ფოსფომიცინი არისტო - Fosfomycin ARISTO
ფოსფომიცინი არისტო - Fosfomycin ARISTO

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ანტიბაქტერიული სხვა საშუალებები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ფოსფომიცინი არისტო 3000მგ შიგნით მისაღები ხსნარის დასამზადებელი ფხვნილი
აქტიური ნივთიერება: ფოსფომიცინი (ფოსფომიცინი-ტრომეტამოლის სახით)

პრეპარატის მიღებამდე საჭიროა მთლიანი ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, საჭიროა ინსტრუქციის შენახვა, რადგან შეიძლება აუცილებელი გახდეს მისი ხელახალი გადაკითხვა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მედიკამენტი ენიშნება პაციენტს, არ შეიძლება მისი სხვისთვის მიცემა, რადგან აღნიშნულმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, იმ შემთხვევაშიც თუ მასაც აღენიშნება მსგავსი სიმპტომები.

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება არის: ფოსფომიცინი (ფოსფომიცინის ტრომეტამოლის სახით). 1 საშეტი 8გ შიგნით მისაღები ხსნარის დასამზადებელი ფხვნილით შეიცავს 5.631მგ ფოსფომიცინის ტრომეტამოლს, რომელიც შეესაბამება 3.000მგ ფოსფომიცინს, დამხამრე ნივთიერებებია: საქაროზა.

ჩვენება: ფოსფომიცინი არისტო გამოიყენება არაგართულებული შარდის ბუშტის ინფექციების სამკურნალოდ ქალებში და მდედრობითი სქესის მოზრდილ პირებში.

უკუჩვენება: თუ პაციენტს აღენიშნება ალერგია ფოსფომიცინის ამ მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები: უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის ფოსფომიცინ არისტო-ს მიღებამდე, თუ სახეზეა შემდეგი დაავადებები: შარდის ბუშტის ხანგრძლივი ინფექცია, თუ ანამნეზში აღინიშნებოდა ფაღარათი ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ.

დაავადებები, რომლებსაც უნდა მიაქციონ ყურადღება: ფოსფომიცინი არისტო-მ შესაძლოა გამოიწვიოს რთული გვერდითი მოვლენები. მათ მიეკუთვნება ალერგიული რეაქციები და მსხვილი ნაწლავის ანთება. ყურადღება უნდა მიაქციონ კონკრეტულ სიმპტომებს ამ მედიკამენტის მიღებისას სხვადასხვა პრობლემების გამოვლენის რისკის შემცირების მიზნით.

ბავშვები და მოზარდები: არ გამოიყენება ეს მედიკამენტი 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არის დადასტურებული მისი გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა.

ფოსფომიცინი არისტო-ს მიღება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად: უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტი ღებულობს ან ცოტა ხნის წინ მიიღო- გამოიყენა სხვა სამკურნალო საშუალებები ან აპირებს ნებისმიერი სხვა პრეპარატის მიღებას-გამოყენებას, ეს ეხება ასევე ურეცეპტოდ გასაცემ სამკურნალო საშუალებებსაც. ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, თუ ღებულობენ: მეტოკლოპრამიდს ან სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც აჩქარებენ საკვების კუჭით და ნაწლავით მიღებას, რადგან ისინი ამცირებენ ფოსფომიცინის სხეულში ათვისებას, ანტიკოაგულანტებს, რადგან შესაძლოა აღინიშნოს პაციენტის სისხლის შედედების დამაბრკოლებელი ეფექტი ფოსფომიცინის და სხვა ანტიბიოტიკების შედეგად.

ფოსფომიცინი არისტო-ს მიღება საკვებ პროდუქტებთან ერთად; საკვებმა შესაძლოა შეაფერხოს ფოსფომიცინის ათვისება. ამიტომ ეს მედიკამენტი უნდა მიიღონ უზმოზე ( ჭამამდე 2-3 საათით ადრე ან ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ).

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: თუ პაციენტი არის ორსულად ან კვებავს ჩვილს ბუნებრივად ან ეჭვობს, რომ არის ორსულად ან გეგმავს ორსულობას, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
თუ პაციენტი არის ორსულად, ექიმი დანიშნავს ამ მედიკამენტს მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში.
ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ამ მედიკამენტის მხოლოდ ერთჯერადი დოზის ერთხელ მიღება.

ზემოქმედება ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე: შესაძლოა აღინიშნოს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა, რომელმაც შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს ავტომობილის მართის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ფოსფომიცინი არისტო შეიცავს საქაროზას: ყოველი საშეტი შეიცავს დაახლ. 2,4გ საქაროზას. ფოსფომიცინი არისტო უნდა მიიღონ მხოლოდ მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუ პაციენტისათვის ცნობილია, რომ ახასიათებს აუტანლობა გარკვეული შაქრის მიმართ.

მიღების წესი: ეს მედიკამენტი უნდა მიიღონ მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტი რაიმეში არ არის დარწმუნებული.

ფოსფომიცინი არისტო 3000მგ შიგნით მისაღები ხსნარის დასამზადებელი ფხვნილი

აქტიური ნივთიერება: ფოსფომიცინი (ფოსფომიცინი-ტრომეტამოლის სახით)

ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი გამოყენების ინსტრუქცია ამ პრეპარატის გამოყენებამდე, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციებს.

- შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია. შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა მოგვიანებით.

- დამატებით ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

- ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად, ნუ გადასცემთ მას სხვას გამოყენებისთვის. შესაძლოა პრეპარატმა ზიანი მიაყენოს სხვას, იმ შემთხვევაშიც თუ მასაც აღენიშნება მსგავსი სიმპტომები.

- თუ შენიშნავთ გვერდით მოვლენებს, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს

რას წარმოადგენს ფოსფომიცინი არისტო და რისთვის გამოიყენება?
ინფორმაცია ფოსფომიცინი არისტო გამოყენებამდე
ფოსფომიცინი არისტო მიღების წესი
მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები
ფოსფომიცინი არისტო შენახვის პირობები
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები

რას წარმოადგენს ფოსფომიცინ არისტო და რისთვის გამოიყენება?
ფოსფომიცინი არისტო შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ფოსფომიცინს (ფოსფომიცინის ტრომეტამოლის სახით). ის წარმოადგენს ანტიბიოტიკს, რომელიც იწვევს ინფექციის გამომწვევ ბაქტერიის კვდომას.

ფოსფომიცინი არისტო გამოიყენება არაგართულებული შარდის ბუშტის ინფექციების სამკურნალოდ ქალებში და მდედრობითი სქესის მოზრდილ პირებში.

ინფორმაცია ფოსფომიცინი არისტო-ს გამოყენებამდე
ფოსფომიცინი არისტო-ს გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში,

  • თუ აღნიშნება ალერგია ფოსფომიცინის ან პუნქტში 6 აღნიშნული ამ მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის ფოსფომიცინ არისტო-ს მიღებამდე, თუ სახეზეა შემდეგი დაავადებები:

- შარდის ბუშტის ხანგრძლივი ინფექცია,

- თუ პრეისტორიაში აღინიშნებოდა ფაღარათი ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ.

დაავადებები, რომლებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება

ფოსფომიცინი არისტო-მ შესაძლოა გამოიწვიოს რთული გვერდითი მოქმედებები. მათ მიეკუთვნება ალერგიული რეაქციები და მსხვილი ნაწლავის ანთება. ყურადღება უნდა მიაქციოთ კონკრეტულ სიმპტომებს ამ მედიკამენტის მიღებისას სხვადასხვა პრობლემების გამოვლენის რისკის შემცირების მიზნით. იხილეთ ,,რთული გვერდითი მოქმედებები“ პუნქტში 4 ,,მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები“.

ბავშვები და მოზარდები

არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არის დადასტურებული მისი გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა.

ფოსფომიცინი არისტო-ს მიღება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ იყენებთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ/გამოიყენეთ სხვა სამკურნალო საშუალებები ან აპირებთ ნებისმიერი სხვა სამედიცინო პროდუქტის მიღებას/გამოყენებას, ეს ეხება ასევე ურეცეპტოდ გაცემულ სამკურნალო საშუალებებსაც.

ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, თუ იღებთ:

- მეტოკლოპრამიდს ან სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც აჩქარებენ საკვების კუჭით და ნაწლავით მიღებას, რადგან ისინი ამცირებენ ფოსფომიცინის სხეულში ათვისებას,

- ანტიკოაგულურებს, რადგან შესაძლოა აღინიშნოს თქვენი სისხლის შედედების დამაბრკოლებელი ეფექტი ფოსფომიცინის და სხვა ანტიბიოტიკების შედეგად.

ფოსფომიცინი არისტო-ს მიღება საკვებ პროდუქტებთან ერთად

საკვებმა შესაძლოა შეაფერხოს ფოსფომიცინის ათვისება. ამიტომ ეს მედიკამენტი უნდა მიიღოთ უზმოზე ( ჭამამდე 2-3 საათით ადრე ან ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ).

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი ან ეჭვობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.

თუ ხართ ორსულად, ექიმი დანიშნავს ამ მედიკამენტს მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში.

ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ამ მედიკამენტის მხოლოდ ერთჯერადი დოზის ერთხელ მიღება.

ზეგავლენა ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

შესაძლოა აღინიშნოს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა, რომელმაც შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს ავტომობილის მართის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ფოსფომიცინი არისტო შეიცავს საქაროზას

ყოველი საჩეტი შეიცავს დაახლ. 2,4 გ საქაროზას. გთხოვთ მიიღოთ ფოსფომიცინი არისტო მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გახასიათებთ აუტანლობა გარკვეული შაქრის მიმართ.

ფოსფომიცინი არისტო-ს მიღების წესი
ეს მედიკამენტი უნდა მიიღოთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული.

შარდის ბუშტის გაურთულებელი ინფექციის სამკურნალოდ ქალებში და მდედრობით სქესის მოზრდილებში რეკომენდებული დოზირება შეადგენს 1 საჩეტ ფოსფომიცინ არისტო (3000 მგ ფოსფომიცინი).

გამოყენება თირკმლის ფუნქციის შეზღუდვის მქონე პაციენტებში

ეს მედიკამენტი არ უნდა გამოიყენოთ პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის რთული შეზღუდვა (თირკმელების უკმარისობა) (კრეატინინის კლირენსი <10მლ/წთ).

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

ამ მედიკამენტის გამოყენება არ შეიძლება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გამოყენების წესი

შიგნით მისაღები.

ეს მედიკამენტი უნდა მიიღოთ უზმოზე (ჭამამდე 2-3 საათით ადრე ან ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ), უპირატესად ძილის წინ შარდის ბუშტის დაცლის შემდეგ.

საჩეტის შემადგენლობა გახსენით ერთ ჭიქა წყალში და დალიეთ დამზადებისთანავე.

თუ მიიღეთ ფოსფომიცინი არისტო-ს ჭარბი დოზირება

თუ შემთხვევით მიიღეთ რეკომენდებულზე მეტი დოზა, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მედიკამენტის შესახებ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.

რთული გვერდით მოვლენები

თუ ფოსფომიცინი არისტო-ს მიღების პერიოდში შენიშნავთ შემდეგ სიმპტომებს, უნდა შეწყვიტოთ მედიკამენტის მიღება და დაუყონებლივ მიმართოთ ექიმს:

- ანაფილაქსიური შოკი, სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული რეაქცია (გამოვლენის სიხშირე არ არის ცნობილი). მის სიმპტომებს მიეკუთნება უეცარი გამონაყარი, ქავილი ან ჭინჭრის ცხელება კანზე და/ან სუნთქვის გახშირება, ხველა ან სუნთქვის გართულება,

- სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება სუნთქვის გართულებით (ანგიოოდემა) (სიხშირე არ არის ცნობილი),

- ზომიერიდან რთულამდე ხარისხის ფაღარათი, მუცლის სპაზმი, სისხლიანი განავალი და/ან ცხელება შესაძლოა მიუთითებდნენ მსხვილი ნაწლავის ინფექციაზე (ანტიბიოტიკით გამოწვეული კოლიტი) (სიხშირე არ არის ცნობილი). არ მიიროთ ფაღარათის საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც აბკოლებენ კუჭის მოქმედებას (ანტიპერისტალტიკური საშუალებები).

სხვა გვერდითი მოვლენები

ხშირი: შესაძლოა აღინიშნოს 10 -დან 1 -მდე პაციენტში

- თავის ტკივილები

- თავბრუსხვევა

- ფაღარათი

- ღებინება

- საჭმლის მონელების დარღვევა

- მუცლის ტკივილები

- ქალის სასქესო ორგანოების ინფექციები სიმპტომების თანხლებით, როგორიცაა ანთება, გაღიზიანება, ქავილი (ვულვოვაგინიტი).

არახშირად: შესაძლოა აღინიშნოს 100-დან 1-მდე პაციენტში

- ღებინება

- გამონაყარი

- ჭინჭრის ცხელება

- ქავილი

არ არის ცნობილი: სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით

- ალერგიული რეაქციები

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ ხელს შეუწყობთ წამლის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი მონაცემების მოპოვებას.

ფოსფომიცინი არისტო-ს შენახვის პირობები
ეს მედიკამენტი უნდა შეინახოთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

არ შეიძლება მედიკამენტის გამოყენება საჩეტზე ან შეფუთვის კოლოფზე აღნიშნული ,,ვარგისიანობის ვადის‘‘ გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.

ინახება არაუმეტეს 25 ტემპერატურაზე.

მითითებები ვარგისობის შესახებ გახსნის ან ხსნარის მომზადების შემდეგ

ხსნარი უნდა მიიღოთ უშუალოდ დამზადებისთანავე.

ეს მედიკამენტი არ გადააგდოთ კანალიზაციაში. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. თქვენ ამით ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებით ინფორმაციები
რას შეიცავს ფოსფომიცინი არისტო

- აქტიური ნივთიერება არის: ფოსფომიცინი (ფოსფომიცინის ტრომეტამოლის სახით).

1 საშეტი 8 გ შიგნით მისაღები ხსნარის დასამზადებელი ფხვნილით შეიცავს 5.631 მგ ფოსფომიცინის ტრომეტამოლს, რომელიც შეესაბამება 3.000 მგ ფოსფომიცინს.

- დამხამრე ნივთიერებებია: საქაროზა.

ფოსფომიცინი არისტო-ს გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

ფოსფომიცინი არისტო არის თეთრიდან თითქმის თეთრამდე ფერის შიგნით მისაღები ხსნარის დასამზადებელი ფხვნილი.

ფოსფომიცინი არისტო-ს შეფუთვა შეიცავს 1 საშეტს 8 გ შიგნით მისაღები ხსნარის დასამზადებელი ფხვნილით.

ეს მედიკამენტი ნებადართულია ევრო სავაჭრო ზონის წევრ ქვეყნებში შემდეგი დასახელებით

გერმანია - ფოსფომიცინი არისტო 3000მგ შიგნით მისაღები ხსნარის დასამზადებელი ფხვნილი

ავსტრია - ცისტიუმის 3გ ფხვნილი პერორალური ხსნარისთვის