ვიზიდოლი - ViziDol
ვიზიდოლი - ViziDol

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგიურები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ვიზიდოლი 0.5% 5მლ თვ.წ****ვ

კეტოროლაკი

თვალისწვეთები0,5%


ფარმაკოთერაპულიჯგუფი

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება.


ფარმაკოლოგიური მოქმედება

ადგილობრივი გამოყენებისას თვალში ახდენს გამოხატულ ანალგეზიურ და ზომიერ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. პრეპარატი გავლენას არ ახდენს თვალშიდა წნევაზე. თვალში ინსტალაციისას პრეპარატის სისტემური აბსორბცია ძალინ დაბალია.


გამოყენების ჩვენებები

  • ტკივილის შემცირება და ანთების პროფილაქტიკა კატარაქტის ოპერაციის შემდგომ პერიოდში და თვალის წინა სეგმენტზე სხვა ქირურგიული ჩარევებისას.
  • ანთებითი–ტკივილის სინდრომი არაინფექციური ბუნების თვალის წინა განყოფილების დაავადებებისას (მათ შორის, ქრონიკული არაინფექციური კონიუნქტივიტი).
  • სეზონური ალერგიული კონიუნქტივისას ჩხვლეტის შეგრძნების მოხსნა თვალებში.

მიღების წესი და დოზები

პრეპარატი მიიღება მოზარდებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.

ოპერაციის წინ: თითო წვეთი 5–ჯერ ოპერაციამდე 3 სთ–ის განმავლობაში. ოპერაციის შემდგომ პერიოდში: თითო წვეთი 3–ჯერ დღეში ოპერაციის დამთავრებისთანავე; შემდეგ თითო წვეთი 4–ჯერ დღეში მკურნალობისთვის აუცილებელი პერიოდის მანძილზე (7–10 დღე).

ანთებითი–ტკივილის სინდრომის მკურნალობის დროს სეზონური ალერგიული კონიუნქტივიტსას თვალებში ჩხვლეტის მოსახსნელად: თითო წვეთი 4–ჯერ დღეში კლინიკურ განკურნებამდე, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა.


გვერდითი მოვლენები

ინსტალაციის შემდეგ გარდამავალი წვა და ჩხვლეტა, ალერგიული რეაქციები, რქოვანას შეშუპება, ზედაპირული კერატიტი.

14 დღეზე მეტი ხანგრძლივობით მიღებისას შესაძლებელია რქოვანას მთლიანობის დარღვევა: გათხელება, ეროზია, დაწყლულება და პერფორაცია, „მშრალი თვალის“ სინდრომი.


უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა კეტოროლაკისა და ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული საშუალებების მიმართ. ტვინში სისხლჩაქცევა. ორსულობა და ლაქტაცია. პრეპარატის დანიშვნა არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. დადგენილი არ არის პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.


შენახვის პირობები

15–300C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.


გამოშვების****ფორმა

5 მლ-იან პოლიეთილენის ფლაკონში საწვეთურით.

დსს „ლიქვორი”, სომხეთი.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით