არიპეგისი - Aripegis
არიპეგისი - Aripegis

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფსიქოლეფსური საშუალებები, ანტიფსიქოზური სხვა საშუალებები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

არიპეგისი****®

1.პრეპარატარიპეგისი®დამისიგამოყენება

არიპეგისი® არის პრეპარატების ჯგუფის წარმომადგენელი, რომელსაც ეწოდება ანტიფსიქოზური საშუალებები.

იგი გამოიყენება მოზრდილების, 15 წლის და მეტი ასაკის მოზარდების სამკურნალოდ, ისეთი დაავადების დროს, რომელსაც ახასიათებს ეჭვიანობა, არარსებული საგნების მოსმენის, დანახვის ან შეგრძნების უნარი, მცდარი შეხედულებები, არათანმიმდევრული მეტყველება და ქცევა, ასევე გაღარიბებული ემოციური სფერო. ასეთი მდგომარეობის მქონე ადამიანები შეიძლება გრძნობდნენ დათრგუნვას, ბრალს, შფოთვას ან დაძაბულობას.

არიპეგისი®, ასევე გამოიყენება მოზრდილი პაციენტების, 13 წლის და მეტი ასაკის მოზარდების სამკურნალოდ, რომელთა მდგომარეობა ხასიათდება ზედმეტი ამაღლებული განწყობით, ენერგიულობით, შემცირებით ჩვეულებრივ მდგომარეობასთან შედარებით, ძილზე მოთხოვნილებით, ძალიან სწრაფი მეტყველებით, სწრაფი იდეებით, ხანდახან გამოხატული გაღიზიანებადობით. პრეპარატი, ასევე ხელს უშლის ამ მდგომარეობის რეციდივს მოზრდილ პაციენტებში, რომლებიც რეაგირებენ პრეპარატ არიპეგისით® მკურნალობაზე.

  • 2.პრეპარატარიპეგისი®მიღების დაწყებამდე გასათვალისწინებელი ინფორმაცია

არ მიიღოთპრეპარატარიპეგისი®

  • თუ გაქვთ ალერგია არიპიპრაზოლის (პრეპარატის მოქმედი ნივთიერების) მიმართ ან მე-8 პარაგრაფში მოცემული ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

სიფრთხილისზომებისამედიცინოგამოყენებისდროს

გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან პრეპარატ არიპეგისის® მიღებამდე ან თუ აღგენიშებათ:

  • სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა (ისეთი დამახასიათებელი სიმპტომებით, როგორიცაა მომატებული წყურვილი, შარდის დიდი რაოდენობით გამოყოფა, მადის მომატება და სისუსტის შეგრძნება) ან დიაბეტი ოჯახურ ანამნეზში;
  • კრუნჩხვები (შესაძლოა თქვენი მკურნალი ექიმი უფრო საგულდაგულოდ დააკვირდეს თქვენს მდგომარეობას);
  • კუნთების უნებლიე პერიოდული შეკუმშვები, განსაკუთრებით სახის კუნთების;
  • გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებები, ოჯახურ ანამნეზში გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების არსებობა, ინსულტი, მიკროინსულტი, პათოლოგიური არტერიული წნევა;
  • თრომბი ან თრომბის არსებობა ოჯახურ ანამნეზში, რადგანაც ანტიფსიქოზური საშუალებების მიღება დაკავშირებულია თრომბის წარმოქმნასთან;
  • არაჯანსაღი მიდრეკილება აზარტული თამაშებისადმი წარსულში.

თუ შენიშნეთ, რომ იმატებთ წონაში, ან აღგენიშნათ უჩვეულო მოძრაობები, ძილიანობა, რომელიც ხელს უშლის დღის ნორმალურ აქტივობას, გრძნობთ ნებისმიერ სირთულეს ყლაპვის დროს ან ალერგიულ სიმპტომებს, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

იმ შემთხვევაში, თუ ხართ დემენციის მქონე ხანდაზმული პაციენტი (მეხსიერების და სხვა გონებრივი უნარების დაკარგვით) და გადაიტანეთ ინსულტი ან მიკროინსულტი, თქვენ ან თქვენმა მეურვემ/ნათესავმა უნდა შეატყობინოთ ამის შესახებ ექიმს.

თუ თქვენ გაგიჩნდებათ აზრები საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების შესახებ, მაშინვე აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

არიპიპრაზოლით მკურნალობის დროს მიღებულია შეტყობინებები თვითმკვლელობისკენ მიმართული აზრების ან ქცევის აღნიშვნის შესახებ.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ იგრძნობთ კუნთების შებოჭილობას ან რიგიდულობას, რასაც ახლავს მაღალი ტემპერატურა, ოფლიანობა, ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება ან სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა.

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები ან თქვენი მომვლელი პირები შეამჩნევთ, რომ თქვენ გიჩნდებათ დაუოკებელი სურვილი მოიქცეთ უჩვეულოდ, ან ვერ უწევთ წინააღმდეგობას იმპულსს, მოტივს ან ცდუნებას, განახორციელოთ ისეთი ქმედებები, რამაც შეიძლება ზიანი მოგაყენოთ თქვენ ან თქვენს გარშემო მყოფებს. ამ მდგომარეობას ეწოდება იმპულსების კონტროლის დარღვევა და მოიცავს პათოლოგიურ მიდრეკილებას აზარტული თამაშების მიმართ, იძულებით კომპულსიურ ჭარბ კვებას, კომპულსიურ საყიდლებს/ფულის ხარჯვას, პათოლოგიურად გაზრდილ სექსუალურ ლტოლვას ან აკვიატებულ იდეებს სექსუალური ხასიათის აზრებით და გრძნობებით. თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა.

არიპიპრაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, არტერიული წნევის დაცემა ფეხზე წამოდგომისას, თავბრუსხვევა, გადაადგილების უნარის ცვლილებები და წონასწორობის დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაცემა. ფრთხილად უნდა იყოთ, განსაკუთრებით თუ ხართ ხანდაზმული ან დასუსტებული.

ბავშვებიდამოზარდები

არიპეგისი® არ არის განკუთვნილი ბავშვებსა და 13 წელზე უმცროსი ასაკის მოზარდებში გამოსაყენებლად. პრეპარატ აპერგისის® მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

სხვასამკურნალოსაშუალებებიდაპრეპარატიარიპეგისი®****

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟმად იღებთ, ახლახან იღებდით ან გეგმავთ მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატები, მათ შორის პრეპარატები, რომლებიც გაიცემა რეცეპტის გარეშე.

არტერიული წნევის დამწევი პრეპარატები: არიპეგისს® შეუძლია პრეპარატების მოქმედების გაძლიერება, რომლებიც გამოიყენება არტერიული წნევის დასაწევად. თუ თქვენ ღებულობთ პრეპარატებს არტერიული წნევის დასაწევად, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

სხვა სამკურნალო საშუალებების და პრეპარატ არიპეგისის® ერთდროულად გამოყენებამ შესაძლებელია საჭირო გახადოს პრეპარატ არიპეგისის® დოზირების შეცვლა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი ექიმის ინფორმირება შემდეგი პრეპარატების მიღების შესახებ:

  • პრეპარატები გულის რითმის კორექციისთვის (როგორიცაა ქინიდინი, ამიოდარონი, ფლეკაინიდი);
  • ანტიდეპრესანტები ან მცენარეული სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის და შფოთვის სამკურნალოდ (როგორიცაა ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი, ვენლაფაქსინი, კრაზანა);
  • სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი);
  • გარკვეული პრეპარატები აივ ინფექციის სამკურნალოდ (როგორიცაა ეფავირენცი, ნევირაპინი, პროტეაზას ინჰიბიტორები, მაგალითად ინდინავირი, რიტონავირი);
  • კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები ეპილეფსიის სამკურნალოდ (როგორიცაა კარბამაზეპინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი);
  • ტუბერკულოზის სამკურნალო ზოგიერთი ანტიბიოტიკი (რიფაბუტინი, რიფამპიცინი).

ამ სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება გაზარდონ გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი ან შეამცირონ არიპიპრაზოლის მოქმედება. თუ თქვენ აღგენიშნებათ რაიმე უჩვეულო სიმპტომი ამ პრეპარატებით და არიპიპრაზოლით კომბინირებული მკურნალობისას, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ზრდის სეროტონინის დონეს და ჩვეულებრივ გამოიყენება ისეთი მდგომარეობების სამკურნალოდ, როგორიცაა დეპრესია, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (OCD), სოციალური ფობიები და ასევე, შაკიკი და ტკივილი:

  • ტრიპტანები, ტრამადოლი, ტრიპტოფანი, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის, (OCD), სოციალური ფობიების, ასევე შაკიკის და ტკივილის სამკურნალოდ;
  • სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (სუსი) (მაგალითად, პაროქსეტინი, ფლუოქსეტინი), რომლებიც გამოიყენება დეპრესიის, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის, პანიკური და შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ;
  • სხვა ანტიდეპრესანტები (მაგალითად, ვენლაფაქსინი, ტრიპტოფანი), რომლებიც გამოიყენება დიდი დეპრესიული ეპიზოდების სამკურნალოდ;
  • ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (როგორიცაა კლომიპრამინი, ამიტრიპტილინი), რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ;
  • კრაზანა (Hypericum perforatum), რომელიც გამოიყენება მსუბუქი დეპრესიის სამკურნალოდ;
  • ტკივილის სამკურნალო პრეპარატები (ტრამადოლი და პეტიდინი);
  • ტრიპტანები (როგორიცაა სუმატრიპტანი და ზოლმიტრიპტანი) შაკიკის სამკურნალოდ.

ეს პრეპარატები ზრდის გვერდითი მოვლენების რისკს. მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ აღგენიშნებათ რაიმე უჩვეულო სიმპტომი ამ პრეპარატების და არიპეგისის® ერთობლივი გამოყენებისას.

პრეპარატარიპეგისი®მიღებასაკვებთან,სასმელებთანდაალკოჰოლთანერთად

არიპეგისის® მიღება შეიძლება საკვების მიღების მიუხედავად.

პრეპარატ არიპეგისის® მიღებისას თავი უნდა ავარიდოთ ალკოჰოლის მოხმარებას.

ფერტილობა**,ორსულობადაძუძუთიკვება**

ორსულობა

თუ ხართ ორსულად, კვებავთ ბავშვს ძუძუთი, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე.

ახალშობილებს, რომელთა დედებმა მიიღეს არიპეგისი® ორსულობის ბოლო ტრიმესტრში (ბოლო სამი თვე) შეიძლება განუვითარდეთ შემდეგი სიმპტომები: კანკალი, კუნთების სიტკიცე და/ან სისუსტე, ძილიანობა, აღგზნებადობა, სირთულეების სუნთქვის და კვების დროს. თუ თქვენს შვილს აქვს რომელიმე ეს სიმპტომი, უნდა მიმართოთ ექიმს.

ძუძუთი კვება

თუ თქვენ იღებთ არიპეგისს® უნდა განიხილოთ ექიმთან, გააგრძელოთ თუ არა ამ პრეპარატის მიღება და შეწყვიტოთ ძუძუთი კვება, თქვენთვის მკურნალობის სარგებლის გათვალისწინებით, ან გააგრძელოთ ძუძუთი კვება და შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება, თქვენი ბავშვისთვის სარგებლის გათვალისწინებით.

განიხილეთ ექიმთან თქვენი ბავშვისთვის ყველაზე შესაფერისი კვების მეთოდი, თუ აგრძელებთ პრეპარატ არიპეგისით® მკურნალობას.

ზეგავლენასატრანსპორტოსაშუალებებისმართვისდამექანიზმებთანმუშაობის****უნარზე

ამ პრეპარატით მკურნალობის დროს შეიძლება გამოვლინდეს თავბრუსხვევა და მხედველობის დარღვევა (იხ. პარაგრაფი 4). ეს უნდა იქნას გათვალისწინებული იმ შემთხვევებში, როდესაც მუშაობა მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას, მაგალითად, სატრანსპორტო საშუალების მართვისას და მექანიზმებთან მუშაობისას.

  1. 3.როგორუნდაიქნასმიღებულიპრეპარატიარიპეგისი****®

პრეპარატ არიპეგისის® მიღებისას ყოველთვის მკაცრად დაიცავით თქვენი მკურნალი ექიმის ინსტრუქციები. თუ არ ხართ დარწმუნებული როგორ უნდა იქნას მიღებული პრეპარატი, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

დოზირებისრეჟიმი

მოზრდილები:

  • ჩვეულებრივრეკომენდირებულიდოზამოზრდილებისთვისშეადგენს15მგ****-სდღე-ღამეშიერთხელ****. მიუხედავად ამისა, თქვენს მკურნალ ექიმს შეუძლია გამოგიწეროთ უფრო დაბალი ან უფრო მაღალი დოზა, ამასთან მაქსიმალიური დოზა შეადგენს 30 მგ-ს დღე-ღამეში ერთხელ.

ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები:

  • 13 წლიდან და მეტი ასაკის მოზარდებისთვის პრეპარატ არიპეგისის® მიღების დაწყება შეიძლება დაბალი დოზებიდან. დოზის თანდათან გაზრდა შეიძლება მოზარდებისთვის ჩვეულებრივრეკომენდირებულიდოზისმიღწევამდე,რომელიცშეადგენს10მგ-დღე-ღამეშიერთხელ. მიუხედავად ამისა, ექიმს შეუძლია გამოგიწეროთ უფრო დაბალი ან უფრო მაღალი დოზა, ამასთან მაქსიმალური დოზა უდრის 30 მგ-ს დღე-ღამეში ერთხელ. ვინაიდან, პრეპარატ არიპეგისის® ტაბლეტების დოზირება 10 მგ-ზე დაბალი დოზებით შეუძლებელია, მკურნალ ექიმს შეუძლია ხსნარის დანიშვნა, რომელიც შეიცავს არიპიპრაზოლს, შიგნით მისაღებად.

თუ თქვენ გაგიჩნდებათ შეგრძნება, რომ პრეპარატის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

მიღებისწესი

შეეცადეთარიპეგისის®ტაბლეტებიყოველდღეერთსადაიმავედროსმიიღოთ.

არა აქვს მნიშვნელობა, პრეპარატს ჭამამდე მიიღებთ თუ ჭამის შემდეგ. ყოველთვის გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად, წყლის დაყოლებით.

თუდაგავიწყდათარიპეგისის®ტაბლეტისდროულადმიღება

თუ თქვენ გამოტოვეთ დოზა, მიიღეთ გამოტოვებული დოზა გახსენებისთანავე, მაგრამ არ მიიღოთ ორმაგი დოზა ერთსა და იმავე დღეს, გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

თუმიიღეთდანიშნულზემეტირაოდენობისარიპეგისის®ტაბლეტები

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიიღეთ (ან სხვა ვინმემ მიიღო თქვენი არიპეგისის® ტაბლეტები) ექიმის მიერ რეკომენდირებულზე მეტი არიპეგისის® ტაბლეტები, მაშინვე შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს. თუ ვერ უკავშირდებით თქვენს მკურნალ ექიმს, მიაკითხეთ უახლოეს საავადმყოფოს და თან წაიღეთ პრეპარატის შეფუთვა.

თუშეწყვიტეთარიპეგისის®ტაბლეტების****მიღება

იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვნ თავს უკეთესად გრძნობთ, არ შეწყვიტოთ პრეპარატ არიპეგისის® მიღება და არ შეცვალოთ დღიური დოზა ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.

თუ გაგიჩნდებათ ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

  1. 4.შესაძლოგვერდითიმოვლენებისამედიცინო****გამოყენებისას

სხვა სამკურნალო პრეპარატების მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.

ქვემოთ გამოყენებული გვერდითი მოვლენების სიხშირის პარამეტრები განსაზღვრულია შემდეგნაირად:

  • ძალიან ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში;
  • ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-10 პაციენტში;
  • არახშირი: შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-10 პაციენტში;
  • იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 10 000-დან 1-10 პაციენტში
  • ძალიან იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს უფრო იშვიათად, ვიდრე 10 000-დან 1 პაციენტში;
  • სიხშირე უცნობია: სიხშირე ვერ განისაზღვრება არსებული მონაცემების საფუძველზე.

გვერდითი მოვლენები მოცემულია მათი განვითარების სიხშირის შემცირების შესაბამისად:

ხშირიგვერდითიმოვლენები**(100პაციენტზე1-ზეხშირიდა10-ზეიშვიათიშემთხვევა):**

- შაქრიანი დიაბეტი;

- ჩაძინების დარღვევა;

- შფოთვის შეგრძნება;

- სიმშვიდის შენარჩუნების, მშვიდად ჯდომის შეუძლებლობა;

- უკონტროლო ტოკვა, ჭვალი, მოუსვენარი ფეხები;

- კანკალი;

- თავის ტკივილი;

- დაქანცულობა;

- ძილიანობა;

- გულის წასვლისწინა მდგომარეობა;

- ბუნდოვანი და „მხტუნავი“ მხედველობა;

- ყაბზობა;

- დისპეფსია (საჭმლის მონელების სირთულე);

- გულისრევა;

- გაზრდილი ნერწყვის წარმოება;

- ღებინება;

- დაღლილობა.

არახშირიგვერდითიმოვლენები**(1000პაციენტზე1-ზეხშირიდა10-ზეიშვიათიშემთხვევა):**

- სისხლში პროლაქტინის ჰორმონის კონცენტრაციის მომატება;

- შაქრის კონცენტრაციის მომატება სისხლში;

- დეპრესია;

- სექსუალობის ცვლილება ან მომატება;

- პირის, ენის ან ფეხის უკონტროლო მოძრაობები (მოგვიანებითი დისკინეზია);

- კუნთების მოვლითი სპაზმი (დისტონია);

- ორმაგი ხედვა;

- გახშირებული გულისცემა;

- არტერიული წნევის ვარდნა წოლის ან ჯდომის პოზიციიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლისას, რაც იწვევს თავბრუსხვევას, გულისწასვლის წინა მდგომარეობას ან გონების დაკარგვას;

- სლოკინი.

პრეპარატარიპეგისი®ბაზარზეგამოსვლისმომენტიდანაღინიშნაშემდეგიგვერდითიმოვლენები**,რომელთასიხშირეარარისდადგენილი:**

- სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება;

- თრომბოციტების რაოდენობის შემცირება;

- ალერგიული რეაქციები (მაგალითად, პირის ღრუს, ენის, სახის და ყელის ლორწოვანი გარსის შეშუპება, ქავილი, ჭინჭრის ციება);

- დიაბეტის გაუარესება ან დაწყება, კეტოაციდოზი (სისხლში და შარდში კეტონების არსებობა), ან კომა;

- სისხლში ნატრიუმის დაბალი კონცენტრაცია;

- მადის დაკარგვა (ანორექსია);

- სხეულის წონის მომატება ან შემცირება;

- სუიციდური აზრები, თვითმკვლელობის მცდელობები ან თვითმკვლელობა;

- აგრესია;

- ნევროზულობა, აჟიტაცია (აღგზნებადობა);

- ცხელების, კუნთების დაჭიმულობის, სუნთქვის გახშირების, ოფლიანობის, დაბინდული ცნობიერების, არტერიული წნევის და გულისცემის უეცარი ცვლილებების ერთობლიობა, გონების დაკარგვა (ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი);

- კრუნჩხვები;

- სეროტონინის სინდრომი (რეაქცია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უკიდურესი ბედნიერების შეგრძნება, ძილიანობა, მოუქნელობა, მოუსვენრობა, ალკოჰოლით თრობის შეგრძნება, ცხელება, ოფლიანობა და კუნთების დაჭიმულობა);

- მეტყველების დარღვევა;

- თვალების უნებლიე ფიქსაცია ერთი მიმართულებით;

- უეცარი აუხსნელი სიკვდილი;

- უჩვეულო გულისცემა;

- მიოკარდიული ინფარქტი;

- გულისცემის შენელება;

- თრომბების წარმოქმნა ვენებში, განსაკუთრებით ფეხებში (სიმპტომები მოიცავს: ფეხების შეშუპებას, ტკივილს და სიწითლეს), რომელსაც შეუძლია სისხლძარღვების საშუალებით გადავიდეს ფილტვებში, გამოიწვიოს ტკივილი გულმკერდის არეში და სუნთქვის გაძნელება (თუ შეამჩნევთ რომელიმე ამ სიმპტომთაგანს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს);

- მაღალი არტერიული წნევა;

- გონების დაკარგვა;

- საკვების შემთხვევითი მოხვედრა ტრაქეაში ფილტვების ანთების განვითარების რისკით;

- ხორხის კუნთების სპაზმი;

- კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება;

- ყლაპვის გაძნელება;

- დიარეა;

- დისკომფორტი მუცლის არეში;

- დისკომფორტი კუჭის არეში;

- ღვიძლის უკმარისობა;

- ღვიძლის ანთება;

- კანის და თვალების სკლერის გაყვითლება;

- მონაცემები ღვიძლის ფუნქციური სინჯების მაჩვენებლების ცვლილების შესახებ;

- კანისმიერი გამონაყარი;

- ფოტომგრძნობელობა;

- თმის ცვენა;

- გადაჭარბებული ოფლიანობა;

- კუნთების პათოლოგიური დაშლა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის დარღვევა;

- კუნთების ტკივილი;

- კუნთების შებოჭილობა;

- უნებლიე შარდვა;

- შარდვის გაძნელება;

- მოხსნის სიმპტომები ახალშობილებში ორსულობის დროს ექსპოზიციის შემთხვევაში;

- გახანგრძლივებული და/ან მტკივნეული ერექცია;

- ხეულის ტემპერატურის კონტროლის დარღვევა ან გადახურება;

- ტკივილი მკერდის არეში;

- ხელების მტევნების, კოჭის მყესების ან ტერფების შეშუპება;

- იმპულსისთვის, მოტივისთვის ან ისეთი ქმედებების შესრულების ცდუნებისთვის წინააღმდეგობის გაწევის უუნარობა, რამაც შეიძლება ზიანი მოგაყენოთ თქვენ ან თქვენს გარშემო მყოფებს. ეს მდგომარეობია:

- პათოლოგიური დამოკიდებულება აზარტული თამაშების მიმართ, მიუხედავად თქვენთვის ან თქვენი ოჯახისთვის სერიოზული შედეგებისა;

- სექსუალური ლტოლვის ან ქცევის პათოლოგიური მომატება სექსუალური ხასიათის აზრებითა და გრძნობებით;

- უკონტროლო ჭარბი საყიდლები;

- ზედმეტი ჭამა (ძალიან დიდი რაოდენობით საკვების მიღება ძალიან სწრაფად) ან კომპულსიური ზედმეტი ჭამა (დიდი რაოდენობის საკვების ჭამა, რომელიც აუცილებელია შიმშილის ნორმალურად დასაკმაყოფილებლად);

- წასვლის, დაკარგვის მიმართ მიდრეკილება.

აცნობეთ თქვენს ექიმს თუ აღგენიშნებათ ასეთი ქცევა; ექიმი გირჩევთ რისი გაკეთებაა საჭირო, იმისათვის რომ გააკონტროლოთ ან შემცირდეს ასეთი სიმპტომები.

გარდაცვალების ფაქტები არიპიპრაზოლის მიღებისას უფრო ხშირად აღინიშნებოდა დემენციის მქონე ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. გარდა ამისა, მიღებულია შეტყობინებები ინსულტის ან მიკროინსულტის გამოვლენის შემთხვევების შესახებ.

დამატებითიგვერდითიმოვლენებიბავშვებსა დამოზარდებში

13 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებს ჰქონდათ გვერდითი მოვლენები, რომლებიც სიხშირის და ტიპის მიხედვით მსგავსი იყო მოზრდილებში გამოვლენილი გვერდითი მოვლენებისა, თუმცა უძილობა და არაკონტროლირებადი კუნთების შეკუმშვები და კრთომა აღინიშნებოდა ძალიან ხშირად (10 პაციენტზე 1-ზე უფრო ხშირი შეთხვევა), ხოლო ტკივილის მუცლის ზედა ნაწილში, პირის სიმშრალე, გულისცემის გახშირება, სხეულის მასის მომატება, მომატებული მადა, კუნთების პათოლოგიური შეკუმშვა (ჭვალი), ფეხების არაკონტროლირებადი მოძრაობები და თავბრუსხვევის შეგრძნება, განსაკუთრებით მწოლიარე ან მჯდომარე მდგომარეობიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში დაგასვლილსას, აღინიშნებოდა ხშირად. (100 პაციენტზე 1-ზე უფრო ხშირი შეთხვევა).

შეტყობინებებიგვერდითიმოვლენები****შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის აღნიშვნის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ გვერდითი მოვლენების ეროვნული რეგისტრაციის სისტემის მეშვეობით. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით თქვენ დაგვეხმარებით მივიღოთ დამატებითი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

  1. 5.როგორუნდაიქნასშენახულიპრეპარატიარიპეგისი****®

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გადაყაროთ სამკურმალო საშუალებები საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან ჩამდინარე წყლებში. თუ აუცილებელია პრეპარატის ნარჩენებში გადაგდება, რომელსაც აღარ იყენებთ, გაიარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებაში.

  1. 6.ვარგისობისვადა

ვარგისობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

არ გამოიყენოთ პრეპარატი გაფუჭების ხილული ნიშნების (მაგალითად, ფერის შეცვლა) აღმოჩენის შემთხვევაში.

  1. 7.აფთიაქიდანგაცემის****პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფიII , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

  1. 8.შეფუთვისშიგთავსიდასხვა****ინფორმაცია

რაშედისპრეპარატარიპეგისი®ტაბლეტებიშემადგენლობაში

მოქმედი ნივთიერება: არიპიპრაზოლი.

არიპეგისი® 10 მგ: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ არიპიპრაზოლს (ანჰიდრიდის სახით).

არიპეგისი® 15 მგ: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 15 მგ არიპიპრაზოლს (ანჰიდრიდის სახით).

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა; პრეჟელატინიზირებული სახამებელი; მაგნიუმის სტეარატი; უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი.

პრეპარატარიპეგისი®ტაბლეტებიგარეგნული სახედაშეფუთვის****შიგთავსი

გარეგნული სახე:

არიპეგისი® ტაბლეტები 10 მგ: თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, უსუნო ან თითქმის უსუნო ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებულია სტილიზებული ასო „E” და ნომერი „562“.

არიპეგისი® ტაბლეტები 15მგ: თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი, ბრტყელი ნაჭდევით, უსუნო ან თითქმის უსუნო ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებულია სტილიზებული ასო „E” და ნომერი „563“.

შეფუთვა:

14 ტაბლეტი მოთავსებულია ბლისტერზე. 1, 2 ან 4 ბლისტერი შეფუთულია მუყაოს კოლოფში, სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:

დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”

1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ. 30-38

უნგრეთი.

მწარმოებელი

დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”

1165 ბუდაპეშტი, ბიოკენფიოლდის ქ. 118-120,

უნგრეთი

EGIS Doc. No.: 41644/O

შემადგენლობა
რას შეიცავს პრეპარატი არიპეგისი
• პრეპარატის აქტიური სუბსტანცია არის არიპიპრაზოლი.
10 მგ არიპეგისი: თითოეული ტაბლატი შეიცავს 10 მგ არიპიპრაზოლს (ანჰიდრიდის სახით).
15 მგ არიპეგისი: თითოეული ტაბლატი შეიცავს 15 მგ არიპიპრაზოლს (ანჰიდრიდის სახით).
30 მგ არიპეგისი: თითოეული ტაბლატი შეიცავს 30 მგ არიპიპრაზოლს (ანჰიდრიდის სახით).
სხვა ინგრედიენტები: პრეჟელატინირებული სახამებელი; მიკროკრისტალური ცელულოზა, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო; მაგნიუმის სტეარატი; პრეპარატი არიპეგისის გარეგნული სახე და შეფუთვის შემდგენლობაჩვენებები
არიპეგისი მიეკუთვნება ანტიფსიქოზური პრეპარატების ჯგუფს. გამოიყენება უფროსებში და 15 წლის და ზემოთ ასაკის მოზრდილებში, რომლებიც დაავადებული არიან ისეთი ავადმყოფობით, რომლებსაც ახასიათებთ არარსებული საგნების მიმართ ეჭვი, სმენის, ხილვის ან შეგრძნების უნარი, მცდარი მტკიცებულებები, შეუსაბამო მეტყველება და საქციელი, აგრეთვე ახასიათებთ ემოციური დატვირთვა. ასეთ მდგომარეობაში ადამიანებმა შესაძლოა თავი იგრძნონ დათრგუნულად, დამნაშავედ, მათ ახასიათებთ შფოთი და დაძაბულობა.
არიპეგისი გამოიყენება, აგრეთვე უფროს პაციენტებში სამკურნალოდ, რომლებთაც ახასიათებთ ნერვული აღგზნებადობა, მოჭარბებული ენერგიულობა, ძილის ნაკლები მოთხოვნილება, სწრაფი მეტყველება მიზანდასახული იდეებით, ხანდახან გამოხატული გაღიზიანება. პრეპარატი ხელს უშლის, აგრეთვე არსებული მდგომარეობის რეციდივის წარმოქმნას პაციენტებში, რომლებიც რეაგირებდნენ პრეპარატი არიპეგისის მკურნალობაზე.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი არიპეგისის გამოყენებისას ზუსტად დაიცავით ექიმის მითითებები. პრეპარატის მიღებისას რაიმე ეჭვის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რეკომენდაციისათვის.
უფროსები:
• რეკომენდებული დოზა უფროსებისათვის შეადგენს 15 მგ დღეში ერთხელ. მაგრამ, შესაძლოა ექიმმა გამოგიწეროთ უფრო დაბალი ან მაღალი დოზა, მაქსიმალური დოზა შეადგენს 30 მგ დღეში ერთხელ.
მოზარდები:
• 15 წლის ასაკიდან და ზემოთ მოზარდებში პრეპარატი არიპეგისის მიღEბა იწყება დაბალი დოზირებით. პრეპარატი არიპეგისის ზუსტი საწყისი დოზა არ არის მითითებული. შესაძლოა დოზის თანდათანობით გაზრდა მოზარდებში ჩვეულებრივ რეკომენდებულ დოზამდე, რაც უდრის 10 მგ დღეში ერთხელ. მიუხედავად ამისა, ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ უფრო დაბალი ან მაღალი დოზა, მაქსიმალური დოზა შეადგენს 30 მგ დღეში ერთხელ.
თუ აქვთ შეგრძნება, რომ პრეპარატის მოქმედება ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტია, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შეეცადეთ მიითოთ არიპეგისი ყოველდღე ერთიდაიგივე დროს.არ აქვს მნიშვნელობა, ღებულობთ თუ არა პრეპარატს ჭამამდე ან მის შემდეგ. ტაბლეტი ყოველთვის უნდა გადაყლაპოთ მთლიანად წყალთან ერთად.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს იგრძნოთ უკეთესად, არ შეწყვიტოთ პრეპარტი არიპეგისის მიღება და არ შეცვალოთ დღიური დოზა ექიმის კონსულტაციის გარეშე.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი რაოდენობის არიპეგისის ტაბლეტი
რეკომენდებულ დოზაზე ჭარბი დოზით არიპეგისის ტაბლეტების მიღებისას (ან თუ სხვამ მიიღო თქვენთვის დანიშნული არიპეგისის ტაბლეტები) დაუყონებლივ აცნობეთ ექიმს. თუ ვერ უკავშირდებით ექიმს, მიმართეთ უახლოეს კლინიკას და თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა.
თუ დაგავიწყდათ არიპეგისის მიღება
დოზის გამოტოვების შემთხვევაში მიიღეთ გამოტოვებულ დოზა გახსენებისთანავე, მაგრამ არ მიიღოთ ორი დოზა ერთიდაიმავე დღეს.
აღნიშნულ პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.უკუჩვენება
არ გამოიყენოთ არიპეგისი
• თუ გახასიათებთ ალერგიულობა (ჰიპერმგრძნობელობა) არიპიპრაზოლის მიმართ (პრეპარატის აქტიური სუბსტანცია) ან არიპეგისის სხვა კომპონენტების მიმართ.
• სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა ან ოჯახის ანამნეზში დიაბეტის არსებობისას.
• კრუნჩხვა
• კუნთების უნებლიე პერიოდული შეკუმშვა, განსაკუთრებით სახის კუნთების
• გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ანამნეზში გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მიკროინსულტი, არტერიული წნევის პათოლოგიური მაჩვენებლები.
• თრომბი და ოჯახის ანამნეზში თრომბის არსებობა, რადგან ანტიფსიქოზური საშუალებები დაკავშირებული არის თრომბის წარმოქმნასთან.
თუ შენიშნავთ, რომ მოიმატეთ წონაში, გაქვთ სირთულე ყლაპვის დროს ან გახასიათებთ ალერგიული სიმპტომები, აცნობეთ ექიმს.

სხვა ინგრედიენტები: პრეჟელატინირებული სახამებელი; მიკროკრისტალური ცელულოზა, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო; მაგნიუმის სტეარატი; პრეპარატი არიპეგისის გარეგნული სახე და შეფუთვის შემდგენლობა

გარეგნობა:
10 მგ არიპეგისის ტაბლეტები: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, მრგვალი, ამობურცული ტაბლეტები სუნის გარეშე ან თითქმის უსუნო ,,E” მარკირებით და კოდით ,,562” ერთ მხარეზე.
15 მგ არიპეგისის ტაბლეტები: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, მრგვალი, ამობურცული ტაბლეტები სუნის გარეშე ან თითქმის უსუნო ,, E” მარკირებით და კოდით ,,563” ერთ მხარეზე.
30 მგ არიპეგისის ტაბლეტები: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, მრგვალი, ამობურცული ტაბლეტები სუნის გარეშე ან თითქმის უსუნო ,, E” მარკირებით და კოდით ,,564” ერთ მხარეზე.

ჩვენებები
არიპეგისი მიეკუთვნება ანტიფსიქოზური პრეპარატების ჯგუფს. გამოიყენება უფროსებში და 15 წლის და ზემოთ ასაკის მოზრდილებში, რომლებიც დაავადებული არიან ისეთი ავადმყოფობით, რომლებსაც ახასიათებთ არარსებული საგნების მიმართ ეჭვი, სმენის, ხილვის ან შეგრძნების უნარი, მცდარი მტკიცებულებები, შეუსაბამო მეტყველება და საქციელი, აგრეთვე ახასიათებთ ემოციური დატვირთვა. ასეთ მდგომარეობაში ადამიანებმა შესაძლოა თავი იგრძნონ დათრგუნულად, დამნაშავედ, მათ ახასიათებთ შფოთი და დაძაბულობა.
არიპეგისი გამოიყენება, აგრეთვე უფროს პაციენტებში სამკურნალოდ, რომლებთაც ახასიათებთ ნერვული აღგზნებადობა, მოჭარბებული ენერგიულობა, ძილის ნაკლები მოთხოვნილება, სწრაფი მეტყველება მიზანდასახული იდეებით, ხანდახან გამოხატული გაღიზიანება. პრეპარატი ხელს უშლის, აგრეთვე არსებული მდგომარეობის რეციდივის წარმოქმნას პაციენტებში, რომლებიც რეაგირებდნენ პრეპარატი არიპეგისის მკურნალობაზე.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი არიპეგისის გამოყენებისას ზუსტად დაიცავით ექიმის მითითებები. პრეპარატის მიღებისას რაიმე ეჭვის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რეკომენდაციისათვის.
უფროსები:
• რეკომენდებული დოზა უფროსებისათვის შეადგენს 15 მგ დღეში ერთხელ. მაგრამ, შესაძლოა ექიმმა გამოგიწეროთ უფრო დაბალი ან მაღალი დოზა, მაქსიმალური დოზა შეადგენს 30 მგ დღეში ერთხელ.

მოზარდები :
• 15 წლის ასაკიდან და ზემოთ მოზარდებში პრეპარატი არიპეგისის მიღEბა იწყება დაბალი დოზირებით. პრეპარატი არიპეგისის ზუსტი საწყისი დოზა არ არის მითითებული. შესაძლოა დოზის თანდათანობით გაზრდა მოზარდებში ჩვეულებრივ რეკომენდებულ დოზამდე, რაც უდრის 10 მგ დღეში ერთხელ. მიუხედავად ამისა, ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ უფრო დაბალი ან მაღალი დოზა, მაქსიმალური დოზა შეადგენს 30 მგ დღეში ერთხელ.
თუ აქვთ შეგრძნება, რომ პრეპარატის მოქმედება ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტია, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შეეცადეთ მიითოთ არიპეგისი ყოველდღე ერთიდაიგივე დროს.არ აქვს მნიშვნელობა, ღებულობთ თუ არა პრეპარატს ჭამამდე ან მის შემდეგ. ტაბლეტი ყოველთვის უნდა გადაყლაპოთ მთლიანად წყალთან ერთად.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს იგრძნოთ უკეთესად, არ შეწყვიტოთ პრეპარტი არიპეგისის მიღება და არ შეცვალოთ დღიური დოზა ექიმის კონსულტაციის გარეშე.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი რაოდენობის არიპეგისის ტაბლეტი
რეკომენდებულ დოზაზე ჭარბი დოზით არიპეგისის ტაბლეტების მიღებისას (ან თუ სხვამ მიიღო თქვენთვის დანიშნული არიპეგისის ტაბლეტები) დაუყონებლივ აცნობეთ ექიმს. თუ ვერ უკავშირდებით ექიმს, მიმართეთ უახლოეს კლინიკას და თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა.
თუ დაგავიწყდათ არიპეგისის მიღება
დოზის გამოტოვების შემთხვევაში მიიღეთ გამოტოვებულ დოზა გახსენებისთანავე, მაგრამ არ მიიღოთ ორი დოზა ერთიდაიმავე დღეს.
აღნიშნულ პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი პრეპარატის მსგავსად არიპეგისმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ნებისმიერ პაციენტში.
ხშირად გამოვლენილი ეფექტები (100პაციენტიდან 1-ზე ხშირი და 10 შემთხვევაზე ნაკლები):
კუნთების არაკონტროლირებადი შეკუმშვა ან კანკალი, თავის ტკივილი, დაღლილობა, ღებინება, გულისრევა, კუჭში არასასიამოვნო შეგრძნება, შეკრულობა, ჰიპერსალივაცია, თავბრუსხვევა, ძილის პრობლემები, მოუსვენრობა, შფოთვის შეგრძნება, ძილიანობა, მხედველობის დაბინდვა ან ,,ციმციმი” თვალებში.
არახშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები(1000პაციენტიდან 1-ზე ხშირი და 10 შემთხვევაზე ნაკლები):
ზოგიერთმა პაციენტმა შესაძლოა განიცადოს თავბრუსხვევა, განსაკუთრებით მწოლიარე ან მჯდომარე მდგომარეობიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლისას; აგრეთვე შესაძლოა აღინიშნოს გულისცემის გახშირება. ზოგიერთ პაციენტებში აღინიშნა ხასიათის ცვლილება.
პრეპარატი არიპეგისის ბაზარზე გამოსვლის მომენტიდან აღინიშნა შემდეგი გვერდითი მოვლენები, რომელთა სიხშირე არ არის დადგენილი:
სისხლის ზოგიერთი უჯრედების კონცენტრაციის ცვლილება; უჩვეულო გულისცემა, მოულოდნელი აუხსნელი სიკვდილი, ინფარქტი; ალერგიული რეაქცია (მაგ., პირის ღრუს ლორწოვანის, ენის, სახის, ყელის შეშუპება, ქავილი და გამონაყარი); სისხლში შაქრის მაღალი დონე, დიაბეტის გაუარესება ან გაჩენა, კეტოაციდოზი (კეტონის არსებობა სისხლში და შარდში) ან კომა, სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე; სხეულის მასის მომატება და დაკლება, ანორექსია, ნერვულობა, აჟიტირება, შფოთის შეგრნება; სუიციდური აზრები, სუიციდური მცდელობა ან სუიციდი; მეტყველების დარღვევა, შეტევა, სიცხის კომბინაცია, კუნთების რიგიდულობა, სუნთქვის გახშირება, ოფლიანობა, დაქვეითებული აზროვნება და არტერიული წნევის და გულის კუმშვის სიხშირის უეცარი ცვლილება; გულყრა, მაღალი არტერიული წნევა, ვენაში თრომბის წარმოქმნა, განსაკუთრებით ფეხებზე (სიმპტომები შეიცავენ შეშუპებას, ტკივილს და ფეხების სიწითლეს), რაც შესაძლოა გადაადგილდეს სისხლძარღვებიდან ფილტვებში, რაც იწვევს ტკივილს მკერდის არეში და სუნთქვის გართულებას (თუ შენიშნავთ ნებისმიერს ამ გვერდითი ეფექტებიდან დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს); საყლაპავის კუნთების სპაზმი, ტრაქეაში საკვების უეცარი მოხვედრა პნევმონიის განვითარების რისკით, ყლაპვის გართულება; კუჭკვეშა ჯირკვლის ანთება; ღვიძლის ანთება, კანისა და თვალის გუგის სიყვითლე, ანალიზისას ღვიძლის პათოლოგიური მაჩვენებლების გამოვლენა, დისკომფორტი მუცლის ღრუში, დიარეა; გამონაყარი კანზე და სინათლის მიმართ მგრძნობელობა, თმის უჩვეულო ცვენა ან თმის გათხელება, ჭარბი ოფლიანობა; შებოჭილობა ან კრინჩხვა, კუნთების ტკივილი, სისუსტე; უნებლიე შარდვა, პრობლემები შარდვისას; ხანგრძლივი და/ან მტკივნეული ერექცია; თერმორეგულირების პრობლემები და გადახურება, მკერდის ტკივილი, ხელის მტევნების, წვივ-ფეხის სახსრების და ფეხის გულების შეშუპება.
15 წლის ასაკში მოზარდებში და უფროსებში აღინიშნა იგივე სიხშირის და ტიპის გვერდითი ეფექტები, რაც უფროსებში, მაგრამ უძილობა და არაკონტროლირებადი კუნთების შეკუმშვა ან კანკალი აღინიშნა ძალიან იშვიათად (10 პაციენტიდან 1 შემთხვევაზე ნაკლები), ხოლო პირის სიმშრალე, მადის მომატება და თავბრუსხვევა, განსაკუთრებით მწოლიარე ან მჯდომიარე მდგომარეობიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლისას აღინიშნა ხშირად.
არიპიპრაზოლის მიღებისას სიკვდილიანობის შემთხვევა აღინიშნა უმეტესად ხანდაზმულებში დემენციით. გარდა ამისა, გამოვლინდა ინსულტის და მიკროინსულტის შემთხვევები.
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი სერიოზულ სახეს მიიღებს, ან შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ფურცელჩანართში მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება
არ გამოიყენოთ არიპეგისი
• თუ გახასიათებთ ალერგიულობა (ჰიპერმგრძნობელობა) არიპიპრაზოლის მიმართ (პრეპარატის აქტიური სუბსტანცია) ან არიპეგისის სხვა კომპონენტების მიმართ.
• სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა ან ოჯახის ანამნეზში დიაბეტის არსებობისას.
• კრუნჩხვა
• კუნთების უნებლიე პერიოდული შეკუმშვა, განსაკუთრებით სახის კუნთების
• გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ანამნეზში გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მიკროინსულტი, არტერიული წნევის პათოლოგიური მაჩვენებლები.
• თრომბი და ოჯახის ანამნეზში თრომბის არსებობა, რადგან ანტიფსიქოზური საშუალებები დაკავშირებული არის თრომბის წარმოქმნასთან.
თუ შენიშნავთ, რომ მოიმატეთ წონაში, გაქვთ სირთულე ყლაპვის დროს ან გახასიათებთ ალერგიული სიმპტომები, აცნობეთ ექიმს.
ხანდაზმულ პაციენტებში, დემენციის (მეხსიერების ან სხვა გონებრივი უნარის დაკარგვა) და ინსულტის ან მიკროინსულტის გადატანის შემთხვევაში, პაციენტმა და მისმა მომვლელმა/ნათესავმა უნდა აცნობოს ამის შესახებ ექიმს.
თუ გაგიჩნდებათ ისეთი აზრები, როგორიცაა საკუთარ თავზე ზიანის მიყენება, დაუყონებლივ აცნობეთ ექიმს.
არიპიპრაზოლით მკურნალობის პერიოდში (აქტიური სუბსტანცია) ადგილი ჰქონდა სუიციდური აზრების გამოვლენას და სუციდურ ქმედებას.
დაუყონებლივ აცნობეთ ექიმს, თუ იგრძნობთ კუნტების შებოჭვას და რიგიდულობას, რასაც ახასიათებს თანმდევი ტემპერატურა, ოფლიანობა, ფსიქიური მდგომარეობის ცვლილება სწრაფი ან არარეგულარული გულისცემით.
ბავშვების და მოზარდის ასაკი
არიპეგისი არ არის განკუთვნილი ბავშვების და 15 წლამდე ასაკის მოზარდებში გამოყენებისათვის. პრეპარატი არიპეგისის გამოყნებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.

ორსულობა და ლაქტაცია
არ შეიძლება პრეპარატი არიპეგისის მიღება ორსულობის დროს ექიმის კონსულტაციის გარეშე. თუ გეგმავთ ორსულობას აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს.
ლაქტაციის შემთხვევაში აუცილებლად აცნობეთ ექიმს.
პრეპარატი არიპეგისის მიღებისას უნდა შეწყდეს ლაქტაცია.

განსაკუთრებული მითითებები
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
არ უნდა მართოთ ავტომობილი და გამოიყენოთ ხელსაწყოები ან მექანიზმები მანამ, სანამ არ გაარკვევთ, თუ როგორ ზემოქმედებს არიპეგისი თქვენს ორგანიზმმზე. მიიღეთ ექიმის რჩევა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
იმ შემთხვევაში, თუ ღებულობთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, აგრეთვე ურეცეპტოდ შეძენილიც აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სისხლის წნევის დამწევი პრეპარატები: არიპეგისმა შესაძლოა გააძლიეროს იმ პრეპარატების მოქმედება, რომლებიც ამცირებენ სისხლის წნევას. თუ ღებულობთ წნევის დამწევ პრეპარატებს აუცილებლად აცნობეთ ექიმს ამის შესახებ.
პრეპარატი არიპეგისის ერთროულმა მიღებამ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად შესაძლოა საჭირო გახადოს არიპეგისის დოზირების შეცვლა. განსაკუტრებით აუცილებელია აცნობოთ ექიმს შემდეგი პრეპარატების მიღების შესახებ:
• პრეპარატები გულის რითმის კორექციისათვის
• აივ-ინფექციის სამკურნალო გარკვეული პრეპარატები
• ეპილეფსიის სამკურნალო კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები
• სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები.
• ანტიდეპრესანტები ან მცენარეული სამკურნალო საშუალებები რომლებიც გამოიყენება შფოთვისა და დეპრესიის დროს.

პრეპარატი არიპეგისის ზეგავლენა საკვებზე და სასმელ პროდუქტებზე
არიპეგისის მიღება შესაძლებელია კვების მიუხედავად.
პრეპარატი არიპეგისის მიღებისას უნდა მოერიდოთ ალკოჰოლის მიღებას.

შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ არიპეგისი ბლისტერზე ან მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
არ გამოიყენოთ პრეპარატი თვალსაჩინო დაზიანების ან გაფუჭების ნიშნების არსებობის შემთხვევაში (მაგალითად, ფერის ცვლილება).
პრეპარატები არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად.
შეეკითხეთ ფარმაცევტს პრეპარატის უტილიზაციის შესახებ, ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ვარგისობის ვადა: 3 წელი

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გამოიყენება ექიმის დანიშნულებით).

პრეპარატები არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. შეეკითხეთ ფარმაცევტს პრეპარატის უტილიზაციის შესახებ, ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
არიპეგისი 10მგ #28ტ
  • სახელი: არიპეგისი 10მგ #28ტ
  • მწარმოებელი: EGIS PHARMACEUTICALS PLC (უნგრეთი)
  • შეფუთვა: 10მგ ტაბლეტი №28 (2X14)
Aversi 46.54 ლ
არიპეგისი 15მგ #28ტ
  • სახელი: არიპეგისი 15მგ #28ტ
  • შეფუთვა: 15მგ ტაბლეტი №28 (2X14)
Aversi 42.17 ლ
არიპეგისი ტაბლეტი 10მგ #28
  • სახელი: არიპეგისი ტაბლეტი 10მგ #28
  • მწარმოებელი: EGIS PHARMACEUTICALS PLC (უნგრეთი)
  • შეფუთვა: 10მგ ტაბლეტი №28 (2X14)
Pharmadepot 95.85 ლ
არიპეგისი ტაბლეტი 15მგ #28
  • სახელი: არიპეგისი ტაბლეტი 15მგ #28
  • მწარმოებელი: EGIS PHARMACEUTICALS PLC (უნგრეთი)
  • შეფუთვა: 15მგ ტაბლეტი №28 (2X14)
Pharmadepot 42.17 ლ
არიპეგისი ტაბლეტი 10მგ #28
  • სახელი: არიპეგისი ტაბლეტი 10მგ #28
  • მწარმოებელი: EGIS PHARMACEUTICALS PLC (უნგრეთი)
  • შეფუთვა: 10მგ ტაბლეტი №28 (2X14)
GPC 66.14 ლ
არიპეგისი ტაბლეტი 15მგ #28
  • სახელი: არიპეგისი ტაბლეტი 15მგ #28
  • მწარმოებელი: EGIS PHARMACEUTICALS PLC (უნგრეთი)
  • შეფუთვა: 15მგ ტაბლეტი №28 (2X14)
GPC 42.17 ლ
Aripegis - არიპეგისი 15 მგ. 28 ტაბლეტი
  • სახელი: Aripegis - არიპეგისი 15 მგ. 28 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: EGIS PHARMACEUTICALS PLC (უნგრეთი)
  • შეფუთვა: 15მგ ტაბლეტი №28 (2X14)
PSP 42.17 ლ
Aripegis - არიპეგისი 10 მგ. 28 ტაბლეტი
  • სახელი: Aripegis - არიპეგისი 10 მგ. 28 ტაბლეტი
PSP 46.54 ლ