ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მიორელაქსანტები, ცენტრალური მოქმედების სხვა საშუალებები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
მიციბონი
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: მიციბონი.
მოქმედი ნივთიერება (სად): ტოლპერიზონი
სამკურნალწამლო ფორმა: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
შემადგენლობა:
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ტოლპერიზონის ჰიდროქლორიდი 150 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი K-30, იზოპროპანოლი, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული ტალკი, ნატრიუმის სახამებელ-გლიკოლატი (ტიპი A), კროსპოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სუპერ-საფარი (გარსი), მეთილენის ქლორიდი, ტიტანის დიოქსიდი.
აღწერილობა: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, თეთრი ფერის, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, გლუვი ორივე მხრიდან.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მიორელაქსანტები, ცენტრალური მოქმედების საშუალებები; სხვა ცენტრალურად მოქმედი საშუალებები.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ფარმაკოდინამიკა
ცენტრალური მოქმედების მიორელაქსანტი. მოქმედების მექანიზმი სრულად გარკვეული არ არის. ფლობს მემბრანომასტაბილიზირებელ, ადგილობრივ საანესთეზიო მოქმედებას, აფერხებს იმპულსების გატარებას პირველად აფერენტულ ბოჭკოებში და მამოძრავებელ ნეირონებში, რაც იწვევს ზურგის ტვინის მონო- და პოლისინაფსური რეფლექსების ბლოკირებას. სავარაუდოდ, ასევე, მეორადად აფერხებს მედიატორების გამოყოფას სინაფსებში Ca2+ შესვლის ინჰიბირების გზით. ტვინის ღეროში აღმოფხვრის რეტიკულოსპინალური გზით აგზნების გატარების გამარტივებას. ცენტრალური ნერვული სისტემის ზემოქმედებისაგან დამოუკიდებლად აძლიერებს პერიფერიულ სისხლის მიმოქცევას. ტოლპერიზონის სუსტი სპაზმოლიზური და ადრენომაბლოკირებელი მოქმედება თამაშობს როლს ამ ეფექტის განვითარებაში.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალურად მიღების შემდეგ ტოლპერიზონი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. Cmax მიიღწევა 0,5-1 საათის შემდეგ. ბიოშეღწევადობა - დაახლოებით 20%.
ტოლპერიზონი მეტაბოლიზდება ღვიძლში და თირკმელებში. მეტაბოლიტების ფარმაკოლოგიური აქტივობა უცნობია. გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით შარდთან ერთად (99%-ზე მეტი).
გამოყენების ჩვენებები:
გამოყენების წესი და დოზები
შიგნით, ჭამის შემდეგ, დაღეჭვის გარეშე, მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით.
მოზრდილებში: რეკომენდებული სადღეღამისო დოზა ინდივიდუალური საჭიროების და პაციენტის ამტანობის მიხედვით შეადგენს 150-450 მგ-ს, გაყოფილი 3 მიღებად.
გვერდითი მოქმედება:
ნერვული სისტემის მხრივ: კუნთების სისუსტე, თავის ტკივილი.
გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დისკომფორტის შეგრძნება მუცელში.
ალერგიული რეაქციები: იშვიათად - კანის ქავილი, ერითემა, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი, ბრონქოსპაზმი.
ჩვეულებრივ, დოზის შემცირების დროს გვერდითი რეაქციები ქრება.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
მიასთენია;
18 წლამდე ბავშვთა ასაკში გამოყენება უკუნაჩვენებია.
წამლისმიერი ურთიერთქმედება
არ არსებობს მონაცემები ურთიერთქმედების შესახებ, რომლებიც ტოლპერიზონის გამოყენებას ზღუდავს.
მიუხედავად იმისა, რომ ტოლპერიზონი გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, პრეპარატი არ იწვევს სედაციურ ეფექტს, ამიტომ მისი გამოყენება შეიძლება სედაციურ საშუალებებთან, საძილე საშუალებებთან და ეთანოლის შემცველ პრეპარატებთან კომბინაციაში.
არ მოქმედებს ეთანოლის (ალკოჰოლი) გავლენაზე ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
ერთდროულად გამოყენებისას, ტოლპერიზონი აძლიერებს ნიფლუმის მჟავას მოქმედებას, ამიტომ, ამ კომბინაციის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს ნიფლუმის მჟავას დოზის შემცირება.
ზოგადი საანესთეზიო საშუალებები, პერიფერიული მიორელაქსანტები, ფსიქოტროპული პრეპარატები, კლონიდინი აძლიერებენ ტოლპერიზონის ეფექტს.
განსაკუთრებული მითითებები
გართულებების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია პრეპარატის გამოყენება მკურნალი ექიმის რეკომენდაციების მკაცრად დაცვით.
პრეპარატი მიციბონი შეიცავს ლაქტოზას. არ უნდა გამოიყენონ პაციენტებმა გალაქტოზას იშვიათი მემკვიდრული აუტანლობით, ლაქტაზას უკმარისობითა და გლუკოზო-გალაქტოზას მალაბსორბციით.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენების შესახებ მონაცემების არარსებობის გამო, ამ პერიოდში პრეპარატ მიციბონის დანიშვნა რეკომენდებული არ არის.
გავლენა ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე
კვლევები არ ჩატარებულა, თუმცა პრეპარატის მრავალწლიანი გამოყენების პრაქტიკაში ასეთი ცნობები არ შემოსულა.
დოზის გადაჭარბება:
ტოლპერიზონის დოზის გადაჭარბების შესახებ მონაცემები არ შემოსულა.
მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა და სიმპტომური თერაპია.
გამოშვების ფორმა:
ალუ-ალუ-ის თითოეულ ბლისტერში მოთავსებულია 10 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.
3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
**შენახვის პირობები: **
შეინახეთ მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა:
36 თვე
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით