ბისენიუსი 5 მგ - Bisenius 5 mg
ბისენიუსი 5 მგ - Bisenius 5 mg

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბეტა-ბლოკატორები, სელექციური ბეტა-ბლოკატორები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ბისენიუსი


სამედიცინოპროდუქტისდასახელება

ბისენიუსი 5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

ბისენიუსი 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

თვისობრივიდარაოდენობრივი****შემადგელობა

ერთი ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ბისოპროლოლის ფუმარატს.

ერთი ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ბისოპროლოლის ფუმარატს.

დამხმარე****ნივთიერებები

5****მგტაბლეტისბირთვი :

მიკროკრისტალური ცელულოზა PH102,

ორფუძიანი კალციუმის ფოსფატი, უწყლო,

პრეჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი,

პოვიდონი K-30,

კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი,

მაგნიუმის სტეარატი.

გარსი**:**

Sheffcoat HS ყვითელი (ჰიდროქსიპროპილმეთილ ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი, რკინის ყვითელი ოქსიდი (E172).

10მგაბლეტისბირთვი :

მიკროკრისტალური ცელულოზა PH102,

ორფუძიანი კალციუმის ფოსფატი, უწყლო,

პრეჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი,

პოვიდონი K-30,

კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი,

მაგნიუმის სტეარატი.

გარსი**:**

Sheffcoat ნარინჯისფერი (ჰიდროქსიპროპილმეთილ ცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი, რკინის ყვითელი ოქსიდი (E172).

ფარმაცევტული****ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

5 მგ ტაბლეტი – ყვითელი ფერის, მრგვალი, ამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ერთი ნაჭდევით.

10 მგ ტაბლეტი – ნარინჯისფერი, მრგვალი, ამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ერთი ნაჭდევით.

ტაბლეტის გაყოფა შეიძლება თანაბარ დოზებად.

კლინიკური****მახასიათებლები

თერაპიული****ჩვენებები

ჰიპერტენზიის და სტენოკარდიის მართვა.

დოზირებადამიღების****წესი

მიღების წესი: პერორალურად.

დოზირება

მოზრდილები :

ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 10 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში. მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 20 მგ-ს დღე-ღამეში. ზოგ პაციენტში, შეიძლება საკმარისი იყოს 5 მგ დღე-ღამეში.

თირკმელების ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები :

თირკმელების (კრეატინინის კლირენსი

ხანდაზმული პირები :

ჩვეულებრივ, დოზის კორექტირება საჭირო არ არის, მაგრამ შეიძლება საკმარისი იყოს 5 მგ დღე-ღამეში. ზოგ პაციენტში, როგორც სხვა მოზრდილების შემთხვევაში, შეიძლება საჭირო იყოს დოზის შემცირება თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის შემთხვევაში.

პედიატრიული პოპულაცია :

ბავშვებში ბისოპროლოლის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს, ამიტომ, ამ ჯგუფში მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის.

გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში მკურნალობა არ უნდა შეწყდეს უეცრად; რეკომენდებულია დოზის თანდათანობით შემცირება 1-2 კვირის განმავლობაში.

უკუჩვენებები

ბისოპროლოლი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

  • გულის მწვავე უკმარისობა ან გულის დეკომპენსირებული უკმარისობის ეპიზოდების პერიოდში, როდესაც საჭიროა ინოტროპული საშუალებების ი/ვ შეყვანა;
    · კარდიოგენური შოკი;
    · მეორე ან მესამე ხარისხის AV ბლოკადა (კარდიოსტიმულატორის გარეშე;
    · სუსტი სინუსური სინდრომი;
    · სინოატრიალური ბლოკადა;
    · ბრადიკარდია (გულისცემა წუთში 60-ზე ნაკლები მკურნალობის დაწყებამდე);
    · ჰიპოტენზია (სისტოლური არტერიული წნევა · მძიმე ბრონქული ასთმა;
    · პერიფერიული არტერიების ოკლუზიური დაავადების მძიმე ფორმები და რეინოს სინდრომი;
    · არანამკურნალები ფეოქრომოციტომა;
    · მეტაბოლური აციდოზი;
    · ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია შემადგენლობაში.

განსაკუთრებულიმითითებანიდასიფრთხილისზომები****გამოყენებისას

ბისოპროლოლი სიფრთხილის ზომების დაცვით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

  • გულისუკმარისობა(გულისსტაბილურიქრონიკულიუკმარისობის****მკურნალობა ბისოპროლოლით მკურნალობა უნდა დაიწყოს სპეციალური ტიტრაციის ფაზით [დეტალურად იხილეთ პროდუქტის ზოგად დახასიათებაში ინფორმაცია ბისოპროლოლის დანიშვნასთან დაკავშირებით გულის სტაბილური ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ])
    ·ბრონქულიასთმა**,სასუნთქიგზებისობსტრუქციულიდაავადება**

მიუხედავად იმისა, რომ კარდიოსელექციურ (ბეტა-1) ბეტა-ბლოკერებს შეუძლია უფრო მცირე გავლენის მოხდენა ფილტვის ფუნქციაზე, ვიდრე არასელექციურ ბეტა-ბლოკერებს, როგორც ყველა ბეტა-ბლოკერის შემთხვევაში, აღნიშნული თავიდან უნდა იქნას აცილებული სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების მქონე პაციენტებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს მათი გამოყენების დამაჯერებელი კლინიკური მიზეზები. ასეთი მიზეზების არსებობის შემთხვევში ბისენიუსი გამოიყენება სიფრთხილის ზომების დაცვით. სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების მქონე პაციენტებში ბისოპროლოლით მკურნალობის დაწყება საჭიროა ყველაზე დაბალი შესაძლო დოზით და საჭიროა პაციენტების გულდასმით დაკვირვება ახალი სიმპტომების გამოვლენის თვალსაზრისით (მაგალითად, დისპნოე, ფიზიკური ვარჯიშის აუტანლობა, ხველა). ბრონქული ასთმის ან ფილტვების სხვა ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების შემთხვევაში, რომლებიც შეიძლება იყოს სიმპტომური, შეიძლება საჭირო იყოს ბრონქოდილატაციური თერაპიის ერთდროულად ჩატარება. ზოგ შემთხვევაში, ასთმის მქონე პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს სასუნთქი გზების რეზისტენტობის გაზრდა; ამიტომ, შეიძლება საჭირო გახდეს ბეტა2-სტიმულატორების დოზის გაზრდა.

  • ·შაქრიანიდიაბეტისისხლშიგლუკოზისდონისმნიშვნელოვანი****მერყეობით ჰიპოგლიკემიის სიმპტომები შეიძლება იყოს შენიღბული
    ·მკაცრიდიეტა
    ·მიმდინარედესენსიბილიზაციურითერაპია
    ****·პირველიხარისხის
    AVბლოკადა
    ·პრინცმეტალისსტენოკარდია**:** აღინიშნა კორონარული ვაზოსპაზმის შემთხვევები. მისი მაღალი ბეტა1-სელექციურობის მიუხედავად, ბისოპროლოლის შეყვანისას პრინცმეტალის სტენოკარდიის მქონე პაციენტებისთვის სტენოკარდიის შეტევების სრულად გამორიცხვა არ შეიძლება.
    ·პერიფერიულიარტერიებისოკლუზიურიდაავადება**(შეიძლებააღინიშნოსჩივილებისგაძლიერება****,განსაკუთრებითმკურნალობისდასაწყისში)
    ·ზოგადიანესთეზია.**

პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ზოგადი ანესთეზია, ბეტა-ბლოკადა ამცირებს არითმიებისა და მიოკარდიუმის იშემიის შემთხვევებს ინდუქციისა და ინტუბაციის პერიოდში, ასევე ოპერაციის შემდგომ პერიოდში. ამჟამად რეკომენდებულია ბეტა- ბლოკადის შენარჩუნება პერიოპერაციულ პერიოდში. ანესთეზიოლოგს უნდა ეცნობოს ბეტა- ბლოკადის შესახებ სხვა პრეპარატებთან პოტენციური ურთიერთქმედების გამო, რაც იწვევს ბრადიარითმიას, რეფლექტორული ტაქიკარდიის შესუსტებას და სისხლის დანაკარგის კომპენსირების რეფლექტორული უნარის დაქვეითებას. თუ საჭიროა ოპერაციამდე ბეტა-ბლოკერით თერაპიის შეწყვეტა, ეს უნდა განხორციელდეს თანდათანობით ანესთეზიამდე 48 საათით ადრე.

როგორც სხვა β-ბლოკერებს, ბისოპროლოლს შეუძლია გაზარდოს მგრძნობელობა ალერგენების მიმართ და დაამძიმოს ანაფილაქსიური რეაქციები. ადრენალინით მკურნალობა ყოველთვის არ გვაძლევს მოსალოდნელ თერაპიულ ეფექტს.

ფსორიაზის მქონე პაციენტებში ან ანამნეზში ფსორიაზის არსებობისას β-ბლოკერებით (მაგალითად ბისოპროლოლით) მკურნალობა უნდა განხორციელდეს მხოლოდ სარგებელისა და რისკის თანაფარდობის გულდასმით შეფასების შემდეგ.

ფეოქრომოციტომის მქონე პაციენტებში ბისოპროლოლი არ უნდა იქნას შეყვანილი ალფა- რეცეპტორის ბლოკადის დასრულებამდე.

ბისოპროლოლი მკურნალობის დროს თიროტოქსიკოზის სიმპტომები შეიძლება შეინიღბოს.

ბისოპროლოლით მკურნალობის მოულოდნელად შეწყვეტა არ შეიძლება, გარდა ზუსტი ჩვენების შემთხვევებისა.

ურთიერთქმედებასხვასამედიცინოპროდუქტებთანდაურთიერთქმედებისსხვა****ფორმები

კომბინაციები**,რომლებიცარარისრეკომენდებული**

კალციუმის ანტაგონისტები, როგორიცაა ვერაპამილი და ნაკლები ხარისხით დილთიაზემი:

უარყოფითი გავლენა კუმშვადობაზე და ატრიოვენტრიკულურ გამტარობაზე.

β-ბლოკერებით მკურნალობის პერიოდში ვერაპამილის ინტრავენური შეყვანა შეიძლება იწვევდეს მძიმე ჰიპოტენზიას და ატრიოვენტრიკულურ ბლოკადას.

ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიული საშუალებები (მაგალითად, კლონიდინი, მეთილდოპა, მოქსონოდინი, რილმენიდინი):

ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ერთდროულად გამოყენება შეიძლება იწვევდეს გულის შეკუმშვათა სიხშირის და გულის წუთმოცულობის შემცირებას, ასევე ვაზოდილატაციას. პრეპარატით მკურნალობის უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გაზარდოს “რიკოშეტული ჰიპერტენზიის“ რისკი.

კომბინაციები**,რომლებიცგამოიყენებასიფრთხილისზომების****დაცვით**

დიჰიდროპირიდინის ტიპის კალციუმის ანტაგონისტები, როგორიცაა ნიფედიპინი: ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ჰიპოტენზიის რისკი და გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში პარკუჭების ტუმბოს ფუნქციის შემდგომი დამძიმების რისკის გაზრდა არ შეიძლება გამოირიცხოს.

I კლასის ანტიარითმული საშუალებები (მაგალითად, დიზოპირამიდი, ქინიდინი): შეიძლება გაძლიერდეს მოქმედება ატრიოვენტრიკულური გამტარობის დროზე და გაიზარდოს უარყოფითი ინოტროპული მოქმედება.

III კლასის ანტიარითმული საშუალებები (მაგალითად, ამიოდარონი): შეიძლება გაძლიერდეს მოქმედება ატრიოვენტრიკულური გამტარობის დროზე.

პარასიმპათომიმეტური საშუალებები: ერთდროულად გამოყენებისას შესაძლებელია ატრიოვენტრიკულური გამტარობის გახანგრძლივება და ბრადიკარდიის რისკის გაზრდა.

ადგილობრივმა ბეტა-ბლოკერებმა (მაგალითად, გლაუკომის სამკურნალო თვალის წვეთები) შეიძლება გააძლიეროს ბისოპროლოლის სისტემური მოქმედება.

ინსულინი და პერორალური დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატები: სისხლში შაქრის დამაქვეითებელი მოქმედების გაძლიერება. ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკადამ შეიძლება შენიღბოს ჰიპოგლიკემიის სიმპტომები.

ანტიჰიპერტენზიული საშუალებების, ასევე არტერიული წნევის დამაქვეითებელი სხვა პრეპარატების (მაგალითად, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ბარბიტურატები, ფენოთიაზინები) ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ჰიპოტენზიის რისკი.

საანესთეზიო საშუალებები: რეფლექტორული ტაქიკარდიის შესუსტება და ჰიპოტენზიის რისკის გაზრდა.

საგულე გლიკოზიდები: გულის შეკუმშვათა სიხშირის შემციება, ატრიოვენტრიკულური გამტარობის გახანგრძლივება.

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (ასას): ასას-ს შეუძლია შეამციროს ბისოპროლოლის ჰიპოტენზიური მოქმედება.

β-სიმპათომიმეტიკები (მაგალითად, იზოპრენალინი, დობუტამინი): ბისოპროლოლთან კომბინაციამ შეიძლება შეამციროს ორივე საშუალების მოქმედება.

სიმპათომიმეტიკები, რომლებიც ააქტიურებს β-და α-ადრენორეცეპტორებს: ბისოპროლოლთან კომბინირებამ შეიძლება გამოავლინოს ამ საშუალებების α-ადრენორეცეპტორებით განპირობებული ვაზოკონსტრიქციული მოქმედება, რაც იწვევს არტერიული წნევის მომატებას და გარდამავალი კოჭლობის გამწვავებას. ასეთი ურთიერთქმედების რისკი მაღალია არასელექციური β-ბლოკერების შემთხვევაში.

სიმპათომიმეტური საშუალებები: ბისოპროლოლთან კომბინირებამ შეიძლება შეამციროს ორივე საშუალების მოქმედება. ეპინეფრინის მაღალი დოზები შეიძლება საჭირო იყოს ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ.

საყურადღებ****კომბინაციები

მეფლოქინი: ბრადიკარდიის მომატებული რისკი.

მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაო-B-ს ინჰიბიტორების გარდა): β-ბლოკერების ჰიპოტენზიური მოქმედების გაძლიერება, ასევე ჰიპერტონული კრიზის რისკის გაზრდა.

ფერტილობა**,ორსულობადა****ლაქტაცია**

ორსულობა

ბისოპროლოლს გააჩნია ფარმაკოლოგიური მოქმედება, რომელიც შეიძლება ზიანს ახდენდეს ორსულობაზე ან/და ნაყოფზე/ახალშობილზე. ზოგადად, β-ბლოკერები აქვეითებს პლაცენტურ პერფუზიას, რაც დაკავშირებულია ზრდის შეფერხებასთან, ნაყოფის სიკვდილთან, მუცლის მოშლასთან ან ნაადრევ მშობიარობასთან. გვერდითი მოვლენები (მაგალითად, ჰიპოგლიკემია და ბრადიკარდია) შეიძლება აღენიშნოს ნაყოფსა და ახალშობილებში. თუ მკურნალობა ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკერებით აუცილებელია, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბეტა1-სელექციურ ადრენორეცეპტორებს.

ბისოპროლოლი არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში, აუცილებელი შემთხვევების გარდა. თუ ბისოპროლოლით მკურნალობა აუცილებელია, საჭიროა დაკვირვება უტეროპლაცენტური სისხლის მიმოქცევაზე და ნაყოფის ზრდაზე. ორსულობის მიმდინარეობაზე ან ნაყოფზე საზიანო მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში უნდა იქნას განხილული ალტერნატიული მკურნალობა. საჭიროა ახალშობილებზე მკაცრი დაკვირვება. როგორც წესი, ჰიპოგლიკემიის სიმპტომები და ბრადიკარდია მოსალოდნელია პირველი 3 დღის განმავლობაში.

ძუძუთიკვება

უცნობია გამოიყოფა თუ არა მოცემული პრეპარატი ადამიანის რძეში. შესაბამისად, ბისოპროლოლით მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის.

ზემოქმედება****ავტომობილისმართვისადამექანიზმებთანმუშაობისუნარზე

გულის კორონარული დაავადების მქონე პაციენტებში ჩატარებულ კვლევაში ბისოპროლოლი არ ახდენდა გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე. თუმცა, პრეპარატების მიმართ რეაქციების ინდივიდუალური ვარიაბელობის გამო შეიძლება შეიცვალოს სატრანსპორტო საუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარი. ეს განსაკუთრებით შესაძლებელია მკურნალობის დასაწყისში და პრეპარატის შეცვლის შემთხვევაში, ასევე ალკოჰოლთან ერთდროულად მიღებისას.

გვერდითი****მოვლენები

გამოყენებულია სიხშირის შემდეგი კატეგორიები:

ძალიან ხშირი (≥1/10)

ხშირი (≥1/100, <1/10)

არახშირი (≥1/1,000, <1/100)

იშვიათი (≥1/10,000, <1/1,000)

ძალიან იშვიათი (<1/10,000)

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება ვერ ხერხდება).

გულისდარღვევები:

არახშირი: ავ-გამტარობის დარღვევები, გულის არსებული უკმარისობის დამძიმება, ბრადიკარდია.

კვლევები:

იშვიათი: ტრიგლიცერიდების მომატებული დონე, ღვიძლის ფერმენტების (ალტ, ასტ) მომატებული დონე.

ნერვულისისტემისდარღვევები:

ხშირი: თავბრუსხვევა*, თავის ტკივილი*.

იშვიათი: გულის წასვლა.

დარღვევებითვალისმხრივ:

იშვიათი: ცრემლდენის შემცირება (გასათვალისწინებელია, ლინზების ტარების შემთხვევაში).

ძალიან იშვიათი: კონიუნქტივიტი.

დარღვევებიყურისდალაბირინთისმხრივ:

იშვიათი: სმენის დარღვევები.

დარღვევებისასუნთქისისტემის, გულ-მკერდისორგანოებისადაშუასაყარისმხრივ:

არახშირი: ბრონქოსპაზმი ბრონქული ასთმის ან სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადების ანამნეზის მქონე პაციენტებში.

იშვიათი: ალერგიული რინიტი.

დარღვევებიკუჭ-ნაწლავისტრაქტისმხრივ:

ხშირი: კუჭ-ნაწლავის დარღვევები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა, შეკრულობა.

დარღვევებიკანისადაკანქვეშაქსოვილებისმხრივ:

იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ქავილი, წამოხურება, გამონაყარი).

ძალიან იშვიათი: ბეტა-ბლოკერებს შეუძლია ფსორიაზის პროვოცირება ან დამძიმება, ან გამოიწვიოს ფსორიაზის მსგავსი გამონაყარი, ალოპეცია.

დარღვევებიძვალ-კუნთოვანიდაშემაერთებელიქსოვილისმხრივ:

არახშირი: კუნთების სისუსტე და სპაზმი.

სისხლძარღვებისდარღვევები:

ხშირი: კიდურებში სიცივის ან დაბუჟების შეგრძნება, ჰიპოტენზია.

არახშირი: ორთოსტატული ჰიპოტენზია.

ზოგადიდარღვევები:

ხშირი: დაღლილობა*.

არახშირი: ასთენია.

ჰეპატობილიარულიდარღვევები:

იშვიათი: ჰეპატიტი.

დარღვევებისრეპროდუქციულისისტემისდასარძევეჯირკვლისმხრივ:

იშვიათი: ერექტიული დისფუნქცია.

ფსიქიკურიაშლილობები:

არახშირი: ძილის დარღვევები, დეპრესია.

იშვიათი: კოშმარები, ჰალუცინაციები.

  • ეს სიმპტომები ძირითადად აღინიშნება მკურნალობის დასაწყისში. როგორც წესი, ისინი მსუბუქი ხასიათისაა და ხშირად ქრება 1-2 კვირის განმავლობაში.

დოზის****გადაჭარბება

სიმპტომები

β-ბლოკერების დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ყველაზე ხშირი მოსალოდნელი ნიშნებია ბრადიკარდია, ჰიპოტენზია, ბრონქოსპაზმი, გულის მწვავე უკმარისობა და ჰიპოგლიკემია. დღეისათვის აღნიშნულია ბისოპროლოლის დოზის გადაჭარბების (მაქსიმუმ 2000 მგ) რამდენიმე შემთხვევა. აღინიშნა ბრადიკარდია ან/და ჰიპოტენზია. ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა. არსებობს ფართო ინდივიდთაშორისი ვარიაბელობა ბისოპროლოლის ერთი ერთჯერადი მაღალი დოზის მგრძნობელობის მიმართ; სავარაუდოდ, გულის უკმარისობის მქონე პაციენტები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან.

მკურნალობა

ზოგადად, დოზის გადაჭარბების განვითარების შემთხვევაში, ბისოპროლოლით მკურნალობა უნდა შეწყდეს და ჩატარდეს შემანარჩუნებელი და სიმპტომური მკურნალობა. შეზღუდული მონაცემები ადასტურებს, რომ ბისოპროლოლი რთულად ექვემდებარება დიალიზს. სხვა β-ბლოკერების მოსალოდნელი ფარმაკოლოგიური მოქმედებისა და რეკომენდაციების საფუძველზე კლინიკურად დადასტურების შემთხვევაში გასათვალისწინებელია შემდეგი ზოგადი ზომები.

ბრადიკარდია: ინტრავენურად შეიყვანეთ ატროპინი. თუ რეაქცია არასათანადოა, სიფრთხილით შეიყვანება იზოპრენალინი ან სხვა პრეპარატი დადებითი ქრონოტროპული მოქმედებით. გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს ტრანსვენური კარდიოსტიმულატორის განთავსება.

ჰიპოტენზია: საჭიროა ინტრავენური სითხეებისა და ვაზოპრესორების შეყვანა. შეიძლება სასარგებლო იყოს ინტრავენური გლუკაგონი.

ავბლოკადა (მეორეანმესამეხარისხი): საჭიროა პაციენტებზე გულდასმით დაკვირვება და მკურნალობის ჩატარება იზოპრენალინის საინფუზიო ხსნარით ან ტრანსვენური კარდიოსტიმულატორის განთავსება.

გულისმწვავეუკმარისობისდამძიმება: დიურეზულების, ინოტროპული საშუალებების, ვაზოდილატაციური საშუალებების ი/ვ შეყვანა.

ბრონქოსპაზმი: ბრონქოდილატაციური მკურნალობის დაწყება, როგორიცაა იზოპრენალინი, ბეტა2-სიმპათომიმეტური საშუალებები ან/და ამინოფილინი.

ჰიპოგლიკემია: გლუკოზის ი/ვ შეყვანა.

ფარმაკოლოგიური****თვისებები

ფარმაკოდინამიკური****თვისებები

ფარმაკოთერაპიულიჯგუფი: სელექციური β-ბლოკერები.

ათქ კოდი: C07AB07.

მოქმედების****მექანიზმი

ბისოპროლოლი ძლიერი მოქმედების, მაღალი სელექციურობის β1-ადრენორეცეპტორების ბლოკერია შინაგანი სიმპათომიმეტური აქტივობის გარეშე, რომელსაც არ გააჩნია სათანადო მემბრანომასტაბილიზებელი მოქმედება.

სხვა β1-ბლოკერების მსგავსად, ჰიპერტენზიის დროს მოქმედების მექანიზმი ზუსტად განსაზღვრული არ არის, მაგრამ ცნობილია, რომ ბისოპროლოლი მნიშვნელოვნად თრგუნავს რენინის პლაზმურ აქტივოვას.

სტენოკარდიის მქონე პაციენტებში β1-რეცეპტორების ბლოკადა ამცირებს გულის მოქმედებას და შესაბამისად, ამცირებს ჟანგბადზე მოთხოვნილებას. აქედან გამომდინარე, ბისოპროლოლი ეფექტიანად აქრობს ან ამცირებს სიმპტომებს.

ფარმაკო კინეტიკური****თვისებები

ბისოპროლოლი თითქმის სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ღვიძლში პირველად გავლის ძალიან მცირე ეფექტთან ერთად, ეს იწვევს მაღალ ბიოშეღწევადობას, დაახლოებით 90%-ს. პრეპარატი გამოიყოფა თანაბრად ღვიძლის და თირკმელების საშუალებით.

პლაზმიდან ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი (10-12 სთ) უზრუნველყოფს 24 საათიან ეფექტიანობას დოზის დღეში ერთხელ მიღების შემთხვევაში. მოქმედი ნივთიერების დაახლოებით 95% გამოიყოფა თირკმელების საშუალებით, ნახევარი უცვლელი ბისოპროლოლის სახით. ადამიანში აქტიური მეტაბოლიტები არ არის გამოვლენილი.

პრეკლინიკურიუსაფრთხოებისმონაცემები

ხელმისაწვდომი არ არის.

ფარმაცევტული****მახასიათებლები

შეუთავსებლობა

ხელმისაწვდომი არ არის.

ვარგისობის****ვადა

2 წელი.

შენახვისგანსაკუთრებულიპირობები

შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, საკუთარ შეფუთვაში. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვისაღწერილობადა****შიგთავსი

გამჭვირვალე პვქ/პე/პვდქ-ალუმინის ბლისტერი შეფუთვაში ზომით 30 ტაბლეტი.

აპკიანი გარსით დაფარული 30 ტაბლეტი/3 ბლისტერი/1 კოლოფი

სიფრთხილისგანსაკუთრებულიზომებიპრეპარატისუტილიზაციისასდამისგამოყენებასთანდაკავშირებულისხვამითითებები

განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.

გაცემის****წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი

NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S

თურქეთი.

ბისენიუსი 5მგ
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ბისოპროლოლის ფუმარატი

მოცემული პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით უნდა წაიკითხონ სრული ისნტრუქცია, რადგან ის შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. საჭიროა ინსტრუქციის შენახვა, რადგან შეიძლება კვლავ საჭირო გახდეს მ ისის გადაკითხვა. თუ დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. მოცემული პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ უნდა მოხდეს მისი სხვა პირებისათვის გადაცემა. ეს შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები პაციენტისას ემთხვევა.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი აღნიშნულ გამოყენების ინსტრუქციაში.

შემადგენლობა: მოქმედი ნივთიერება არის ბისოპროლოლის ფუმარატი. აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს 5მგ-ს.

ჩვენება: ბისენიუსის ტაბლეტების მოქმედი ნივთიერება არის ბისოპროლოლი. ბისოპროლოლი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, სახელწოდებით ბეტა- ბლოკერები. ეს პრეპარატები გავლენას ახდენს ორგანიზმის რეაქციაზე ზოგიერთ ნერვულ იმპულსზე, განსაკუთრებით გულის მხრივ. შედეგად, ბისოპროლოლი ანელებს გულისცემას და უფრო ეფექტურს ხდის გულიდან სისხლის გადატუმბვას სხვა ორგანოებში. ბისენიუსის ტაბლეტები გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ და გულ-მკერდის არეში ტკივილის (სტენოკარდია) პროფილაქტიკისთვის.

უკუჩვენება: არ მიიღება ბისენიუსის ტაბლეტები, თუ რომელიმე შემდეგი მდგომარეობა ეხება პაციენტს: ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ბისოპროლოლის ან ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ; მძიმე ასთმა; კიდურებში სისხლის ცირკულაციის მძიმე პრობლემები (როგორიცაა რეინოს სინდრომი), რაც შეიძლება იწვევდეს ხელისა და ფეხის თითებში ჩხვლეტას, გაფერმკრთალებას ან გალურჯებას; არანამკურნალები ფეოქრომოციტომა, რომელიც წარმოადგენს თირკმელზედა ჯირკვლის იშვიათ სიმსივნეს; მეტაბოლური აციდოზი, რომელიც წარმოადგენს მდგომარეობას, როდესაც აღინიშნება სისხლის ძლიერი მჟავიანობა; არ მიიღება ბისენიუსის ტაბლეტები, თუ პაციენტს აქვს გულის რომელიმე შემდეგი პრობლემა: გულის მწვავე უკმარისობა; გულის უკმარისობის დამძიმება, რომელიც საჭიროებს პრეპარატების ინტრავენურ შეყვანას გულის შეკუმშვათა გასაძლიერებლად; დაბალი არტერიული წნევა; გულის გარკვეული მდგომარეობები, რომლებიც იწვევს ძალიან დაბალ გულისცემას ან არარეგულარულ გულისცემას, როდესაც არ არის გამოყენებული კარდიოსტიმულატორი; კარდიოგენური შოკი, რომელიც წარმოადგენს გულის სერიოზულ მწვავე მდგომარეობას და იწვევს დაბალ არტერიულ წნევას და ცირკულატორულ უკმარისობას.

გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები: უნდა მიემართოს მკრუანლ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს ბისენიუსის მიღებამდე. თუ პაციენტს აქვს რომელიმე შემდეგი მდგომარეობა, ბისენიუსის ტაბლეტების მიღებამდე უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს; მან შეიძლება მიიღოს სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები (მაგალითად, დანიშნოს დამატებითი მკურნალობა ან უფრო ხშირად ჩაუტაროს პაციენტს შემოწმება): გულის უკმარისობა (მიუხედავად იმისა, რომ ბისოპროლოლი გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ, დოზირება ძალიან განსხვავდება); პირველი ხარისხის გულის ბლოკადა (მდგომარეობა, როდესაც დარღვეულია გულში ნერვული სიგნალების გადაცემა, რაც შეიძლება იწვევდეს გულისცემის გამოტოვებას ან არარეგულარულ გულისცემას); დიაბეტი; მკაცრი დიეტა; გულის გარკვეული დაავადებები, როგორიცაა გულის რიტმის დარღვევები, გულ-მკერდის არეში ძლიერი ტკივილი მოსვენების მდგომარეობაში (პრინცმეტალის სტენოკარდია); თირკმელების ან ღვიძლის პრობლემები; კიდურებში სისხლის მიმოქცევის ნაკლებად მძიმე პრობლემები; ფილტვების ქრონიკული დაავადება ან ნაკლებად მძიმე ასთმა; ალერგიის ანამნეზი; კანზე აქერცლილი გამონაყარის ანამნეზი (ფსორიაზი); თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე (ფეოქრომოციტომა); ფარისებრი ჯირკვლის დარღვევა.
მიღების წესი: მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების ზუსტად დაცვით. რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში კონსულტაციისთვის უნდა მიეამრთოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ტაბლეტი მიიღება წყლის მიყოლებით დილით, საკვებთან ერთად ან მის გარეშე. არ უნდა დაფშვნან და არ დაღეჭონ ტაბლეტი.

ბისენიუსი 5მგ
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ბისოპროლოლის ფუმარატი

მოცემული პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით უნდა წაიკითხონ სრული ისნტრუქცია, რადგან ის შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. საჭიროა ინსტრუქციის შენახვა, რადგან შეიძლება კვლავ საჭირო გახდეს მ ისის გადაკითხვა. თუ დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. მოცემული პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ უნდა მოხდეს მისი სხვა პირებისათვის გადაცემა. ეს შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები პაციენტისას ემთხვევა.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი აღნიშნულ გამოყენების ინსტრუქციაში.

შემადგენლობა: მოქმედი ნივთიერება არის ბისოპროლოლის ფუმარატი. აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს 5მგ-ს.

ჩვენება: ბისენიუსის ტაბლეტების მოქმედი ნივთიერება არის ბისოპროლოლი. ბისოპროლოლი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, სახელწოდებით ბეტა- ბლოკერები. ეს პრეპარატები გავლენას ახდენს ორგანიზმის რეაქციაზე ზოგიერთ ნერვულ იმპულსზე, განსაკუთრებით გულის მხრივ. შედეგად, ბისოპროლოლი ანელებს გულისცემას და უფრო ეფექტურს ხდის გულიდან სისხლის გადატუმბვას სხვა ორგანოებში. ბისენიუსის ტაბლეტები გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ და გულ-მკერდის არეში ტკივილის (სტენოკარდია) პროფილაქტიკისთვის.

უკუჩვენება: არ მიიღება ბისენიუსის ტაბლეტები, თუ რომელიმე შემდეგი მდგომარეობა ეხება პაციენტს: ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ბისოპროლოლის ან ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ; მძიმე ასთმა; კიდურებში სისხლის ცირკულაციის მძიმე პრობლემები (როგორიცაა რეინოს სინდრომი), რაც შეიძლება იწვევდეს ხელისა და ფეხის თითებში ჩხვლეტას, გაფერმკრთალებას ან გალურჯებას; არანამკურნალები ფეოქრომოციტომა, რომელიც წარმოადგენს თირკმელზედა ჯირკვლის იშვიათ სიმსივნეს; მეტაბოლური აციდოზი, რომელიც წარმოადგენს მდგომარეობას, როდესაც აღინიშნება სისხლის ძლიერი მჟავიანობა; არ მიიღება ბისენიუსის ტაბლეტები, თუ პაციენტს აქვს გულის რომელიმე შემდეგი პრობლემა: გულის მწვავე უკმარისობა; გულის უკმარისობის დამძიმება, რომელიც საჭიროებს პრეპარატების ინტრავენურ შეყვანას გულის შეკუმშვათა გასაძლიერებლად; დაბალი არტერიული წნევა; გულის გარკვეული მდგომარეობები, რომლებიც იწვევს ძალიან დაბალ გულისცემას ან არარეგულარულ გულისცემას, როდესაც არ არის გამოყენებული კარდიოსტიმულატორი; კარდიოგენური შოკი, რომელიც წარმოადგენს გულის სერიოზულ მწვავე მდგომარეობას და იწვევს დაბალ არტერიულ წნევას და ცირკულატორულ უკმარისობას.

გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები: უნდა მიემართოს მკრუანლ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს ბისენიუსის მიღებამდე. თუ პაციენტს აქვს რომელიმე შემდეგი მდგომარეობა, ბისენიუსის ტაბლეტების მიღებამდე უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს; მან შეიძლება მიიღოს სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები (მაგალითად, დანიშნოს დამატებითი მკურნალობა ან უფრო ხშირად ჩაუტაროს პაციენტს შემოწმება): გულის უკმარისობა (მიუხედავად იმისა, რომ ბისოპროლოლი გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ, დოზირება ძალიან განსხვავდება); პირველი ხარისხის გულის ბლოკადა (მდგომარეობა, როდესაც დარღვეულია გულში ნერვული სიგნალების გადაცემა, რაც შეიძლება იწვევდეს გულისცემის გამოტოვებას ან არარეგულარულ გულისცემას); დიაბეტი; მკაცრი დიეტა; გულის გარკვეული დაავადებები, როგორიცაა გულის რიტმის დარღვევები, გულ-მკერდის არეში ძლიერი ტკივილი მოსვენების მდგომარეობაში (პრინცმეტალის სტენოკარდია); თირკმელების ან ღვიძლის პრობლემები; კიდურებში სისხლის მიმოქცევის ნაკლებად მძიმე პრობლემები; ფილტვების ქრონიკული დაავადება ან ნაკლებად მძიმე ასთმა; ალერგიის ანამნეზი; კანზე აქერცლილი გამონაყარის ანამნეზი (ფსორიაზი); თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე (ფეოქრომოციტომა); ფარისებრი ჯირკვლის დარღვევა.
მიღების წესი: მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების ზუსტად დაცვით. რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში კონსულტაციისთვის უნდა მიეამრთოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ტაბლეტი მიიღება წყლის მიყოლებით დილით, საკვებთან ერთად ან მის გარეშე. არ უნდა დაფშვნან და არ დაღეჭონ ტაბლეტი.

რას წარმოადგენს ბისენიუსი და რისთვის გამოიყენება იგი
ბისენიუსის ტაბლეტების მოქმედი ნივთიერება არის ბისოპროლოლი. ბისოპროლოლი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, სახელწოდებით ბეტა-ბლოკერები. ეს პრეპარატები გავლენას ახდენს ორგანიზმის რეაქციაზე ზოგიერთ ნერვულ იმპულსზე, განსაკუთრებით გულის მხრივ. შედეგად, ბისოპროლოლი ანელებს გულისცემას და უფრო ეფექტურს ხდის გულიდან სისხლის გადატუმბვას სხვა ორგანოებში. ბისენიუსის ტაბლეტები გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ და გულ-მკერდის არეში ტკივილის (სტენოკარდია) პროფილაქტიკისთვის.

რა უნდა იცოდეთ ბისენიუსის ტაბლეტების მიღებამდე
არ მიიღოთ ბისენიუსის ტაბლეტები

არ მიიღოთ ბისენიუსის ტაბლეტები, თუ რომელიმე შემდეგი მდგომარეობა გეხებათ:

ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ბისოპროლოლის ან ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (იხ. პარაგრაფი 6 “რას შეიცავს ბისენიუსი“)
მძიმე ასთმა
კიდურებში სისხლის ცირკულაციის მძიმე პრობლემები (როგორიცაა რეინოს სინდრომი), რაც შეიძლება იწვევდეს ხელისა და ფეხის თითებში ჩხვლეტას, გაფერმკრთალებას ან გალურჯებას.
არანამკურნალები ფეოქრომოციტომა, რომელიც წარმოადგენს თირკმელზედა ჯირკვლის იშვიათ სიმსივნეს.
მეტაბოლური აციდოზი, რომელიც წარმოადგენს მდგომარეობას, როდესაც აღინიშნება სისხლის ძლიერი მჟავიანობა.
არ მიიღოთ ბისენიუსის ტაბლეტები, თუ გაქვთ გულის რომელიმე შემდეგი პრობლემა:

გულის მწვავე უკმარისობა
გულის უკმარისობის დამძიმება, რომელიც საჭიროებს პრეპარატების ინტრავენურ შეყვანას გულის შეკუმშვათა გასაძლიერებლად
დაბალი არტერიული წნევა
გულის გარკვეული მდგომარეობები, რომლებიც იწვევს ძალიან დაბალ გულისცემას ან არარეგულარულ გულისცემას, როდესაც არ არის გამოყენებული კარდიოსტიმულატორი
კარდიოგენური შოკი, რომელიც წარმოადგენს გულის სერიოზულ მწვავე მდგომარეობას და იწვევს დაბალ არტერიულ წნევას და ცირკულატორულ უკმარისობას.გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები

მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს ბისენიუსის მიღებამდე.

თუ გაქვთ რომელიმე შემდეგი მდგომარეობა, ბისენიუსის ტაბლეტების მიღებამდე აცნობეთ ექიმს; მან შეიძლება მიიღოს სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები (მაგალითად, დაგინიშნოთ დამატებითი მკურნალობა ან უფრო ხშირად ჩაგიტაროთ შემოწმება):

გულის უკმარისობა (მიუხედავად იმისა, რომ ბისოპროლოლი გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ, დოზირება ძალიან განსხვავდება)
პირველი ხარისხის გულის ბლოკადა (მდგომარეობა, როდესაც დარღვეულია გულში ნერვული სიგნალების გადაცემა, რაც შეიძლება იწვევდეს გულისცემის გამოტოვებას ან არარეგულარულ გულისცემას)
დიაბეტი
მკაცრი დიეტა
გულის გარკვეული დაავადებები, როგორიცაა გულის რიტმის დარღვევები, გულ-მკერდის არეში ძლიერი ტკივილი მოსვენების მდგომარეობაში (პრინცმეტალის სტენოკარდია)
თირკმელების ან ღვიძლის პრობლემები
კიდურებში სისხლის მიმოქცევის ნაკლებად მძიმე პრობლემები
ფილტვების ქრონიკული დაავადება ან ნაკლებად მძიმე ასთმა
ალერგიის ანამნეზი
კანზე აქერცლილი გამონაყარის ანამნეზი (ფსორიაზი)
თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე (ფეოქრომოციტომა)
ფარისებრი ჯირკვლის დარღვევა.

ასევე, აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ დაგეგმილი გაქვთ:

დესენსიბილიზაციური თერაპია (მაგალითად, თივის ცხელების პრევენციისთვის), რადგან ბისენიუსის ტაბლეტებმა შეიძლება გაზარდოს ალერგიული რეაქციის რისკი, ან დაამძიმოს ალერგიული რეაქცია.
ანესთეზია (მაგალითად, ოპერაციისთვის), რადგან ბისენიუსის ტაბლეტებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ მდგომარეობაში თქვენი ორგანიზმის რეაქციაზე.

თუ გაქვთ ფილტვების ქრონიკული დაავადება ან ნაკლებად მძიმე ასთმა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ დაგეწყოთ სუნთქვის გაძნელება, ხველა, ხიხინი ვარჯიშის შემდეგ და ა.შ., ბისენიუსის გამოყენებისას.

სხვა პრეპარატები და ბისენიუსის ტაბლეტები

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.

არ მიიღოთ შემდეგი პრეპარატები ბისენიუსის ტაბლეტებთან ერთად თქვენი ექიმის სპეციალური მითითების გარეშე:

გარკვეული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის, სტენოკარდიის ან არარეგულარული გულისცემის სამკურნალოდ (ცნობილია, როგორც კალციუმის ანტაგონისტები, როგორიცაა ვერაპამილი და დილთიაზემი)
გარკვეული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ, როგორიცაა კლონიდინი, მეთილდოპა, მოქსონოდინი, რილმენიდინი. თუმცა, არ შეწყვითოთ ამ პრეპარატების მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის შემდეგი პრეპარატების ბისენიუსის ტაბლეტებთან ერთად მიღებამდე; შეიძლება, ექიმმა უფრო ხშირად შეამოწმოს თქვენი მდგომარეობა:

გარკვეული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება არარეგულარული ან პათოლოგიური გულისცემის სამკურნალოდ (ცნობილია, როგორც I კლასის ანტიარითმული პრეპარატები, როგორიცაა ქინიდინი და დიზოპირამიდი)
გარკვეული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის ან სტენოკარდიის სამკურნალოდ (ცნობილია, როგორც დიჰიდროპირიდინის ტიპის კალციუმის ანტაგონისტები, როგორიცაა ნიფედიპინი)
გარკვეული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება არარეგულარული ან პათოლოგიური გულისცემის სამკურნალოდ (ცნობილია, როგორც III კლასის ანტიარითმული პრეპარატები, როგორიცაა ამიოდარონი)
ადგილობრივი გამოყენების ბეტა-ბლოკერები (როგორიცაა თიმოლოლის თვალის წვეთები გლაუკომის სამკურნალოდ)
გარკვეული პრეპარატები ისეთი მდგომარეობების სამკურნალოდ, როგორიცაა ალცჰაიმერის დაავადება ან გლაუკომა (ცნობილია, როგორც პარასიმპათომიმეტური საშუალებები, როგორიცაა ტაკრინი ან კარბახოლი), ან პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის მწვავე დაავადებების სამკურნალოდ (ცნობილია, როგორც სიმპათომიმეტური საშუალებები, როგორიცაა იზოპრენალინი და დობუტამინი)
დიაბეტის სამკურნალო საშუალებები, ინსულინის ჩათვლით
საანესთეზიო საშუალებები (მაგალითად, ოპერაციის დროს)
სათითურას პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს), რომლებიც გამოიყენება ართრიტის, ტკივილის ან ანთების სამკურნალოდ (მაგალითად, იბუპროფენი ან დიკლოფენაკი)
სიმპათომიმეტური საშუალებები, როგორიცაა ადრენალინი და ნორადრენალინი, რომლებიც გამოიყენება გულის შეტევის და დაბალი არტერიული წნევის სამკურნალოდ. ადრენალინი ასევე გამოიყენება ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ. ალერგიული რეაქციის სამკურნალოდ შეიძლება საჭირო გახდეს ადრენალინის მაღალი დოზები, თუ ერთდროულად გამოიყენება ბისენიუსი.
ნებისმიერი პრეპარატი, რომელიც იწვევს არტერიული წნევის სასურველ ან არასასურველ დაქვეითებას, როგორიცაა ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, დეპრესიის სამკურნალო გარკვეული პრეპარატები (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, როგორიცაა იმიპრამინი ან ამიტრიპტილინი), ეპილეფსიის სამკურნალო ან ანესთეზიის დროს გამოსაყენებელი გარკვეული პრეპარატები (ბარბიტურატები, როგორიცაა ფენობარბიტალი) ან გარკვეული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება რეალობასთან კავშირის დაკარგვით მიმდინარე ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ (ფენოთიაზინები, როგორიცაა ლევომეპრომაზინი)
მეფლოქინი, გამოიყენება მალარიის პროფილაქტიკისთვის ან სამკურნალოდ.
დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები, სახელწოდებით მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები (გარდა მაო-B-ს ინჰიბიტორებისა), როგორიცაა მოკლობემიდი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობა

ორსულობის პერიოდში ბისენიუსის ტაბლეტების გამოყენებისას არსებობს ბავშვისთვის ზიანის მიყენების რისკი. თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, აცნობეთ თქვენს ექიმს. ის მიიღებს გადაწყვეტილებას, შეგიძლიათ თუ არა ბისენიუსის ტაბლეტების მიღება ორსულობის პერიოდში.

ძუძუთი კვება

ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა ბისოპროლოლი ადამიანის რძეში. ამიტომ, ბისენიუსის ტაბლეტებით მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარი შეიძლება შეიცვალოს პრეპარატის ამტანობის მიხედვით. განსაკუთრებული სიფრთხილე დაიცავით მკურნალობის დასაწყისში, დოზის გაზრდის ან პრეპარატის შეცვლის შემთხვევაში, ასევე ალკოჰოლთან ერთად მიღებისას.

როგორ მიიღება ბისენიუსის ტაბლეტები
მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების ზუსტად დაცვით. რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მიიღეთ ტაბლეტი წყლის მიყოლებით დილით, საკვებთან ერთად ან მის გარეშე. არ დაფშვნათ და არ დაღეჭოთ ტაბლეტი.

ჩვეულებრივ, ბისენიუსის ტაბლეტებით მკურნალობა ხანგრძლივია.

მოზრდილები, ხანდაზმულების ჩათვლით:

ჩვეულებრივი სადღეღამისო დოზა შეადგენს 10 მგ ბისოპროლოლს.

იმის მიხედვით, თუ რამდენად კარგად რეაგირებთ პრეპარატზე, თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას დოზის 5 მგ-მდე შემცირების ან 20 მგ-მდე გაზრდის შესახებ. არ შეიძლება დღე-ღამეში 20 მგ დოზის გადაჭარბება. ამ საკითხთან დაკავშირებით მითითებებს მიიღებთ თქვენი ექიმისგან.

ასევე, ეტიკეტზე მითითებულია მისაღები ტაბლეტების რაოდენობა და სიხშირე.

თქვენი ფარმაცევტი დაგეხმარებათ, თუ არ ხართ დარწმუნებული რაიმე საკითხზე.

მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში, თქვენი ექიმი ჩვეულებრივ გირჩევთ დოზის თანდათანობით შემცირებას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მდგომარეობა შეიძლება დამძიმდეს.

ბავშვები და მოზარდები:

ბავშვებსა და მოზარდებში ბისენიუსის ტაბლეტების გამოყენება რეკომენდებული არ არის.

თუ მიიღეთ ბისენიუსის ტაბლეტების საჭიროზე მეტი დოზა

თუ მიიღეთ ბისენიუსის ტაბლეტების საჭიროზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს უბედური შემთხვევებისა და სასწრაფო დახმარების განყოფილებას. თან იქონიეთ თქვენი ტაბლეტები. თქვენი ექიმი მიიღებს საჭირო ზომებს.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ტაბლეტები, შეიძლება აღგენიშნოთ შენელებული პულსი, სუნთქვის მწვავე გაძნელება, თავბრუსხვევის შეგრძნება ან კანკალი (სისხლში შაქრის შემცველობის დაქვეითების გამო).

თუ დაგავიწყდათ ბისენიუსის ტაბლეტების მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. მიიღეთ ჩვეულებრივი დოზა მეორე დილით.

თუ შეწყვიტეთ ბისენიუსის ტაბლეტების მიღება

არასდროს შეწყვიტოთ ბისენიუსის მიღება თქვენი ექიმის რჩევის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მდგომარეობა შეიძლება დამძიმდეს.

მოცემული პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, ბისენიუსის ტაბლეტებსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში. სერიოზული რეაქციების თავიდან ასაცილებლად დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გვერდითი მოქმედება სერიოზულ სახეს ატარებს, მოულოდნელად განვითარდა ან სწრაფად დამძიმდა.

ცნობილი გვერდითი მოქმედება ჩამოთვლილია ქვემოთ მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით:

ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1 ადამიანში):

დაღლილობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი
ხელებსა და ფეხებში სიცივის ან დაბუჟების შეგრძნება
დაბალი არტერიული წნევა
კუჭის ან ნაწლავების პრობლემები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა ან შეკრულობა.

არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1 ადამიანში):

გავლენა ნორმალურ გულისცემაზე
გულის უკმარისობის გაუარესება
ძილის დარღვევები
დეპრესია
სუნთქვის პრობლემები ასთმის ან ფილტვების ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში
სისუსტის შეგრძნება, კუნთების სისუსტე, კუნთების სპაზმი
თავბრუსხვევა ფეხზე ადგომისას.

იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1 ადამიანში):

სმენის დარღვევები
ალერგიული სურდო, ცემინება და ქავილი
ცრემლდენის შემცირება (თვალების სიმშრალე)
ღვიძლის ანთება, რაც შეიძლება იწვევდეს კანის ან თვალების თეთრი გარსის გაყვითლებას
ღვიძლის ფუნქციის ან ცხიმების შემცველობის განმსაზღრელი სისხლის გარკვეული ანალიზების შედეგების ნორმიდან აცდენა
ალერგიის მსგავსი რეაქციები, როგორიცაა ქავილი, წამოხურება, გამონაყარი
ერექციის დარღვევა
კოშმარები, ჰალუცინაციები
გულის წასვლა.

ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10000-დან 1 ადამიანში):

თვალების გაღიზიანება და სიწითლე (კონიუნქტივიტი)
თმის ცვენა
კანზე აქერცლილი გამონაყარის განვითარება ან დამძიმება (ფსორიაზი); ფსორიაზის მსგავსი გამონაყარი.

როგორ ინახება ბისენიუსის ტაბლეტები
მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ შენიშნავთ დაზიანების ნებისმიერ ხილვად ნიშანს. არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე წარწერა EXP-ის შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
არ შეიძლება პრეპარატების საკანალიზაციო მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად გადაგდება. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციასთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.

ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ბისენიუსის ტაბლეტები

მოქმედი ნივთიერება არის ბისოპროლოლის ფუმარატი.
აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს 5 მგ-ს.

აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს 10 მგ-ს.

ბისენიუსის ტაბლეტების აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

ბისენიუსი 5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის ყვითელი ფერის, მრგვალი, ამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ერთი ნაჭდევით.

ბისენიუსი 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის ნარინჯისფერი, მრგვალი, ამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ერთი ნაჭდევით.

ტაბლეტის გაყოფა შეიძლება თანაბარ დოზებად.

ერთი შეფუთვა შეიცავს 30 ტაბლეტს.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით