარატებით მკურნალობა, რომლებიც იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევის რისკის გაზრდას (იხ. პუნქტი 4.5), აუცილებელია განხილული იქნას დამცავი მოქმედების მქონე საშუალებებით (მაგალითად, მიზოპროსტოლი ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები) კომბინირებული თერაპიის შესაძლებლობა.
ანამნეზში გასტროინტესტინალური სისხლდენის არსებობის შემთხვევაში, განსაკუთრებით თუ პაციენტი ხანდაზმულ ასაკშია, ექიმს უნდა ეცნობოს საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული ყველა უჩვეულო სიმპტომის განვითარების შესახებ (მაგალითად, გასტროინტესტინალური სისხლდენა), განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ღებულობს პრეპარატებს, რომლებიც ზრდის დაწყლულების ან სისხლდენის განვითარების რისკს. აღნიშნულ პრეპარატებს მიეკუთვნება პერორალური კორტიკოსტეროიდები, ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ვარფარინი, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები ან ანტითრომბოციტარული საშუალებები, როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა (იხ. პუნქტი 4.5).
უკუნაჩვენებია ანტიკოაგულანტებთან, მაგ. ვარფარინთან ერთად გამოყენება (იხ. პუნქტი 4.3).
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ გასტროინტესტინალური დაავადება (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება), რადგანაც შეიძლება გამოიწვიოს აღნიშნული მდგომარეობის გამწვავება (იხ. პუნქტი 4.8). გასტროინტესტინალური სისხლდენის ან წყლულის გამოვლენისთანავე აუცილებლად უნდა შეწყდეს კეტოროლაკის ტრომეტამოლის მიღება.
სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, გასტროინტესტინალური გართულებების სიხშირე და სიმძიმე შეიძლება გაიზარდოს კეტოროლაკის ტრომეტამოლის ინტრავენურად შესაყვანი დოზის და მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდით. კლინიკურად მნიშვნელოვანი გასტროინტესტინალური ჰემორაგიის რისკი დამოკიდებულია დოზაზე. აღნიშნული ეხება განსაკუთრებით ხანდაზმული პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ კეტოროლაკის ტრომეტამოლის საშუალო დღიურ დოზას, რომელიც ინიშნება ინტრავენურად 60 მგ-ზე მეტი დღეში. პეპტიური წყლულის მქონე პაციენტებში მაღალია კეტროლაკის ტრომეტამოლით მკურნალობის დროს სერიოზული კუჭ-ნაწლავის გართულებების წარმოქმნის ალბათობა.
ჰემატოლოგიური მოქმედება:
განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა საჭიროა პაციენტებში, რომელთაც აქვთ კოაგულაციური დარღვევები, აუცილებელია სათანადო მონიტორინგი. მიუხედავად იმისა, რომ კვლევები არ აჩვენებს კეტოროლაკის ტრომეტამოლსა და ვარფარინს ან ჰეპარინს შორის მნიშვნელოვან ურთიერთქმედებას, კეტოროლაკის ტრომეტამოლისა და ისეთი თერაპიის ერთდროული გამოყენება, რომელიც გავლენას ახდენს ჰემოსტაზზე, მათ შორის ანტიკოაგულაციური თერაპია (მაგ. ვარფარინი) ჰეპარინის პროფილაქტიკური დოზები (2500-5000 IU ყოველ 12 საათში) და დექსტრანები, შეიძლება დაკავშირებულ იყოს სისხლდენის მომატებულ რისკთან. ასეთი პაციენტების შემთხვევაში აუცილებელია დიდი სიფრთხილის გამოჩენა კეტოროლაკის ტრომეტამოლის მიღებისას და პაციენტის მონიტორინგი.
პოსტმარკეტინგული გამოცდილების მონაცემების მიხედვით, პოსტოპერაციული ჰემატომები და ჭრილობიდან სისხლდენის სხვა ნიშნები აღინიშნა კეტოროლაკის ტრომეტამოლის საინექციო ხსნარის პერიოპერაციული გამოყენებისას. ექიმი ინფორმირებული უნდა იყოს სისხლდენის პოტენციური რისკის შესახებ, როდესაც ჰემოსტაზი კრიტიკულია პროსტატის რეზექციის, ტონზილექტომიის ან კოსმეტიკური ქირურგიის დროს.
