ჯი-კაინი კრემი - J-CAIN Cream
ჯი-კაინი კრემი - J-CAIN Cream

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები, ამიდები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ამ კრემის ყოველი 1გ შეიცავს:

აქტიური ინგრედიენტი: ლიდოკაინი (KP) 96 მგ.

კონსერვანტი: მეთილპარაბენი (KP) 1.5 მგ

არააქტიური ინგრედიენტები: გლიცერინის მონოსტეარატი, იზოპროპილის მირისტატი, სტეარილის სპირტი, ეთანოლი, გასუფთავებული წყალი, კარბომერი 940, პოლიოქსილი 40 ჰიდროგენირებული აბუსალათინის ზეთი, პროპილენ გლიკოლი

გარეგნული სახე: თეთრი-მოყვითალო ფერის კრემი

ჩვენებები: მამაკაცის სასქესო ორგანოების ძლიერი შეხების შეგრძნების შემცირება

დოზირება: მალამოს სახით გამოიყენება 0,25-0,66 გრამი (23-62 მგ ლიდოკაინის სახით): 5~15 წუთით ადრე სქესობრივ კავშირამდე. დოზირება და გამოყენების დრო განსხვავდება ინდივიდის მიხედვით, და გამოყენებულ უნდა იქნას მინიმალური ეფექტური დოზა. არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ დოზას 2 გრამს (184 მგ ლიდოკაინის სახით) 24 საათის განმავლობაში.

სიფრთხილის ზომები გამოყენებისას:

1. არ გამოიყენოთ შემდეგ პაციენტებში

  1. პაციენტები რომლებიც არიან ალერგიული ამ პრეპარატის ან სხვა ამიდური ტიპის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მიმართ.

  2. ტრავმის (ჭრილობის) ან ანთების მქონე პაციენტები იმ ზონაზე სადაც პრეპარატი გამოიყენება.

  3. ორსულები.

2. გამოიყენება სიფრთხილით შემდეგ პაციენტებში

  1. პაციენტები ღვიძლის და თირკმლის სიმპტომებით.

  2. რადგანაც ეს პრეპარატი შეიცავს პროპილენ გლიკოლს, სიფრთხილით გამოიყენება იმ პაციენტებში რომლებიც არიან ალერგიული ამ ინგრედიენტის მიმართ ან აქვთ ალერგიის ანამნეზი.

3. ზოგადი სიფრთხილის ზომები

  1. თუ პაციენტს აღენიშნა გამონაყარი ან გაღიზიანება, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ გამოყენება და თუ სიმპტომები გახანგრძლივდა, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.

  2. არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ექიმის მეთვალყურეობის გარეშე.

4. სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

  1. განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის, არ გამოიყენოთ თვალებზე ან ცხვირზე.

  2. არ არის რეკომენდებული ერთიდაიგივე ზონაზე მუდმივად გამოსაყენებლად.

5. სიფრთხილის ზომები შენახვის და დამუშავებისას

  1. შეინახეთ ჩვილებისა და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

  2. არ შეინახოთ 400C-ზე მაღალ ტემპერატურაზე, ან პირდაპირი მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ, ან დაბალ ტემპერატურაზე.

  3. არ ჩააგდოთ ცეცხლში გამოყენების შემდეგ.

შენახვის პირობები:

შეინახეთ ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში და ოთახის ტემპერატურაზე (1~300C).

J-CAIN Cream (ჯი-კაინი კრემი)

(ლიდოკაინი)

500 გ

50x20 მმ