ლოპერამიდი გრინდექსი - Loperamide Grindex
ლოპერამიდი გრინდექსი - Loperamide Grindex

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიდიარეული საშუალებები, ნაწლავის ანთების/ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები, ანტიპროპულსივები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო დასახელება - ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ფაღარათის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება.

ჩვენებები: ფაღარათის მკურნალობა. მოულოდნელად განვითარებული მწვავე დიარეა მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში. ხანმოკლე ფაღარათი 18 წლის და ზემოთ ასაკში, დაკავშირებული დიაგნოსტირებულ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომთან.

დოზირება და მიღების წესი: პრეპარატი განკუთვნილია შიგნით მისაღებად; უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყალთან ერთად. მწვავე დიარეის მკურნალობა მოზრდილებში: დასაწყისში ინიშნება ორი კაფსულა, ყოველი დეფეკაციის შემდეგ 24 საათის განმავლობაში - ერთი კაფსულა. დაუშვებელია ნებისმიერი 24 საათიანი პერიოდის მანძილზე ექვს კაფსულაზე მეტის მიღება. 12-17 წლის ასაკის ბავშვები: დასაწყისში ინიშნება ერთი კაფსულა და ყოველი დეფეკაციის შემდეგ 24 საათის განმავლობაში - ერთი კაფსულა. დაუშვებელია ყოველ 20 კგ სხეულის წონაზე 3 კაფსულაზე მეტის მიღება და დოზა არ უნდა აღემატებოდეს ექვს კაფსულას ნებისმიერი 24 საათიანი პერიოდის მანძილზე. მედიკამენტის მიღება შესაძლებელია 48 საათის განმავლობაში. თუ დიარეა გრძელდება 48 საათზე მეტ ხანს, უნდა შეწყდეს დია-ლიმიტის მიღება და მიემართოს
ექიმს.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა ლოპერამიდის ჰიდროქლორიდის ან ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ; ნაწლავების გაუვალობა და მსხვილი ნაწლავის პათოლოგიური ან სწრაფი გაგანიერება; შეკრულობა ან მუცლის შებერილობა; ნაწლავების ანთება ან გაღიზიანება მაგალითად დივერტიკულოზი, კოლიტი ან ბაქტერიული ენტეროკოლიტი, რომელიც გამოწვეულია სალმონელას, შიგელას ან კამპილობაქტერიას მიერ; სახეზეა დიზენტერიის სიმპტომები, რაც შეიძლება მოიცავდეს სისხლიან განავალს და ცხელებას; ფაღარათი ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ. 12 წლამდე ასაკი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

ლოპერამიდი
LOPERAMID

შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ლოპერამიდის ჰიდროქლირიდი-2მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.
კაფსულა: კორპუსი: ტიტანის დიოქსიდი (E 171), პატენტირებული ლურჯი V (E 131), ალისფერი 4R (E 124), ჟელატინი. სახურავი: ტიტანის დიოქსიდი (E 171), პატენტირებული ლურჯი V (E 131), ქინოლინის ყვითელი (E 104), რკინის ყვითელი ოქსიდი (E 172),ჟელატინი.
აღწერილობა: მკვრივი ჟელატინის კაფსულები. კორპუსი ღია იისფერი, სახურავი მუქი მწვანე, კაფსულების შიგთავსი- თეტრი ფერის ფხვნილი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ATX: A07DA03
დიარეის საწინააღმდეგო საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები:
აქვეითებს ნაწლავების გლუვი კუნთების ტონუსს და მოტორიკას, აფერხებს ნაწლავების შიგთავსის პასაჟს, ამცირებს სითხის და ელექტროლიტების გამოყოფას განავალთან ერთად. აძლიერებს ანალური სფინქტერის ტონუსს. მოქმედება იწყება სწრაფად და გრძელდება 4-6 საათის განმავლობაში.

ფარმაკოკინეტიკა:
აბსორბცია – 40%. პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 97%-ს. ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 9-14 საათს. არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში კონიუგაციის გზით. გამოიყოფა უპირატესად ნაღველთან და შარდთან ერთად.

ჩვენებები:
სხვადასხვა გენეზის მწვავე და ქრონიკული დიარეის სიმპტომატური მკურნალობა (ალერგიული, ემოციური, წამლისმიერი, სხივური; კვების რეჟიმის და საკვების შემცველობის ხარისხის დარღვევა; მეტაბოლიზმის და შეწოვის პროცესის დარღვევა; როგორც დამატებითი საშუალება ინფექციური წარმოშობის დიარეის სამკურნალოდ).
დეფეკაციის რეგულირება პაციენტებში ილეოსტომით.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, დივერტიკულოზი, ნაწლავთა გაუვალობა, წყლულოვანი კოლიტი გამწვავების სტადიაში, დიარეა მწვავე ფსევდომემბრანული კოლიტის ფონზე, მონოთერაპიის სახით- დიზენტერია და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა ინფექციები, ორსულობის I ტრიმესტრი და ლაქტაციის პერიოდი.
ლოპერამიდი არ ინიშნება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სიფრთხილით- ღვიძლის უკმარისობის დროს.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში მწვავე და ქრონიკული დიარეის დროს ენიშნებათ დასაწყისში 2 კაფსულა (4მგ), ხოლო შემდგომ 1 კაფსულა (2მგ) თხიერი განავლის შემთხვევაში ყოველი დეფეკაციის შემდეგ. პრეპარატის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 8 კაფსულას (16მგ).
ბავშვებს 6 წლის ასაკის ზემოთ ენიშნებათ 1 კაფსულა (2მგ) თხიერი განავლის შემთხვევაში ყოველი დეფეკაციის დროს. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა-3 კაფსულა (6მგ).
დეფექაციის ნორმალიზაციის შემდეგ ან მისი არარსებობის დროს 12 სთ-ზე მეტი ხნის განმავლობაში საჭიროა ლოპერამიდით მკურნალობის შეწყვეტა.

გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია თავის ტკივილი, გასტრალგია, პირის სიმშრალე, ალერგიული რეაქციები (კანზე გამონაყარი), ძილიანობა ან უძილობა, თავბრუსხვევა, ნაწლავური კოლიკა, გულისრევა, ღებინება. ძალზე იშვიათად- ნაწლავური გაუვალობა.

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ც.ნ.ს-ის დათრგუნვის ნიშნები (სტუპორი, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ძილიანობა, მიოზი, ჩონჩხის კუნთების ტონუსის მომატება,სუნთქვის დათრგუნვა), ნაწლავების გაუვალობა.
მკურნალობა: ანტიდოტი- ნალოქსონი, ვინაიდან ლოპერამიდის მოქმედების ხანგრძლივობა მეტია ვიდრე ნალოქსონის, შესაძლებელია ნალოქსონის განმეორებითი შეყვანა. სიმპტომური მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება, ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია. საჭიროა სამედიცინო კონტროლი 48სთ-ის განმავლობაში.

სიფრთხილე:
თუ ლოპერამიდით მკურნალობის ფონზე 2 დღეში არ მიიღწევა ეფექტი, საჭიროა დიაგნოზის დაზუსტება და ინფექციური დიარეის გამორიცხვა.

გამოშვების ფორმა:
N10 კაფსულა ბლისტერში, შეფუთვაში 1 ბლისტერი ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები:
არა უმეტეს 25°C ტემპეტატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა:
5 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ!

გაცემის პირობები:
გაიცემა ურეცეპტოთ.