კარსილი 22,5 შემოგარსული ტაბლეტები - CARSIL 22,5 mg coated tablets
კარსილი 22,5 შემოგარსული ტაბლეტები - CARSIL 22,5 mg coated tablets

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სანაღვლე გზების და ღვიძლის დაავადებების სამკურნალო საშუალებები, ღვიძლის დაავადებების სამკურნალო სხვა საშუალებები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ჰეპატოპროტექტული საშუალება

გამოყენების ჩვენებები:
პრეპარატი ნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
ღვიძლის ქრონიკული დაავადებები, დისტროფია, ციროზი; ლიპიდური დისტროფია გადატანილი ჰეპატიტის შედეგად; ღვიძლის დაზიანება ფუნქციონალური დარღვევებით რაიმე მოწამვლის შედეგად; დიდი რაოდენობით ნივთიერებებისა და მედიკამენტების მიღება, რომლებიც აზიანებს ღვიძლის ფუნქციას, როგორც პროფილაქტიკური საშუალება.

უკუჩვენებები:
პრეპარატის მიმართ ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა.

მოხმარების წესი და დოზები:
პრეპარატი მიიღება შიგნით, დაღეჭვის გარეშე. დაავადების სირთულის მიხედვით დოზირება მოზრდილთათვის შემდეგია: მსუბუქი და საშუალო სირთულის შემთხვევებში 1-2 დრაჟე 3-ჯერ დღე-ღამეში; პაციენტებისათვის დაავადების რთული ფორმებით შეიძლება დოზის 2-ჯერ გაზრდა. მკურნალობის კურსი გრძელდება არა ნაკლებ 3 თვე. როგორც პროფილაქტიკურ საშუალებას ნიშნავენ 2-3 დრაჟეს დღე-ღამეში. დღე-ღამის დოზა ბავშვებისათვის შეადგენს 5 მგ/კგ, დაყოფილი 2-3 მიღებაზე.

ორსულობა და ლაქტაცია:
ცხოველთა რეპროდუქციულ ფუნქციაზე პრეპარატის ზემოქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს. ორსულობისა და ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, იმ პირობით, რომ დედის მკურნალობის სარგებელი აღემატება ბავშვისათვის რისკს.

შენახვის პირობები:
საწყის შეფუთვაში, მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 25ძC ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი გამოშვების მომენტიდან.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
ექიმთან კონსულტაციით.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
კარსილი ტაბლეტი 22.5მგ #80
  • სახელი: კარსილი ტაბლეტი 22.5მგ #80
  • მწარმოებელი: SOPHARMA JSC (ბულგარეთი)
  • შეფუთვა: 22,5მგ შემოგარსული ტაბლეტი №80 (8X10)
GPC 14.18 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით