ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებების სამკურნალო საშუალებები, ღვიძლის დაავადებების სამკურნალო საშუალებები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
დასახელება - Carsil - კარსილი მაქსი 110მგ 30 კაფსულა
კარსილი მაქსი – სამკურნალო პრეპარატია, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას სილიმარინს, რომელიც ექსტრაგირებულია ბაყაყურას ნაყოფისაგან. სილიმარინი ააქტიურებს ცილების და ფოსფოლიპიდების სინთეზს ღვიძლის დაზიანებულ უჯრედებში, ახდენს მათი უჯრედული მემბრანების სტაბილიზაციას, აკავშირებს თავისუფალ რადიკალებს (ანტიოქსიდანტური მოქმედება). რაც უზრუნველჰყოფს ღვიძლის უჯრედების დაცვას სხვადასხვა მავნე ფაქტორების ზემოქმედებისაგან და მათ სწრაფად აღდგენას.
კარსილი მაქსი გამოიყენება ღვიძლის ტოქსიკური დაზიანებისას, შემანარჩუნებელი
თერაპიის სახით ღვიძლის ქრონიკული ანთებითი დაავადებებისას; ღვიძლის ცხიმოვანი
დეგენერაციისას; ღვიძლის ციროზის კომპლექსურ მკურნალობაში, ღვიძლის დაზიანების
პროფილაქტიკისათვის სამკურნალო საშუალებების, ალკოჰოლის ხანგრძლივი
გამოყენებისას, ქრონიკული ინტოქსიკაციისას (მათ შორის პროფესიულის).
როგორ უნდა მიიღოთ კარსილი მაქსი კაფსულები
ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული რამეში, კითხეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
კაფსულებს იღებენ შიგნით, პერორალურად, საკმარისი რაოდენობის წყლის დაყოლებით.
მოზრდილები და მოზარდები
მკურნალობა ღვიძლის მძიმე დაზიანების შემთხვევებში იწყება დოზირებით – 1 კაფსულა 3 ჯერ დღეში.
მსუბუქი და საშუალოდ მძიმე შემთხვევებისას დღიური სამკურნალო დოზა შეადგენს -
1 კაფსულა 1-2 ჯერ დღეში.
ქრონიკული ინტოქსიკაციისა პროფილაქტიკისათვის – 1-2 კაფსულა დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 3 თვეს.
როგორ უნდა შეინახოთ კარსილი მაქსი
არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
არ გამოიყენოთ კარსილი მაქსი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.

**კარსილი მაქსი **
110 მგ მყარი კაფსულები
Carsil Max
110 mg hard capsules
სილიმარინი (sylimarin)
ამ სამკურნალო პროდუქტის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთელი ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის საჭირო ინფორმაციას.
ეს მოიცავს იმ ყველა შესაძლო გვერდით რეაქციასაც, რომელიც არ არის აღწერილი ამ ფურცელ-დანართში. იხ. პუნქტი 4.
ამ ინსტრუქციაში მოცემულია:
1. რას წარმოადგენს კარსილი მაქსი და რისთვის გამოიყენება
2. კარსილი მაქსის მიღების დაწყებამდე
3. როგორ უნდა მიიღოთ კარსილი მაქსი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. როგორ უნდა შეინახოთ კარსილი მაქსი
6. დამატებითი ინფორმაცია
1. რას წარმოადგენს კარსილი მაქსი და რისთვის გამოიყენება
კარსილი მაქსი – სამკურნალო პრეპარატია, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას სილიმარინს, რომელიც ექსტრაგირებულია ბაყაყურას ნაყოფისაგან. სილიმარინი ააქტიურებს ცილების და ფოსფოლიპიდების სინთეზს ღვიძლის დაზიანებულ უჯრედებში, ახდენს მათი უჯრედული მემბრანების სტაბილიზაციას, აკავშირებს თავისუფალ რადიკალებს (ანტიოქსიდანტური მოქმედება). რაც უზრუნველჰყოფს ღვიძლის უჯრედების დაცვას სხვადასხვა მავნე ფაქტორების ზემოქმედებისაგან და მათ სწრაფად აღდგენას.
კარსილი მაქსი გამოიყენება ღვიძლის ტოქსიკური დაზიანებისას, შემანარჩუნებელი თერაპიის სახით ღვიძლის ქრონიკული ანთებითი დაავადებებისას; ღვიძლის ცხიმოვანი დეგენერაციისას; ღვიძლის ციროზის კომპლექსურ მკურნალობაში, ღვიძლის დაზიანების პროფილაქტიკისათვის სამკურნალო საშუალებების, ალკოჰოლის ხანგრძლივი გამოყენებისას, ქრონიკული ინტოქსიკაციისას (მათ შორის პროფესიულის).
2. რა უნდა იცოდეთ კარსილი მაქსი კაფსულების გამოყენების დაწყებამდე
არ გამოიყენოთ კარსილი მაქსი კაფუსლები
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან კარსილი მაქსის კაფსულების გამოყენებამდე, თუ გაქვთ დაავადება, რომელსაც თან ახლავს ჰორმონალური დარღვევები (როგორიცაა საშვილოსნოს, საკვერცხეების ან სარძევე ჯირკვლების სიმსივნური წარმონაქმნები, წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნეები)
კარსილი მაქსი კაფსულებით მკურნალობა არ ანაცვლებს დიეტას, ან ალკოჰოლის გამოყენებისგან თავის შეკავებას ღვიძლის დაზიანებისას.
ბავშვები
კარსილი მაქსი კაფსულები არ გამოიყენება 12 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში, ვინაიდან არ არსებობს ამ ასაკობრივ ჯგუფში გამაოყენების საკმარისი კლინიკური მონაცემები.
სხვა სამკურნალო საშუალებები და კარსილი მაქსი
მიაწოდეთ ინფორმაცია თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ, ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს ან გეგმავთ მათ მიღებას.
კარსილი მაქსმა შესაძლოა შეასუსტოს პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების და ტამოქსიფენის ( გამოიყენება სიმსივნეების სამკურნალოდ) ეფექტურობა.
ერთდროული გამოყენებისას, შეიძლება გააძლიეროს დიაზეპამის და ალპრაზოლამის (კრუნჩხვისსაწინააღმდეგო), კეტოკონაზოლის (სოკოს საწინააღმდეგო), ლოვასტატინის და ატორვასტატინის (ქოლესტეროლის დასაქვეითებელი საშუალებები), ვინბლასტინის (სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება) მოქმედების ეფექტი.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილურობა
თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი, ან შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში კარსილი ფორტეს გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ სამედიცინო ჩვენებით და თუკი პრეპარატის გამოყენების სარგებელი დედისთვის აღემატება ნაყოფისათვის რისკს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზიმებთან მუშაობა
კარსილი მაქსი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
3. როგორ უნდა მიიღოთ კარსილი მაქსი კაფსულები
ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული რამეში, კითხეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
კაფსულებს იღებენ შიგნით, პერორალურად, საკმარისი რაოდენობის წყლის დაყოლებით.
მოზრდილები და მოზარდები
მკურნალობა ღვიძლის მძიმე დაზიანების შემთხვევებში იწყება დოზირებით – 1 კაფსულა 3 ჯერ დღეში.
მსუბუქი და საშუალოდ მძიმე შემთხვევებისას დღიური სამკურნალო დოზა შეადგენს -
1 კაფსულა 1-2 ჯერ დღეში.
ქრონიკული ინტოქსიკაციისა პროფილაქტიკისათვის – 1-2 კაფსულა დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 3 თვეს.
თუ თქვენ მიიღეთ კარსილი მაქსის საჭიროზე მეტი დოზა
თუ თქვენ მიიღეთ დანიშნულზე მეტი დოზა, მიმართეთ რჩევისთვის მკურნალ ექიმს.
არ არის შეტყობინები ამ წამლის ზედოზირების შემთხვევების შესახებ.
თუ თქვენ გამოტოვეთ კარსილი მაქსის მიღება
თუ თქვენ გამოტოვეთ ერთი დოზა, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე. თუ დადგა შემდეგი დოზის მიღების დრო, მიიღეთ ის ჩვეულებრივ. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. გააგრძელეთ სამკურნალო საშუალების მიღება დანიშნულების მიხედვით.
თუ ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებით გაგიჩნდათ დამატებითი შეკითხვები, გთხოვთ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი რეაქციები
ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, ამ წამალმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველას არ უვლინდება.
კარსილი მაქსის კაფსულები კარგად გადაიტანება. გვერდითი რეაქციები ძალიან იშვიათად ვლინდება, როგორც წესი, ისინი მსუბუქი ხასიათისაა და მალე გაივლის.
ერთეულ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს ამ სამკურნალო პროდუქტის მიმართ ალერგიული რეაქცია.
-შეწყვიტეთ კარსილი მაქსი კაფსულების მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გამოგივლინდათ მძიმე ალერგიული რეაქცია სუნთქვის გაძნელებით და თავბრუსხვევით (ანაფილაქსიური შოკი).
იშვიათი- (შესაძლოა გამოვლინდეს 1 000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში)
კანის ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ქავილი და გამონაყარი,
ძალიან იშვიათი - (ვლინდება 10 000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში)
შეიძლება აღინიშნოს არსებული ვესტიბულური დარღვევების გაძლიერება.
დიარეა ღვიძლის და სანაღვლე გზების გაძლიერებული ფუნქციის შედეგად.
უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემები არ იძლევა ზუსტი შეფასების გაკეთების საშუალებას).
გულისრევა, ღებინება, დისპეპსიური დარღვევები გაზების წარმოქმნით.
გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება
თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე არასასურველი რეაქცია წამლის მიმართ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ყველა იმ შესაძლო გვერდითი მოვლენას, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.
5. როგორ უნდა შეინახოთ კარსილი მაქსი
არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
არ გამოიყენოთ კარსილი მაქსი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
სამკურნალო საშუალება არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ უნდა განახორციელოთ თქვენს მიერ გამოუყენებელი სამკურნალო საშუალებების უტილიზაცია. ეს ზომები დაეხმარება გარემოს დაცვას.
6. როგორ გამოიყურება კარსილი მაქსი და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს კარსილი მაქსი კაფსულა
- აქტიური ნივთიერება: 200,0-244,4 მგ მშრალი რაფინირებული და სტანდარტიზებული ბაყაყურას ნაყოფის მშრალი ექსტრაქტი (Milk thistle dry extract, refined and standardized), ექვივალენტურია 110 მგ სილიმარინის, გამოხატული სილიბინინის ფორმით.
- სხვა ინგრედიენტები:
კაფსულის შიგთავსი: მანითოლი; პოვიდონი K25; პოლისორბატი 80; ნატრიუმის ლაურილის სულფატი; ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A); მაგნიუმის სტეარატი; კოლოიდური უწყლო სილიციუმი; ნატრიუმის ბიკარბონატი.
კაფსულა: წითელი რკინის ოქსიდი (E172), შავი რკინის ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ჟელატინი.
როგორ გამოიყურება კარსილი მაქსი და რას შეიცავს შეფუთვა
მყარი ცილინდრის ფორმის ჟელატინის კაფსულა ზომით 0 (კორპუსი-მოვარდისფრო- ყავისფერი ფერის, გაუმჭვირვალე, ხუფი- ყავისფერი, გაუმჭვურვალე)
6 (ექვსი) მყარი კაფსულა პვქ გარსის /ალუმინის ფოლგის ბლისტერზე, 5 (ხუთი) ბლისტერი მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
კაფსულის შემცველობა: ფხვნილი მასა ღია ყვითელი აგლომერატებით, ღია ყვითელიდან -ყავისფერ ფერამდე, ოდნავ სპეციფიკური სუნით.
6 კაფსულა უფერო, გამჭვირვალე PVC/ალუმინის ბლისტერში; 5 ბლისტერი მუყაოს კოლოფში ფურცელ-ჩანართთან ერთად.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით