ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიდიარეულები, ნაწლავთა ანთებისა და ანტიმიკრობული საშუალებები, ანტიპროპულსივები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
საერთაშორისო დასახელება - ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ფაღარათის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება.
ჩვენებები: ფაღარათის მკურნალობა. მოულოდნელად განვითარებული მწვავე დიარეა მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში. ხანმოკლე ფაღარათი 18 წლის და ზემოთ ასაკში, დაკავშირებული დიაგნოსტირებულ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომთან.
დოზირება და მიღების წესი: პრეპარატი განკუთვნილია შიგნით მისაღებად; უნდა
გადაიყლაპოს მთლიანად, წყალთან ერთად. მწვავე დიარეის მკურნალობა მოზრდილებში:
დასაწყისში ინიშნება ორი კაფსულა, ყოველი დეფეკაციის შემდეგ 24 საათის
განმავლობაში - ერთი კაფსულა. დაუშვებელია ნებისმიერი 24 საათიანი პერიოდის
მანძილზე ექვს კაფსულაზე მეტის მიღება. 12-17 წლის ასაკის ბავშვები: დასაწყისში
ინიშნება ერთი კაფსულა და ყოველი დეფეკაციის შემდეგ 24 საათის განმავლობაში -
ერთი კაფსულა. დაუშვებელია ყოველ 20 კგ სხეულის წონაზე 3 კაფსულაზე მეტის მიღება
და დოზა არ უნდა აღემატებოდეს ექვს კაფსულას ნებისმიერი 24 საათიანი პერიოდის
მანძილზე. მედიკამენტის მიღება შესაძლებელია 48 საათის განმავლობაში. თუ დიარეა
გრძელდება 48 საათზე მეტ ხანს, უნდა შეწყდეს დია-ლიმიტის მიღება და მიემართოს
ექიმს.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა ლოპერამიდის ჰიდროქლორიდის ან ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ; ნაწლავების გაუვალობა და მსხვილი ნაწლავის პათოლოგიური ან სწრაფი გაგანიერება; შეკრულობა ან მუცლის შებერილობა; ნაწლავების ანთება ან გაღიზიანება მაგალითად დივერტიკულოზი, კოლიტი ან ბაქტერიული ენტეროკოლიტი, რომელიც გამოწვეულია სალმონელას, შიგელას ან კამპილობაქტერიას მიერ; სახეზეა დიზენტერიის სიმპტომები, რაც შეიძლება მოიცავდეს სისხლიან განავალს და ცხელებას; ფაღარათი ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ. 12 წლამდე ასაკი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

LOPERAMIDE
მწარმოებელი: LANSSEN-CILAG
მოქმედი ნივთიერება: ლოპერამიდი
ფაღარათის საწინააღმდეგო საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კაფსულები: შეფუთვაში 6 და 20 ც.
1 კაფს.
ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი ...... 2 მგ
მწვავე დიარეის სიმპტომური მკურნალობა მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით. პრეპარატის მიღება 2 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციით.
მოზრდილებში დასაწყისში ინიშნება 2 კაფსულა (4 მგ), ხოლო შემდგომში 1 კაფსულა (2 მგ) ყოველი დეფეკაციის დროს თხიერი განავლის შემთხვევაში.
პრეპარატის მაქსიმალურ სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 6 კაფსულას (12 მგ).
ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით მწვავე დიარეის დროს ინიშნება 1 კაფსულა (2 მგ). მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 4 კაფსულას (8 მგ).
12 წლამდე ასაკის ბავშვებში ლოპერამიდის მიღება ნებადართული არ არის პრეპარატში აქტიური ნივთიერების მაღლი შემცველობის გამო.
მომატებული მგრძნობელობა ლოპერამიდის მიმართ.
ნაწლავების პერისტალტიკის შეფერხება, მაღალი ტემპერატურით და სისხლიანი გამონადენით მიმდინარე დიარეა, ანტიბიოტიკების მიღებით გამოწვეული დიარეა, ქრონიკული დიარეა (ამ დროს პრეპარატის მიღება რეკომენდებულია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციით), მწვავე კოლიტი.
2 წლამდე ასაკის ბავშვებში ლოპერამიდის გამოყენება ნებადართული არ არის.
2-12 წლის ასაკში პრეპარატის მიღება ნებადართულია მხოლოდ ექიმის კონსულტაციით.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევით შეპყრობილ პაციენტებში, ორგანიზმში დიდი რაოდენობით ლოპერამიდის დაგროვების შემთხვევაში საჭიროა სიფრთხილე. ლოპერამიდის მიღება 2 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ნებადართული არ არის.
იმ შემთხვევაში, როდესაც მწვავე დიარეის დროს 2 დღის შემდეგ არ აღინიშნება ავადმყოფის მდგომარეობის გაუმჯობესება საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების დროს ლოპერამიდის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რადგან ამ დროს სუსტდება ლოპერამიდის დაშლის პროცესი.
დადგენილი არ არის.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით