ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ანტიბაქტერიული სხვა საშუალებები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
ვეფოქსანი3გგრან#2****პაკ
1. სამედიცინო პროდუქტის სახელწოდება
ვეფოქსანი 3გ გრანულების შემცველი პაკეტი.
2. თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
5631 გ ფოსფომიცინი ტრომეტამოლი რომელიც არის 3 გ ფოსფომიცინის ექვივალენტური
დამხმარე ნივთიერებები:
შაქარი 2,205გრ
ნატრიუმის საქარინი 0,116 გ
დამხმარე ნივთიერებებისთვის იხილეთ პარაგრაფი 6.1.
3. ფარმაცევტული ფორმა
პაკეტი.
თეთრი ფხვნილი.
4. კლინიკური მახასიათებლები
4.1. თერაპიული ჩვენებები
ვეფოქსანი ნაჩვენებია ქვედა საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ფოსფომიცინის მიმართ მგრძნობიარე პათოგენებით.
ის გამოიყენება საშარდე გზების ინფექციების, მათ შორის, ქვედა საშარდე გზების ინფექციების დიაგნოსტიკური და ქირურგიული ჩარევების პროფილაქტიკისთვის, ზრდასრულ მამაკაცებსა და ქალებში.
4.2. დოზირება და გამოყენების წესი
დოზირება/ მიღების სიხშირე და ხანგრძლივობა:
ვეფოქსანი გამოიყენება ერთჯერადი დოზის (3გ) სახით საშარდე სისტემის გაურთულებელი ინფექციების დროს.
ვეფოქსანის რეკომენდებული პროფილაქტიკური დოზაა 2 პაკეტი (2-ჯერ 3 გ) საშარდე გზების ინფექციების, მათ შორის ქვედა საშარდე გზების ინფექციების დიაგნოსტიკური და ქირურგიული ჩარევების დაწყებამდე, ზრდასრულ მამაკაცებსა და ქალებში. პირველი დოზა უნდა იქნას მიღებული ოპერაციამდე 3 საათით ადრე, ხოლო მეორე დოზა ოპერაციიდან 24 საათის შემდეგ.
მიღების მეთოდი
ვეფოქსანის შიგთავსი იხსნება ოთახის ტემპერატურის ერთ ჭიქა წყალში შერევით და ხდება მისი დაუყოვნებლივ მიღება.
ვეფოქსანი უნდა მიიღოთ უზმოზე (ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ). სასურველია გამოიყენოთ ღამით ძილის წინ და შარდის ბუშტის დაცლის შემდეგ.
დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ
თ** ირკმლის უკმარისობა**
პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის დოზის სპეციალური კორექტირება არ არის საჭირო.
პედიატრიული პოპულაცია
ფოსფომიცინის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან არ არის ჩატარებული კლინიკური კვლევა ფოსფომიცინის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გერიატრიული პოპულაცია
გერიატრიულ პოპულაციაში მკურნალობა არის იგივე რაც რეკომენდებულია მოზრდილებში.
4.3. უკუჩვენებები
ვეფოქსანის გამოყენება უკუნაჩვენებია შემდეგ სიტუაციებში:
4.4. განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ფოსფომიცინით თერაპიის დროს შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის, ანაფილაქსია და ანაფილაქსიური შოკი და შეიძლება აღმოჩნდეს სიცოცხლისათვის საშიში (იხ. პარაგრაფი 4.8). თუ აღინიშნა ეს რეაქციები, აღარ უნდა მოხდეს ფოსფომიცინის ხელახლა გამოყენება და საჭიროა შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა.
ანტიბიოტიკებით გამოწვეული დიარეა დაფიქსირდა თითქმის ყველა ანტიბაქტერიული აგენტის, მათ შორის ფოსფომიცინის ტრომეტამოლის გამოყენებისას და მისი სიმძიმე შეიძლება განსხვავდებოდეს მსუბუქი დიარეიდან ფატალურ კოლიტამდე. დიარეა, რომელიც განვითარდება ვეფოქსანით მკურნალობის დროს ან მის შემდეგ (მათ შორის კვირების განმავლობაში მკურნალობის შემდეგ) შეიძლება მიუთითებდეს Clostridium difficile-ით გამოწვეულ დიარეაზე (CDID), განსაკუთრებით თუ არის მიმდინარეობს მძიმედ, არის ქრონიკული და/ან სისხლის თანხლებით. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ დიაგნოზის გათვალისწინება მძიმე დიარეის მქონე პაციენტებში ვეფოქსანით მკურნალობის დროს ან მის შემდეგ. თუ არსებობს ეჭვი CDID-ზე ან დადასტურებულია CDID-ის დიაგნოზი, უნდა დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა დაუყოვნებლივ (იხ. პარაგრაფი 4.8). პერისტალტიკის საწინააღმდეგო პრეპარატები უკუნაჩვენებია ამ კლინიკურ სიტუაციაში.
თირკმლის უკმარისობა: თუ კრეატინინის კლირენსი აღემატება 10 მლ/წთ, ფოსფომიცინის კონცენტრაცია შარდში რჩება ეფექტური ჩვეულებრივი დოზის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში.
გაფრთხილება შაქართან დაკავშირებით:
ფრუქტოზას იშვიათი მემკვიდრეობითი აუტანლობის, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის ან საქრაზა-იზომალტაზას უკმარისობის მქონე პაციენტებმა არ უნდა გამოიყენონ ეს პრეპარატი.
გაფრთხილება ნატრიუმთან დაკავშირებით:
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს თითო დოზაზე; ამ დოზის ნატრიუმის გამო გვერდითი მოვლენები მოსალოდნელი არ არის.
4.5. სხვა სამკურნალო პროდუქტებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
არ შეიძლება მეტოკლოპრამიდთან ერთდროული გამოყენება, რადგან ამან შესაძლოა შეამციროს შრატში და შარდში კონცენტრაცია. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის გამაძლიერებელ პრეპარატებთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ეფექტურობის გაზრდა.
საკვებთან ერთად მიღებამ შეიძლება შეაფერხოს ვეფოქსანის აქტიური ნივთიერების შეწოვა, რაც იწვევს პლაზმის პიკური დონის და შარდის კონცენტრაციის უმნიშვნელო დაქვეითებას. ამ მიზეზით, სასურველია წამლის მიღება უზმოზე ან ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ.
კონკრეტული პრობლემები დაფიქსირდა საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების (INR) ცვლილებებში პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ანტიბიოტიკებს, ბევრ შემთხვევაში K ანტივიტამინის ანტაგონისტების გაზრდილი აქტივობა. მძიმე ინფექცია ან ანთება, ასაკი და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუარესება რისკ-ფაქტორების ფარგლებშია. ამ პირობებში ძნელია იმის დადგენა, თუ რით არის გამოწვეული INR ცვლილება, ინფექციური დაავადებით თუ მისი მკურნალობით. თუმცა, ანტიბიოტიკების ზოგიერთი კლასი ამ ეფექტს უფრო ხშირად ავლენს, კერძოდ, ფტორქინოლონები, მაკროლიდები, ციკლინები, კოტრიმოქსაზოლი და ზოგიერთი ცეფალოსპორინი.
დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ
ურთიერთქმედების კვლევა კონკრეტული პოპულაციისთვის არ არის აღწერილი.
პედიატრიული პოპულაცია
პედიატრიულ პოპულაციაში ურთიერთქმედების კვლევები არ არის აღწერილი.
4.6. ორსულობა და ლაქტაცია
ზოგადი რეკომენდაცია
ორსულობის კატეგორია: B
რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები / ჩასახვის კონტროლი (კონტრაცეფცია)
ფოსფომიცინის გავლენა კონტრაცეფციის მეთოდებზე არ არის ცნობილი.
ორსულობა
ფოსფომიცინის კლინიკური მონაცემები ორსულობაზე ზემოქმედების შესახებ არ არის ცნობილი.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი მავნე ზემოქმედება ორსულობაზე/ემბრიონულ/ნაყოფის განვითარებაზე/დაბადებაზე ან პოსტნატალურ განვითარებაზე.
ამჟამად, ერთჯერადი დოზით ანტიბაქტერიული მკურნალობა არ არის შესაფერისი საშარდე სისტემის ინფექციების მკურნალობისთვის ორსულ ქალებში.
მაგრამ ფოსფომიცინ ტრომეტამოლზე ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა. არსებობს დიდი რაოდენობით მონაცემები ორსულობის დროს ფოსფომიცინის ეფექტურობის შესახებ. არსებობს ზომიერი მონაცემები ორსულთა უსაფრთხოების შესახებ და არ მიუთითებს ფოსფომიცინის მალფორმაციის ან ფეტო/ნეონატალური ტოქსიკურობის რაიმე ნიშანზე.
თუ ვეფოქსანი მიიჩნევა საჭიროდ, შეიძლება შეფასდეს ორსულობის დროს მისი გამოყენება.
შეზღუდული რაოდენობით ორსულობზე ზემოქმედების მონაცემები არ მიუთითებს იმაზე, რომ ფოსფომიცინი უარყოფით გავლენას ახდენს ორსულობაზე ან ნაყოფის/ახალშობილი ბავშვის ჯანმრთელობაზე. მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური მონაცემები დღემდე არ მოიპოვება. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი პირდაპირ ან ირიბად საზიანოა ორსულობასთან/ემბრიონულ/ნაყოფის განვითარებასთან/დაბადებასთან ან მშობიარობის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით (იხ. ნაწილი 5.3).
საჭიროა სიფრთხილე პრეპარატის მიცემისას ორსულებისთვის.
ძუძუთი კვება
ერთჯერადი ინექციის შემდეგ ფოსფომიცინი გადადის დედის რძეში მცირე დოზებით. თუმცა, ერთჯერადი პერორალური დოზის შემდეგ, ფოსფომიცინი შეიძლება გამოყენებულ იქნას ლაქტაციის პერიოდში.
რეპროდუქცია/ნაყოფიერება
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ნაყოფიერებაზე ზეგავლენა არ დაფიქსირებულა. არ არსებობს მონაცემები ადამიანებზე გავლენის შესახებ.
4.7. გავლენა ავტომიბილის მართვასა და მექანიზმების გამოყენებაზე
არანაირი კონკრეტული სამუშაო არ ჩატარებულა ვეფოქსანის ეფექტზე ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენებისას. თუმცა, პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ, რომ აღინიშნა თავბრუსხვევა. ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი პაციენტის უნარზე ავტომანქანის მართვისა და მექანიზმის გამოყენებისას.
4.8. გვერდითი მოვლენები
ფოსფომიცინის ტრომეტამოლის ერთჯერადი მიღების შემდეგ, ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები ვითარდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, უპირველეს ყოვლისა, დიარეის სახით. ეს მოვლენები ჩვეულებრივ თვითშემზღუდველი და სპონტანურია.
ვეფოქსანი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. კლინიკური კვლევებისა და პოსტმარკეტინგული ზედამხედველობის კვლევებიდან მიღებული შედეგების მიხედვით, არასასურველი ეფექტები წარმოდგენილია ცხრილებში შემდეგი სისტემებისა და მათი სიხშირის მიხედვით.
სიხშირეები განისაზღვრება, როგორც: ძალიან ხშირი (≥1 / 10); ხშირი (≥1 / 100, <1/10); არახშირი (≥1 / 1000, <1/100); იშვიათი (≥1 / 10.000,
ინფექციები და ინვაზიები
ხშირი: ვულვოვაგინიტი.
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები
უცნობი: ანაფილაქსიური რეაქციები მოიცავს ანაფილაქსოიდურ რეაქციებს, ჰიპერმგრძნობელობას.
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები
ხშირი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
არახშირი: პარესთეზია.
გულის მხრივ დარღვევები
იშვიათი: ტაქიკარდია.
სისხლძარღვთა მხრივ დარღვევები
უცნობი: ჰიპოტენზია.
სუნთქვის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ დარღვევები
უცნობი: ასთმა.
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები
ხშირი: დიარეა, გულისრევა, დისპეფსია.
არახშირი: ღებინება, მუცლის ტკივილი.
უცნობია: ანტიბიოტიკებით გამოწვეული დიარეა (იხ. ნაწილი 4.4).
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები
არახშირი: გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი.
უცნობი: ანგიონევროზული შეშუპება.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები გამოყენების უბანზე
არახშირი: დაღლილობა.
4.9. დოზის გადაჭარბება
პერორალური ფოსფომიცინის დოზის გადაჭარბების გამოცდილება შეზღუდულია. პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფოსფომიცინის გადაჭარბებულ დოზებს, ნაჩვენებია წონასწორობის და სმენის დაქვეითება, მეტალის გემო, გემოს დაკარგვა.
ფოსფომიცინის პარენტერალური გამოყენებისას დაფიქსირდა ჰიპოტონია, ძილიანობა, ელექტროლიტური დარღვევები, თრომბოციტოპენია და ჰიპოპროტრომბინემიის შემთხვევები.
ვეფოქსანი წარმოდგენილია ერთჯერადი პაკეტის შეფუთვაში. ამ მიზეზით, დოზის გადაჭარბების რისკი მოხსნილია. მიუხედავად ამისა, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური და დამხმარე მკურნალობა. რეკომენდებულია რეჰიდრატაცია, პრეპარატის შარდით გამოყოფის ხელშეწყობის მიზნით.
5. ფარმაკოლოგიური თვისებები
5.1. ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური ანტიბაქტერიული საშუალებები (სხვა ანტიბაქტერიული საშუალებები).
ათქ კოდი: J01XX01.
ვეფოქსანი შეიცავს ფოსფომიცინს [მონო (2-ამონიუმ-2-ჰიდროქსიმეთილ-1,3-პროპანედიოლი) (2ღ-ცის)-(3-მეთილოქსირანილი)-ფოსფონატს], ფოსფონური მჟავას წარმოებული, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება საშარდე გზების ინფექციების სამკურნალოდ.
ის აჩვენებს ფოსფომიცინის აქტივობას ბაქტერიული უჯრედის კედლის სინთეზის პირველ ფაზაში. როგორც ფოსფოენოლპირუვატის ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, ის აინჰიბირებს ფერმენტ ფოსფოენოლპირუვატ ტრანსფერაზას; ამრიგად, შეუქცევადად ბლოკავს ურიდინ დიფოსფატ-N-აცეტილგლუკოზამინის კონდენსაციას p-ენოლპირუვატით, ბაქტერიული უჯრედის კედლის სინთეზის ერთ-ერთი პირველი ეტაპით. მას ასევე შეუძლია შეამციროს ბაქტერიული ადჰეზია შარდის ბუშტის ლორწოვან გარსზე, რაც განმეორებითი ინფექციებისადმი მიდრეკილ ფაქტორს წარმოადგენს. მოქმედების მექანიზმს არ წარმოადგენს ჯვარედინი რეზისტენტობა სხვა ანტიბიოტიკების მიმართ და სინერგიზმი სხვა ანტიბიოტიკების კლასების მიმართ, როგორიცაა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკები.
ფოსფომიცინი ტრომეტამოლი ეფექტურია მრავალი გრამუარყოფითი და გრამდადებითი ბაქტერიების წინააღმდეგ, როგორიცაა E. coli, Citrobacter spp., Klebsiella spp., Proteus spp., Serratia spp., P. aeruginosa და Enterococcus faecalis, რომლებიც ხშირად იზოლირებულია საშარდე სისტემის ინფექციებში.
ინ ვიტრო რეზისტენტობა ხდება მუტაციების სახით ქრომატინის გენებში glpT და uHP, შესაბამისად, რომლებიც აკონტროლებენ L-ალფა-გლიცეროფოსფატის და ჰექსოზა ფოსფატის გადაცემას.
5.2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ზოგადი თვისებები
აბსორბცია
პერორალური მიღების შემდეგ ფოსფომიცინი კარგად შეიწოვება ნაწლავებიდან და აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არის დაახლოებით 50%. საკვები ანელებს შეწოვას, მაგრამ არ მოქმედებს შარდის კონცენტრაციაზე.
განაწილება
ფოსფომიცინი ნაწილდება თირკმელებში, შარდის ბუშტის კედელში, პროსტატისა და სათესლე ბუშტუკებში. პერორალური მიღების შემდეგ, ფოსფომიცინის ინჰიბიტორის მინიმალურ კონცენტრაციაზე (MIC) უფრო მაღალი მუდმივი კონცენტრაცია მიღებულ იქნა 24-48 საათის განმავლობაში.
ფოსფომიცინი არ უკავშირდება პლაზმის ცილებს და გადის პლაცენტურ ბარიერში.
ბიოტრანსფორმაცია
საკმარისი მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
ელიმინაცია
ფოსფომიცინი გამოიყოფა გლომერულური ფილტრაციით უცვლელი სახით, ძირითადად თირკმელებით (დოზის 40-50% აღმოჩნდა შარდში) და უფრო ნაკლები (დოზის 18-28%) ფეკალური ექსკრეციით, რომლის ნახევარგამოყოფის პერიოდია დაახლოებით 4 საათი. შრატში მეორე პიკი პრეპარატის მიღებიდან 6 და 10 საათის შემდეგ, სავარაუდოდ მეტყველებს იმაზე, რომ პრეპარატი ექვემდებარება ენტეროჰეპატურ ცირკულაციას.
ფოსფომიცინის ფარმაკოკინეტიკური თვისებები ასაკთან ან ორსულობასთან ერთად არ იცვლება. პრეპარატი გროვდება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში; ნაჩვენები იყო წრფივი კავშირი ფოსფომიცინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრებსა და გლომერულური ფილტრაციის სიჩქარეს შორის.
წრფივობა / არაწრფივობა
ფოსფომიცინის ფარმაკოკინეტიკა 2-4 გრამი დოზებისას არ არის დამოკიდებული დოზაზე.
5.3. პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
მწვავე ტოქსიკურობის კვლევებში, ერთჯერადი პერორალური დოზა 5000 მგ/კგ კარგად გადაიტანებოდა როგორც თაგვებში, ასევე ვირთხებში და 2000 მგ/კგ ერთჯერადი დოზა არ იწვევდა რაიმე ცვლილებას კურდღლებსა და ძაღლებში.
პერორალური განმეორებითი დოზის კვლევებმა აჩვენა, რომ დოზები, რომლებიც არ არის აქტიური მკურნალობის 4 კვირის შემდეგ კატებსა და ვირთხებში, არის 100-დან 200 მგ/კგ-მდე, შესაბამისად.
გენოტოქსიკურობის კვლევებმა აჩვენა, რომ ფოსფომიცინს არ გააჩნია მუტაგენური პოტენციალი.
რეპროდუქციული და განვითარების ტოქსიკურობის კვლევებმა არ გამოავლინა რაიმე ტერატოგენული ეფექტი, პერი- და პოსტნატალური ტოქსიკურობა ან მოულოდნელი ეფექტი ნაყოფიერებაზე.
6. ფარმაცევტული მახასიათებლები
6.1. დამხმარე ნივთიერებების სია
შაქარი
ნატრიუმის საქარინი
აეროსილი 200
ფორთოხლის არომატი
მანდარინის არომატი
6.2. შეუთავსებლობები
არ არის
6.3. მოქმედების ვადა
24 თვე
6.4. შენახვის პირობები
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 250C-ზე.
6.5. კონტეინერის ტიპი და შიგთავსი
მოთავსებულია პე / ალუმინის / გარსიანი ქაღალდის 1 და 2 პაკეტიანი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
6.6. გამოყენების და უტილიზაციის ინსტრუქციები
გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენები უნდა განადგურდეს „სამედიცინო ნარჩენების კონტროლის დებულების“ და „შეფუთვის ნარჩენების კონტროლის წესების“ შესაბამისად.
7. მარკეტინგის ნებართვის მფლობელი
Neutec İlaç San. Tic. A.S.
ესენლერი / სტამბული / თურქეთი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
დასახელება - ვეფოქსანი / Vefoxan
ჩვენებები
ვეფოქსანი ნაჩვენებია ქვედა საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ფოსფომიცინის მიმართ მგრძნობიარე პათოგენებით.
ასევე გამოიყენება საშარდე გზების ინფექციების მათ შორის ქვედა საშარდე გზების ინფექციების დიაგნოსტიკური და ქირურგიული ჩარევების პროფილაქტიკისთვის, ზრდასრულ მამაკაცებსა და ქალებში.
უკუჩვენებები
ფოსფომიცინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
თირკმლის მძიმე უკმარისობა კრეატინინის კლირენსით 10მლ/წთ ნაკლები.
12 წლამდე ასაკი
დოზირება/ მიღების სიხშირე და ხანგრძლივობა:
ვეფოქსანი გამოიყენება ერთჯერადი დოზის (3გ) სახით საშარდე სისტემის გაურთულებელი
ინფექციების დროს.
ვეფოქსანის რეკომენდებული პროფილაქტიკური დოზაა 2 პაკეტი (2-ჯერ 3 გ) საშარდე
გზების ინფექციების, მათ შორის ქვედა საშარდე გზების ინფექციების დიაგნოსტიკური
და ქირურგიული ჩარევების დაწყებამდე, ზრდასრულ მამაკაცებსა და ქალებში. პირველი
დოზა უნდა იქნას მიღებული ოპერაციამდე 3 საათით ადრე, ხოლო მეორე დოზა
ოპერაციიდან 24 საათის შემდეგ.
რსულობა და ლაქტაცია
თუ ვეფოქსანი მიიჩნევა საჭიროდ, შეიძლება შეფასდეს ორსულობის დროს მისი
გამოყენება.
შეზღუდული რაოდენობით ორსულობაზე ზემოქმედების მონაცემები არ მიუთითებს იმაზე,
რომ ფოსფომიცინი უარყოფით გავლენას ახდენს ორსულობაზე ან ნაყოფის/ახალშობილი
ბავშვის ჯანმრთელობაზე.
ძუძუთი კვება - ერთჯერადი პერორალური დოზის სახით ფოსფომიცინი შეიძლება
გამოყენებულ იქნას ლაქტაციის პერიოდში.
გვერდითი მოვლენები
ფოსფომიცინის ტრომეტამოლის ერთჯერადი მიღების შემდეგ, იშვიათად ვითარდება კუჭ-
ნაწლავის ტრაქტის მხრივ დიარეა , ეს მოვლენები ჩვეულებრივ არ საჭიროებს
მკურნალობას და თავისით გაივლის
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
5631 გ ფოსფომიცინი ტრომეტამოლი, 3 გ ფოსფომიცინის ექვივალენტური
დამხმარე ნივთიერებები:
შაქარი 2,205გრ
ნატრიუმის საქარინი
აეროსილი 200
ფორთოხლის არომატი
მანდარინის არომატი
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური ანტიბაქტერიული საშუალებები (სხვა ანტიბაქტერიული საშუალებები)
ვეფოქსანი შეიცავს ფოსფომიცინს [მონო (2-ამონიუმ-2-ჰიდროქსიმეთილ-1,3-პროპანედიოლი) (2ღ-ცის)-(3-მეთილოქსირანილი)-ფოსფონატს], ფოსფონური მჟავას წარმოებული, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება საშარდე გზების ინფექციების სამკურნალოდ.ფოსფომიცინის ანტიბაქტერიული მოქმედება დაკავშირებულია ბაქტერიის უჯრედის კედლის სინთეზის დარღვევასთან.როგორც ფოსფოენოლპირუვატის ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, აინჰიბირებს ფერმენტ ფოსფოენოლპირუვატ ტრანსფერაზას; ამრიგად, შეუქცევადად ბლოკავს ურიდინ დიფოსფატ-N- აცეტილგლუკოზამინის კონდენსაციას p-ენოლპირუვატით, ბაქტერიული უჯრედის კედლის სინთეზის ერთ-ერთი პირველი ეტაპით. ასევე ფოსფომიცინი ამცირებს ბაქტერიის ადჰეზიას შარდის ბუშტის ლორწოვან გარსზე, რაც განმეორებითი ინფექციებისადმი მიდრეკილებას ამცირებს.
სხვა ანტიბიოტიკებთან ჯვარედინი რეზისტენტობა არ აღინიშნება, შესაძლოა აღინიშნებოდეს სხვა ანტიბიოტიკებთან სინერგიზმი (In vitro აღინიშნება სინერგიზმი ამოქსიცილინთან, ცეფალექსინთან, პიპემიდინის მჟავასთან და აზტრეონამთან)
ფოსფომიცინი ტრომეტამოლი ეფექტურია მრავალი გრამუარყოფითი და გრამდადებითი ბაქტერიების წინააღმდეგ, როგორიცაა E. coli, Citrobacter spp., Klebsiella spp., Proteus spp., Serratia spp., P. aeruginosa და Enterococcus faecalis, რომლებიც ხშირად იზოლირებულია საშარდე სისტემის ინფექციებში.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ზოგადი თვისებები
აბსორბცია:
პერორალური მიღების შემდეგ ფოსფომიცინი კარგად შეიწოვება ნაწლავებიდან და აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არის დაახლოებით 50%. საკვები ანელებს შეწოვას, მაგრამ არ მოქმედებს შარდის კონცენტრაციაზე.
განაწილება:
ფოსფომიცინი ნაწილდება თირკმელებში, შარდის ბუშტის კედელში, პროსტატისა და სათესლე ბუშტუკებში. პერორალური მიღების შემდეგ, ფოსფომიცინის ინჰიბიტორის მინიმალურ კონცენტრაციაზე (MIC) უფრო მაღალი მუდმივი კონცენტრაცია მიღებულ იქნა 24-48 საათის განმავლობაში.
ფოსფომიცინი არ უკავშირდება პლაზმის ცილებს და გადის პლაცენტურ ბარიერში.
ბიოტრანსფორმაცია:
საკმარისი მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
ელიმინაცია:
ფოსფომიცინი გამოიყოფა გლომერულური ფილტრაციით უცვლელი სახით, ძირითადად თირკმელებით (დოზის 40-50% აღმოჩნდა შარდში) და უფრო ნაკლები (დოზის 18-28%) ფეკალური ექსკრეციით, რომლის ნახევარგამოყოფის პერიოდია დაახლოებით 4 საათი. შრატში მეორე პიკი პრეპარატის მიღებიდან 6 და 10 საათის შემდეგ, სავარაუდოდ მეტყველებს იმაზე, რომ პრეპარატი ექვემდებარება ენტეროჰეპატურ ცირკულაციას.
ფოსფომიცინის ფარმაკოკინეტიკური თვისებები ასაკთან ან ორსულობასთან ერთად არ იცვლება. პრეპარატი გროვდება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში; ნაჩვენები იყო წრფივი კავშირი ფოსფომიცინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრებსა და გლომერულური ფილტრაციის სიჩქარეს შორის.
ჩვენებები
ვეფოქსანი ნაჩვენებია ქვედა საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ფოსფომიცინის მიმართ მგრძნობიარე პათოგენებით.
ასევე გამოიყენება საშარდე გზების ინფექციების მათ შორის ქვედა საშარდე გზების ინფექციების დიაგნოსტიკური და ქირურგიული ჩარევების პროფილაქტიკისთვის, ზრდასრულ მამაკაცებსა და ქალებში.
უკუჩვენებები
ფოსფომიცინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
თირკმლის მძიმე უკმარისობა კრეატინინის კლირენსით 10მლ/წთ ნაკლები.
12 წლამდე ასაკი
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ფოსფომიცინით თერაპიის დროს შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
დიაბეტით დაავადებულების ან დიეტაზე მყოფი პაციენტებისთვის გასათვალისწინებელია, რომ ვეფოქსანის ყოველი პაკეტი შეიცავს 2,205 გ შაქარს.
არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება ზედა საშარდე გზების ინფექციების დროს, როგორიცაა ნეფრიტი, პიელონეფრიტი.
ფრუქტოზასნ იშვიათი მემკვიდრეობითი აუტანლობის, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის ან საქარაზა-იზომალტაზას უკმარისობის მქონე პაციენტებმა არ უნდა გამოიყენონ ეს პრეპარატი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
არ უნდა გამოიყენოთ მეტოკლოპრამიდებთან ერთად სისხლის პლაზმაში და შარდში ფოსფომიცინის კონცენტრაციის შესაძლო დაქვეითების გამო. ციმეტიდინთან ერთად მიღება არ მოქმედებს პრეპარატის ფარმაკოკინეტიკაზე.
დოზირება/ მიღების სიხშირე და ხანგრძლივობა:
ვეფოქსანი გამოიყენება ერთჯერადი დოზის (3გ) სახით საშარდე სისტემის გაურთულებელი ინფექციების დროს.
ვეფოქსანის რეკომენდებული პროფილაქტიკური დოზაა 2 პაკეტი (2-ჯერ 3 გ) საშარდე გზების ინფექციების, მათ შორის ქვედა საშარდე გზების ინფექციების დიაგნოსტიკური და ქირურგიული ჩარევების დაწყებამდე, ზრდასრულ მამაკაცებსა და ქალებში. პირველი დოზა უნდა იქნას მიღებული ოპერაციამდე 3 საათით ადრე, ხოლო მეორე დოზა ოპერაციიდან 24 საათის შემდეგ.
მიღების მეთოდი:
მედიკამენტის საკვებთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს აქტიური ნივთიერების შეწოვის შეფერხება და ამის გამო - სისხლში და შარდში მედიკამენტის კონცენტრაციის შემცირება. ვეფოქსან -ის მიღება რეკომენდებულია საკვების მიღებიდან 2-3 სთ-ს შემდეგ. რეკომენდებულია მედიკამენტის მიღება ძილის წინ შარდის ბუშტის დაცლის შემდეგ.
ვეფოქსანის შიგთავსი იხსნება ოთახის ტემპერატურის ერთ ჭიქა წყალში შერევით და ხდება მისი დაუყოვნებლივ მიღება.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის კატეგორია: B
ორსულობა
თუ ვეფოქსანი მიიჩნევა საჭიროდ, შეიძლება შეფასდეს ორსულობის დროს მისი გამოყენება.
შეზღუდული რაოდენობით ორსულობაზე ზემოქმედების მონაცემები არ მიუთითებს იმაზე, რომ ფოსფომიცინი უარყოფით გავლენას ახდენს ორსულობაზე ან ნაყოფის/ახალშობილი ბავშვის ჯანმრთელობაზე.
ძუძუთი კვება
ერთჯერადი პერორალური დოზის სახით ფოსფომიცინი შეიძლება გამოყენებულ იქნას ლაქტაციის პერიოდში.
გვერდითი მოვლენები
ფოსფომიცინის ტრომეტამოლის ერთჯერადი მიღების შემდეგ, იშვიათად ვითარდება კუჭ- ნაწლავის ტრაქტის მხრივ დიარეა , ეს მოვლენები ჩვეულებრივ არ საჭიროებს მკურნალობას და თავისით გაივლის
ფარმაცევტული მახასიათებლები
შენახვის პირობები
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 250C-ზე.
შეფუთვა
მოთავსებულია პე/ალუმინის/გარსიანი ქაღალდის 2 პაკეტიანი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
დასახელება - ვეფოქსანი / Vefoxan
ჩვენებები
ვეფოქსანი ნაჩვენებია ქვედა საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ფოსფომიცინის მიმართ მგრძნობიარე პათოგენებით.
ასევე გამოიყენება საშარდე გზების ინფექციების მათ შორის ქვედა საშარდე გზების ინფექციების დიაგნოსტიკური და ქირურგიული ჩარევების პროფილაქტიკისთვის, ზრდასრულ მამაკაცებსა და ქალებში.
უკუჩვენებები
ფოსფომიცინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
თირკმლის მძიმე უკმარისობა კრეატინინის კლირენსით 10მლ/წთ ნაკლები.
12 წლამდე ასაკი
დოზირება/ მიღების სიხშირე და ხანგრძლივობა:
ვეფოქსანი გამოიყენება ერთჯერადი დოზის (3გ) სახით საშარდე სისტემის გაურთულებელი
ინფექციების დროს.
ვეფოქსანის რეკომენდებული პროფილაქტიკური დოზაა 2 პაკეტი (2-ჯერ 3 გ) საშარდე
გზების ინფექციების, მათ შორის ქვედა საშარდე გზების ინფექციების დიაგნოსტიკური
და ქირურგიული ჩარევების დაწყებამდე, ზრდასრულ მამაკაცებსა და ქალებში. პირველი
დოზა უნდა იქნას მიღებული ოპერაციამდე 3 საათით ადრე, ხოლო მეორე დოზა
ოპერაციიდან 24 საათის შემდეგ.
რსულობა და ლაქტაცია
თუ ვეფოქსანი მიიჩნევა საჭიროდ, შეიძლება შეფასდეს ორსულობის დროს მისი
გამოყენება.
შეზღუდული რაოდენობით ორსულობაზე ზემოქმედების მონაცემები არ მიუთითებს იმაზე,
რომ ფოსფომიცინი უარყოფით გავლენას ახდენს ორსულობაზე ან ნაყოფის/ახალშობილი
ბავშვის ჯანმრთელობაზე.
ძუძუთი კვება - ერთჯერადი პერორალური დოზის სახით ფოსფომიცინი შეიძლება
გამოყენებულ იქნას ლაქტაციის პერიოდში.
გვერდითი მოვლენები
ფოსფომიცინის ტრომეტამოლის ერთჯერადი მიღების შემდეგ, იშვიათად ვითარდება კუჭ-
ნაწლავის ტრაქტის მხრივ დიარეა , ეს მოვლენები ჩვეულებრივ არ საჭიროებს
მკურნალობას და თავისით გაივლის
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით