ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფსიქოლეფსური საშუალებები, ანტიფსიქოზური სხვა საშუალებები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
აბილიფაიR15 მგ ტაბლეტი
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: თითოეული ტაბლეტის შემცველობაა არიპიპრაზოლი 15 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი (ცხოველური რძისგან მიღებული), სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, რკინის ყვითელი ოქსიდი (E172).
აბილიფაი მიეკუთვნება ანტიფქსიქოზური საშუალებების სახელით ცნობილ მედიკამენტების ჯგუფს.
აბილიფაი ყვითელი ფერის, მრგვალი ტაბლეტია, რომელსაც ერთ ზედაპირზე აქვს ,,A-009’’და ,,15’’ გრავირება, 28 ტაბლეტი ბლისტერის შეფუთვაშია წარმოდგენილი გამოყენებისთვის.
აბილიფაი, ზრდასრულებსა და მოზარდებში (13-დან 17 წლამდე) გამოიყენება არ არსებულის გაგონების, დანახვის ან შეგრძნების, ეჭვიანობის, მცდარი ფიქრების, არათანმიმდევრული საუბრის, ქცევითი და სულიერი მდგომარეობის შეცვლის, დაღლის მსგავსი ნიშნებით გამოვლენილი დაავადებების სამკურნალოდ. ამ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფები შეიძლება პარალელურად სულიერ დეპრესიულ მდგომარეობაში იყვნენ ან თავს დამნაშავედ თვლიდნენ, ასევე არიან გაღიზიანებული ან დაძაბულნი.
აბილიფაი გამოიყენება ასევე შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ და ასევე დაავადების განმეორებით განვითარების თავიდან აცილების მიზნით: უჩეულო და მუდმივი, ძალიან გაღიზიანებული და მრისხანე მდგომარეობის, გადამეტებული ენერგიულობის, სხვა პერიოდთან შედარებით ძილის უფრო ნაკლები საჭიროების, ფიქრებში აჩქარებასთან ერთად ზოგჯერ რეაქციული ძალიან სწრაფი ლაპარაკის დროს.
აბილიფაი დამატებითი თერაპიის სახით გამოიყენება ასევე ანტიდეპრესანტებით მკურნალობის ქვეშ მყოფ რეზისტენტულ ავადმყოფებში ანტიდეპრესიული მკურნალობის უფრო გაძლიერებისთვის.
აბილიფაი 6-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში გამოიყენება აუტისტურ დარღვევებთან დაკავშირებული გაღიზიანების ნიშნების (სხვების მიმართ აგრესიული ქცევის, შეგნებული, გააზრებული თვითდაზიანების მცდელობების, სიბრაზის შეტევის (ისტერიკის), სულიერი მდგომარეობის სწრაფი ცვლილების სამკურნალოდ.
2. აბილიფაის გამოყენებამდე გასათვალისწინებელი ინფორმაცია
არიპიპრაზოლი, პირდაპირ ანტიდეპრესანტური მკურნალობის მიზნით არ უნდა იქნას გამოყენებული.
აბილიფაი არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:
თუ არიპიპრაზოლის ან აბილიფაის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) გაქვთ, აბილიფაი არ გამოიყენოთ.
აბილიფაი სიფრთხილით გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:
არიპიპრაზოლით მკურნალობის პროცესში დაფიქსირებულია თვითმკვლელობის ფიქრების და ქცევების გამოვლენა. თუ თვითდაზიანებასთან დაკაშირებული რაიმე სახის ფიქრის, განზრახვის ან შეგრძნება გექნებათ, სასწრაფოდ ექიმს აცნობეთ.
აბილიფაით მკურნალობის დაწყებამდე ექიმს აცნობეთ, თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ვლინდება:
თუ
თუ გრძნობთ რომ წონაში მოიმატეთ, ვლინდება მოძრაობის დარღვევა, თუ გაბრუებული ხართ, რაც დღიურ აქტივობაზე მოქმედებს, გაქვთ ყლაპვის გაძნელება ან ალერგიული რეაქციის ნიშნები, აცნობეთ ექიმს;
თუ ავადმყოფი დემენციის (მეხსიერების ან სხვა გონებრივი უნარების დაკარგვა) მქონე ხანდაზმულია ან მის ნათესავს წარსულში რაიმე სახის დამბლა ან მინი დამბლა ჰქონდა, აცნობეთ ექიმს;
თუ თვითდაზიანების ფიქრები ან ზრახვები გაქვთ, სასწრაფოდ ექიმს აცნობეთ. არიპიპრაზოლით მკურნალობის დროს დაფიქსირებულია თვითმკვლელობის ფიქრების და ქცევების გამოვლენა;
თუ კუნთების გამკვრივება ან მაღალ ტემპერატურასთან ერთად კუნთების რიგიდობა, ოფლიანობა, მენტალური მდგომარეობის ცვლილება ან ძალიან სწრაფი ან არათანიმდევრული გულისცემა გაქვთ, სასწრფოდ ექიმს მიმართეთ;
თუ თქვენი ოჯახის/მომვლელის ან თვით საკუთარი თავის მიმართ იგრძნობთ უჩვეულო მდგომარეობებში განსაკუთრებულ მოთხოვნებს, სურვილებს და მოთხოვნილების შესრულებისთვის მიმართავთ აქტივობებს, ამავე დროს ამჩნევთ, რომ ამ იმპულსური სურვილების შესრულება საკუთარი თავის ან ირგვლივ მყოფთათვის დამაზიანებელი შეიძლება იყოს, სასწრაფოდ ექიმს მიმართეთ. აღნიშნული დარღვევები იმპულსების კონტროლის დარღვევების სახელითაა ცნობილი და ასევე მოიცავს: აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას, ჭარბი რაოდენობით ჭამას და ფულის ფლანგვას, არანორმალურ სექსუალურ მოთხოვნილებას ან მომატებულ სექსუალურ ფიქრებს. ამ დროს ექიმმა შეიძლება მიიღოს დოზის შეცვლის ან მკურნალობის შეწყვეტის გადაწყვეტილება;
არიპიპრაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს: უძილობა, ფეხზე წამოდგომისას სისხლის წნევის დაცემა, თავბრუსხვევა, მოძრაობის და წონასწორობის დარღვევები, განსაკუთრებით, ფრთხილად უნდა იყოთ, თუ ხანდაზმული ავადმყოფი ხართ, ცოტა სისუსტეც გაწუხებთ;
თუ წარსულში წამალდამოკიდებულება (ნარკოტიკებზე დამოკიდებულება) გქონდათ ან ნარკოტიკების ბოროტად გამოყენების ანამნეზი გაქვთ, ექიმს აცნოებთ;
თუ აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში ან ამჟამად თქვენთან ვლინდება, ექიმს აცნობეთ.
აბილიფაის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
აბილიფაის მიღება შესაძლებელია საკვებისგან დამოუკიდებლად.
აბილიფაის მიღებისას ალკოჰოლი არ მიიღოთ.
ორსულობა
წამლის მიღებამდე გთხოვთ, თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მიმართოთ.
აბილიფაი, საჭიროების გარეშე ორსულობის დროს არ უნდა იქნას გამოყენებული.
თუ ორსულად ხართ, ან ორსულობის ალბათობა არსებობს, დარწმუნდით, რომ ექიმს ეს ინფორმაცია აცნობეთ.
ორსულობის ბოლო ტრიმესტრში (ორსულობის ბოლო სამი თვის პერიოდში) აბილიფაის მომხმარებელი დედების ახლშობილებში შეიძლება გამოვლინდეს ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები:
თუ აღნიშნული სიმპტომებიდან რომელიმე თქვენს ბავშვთან გამოვლინდება, ექიმს მიმართეთ.
თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ ექიმს ან ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება-ლაქტაცია
წამლის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ აბილიფაის იყენებთ, ბავშვის ძუძუთი კვება უნდა შეწყვიტოთ.
ბავშვის ძუძუთი კვების გაგრძელების ან შეჩერების ან აბილიფაით მკურნალობის გაგრძელების ან შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას, გათვალისწინებული უნდა იქნას ძუძუთი კვების, ბავშვის მხრივ და წამლის დედის მხრივ სარგებელის მაჩვენებლები.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება
აბილიფაით მკურნალობის დროს შეიძლება გამოვლინდეს გაბრუება და მხედველობის პრობლემები. (იხილეთ ნაწილი-4). აღნიშნული მდგომარეობა გათვალისწინებული უნდა იქნას მოტორული ტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვისას, რომელთა მართვასაც ყურადღების კონცენტრაცია ესაჭიროება.
აბილიფაის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია
აბილიფაის შემადგენლობაში ლაქტოზის არსებობის გამო, ფრთხილად უდნა იყოთ, თუ მანამდე ექიმის ინფორმაციით იცით, რომ ზოგიერთი შაქრის მიმართ ამტანობა არ გაქვთ, აბილიფაის მიღებამდე ექიმს დაეკონტაქტეთ.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
თუ არტერიული წნევის დამაქვეითებელ წამლებს ღებულობთ, აბილიფაიმ წნევის დამაქვეითებელი წამლის ეფექტი შეიძლება გაზარდოს. წნევის რეგულირებისთვის ექიმს აცნოებთ, რომ წნევის წამალს ღებულობთ.
აბილიფაის ზოგიერთ წამალთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს აბილიფაის დოზის შეცვლა. აცნობეთ ექიმს სხვა წამლების გამოყენების შესახებ განსაკუთრებით, ქვემოთ ჩამოთვლილი წამლების მოხმარების შემთხვევაში:
ამ წამლებმა გვერდითი ეფექტების გამოვლინების რისკი შეიძლება გაზარდოს ან აბილიფაის ეფექტი შეამციროს. თუ ზემოთ ჩემოთვლილი წამლებიდან რომელიმეს აბილიფაისთან ერთად მიღების დროს უჩვეულო სიმპტომი გამოვლინდება, ექიმს აცნობეთ.
მიგრენის და ტკივილის სამკურნალოდ გამოყენებული დეპრესიის, გავრცელებული შფოთვითი დარღვევების, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის და სოციალური ფობიების მსგავსი დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული სეროტონინის დონის მომატების გამომწვევი წამლები:
ამ წამლებმა გვერდითი ეფექტების რისკი შეიძლება გაზარდოს. თუ, ამ წამლებიდან რომელიმეს აბილიფაისთან ერთად ღებულობთ და უჩვეულო სიმპტომი გამოვლინდება, ექიმს აცნობეთ.
თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ან ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობოთ.
3. აბილიფაის გამოყენების წესი
სწორიგამოყენებადადოზები/გამოყენებისსიხშირედამითითებები
აბილიფაი ყოველთვის მიიღეთ ექიმის მიერ მოცემული მითითებების შესაბამისად, თუ დარწმუნებული არა ხართ რომელიმე საკითხში, თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მიმართეთ.
აბილიფაის ნორმალური დოზა ზრდასრულთათვის არის დღეში ერთხელ 15 მგ.
ექიმმა მდგომარეობის მიხედვით შეიძლება დღიურად მაქსიმალურ დოზა - 30 მგ ან უფრო დაბალი დოზა დანიშნოს. გუნება-განწყობის დარღვევების სხვა სიმპტომებისთვის შეიძლება დამატებითი თერაპია იყოს საჭირო.
აბილიფაი 13-დან 17 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის მოზარდებში ორალური (პირის გზით მისაღები) ხსნარის (თხიერი სითხე) დოზირებული ფორმით შეიძლება დაწყებული იქნას უფრო დაბალი დოზებით. დოზის მომატება შესაძლებელია ეტაპობრივად, ნელ-ნელა და მიიღწევა ზრდასრულთა ჩვეულ დოზამდე - 10 მგ/დღეში. თუმცა ექიმის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია დღიურად მაქსიმალური დოზის - 30 მგ/დღეში დანიშვნა ან პირიქით.
ძლიერი დეპრესიული ეპიზოდების (პერიოდების) სამკურნალოდ, თუ ანტიდეპრესანტთან კომბინაციის სახით აბილიფაი დაგენიშნათ, ჩვეული საწყისი დოზაა 5 მგ დღეში. თუმცა, ექიმმა მდგომარეობის შესაბამისად შეიძლება დღიური მაქსიმალური დოზა - 15 მგ-იც კი დაგინიშნოთ, ასევე შესაძლებელია დღიური მინიმალური დოზის დანიშვნაც.
შეეცადეთ, რომ წამალი ყოველ დღეს ერთასადაიმავე დროს მიიღოთ.
მიცემის გზა და მეთოდი
აბილიფაი, საკმარისი რაოდენობით წყალთან ერთად (მაგ. 1 ჭიქა) მიიღეთ.
აბილიფაის ტაბლეტების მიღება შესაძლებელია, როგორც საკვების მიღებამდე, ასევე კვების შემდეგ.
იმის მიუხედავად, რომ თავს კარგად გრძნობთ, ექიმის კონსულტაციის გარეშე აბილიფაის დღიური დოზა არ შეცვალოთ ან მიღება არ შეწყვიტოთ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
ბავშვებში გამოყენება
აბილიფაის უსაფრთხოება და ეფექტურობა 6 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის დაზუსტებული, ამიტომ მისი მიღება ამ ასაკში არ არის რეკომენდირებული. აბილიფაის გამოყენებამდე თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მიმართეთ.
ხანდაზმულებში გამოყენება
აბილიფაის 65 წლის და მეტი ასაკის ხანდაზმულებში გამოყენებისას, დოზის რეგულაცია არ არის საჭირო, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში აბილიფაის გამოყენებასთან დაკაშირებით გამოცდილება შეზღუდულია. ამიტომ მკურნალობის დაწყება შესაძლებელია კლინიკურად ყველაზე შესაბამისი საწყისი დოზით.
გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები
თუ თირკმლების უკმარისობა გაქვთ, დოზის რეგულაციას არ საჭიროებს.
თუ მსუბუქი-საშუალო ხარისხის ღვიძლის უკმარისობა გაქვთ, წამლის დოზის რეგულაცია არ არის საჭირო.
ღვიძლის მძიმე უკმარისობის დროს რეკომენდირებულია წამლის სიფრთხილით გამოყენება.
თუ ფიქრობთ, რომ აბილიფაის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ აბილიფაის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ
თუ არიპიპრაზოლის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები:
- გულისცემის გახშირება, მოუსვენრობა/გაღიზიანება, მეტყველებასთან დაკაშირებული პრობლემები.
- უჩვეულო მოძრაობები (განსაკუთრებით სახის და ენის არეში) და ცნობიერების დონის შემცირება.
ზოგიერთი სხვა სიმპტომები:
- მწვავე კონფუზია (გონების არევა), გულყრები (ეპილეფსია), კომა, ცხელება, ხშირი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა, ოფლიანობა.
- კუნთების შეკუმშვა, გაბრუება ან ძილიანობა, სუნთქვის შენელება, მოხრჩობის შეგრძნება, მაღალი ანდა დაბალი არტერიული წნევა, გულისცემის რითმის დარღვევა.
თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, სასწრაფოდ თქვენს ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართეთ.
თუ აბილიფაის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ ექიმს ვერ დაუკავშირდებით, მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს, თან იქონიეთ წამლის კოლოფი.
თუ აბილიფაის მიღება დაგავიწყდებათ
თუ აბილიფაის მიღება დაგავიწყდებათ, როგორც კი გაიხსენებთ, მიიღეთ ტაბლეტი. მაგრამ, ერთ დღეში ორი დოზა არ მიიღოთ.
დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
აბილიფაით მკურნალობის დასრულების შემთხვევაში შესაძლო გვერდითი ეფექტები
მკურნალობის დასრულების შემთხვევაში გამოვლენილი ეფექტები უცნობია.
იმის მიუხედავად, რომ ფიქრობთ უკვე გამოჯანმრთელდით და ან უკეთესად ხართ, აბილიფაით მკურნალობა არ შეწყვიტოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აბილიფაი გამოიყენოთ ექიმის მიერ რეკომენდირებული დროის განმავლობაში.
**4.**შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, აბილიფაიში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.
აბილიფაის მიღება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ თქვენს ექიმს აცნობეთ ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფოს განყოფილებას, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება:
ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გევრდითი ეფექტებია. თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან ვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეიძლება აბილიფაის მიმართ სერიზოული ალერგია გაქვთ. ამ დროს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ანდა საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.
ეს ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათად ვლინდება.
გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა მოცემული:
ძალიან ხშირი: 10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.
ხშირი : 10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
არახშირი: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი: 1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფში ვლინდება, მაგრამ 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.
ხშირი:
არახშირი:
იშვიათი:
უცნობი:
- აზარტული თამაშების გადაჭარბებული თამაში,
- შეცვლილი ან მომატებული სქესობრივი ინტერესი,
- გადაჭარბებული შოპინგი,
- გადაჭარბებული ჭამა,
- დაშორებისკენ მიდრეკილება.
თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ვლინდება, ექიმს აცნობეთ. ექიმი, აღნიშნული სიმპტომების მართვის ან შემცირების მიზნით შეფასებას გააკეთებს.
ხანდაზმულ ავადმყოფებში, რომელთაც დემენცია აქვთ, აპიპრაზოლის გამოყენების დროს ხშირად დაფიქსირებულია თვითმკვლელობის შემთხვევები. გარდა ამისა, დამატებით გამოვლენილია დამბლის და მინი-დამბლის შემთხვევებიც.
ბავშვებსა და მოზარდებში დამატებითი გვერდითი ეფექტები
13-17 წლის ასაკობრივი ჯგუფის მოზარდებში ტიპობრივად და სიხშირის მიხედვით თითქმის მსგავსი, ისეთივე გვერდითი ეფექტები ვლინდება, როგორიც ზრდასრულებში. ძილიანობა, უკონტროლო ტიკები და თრთოლვა ძალიან გავრცელებული გვერდითი ეფექტებია (10 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან ვლინდება), ასევე გავრცელებული გვერდითი ეფექტებია: პირის სიმშრალე, მადის მომატება, განსაკუთრებით ჯდომითი ან მწოლიარე მდგომარეობის შემდეგ ფეხზე წამოდგომისას თავბრუსხვევის შეგრძნება.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანა ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ან არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: 0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრი (TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
5. აბილიფაის შენახვა
აბილიფაი შეინახეთ ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში.
აბილიფაი შეინახეთ <30°C ოთახის ტემპერატურაზე, შეფუთვაში.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
ბლისტერსა და მუყაოს კოლოფზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ აბილიფაი არ გამოიყენოთ.
,,გამოყენების ბოლო ვადა’’ წარწერაზე მითითებული თვის ბოლო დღეა.
თუ,პროდუქტზე და/ანდა შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, აბილიფაი არ გამოიყენოთ.
ვადა გადასული ან გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, ჩააბარეთ გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას.
ლიცენზიის მფლობელი
შპს ოტსუკას ფარმაცევტული კომპანია/ იაპონია
ლიცენზიით - ს.ს. აბდი იბრაჰიმ ოტსუკას წამლის წარმოება და ვაჭრობა.
რეშითფაშას დასახლ. ესქი ბუიუქდერეს ქ. N:4. 34467
მასლაქი/სარიერი/სტამბული.
წარმოების ადგილი
ს.ს. აბდი იბრაჰიმ ილაჩ სან ვე თიჯ
ორჰან გაზის დასახლ. თუნჩის ქ. N:3
ესენიურთი/სტამბული.
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
36.56 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით