ოსტოლეკი 70მგ - OSTOLEK 70mg
ოსტოლეკი 70მგ - OSTOLEK 70mg

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ძვლის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ბისფოსფონატები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ოსტოლეკი 70 მგ

(ალენდრონატის მჟავა)

რას წარმოადგენს პრეპარატი ოსტოლეკი და რა მიზნით გამოიყენება იგი

ალენდრონატი განეკუთვნება არაჰორმონალურ წამალთა ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ბისფოსფონატები. ალენდრონატის მეშვეობით არ იკარგება ძვლოვანი ქსოვილები და ხელს უწყობს ძვლების აღდგენას. ამცირებს ხერხემლის და ბარძაყის ძვლის ყელის მოტეხილობის რისკს.

ექიმი ნიშნავს პრეპარატ ოსტოლეკს ოსთეოპოროზის სამკურნალოდ.

ოსტოლეკი ამცირებს ხერხემლის და ბარძაყის ძვლის ყელის მოტეხილობის რისკს ქალებში და ხერხემლის მოტეხილობის რისკს მამაკაცებში.

პრეპარატი ოსტოლეკის გამოყენება ჭამასთან და სმასთან მიუღებელია, ასევე არ შეიძლება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

პრეპარატი ოსტოლეკის გამოყენების წესი

პრეპარატი ოსტოლეკი ყოველთვის გამოიყენეთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

საჭიროა გარსით დაფარული ერთი ტაბლეტის (70 მგ) მიღება კვირაში ერთხელ.

პრეპარატი ოსტოლეკის თერაპიული მოქმედების სრული გამოყენების მიზნით აუცილებლად გაითვალისწინეთ ქვემოთ მოცემული მითითებები.

  1. დილით ადგომის შემდეგ და საჭმლის და დასალევის მირთმევამდე ან და სხვა პრეპარატების მიღებამდე ჩაყლაპეთ პრეპარატი ოსტოლეკი, თან მიაყოლეთ წყალი ბევრი რაოდენობით(არანაკლებ 200 მლ).

- არ მიაყოლოთ მინერალური წყალი (გაზიანი ან უგაზო);

- არ მიაყოლოთ ყავა ან ჩაი;

- არ მიაყოლოთ ფორთოხლის წვენი და არც რძე.

  1. არ დაღეჭოთ ტაბლეტი და არ დაუშვათ, რათა გაიხსნას პირში.

  2. არ დაწვეთ - შეინარჩუნეთ ვერტიკალური პოზიცია(ჯდომა, დგომა ან სიარული) - ტაბლეტის მიღებიდან სულ მცირე 30 წუთის განმავლობაში. შეუძლებელია დაწოლა, სანამ არ მიირთმევთ მოცემული დღის პირველ საჭმელს.

  3. არ მიიღოთ პრეპარატი ოსტოლეკი საღამოს დაწოლის წინ ან დილით ადგომის შემდეგ.

  4. ყლაპვის დროს რაიმე სირთულის ან ტკივილის, გულმკერდის არეში ტკივილის, გულძმარვის გამოვლენის ან გამწვავების შემთხვევაში, შეწყვიტეთ პრეპარატი ოსტოლეკის მიღება და მიმართეთ ექიმს.

  5. პრეპარატი ოსტოლეკის მიღების და **პირველი საჭმლის, პირველი სასმლის ან სხვა პრეპარატის (მათ შორის ანტაციდები, კალციუმის ჩანართების და ვიტამინების) მიღების შორის უნდა იყოს სულ მცირე
    30-წუთიანი შუალედი. **ოსტოლეკი ეფექტურად მოქმედებს მხოლოდ ცარიელ კუჭზე.

  6. უნდა გახსოვდეთ, რომ ოსტოლეკი მიიღოთ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც დაგინიშვნავთ ექიმი. ოსტოლეკი კურნავს ოსთეოპოროზს, მხოლოდ მაშინ, როდესაც პაციენტი განუწყვეტლივ ღებულობს ტაბლეტებს.

პრეპარატი ოსტოლეკის დოზის გადაჭარბება

შეცდომით მეტი დოზის მიღების შემთხვევაში, დალიეთ ერთი ჭიქა რძე და იმავდროულად მიმართეთ ექიმს. არ გამოიწვიოთ პირღებინება, არ დაწვეთ.

5. პრეპარატი ოსტოლეკის შენახვის წესი

პრეპარატი ოსტოლეკი შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.

არ მიიღოთ ვადაგასული პრეპარატი, მოქმედების ვადა მოთავსებულია კოლოფზე. მოქმედების ვადა გულისხმობს მოცემული თვის ბოლო დღეს.

6. სხვა ინფორმაციები

რას შეიცავს პრეპარატი ოსტოლეკი

პრეპარატის აქტიური ნივთიერებაა ნატრიუმის ალენდრონატის ტრიჰიდრატი. თითო ტაბლეტი შეიცავს 70მგ ალენდრონატის მჟავას ნატრიუმის ალენდრონატის ტრიჰიდრატის სახით.

როგორ გამოიყურება პრეპარატი ოსტოლეკი და რას შეიცავს შეფუთვა

პრეპარატი ოსტოლეკი ხელმისაწვდომია გარსით დაფარულ ცისფერი ტაბლეტების სახით, მოგრძო ფორმით, ლაქების და დაზიანებების გარეშე. გამოშვების ფორმა N4

პასუხისმგებელი ორგანო და მწარმოებელი:

ფარმაცევტული საწარმო შპს ლეკ-ამ [LEK-AM]

საერთაშორისო დასახელება - alendronic acid

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალებები. ძვლის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალებები → ძვლის რეზორბციის ინჰიბიტორები → ქალებში ოსტეოპორის დროს პოსტმენოპაუზაში

მიღების ჩვენება
ოსტეოპორიზის მკურნალობა პოსტმენოპაუზაში. ალენდრონის მჟავა აქვეითებს მალების და ბარძაყის ძვლების მოტეხილობების რისკს.

დოზირების რეჟიმი და მიღების მეთოდი
შიგნით, 1-ჯერ კვირაში. რეკომენდებული დოზა შეადგენს პრეპარატ ალენდრონის მჟავა 70მგ 1 ტაბლეტს კვირაში, პერორალურად.

რეკომენდაციები ალენდრონატის ადექვატური აბსორბციისთვის:
პრეპარატი უნდა მიიღოთ ცარიელ (,,მშიერ”) კუჭზე როგორც მინიმუმ 30 წუთით ადრე საკვების, სასმელის ან მედიკამენტების მიღებამდე, უნდა დააყოლოთ ჩვეულებრივი წყალი. სხვა სასმელების მიღება (მათ შორის მინერალური წყალი, როგორც აირიანი ასევე აირის გარეშე), საკვების ან მედიკამენტების გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ალენდრონატის შეწოვა

პირის ღრუს და საყლაპავის ლორწოვანის გაღიზიანების შესაძლებლობის შესამცირებლად პრეპარატის მიღებისას უნდა დაიცვათ შემდეგი ინსტრუქციები:
- პრეპარატის უნდა მიიღოთ დილით გაღვიძების შემდეგ, დააყოლოთ ერთი ჭიქა წყალი (არანაკლებ 200მლ).
- არ შეიძლება ტაბლეტის დაღეჭვა ან პირში შეყოვნება დაშლამდე.
- თავი შეიკავეთ საკვების, სასმელის ან სხვა პრეპარატის მიღებისგან 30 წუთის განმავლობაში პრეპარატის მიღებიდან.
- პრეპარატის მიღებიდან როგორც მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში არ უნდა მიიღოთ ჰორიზონტალური მდგომარეობა.
- პრეპარატი არ უნდა მიიღოთ ძილის წინ ან დილით, ლოგინიდან ადგომამდე.

პაციენტებმა უნდა მიიღონ კალციუმის დამატებითი პრეპარატები და ვიტამინი D, საკვებით მათი არასაკმარისი მიღების შემთხვევაში

გამოყენება ხანდაზმულებში: დოზის კორექცია საჭირო არ არის.
გამოყენება თირკმლის უკმარისობისას: გორგლოვანი ფილტრაციისას 35მლ/წთ-ზე მეტი, დოზის კორექცია საჭირო არ არის. პაციენტებში გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარით 35მლ/წთ-ზე ნაკლები პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის, ამ კატეგორიის პაციენტებში ალენდრონატის გამოყენების არასაკმარისი გამოცდილების გამო.

გამოყენება ბავშვებში (15 წელზე უმცროსი ასაკის): პრეპარატი გამოიყენებოდა 18 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვების მცირე ჯგუფში, რომლებსაც დარღვეული ჰქონდათ ოსტეოგენეზი კლინიკური კვლევის ფარგლებში. პრეპარატის ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოების დასაზუსტებლად, შედეგები არასაკმარისია.
გლუკოკორტიკოიდებით გამოწვეული ოსტეოპოროზისას ალენდრონატის ეფექტი შესწავლილი არ არის.

უკუჩვენება
- საყლაპავის ანომალიები და სხვა მდგომარეობები, როლებიც იწვევს საყლაპავიდან ევაკუაციის გაძნელებას (სტრიქტურა, ახალაზია).
- ჯდომის ან დგომის შეუძლებლობა მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში.
- მომატებული მგრძნობელობა აქტიური კომპონენტის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
- ჰიპოკალციემია.

რას წარმოადგენს პრეპარატი ოსტოლეკი და რა მიზნით გამოიყენება ის

ალენდრონატი განეკუთვნება არაჰორმონალურ წამალთა ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ბისფოსფონატები. ალენდრონატის მეშვეობით არ იკარგება ძვლოვანი ქსოვილები და ხელს უწყობს ძვლების აღდგენას. ამცირებს ხერხემლის და ბარძაყის ძვლის ყელის მოტეხილობის რისკს.

ექიმი ნიშნავს პრეპარატ ოსტოლეკს ოსთეოპოროზის სამკურნალოდ.

ოსტოლეკი ამცირებს ხერხემლის და ბარძაყის ძვლის ყელის მოტეხილობის რისკს ქალებში და ხერხემლის მოტეხილობის რისკს მამაკაცებში.

პრეპარატი ოსტოლეკის გამოყენება ჭამასთან და სმასთან მიუღებელია, ასევე არ შეიძლება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

პრეპარატი ოსტოლეკის გამოყენების წესი

პრეპარატი ოსტოლეკი ყოველთვის გამოიყენეთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

საჭიროა გარსით დაფარული ერთი ტაბლეტის (70 მგ) მიღება კვირაში ერთხელ.

პრეპარატი ოსტოლეკის თერაპიული მოქმედების სრული გამოყენების მიზნით აუცილებლად გაითვალისწინეთ ქვემოთ მოცემული მითითებები.

  1. დილით ადგომის შემდეგ და საჭმლის და დასალევის მირთმევამდე ან და სხვა პრეპარატების მიღებამდე ჩაყლაპეთ პრეპარატი ოსტოლეკი, თან მიაყოლეთ წყალი დიდი რაოდენობით (არანაკლებ 200 მლ).

- არ მიაყოლოთ მინერალური წყალი (გაზიანი ან უგაზო);

- არ მიაყოლოთ ყავა ან ჩაი;

- არ მიაყოლოთ ფორთოხლის წვენი და არც რძე.

  1. არ დაღეჭოთ ტაბლეტი და არ დაუშვათ, რათა გაიხსნას პირში.

  2. არ დაწვეთ - შეინარჩუნეთ ვერტიკალური პოზიცია(ჯდომა, დგომა ან სიარული) - ტაბლეტის მიღებიდან სულ მცირე 30 წუთის განმავლობაში. შეუძლებელია დაწოლა, სანამ არ მიირთმევთ მოცემული დღის პირველ საჭმელს.

  3. არ მიიღოთ პრეპარატი ოსტოლეკი საღამოს დაწოლის წინ ან დილით ადგომის შემდეგ.

  4. ყლაპვის დროს რაიმე სირთულის ან ტკივილის, გულმკერდის არეში ტკივილის, გულძმარვის გამოვლენის ან გამწვავების შემთხვევაში, შეწყვიტეთ პრეპარატი ოსტოლეკის მიღება და მიმართეთ ექიმს.

  5. პრეპარატი ოსტოლეკის მიღების და პირველი საჭმლის, პირველი სასმლის ან სხვა პრეპარატის (მათ შორის ანტაციდები, კალციუმის ჩანართების და ვიტამინების) მიღების შორის უნდა იყოს სულ მცირე
    30-წუთიანი შუალედი. ოსტოლეკი ეფექტურად მოქმედებს მხოლოდ ცარიელ კუჭზე.

  6. უნდა გახსოვდეთ, რომ ოსტოლეკი მიიღოთ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც დაგინიშვნავთ ექიმი. ოსტოლეკი კურნავს ოსთეოპოროზს, მხოლოდ მაშინ, როდესაც პაციენტი განუწყვეტლივ ღებულობს ტაბლეტებს.

დოზის გადაჭარბება

შეცდომით მეტი დოზის მიღების შემთხვევაში, დალიეთ ერთი ჭიქა რძე და იმავდროულად მიმართეთ ექიმს. არ გამოიწვიოთ პირღებინება, არ დაწვეთ.

შენახვის წესი

პრეპარატი ოსტოლეკი შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.

არ მიიღოთ ვადაგასული პრეპარატი, მოქმედების ვადა მოთავსებულია კოლოფზე. მოქმედების ვადა გულისხმობს მოცემული თვის ბოლო დღეს.

შემადგენლობა

პრეპარატის აქტიური ნივთიერებაა ნატრიუმის ალენდრონატის ტრიჰიდრატი. თითო ტაბლეტი შეიცავს 70მგ ალენდრონატის მჟავას ნატრიუმის ალენდრონატის ტრიჰიდრატის სახით.

აღწერა

პრეპარატი ოსტოლეკი ხელმისაწვდომია გარსით დაფარულ ცისფერი ტაბლეტების სახით, მოგრძო ფორმით, ლაქების და დაზიანებების გარეშე.

მწარმოებელი: