მელდოზი - Meldoz
მელდოზი - Meldoz

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ძვლის დაავადების სამკურნალო პრეპარატები, ბისფოსფონატები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

მელდოზი ტაბლეტები, 70 მგ

ალენდრონის მჟავა

საერთაშორისო დასახელება: ალენდრონის მჟავა, Alendronic acid შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება
აქტიური ნივთიერება არის ალენდრონატის ნატრიუმის ტრიჰიდრატი.

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 70 მგ ალენდრონის მჟავას ალენდრონატის ნატრიუმის ტრიჰიდრატის სახით.

სხვა ინგრედიენტები
სხვა ინგრედიენტებია: სორბიტოლი,სიმინდის სახამებელი,ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, სტეარინის მჟავა, მაგნიუმის სტეარატი.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი

თერაპიული ჯგუფი : ბისფოსფონატები

რა არის მელდოზი

მელდოზი არის ტაბლეტი, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ალენდრონის მჟავას (ფართოდ ცნობილია, როგორც ალენდრონატი) და მიეკუთვნება არაჰორმონალური მედიკამენტების ჯგუფს სახელწოდებით ბისფოსფონატები. მელდოზი ახდენს ძვლის დაკარგვის პრევენციას ქალებში მენოპაუზის შემდეგ, და ხელს უწყობს ძვლის აღდგენას. ამცირებს ხერხემლისა და ბარძაყის მოტეხილობების რისკს.

რისთვის გამოიყენება მელდოზი?

თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ მელდოზი ოსტეოპოროზის სამკურნალოდ. მელდოზი ამცირებს ხერხემლისა და ბარძაყის მოტეხილობის რისკს.

მელდოზი სამკურნალოდ მიიღება კვირაში ერთხელ.
რა არის ოსტეოპოროზი

ოსტეოპოროზი არის ძვლების გათხელება და შესუსტება. ხშირია ქალებში მენოპაუზის შემდეგ. მენოპაუზის დროს საკვერცხეები წყვეტენ ქალის ჰორმონის, ესტროგენის გამომუშავებას, რაც ხელს უწყობს ქალის ჩონჩხის ჯანმრთელობას. შედეგად, ხდება ძვლის დაკარგვა და ძვლები სუსტდება. რაც უფრო ადრე აღწევს ქალი მენოპაუზას, მით მეტია ოსტეოპოროზის რისკი. ადრეულ ეტაპზე, ოსტეოპოროზი არ ავლენს სიმპტომებს. მკურნალობის გარეშე ამან შეიძლება გამოიწვიოს ძვლების მოტეხილობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ ამ დროს აღინიშნება ტკივილი, ხერხემლის ძვლების მოტეხილობები შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს, სანამ არ გამოიწვევს სიმაღლეში შემცირებას. ძვლების მოტეხილობა შეიძლება მოხდეს ნორმალური, ყოველდღიური აქტივობის დროს, როგორიცაა საგნების აწევა, ან მცირე ტრავმის შედეგად, რომლის დროსაც ჩვეულებრივ ხდება ძვლების მოტეხილობა. ძვლების მოტეხილობები, როგორც წესი, ვითარდება ბარძაყის, ხერხემლის ან მაჯის არეში და შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ ტკივილი, არამედ ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემები, როგორიცაა მოხრილობა („ქვრივის კუზი“) და მობილობის დაკარგვა.

რა უნდა იცოდეთ მელდოზის მიღებამდე

არ მიიღოთ მელდოზი:

• თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ალენდრონატის ნატრიუმის ტრიჰიდრატის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში).

• თუ გაქვთ საყლაპავთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები (საყლაპავი - მილი, რომელიც აკავშირებს თქვენს პირს კუჭთან), როგორიცაა შევიწროება ან ყლაპვის გაძნელება

• თუ არ შეგიძლიათ დგომა ან ჯდომა ვერტიკალურად მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში

• თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ სისხლში კალციუმის დაბალი დონე

თუ ფიქრობთ, რომ რომელიმე ჩამოთვლილი გეხებათ თქვენ, არ მიიღოთ ტაბლეტები. პირველ რიგში გაესაუბრეთ თქვენს ექიმს და მიჰყევით მოცემულ რჩევებს.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:

მელდოზის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს მელდოზის მიღებამდე, თუ:

· გაქვთ თირკმელების პრობლემები,

· გაქვთ ყლაპვის ან საჭმლის მონელების პრობლემები,

· ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ბარეტის საყლაპავი (დაავადება,რომელიც დაკავშირებულია საყლაპავის ქვედა ნაწილში არსებული უჯრედების ცვლილებებთან),

· გითხრეს, რომ გაქვთ სისხლში კალციუმის დაბალი დონე,

· გაქვთ ცუდი სტომატოლოგიური ჯანმრთელობის მდგომარეობა, ღრძილების დაავადება, გაქვთ დაგეგმილი კბილის ამოღება ან არ იტარებთ რუტინულ სტომატოლოგიურ თერაპიას,

· გაქვთ კიბო,

· გადიხართ ქიმიოთერაპიას ან რადიოთერაპიას,

· იღებთ ანგიოგენეზის ინჰიბიტორებს (როგორიცაა ბევაციზუმაბი, ან თალიდომიდი)

· იღებთ კორტიკოსტეროიდებს (როგორიცაა პრედნიზონი ან დექსამეთაზონი),

· ხართ ან იყავით მწეველი (რადგან ამან შეიძლება გაზარდოს სტომატოლოგიური პრობლემების რისკი).

შეიძლება გირჩიონ სტომატოლოგიური შემოწმების გავლა მელდოზით მკურნალობამდე. მნიშვნელოვანია პირის ღრუს კარგი ჰიგიენის დაცვა მელდოზით მკურნალობისას. მკურნალობის დროს უნდა გაიაროთ რუტინული სტომატოლოგიური შემოწმება და დაუკავშირდით ექიმს ან სტომატოლოგს, თუ შეამჩნევთ რაიმე სიმპტომს პირის ღრუში ან კბილებში, როგორიცაა კბილის დაკარგვა, ტკივილი ან შეშუპება.

შეიძლება განვითარდეს საყლაპავის გაღიზიანება, ანთება ან წყლული (საყლაპავი - მილი, რომელიც აკავშირებს პირს კუჭთან) ხშირად ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა გულმკერდის ტკივილი, გულძმარვა ან ყლაპვის გაძნელება ან ტკივილი ყლაპვისას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პაციენტები არ სვამენ სრულ ჭიქა წყალს და/ან თუ ისინი წვებიან მელდოზის მიღებიდან 30 წუთზე ნაკლებ დროში, ეს გვერდითი ეფექტები შეიძლება გაუარესდეს, თუ პაციენტები განაგრძობენ მელდოზის მიღებას ამ სიმპტომების გამოვლენის შემდეგ.

ბავშვები და მოზარდები

მელდოზი არ გამოიყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.
სხვა პრეპარატები და მელდოზი

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

მოსალოდნელია, რომ კალციუმის დანამატებმა, ანტაციდებმა და ზოგიერთმა პერორალურმა მედიკამენტმა შეაფერხონ მელდოზის შეწოვა მათი ერთდროულად მიიღებისას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გაითვალისწინოთ მე-3 პუნქტში „როგორ მიიღება მელდოზი“ მოცემული რჩევები.

რევმატიზმის ან ხანგრძლივი ტკივილის სამკურნალო ზოგიერთმა მედიკამენტმა, რომლებიც ცნობილია, როგორც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა ან იბუპროფენი), შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მონელების პრობლემები. ამიტომ, მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ მე-3 პუნქტში „როგორ მიიღება მელდოზი“ მოცემული რჩევები.

მელდოზის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

მოსალოდნელია, რომ საკვები და სასმელი (მათ შორის მინერალური) შეამცირებს მელდოზის ეფექტიანობას მათი ერთდროულად მიიღებისას. ამიტომ მნიშვნელოვანია,რომ გაითვალისწინოთ მე-3 პუნქტში „როგორ მიიღება მელდოზი“ მოცემული რჩევები. ორსულობა და ძუძუთი კვება

მელდოზი განკუთვნილია მხოლოდ პოსტმენოპაუზურ ქალებში გამოსაყენებლად. არ უნდა მიიღოთ მელდოზი, თუ ხართ ან ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, ან თუ ძუძუთი კვებავთ.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

გვერდითი ეფექტები (მათ შორის დაბინდული ხედვა, თავბრუსხვევა და ძვლების, კუნთების ან სახსრების ძლიერი ტკივილი) დაფიქსირდა მელდოზის გამოყენებისას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე. ინდივიდუალური პასუხები მელდოზზე შეიძლება განსხვავდებოდეს (იხილეთ პუნქტი 4.).

როგორ მიიღება მელდოზი

ყოველთვის მიიღეთ მელდოზი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რაიმე ეჭვი გაქვთ.

მიიღეთ მელდოზის ერთი ტაბლეტი კვირაში ერთხელ.

მიჰყევით ამ ინსტრუქციებს ყურადღებით, რათა დარწმუნდეთ, რომ მელდოზის მიღებით სარგებელს მიიღებთ.

  1. აირჩიეთ კვირის დღე, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება თქვენს გრაფიკს. ყოველ კვირას მიიღეთ მელდოზის ერთი ტაბლეტი თქვენს მიერ არჩეულ დღეს.

ძალიან მნიშვნელოვანია 2), 3), 4) და 5) ინსტრუქციების დაცვა, რაც დაეხმარება ტაბლეტს სწრაფად მიაღწიოს კუჭს და შეამციროს საყლაპავის გაღიზიანება (საყლაპავი- მილი, რომელიც აკავშირებს თქვენს პირს კუჭთან).
2) დილით ადგომის შემდეგ და ნებისმიერი საკვების, სასმელის ან სხვა პრეპარატის მიღებამდე, გადაყლაპეთ მელდოზის ტაბლეტი მთლიანად სავსე ჭიქა წყლის მიყოლებით (არ მიიღოთ მინერალური წყალი) (არანაკლებ 200 მლ ან 7 უნცია).

· არ მიიღოთ მინერალურ წყალთან ერთად (დამდგარ ან გაზიან წყალთან ერთად)

· არ მიიღოთ ყავასთან ან ჩაისთან ერთად.

· არ მიიღოთ წვენთან ან რძესთან ერთად.

არ დატეხოთ ან დაღეჭოთ ტაბლეტი და არ დაუშვათ ის პირში გაიხსნას.

  1. არ დაწვეთ - დარჩით ვერტიკალურ მდგომარეობაში (ჯდომისას, დგომისას ან სიარულისას)

- ტაბლეტის გადაყლაპვიდან სულ მცირე 30 წუთის განმავლობაში. არ დაწვეთ დღის პირველი კვების შემდეგ.

  1. არ მიიღოთ მელდოზი ძილის წინ ან დილით ადგომამდე.

  2.  ყლაპვის გაძნელებისას ან ყლაპვისას ტკივილის განვითარდებისას, გულმკერდის
    
ტკივილისას, ან გულძმარვის განვითარებისას ან გამწვავებისას, შეწყვიტეთ მელდოზის მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს.

  1. მელდოზის ტაბლეტის გადაყლაპვის შემდეგ, დაიცადეთ მინიმუმ 30 წუთი, ვიდრე მიიღებთ პირველ საკვებს, სასმელს ან დღის განმავლობაში მისაღებ სხვა პრეპარატებს, მათ შორის

ანტაციდებს, კალციუმის დანამატებს და ვიტამინებს. მელდოზი ეფექტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კუჭი ცარიელია.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ გვერდით ეფექტს, რომელიც შეიძლება იყოს სერიოზული და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო მკურნალობას:

ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში):

· გულძმარვა, ყლაპვის გაძნელება, ტკივილი ყლაპვისას, საყლაპავის წყლული (საყლაპავი, მილი, რომელიც აკავშირებს თქვენს პირს კუჭთან), რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულმკერდის ტკივილი, გულძმარვა ან ყლაპვის გაძნელება ან ტკივილი ყლაპვისას.

იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 პაციენტში):

· ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ჭინჭრის ციება, სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება, შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, კანის მძიმე რეაქციები,

· პირის ღრუს და/ან ყბის ტკივილი, შეშუპება ან დაზიანებები პირის ღრუში, დაბუჟება ან სიმძიმის შეგრძნება ყბის მიდამოში, ან კბილის მორყევა. ეს შეიძლება იყოს ყბის ძვლის დაზიანების ნიშნები (ოსტეონეკროზი), რომელიც ზოგადად ასოცირებულია დაგვიანებულ შეხორცებასთან და ინფექციასთან, ჩვეულებრივ კბილის ამოღების შემდეგ. მიმართეთ თქვენს ექიმს და სტომატოლოგს, თუ გაქვთ ასეთი სიმპტომები,

· ბარძაყის ძვლის უჩვეულო მოტეხილობა, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც იტარებენ ოსტეოპოროზის გამო ხანგრძლივ მკურნალობას, შეიძლება იშვიათად განვითარდეს. მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ტკივილი, სისუსტე ან დისკომფორტი ბარძაყის, თეძოს ან საზარდულის არეში, რადგან ეს შეიძლება იყოს ბარძაყის მოტეხილობის ადრეული ნიშანი.

· ძვლების, კუნთების და/ან სახსრების ძლიერი ტკივილი.

შენახვის პირობები:

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე „EXP“-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

მელდოზის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

მელდოზის ტაბლეტები შეფუთულია ალუმინის ფოლგის ბლისტერში, რომელიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში პაციენტის საინფორმაციო ფურცელთან ერთად. ხელმისაწვდომია შემდეგი შეფუთვის ზომებში:

საერთაშორისო დასახელება - მელდოზი ტაბლეტები, 70 მგ

რა არის მელდოზი
მელდოზი არის ტაბლეტი, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ალენდრონის მჟავას (ფართოდ ცნობილია, როგორც ალენდრონატი) და მიეკუთვნება არაჰორმონალური მედიკამენტების ჯგუფს სახელწოდებით ბისფოსფონატები. მელდოზი ახდენს ძვლის დაკარგვის პრევენციას ქალებში მენოპაუზის შემდეგ, და ხელს უწყობს ძვლის აღდგენას. ამცირებს ხერხემლისა და ბარძაყის მოტეხილობების რისკს.
რისთვის გამოიყენება მელდოზი?
თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ მელდოზი ოსტეოპოროზის სამკურნალოდ. მელდოზი ამცირებს ხერხემლისა და ბარძაყის მოტეხილობის რისკს.
მელდოზი სამკურნალოდ მიიღება კვირაში ერთხელ.

რა უნდა იცოდეთ მელდოზის მიღებამდე
არ მიიღოთ მელდოზი:
• თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ალენდრონატის ნატრიუმის ტრიჰიდრატის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში).
• თუ გაქვთ საყლაპავთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები (საყლაპავი - მილი, რომელიც აკავშირებს თქვენს პირს კუჭთან), როგორიცაა შევიწროება ან ყლაპვის გაძნელება
• თუ არ შეგიძლიათ დგომა ან ჯდომა ვერტიკალურად მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში
• თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ სისხლში კალციუმის დაბალი დონე
თუ ფიქრობთ, რომ რომელიმე ჩამოთვლილი გეხებათ თქვენ, არ მიიღოთ ტაბლეტები. პირველ რიგში გაესაუბრეთ თქვენს ექიმს და მიჰყევით მოცემულ რჩევებს.
ბავშვები და მოზარდები
მელდოზი არ გამოიყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

როგორ მიიღება მელდოზი
ყოველთვის მიიღეთ მელდოზი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რაიმე ეჭვი გაქვთ.
მიიღეთ მელდოზის ერთი ტაბლეტი კვირაში ერთხელ.
მიჰყევით ამ ინსტრუქციებს ყურადღებით, რათა დარწმუნდეთ, რომ მელდოზის მიღებით სარგებელს მიიღებთ.

  1. აირჩიეთ კვირის დღე, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება თქვენს გრაფიკს. ყოველ კვირას მიიღეთ მელდოზის ერთი ტაბლეტი თქვენს მიერ არჩეულ დღეს.
    ძალიან მნიშვნელოვანია 2), 3), 4) და 5) ინსტრუქციების დაცვა, რაც დაეხმარება ტაბლეტს სწრაფად მიაღწიოს კუჭს და შეამციროს საყლაპავის გაღიზიანება (საყლაპავი- მილი, რომელიც აკავშირებს თქვენს პირს კუჭთან).
  2. დილით ადგომის შემდეგ და ნებისმიერი საკვების, სასმელის ან სხვა პრეპარატის მიღებამდე, გადაყლაპეთ მელდოზის ტაბლეტი მთლიანად სავსე ჭიქა წყლის მიყოლებით (არ მიიღოთ მინერალური წყალი) (არანაკლებ 200 მლ ან 7 უნცია).
    უ არ მიიღოთ მინერალურ წყალთან ერთად (დამდგარ ან გაზიან წყალთან ერთად)
    უ არ მიიღოთ ყავასთან ან ჩაისთან ერთად.
    უ არ მიიღოთ წვენთან ან რძესთან ერთად.
    არ დატეხოთ ან დაღეჭოთ ტაბლეტი და არ დაუშვათ ის პირში გაიხსნას.
  3. არ დაწვეთ - დარჩით ვერტიკალურ მდგომარეობაში (ჯდომისას, დგომისას ან სიარულისას)
    - ტაბლეტის გადაყლაპვიდან სულ მცირე 30 წუთის განმავლობაში. არ დაწვეთ დღის პირველი კვების შემდეგ.
  4. არ მიიღოთ მელდოზი ძილის წინ ან დილით ადგომამდე.
  5. ყლაპვის გაძნელებისას ან ყლაპვისას ტკივილის განვითარდებისას, გულმკერდის ტკივილისას, ან გულძმარვის განვითარებისას ან გამწვავებისას, შეწყვიტეთ მელდოზის მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს.
  6. მელდოზის ტაბლეტის გადაყლაპვის შემდეგ, დაიცადეთ მინიმუმ 30 წუთი, ვიდრე მიიღებთ პირველ საკვებს, სასმელს ან დღის განმავლობაში მისაღებ სხვა პრეპარატებს, მათ შორის
    ანტაციდებს, კალციუმის დანამატებს და ვიტამინებს. მელდოზი ეფექტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კუჭი ცარიელია.
    შენახვის პირობები:
    შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
    არ შეინახოთ 25რC-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Meldoz - მელდოზი 70მგ 4 ტაბლეტი
  • სახელი: Meldoz - მელდოზი 70მგ 4 ტაბლეტი
PSP 39.96 ლ
მელდოზი ტაბლეტი 70მგ #4
  • სახელი: მელდოზი ტაბლეტი 70მგ #4
Pharmadepot 57 ლ
მელდოზი ტაბლეტი 70მგ #4
  • სახელი: მელდოზი ტაბლეტი 70მგ #4
GPC 42 ლ