დერმატოლოგიური:
კანის სერიოზული რეაქციები, ზოგიერთი მათგანი ფატალური, მათ შორის ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS) და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN) გამოვლინდა იშვიათ შემთხვევებში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას (იხ. პუნქტი 4.8). აღნიშნული რეაქციების განვითარების მაღალი რისკი არსებობს მკურნალობის საწყის ეტაპზე. კანზე გამონაყარის, ლორწოვანი გარსის გაღიზიანების ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა ნიშნების გამოვლენისთანავე აუცილებელია კეტოროლაკის ტრომეტამოლის გამოყენების შეწყვეტა.
ნატრიუმის / სითხის შეკავება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს და პერიფერიული შეშუპება:
რეკომენდებულია სიფრთხილის გამოჩენა პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ მაღალი არტერიული წნევა და/ან გულის უკმარისობა, ვინაიდან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას აღინიშნა სითხის შეკავება და შეშუპება.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, მათ შორის კეტოროლაკის გამოყენებისას, ზოგიერთ პაციენტში აღინიშნა სითხის შეკავება, მაღალი არტერიული წნევა და პერიფერიული შეშუპება და ამიტომ, მისი გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს გულის დეკომპენსაციის, მაღალი არტერიული წნევის ან ანალოგიური მდგომარეობების მქონე პაციენტებში.
კარდიოვასკულარული და ცერებროვასკულარული მოქმედება
აუცილებელია სათანადო მონიტორინგი და კონსულტაცია პაციენტებისთვის, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ჰიპერტენზია და/ან მსუბუქი - საშუალო სიმძიმის გულის შეგუბებითი უკმარისობა, რადგანაც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის დროს შეიძლება გამოვლინდეს სითხის შეკავება და შეშუპება.
კლინიკური კვლევისა და ეპიდემიოლოგიური მონაცემების მიხედვით, კოქსიბებისა და გარკვეული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებამ (განსაკუთრებით დიდი დოზებით და ხანგრძლივად) შეიძლება გამოიწვიოს არტერიული თრომბოზის (მაგ.: მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი) განვითარების რისკის მცირედ გაზრდა. მიუხედავად იმისა, რომ კეტოროლაკს არ გამოუვლენია თრომბული მოვლენების გაზრდის შესაძლებლობა, როგორიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი, არ არსებობს საკმარისი მონაცემები, რათა გამოირიცხოს ამგვარი რისკი კეტოროლაკის გამოყენებისას.
კეტოროლაკი განსაკუთრებული სიფრთხილით და საფუძვლიანი გამოკვლევის შედეგად ენიშნებათ პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ არაკონტროლირებადი ჰიპერტენზია, გულის შეგუბებითი უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება, პერიფერიულ სისხლძარღვთა დაავადება და/ან ცერებროვასკულარული დაავადება. სიფრთხილის გამოჩენა ასევე მნიშვნელოვანია ხანგრძლივი მკურნალობის დაწყებამდე კარდიოვასკულარული დაავადების (მაგ.: ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, თამბაქოს მოწევა) განვითარების რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში.
ეფექტები თირკმლის მხრივ:
როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შემთხვევაში, კეტოროლაკი სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ან ანამნეზში თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებში, ვინაიდან ის არის პროსტაგლანდინის სინთეზის ძლიერი ინჰიბიტორი. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო, ვინაიდან თირკმლის ტოქსიკურობა აღინიშნა კეტოროლაკის და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის სისხლის ნაკადის ან სისხლის მოცულობის დაქვეითება, როდესაც თირკმლის პროსტაგლანდინებს აქვთ დამხმარე როლი თირკმლის პერფუზიის შენარჩუნებაში. ასეთ პაციენტებში კეტოროლაკის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის პროსტაგლანდინების წარმოქმნის დოზადამოკიდებული შემცირება და თირკმლის დეკომპენსაცია ან უკმარისობა. მსგავსი რეაქციის განვითარების მაღალ რისკს მიეკუთვნებიან პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ჰიპოვოლემია, გულის უკმარისობა, ღვიძლის დისფუნქცია, პაციენტები, რომლებიც პარალელურად მკურნალობენ დიურეტიკებით და ხანდაზმულები. კეტოროლაკით ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის შეწყვეტას, ჩვეულებრივ, მკურნალობამდელი მდგომარეობის აღდგენა მოჰყვება.
ანაფილაქტური (ანაფილაქტოიდური) რეაქციები:
ანაფილაქტური (ანაფილაქტოიდური) რეაქციები (მათ შორის, და არა მხოლოდ, ანაფილაქსია, ბრონქოსპაზმი, ვაზომოტორული რეაქციები, კანზე გამონაყარი, ჰიპოტენზია, ლარინგალური შეშუპება და ანგიონევროტული შეშუპება) შეიძლება განვითარდეს იმ პაციენტებში, რომელთაც წარსულში ჰქონდათ ან არ ჰქონდათ მომატებული მგრძნობელობა ასპირინის, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ან კეტოროლაკის მიმართ. შეიძლება ასევე განვითარდეს წარსულში ანგიონევროტული შეშუპების, ბრონქოსპასტური რეაქციების (მაგ. ბრონქული ასთმა) და ცხვირში პოლიპების მქონე პაციენტებში. ანაფილაქტოიდური რეაქციები, ანაფილაქსიის მსგავსად, შეიძლება იყოს ფატალური. ამიტომ, კეტოროლაკი სიფრთხილით გამოიყენება წარსულში ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში და ცხვირის პოლიპების სრული ან ნაწილობრივი სინდრომის, ანგიონევროტული შეშუპების და ბრონქოსპაზმის მქონე პაციენტებში.
ფერტილურობასთან დაკავშირებული სიფრთხილის ზომები:
კეტოროლაკის, ისევე როგორც ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამ, რომელიც თრგუნავს ციკლოოქსიგენაზას /პროსტაგლანდინების სინთეზს, შეიძლება გამოიწვიოს ფერტილურობის დარღვევა და რეკომენდებული არ არის იმ ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულებას. კეტოროლაკის გამოყენება უნდა შეწყდეს ქალებში, რომლებთაც აღენიშნებათ ჩასახვის პრობლემა ან რომლებიც იტარებენ შესაბამის გამოკვლევებს.
სითხის შეკავება და შეშუპება:
კეტოროლაკის გამოყენებისას აღინიშნა სითხის შეკავება, ჰიპერტენზია და შეშუპება და ამიტომ, სიფრთხილით გამოიყენება გულის დეკომპენსაციის, ჰიპერტენზიის ან ანალოგიური მდგომარეოებების მქონე პაციენტებში.
რეკომენდებულია სიფრთხილის გამოჩენა პრობენეციდთან ერთად მიღებისას, რადგანაც ამ კომბინაციის დროს აღინიშნა კეტოროლაკის ფარმაკოკინეტიკის ცვლილებები.
რეკომენდებულია სიფრთხილის გამოჩენა ასევე მეთოტრექსატთან ერთად მიღებისას, რადგანაც გამოვლინდა, რომ ზოგიერთი პრეპარატი, რომლებიც თრგუნავს პროსტაგლანდინების სინთეზს, ამცირებს მეთოტრექსატის კლირენსს და, შესაბამისად, შეიძლება გაიზარდოს მისი ტოქსიკურობა.
გამოყენება ბავშვებში:
კეტალდინი 30მგ/მლ საინექციო ხსნარის გამოყენება უკუნაჩვენებია ბავშვებსა და 16 წლამდე ასაკის მოზარდებში (იხ. პუნქტი 4.3.).
პრეპარატის ბოროტად მოხმარება და დამოკიდებულება:
კეტოროლაკი არ იწვევს დამოკიდებულებას. კეტოროლაკით მკურნალობის უეცარი შეწყვეტის შემდეგ არ გამოვლენილა წამლის შეწყვეტის/მოხსნის სიმპტომები.
აღნიშნული სამკურნალო საშუალება შეიცავს 1მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23მგ) დოზაში, ანუ იგი ფაქტიურად „თავისუფალია ნატრიუმისგან“.
აღნიშნული სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში შედის 12.4% ეთილის სპირტი ანუ 100 მგ-მდე დოზით, რაც არის 2.5 მლ ლუდისა და 1 მლ ღვინის ექვივალენტი.
პრეპარატი სახიფათოა ალკოჰოლიზმით დაავადებული პაციენტებისთვის.
აღნიშნული ფაქტი გათვალისწინებულ უნდა იქნეს ორსული ან ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალების, ბავშვებისა და მომატებული რისკის მქონე პაციენტების, როგორიცაა ღვიძლის დაავადების ან ეპილეფსიის მქონე პაციენტების შემთხვევაში.
3.5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან
კეტოროლაკის ტრომეტამოლის გამოყენება უკუნაჩვენებია სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, ოქსპენტიფილინთან (პენტოქსიფილინი), ლითიუმის მარილებთან, პრობენეციდთან კომბინაციაში გამოყენება (იხ. პუნქტი 4.3).
კეტოროლაკის ტრომეტამოლის გამოყენება ასევე უკუნაჩვენებია ანტითრომბოციტულ საშუალებებთან, პერორალურ ანტიკოაგულანტებთან და ჰეპარინთან ერთად (იხ. პუნქტი 4.3).
ანტიკოაგულანტები: არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება გააძლიერონ ვარფარინის და სხვა ანტიკოაგულანტების ანტიკოაგულაციური მოქმედება (იხ. პუნქტი 4.4). კეტოროლაკი თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას, ამცირებს თრომბოქსანის კონცენტრაციებს და ახანგრძლივებს სისხლდენის დროს. ასპირინისგან მიღებული პროლონგირებული მოქმედებისგან განსახვავებით, თრომბოციტები ნორმის ფარგლებს უბრუნდება კეტოროლაკის მიღების შეწყვეტიდან 24-48 საათში.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევები არ აჩვენებს კეტოროლაკის ტრომეტამოლსა და ვარფარინს ან ჰეპარინს შორის მნიშვნელოვან ურთიერთქმედებას, კეტოროლაკის ტრომეტამოლისა და ისეთი თერაპიის ერთდროული გამოყენება, რომელიც გავლენას ახდენს კოაგულაციაზე, მათ შორის ანტიკოაგულაციური თერაპია (მაგ. ვარფარინი) ჰეპარინის პროფილაქტიკური დოზები (2500-5000 IU ყოველ 12 საათში) და დექსტრანები, შეიძლება დაკავშირებულ იყოს სისხლდენის მომატებულ რისკთან.
იმ პაციენტებში, რომლებიც პარალელურად ღებულობენ აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, შეიძლება მომატებული იყოს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან დაკავშირებული სერიოზული გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი.
ოქსპენტილფილინთან (პენტოქსიფილინი) ერთად კეტოროლაკის მიღებისას მატულობს სისხლდენის მიმართ მიდრეკილება.
ანტითრომბოციტული საშუალებები და სელექციური სეროტონინის ხელახალი ათვისების ინჰიბიტორები (SSRI): გასტროინტესტინალური სისხლდენის მომატებული რისკი (იხ. პუნქტი 4.4).
კორტიკოსტეროიდები: გასტროინტესტინალური სისხლდენის ან დაწყლულების მომატებული რისკი (იხ. პუნქტი 4.4).
კეტოროლაკის პრობენეციდთან ერთად მიღებისას აღინიშნა კეტოროლაკის შემცირებული პლაზმური კლირენსი და განაწილების მოცულობა, კეტოროლაკის პლაზმური კონცენტრაციების ზრდა და კეტოროლაკის ნახევარგამოყოფის პერიოდის გაზრდა.
დაფიქსირდა, რომ ზოგიერთი პრეპარატი, რომელიც თრგუნავს პროსტაგლანდინების სინთეზს, ამცირებს მეთოტრექსატის კლირენსს და, შესაბამისად, შეიძლება გაიზარდოს მისი ტოქსიკურობა.
ზოგიერთი პროსტაგლანდინის სინთეზის მაინჰიბირებელი პრეპარატის მიღებისას აღინიშნა თირკმლისმიერი ლითიუმის კლირენსის დათრგუნვა, რაც იწვევდა პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციების ზრდას. დაფიქსირდა ლითიუმის პლაზმური კონცენტრაციების მომატების შემთხვევები.
კეტოროლაკის ტრომეტამოლი არ ცვლის დიგოქსინის ცილებთან შეკავშირებას. In vitroკვლევები აჩვენებს, რომ სალიცილატების თერაპიული კონცენტრაციებისას (300გ/მლ), კეტოროლაკის შეკავშირება მცირდებოდა დაახლოებით 99,2-97,5%, რაც წარმოადგენს შეუკავშირებელი კეტოროლაკის პლაზმური კონცენტრაციების ორმაგ ზრდას. კეტოროლაკის ტრომეტამოლის ცილებთან შეკავშირებაზე გავლენას არ ახდენს დიგოქსინის, ვარფარინის, იბუპროფენის, ნაპროქსენის, პიროქსიკამის, პარაცეტამოლის, ფენიტოინისა და ტოლბუტამიდის თერაპიული კონცენტრაციები.
კეტოროლაკის საინექციო ხსნარი ამცირებს ფუროსემიდის დიურეზულ მოქმედებას ნორმოვოლემიურ ჯანმრთელ სუბიექტებში დაახლოებით 20%-ით, ამიტომ, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო გულის დეკომპენსაციის მქონე პაციენტებში.
არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება შეამცირონ დიურეზული საშუალებებისა და ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების მოქმედება. თირკმლის მწვავე უკმარისობის რისკი, რომელიც ჩვეულებრივ შექცევადია, შეიძლება გაიზარდოს თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე ზოგიერთ პაციენტში (მაგ. დეჰიდრატირებულ პაციენტებში ან ხანდაზმულ პაციენტებში), როდესაც აგფ ინჰიბიტორები და/ან ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტები კომბინირებულია არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან. ამიტომ, აღნიშნული კომბინაცია გამოიყენება სიფრთხლით, განსაკუთრებით ხანდაზმულებში. აუცილებელია პაციენტებისთვის სითხეების სათანადო რაოდენობით მიღება და თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი თანმხლები თერაპიის დაწყების შემდეგ და შემდგომში პერიოდულად.
აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა ქინოლონებთან ერთად მიღებისას, რადგანაც მაღალია კრუნჩხვების განვითარების რისკი.
გამოვლინდა, რომ კეტოროლაკი ამცირებს იმავდროული ოპიოიდური ანალგეტიკების გამოყენების საჭიროებას, როდესაც ის მიიღება პოსტოპერაციული ტკივილის მოსახსნელად.
3.6. ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ფერტილობა
კეტოროლაკის, ისევე როგორც ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამ, რომელიც თრგუნავს ციკლოოქსიგენაზას /პროსტაგლანდინების სინთეზს, შეიძლება გამოიწვიოს ფერტილურობის დარღვევა და რეკომენდებული არ არის იმ ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულებას. კეტოროლაკის გამოყენება უნდა შეწყდეს ქალებში, რომლებთაც აღენიშნებათ ჩასახვის პრობლემი ან რომლებიც იტარებენ შესაბამის გამოკვლევებს. იხ. პუნქტი 4.4.
ორსულობა
ტერატოგენული ეფექტის დასადგენად ადამიანებში კვლევები არ ჩატარებულა.
სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, ორსულობის მესამე ტრიმესტრში, კეტოროლაკის ტრომეტამოლმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული სადინარის ნაადრევი დახურვა. პერინატალურ პერიოდში გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი სისხლდენა.
კეტოროლაკის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის, მშობიარობის ან ლაქტაციის დროს (იხ. პუნქტი 4.3).
პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ორსულობაზე ან/და ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე. ეპიდემიოლოგიური კვლევების თანახმად, ორსულობის პირველი კვირებში პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენებისას იზრდება სპონტანური აბორტების, ნაყოფის გულის მანკისა და გასტროშიზისის განვითარების რისკი. გულის მანკის განვითარების აბსოლუტური რისკი იზრდება 1%-დან დაახლოებით 1.5%-მდე. აღნიშნული რისკის გაზრდა დამოკიდებულია დოზაზე და მკურნალობის ხანგრძლივობაზე. ცხოველებში პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენებამ აჩვენა პრე- და პოსტიმპლანტაციური აბორტისა და ემბრიონის/ ნაყოფის ლეტალობის გაზრდილი რისკი. გარდა ამისა, ცხოველებში ორგანოგენეზის ფაზაში პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენებისას გამოვლინდა სხვადასხვა ანომალიების, მათ შორის კარდიოვასკულარული ანომალიების განვითარების გახშირებული შემთხვევები. ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში კეტოროლაკის დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც გადაუდებელი აუცილებლობა არსებობს. ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, ან ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში კეტოროლაკის დანიშვნის შემთხვევაში, უნდა შეირჩეს ყველაზე დაბალი დოზა და მაქსიმალურად მოკლე ვადით, რადგანაც ორსულობისას პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბიტორებმა შეიძლება გამოიწვიოს:
-ნაყოფში:
· გულისა და ფილტვების დაზიანება (არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვა და ფილტვისმიერი ჰიპერტენზია);
· თირკმლის დისფუნქცია, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს თირკმლის უკმარისობაში მცირეწყლიანობის განვითარებით.
-დედასა და ახალშობილში, ორსულობის ბოლოს:
· სისხლდენის დროის გახანგრძლივება, ანტიაგრეგაციული ეფექტი ძალიან დაბალი დოზებით გამოყენების შემთხვევებშიც;
· საშვილოსნოს კუმშვადობის ინჰიბირება, რაც აფერხებს და ახანგრძლივებს მშობიარობას.
კეტოროლაკი აღწევს პლაცენტაში დაახლოებით 10%-ით.
მშობიარობა
კეტოროლაკი უკუნაჩვენებია მშობიარობის დროს, რადგანაც პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვის მოქმედებით შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ემბრიონული სისხლის ცირკულაციაზე და შესაძლოა დათრგუნოს საშვილოსნოს შეკუმშვის უნარი, რითაც იზრდება საშვილოსნოდან სისხლდენის რისკი.
ლაქტაცია
კეტოროლაკი გადის დედის რძეში დაბალი კონცენტრაციით და შესაბამისად, დაუშვებელია მისი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში.
3.7. ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე
კეტოროლაკის ტრომეტამოლმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, ვერტიგო, უძილობა ან დეპრესია. აღნიშნული სიმპტომების განვითარების შემთხვევაში აუცილებელია დიდი სიფრთხილის გამოჩენა.
3.8. გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდება სიხშირის მიხედვით:ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥1/100 და <1/10); არც თუ ისე ხშირად (≥1/1,000 და <1/100); იშვიათად (≥1/10,000 და <1/1,000); ძალიან იშვიათად (<1/10, 000); უცნობი სიხშირის გვერდითი მოქმედებები (მათი გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით).
პოსტმარკეტინგი
კეტოროლაკის ტრომეტამოლის მიღებისას პაციენტებში შეიძლება განვითარდეს შემდეგი არასასურველი ეფექტები; გვერდითი მოვლენების სიხშირე არ არის დადგენილი, ვინაიდან უცნობია მოსახლოების რამდენმა პროცენტმა განაცხადა გვერდითი მოვლენების შესახებ.
გასტროინტესტინალური დარღვევები:
ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები დაკავშირებულია გასტროინტესტინალურ ტრაქტთან. შესაძლოა გამოვლინდეს პეპტიკური წყლული, გასტროინტესტინალური დაწყლულება, პერფორაცია ან სისხლდენა, ზოგჯერ ფატალური შედეგით, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში (იხ. პუნქტი 4.4). გამოვლინდა გულისრევა, პირღებინება, დიარეა, მეტეორიზმი, ყაბზობა, დისპეპსია, ტკივილი მუცლის არეში, მელენა, ჰემატომაზი, წყლულოვანი სტომატიტი, ბოყინი, მუცლის შებერილობა, ეზოფაგიტი, გასტროინტესტინალური დაწყლულება, რექტალური სისხლდენა, პანკრეატიტი, პირის სიმშრალე, კოლიტის და კრონის დაავადების გამწვავება (იხ. პუნქტი 4.4). ნაკლები სიხშირით გამოვლინდა გასტრიტი.
ინფექციები და ინვაზიები:
ასეპტიკური მენინგიტი (განსაკუთრებით პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ავტოიმუნური დარღვევები, როგორიცაა სისტემური ერითემული ლუპუსი, შერეული შემაერთებელი ქსოვილის დაავადება), რომლის სიმპტომებია: გაშეშებული კისერი, თავის ტკივილი, გულისრევა, პირღებინება, ცხელება ან დეზორიენტაცია (იხ. პუნქტი 4.4).
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები:
თრომბოციტოპენია
იმუნური სისტემის დარღვევები:
ანაფილაქსია, ანაფილაქტოიდური რეაქციები, რომელთაც აქვთ ფატალური შედეგი, ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, როგორიცაა ბრონქოსპაზმი, კანზე გამონაყარი, ჰიპოტენზია, ლარინგალური შეშუპება.
მეტაბოლური და ნუტრიციული დარღვევები:
ანორექსია, ჰიპერკალემია, ჰიპონატრემია
ფსიქიატრიული დარღვევები:
აზროვნების პათოლოგია, დეპრესია, უძილობა, შფოთვა, ნერვოზულობა, ფსიქოზური რეაქციები, ცუდი სიზმრები, ჰალუცინაციები, ეიფორია, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, ძილიანობა.
ნერვული სისტემის დარღვევები:
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კონვულსია, პარესთეზია, ჰიპერკინეზია, გემოვნების დარღვევა.
თვალთან დაკავშირებული დარღვევები:
მხედველობის დარღვევა
ყურთან და ლაბირინთთან დაკავშირებული დარღვევები:
ხმაური ყურებში, სმენის დაკარგვა, ვერტიგო
რენალური და ურინარული დარღვევები:
თირკმლის მწვავე უკმარისობა, გახშირებული შარდვა, ინტერსტიციული ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი, შარდის შეკავება, ოლიგურია, ჰემოლიზურ -ურემიული სინდრომი, ტკივილი ფერდების არეში (თან (არ) ახლავს ჰემატურია და/ან აზოტემია). პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების მსგავსად, თირკმლის უკმარისობის ნიშნები, როგორიცაა (მაგრამ არა მხოლოდ) შრატში კრეატინინის და კალიუმის მომატება კეტოროლაკის ტრომეტამოლის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგაც კი.
კარდიალური დარღვევები:
პალპიტაცია, ბრადიკარდია, გულის უკმარისობა
სისხლძარღვოვანი დარღვევები:
ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია, ჰემატომა, კანის ჰიპერემია, სიფერმკრთალე, სისხლდენა ქირურგიული ჭრილობიდან.
კლინიკური კვლევისა და ეპიდემიოლოგიური მონაცემების მიხედვით, კოქსიბების და ზოგიერთი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებამ (განსაკუთრებით დიდი დოზებით) შეიძლება გამოიწვიოს არტერიული თრომბოზის მოვლენების (მაგ.: მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი) განვითარების რისკის გაზრდა. თუმცა, არ არის დადგენილი, რომ კეტოროლაკი ზრდის თრომბოზის მოვლენებს, როგორიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი, არ არსებობს საკმარისი მონაცემები, რათა გამოირიცხოს ამგვარი რისკი კეტოროლაკის გამოყენებისას.
რეპროდუქციული სისტემის დარღვევები:
უნაყოფობა
რესპირატორული, თორაკალური და მედიასტინალური დარღვევები:
ბრონქიალური ასთმა, დისპნოე,ფილტვების შეშუპება
ჰეპატობილიარული დარღვევები:
ჰეპატიტი, ქოლესტატიური სიყვითლე, ღვიძლის უკმარისობა
კანისა და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები:
ექსფოლიაციური დერმატიტი, მაკულოპაპულური გამონაყარი, ქავილი, პურპურა, ანგიონევროტიული შეშუპება, ოფლიანობა, კანის ბულოზური რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ძალიან იშვიათ შემთხვევებში).
ძვალკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები:
მიალგია
ზოგადი დარღვევები და ინექციის ადგილის რეაქციები:
გაძლიერებული წყურვილის შეგრძნება, ასთენია, შეშუპება, ინექციის ადგილის ლოკალური რეაქციები, ცხელება, ტკივილი გულ-მკერდის არეში.
დიაგნოსტიკური გამოკვლევები:
გაზრდილი სისხლდენის დრო, შრატის შარდოვანას დონის მომატება, კრეატინინის გაზრდილი დონე, ღვიძლის ფუნქციის ტესტში გამოვლენილი დარღვევები.
შეტყობინება საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ
სამედიცინო პროდუქტის ავტორიზაციის შემდეგ შეტყობინებას საეჭვო უკურეაქციების შესახებ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მისი მეშვეობით შესაძლებელია სამედიცინო პროდუქტის სარგებლის/რისკის ბალანსის უწყვეტი მონიტორინგი. ჯანდაცვის სპეციალისტებს ვთხოვთ, მოგვაწოდონ ინფორმაცია საეჭვო უკურეაქციების შესახებ შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით, რომელთა შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება მედიკამენტების ეროვნული სააგენტოს ვებსაიტზე.
3.9. დოზის გადაჭარბება
სიმპტომები და ნიშნები:
კეტოროლაკის ტრომეტამოლის ზედოზირების სიმპტომებია მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ჰიპერვენტილაცია, პეპტიკური წყლულები და/ან ეროზიული გასტრიტი და თირკმლის დისფუნქცია, რაც გამოსწორდა წამლის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
შეიძლება განვითარდეს გასტროინტერსტინალური სისხლდენა. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს ჰიპერტენზია, თირკმლის მწვავე უკმარისობა, სუნთქვის დათრგუნვა და კომა, თუმცა იშვიათად.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების თერაპიული მიღების შემდეგ აღინიშნა ანაფილაქტოიდური რეაქციები და აღნიშნული შეიძლება განვითარდეს ჭარბი დოზით მიღების შემდეგ.
მკურნალობა:
ინიშნება სიმპტომური და დამხმარე თერაპია. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. დიალიზი მნიშვნელოვნად არ ახდენს სისხლის ნაკადიდან კეტოროლაკის კლირენსს.
1. 4. ფარმაკოლოგიური თვისებები
4.1. ფარმაკოდინამიური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ძმარმჟავას წარმოებულები და მათი ანალოგები. ათქ კოდი: M01AB15.
კეტოროლაკის ტრომეტამოლის არ არის ოპიოიდული ანალგეტიკური საშუალება. კეტოროლაკი თრგუნავს პროსტაგლანდინების სინთეზს და იგი შეიძლება ჩაითვალოს პერიფერიულად მოქმედ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად, რადგანაც არ გამოვლენილა რაიმე სახის გავლენა ოპიოიდურ რეცეპტორებზე.
4.2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
კეტოროლაკის ტრომეტამოლი სწრაფად და სრულად აბსორბირდება ინტრამუსკულარული შეყვანის შემდეგ, მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია 2.2 მიკროგრამი / მლ, რაც ვლინდება ერთჯერადი 30 მგ დოზის მიღების შემდეგ დაახლოებით 50 წუთში.
პლაზმაში კეტოროლაკის ტრომეტამოლის 99% უკავშირდება ცილებს.
კეტოროლაკის ტრომეტამოლის ფარმაკოკინეტიკა ერთჯერადი და მრავალჯერადი ინტრამუსკულური მიღების შემდეგ ლინეარულია. მყარი პლაზმური კონცენტრაციები მიიღწევა მიღებიდან 6 საათში, ერთი დღის განმავლობაში. პლაზმური ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი ახალგაზრდებში შეადგენს 5.3 საათს, ხოლო ხანდაზმულ პაციენტებში -7 საათს (საშუალო ასაკი - 72 წელი). ხანგრძლივი გამოყენების დროს არ გამოვლენილა კლირენსის ცვლილებები.
პაციენტის ჰემოდინამიკა არ იცვლება კეტოროლაკის ტრომეტამოლის პარენტერალურად გამოყენებით. კეტოროლაკის ტრომეტამოლის და მისი მეტაბოლიტების (კონიუგატები და პარა-ჰიდროქსილირებული მეტაბოლიტები) უპირატესად შარდთან ერთად გამოიყოფა (საშუალოდ 91.4%) და ნაკლებად განავალთან ერთად (საშუალოდ 6.4%).
4.3. პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
ტერატოგენული მოქმედება არ გამოვლინდა კურდღლებში, რომლებმაც მიიღეს პერორალური დოზა 3.6 მგ / კგ დღეში. თაგვებზე ჩატარებული გრძელვადიანი კვლევების დროს არ გამოვლენილა კანცეროგენული მოქმედება (2 მგ / კგ დღეში, ადამიანებში რეკომენდებული მაქსიმალური პარენტერალური დოზის ექვივალენტი).
ეიმსის ტესტის და სხვა მუტაგენურობის ტესტების შედეგების თანახმად, არ გამოვლინდა მუტაგენური მოქმედება.
1. 5. ფარმაცევტული მონაცემები
5.1. შემავსებლების ჩამონათვალი
ეთილის სპირტი 96%
ნატრიუმის ქლორიდი
დინატრიუმის ედეტატი
ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი 1M
ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან მარილმჟავა (1M ხსნარი pH-ის რეგულირებისთვის)
საინექციო წყალი
5.2. თავსებადობა
არ არის რეკომენდებული მცირე მოცულობით (მაგ. შპრიცში) შერევა მორფინის სულფატთან, პეთიდინის ჰიდროქლორიდთან, პრომეთაზინის ჰიდროქლორიდთან, ჰიდროქსიზინის ჰიდროქლორიდთან, რადგან შეიძლება წარმოიქმნას კეტეროლაკის ტრომეტამოლის ნალექი.
თავსებადია ფიზიოლოგიურ ხსნართან, 5% გლუკოზასთან, რინგერის ხსნართან, რინგერის ლაქტატის ხსნართან.
კეტოროლაკის თავსებადობა სხვა პრეპარატებთან არ არის ცნობილი.
**5.3. ვარგისიანობის ვადა **24 თვე
5.4. შენახვის პირობები
არ შეინახოთ მაცივარში ან არ გაყინოთ.
შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში სინათლისაგან დაცულ ადგილას.
5.5. შეფუთვა:
დაფასოებულია ქარვისფერ, I ტიპის მინის ამპულებში, მოსატეხი რგოლით. თითოეულ ამპულაში მოთავსებულია 1მლ საინექციო ხსნარი. 10 ამპულა დაფასოებულია კოლოფში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტულიპროდუქტისჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
შპს „ნექსტრა გრუპი“
საქართველო, თბილისი, 0154, იროდიონ ევდოშვილის ქ. #18
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით