ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიდიარეული საშუალებები, ნაწლავის ანთების/ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები, ანტიპროპულსივები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
**ლოპერამიდი
LOPERAMID
**
სავაჭრო დასახელება: Loperamide
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: Loperamide
ქიმიური დასახელება:
4-(4-ქლორფენილ)-4-ჰიდროქსი-N,N-დიმეთილ-α,α-დიფენილ-1-პიპერიდინის ბუტანამიდი
(ჰიდროქლორიდის სახით)
სამკურნალო ფორმა: კაფსულები
_შემადგენლობა: _
1 კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ლოპერამიდის ჰიდროქლირიდი-2მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.
კაფსულა: კორპუსი: ტიტანის დიოქსიდი (E 171), პატენტირებული ლურჯი V (E 131),
ალისფერი 4R (E 124), ჟელატინი. სახურავი: ტიტანის დიოქსიდი (E 171),
პატენტირებული ლურჯი V (E 131), ქინოლინის ყვითელი (E 104), რკინის ყვითელი
ოქსიდი (E 172),ჟელატინი.
აღწერილობა: მკვრივი ჟელატინის კაფსულები. კორპუსი ღია იისფერი, სახურავი მუქი
მწვანე, კაფსულების შიგთავსი- თეტრი ფერის ფხვნილი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ATX: A07DA03
დიარეის საწინააღმდეგო საშუალება
ფარმაკოლოგიური თვისებები:
აქვეითებს ნაწლავების გლუვი კუნთების ტონუსს და მოტორიკას, აფერხებს ნაწლავების
შიგთავსის პასაჟს, ამცირებს სითხის და ელექტროლიტების გამოყოფას განავალთან
ერთად. აძლიერებს ანალური სფინქტერის ტონუსს. მოქმედება იწყება სწრაფად და
გრძელდება 4-6 საათის განმავლობაში.
ფარმაკოკინეტიკა:
აბსორბცია – 40%. პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 97%-ს. ნახევრად გამოყოფის
პერიოდი შეადგენს დაახლოებით 9-14 საათს. არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს.
მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში კონიუგაციის გზით. გამოიყოფა უპირატესად ნაღველთან
და შარდთან ერთად.
ჩვენებები:
სხვადასხვა გენეზის მწვავე და ქრონიკული დიარეის სიმპტომატური მკურნალობა
(ალერგიული, ემოციური, წამლისმიერი, სხივური; კვების რეჟიმის და საკვების
შემცველობის ხარისხის დარღვევა; მეტაბოლიზმის და შეწოვის პროცესის დარღვევა;
როგორც დამატებითი საშუალება ინფექციური წარმოშობის დიარეის სამკურნალოდ).
დეფეკაციის რეგულირება პაციენტებში ილეოსტომით.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, დივერტიკულოზი, ნაწლავთა გაუვალობა,
წყლულოვანი კოლიტი გამწვავების სტადიაში, დიარეა მწვავე ფსევდომემბრანული კოლიტის
ფონზე, მონოთერაპიის სახით- დიზენტერია და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა ინფექციები,
ორსულობის I ტრიმესტრი და ლაქტაციის პერიოდი.
ლოპერამიდი არ ინიშნება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სიფრთხილით- ღვიძლის უკმარისობის დროს.
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში მწვავე და ქრონიკული დიარეის დროს ენიშნებათ დასაწყისში 2 კაფსულა
(4მგ), ხოლო შემდგომ 1 კაფსულა (2მგ) თხიერი განავლის შემთხვევაში ყოველი
დეფეკაციის შემდეგ. პრეპარატის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 8 კაფსულას
(16მგ).
ბავშვებს 6 წლის ასაკის ზემოთ ენიშნებათ 1 კაფსულა (2მგ) თხიერი განავლის
შემთხვევაში ყოველი დეფეკაციის დროს. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა-3 კაფსულა
(6მგ).
დეფექაციის ნორმალიზაციის შემდეგ ან მისი არარსებობის დროს 12 სთ-ზე მეტი ხნის
განმავლობაში საჭიროა ლოპერამიდით მკურნალობის შეწყვეტა.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია თავის ტკივილი, გასტრალგია, პირის სიმშრალე, ალერგიული რეაქციები
(კანზე გამონაყარი), ძილიანობა ან უძილობა, თავბრუსხვევა, ნაწლავური კოლიკა,
გულისრევა, ღებინება. ძალზე იშვიათად- ნაწლავური გაუვალობა.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ც.ნ.ს-ის დათრგუნვის ნიშნები (სტუპორი, მოძრაობის კოორდინაციის
დარღვევა, ძილიანობა, მიოზი, ჩონჩხის კუნთების ტონუსის მომატება,სუნთქვის
დათრგუნვა), ნაწლავების გაუვალობა.
მკურნალობა: ანტიდოტი- ნალოქსონი, ვინაიდან ლოპერამიდის მოქმედების ხანგრძლივობა
მეტია ვიდრე ნალოქსონის, შესაძლებელია ნალოქსონის განმეორებითი შეყვანა.
სიმპტომური მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება,
ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია. საჭიროა სამედიცინო კონტროლი 48სთ-ის
განმავლობაში.
სიფრთხილე:
თუ ლოპერამიდით მკურნალობის ფონზე 2 დღეში არ მიიღწევა ეფექტი, საჭიროა დიაგნოზის
დაზუსტება და ინფექციური დიარეის გამორიცხვა.
გამოშვების ფორმა:
N10 კაფსულა ბლისტერში, შეფუთვაში 1 ბლისტერი ინსტრუქციასთან ერთად.
** შენახვის პირობები:**
არა უმეტეს 25°C ტემპეტატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა:
5 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ!
**
გაცემის პირობები:**
გაიცემა ურეცეპტოთ.
**მწარმოებელი:
** ს.ს ”გრინდეკსი” კრუსტპილსის ქ. 53, რიგა, LV-1057 ლატვია
ტელეფონი: +371 7083205; ფაქსი: +371 7083505
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
6.31 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით