კონკორი - CONCOR
კონკორი - CONCOR

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბეტა ბლოკატორები, სელექციური ბეტა ბლოკატორები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

კონკორი
10 მგ ტაბლეტები
CONCOR

საერთაშორისო დასახელება - bisoprolol

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ადრენომაბლოკირებელი საშუალებები; ბეტა1 ადრენომაბლოკირებელი საშუალებები

**
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა**

შეფუთვაში 30, 50 და 100 ტაბლეტი.

გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ კომპონენტს: 10 მგ ბისოპროლოლის ფუმარატს (2:1).
დამხმარე კომპონენტები: სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, კროსპოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, კალციუმის ჰიდროფოსფატი, დიმეტიკონ 100, მაკ-როგოლ 400, რკინის ოქსიდი, ტიტანის ოქსიდი, მეთილჰოდროქსიპროპილცელულოზა.
**
ფარმაკოლოგიური თვისებები**

კონკორი – ბეტა1­ ადრენობლოკერების ჯგუფის პრეპარატია. თერაპიულ დოზებში არ გააჩნია საკუთარი სიმპათომიმეტური აქტივობა და კლინიკურად მნიშვნელოვანი მემბრანომასტაბილებელი თვისებები. მაქსიმალურ მოქმედებას აღწევს მიღებიდან 1-­3 საათში და გრძელდება 24 საათის განმავლობაში.

ჩვენებები
- არტერიული ჰიპერტენზია.
- გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია).
- გულის ქრონიკული უკმარისობა.
**
მიღების წესები და დოზები**

თუ არ არის სხვა მითითება,არტერიული ჰიპერტენზიით და გულის იშემიური დაავადებიან პაციენტებს ენიშნებათ კონკორი®-­ს (10 მგ ბისოპროლოლის ფუმარატი) გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ. მკურნალობის დასაწყისში შეიძლება დაინიშნოს 1/2 ტაბლეტი (5 მგ ბისოპროლოლის ფუმარატი). დოზის შემდგომი გაზრდა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებშია გამართლებული. ნებისმიერ შემთხვევაში დოზის შერჩევა ინდივიდუალურად ხდება პულსისა და მკურნალობის წარმატების გათვალისწინებით. მსუბუქი ან საშუალო ხარისხის ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების დარღვევის მქონე პაციენტებისთვის გამოიყენება ჩვეული დოზა, ხოლო იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის გამოხატული დაქვეითება (კრეატინინის კლირენსი 20 მლ.წთ­ზე ნაკლები) და ღვიძლის ფუნქციების დარღვევის მძიმე ფორმა, ბისოპროლოლის ფურამატის სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 10 მგ-­ს. კონკორი® ენიშნებათ პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ გამოხატული და მძიმე გულის ქრონიკული უკმარისობა დაქვეითებული სისტოლური ფუნქციით (ექოკარდიოგრაფიული მონაცემებით განდევნის ფრაქცია არა უმეტეს 35%-­სა), სტაბილიზაციის მდგომარეობაში (ბოლო 6 კვირის განმავლობაში დეკომპენსაციისგარეშე).კონკორისმიღებამდეორიკვირითადრე დანიშნული სხვა პრეპარატების შეცვლა არ არის რეკომენდებული. გულის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულ ავადმყოფებს ენიშნებათ კონკორი კომბინაციაში აგფ ინჰიბიტორებთან (ან სხვა ვაზოდილატატორებთან, თუ ორგანიზმი ვერ იტანს აგფ ინჰიბიტორს), დიურეტიკებთან და, აუცილებლობის შემთხვევაში საგულე გლიკოზიდებთან. გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობისას რეკომენდებულია დოზირების შემდეგი რეჟიმი: პირველი კვირის განმავლობაში დღეში 1.25 მგ კონკორი ერთჯრადად. მეორე კვირის განმავლობაში2.5 მგ დღეღამეში (5 მგ­ იანი ბისოპროლოლის ფურამატის 1/2 ტაბლეტი). მესამე კვირას დოზირება შეადგენს 3.75 მგ­ს დღეღამეში. მეოთხე კვირიდან შვიდი კვირის ჩათვლით – ბისოპროლოლის ფურამატის 5 მგ (5 მგ­იანი კონკორი®­ს 1 ტაბლეტი ან 10 მგ­იანი კონკორის 1/2 ტაბლეტი). შემდეგ ხდება დოზის გაზრდა 7.5 მგ­მდე (მერვე კვირიდან მეთორმეტე კვირამდე). მეთორმეტე კვირის შემდეგ ინიშნება მაქსიმალური დოზა – 10 მგ (10 მგ­იანი კონკორის 1 ტაბლეტი). ექიმს შეუძლია დოზირების რეჟიმის კორეგირება ინდივიდუალური ამტანიანობის გათვალისწინებით. 1.25 მგ დოზით მკურნალობის დაწყების შემდეგ გულის ქრონიკული უკმარისობით დაავადებული პაციენტი გამოკვლეულ უნდა იქნას 4 საათის განმავლობაში (არტერიული წნევა, გულის შეკუმშვათა სიხშირე, გამტარებლობის დარღვევა, გულის უკმარისობის სიმპტომების გაუარესება).
გვერდითი მოვლენების წარმოქმნამ შესაძლოა ხელი შეუშალოს პაციენტებისთვის მაქსიმალურად რეკომენდირებული დოზის დანიშვნას. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მიღწეული დოზის თანდათანობით დაკლება. მკურნალობა შეიძლება შეწყვეტილ იქნას აუცილებლობის შემთხვევაში, ხოლო შემდეგ განახლდეს იგივე სქემით. დოზის მომატების პროცესში პრეპარატის გადაუტანლობის განვითარებისა ან გულის უკმარისობის სიმპტომების გაუარესების შემთხვევაში რეკომენდირებულია უპირველესად, კონკორის დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების მყისვე შეწყვეტა (გამოხატული ჰიპოტონიის, გულის უკმარისობის კლინიკის გაუარესების შემთხვევაში, რომელსაც თან ახლავს ფილტვების მწვავე შეშუპება, კარდიოგენული შოკი, ბრადიკარდიები ან ატრიოვენტრიკულური ბლოკადა).
გარსიანი ტაბლეტი. მიღება ხდება დაუღეჭავად მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად. კონკორის მიღება რეკომენდებულია დილით უზმოზე ან საუზმის დროს.
პრეპარატით მკურნალობისას საჭიროა ექიმის რეგულარული მეთვალყურეობა. როგორც წესი, მკურნალობის კურსი ხანგრძლივია.არ შეიძლება ექიმის მითითების გარეშე კონკორი®­-ს დოზირების შეცვლა ან მკურნალობის შეწყვეტა. კონკორი®-­თ მკურნალობის შეწყვეტა უნდა მოხდეს დოზის თანდათანობით შემცირებით. ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია კორონარული სისხლძარღვების დაავადებების, აგრეთვე გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში (ასეთ ავადმყოფებთან დოზის შემცირება ხდება 2­-ჯერ კვირაში). ყველა შემთხვევაში მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი.
**
გვერდითი მოვლენები**

­- ნერვული სისტემა: განსაკუთრებით მკურნალობის კურსის დაწყებისას შესაძლოა განვითარდეს ცნს­ის ფუნქციური დარღვევები: მაგალითად, დაღლილობა, თავბრუსხვევის შეგრძნება, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, სიზმრების აქტივაცია, აგრეთვე ფსიქიური დარღვევები (დეპრესია, იშვიათად ჰალუცინაციები). ამ მოვლენებს ჩვეულად მსუბუქი ხასიათი გააჩნიათ და, როგორც წესი, ისინი ქრებიან მკურნალობის დაწყებიდან 1-­2 კვირის შემდეგ.
­- მხედველობის ორგანოები: იშვიათად აღინიშნება: მხედველობის დარღვევა, ცრემლწარმოქმნის შემცირება(გასათვალისწინებელია იმ პირთათვის, ვინც კონტაქტურ ლინზებს ატარებს), კონიუქტივის ანთება.
­- გულსისხლძარღვთა სისტემა და სისხლის მიმოქცევა: კერძო შემთხვევებში აღინიშნება ორთოსტატული ჰიპოტონია, ბრადიკარდია, ატრიოვენტრიკულური გამტარებლობის დარღვევა, გულის უკმარისობა, პერიფერიული შეშუპეპა, პარესთეზიები. რეინოს სინდრომითა და ხანგამოშვებითი კოჭლობით დაავადებულ პაციენტებში აღწერილია დაავადების გაძლიერების ერთეული შემთხვევები თერაპიის საწყის ეტაპზე.
­- სასუნთქი სისტემა: ავადმყოფებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან ბრონქოსპაზმებისკენ, მაგალითად ასთმოიდული ბრონქიტი, იშვიათად აღინიშნება ქოშინი.
­- საჭმლის მომნელებელი ტრაქტი: ერთეულ შემთხვევებში აღინიშნება ფაღარათი (დიარეა), ყაბზობა, გულისრევის შეგრძნება, ტკივილები მუცლის არეში.
­- საყრდენ­მამოძრავებელი სისტემა: ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება კუნთების სისუსტე, კრუნჩხვები, სახსრების ტკივილი (ართროპათია) ერთი ან რამდენიმე სახსრის დაზიანებით (მონო­ ან პოლიართრიტი).
-­ დერმატოლოგიური რეაქციები: მაგალითად, ხანდახან: ქავილი; იშვიათად: კანის შეწითლება, ოფლიანობა, გამონაყარი.
­- შარდსასქესო სისტემა: იშვიათად პოტენციის დარღვევა. ლაბორატორიული მაჩვენებლები: სისხლში ღვიძლის ფერმენტების მომატება (ასატ,ალატ). თანმხლები (მათ შორის ლატენტური) შაქრიანი დიაბეტის დროს შესაძლოა განვითარდეს გლუკოზისადმი ტოლერანტობის დაქვეითება, აღინიშნოს ჰიპოგლიკემიის შენიღბული ნიშნები (მაგალითად, გახშირებული პულსი). ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნებოდა ტრიგლიცერიდების მომატება.
**
უკუჩვენება**

არ არის რეკომენდებული კონკორი®­ს გამოყენება კარდიოგენური შოკის, II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადის, სინუსური კვანძის სისუსტის, გამოხატული სინოატრიალური ბლოკადის, ბრადიკარდიის (გულის შეკუმშვათა სიხშირე 50­ზე ნაკლები), გამოხატული ჰიპოტენზიის (სისტოლური წნევა 90 მმ ვ.წყ.ს­ზე ნაკლები), ბრონქოსპაზმებისადმი მიდრეკილების (ბრონქული ასთმა, სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებები), პერიფერიული სისხლის მიმოქცევის მოშლის გვიანი სტადიების, მაოინჰიბიტორებთან ერთდროული მიღების (გამონაკლისი მაო­-B) დროს. ფსორიაზის არსებობისას პაციენტის ან მისი ნათესავების ანამნეზში ბეტა­ ბლოკერების (მაგალითად, კონკორის) დანიშვნა უნდა ხდებოდეს მოსალოდნელი რისკისა და სარგებელის ზედმიწევნითი შეფასების შემდეგ.
კონკორი®-­ს დანიშვნა იმ ავადმყოფებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ფეოქრომოციტომა, დასაშვებია მხოლოდ ალფა­რეცეპტორების ბლოკერების მიღების შემდეგ. გულის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულებში კონკორი®­ ს გამოყენება არ არის რეკომენდებული გულის უკმარისობის კლინიკის გამწვავების ან დეკომპენსაციის ეპიზოდების დროს, როდესაც საჭიროა ინოტროპული პრეპარატების ინტრავენული შეყვანა. გარდა ამისა, კონკორის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია გულის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთათვის ბრადიკარდიის დროს, თუ პულსი წუთში 60 დარტყმაზე ნაკლებია და ჰიპოტენზიის დროს, თუ სისტოლური არტერიული წნევა ვერცხლისწყლის სვეტის 100 მმ-­ზე დაბალია.
**
ორსულობა და ლაქტაცია**

არ არის რეკომენდებული კონკორი®-­ის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, აგრეთვე არ შეიძლება პრეპარატის დანიშვნა ბავშვებისათვის, ვინაიდან არ არსებობს სარწმუნო კვლევები და გამოცდილება. თუ განსაკუთრებულ შემთხვევაში კონკორი® გამოიყენება ორსულობის დროს, მისი მიღება უნდა შეწყდეს მშობიარობის სავარაუდო ვადამდე 72 საათით ადრე, რადგანაც შესაძლოა საქმე გვქონდეს ახალშობილის პულსის შენელებასთან, სისხლის წნევის დაწევასთან, სისხლში შაქრის დონის შემცირებასა და სუნთქვის დათრგუნვასთან. თუ პრეპარატის მიღების შეწყვეტა შეუძლებელია, მაშინ ახალშობილი მშობიარობის შემდეგ უნდა იმყოფებოდეს განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ. ჰიპოგლიკემიის სიმპტომები მოსალოდნელია პირველი 3 დღეღამის განმავლობაში.
**
განსაკუთრებული მითითებები**

სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო შემდეგ შემთხვევებში: ­შაქრიანი დიაბეტით დაავადებულების მკურნალობისას, რომელთა სისხლშიც შაქრის დონე მნიშვნელოვნად მერყეობს. ჰიპოგლიკემიის სიმპტომები შეიძლება შეინიღბოს. ­მკაცრი დიეტის დაცვისას. მეტაბოლური აციდოზით დაავადებულთა მკურნალობისას. ანამნეზში მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის მქონე ავადმყოფთა მკურნალობისას. მადესენსიბილებელი თერაპიის ჩატარებისას. I ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადისას. ­ვაზოსპასტიური სტენოკარდიის დროს (პრინცმეტალის სტენოკარდია).
ცალკეულ შემთხვევაში ბეტა­ადრენობლოკერებმა (მაგალითად, კონკორ®­-მა) შესაძლოა გამოიწვიონ ფსორიაზი, გააუარესონ ამ დაავა­ დების სიმპტომები ან მოგვცენ ფსორიაზისმაგვარი გამონაყარი კანზე. იმ პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ ბეტა­რეცეპტორების ბლო­ კერებს, ანაფილაქსიური რეაქციის სიჭარბისა და შესუსტებული ადრე­ ნერგული უკურეგულაციის შედეგად შეიძლება განუვითარდეთ ჰიპერ­ მგრძნობელობითი რეაქციების გაცილებით მძიმე ფორმები.
ბეტა­რეცეპტორების ბლოკერების მიღებისას ერთეულ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს: თმისცვენა, სმენის დარღვევა ან ყურებში ხმაური, სხეულის მასის მომატება, გუნება­განწყობის შეცვლა, მეხსიერების ხანმოკლე დაკარგვა, ალერგიული რინიტი. მაღალი არტერიული წნევის საწინააღმდეგო მკურნალობა ამ მედიკამენტით მოითხოვს ექიმის რეგულარულ კონტროლს. ინდივიდუალური ხასიათის სხვადასხვა რეაქციის შედეგად შეიძლება დაქვეითდეს მანქანის ან მექანიზმების აქტიური მართვის უნარი. ეს ძირითადად ეხება მკურნალობის საწყის ეტაპსა და პრეპარატის შეცვლის პერიოდს, ასევე პრეპარატთან ერთად ალკოჰოლის მიღებას.
**
ჭარბი დოზირება**

ჰიპერდოზირებისას, რომელიც გამოიხატება ბრადიკარდიის, არტე­რიული ჰიპოტენზიის, გულის უკმარისობის, ბრონქოსპაზმისა ან გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირებაში მკურნალობა კონკორი®­ით უნდა შეწყდეს. ამ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს კუჭის ამორეცხვა და სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს.
**
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება**

კონკორი®-­ს სხვა ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან ერთად ერთდროული დანიშვნისას შეიძლება ამ უკანასკნელთა ეფექტი გაძლიერდეს. რეზერპინით, ალფა­მეთილდოფათი, კლონიდინით, სათითურას პრეპარატებით ან გუანფაცინით ერთდოული მკურნალობისას შესაძლოა გაცილებით მკვეთრად დაქვეითდეს გულისცემის სიხშირე. გარდა ამისა, კლონიდინმა, სათითურას პრეპარატებმა და გუანფაცინმა შეიძლება გამოიწვიონ მიოკარდში აგზნების გატარების შეფერხება. კონკორ®­-თან ერთად სიმპტომურად მოქმედი სუბსტანციების (მაგალითად, ხველების საწინააღმდეგო საშუალებებსა, ცხვირისა და თვალის წვეთებში არსებულ) მიღებისას კონკორი®-ს მოქმედება ქვეითდება. ნიფედიპინის ან დიჰიდროპირიდინის ტიპის სხვა კალციუმის ანტა­ გონისტების ერთდროული მიღებისას შესაძლოა გაძლიერდეს კონკო­რი®-ს ჰიპოტენზიური მოქმედება. ვერაპამილის ან დილთიაზემის ჯგუფის კალციუმის ანტაგონისტებთან ან სხვა ანტიარითმიულ პრეპარატებთან ერთდროული დანიშვნისას ჰიპოტონიის, ბრადიკარდიის და გულის რითმის სხვა დარღვევების გამო ავადმყოფი უნდა იმყოფებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ამიტომ კონკორი®­-თ მკურნალობის დაწყებამდე უნდა შეწყდეს კალციუმის ანტაგონისტებისა და სხვა ანტიარითმიული პრეპარატების ინტრავენური შეყვანა.
კლონიდინით ერთდროული მკურნალობის შემთხვევაში წამლის მოხსნა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე დღით ადრე დამთავრებულია კონკორის მიღება. ერგოტამინის წარმოებულებისა და კონკორი®-­ს ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გააძლიეროს პერიფერიული სისხლისმიმოქცევის დარღვევა. კონკორი®­-სა და რიმფაპიცინის ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა უმნიშვნელოდ შეამციროს ბისოპროლოლის ნახევრადგამოყოფის პერიოდი. დოზის გაზრდა ჩვეულებრივ არ ხდება საჭირო.
-ბეტა­ბლოკერებმა შეიძლება გააძლიერონ ინსულინისა და პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების მოქმედება, აგრეთვე შეამცირონ ჰიპოგლიკემიის სიმპტომები, ამიტომ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები საჭიროებენ სისხლში შაქრის დონის მუდმივ კონტროლს.
- ნარკოზის დროს უარესდება გულის ფუნქციური მდგომარეობა, ამიტომ ზოგადი ნარკოზის მიცემამდე ექიმი ანესთეზიოლოგი უნდა იქნას ინფორმირებული პაციენტის კონკორი®-­თ მკურნალობის შესახებ.
**
შენახვის პირობები და ვადები**

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 5 წელი. შენახვის ვადა აღნიშნულია შეფუთვაზე. არ შეიძლება პრეპა­რატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
**
აფთიაქში გაცემის წესი**

ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
მერკ KGaA ნიკომედისთვის, გერმანია
გერმანია

მოქმედი ნივთიერება:
ბისოპროლოლის ფუმარატი- 2.5 მგ
ბისოპროლოლის ფუმარატი -5 მგ
ბისოპროლოლის ფუმარატი-10 მგ
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სელექტიური ბეტა1-ადრენობლოკატორი
ჩვენებები: არტერიული ჰიპერტენზია; გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია); გულის ქრონიკული უკმარისობა.
მიღების წესი და დოზირება: პრეპარატის დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, მკურნალობის ეფექტურობისა და პულსის სიხშირის გათვალისწინებით.
პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიითა და გულის იშემიური დაავადებით ინიშნება დღიური დოზა 2.5-10 მგ, დღეში ერთხელ. საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს დღეში ერთხელ. მაქსიმალური დღიური დოზა - 1 მგ-ს. დოზის მატება ხდება თანდათანობით, ტიტრაციის მეთოდით.
პაციენტები ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციების დარღვევით (მსუბუქი და საშუალო სიმძიმის), ასევე ხანდაზმული პაციენტები დოზის კორექციას არ საჭიროებენ.
უკუჩვენებები:

*კარდიოგენული შოკი, II და III ხარისხის AV გამტარობის დარღვევა, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, სინოატრიალური ბლოკადა, ბრადიკარდია (პულსი წუთში 50 დარტყმაზე ნაკლები), არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური არტერიული წნევა ნაკლები 90 მმ.ვწყ. სვ);

*ბრონქოსპაზმისადმი მიდრეკილება (ბრონქული ასთმა და ბრონქოობსტრუქციული სინდრომით მიმდინარე დაავადებები);

*პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გამოხატული დარღვევები, ერთდროულად მაო-ს ინჰიბიტორების (გარდა მაო-B) მიღება, ბისოპროლოლისადმი და ბეტა-ადრენობლოკატორებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

*გულის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულებში პრეპარატი არ ინიშნება გულის უკმარისობის გამწვავების ან დეკომპენსაციის ფაზაში, როცა საჭირო ხდება ინოტროპული პრეპარატების ინტრავენური შეყვანა; ასევე ბრადიკარდიის (პულსი წუთში 60 დარტყმაზე ნაკლები) და ჰიპოტენზიის (სისტოლური არტერიული წნევა ნაკლები 10 მმ. ვწყ. სვ) დროს.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება 10-25C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მოქმედი ნივთიერება:
ბისოპროლოლის ფუმარატი- 2.5 მგ
ბისოპროლოლის ფუმარატი -5 მგ
ბისოპროლოლის ფუმარატი-10 მგ
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სელექტიური ბეტა1-ადრენობლოკატორი
ჩვენებები: არტერიული ჰიპერტენზია; გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია); გულის ქრონიკული უკმარისობა.
მიღების წესი და დოზირება: პრეპარატის დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, მკურნალობის ეფექტურობისა და პულსის სიხშირის გათვალისწინებით.
პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიითა და გულის იშემიური დაავადებით ინიშნება დღიური დოზა 2.5-10 მგ, დღეში ერთხელ. საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს დღეში ერთხელ. მაქსიმალური დღიური დოზა - 1 მგ-ს. დოზის მატება ხდება თანდათანობით, ტიტრაციის მეთოდით.
პაციენტები ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციების დარღვევით (მსუბუქი და საშუალო სიმძიმის), ასევე ხანდაზმული პაციენტები დოზის კორექციას არ საჭიროებენ.
უკუჩვენებები:

*კარდიოგენული შოკი, II და III ხარისხის AV გამტარობის დარღვევა, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, სინოატრიალური ბლოკადა, ბრადიკარდია (პულსი წუთში 50 დარტყმაზე ნაკლები), არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური არტერიული წნევა ნაკლები 90 მმ.ვწყ. სვ);

*ბრონქოსპაზმისადმი მიდრეკილება (ბრონქული ასთმა და ბრონქოობსტრუქციული სინდრომით მიმდინარე დაავადებები);

*პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გამოხატული დარღვევები, ერთდროულად მაო-ს ინჰიბიტორების (გარდა მაო-B) მიღება, ბისოპროლოლისადმი და ბეტა-ადრენობლოკატორებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

*გულის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულებში პრეპარატი არ ინიშნება გულის უკმარისობის გამწვავების ან დეკომპენსაციის ფაზაში, როცა საჭირო ხდება ინოტროპული პრეპარატების ინტრავენური შეყვანა; ასევე ბრადიკარდიის (პულსი წუთში 60 დარტყმაზე ნაკლები) და ჰიპოტენზიის (სისტოლური არტერიული წნევა ნაკლები 10 მმ. ვწყ. სვ) დროს.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება 10-25C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

კონკორი 10მგ შემოგარსული ტაბლეტი

მიიღება პერორალურად.

· აქტიური ნივთიერება: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ბისოპროლოლის ფუმარატს.

· დამხმარე ნივთიერებები: სილიციუმი, კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, კროსპოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, კალციუმის წყალბადოფოსფატი უწყლო, ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), წითელი რკინის ოქსიდი (E172), დიმეტიკონი 100, მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი (E171), ჰიპრომელოზა.

სანამ ამ მედიკამენტის გამოყენებას დაიწყებთ, ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

· შეინახეთ მომხმარებლის ეს ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

· თუ თქვენ გაქვთ სხვა შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

· ეს წამალი დაგენიშნათ პირადად თქვენთვის, არ მისცეთ იგი სხვებს.

· ამ მედიკამენტის გამოყენებისას აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ ამ მედიკამენტს იყენებთ ექიმთან ან საავადმყოფოში მისვლისას.

· მიჰყევით ზუსტად იმას, რაც წერია ამ ინსტრუქციაში. არ გამოიყენოთ მაღალი ან დაბალი დოზები, გარდა იმ დოზისა, რომელიც თქვენთვის რეკომენდებულია პრეპარატის შესახებ.
ამ გამოყენების ინსტრუქციაში:

  1. რა არის კონკორი და რისთვის გამოიყენება იგი?
    
  2. რა უნდა გაითვალისწინოთ კონკორის გამოყენებამდე
    
  3. როგორ გამოვიყენოთ კონკორი?
    
  4. რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?
    
  5. კონკორის შენახვის წესი
    

სათაურები მოიცავს:

1. რა არის კონკორი და რისთვის გამოიყენება იგი?

კონკორი წარმოდგენილია ბლისტერში, რომელიც შეიცავს 30 ტაბლეტს. ტაბლეტები ღია ნარინჯისფერი ფერისაა, გულის ფორმის და ჭრილი, იყოფა ორ თანაბარ ნაწილად. თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 10მგ ბისოპროლოლის ფუმარატს.

კონკორი შეიცავს ბეტა-ბლოკერს, რომელიც ეხმარება გულს სისხლის უფრო ეფექტურად გადატუმბვას გულისცემის შემცირებით და ხელს უწყობს მაღალი წნევის კონტროლს.

კონკორი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) შესამცირებლად, ზოგიერთ გულის კორონარული დაავადების დროს, როდესაც გული ვერ იღებს საკმარისი რაოდენობით ჟანგბადს, ზოგიერთ შემთხვევაში როცა გული კარგად ვერ ფუნქციონირებს.

2. რა უნდა გაითვალისწინოთ კონკორის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ კონკორი შემდეგ სიტუაციებში

თუ,

· თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) ბისოპროლოლის ან კონკორში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, (იხილეთ დამხმარე ნივთიერებების სია)

· თუ გაქვთ მძიმე ასთმა ან მძიმე ქრონიკული ფილტვის დაავადება (COPD) სასუნთქი გზების შევიწროებით,

· თუ გაქვთ გულის მწვავე უკმარისობა

· თუ გაქვთ კარდიოგენური შოკი, გულის მძიმე დაავადება, რომელიც იწვევს არტერიულ წნევას და სისხლის მიმოქცევის უკმარისობას.

· თუ გაქვთ ავადმყოფი სინუსის სინდრომი

· თუ გულის უკმარისობის გამწვავების გამო ინტრავენურად შეჰყავთ წამლები, რომლებიც აძლიერებენ გულისცემას

· თუ გაქვთ დაბალი გულისცემა ან მდგომარეობა, რომელიც გამოიწვევს თქვენი გულისცემის ზედმეტად დაქვეითებას ან არარეგულარულ ცემას (ბრადიკარდია)

· თუ თქვენი წნევა ძალიან დაბალია

· თუ გაქვთ სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევები, რაც იწვევს ხელების ან ფეხების დაჟეჟილობას (რეინოს სინდრომის მძიმე ტიპები და მძიმე ოკლუზიური პერიფერიული არტერიების დაავადებები),

· თუ გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნის არა ნამკურნალევი ტიპი (ფეოქრომოციტომა)

· თუ გაქვთ მეტაბოლური აციდოზი, რომლის დროსაც სისხლში მჟავას რაოდენობა მომატებულია.

ფრთხილად გამოიყენეთ კონკორი შემდეგ სიტუაციებში

თუ:

· თუ გაქვთ დიაბეტი,

· თუ იცავთ მკაცრ დიეტას,

· თუ გაქვთ გულის რითმის დარღვევა ან გულმკერდის ტკივილი მოსვენების დროს (პრინზმმეტალის ანგინა),

· თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების პრობლემები,

· თუ თქვენ გაქვთ მსუბუქი სისხლის მიმოქცევის პრობლემები ხელებსა და ფეხებში,

· თუ თქვენ გაქვთ ასთმა ან ფილტვების დაავადება

· თუ გაქვთ კანის ქერქის დაავადება (ფსორიაზი/ფსორიაზი),

· თუ გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე (ფეოქრომოციტომა),

· თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები

· გამოყენებული იქნება ზოგადი ანესთეზია (რადგან ამ პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს პასუხზე ზოგად ანესთეზიაზე),

· თუ თქვენ იღებთ ალერგიის საწინააღმდეგო ვაქცინას (დესენსიბილიზაციას) ისეთი დაავადებისთვის, როგორიცაა თივის ცხელება (ბისოპროლოლი შეიძლება გამოიწვიოს ან გააძლიეროს ალერგიული მდგომარეობა)

აცნობეთ ექიმს, რომ მკურნალობთ კონკორით. თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ, თუნდაც წარსულში ნებისმიერ დროს, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს.

კონკორის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

კონკორი; მისი მიღება უნდა მოხდეს საუზმის წინ, საუზმეზე ან საუზმის შემდეგ. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს სითხესთან ერთად და არ უნდა დაიღეჭოს.

ორსულობა

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის დროს კონკორის გამოყენებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ბავშვს.

არ გამოიყენოთ კონკორი თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას.

თუ მკურნალობის დროს გაიგებთ, რომ ორსულად ხართ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან, უცნობია გადადის თუ არა ბისოპროლოლი დედის რძეში. ამიტომ, კონკორი არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს.

სატრანსპორტო საშუალებების და მანქანების გამოყენება

კონკორით თერაპიაზე თქვენი პასუხის მიხედვით, შეიძლება დაზარალდეს თქვენი მანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი. ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია მკურნალობის დასაწყისში, როდესაც იცვლება თქვენი წამლის დოზა და როდესაც იგი გამოიყენება ალკოჰოლთან ერთად.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კონკორის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

თუ არ ხართ ჰიპერმგრძნობიარე კონკორში შემავალი დამხმარე ნივთიერებების მიმართ, ამ ნივთიერებების გამო გვერდითი ეფექტები მოსალოდნელი არ არის.

სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება

თუ,

· თუ იყენებთ წამლებს არარეგულარული ან არანორმალური გულისცემის გამოსასწორებლად (I კლასის ანტიარითმული საშუალებები, როგორიცაა ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ლიდოკაინი, ფენიტოინი, დიზოპირამიდი; III კლასის არითმიული პრეპარატები, როგორიცაა ამიოდარონი; პროპაფენონი, ფლეკაინიდი)

· თუ იყენებთ გარკვეულ პრეპარატებს მაღალი წნევის, სტენოკარდიის, გულისცემის დარღვევისთვის (კალციუმის არხის ბლოკატორები, როგორიცაა ვერაპამილი, დილთიაზემი, ბეპრიდილი; დიჰიდროპირიდინის ჯგუფის კალციუმის არხის ბლოკატორები, როგორიცაა ნიფედიპინი, ამლოდიპინი, ფელოდიპინი)

· თუ იყენებთ არტერიული წნევის კონტროლისთვის გამოყენებულ ზოგიერთ პრეპარატს (როგორიცაა კლონიდინი, მეთილდოპა, მოქსონიდინი, რილმენიდინი)

· თუ იყენებთ ადგილობრივად გამოყენებულ ბეტა-ბლოკატორებს (მაგალითად, თვალის წვეთები, რომლებიც გამოიყენება გლაუკომის სამკურნალოდ)

· თუ იღებთ დიაბეტის სამკურნალო საშუალებებს (ინსულინის ჩათვლით)

· თუ აპირებთ საანესთეზიო საშუალებების გამოყენებას (მაგალითად, ოპერაციის გამო)

· თუ იყენებთ დიგიტალის გლიკოზიდებს გულის უკმარისობისთვის

· თუ იყენებთ არასტეროიდულ ტკივილგამაყუჩებლებს თქვენი ტკივილ გამაყუჩებლებისთვის (როგორიცაა დიკლოფენაკი, იბუპროფენი)

· თუ იყენებთ არტერიული წნევის დამწევ საშუალებებს, როგორიცაა ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალებები (როგორიცაა კაპტოპრილი, ენალაპრილი)

· თუ იღებთ გარკვეულ ანტიდეპრესანტებს (ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ბარბიტურატების, ფენოთიაზინების ან მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორების გამოკლებით

  • MAO-B ინჰიბიტორები)

· თუ იღებთ ლითიუმს, მედიკამენტს, რომელიც გამოიყენება გარკვეული ფსიქოლოგიური მდგომარეობის სამკურნალოდ, გთხოვთ აცნობოთ ექიმს. არ შეწყვიტოთ მედიკამენტების მიღება ექიმის კონკრეტული რეკომენდაციის გარეშე.

თუ თქვენ ამჟამად იყენებთ ან ახლახან იყენებდით რეცეპტით გაცემულ ან ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტს, გთხოვთ აცნობოთ მათ შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

3. როგორ გამოვიყენოთ კონკორი?

სათანადო გამოყენების ინსტრუქცია და დოზა/სიხშირე მიღებისას:

· თქვენი ექიმი გეტყვით რამდენ ხანს გაგრძელდება კონკორით მკურნალობა და რა დოზით და რამდენი ტაბლეტი უნდა მიიღოთ. ყოველთვის ზუსტად დაიცავით ექიმის რეკომენდაციები.
გამოყენების წესი და მეთოდები:

კონკორი; მისი მიღება უნდა მოხდეს საუზმის წინ, საუზმეზე ან საუზმის შემდეგ. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს სითხესთან ერთად და არ უნდა დაიღეჭოს.

ჰიპერტენზიის ან სტენოკარდიის მკურნალობისას

მოზრდილები: დოზა ორივე ჩვენებისთვის არის 5მგ ბისოპროლოლის ფუმარატი დღეში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში, დოზა შეიძლება გაიზარდოს 10მგ-მდე ბისოპროლოლის ფუმარატი დღეში ერთხელ.

ჰიპერტენზიის მსუბუქ შემთხვევებში (დიასტოლური არტერიული წნევა 105მმ-მდე Hg-მდე) შეიძლება საკმარისი იყოს 2,5მგ ბისოპროლოლის ფუმარატი დღეში ერთხელ.

ყველაზე მაღალი რეკომენდებული დოზაა 20 მგ ბისოპროლოლის ფუმარატი დღეში ერთხელ.

ყველა შემთხვევაში დოზა უნდა დარეგულირდეს ინდივიდუალურად, განსაკუთრებით პულსის სიხშირეზე და თერაპიულ წარმატებაზე დაყრდნობით.

სტაბილური ქრონიკული გულის უკმარისობის მკურნალობა

რეკომენდირებულია, რომ მკურნალ ექიმს ჰქონდეს გულის ქრონიკული უკმარისობის გამოცდილება.

სტაბილური ქრონიკული გულის უკმარისობის მკურნალობა პრინციპში უნდა დაიწყოს მცირე დოზებით; დოზები უნდა გაიზარდოს ნელა, როგორც ეს აღწერილია ქვემოთ.

თქვენი ექიმი გადაწყვეტს, თუ როგორ გაზარდოს დოზა:

1,25 მგ ბისოპროლოლის ფუმარატი დღეში ერთხელ 1 კვირის განმავლობაში;

2,5 მგ ბისოპროლოლის ფუმარატი ერთხელ დღეში 1 კვირის განმავლობაში;

3,75 მგ ბისოპროლოლის ფუმარატი ერთხელ დღეში 1 კვირის განმავლობაში;

5 მგ ბისოპროლოლის ფუმარატი ერთხელ დღეში 4 კვირის განმავლობაში;

7,5 მგ ბისოპროლოლის ფუმარატი ერთხელ დღეში 4 კვირის განმავლობაში;

გაზარდეთ ბისოპროლოლის ფუმარატი 10მგ-მდე და გააგრძელეთ ამ დოზით მუდმივად მიღება.

ყველაზე მაღალი რეკომენდებული დღიური დოზაა 10მგ ბისოპროლოლის ფუმარატი დღეში ერთხელ.

თქვენმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზის გაზრდის დრო თქვენი წამლის ტოლერანტობის მიხედვით. თუ თქვენი მდგომარეობა გაუარესდება ან ვერ მოითმენთ თქვენს მიერ გამოყენებულ დოზას, დოზა შეიძლება კვლავ შემცირდეს ან მკურნალობა შეწყდეს. ზოგიერთ პაციენტში 10მგ-ზე ნაკლები დოზა შეიძლება იყოს საკმარისი. თქვენი ექიმი შეგატყობინებთ. თუ თქვენ გჭირდებათ მკურნალობის მთლიანად შეწყვეტა, თქვენი ექიმი შეამცირებს მკურნალობის დოზას და შეწყვეტს მას. წამლის უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გააუარესოს თქვენი მდგომარეობა.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი

გამოყენება ბავშვებში:

კონკორი არ არის რეკომენდებული ბავშვებში გამოყენებისთვის.

გამოყენება ხანდაზმულებში:

65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს ასევე შეუძლიათ გამოიყენონ კონკორი.

გამოყენების სპეციალური შემთხვევები:

თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა:

თირკმლის და ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზა უნდა გაიზარდოს განსაკუთრებული სიფრთხილით.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ კონკორის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ იყენებთ იმაზე მეტ კონკორს, ვიდრე საჭიროა:

თუ თქვენ გამოიყენეთ იმაზე მეტი კონკორი, ვიდრე უნდა გამოიყენოთ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზის გადაჭარბების სიმპტომები; ნელი გულისცემა, სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა ან კანკალი (სისხლში დაბალი შაქრის გამო).

თუ დაგავიწყდათ კონკორის გამოყენება:

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ ეს ტაბლეტი გახსენებისთანავე. შემდეგ გააგრძელეთ ჩვეულ რეჟიმში.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს კონკორით მკურნალობის შეწყვეტისას:

მიმართეთ ექიმს, სანამ შეწყვეტთ კონკორის გამოყენებას. თუ საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა, პრეპარატი თანდათან უნდა შეწყდეს, რათა არ განვითარდეს გვერდითი მოვლენები.

4. რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

ყველა მედიკამენტის მსგავსად, შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები ადამიანებში, რომლებიც მგრძნობიარეა კონკოში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მოხდა, შეწყვიტეთ კონკორის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

· ჰიპერმგრძნობელობა,

· შენელებული გულისცემა,

· გულის უკმარისობის გაუარესება

· არარეგულარული გულისცემა,

· უძლურების შეგრძნება,

· სუნთქვის პრობლემები

ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია, თუ თქვენ გაქვთ რომელიმე მათგანი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია კონკორზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტი ძალიან იშვიათია.

თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგანს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან წადით უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში:

· ღვიძლის ამაღლებული ტესტები

· კუნთების სისუსტე, კრუნჩხვები

· სიცივისა და დაბუჟების შეგრძნება ხელებსა და ფეხებში

· თავბრუსხვევა, თავის ტკივილი

· არტერიული წნევის ვარდნა

· კანისა და თვალების გაყვითლება (ღვიძლის ანთება)

· გაბრუება

ეს ყველაფერი სერიოზული გვერდითი მოვლენებია. შესაძლოა საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ შენიშნავთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს:

· კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი და კუჭის აშლილობა

· ძილის დარღვევა

· დეპრესია

· ჰეპატიტი

· სმენის პრობლემები

· ალერგიული სურდო

· ცრემლების დაქვეითება

· ერექციული დისფუნქცია

· კოშმარები (ჰალუცინაციები)

· ქავილი, სიწითლე

· თვალის წვა და სიწითლე (კონიუქტივიტი)

· თმის ცვენა

· კანზე გამონაყარის გაუარესება (ფსორიაზი)

ეს არის კონკორის მსუბუქი გვერდითი მოვლენები.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში, რომელიც მითითებულია ან არა გამოყენების ინსტრუქციაში.

5. კონკორის შენახვის წესი

შეინახეთ კონკორი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და მის ორიგინალურ შეფუთვაში.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადების შესაბამისად.

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე და მშრალ ადგილას.

არ გამოიყენოთ კონკორი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გადააგდოთ გამოუყენებელი ან ვადაგასული მედიკამენტები! გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ საკოლექციო სისტემას.

არ გამოიყენოთ კონკორი, თუ შეამჩნევთ რაიმე დეფექტს პროდუქტში და/ან მის შეფუთვაში.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
კონკორი 10მგ #50ტ
  • სახელი: კონკორი 10მგ #50ტ
  • შეფუთვა: 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №50 (2X25)
Aversi 25.43 ლ
კონკორი ტაბლეტი 10მგ #30
  • სახელი: კონკორი ტაბლეტი 10მგ #30
  • შეფუთვა: 10მგ შემოგარსული ტაბლეტი №30
Pharmadepot 9.9 ლ
კონკორი ტაბლეტი 5მგ #30
  • სახელი: კონკორი ტაბლეტი 5მგ #30
  • შეფუთვა: 5მგ ტაბლეტი №30
Pharmadepot 6.2 ლ
კონკორი ტაბლეტი 10მგ #30
  • სახელი: კონკორი ტაბლეტი 10მგ #30
  • მწარმოებელი: Merck Healthcare KGaA (გერმანია)
  • შეფუთვა: 10მგ შემოგარსული ტაბლეტი №30
Pharmadepot 11.63 ლ
კონკორი ტაბლეტი 10მგ #50
  • სახელი: კონკორი ტაბლეტი 10მგ #50
  • მწარმოებელი: Merck Healthcare KGaA (გერმანია)
  • შეფუთვა: 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №50 (2X25)
Pharmadepot 25.44 ლ
კონკორი ტაბლეტი 5მგ #30
  • სახელი: კონკორი ტაბლეტი 5მგ #30
  • მწარმოებელი: ()
  • შეფუთვა: 5მგ ტაბლეტი №30
GPC 6.2 ლ
კონკორი ტაბლეტი 10მგ #50
  • სახელი: კონკორი ტაბლეტი 10მგ #50
  • მწარმოებელი: Merck Healthcare KGaA (გერმანია)
  • შეფუთვა: 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №50 (2X25)
GPC 25.44 ლ
კონკორი ტაბლეტი 10მგ #30
  • სახელი: კონკორი ტაბლეტი 10მგ #30
  • მწარმოებელი: ()
  • შეფუთვა: 10მგ შემოგარსული ტაბლეტი №30
GPC 9.9 ლ
Concor - კონკორი 10მგ 30 ტაბლეტი
  • სახელი: Concor - კონკორი 10მგ 30 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: ()
  • შეფუთვა: 10მგ შემოგარსული ტაბლეტი №30
PSP 10.66 ლ
Concor - კონკორი 10მგ 50 ტაბლეტი
  • სახელი: Concor - კონკორი 10მგ 50 ტაბლეტი
  • შეფუთვა: 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №50 (2X25)
PSP 25.44 ლ
Concor - კონკორი 10მგ. 30 ტაბლეტი
  • სახელი: Concor - კონკორი 10მგ. 30 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: Merck Healthcare KGaA (გერმანია)
  • შეფუთვა: 10მგ შემოგარსული ტაბლეტი №30
PSP 13.68 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით