ამიოკორდინი - Amiokordin
ამიოკორდინი - Amiokordin

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კარდიალური თერაპია, ანტიარითმიული საშუალებები, კლასი III

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ამიოკორდინი
AMIOKORDIN

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება
ამიოდარონი (amiodarone)

წამლის ფორმა
ტაბლეტები

შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას 200 მგ ამიოდარონის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი, კაჟბადის კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

აღწერილობა
თეთრიდან ღია-ჩალისფერამდე, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები ცალ მხარეს ნაზოლით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
არითმიის საწინააღმდეგო საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები**
**ამიოდარონი არითმიის საწინააღმდეგო III კლასის საშუალებაა. ასევე გააჩნია ანტიანგინალური, კორონარომადილატიზირებელი, ალფა- და ბეტა-ადრენომაბლოკირებელი, თირეოტროპული და ჰიპოტეზიური მოქმედება. ანტიანგინალური ეფექტი განპირობებულია კორონაროგამაფართოვებელი და ანტიადრენერგიული მოქმედებით, მიოკარდის მიერ ჟანგბადის მოთხოვნილების შემცირებით. შემანელებელ მოქმედებას ახდენს გულ- სისხლძარღვთა სისტემის ალფა- და ბეტა-ადრენორეცეპტორებზე (მათი სრული ბლოკადის გარეშე). ამცირებს მგრძნობელობას სიმპათური ნერვული სისტემის ჰიპერსტიმულირების მიმერთ, კორონარული სისხლძარღვების წინააღმდეგობას; აძლიერებს კორონარული სისხლის დინებას, აიშვიათებს გულის შეკუმშვის სიხშირეს (გკს), ზრდის მიოკარდიუმის ენერგეტიკულ რეზერვებს. ამცირებს სისხლძარღვების ზოგად პერიფერიულ წინააღმდეგობას (სზპწ) და სისტემურ არტერიულ წნევას (ვენაში შეყვანისას).
ამიოდარონის არითმიის საწინააღმდეგო მოქმედება განპირობებულია მიოკარდიუმის ელექტროფიზიოლოგიურ პროცესებზე ზემოქმედებით, ახანგრძლივებს კარდიომიოციტების მოქმედების პოტენციალს, წინაგულის, პარკუჭების, ატრიოვენტრიკულური კვანძის, გისის და პურკინიეს ბოჭკოების კონის, აგზნების ჩატარების დამატებითი გზების რეფრაქტერული პერიოდის გაზრდით. თავისი სტრუქტურით ამიოდარონი თირეოდული ჰორმონების მსგავსია. იოდის შემცველობა მისი მოლეკულური წონის დაახლოებით 37% შეადგენს. ზეგავლენას ახდენს თირეოიდული ჰორმონების ცვლაზე (აინჰიბირებს T3 და T4 გარდაქმნას), აბლოკირებს ამ ჰორმონების კარდიოციტებითა და ჰეპატოციტებით დაჭერას, რაც იწვევს მიოკარდიუმზე თირეოიუდული ჰორმონების მასტიმულირებელი მოქმედების შესუსტებას (T3-ს დეფიციტს შეუძლია გამოიწვიოს თირეოტროპული ჰორმონის ჰიპერპროდუქცია და თირეოტოქსიკოზი).
ფარმაკოკინეტიკა
პერპრალური მიღებისას სისხლში მაქსიმალური კონცენტრაცია 5-6 საათში მიიღწევა. აბსორბცია 30-50%, ბიოშეღწევადობა 40%, პლაზმის ცილებთნ შეერთება 95%.
ამიოდარონის მეტაბოლიზმი ძირითადად ღვიძლში ხორციელდება, ნაწილობრივ ნაწლავის ლორწოვან გარსში. ღვიძლში ამიოდარონი მეტაბოლიზირდება ციტოქრომის P 450-ის (იზოენზიმით CYP3A4) დახმარებით. ძირითადი ძირითადი მეტაბოლიტი – დეზეთილამიოდარონი – ფარმაკოლოგიურად აქტიურია და შეუძლია ძირითდი ნაერთის ანტიარითმიული ეფექტის გაძლიერება. პერორალური მიღებისას ამიოდარონის გამოყოფა 2 ფაზას გადის: საწყის ფაზაში ნახევარგამოყოფის პერიოდი 4-5 საათს შეადგენს, მეორე ფაზაში – 25-110 დღეს. დეზეთილამიოდარონის ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდი საშუალოდ 61 დღეს შეადგენს. გამოიყოფა ნაღვლის წვენთან ერთად (85-95%), თირკმელებით გამოიყოფა შიგნით მიღებული დოზის 1%-ზე ნაკლები (ამიტომ თირკმელების დარღვეული ფუნქციისას შეცვლა აუცილებელი არ არის დოზირების). არც ამიოდარონი, არც მისი მეტაბოლიტები დიალიზს არ ექვემდებარება.
ამიოდარონი აღწევს ჰებ-სა და პლაცენტაში (10-50%), გამოიყოფა დედის რძესთან ერთად (დედის მიერ მიღებული დოზის 25%).

გამოყენების ჩვენებები
გულის რითმის პაროქსიზმული დარღვევები: პარკუჭების სიცოცხლისათვის საშიში არითმიები (პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პარკუჭების ფიბრილაცია), სუპრავენტრიკულური არითმიები (როგორც წესი, ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომი, მ.შ. წინაგულების ციმციმისა და ფრიალის პაროქსიზმი), წინაგულის და პარკუჭის ექსტრასისტოლია, არითმიები კორონარული ან გულის უკმარისობის ფონზე, პარასისტოლია, პარკუჭების არითმიები და ავდმყოფებში შიგასის მიოკარდიუმით, სტენოკარდია.

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ (მათ შორის იოდის მიმართ), სინუსური ბრადიკარდია, სინოატრიული ბლოკადა, II და III ხარისხის AV ბლოკადა (კარდიომასტიმულირებლის გამოყენების გარეშე), კარდიოგენური შოკი, ჰიპოკალიემია, კოლაფსი, რტერიული ჰიპოტენზია, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი (სკსს), გულის უკმარისობა (დეკომპენსაციის სტადიაში), ჰიპოთირეოზი, ჰიპერთირეოზი, ფილტვების ინტერსტიციული დაავადებები, მაო-ს ინჰიბიტორების მიღება, ლაქტაციის პერიოდი, 18 წლამდე ასაკი.
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის, ღვიძლის უკმარისობის, ბრონქული ასთმის, ხანდაზმული ასაკის დროს (გამოხატული ბრადიკარდიის განვითარების მაღალი რისკი).
**
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
** ამიოდარონის მიღება ორსულობის დროს არ შეიძლება. ახალშობილებში იწვევს ჰიპოთირეოზს, ჩიყვს, ბრადიკარდიას და გონებრივი განვითარების ჩამორჩენას.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ლაქტაციის დროს, ვინაიდან ამიოდარონს შეუძლია დედის რძეში შეღწევა.

გამოყენების წესი და დოზები
დოზირების შერჩევა ყოველთვის თითოეული კონკრეტული ავადმყოფის მდგომარეობისა და მოთხოვნების შესაბამისად უნდა მოხდეს.
ტაბლეტები ჩაიყლაპება მთლიანად, მცირე რაოდენობით სითხის მიყოლებით. პრეპარატის მიღება შეიძლება საკვების მიღების დროს ან მის შემდეგ.
მკურნალობის დაწყება: ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 600-800 მგ დღეში, გაყოფილი 2-3 მიღებად. საწყისი მკურნალობა ჩვეულებრივ 8-15 დღე გრძელდება. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია 1200 მგ-მდე დღეში.
შემანარჩუნებელი მკურნალობა: გამოიყენება უმცირესი ეფექტური დოზა ავადმყოფის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით. ჩვეულებრივი დოზა დღეში 100-400 მგ შეადგენს ერთჯერადი დოზის სახით ან პეპარატის დოზის გაყოფა შეიძლება 1-2 მიღებად.
ასევე შესაძლენელია პრეპარატის ალტერნატიული მიღების გამოყენება, რომელიც სადღეღამისო ორმაგი დოზისაგან შედგება, რომელიც ყოველ მეორე დღეს მიიღება ან პრეპარატის თერაპიული დოზის კვირაში 5 დღის განმავლობაში მიღება (2-დღიანი შესვენებით კვირის ბოლოს).
მოზრდილებში საშუალო თერაპიული ერთჯერადი დოზა – 200 მგ, საშუალო თერაპიული სადღეღამისო დოზა – 400 მგ, მაქსიმალური ერთჯერადი დოზა – 400 მგ, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 1200 მგ.
ხანდაზმული პაციენტები და ბავშვები
ხანდაზმული ასაკის ავადმყოფების მკურნალობისას რეკომენდებულია ამიოკორდინის უმცირესი დატვირთული და შემანარჩუნებელი დოზების გამოყენება.
ამიოკორდინის ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დაუდგენელია.

გვერდითი მოქმედება
გულ-სისხლძარღვთა სისტემა: სინუსური ბრადიკარდია, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, ხანგრძლივი გამოყენებისას – გულის უკმარისობის სიმპტომების პროგრესირება, “პირუეტის” ტიპის ტაქიკარდია, არსებული არითმიის გაძლიერება ან მისი განვითარება.
სუნთქვის სისტემა: ხანგრძლივი გამოყენებისას – არაპროდუქციული ხველა, ქოშინი, ინტერსტიციული პნევმონია ან ალვეოლიტი, ფილტვების ფიბროზი, პლევრიტი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, ღვიძლი: ღებინება, გულისრევა, უმადობა, გემოს შეგრძნების შესუსტება ან დაკარგვა, აბდომინალური ტკივილები, მეტეორიზმი, იშვიათად ღვიძლის ტრანზიტული დარღვევები (სისხლის შრატში “ღვიძლის” ფერმენტების აქტივობის მომატება). ხანგრძლივი გამოყენებისას – ტოქსიკური ჰეპატიტი, ქოლესტაზი, სიყვითლე, ღვიძლის ციროზი.
ფარისებრი ჯირკვალი: T4 დონის მომატება T3-ს ნორმალური ან უმნიშვნელოდ დაწეული დონისას, ჰიპოთირეოზი, ჰიპერთირეოზი (საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა).
ნერვული სისტემა: ხანგრძლივი გამოყენებისას პერიფერიული ნეიროპათია, პარასთეზიები, ტრემორი, თავის ტკივილი, მხედველობითი ნერვების ნეიროპათია და/ან ნევრიტი, პოლინეიროპათია, თავბრუსხვევა, სისუსტე, ქალაშიდა წნევის ზომიერი აწევა, ღამის კოშმარები, სმენითი ჰალუცინაციები.
შეგრძნების ორგანოები: უვეიტი, რქოვანას ეპითელიუმში ლიპოფუსცინის დალექვა და მხედველობის დარღვევა (არამკვეთრი მხედველობა, მხედველობის არეს შეზღუდვა – პაციენტის ჩივილები მანათობელ წერტილებსა და ძლიერი განათებისას თვალებში ბინდის შესახებ), ბადურას ფენის მიკროდაშლა. მხედველობის უფრო გამოხატული დარღვევები შესაძლოა გახდეს მხედველობის ნერვის ნეიროპათიისა და/ან ნევრიტის შედეგი.
კანი: სხეულის ღია ნაწილების ფოტომგრძნობელობის მომატება (ფოტოსენსიბილიზაცია), გამონაყარი ან კანის ნაცრისფერ-ცისფრად შეღებვა შეიძლება განვითარდეს ამიოკორდინით მკურნალობის და მისი შეწყვეტიდან რამოდენიმე კვირის განმავლობაში. უფრო იშვიათი გევრდითი ეფექტებია გამონაყარი კანზე, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმოლიზი და ანგიონევროზული შეშუპება. კანის ნაცრისფერ-ცისფრად შეღებვა გავლითია პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ ქრება.
ლაბორატორიული მაჩვენებლები: ხანგრძლივი გამოყენებისას – თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური და აპლასტიური ანემია.
სხვა: მიოპათია, ეპიდერმიტი, პოტენციის დაქვეითება, ალოპეცია, ვასკულიტი.
**
ჭარბი დოზა**
სიმპტომები: არტერიული წნევის დაწევა, ბრადიკარდია, არითმიები, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, “პირუეტის” ტიპის ტაქიკარდია.
მკურნალობა სიმპტომატურია. ბრადიკარდიის აღმოფხვრა შესაძლებელია ატროპინით, ბეტა- ადრენორეცეპტორების ანტაგონისტებით, გლუკაგონით ან რითმის დროებითი მატარებლით. არტერიული ჰიპოტენზიის აღმოსაფხვრელად აუცილებელია კარდიოტონურები და/ან სისხლძარღვების შემავიწროვებელი საშუალებები. “პირუეტის” ტიპის ტაქიკარდიის დროს- Mg მარილების ვენაში შეყვანა, კარდიოსტიმულირება. ჰემოდიალიზი არაეფექტურია.
**
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან**
ამიოკორდინის ანტიარითმიულ საშუალებებან (ბეპრიდილი, IA, IB, IC კლასის ანტიარითმიული საშუალებები, სოტალოლი), ვინკამინთან, სულპოპრიდომთან, ერითრომიცინთან (ვენაში) და პენტამიდინთან (ვენაში) ერთან გამოყენება უკუნაჩვენებია “პირუეტის” ტიპის პოლიფორმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარების, QT ინტერვალის გახანგრძლივების, სინუსური ბრადიკარდიის, სინუსური კვანძის ან AV ბლოკადის მიმართ მიდრეკილების შესაძლებლობის გამო. ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ფენოტიაზინები, ასტემიზოლი და ტერფენადინი ამიოკორდინთან ერთად გამოყენებისას QT ინტერვალს დამატებით ახანგრძლივებს და ზრდის პარკუჭების არითმიეის განვითარების რისკს, განსაკუთრებით “პირუეტის” ტიპის არითმიებს.
აუცილებელია სიფრთხილის დაცვა, თუ ამიოკორდინი გამოიყენება იმ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებსაც ჰიპოკალიემიის გამოწვევა შეუძლიათ: მასტიმულირებელი მოქმედების საფაღარათე საშუალებები, კალიუმის ექსკრეციის გამაძლიერებელი დიურეზულები, კორტიკოსტეროიდები, ამფოტერიცინი ბ (ვენაში), სინთეტიკური კორტიკოტროპინი (ტეტრაკოზაქტიდი). ჰიპოკალიემია ხელს უწყობს QT ინტერვალს დამატებით გახანგრძლივებას, რასაც შეუძლია გაზარდოს პარკუჭების არიტმიის განვითარების რისკი, “პირუეტის” ტიპის არითმიების ჩათვლით.
რეკომენდებული არ არის ამიოკორდინისა და კალციუმის “ნელი” არხების ბლოკატორებთან (დილთიაზემი, ვერაპამილი, კალციუმის “ნელი” არხების სხვა ბლოკატორები) ან ბეტა- ადრენობლოკატორებთან ერთად გამოყენება,ვინაიდან ისინი ზრდიან ბრადიკარდიის განვითარბის და ატრიოვენტრიკულური გამტარობის დათრგუნვის რისკს.
პპრეპარატი აძლიერებს არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტების – ვარფარინისა და აცენოკუმაროლის ეფექტებს. ამ შემთხვევებში ვარფარინის დოზა უნდა შემცირდეს 66%-მდე, ხოლო აცენოკუმაროლის – 50%-მდე, და გაკონტროლდეს პროთრომბინის დრო.
ამიოკორდინისა და დიგოქსინის კომბინირებისას შესაძლებელია ატრიოვენტრიკულური გამტარობის დარღვევები ან სისხლის შრატში დიგოქსინის კონცენტრაციის გაზრდა (მისი ექსკრეციის შემცირების გამო). ასეთ სიტუაციაში აუცილებელია სისხლის შრატში დიგოქსინის კონცენტრაციის კონტროლი, დიგოქსინის დოზის კორექცია (1/2-ით შემცირება) ან დიქოსინის შეყვანის შეწყვეტა. საგულე გლიკოზიდებთან ერთად დანიშვნა ზრდის ბრადიკარდიის და ატრიოვენტრიკულური გამტარობის დათრგუნვის რისკს.
ამიოკორდინისა და ფენიტოინის (დიფენინის) კომბინირებისას შესაძლებელია ფენიტოინის ჭარბი დოზის კლინიკური ნიშნების გამოვლინება სისხლის შრატში მისი კონცენტრაციის მომატების გამო. ამ შემთხვევაში აუცილებელია ფენიტოინის კონცენტრაციის კონტროლი და მისი დოზის შესაბამისი შემცირება (1/3-1/2-ით).
ამიოკორდინისა და ციკლოსპორინის ერთად გამოყენებისას სისხლის შრატში ციკლოსპორინის შემცველობა შეიძლება გაიზარდოს პრეპარატის ექსკრეციის შემცირების გამო. ამასთან დაკავშირებით ციკლოსპორინის დოზირების კორექცია ადექვატურად უნდა მოხდეს.
ამიოდარონი სისხლის პლაზმაში ზრდის ხინიდინის, პროკაინამიდის, ფლეკაინიდის კონცენტრაციას.
ამიოდარონს შეუძლია დათრგუნოს ფარისებრი ჯირკვლის მიერ იოდიდის ნატრიუმის (131-I, 123-I) და ნატრიუმის პერტეხნეტატის (99მთც) შთანთქვა.
ქოლესტირამინი ამცირებს ამიოდარონის შეწოვას, ნახევარგამოყოფის პერიოდს და სისხლის პლაზმაში კონცენტრაციას, ციმეტიდინი – ზრდის.
ზოგადი ნარკოზის დროს ამიოკორდინის გამოყენება სიფრთხილეს საჭიროებს ბრადიკარდიის (ატროპინით აღმოუფხვრავი), არტერიული ჰიპოტენზიის, გულის გამტარობის დარღვევებისა და დარტყმის მოცულობის შემცირების განვითარების რისკის გამო.
ქირურგიული ჩარევების ჩატარებისას აუცილებელია ანესთეზიოლოგს ეცნობოს პრეპარატის გამოყენების შესახებ (მოზრდილებში მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომის განვითარების შესაძლებლობა უშუალოდ ქირურგიული ჩარევის შემდეგ).
ფოტოსენსიბილიზაციის გამომწვევი პრეპარატები, ახდენენ ადიტიურ მაფოტოსენსიბილიზირებელ მოქმედებას.
**
განსაკუთრებული მითითებები**
ამიოდარონით თერაპიის დაწყებამდე აუცილებელია ჩატარდეს ფილტვების რენტგენოლოგიური გამოკვლევა, ფარისებრი ჯირკვლის (ჰორმონების შემცველობა), ღვიძლის (ტრანსამინაზების შემცველობა) ფუნქციის და პლაზმის ელეტქროლიტებს შემცველობის შეფასება. მკურნალობის პერიოდში პერიოდულად ტარდება ტრანსამინაზების ანალიზი (სამჯერ მომატებისას ან გაორმაგებისას მათი მომატებული აქტივობის შემთხვევაში დოზა მცირდება თერაპიის შეწყვეტამდე), აუცილებელია ოკულისტის პერიოდული შემოწმება (რქოვანაში მნიშვნელოვანი დალექვის გამოვლინება ან მხედველობის დარღვევების განვითარება საჭიროებს ამიოდარონის გამოყენების შეწყვეტას).
ინექციები ვენაში (ბოლუსური შეყვანა) ცევულებრივ რეკომენდებული არ არის შესაძლო ჰემოდინამიური დარღვევების გამო (აწ-ს გამოხატული შემცირება, ცირკულტორული უკმარისობა). მათი ჩატარება მხოლოდ ექსტრემულ შემთხვევებში შეიძლება, როდესაც სხვა თერაპია არაეფექტურია.
პროგრესირებადი დისპნოე და არაპროდუქციული ხველა შეიძლება წარმოადგენდეს ამიოკორდინის ფილტვებზე ტოქსიკური მოქმედების ნიშნებს.
ამიოკორდინით მკურნალობაზე მყოფ ავადმყოფებში, ქირურგიული ჩარევების შემდეგ შეიძლება განვითარდეს მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი, ოპერაციული ჩარევების შემდეგ აუცილებელია ავადმყოფების კონტროლი შესუნთქულ ჰაერში (FiO2) ჟანგბადის და ქსოვილების ოქსიგენაციის მაჩვენებლების (SaO2, PaO2) მონიტორირება.
ლაბოტორიული ტესტები
ამიოკორდინი შეიცავს იოდს და ამიტომ შეუძლია შეცვალოს ფარისებრ ჯირკვალში რადიოაქტიური იოდის დაგროვების ტესტების შედეგების შეცვლა.
პაციენტები, რომლებიც ამიოდარონს იღებენ, მზეზე ყოფნას უნდა მოერიდონ ფოტოდერმატოზის განვითარების საშიშროების გამო.
ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
მკურნალობის პერიოდში რეკომენდებულია თავის შეკავება ავტომობილის მართვისა და პოტენციურად საშიში სამუშაოების შესრულებისაგან.
გამოშვების ფორმა
200 მგ ტაბლეტები. 10 ტაბლეტი ბლისტერში. 3, 6 ან 50 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა.
5 წელი. პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ არ შეიძლება.
გაცემის პირობები.
რეცეპტით.
მწარმოებელი.
კრკა, დ.დ., ნოვო მესტო სლოვენია.

სამკურნალო ფორმა**:** ტაბლეტები 200 მგ

შემადგენლობა
თითოეული ტაბლეტები შეიცავს 200 მგ ამიოდარონის ჰიდროქლორიდს, რაც ექვივალენტურია ამიოდარონის 189,3 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი, კრემნიუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი.

აღწერილობა
მრგვალი, ორმხრივამობურცული ტაბლეტები, თეთრიდან ღია კრემისფერამდე, ნაჭდევით ერთ მხარეზე. ტაბლეტი შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ ნაწილად.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: III კლასის ანტიარითმიული საშუალებები
ათქ კოდი**:** C01BD01.

ფარმაკოთერაპიული თვისებები** **
ფარმაკოდინამიკა** **
ამიოდარონი ახდენს კალიუმის, სწრაფ ნატრიუმის და კალციუმის არხების ბლოკირებას, ასევე არაკონკურენტულად ეწინააღმდეგება ალფა- და ბეტა-ადრენორეცეპტორების აქტივობას. ამიოდარონის ფარმაკოლოგიური თვისებები დაიყვანება ანტიარითმიულ და ანტიიშემიურ ეფექტებამდე.

ანტიარითმიული ეფექტი
• კალიუმის არხების ბლოკირება იწვევს მოქმედების პოტენციალის ფაზა 3-ის გახანგრძლივებას. პოტენციალის ეს გახანგრძლივება არ არის დაკავშირებული გულის რითმთან.
• სინუსური კვანძის დასუსტებული ავტომატიზმი იწვევს ბრადიკარდიას, რომელიც არ არის მგრძნობიარე ატროპინის გამოყენებისადმი.
• ალფა- და ბეტა-ადრენობლოკატორების სტიმულაციის მოქმედების არაკონკურენტული ინჰიბირება.
• სინოატრიალური, გულის შიდა და კვანძოვანი გამტარობის შემცირება.
• რეფრაქტერული პერიოდის გაზრდა და წინაგულის მიოკარდის, AV კვანძის და პარკუჭების აღგზნებადობის შემცირება.
• გამტარობის შემცირება და რეფრაქტერული პერიოდის გახანგრძლივება დამხმარე ატრიოვენტრიკულარულ გზებში.

ანტიიშემიური ეფექტი
• პერიფერიული წინაღობის ზომიერი შემცირება და გულის რითმის შემცირება, რომელიც იწვევს გულის კუნთის ჟანგბადის მოთხოვნილების შემცირებას.
• ალფა- და ბეტა-ადრენორეცეპტორების სტიმულაციის მოქმედების არაკონკურენტული ინჰიბირება.
• კორონარული სისხლის მიმოქცევის ზრდა მიოკარდის არტერიების გლუვ მუსკულატურაზე პირდაპირი ზემოქმედების გამო.
• გულის წუთობრივი მოცულობის შენარჩუნება აორტაში წნევის და პერიფერიული სისხლძარღვების წინაღობის შემცირების გამო.

სხვა ეფექტები
• მსუბუქი უარყოფითი ინოტროპული მოქმედება.

ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
ამიოდარონის საშუალო ბიოშეღწევადობა შეადგენს 40-50%-ს.
ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო შეადგენს 2-დან 10 საათამდე.
ხანგრძლივი მკურნალობის დროს მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა ნელა - რამოდენიმე კვირის ან თვის მანძილზეც კი.

განაწილება
განაწილების მოცულობა - 66 ლ/კგ-ზე მეტი (ანუ 5000ლ-ზე მეტი). ძირითადად ამიოდარონი ნაწილდება ცხიმოვან ქსოვილში და ორგანოებში ინტენსიური სისხლის მიმოქცევით ცხიმოვანი ქსოვილის დიდი რაოდენობით (მსუბუქი ლიმფური კვანძები, გული, ღვიძლი, კუჭქვეშა ჯირკვალი, თირკმელები, კუნთოვანი ქსოვილი, ფარისებრი ჯირკვალი).

მეტაბოლიზმი
ამიოდარონის მეტაბოლიზმი ხორციელდება, ძირითადად, ღვიძლში და კერძოდ წვრილ ნაწლავში (ნაწლავის ლორწოვან გარსში). ძირითადი მეტაბოლური გზა არის დეზეთილირება (ღვიძლში) და N-დეალკილირება (ნაწლავში). ამიოდარონის ძირითადი მეტაბოლიტი არის მონო-N-დეზეთილამიოდარონი (დეზეთილამიოდარონი), რომელიც ავლენს ფარმაკოლოგიურ აქტივობას.
დეზეთილამიოდარონის ფარმაკოკინეტიკა და ფარმაკოდინამიკა მსგავსია ასეთისა ამიოდარონისათვის.

გამოყოფა
პრეპარატი გამოიყოფა ნაღველით (განავალით) და თირკმელებით. ვინაიდან ამიოდარონი მეტაბოლიზდება თითქმის მთლიანად, ამიტომ განავალში და შარდში აღინიშნება ძალიან მცირე რაოდენობით. იმასთან დაკავშირებით, რომ გამოყოფა შარდით უმნიშვნელოა, დოზის კორექტირება პაციენტებისათვის თირკმელების უკმარისობით არ არის საჭირო.
ამიოდარონის ნახევრად გამოყოფის პერიოდი ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ საშუალოდ შეადგენს 3,2-დან 20,7-მდე საათს; კლირენსი შეადგენს 0,14 მლ/წთ (2,33 მლ/წმ) - 0,69 ლ/წთ (11,5 მლ/წმ); ხანგრძლივი გამოყენებისას ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 13-დან 103 დღემდე (საშუალოდ 53±24 დღე). მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ამიოდარონის გამოყოფა გრძელდება რამოდენიმე თვის განმავლობაში.
თერაპიის პირველი დღეების განმავლობაში ამიოდარონი გროვდება ორგანიზმში - გამოყოფა იწყება რამოდენიმე დღის შემდეგ.
სტაბილური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა თანდათან (რამოდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში), რასთან დაკავშირებითაც მკურნალობა უნდა დაიწყოს დარტყმითი დოზებით ქსოვილში კონცენტრაციის სწრაფი მიღწევის მიზნით, რომელიც აუცილებელია თერაპიული ეფექტის გამოსავლენად.
კლინიკური ანტიარითმიული ეფექტი აღინიშნება დაახლოებით ამიოდარონის მიღებიდან 7 დღის შემდეგ, მაქსიმალური ეფექტურობა კი - 15-39 დღის შემდეგ. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ თერაპიული ეფექტი ნარჩუნდება 10-30 დღის განმავლობაში.
ამიოდარონი აღწევს პლაცენტაში, ასევე გამოიყოფა დედის რძით.
ამიოდარონი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზით ან პერიტონეალური დიალიზით.

გამოყენების ჩვენება
რეციდივების პროფილაქტიკა:
სიცოცხლისათვის სახიფათო პარკუჭოვანი ტაქიკარდია და პარკუჭების ფუბრილაცია;
სიმპტომატური პარკუჭოვანი ტაქიკარდია;
სუპრავენტრიკულარული ტაქიკარდია პაციენტებში გულის დაავადებით, ასევე პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ სუპრავენტრიკულარული ტაქიკარდიის მკურნალობა, თუ მათ გააჩნიათ მდგრადობა ან უკუჩვენება სხვა ანტიარითმიული საშუალებებისადმი;
რითმის დარღვევა პაციენტებში პარკუჭების ნაადრევი აღგზნების სინდრომით (ვოლფ- პარკინსონ-უაიტის სინდრომი).
სუპრავენტრიკულარული ტაქიკარდიის მკურნალობა:
პარკუჭების ფიბრილაციის ან თრთოლვის შენელება ან შესუსტება.
ამიოდარონი რეკომენდირებულია, კერძოდ, პაციენტებისათვის გულის კორონარული დაავადებით და/ან მარცხენა პარკუჭის შესუსტებული ფუნქციით.
ამიოდარონი ნაჩვენებია ლეტალური გამოსავალის პროფილაქტიკისათვის (უეცარი სიკვდილის ჩათვლით გულის გაჩერების გამო) მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში იშემიური და არაიშემიური გენეზის გულის შეგუბებითი უკმარისობით. ასეთი რისკი განსაკუთრებით მაღალია, თუ არსებობს გულის უკმარისობის მკაფიო კლინიკური ნიშნები, ან 40%-ზე ნაკლები მარცხენა პარკუჭის წუთში განდევნის შემთხვევაში, პარკუჭოვანი არითმიის ნიშნებით ან მათ გარეშე.

უკუჩვენებები
• მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან სამკურნალო საშუალების სხვა ინგრედიენტების და იოდის მიმართ.
• სინუსური ბრადიკარდია და სინოტრიალური ბლოკადა.
• სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი (თუ პაციებტი არ იყენებს კარდიოსტიმულატორს).
• გამტარიანობის მძიმე დარღვევები (თუ პაციებტი არ იყენებს კარდიოსტიმულატორს).
• ერთდროული მკურნალობა საშუალებებით, რომლებსაც შეუძლიათ “პირუეტის” ტიპის პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ინდუცირება.
• ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები.
• ორსულობა (გარდა შემთხვევებისა, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი ამართლებს გამოყენების რისკს).
• ძუძუთი კვების პერიოდი.

გამოყენების წესი და დოზირება
დოზირება უნდა იქნას შერჩეული კონკრეტული ავადმყოფის მდგომარეონის და საჭიროების შესაბამისად.
ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მცირე რაოდენობის სითხის დაყოლებით. პრეპარატის მიღება შეიძლება ჭამის დროს ან საკვების მიღების შემდეგ, როგორც ერთჯერადად, ასევე ორ ან სამ მიღებაზე გაყოფით. ამიოდარონის ტაბლეტები უნდა იქნას მიღებული რეგულარულად, ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს. იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის მიღება იყო გამოტოვებული, პაციენტმა უნდა გააგრძელოს მკურნალობა დანიშნული სქემით, დოზის გაორმაგების გარეშე.
მკურნალობის დასაწყისი: ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 600-800 მგ-ს დღეში, გაყოფილი 2-3 მიღებაზე. პიორველადი მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება 8-15 დღეს.
აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა 1200 მგ-მდე დღეში.
შემანარჩუნებელი მკურნალობა: გამოიყენება უმცირესი ეფექტური დოზა ავადმყოფის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით, ჩვეულებრივ 100-დან 400 მგ-მდე დღეში ერთჯერადი დოზის სახით, ან პრეპარატის დოზა შეიძლება იქნას გაყოფილი 1-2 მიღებაზე.
ასევე შესაძლებელია პრეპარატის მიღების ალტერნატიული წესი, რომელიც შედგება ორმაგი დღიური დოზისაგან, რომელიც მიიღება ყოველ მეორე დღეს, ან პრეპარატის თერაპიული დოზის მიღება კვირაში 5 დღის განმავლობაში (კვირის ბოლოს 2 დღის შესვენებით).
მოზრდილებისათვის საშუალო ერთჯერადი თერაპიული დოზა - 200 მგ, საშუალო თერპიული დღიური დოზა - 400 მგ, მაქსიმალური ერთჯერადი დოზა - 400 მგ, მაქსიმალური დღიური დოზა - 1200 მგ.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები და ბავშვები
ხანდაზმული ასაკის პაციენტების მკურნალობის დროს რეკომენდირებულია ამიოკორდინის უმცირესი დატვირთვის და შემანარჩუნებელი დოზების გამოყენება.
ბავშვებში ამიოკორდინის გამოყენების ეფექტურობის და უსაფრთხოების ხელმისაწვდომი მონაცემები არ არსებობს.

გვერდითი მოქმედება** **
ამიოდარონი ამცირებს გულის რითმს და შეუძლია ბრადიკარდიის გამოწვევა ზოგ პაციენტში. თუ გულის რითმი მცირდება წუთში 55 დარტყმაზე ნაკლებ სიდიდემდე, მაშინ საჭიროა დოზის შემცირება ან მკურნალობის დროებით შეწყვეტა.
ამიოდარონს შეუძლია უკვე არსებული არითმიის გამწვავება ან ახალი არითმიების განვითარების გამოწვევა.
ამიოდარონს შეუძლია გულის ფუნქციის დარღვევის გამოწვევა ან უკვე არსებულის გაძლიერება (აუცილებელია კარდიოტონური საშუალებებით თანმხლები მკურნალობა).
გვერდითი მოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე შეიცავს გულისრევას, ღებინებას, შეკრულობას, მადის დაკარგვას, იშვიათ შემთვევებში ტრანზიტორულ ღვიძლის დარღვევებს (ღვიძლის ფერმენტების მომატებული აქტივობა). შესაძლებებლია ასევე ღვიძლისმიერი დარღვევები (ღვიძლის ფერმენტების მკაფიოდ მომატებული აქტივობა, სიყვითლე და სიკვდილიც კი) და Q ღვიძლისმიერი ქრონიკული დარღვევები (ფსევდოალკოგოლური ჰეპატიტი, ციროზი).
რეკომენდირებულია პაციენტების მდგომარეობის უფრო ხშირი კონტროლი უკვე არსებული ღვიძლის უკმარისობით და, აუცილებლობის შემთხვევაში, თერაპიის მოხსნა. ღვიძლის დარღვევების კლინკური და ბიოლოგიური ნიშნები ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
ამიოდარონით მკურნალობა შეიძლება იყოს დაკავშირებული რქოვანას ზედა ფენებში მიკრო დეპოზიტების წარმოქმნასთან (რომლებიც, როგორც წესი, არ იწვევენ სუბიექტურ პრობლემებს, და ალბათ დაკავშირებულებს მხოლოდ ფერად შარავნდებთან კაშკაშა შუქის შემთხვევაში). არ არის საჭირო მკურნალობის შეწყვეტა, მაგრამ პაციენტები უნდა იქნან შემოწმებული ოფტალმოლოგის მიერ.
ამიოდარონით მკურნალობის მსვლელობაში ან პრეპარატის მოხსნის შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს ჰიპოთერიოზი და ჰიპერთირეოზი. ასეთ შემთხვევებში ამიოდარონი უნდა იქნას მოხსნილი. ჰიპოთირეოზის დროს უნდა დაინიშნოს ჩანაცვლებითი თერაპია, ჰიპერთირეოზის დროს კი აუცილებლობის შემთხვევაში - თირეოსტატური თერაპია. ფარისებრი ჯირკვლის აღდგენა ჩვეულებრივ ხდება მკურნალობის მოხსნიდან რამოდენიმე თვის განმავლობაში.
ხველა და პროგრესირებადი ქოშინი ასახავენ ამიოდარონის პირდაპირ ან ირიბ ფილტვების ტოქსიურობას. შეიძლება განვითარდეს ინტერსტიციალური პნევმიონია, ფილტვების ფიბროზი, პლევრიტი ან მაობლიტირებული ბრონქიტი. ამ გვერდით ეფექტებს ჩვეულებრივ აქვთ შექცევადი ხასიათი. ამიოდარონზე ალერგიული რეაქციების გამოვლინებისას მკურნალობას წყვეტენ და ნიშნავენ თერაპიას კორტიკოსტეროიდებით. თერაპიის მსვლელობაში და მისი მოხსნიდან რამოდენიმე კვირის განმავლობაში შეიძლება გამოვლინდეს სინათლისადმი სხეულის ღია ნაწილების მომატებული მგრძნობელობა (ფოტომგრძნობელობა), გამონაყარი ან კანის მოცისფრო-რუხი შეფერილობა. ზაფხულში პაციენტმა უნდა გამოიყენოს მზისგან დამცავი კრემები სხეულის ღია ნაწილების დასაცავად.
ამიოდარინთან დაკავშირებული ნევროლოგიური დარღვევების მანიფესტირება შეიძლება მოხდეს პერიფერიული ნეიროპათიის, პარასთეზიის, ტრემორის, ცერებრალური ატაქსიის, თავის ტკივილის, მხედველობითI ნერვების, პოლინეიროპათიის, თავბრუსხვევის, სისუსტის, ქალასშიდა წნევის უმნიშვნელო მომატების, ღამის კოშმარების ან სმენითი ჰალუცინაციების სახით.
სხვა შესაძლო გვერდითი რეაციები შეიძლება იყოს მიოპათია, ეპიდიდიმიტი, პოტენციის დაქვეითება, ლითონის გემო პირში, ალოპეცია, დაღლილობა, ვასკულიტი, თირკმელების დარღვევები შრატის კრეატინინის მომატებული დონით, თრომბოციტოპენია და ცალკეულ შემთხვევებში ჰემოლიზური და აპლასტიური ანემია.

ჭარბი დოზირება
ყველაზე ხშირად გამოვლენილი სერიოზული გვერდით ეფექტები ჩვეულებრივ მიუთითებენ ჭარბ დოზირებაზე. უმეტეს შემთხვევაში საკმარისია დოზის შემცირება ან დროებით ამიოდარონის მიღების შეწყვეტა და პაციენტის დაკვირვება (არტერიული წნევა, ელექტროკარდიოგრამა).
სიმპტომები: ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, ატრიოვენტრიკალური გამტარიანობის და არითმიის სხვა ტიპის დარღვევები, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის და მინერალური საფაღარატო საშუალების მიღება. საჭიროა პაციენტის მდგომარეობის სათანადო კონტროლირება (განსაკუთრებით არტერიული წნევის, ელექტროკარდიოგრამის). მკურნალობა სიმპტომატურია. სპეციფირუი ანტიდოტი არ არსებობს. ჰემოდიალიზი არ არის ეფექტური ამიოდარონის ორგანიზმიდან მოსაშორებლად. ბრადიკარდია შეიძლება იქნას აღმოფხვრილი ატრიპინით, ბეტა-ადრენორეცეპტორების აგონისტებით, გლუკაგონით ან რითმის მატარებლით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან**,**ასევე სხვა სახის ურთიერთქმედებები
ამიოდარონის მოქმედება შეიძლება გახდეს კლინიკურად მნიშვნელოვანი სამკურნალწამლო ურთიერთქმედების გამოსავლენად მკურნალობის შეწყვეტიდან რამოდენიმე თვის განმავლობაში.
ერთობლივი გამოყენება ამიოდარონის და:
• ანტიარითმიული საშუალებების, ბეპრიდილის, I კლასის ანტიარითმიული საშუალებების, ქინიდინების ანტიარითმიული საშუალებების და სოტალოლის,
• არა-ანტიარითმიული საშუალებების, როგორიცაა ვინკამინი, სულტოპრიდი, ერითრომიცინი (ინტრავენურად) და პენტამიდინი (ინტრავენურად)
უკუნაჩვენებია “პირუეტის” ტიპის პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარების შესაძლებლობის გამო.
არ არის რეკომენდირებული ამიოდარონის შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულად გამოყენება:
• კალციუმის ანტაგონისტები დილთიაზენი და ვერაპამილი, ან ბეტა-მაბლოკირებელი საშუალებები, რადგანაც ისინი ზრდიან ბრადიკარდიის და AV-ბლოკადის რისკს;
• მასტიმულირბელი მოქმედების საფაღარათო საშუალებები, ვინაიდან ისინინ ზრდიან ჰიპოკალიემიის და პარკუჭოვანი არითმიის რისკს.
აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, თუ ამიოდარონი გამოიყენება შემდეგ ჩამოთვლილ პრეპარატებთან ერთად.
სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც შეუძლიათ ჰიპოკალიემიის გამოწვევა
• კალიუმის გამოყოფის გამაძლიერებელი დიურეტიკები,
• სისტემური კორტიკოსტეროიდები,
• ამფოტერიცინი ბ (ინტრავენურად).
ჰიპოკალიემიას შეუძლია დამატებით QT ინტერვალის გახანგრძლივება და პარკუჭოვანი არითმიების განვითარების რისკის მომატება, “პირუეტის” ტიპის არითმიების ჩათვლით. თუ აუცილებელია ამიოდარონის ერთდროულად გამოყენება ზემოთხსენებულ საშუალებებთან ერთად, მაშინ საჭიროა QT ინტერვალის დაკვირვება და, აუცილებლობის შემთხვევაში, ჰიპოკალიემიის კორექტირება. “პირუეტის” ტიპის არითმიის გამოვლინების შემთხვევაში ანტიარითმიული საშუალებების დანიშვნა აკრძალულია. საჭიროა დროებითი კარდიოსტიმულატორის გამოყენება, თუ ეს არის აუცილებელი; შეიძლება იქნას დანიშნული მაგნიუმი ინტრავენურად.
ვარფარინი
არსებობს სისხლდენის მომატებული რისკი.
მკურნალობის მსვლელობაში და ამიოდარონის მოხსნის შემდეგ რეკომენდირებულია პროთრომბინული დროის ხშირი მონიტორინგი და, აუცილებლობის შემთხვევაში, ვარფარინის დოზის კორექცია (შემცირება 1/3-1/2-ით).
ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ფენოთიაზონი, ასტემიზოლი და ტერფენადინი
ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება დამატებით გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება და პარკუჭოვანი არითმიების განვითარების რისკის გაზრდა, კერძოდ, “პირუეტის” ტიპის არითმიისა.
დიგიტალისის გლიკოზიდები
ერთდროიული მიღებისას შესაძლებელია ატრიოვენტრიკულარული გამტარიანიობის დარღვევები ან შრატში დიგოქსინის კონცენტრაციის მომატება (დიგოქსინის კლირენსის შემცირების გამო). ამიოდარონის მიღების დაწყების შემდეგ დიგოქსინის დოზის შემცირებასთან (1/2-ით) ერთად რეკომენდირებულია შრატში დიგოქსინის კონცენტრაციის კონტროლი, ან ამ პრეპარატის მოხსნა.
ფენიტოინი
ერთდროული გამოყენებისას შესაძლებებლია ფენიტოინის ჭარბი დოზირების ნიშნების გამოვლინება, შრატში უკანასკნელის შემცველობის დონის მომატების გამო. ასეთ შემთხვევებში საჭიროა შრატში ფენიტოინის შემცველობის კონტროლირება და შესაბამისად დოზის კორექტირება (შემცირება 1/3-1/2-ით).
ციკლოსპორინი
ერთდროულად მკურნალობის შემთხვევაში სისხლის შრატში ციკლოსპორინის შემცველობა შეიძლება გაიზარდოს შემცირებული კლირენსის შედეგად; ციკლოსპორინის დოზა უნდა იყოს ადეკვატურად კორექტირებული.
ციმეტიდინი
ერთდროული გამოყენებისას მცირდება ამიოდარონის მეტაბოლიზმის სიჩქარე, რაც იწვევს მისი კონცენტრაციის მომატებას შრატში.
სიმვასტატინი
ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნებოდა მიოპათიის/რაბდომიოლიზის განვითარება ამიოდარონით და სამვასტატინის მაღალი დოზებით ერთდროულად მკურნალობის დროს.
ზოგადი ნარკოზის დროს ამიოდარონის გამოყენება მოითხოვს სიფრთხილეს ბრადიკარიის (რომელიც არ აღმოიფხვრება ატროპინით), არტერიული ჰიპოტენზიის, გამტარიანობის დარღვევების და გულის წუთობრივი მოცულობის შემცირების გაჩენის რისკის გამო.
იშვიათ შემთხვევებში პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ამიოდარონს, აღინიშნებოდა მწვავე დისტრეს-სინდრომი, რომელიხ ხანდახან იწვევდა ლეტალურ გამოსავალს. შესაძლო მიზეზს წარმოადგენს ჟანგბადის მაღალ კონცენტრაციასთან ურთიერთქმედება; სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ჟანგბადის თერაპია ოპერაციის შემდგომ პერიოდში. დაგეგმილი ქირურგიული ჩარევის წინ აუცილებელია ანესთეზიოლოგის საქმის ყურში ჩაყენება პაციენტის მიერ ამიოდარონის მიღების შესახებ.
ამიოდარონს შეუძლია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების ტესტების შედეგებზე ზემოქმედება, კერძოდ, T3, T4 და თირეოტროპული ჰორმონის კონცენტრაციებთან მიმართებაში.

განაკუთრებული მითითებები
პრეპარატის ინიშნება მხოლოდ ექიმის მიერ, რომელსაც გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია და გულის რითმის დარღვევების მკურნალობის გამოცდილება; აუცილებელია პაციენტის დაკვირვება მკურნალობის ეტაპზე.
თერაპიის დაწყების წინ რეკომენდირებულია ელექტროკარდიოგრაფიული გამოკვლევა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შეფასება, ასევე შრატში კალიუმის შემცველობის დონის გაზომვა.
ვინაიდან გვერდითი ეფექტების გამოვლინების სიხშირე და სიმძიმის ხარისხი არის დოზადამოკიდებული, მაშინ საჭიროა მინიმალური ეფექტური შემანარჩუნებელი დოზის გამოყენება.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ხანსაზმული პაციენტების მკურნალობას ბრადიკარდიის გამოვლინების საშიშროების გამო.
ამიოდარონის ფარმაკოლოგიურმა მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაში: QT ინტერვალის გახანგრძლივება (შენელებული რეპოლარიზაციის გამო) და ტალღების განვითარება. ასეთი ცვლილებები არ წარმოადგენენ კარდიოტოქსიკურობის გამოხატულებას.
თერაპია უნდა იქნას მოხსნილი სინოაურიკულარული ბლოკადის, ატრიოვენტრიკულარული ბლოკადის ან მესამე ხარისხის ბიფასციკულარული ბლოკადის გამოვლინების დროს. ამიოდარონით მკურნალობის მსვლელობაში უნდა ჩატარდეს ელექტროკარდიოგრაფიული გამოკვლევები ყოველ სამ თვეში, ასევე ახალი არითმიების ან ძირითადი დაავადების გართულების ნიშნები დროს.
პროგრესირებადი დისპნოე და არაპროდუქტიული ხველა შეიძლება იყოს ფილტვებზე ამიოდარონის მოქმედების ტოქსიკური ნიშნები. ძალიან მნიშვნელოვანია ფილტვის ტოქსიურობის გამოვლინება საწყის სტადიაზე, რასთანაც დაკავშირებით რეკომენდირებულია ფილტვების რენტგენოლოგიური კვლევების ჩატარება, ასევე ფილტვების ფუნქციონალური აქტივობის ტესტებისა ყოველ 6 თვეში; ასეთი ზომები არის სავალდებულო ფილტვების დაავადების სიმპტომების გამოვლინებისას.
ამიოდარონს შეუძლია ფარისებრ ჯირკვლის დისფუნქციის გამოწვევა, განსაკუთრებით პაციენტებში ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებით ანამნეზში, ასევე ასეთი დაავადებების არსებობისას პაციენტის ნათესავებში. ამიტომ თერაპიის დაწყების წინ, მკურნალობის მსვლელობაში, ასევე მკურნალობის შეწყვეტიდან რამოდენიმე თვის შემდეგ, რეკომენდირებულია ფარისებრი ჯირკვლის კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევა. დისფუნქციაზე ეჭვის შემთხვევაში საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობის გამოკვლევა.
ამიოდარონი შეიცავს იოდს და, ამის გამო შეუძლია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების ტესტების შედეგებზე გავლენა (განსაკუთრებით T3, T4 და თირეოტროპული ჰორმონის).
ამიოდარონის მკურნალობის პერიოდში რეკომენდირებულია რეგულარულად შრატში ღვიძლის ფერმენტების შემცველობის დონის დაკვირვება, კერძოდ ტრანსამინაზების.
პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ამიოდარონს, თავი უნდა აარიდომ მზეზე ყოფნას. ზაფხულში პაციენტებმა სხეულის ღია ადგილებზე უნდა დაიტანონ მზისგან დამცავი კრემები. ბავსვებში პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება დღემდე არ არის დადგენილი.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ამიოკორდინი შეიცავს ლაქტოზა. პაციენტებმა გალაქტოზას ამტანობის იშვიათი მემკვიდრეობითი დარღვევებით, ლაქტროზას უკმარისობით ან გლუკოზა-გალაქტოზის შეწოვის დარღვევებით არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

ორსულობა და ლაქტაცია
ამიოდარონი აღწევს პლაცენტაში, ამიტომ პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში. დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ მწვავე აუცილებლობის შემთხვევაში (როდესაც ყველა სხვა ანტიარითმიული საშუალებები იყო არაეფექტური), როდესაც პოტენციური დადებითი მოქმედება ამართლებს პოტენციურ რისკს.
ამიოდარონი აღწევს დედის რძეში მნიშვნელოვანი ოდენობით, ამიტომ ძუძუთი კვება უკუნაჩვენებია ამოდარონის მიღების პერიოდში.

გავლენა ავტომობილის მართვის და პოტენციურად სახიფათო მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
კვლევები ამიოდარონის მოქმედების შესახებ სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე არ ჩატარებულა.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა
30 და 60 ტაბლეტი (3 ან 6 ბლისტერი 10-10 ტაბლეტით) მუყაოს ყუთში ჩანართ- ფურცელთან ერთად.

შენახვის პირობები
ინახება 25°C-მდე ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
5 წელი.
ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტით.

1 ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას 200 მგ ამიოდარონის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი, კაჟბადის კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
არითმიის საწინააღმდეგო საშუალება.გამოყენების ჩვენებები
გულის რითმის პაროქსიზმული დარღვევები: პარკუჭების სიცოცხლისათვის საშიში არითმიები (პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პარკუჭების ფიბრილაცია), სუპრავენტრიკულური არითმიები (როგორც წესი, ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომი, მ.შ. წინაგულების ციმციმისა და ფრიალის პაროქსიზმი), წინაგულის და პარკუჭის ექსტრასისტოლია, არითმიები კორონარული ან გულის უკმარისობის ფონზე, პარასისტოლია, პარკუჭების არითმიები და ავდმყოფებში შიგასის მიოკარდიუმით, სტენოკარდია.

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ (მათ შორის იოდის მიმართ), სინუსური ბრადიკარდია, სინოატრიული ბლოკადა, II და III ხარისხის AV ბლოკადა (კარდიომასტიმულირებლის გამოყენების გარეშე), კარდიოგენური შოკი, ჰიპოკალიემია, კოლაფსი, რტერიული ჰიპოტენზია, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი (სკსს), გულის უკმარისობა (დეკომპენსაციის სტადიაში), ჰიპოთირეოზი, ჰიპერთირეოზი, ფილტვების ინტერსტიციული დაავადებები, მაო-ს ინჰიბიტორების მიღება, ლაქტაციის პერიოდი, 18 წლამდე ასაკი.
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის, ღვიძლის უკმარისობის, ბრონქული ასთმის, ხანდაზმული ასაკის დროს (გამოხატული ბრადიკარდიის განვითარების მაღალი რისკი).

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
ამიოდარონის მიღება ორსულობის დროს არ შეიძლება. ახალშობილებში იწვევს ჰიპოთირეოზს, ჩიყვს, ბრადიკარდიას და გონებრივი განვითარების ჩამორჩენას.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ლაქტაციის დროს, ვინაიდან ამიოდარონს შეუძლია დედის რძეში შეღწევა.

გამოყენების წესი და დოზები
დოზირების შერჩევა ყოველთვის თითოეული კონკრეტული ავადმყოფის მდგომარეობისა და მოთხოვნების შესაბამისად უნდა მოხდეს.
ტაბლეტები ჩაიყლაპება მთლიანად, მცირე რაოდენობით სითხის მიყოლებით. პრეპარატის მიღება შეიძლება საკვების მიღების დროს ან მის შემდეგ.
მკურნალობის დაწყება: ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 600-800 მგ დღეში, გაყოფილი 2-3 მიღებად. საწყისი მკურნალობა ჩვეულებრივ 8-15 დღე გრძელდება. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია 1200 მგ-მდე დღეში.
შემანარჩუნებელი მკურნალობა: გამოიყენება უმცირესი ეფექტური დოზა ავადმყოფის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით. ჩვეულებრივი დოზა დღეში 100-400 მგ შეადგენს ერთჯერადი დოზის სახით ან პეპარატის დოზის გაყოფა შეიძლება 1-2 მიღებად.
ასევე შესაძლენელია პრეპარატის ალტერნატიული მიღების გამოყენება, რომელიც სადღეღამისო ორმაგი დოზისაგან შედგება, რომელიც ყოველ მეორე დღეს მიიღება ან პრეპარატის თერაპიული დოზის კვირაში 5 დღის განმავლობაში მიღება (2-დღიანი შესვენებით კვირის ბოლოს).
მოზრდილებში საშუალო თერაპიული ერთჯერადი დოზა – 200 მგ, საშუალო თერაპიული სადღეღამისო დოზა – 400 მგ, მაქსიმალური ერთჯერადი დოზა – 400 მგ, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 1200 მგ.
ხანდაზმული პაციენტები და ბავშვები
ხანდაზმული ასაკის ავადმყოფების მკურნალობისას რეკომენდებულია ამიოკორდინის უმცირესი დატვირთული და შემანარჩუნებელი დოზების გამოყენება.
ამიოკორდინის ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დაუდგენელია.გამოშვების ფორმა
200 მგ ტაბლეტები. 10 ტაბლეტი ბლისტერში. 3, 6 ან 50 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

1 ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას 200 მგ ამიოდარონის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი, კაჟბადის კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
არითმიის საწინააღმდეგო საშუალება.გამოყენების ჩვენებები
გულის რითმის პაროქსიზმული დარღვევები: პარკუჭების სიცოცხლისათვის საშიში არითმიები (პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პარკუჭების ფიბრილაცია), სუპრავენტრიკულური არითმიები (როგორც წესი, ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომი, მ.შ. წინაგულების ციმციმისა და ფრიალის პაროქსიზმი), წინაგულის და პარკუჭის ექსტრასისტოლია, არითმიები კორონარული ან გულის უკმარისობის ფონზე, პარასისტოლია, პარკუჭების არითმიები და ავდმყოფებში შიგასის მიოკარდიუმით, სტენოკარდია.

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ (მათ შორის იოდის მიმართ), სინუსური ბრადიკარდია, სინოატრიული ბლოკადა, II და III ხარისხის AV ბლოკადა (კარდიომასტიმულირებლის გამოყენების გარეშე), კარდიოგენური შოკი, ჰიპოკალიემია, კოლაფსი, რტერიული ჰიპოტენზია, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი (სკსს), გულის უკმარისობა (დეკომპენსაციის სტადიაში), ჰიპოთირეოზი, ჰიპერთირეოზი, ფილტვების ინტერსტიციული დაავადებები, მაო-ს ინჰიბიტორების მიღება, ლაქტაციის პერიოდი, 18 წლამდე ასაკი.
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის, ღვიძლის უკმარისობის, ბრონქული ასთმის, ხანდაზმული ასაკის დროს (გამოხატული ბრადიკარდიის განვითარების მაღალი რისკი).

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
ამიოდარონის მიღება ორსულობის დროს არ შეიძლება. ახალშობილებში იწვევს ჰიპოთირეოზს, ჩიყვს, ბრადიკარდიას და გონებრივი განვითარების ჩამორჩენას.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ლაქტაციის დროს, ვინაიდან ამიოდარონს შეუძლია დედის რძეში შეღწევა.

გამოყენების წესი და დოზები
დოზირების შერჩევა ყოველთვის თითოეული კონკრეტული ავადმყოფის მდგომარეობისა და მოთხოვნების შესაბამისად უნდა მოხდეს.
ტაბლეტები ჩაიყლაპება მთლიანად, მცირე რაოდენობით სითხის მიყოლებით. პრეპარატის მიღება შეიძლება საკვების მიღების დროს ან მის შემდეგ.
მკურნალობის დაწყება: ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 600-800 მგ დღეში, გაყოფილი 2-3 მიღებად. საწყისი მკურნალობა ჩვეულებრივ 8-15 დღე გრძელდება. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია 1200 მგ-მდე დღეში.
შემანარჩუნებელი მკურნალობა: გამოიყენება უმცირესი ეფექტური დოზა ავადმყოფის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით. ჩვეულებრივი დოზა დღეში 100-400 მგ შეადგენს ერთჯერადი დოზის სახით ან პეპარატის დოზის გაყოფა შეიძლება 1-2 მიღებად.
ასევე შესაძლენელია პრეპარატის ალტერნატიული მიღების გამოყენება, რომელიც სადღეღამისო ორმაგი დოზისაგან შედგება, რომელიც ყოველ მეორე დღეს მიიღება ან პრეპარატის თერაპიული დოზის კვირაში 5 დღის განმავლობაში მიღება (2-დღიანი შესვენებით კვირის ბოლოს).
მოზრდილებში საშუალო თერაპიული ერთჯერადი დოზა – 200 მგ, საშუალო თერაპიული სადღეღამისო დოზა – 400 მგ, მაქსიმალური ერთჯერადი დოზა – 400 მგ, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 1200 მგ.
ხანდაზმული პაციენტები და ბავშვები
ხანდაზმული ასაკის ავადმყოფების მკურნალობისას რეკომენდებულია ამიოკორდინის უმცირესი დატვირთული და შემანარჩუნებელი დოზების გამოყენება.
ამიოკორდინის ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დაუდგენელია.გამოშვების ფორმა
200 მგ ტაბლეტები. 10 ტაბლეტი ბლისტერში. 3, 6 ან 50 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.