ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის, გლუკოკორტიკოიდები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
პროქტოსტეროიდი 10 მგ რექტალური ქაფი
ტრიამცინოლონის დიაცეტატი
მედიკამენტის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი ანოტაცია, რადგანაც შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ანოტაცია, რადგანაც შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.
- რაიმე სახით დაეჭვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს,
- ეს მედიკამენტი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის და არ გადასცეთ სხვა პირს, იმ შემთხვევაშიც კი თუ იგივე სიმპტომები აქვს რაც თქვენ, ამან შესაძლოა ავნოს მას.
- რაიმე სახის გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, იმ შემთხვევაშიც კი თუ გამოვლენილი გვერდითი მოვლენები ნახსენები არ არის წინამდებარე ანოტაციაში, იხილეთ პუნქტი 4.
ანოტაციის შინაარსი:
1. რა არის პროქტოსტეროიდი და რისთვის გამოიყენება.
2. რა უნდა ვიცოდეთ პროქტოსტეროიდის მიღებამდე.
3. როგორ მივიღოთ პროქტოსტეროიდი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები.
5. როგორ შევინახოთ პროქტოსტეროიდი.
**6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია. **
1. რა არის პროქტოსტეროიდი და რისთვის გამოიყენება.
პროქტოსტეროიდი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც უწოდებენ ნაწლავის ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს და რომლის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ვრცელდება სწორი ნაწლავის ლორწოვან გარსზე. ეს მედიკამენტი ინიშნება მოზრდილებში:
წყლულოვანი კოლიტის, პროქტოსიგმოიდიტის და მარცვლოვანი პროქტიტის მკურნალობის მიზნით და სწორი ნაწლავის ანთებითი პროცესების მკურნალობის მიზნით.
2. რა უნდა ვიცოდეთ პროქტოსტეროიდის მიღებამდე.
არ მიიღოთ პროქტოსტეროიდი:
• თუ გაქვთ ალერგია ტრიამცინოლონის დიაცეტატის ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ.
• თუ გაქვთ ტუბერკულოზი, ჩუტყვავილა, მწვავე ჰერპესი.
• თუ გაქვთ აბსცესები, ღრმა ფისტულები, ბოლოდროინდელი ნაწლავის ნაკერები.
• თუ გაქვთ ნაწლავთა გაუვალობა.
• თუ გაქვთ პერიტონიტი.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:
პროქტოსტეროიდის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
• თუ თქვენ შეწყვიტეთ მკურნალობა სისტემური კორტიკოსტეროიდებით, პროქტოსტეროიდით მკურნალობის დაწყებისას შესაძლებელია გამოვლინდეს ჰიპოთალამუს- ჰიპოფიზი-თირკმელზედა ღერძის ფუნქციური ცვლილებები.
• მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის სხვა დარღვევები.
პროქტოსტეროიდის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად:
აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა მედიკამენტებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს.
ზოგიერთმა მედიკამენტმა შესაძლებელია გაზარდოს პროქტოსტეროიდის მოქმედება, ამიტომ თქვენი ექიმი ზედმიწევნით გააკონტროლებს თუ ამ მედიკამენტებს ღებულობთ (მათ შორის აივ ინფექციის სამკურნალო ზოგიერთი მედიკამენტი: რიტონავირი, კობიცისტატი).
მოხმარება სპორტსმენების მიერ:
სპორტსმენებს ვაცნობებთ, რომ მედიკამენტი შეიცავს ტრიამცინოლონის დიაცეტატს, რომელსაც შეუძლია დადებითი შედეგი აჩვენოს დოპინგ კონტროლის ტესტებში.
ორსულობა და ლაქტაცია:
თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან აპირებთ დაორსულებას, მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ არსებობს დასაბუთება იმის შესახებ, რომ ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში მიღებისას პროქტოსტეროიდმა შესაძლებელია ზიანი მიაყენოს დედას ან ბავშვს, თუმცა პროქტოსტეროიდით მკურნალობის პერიოდში დაორსულების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
პროქტოსტეროიდი არანაირ გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვის ან რაიმე ხელსაწყოს ან მექანიზმის გამოყენების უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პროქტოსტეროიდის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ:
ეს მედიკამენტი შეიცავს 210 მგ პროპილენგლიკოლს თითოეული მოხმარებისთვის. პროპილენგლიკოლმა შესაძლებელია გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.
მან შესაძლებელია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (პოზიტიურად მოგვიანებითი), რადგანაც შეიცავს მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატს (E-218).
3. როგორ მივიღოთ პროქტოსტეროიდი
ზედმიწევნით დაიცავით ამ ანოტაციაში მოცემული მედიკამენტის მიღების ინსტრუქცია ან ექიმის მითითებები. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზაა:
გამოიყენეთ სწორ ნაწლავში დღეში ერთხელ ან ორჯერ, სასურველია დეფეკაციის შემდეგ. შეისვენეთ რამდენიმე დღის განმავლობაში ყოველ ორ ან სამ კვირაში ერთხელ მკურნალობის გარეშე.
სიმპტომების რემისიის მიღწევის შემდეგ, ორ დღეში ერთხელ გამოყენება ძირითადად საკმარისია ხოლმე.
გამოყენების ინსტრუქცია
პროქტოსტეროიდის პირველად გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია.
pestaña de seguridad -უსაფრთხოების კიდე tubo de descarga-გამავალი მილი
cabeza dosificadora- დოზირების თავსახური cánula- კანულა
envase - ფლაკონი muesca - ჭრილი
პირველად გამოყენებამდე ფლაკონის ვერტიკალურ მდგომარეობაში დაატრიალეთ მოხსენით დოზირების თავსახური უსაფრთხოების კიდეს.
1. ამის შემდეგ და როდესაც დააპირებთ მის გამოყენებას, დაიჭირეთ ფლაკონი ვერტიკალურ მდგომარეობაში, როგორც ეს მითითებულია ქვემოთ არსებულ სურათებში.
მყარად შეაერთეთ კანულა აეროზოლის გამავალ მილთან და გაასწორეთ ჭრილი, რომელიც მდებარეობს გამავალი მილის დოზირების თავსახურის ქვეშ.
2. გამოყენებამდე მძლავრად შეანჯღრიეთ ფლაკონი.
3. დაიჭირეთ ფლაკონი ხელისგულზე საჩვენებელი და შუა თითებით დოზირების თავსახურზე (პროდუქცია ამოიფრქვევა მხოლოდ მაშინ, როდესაც აეროზოლი ამობრუნებულია თავით ქვემოთ და მაჯა გასწორებულია).
4. მოათავსეთ აპლიკატორი სწორ ნაწლავში (აპლიკატორის ბოლო შეიძლება შეზეთოთ
უკეთესი კომფორტისთვის). აეროზოლის გამოყენების ერთ-ერთი გზა არის ფეხის დადება
ტაბურეტზე ან სკამზე, კანულას შეყვანამდე.
5. დოზის შესაყვანად, ერთხელ ბოლომდე დააჭირეთ დოზირების თავსახურს და შეუშვით.
დაელოდეთ მინიმუმ 15 წამს აპლიკატორის ამოღებამდე. მოხსენით კანულა და გადააგდეთ.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი პროქტოსტეროიდი:
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი პროქტოსტეროიდი დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ადგილობრივი და ენდორექტალური ქაფის კორტიკოსტეროიდების გადაჭარბებულმა ან ხანგრძლივმა მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს კორტიკოსტეროიდების სისტემური შთანთქმის ზოგადი ეფექტები, როგორიცაა კუშინგის სინდრომი, თირკმელზედა ჯირკვლის დათრგუნვა, ზრდის შეფერხება ბავშვებში და მოზარდებში, ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითება, კატარაქტა, გლაუკომა და სხვა.
მედიკამენტის მიღების შეწყვეტა მალევე ასწორებს კორტიზონის ეფექტს.
დოზის გადაჭარბების ან შემთხვევითი მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ან დარეკეთ ტოქსიკოლოგიურ საინფორმაციო სამსახურში, ტელეფონით 91 562 04 20, მედიკამენტის და მიღებული ოდენობის მითითებით.
თუ დაგავიწყდათ პროქტოსტეროიდის მიღება:
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.
მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვებამ არსებობის შემთვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა მედიკამენტს, ამ მედიკამენტსაც შესაძლებელია ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველასთან არ ვლინდება.
გვერდითი მოვლენები როგორც წესი მსუბუქი და გარდამავალია.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 ადამიანში)
- გაღიზიანება შეყვანის ადგილში
- ქავილი შეყვანის ადგილში
- კუშინგის სინდრომი
- ჰიპერგლიკემია
- ოსტეოპოროზი
- კოლაგენის დარღვევა (კოლაგენის დაკარგვა).
გვერდითი მოვლენები უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემებით შეუძლებელია სიხშირის განსაზრვრა)
- მხედველობის დაბინდვა.
ინფორმაციის მიწოდება გვერდითი მოვლენების შესახებ.
ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს, მათ შორის ისეთ გვერდით მოვლენების გამოვლენისას, რომლებიც წინამდებარე ანოტაციაში არ არის მოცემული.გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით ხელს შეუწყობთ მეტი ინფორმაციის გავრცელებას ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ.
5. როგორ შევინახოთ პროქტოსტეროიდი.
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეინახოთ 30ºC-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
არ გაყინოთ და არ გააცივოთ.
პულვიზატორი ფლაკონი.
მოარიდეთ მზის პირდაპირი სხივებს და არ გდაჭეჭყოთ ან დაიწვათ, თუნდაც ცარიელი იყოს.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
მედიკამენტები არ უნდა ჩააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. კონტეინერები და მედიკამენტები, რომლებიც არ გჭირდებათ მიიტანეთ აფთიაქის Punto SIGRE პუნქტში, დაეჭვების შემთხვევაში, ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ კონტეინერები და მედიკამენტები, რომლებიც არ გჭირდებათ. აღნიშნული ფორმით თქვენ ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
პროქტოსტეროიდი 10 მგ რექტალური ქაფის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა ტრიამცინოლონის დიაცეტატი
თითოეული გამოყენება შეიცავს ტრიამცინოლონის დიაცეტატის დაახლოებით 10 მგ დოზას.
სხვა კომპონენტებია:
ემულგირებადი ცვილი, კაპრილოკარპროილის მაკროგოლ გლიცერიდები, პოლისორბატი 20, პროპილენგლიკოლი, მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატი (E-218), დინატრიუმის ფოსფატი, უწყლო ლიმონმჟავა, გამოხდილი წყალი და 1,1,1,2-ტეტრაფტორეთანი.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
პროდუქციის ვიზუალური მხარე და შეფუთვის შიგთავსი:
პროქტოსტეროიდი არის თეთრი ან თითქმის თეთრი ქაფი.
გამოშვებუია 20 გ ფლაკონში და 16 აპლიკატორი შპრიცით.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით