დივიგელი - Divigel
დივიგელი - Divigel

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები, ბუნებრივი და ნახევრად სინთეზური ესტროგენები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

დივიგელი 0,1% გელი

1. სამკურნალო პროდუქტის სახელწოდება

დივიგელი 0.1% გელი.

2. ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

თითოეული 0.5 გ-იანი საშეტი შეიცავს 0.5 მგ ესტრადიოლის ჰემიჰიდრატს, რომელიც ეკვივალენტურია 0.5 მგ ესტრადიოლის.

თითეული 1 გ-იანი საშეტი შეიცავს 1.0 მგ ესტრადიოლის ჰემიჰიდრატს, რომელიც ეკვივალენტურია 1 მგ ესტრადიოლის.

დამხმარე ნივთიერებები ცნობილი ეფექტით: პროპილენგლიკოლი.

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვლაი იხ. პარაგრაფში 6.1

3. ფარმაცევტული ფორმა

გელი. გამჭვირვალე გელი

4. კლინიკური მახასიათებლები

4.1. თერაპიული ჩვენებები

ესტროგენის დეფიციტთან, ბუნებრივ ან ხელოვნურ მეოპაუზასთან დაკავშირებული სიმპტომები.

ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალებში მოტეხილობის მაღალი რისკით, როდესაც ოსტეოპოროზის პრევენციისთვის განკუთვნილი სხვა პრეპარატები უკუნაჩვენებია ან არ აქვთ ეფექტი. იხ. პარაგრაფი 5.1.

ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის გამოყენების მცირე გამოცდილებაა 65 წელს ზემოთ ასაკის ქალებში.

4.2. მიღების წესი და დოზები

დოზირება

დივიგელი შეიძლება გამოყენებულ იქნას უწყვეტი ან ციკლური მკურნალობის სახით. ჩვეულებრივი საწყისი დოზა არის 1.0 გ გელი ერთხელ დღეში, რომელიც შეესაბამება 1.0 მგ ესტრადიოლს. 2-3 ციკლის შემდეგ შეიძლება მოხდეს დოზის კორექცია ინდივიდუალურად საჭიროების შემთხვევაში 0.5 გ-დან 1.5 გ-მდე დღეში, რომელიც შეესაბამება 0.5-1.5 მგ ესტრადიოლს დღეში.

ინტაქტური საშვილოსნოს მქონე პაციენტებში დივიგელის კომბინირება უნდა მოხდეს პროგესტოგენებთან ინტერვალით 1 თვე, მაგალითად, შეიძლება გამოყენებულ იქნას მედროქსიპროგესტერონის აცეტატი, ნორეთინდრონი, ნორეთინდრონის აცეტატი ან დიდროგესტერონი არანაკლებ 12-14 დღის განმავლობაში.

პროგესტოგენი არ არის რეკომენდებული ქალებში ჰისტერექტომიის შემდეგ, თუ მათ არ აქვთ დიაგნოსტირებული ენდომეტრიოზი.

პაციენტებმა, რომლებიც ადრე არ იტარებდნენ ჰორმონჩანაცვლებით თერაპიას (ჰჩთ) ან გადადიან დივიგელზე ხანგრძლივი კომბინირებული თერაპიის შემდეგ, დივიგელით მკურნალობა შეიძლება დაიწყონ ნებისმიერ დღეს. პაციენტები, რომლებიც გადადიან დივიგელზე უწყვეტი ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის შემდეგ, დივიგელით მკურნალობა შეიძლება დაიწყონ სამკურნალო ციკლის დასრულების შემდეგ.

პოსტმენოპაუზის სიმპტომების მკურნალობის დროს გამოყენებულ უნდა იქნას უმცირესი ეფექტური დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს რაც შეიძლება ხანმოკლე (იხ. ასევე პარაგრაფი 4.4).

თუ პაციენტს დაავიწყდა გელის გამოყენება, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ჩვეულებრივ, მეორე დღეს. გამოტოვებულმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა.

გამოყენების მეთოდი

გელის წასმა უნდა მოხდეს მშრალ და სუფთა კანზე.

გელი გამოიყენება ერთხელ დღეში, ბარძაყების კანზე ან სხეულის ქვედა ნაწილში. რეგულარულად უნდა შეიცვალოს წასმის ადგილი. წასმის ზედაპირი უნდა იყოს ხელის ზომაზე 1-2-ჯერ მეტი. დივიგელის წასმა არ შეიძლება სარძევე ჯირკვლებზე, სახეზე, გაღიზიანებულ კანზე ან ვაგინაში. წასმის შემდეგ გელი უნდა გაშრეს რამდენიმე წუთის განმავლობაში. გელის წასმის ადგილი არ უნდა იქნას დაბანილი ერთი საათის განმავლობაში. გელის თვალებთან კონტაქტი თავიდან უნდა იქნას აცილებული. გელის გამოყენების შემდეგ საჭიროა ხელების დაბანა.

4.3. უკუჩვენებები

• სარძევე ჯირკვლის კიბო დიაგნოსტირებული, სავარაუდო ან ანამნეზში არსებული;

• დიაგნოსტირებული ან სავარაუდო ესტროგენდამოკიდებული ავთვისებინი სიმსივნეები (მაგალითად, ენდომეტრიუმის კიბო);

• უცნობის ეტიოლოგიის გენიტალური სისხლდენა;

• ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია, რომელიც არ არის ნამკურნალები;

• ვენების თრომბოემბოლიური დაავადებები, მათ შორის, ანამნეზში არსებული (ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის არტერიის ემბოლია);

• დადგენილი თრომბოფილური მდგომარეობა (მაგალითად, C პროტეინის, S პროტეინის და ანტითრომბინის დეფიციტii, იხ. პარაგრაფი 4.4);

• არტერიის მწვავე ან უკანასკნელ ხანებში დიაგნოსტირებული თრომბოემბოლია (მაგალითად, სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი);

• ღვიძლის მწვავე ან ანამნეზში არსებული დაავადებები, ღვიძლის ფუნქციის ლაბორატორიული მაჩვენებლების ნორმალიზებამდე;

• მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;

• პორფირია.

4.4. განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

ჰჩთ გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ პოსტმენოპაუზის სიმპტომების არსებობის, დროს, რომლებიც ნეგატიურად მოქმედებს სიცოცხლის ხარისხზე. ორივე ჩვენების შემთხვევაში გამოყენებისას, სულ მცირე წელიწადში ერთხელ, გულდასმით უნდა იქნას შეფასებული, თერაპიის რისკი და სარგებელი და შეიძლება გაგრძელდეს იმ დრომდე, სანამ სარგებელი აჭარბებს რისკებს.

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ნაადრევი მენოპაუზის დროს ჰორმონულ თერაპიასთან, შეზღუდული რაოდენობითაა. გვერდითი რეაქციების დაბალი აბსოლუტური რისკების გამო ახალგაზრდა ქალებში, რისკისა და სარგებლის თანაფარდობა ასეთ ქალებში შეიძლება იყოს უფრო კეთილსაიმედო, ვიდრე ხანდაზმულებში.

გამოკვლევები და მონიტორინგი

ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის დაწყებამდე ან ხელახლა დანიშვნამდე ექიმმა უნდა შეაგროვოს პაციენტის სრული პირადი და ოჯახური ანამნეზი, უნდა ჩაატაროს სამედიცინო გამოკვლევა (მათ შორის მცირე მენჯის ღრუს ორგანოების და სარძევე ჯირკვლების), რათა გამოვლინდეს შესაძლო უკუჩვენებები და სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის დანიშვნის დროს.

მკურნალობის პროცესში რეკომენდებულია ჩატარდეს პერიოდული გამოკვლევები. კვლევების სიხშირე და მეთოდები განისაზღვრება თითოეული პაციენტისათვის ინდივიდუალურად კლინიკური საჭიროების მიხედვით.

ქალები ინფორმირებულები უნდა იყვნენ, სარძევე ჯირკვლების რა სახის ცვლილებებზე უნდა მიმართონ ექიმს (იხ. ქვეთავი ძუძუს კიბო). კვლევები, მათ შორის მამოგრაფია, უნდა ჩატარდეს მიღებული ნორმების შესაბამისად და ადაპტირებული უნდა იყოს თითოეული პაციენტის ინდივიდუალურ კლინიკურ საჭიროებაზე.

მდგომარეობები, რომლებიც მოითხოვეკონტროლს

თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა აღინიშნება, ადრე აღინიშნებოდა და/ან ფეხმძიმობის დროს ან წინა ჰორმონალური თერაპიის დროს გამწვავდა, მკურნალობის დროს პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ. ეს მდგომარეობები ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება განმეორდეს ან გამწვავდეს დივიგელით მკურნალობის დროს, კერძოდ:

• საშვილოსნოს ლეიომიომა (ფიბრომიომა) ან ენდომეტრიოზი;

• თრომბოემბოლიური დაავადებები, თუ ისინი ან მათი საფრთხე აღინიშნება ანამნეზში (იხ. ქვემოთ);

• ესტროგენდამოკიდებული სიმსივნეების რისკის ფაქტორები, მაგალითად, სარძევე ჯირკვლის კიბო ახლო ნათესავში;

• არტერიული ჰიპერტენზია;

• ღვიძლის ფუნქციის დარღვევები მაგალითად, ღვიძლის ადენომა);

• შაქრიანი დიაბეტი სისიხლძარღვების დაზიანებით ან მათ გარეშე;

• ქოლელითიაზი;

• შაკიკი ან (ძლიერი) თავის ტკივილი;

• სისტემური წითელი მგლურა (სწმ);

• ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია ანამნეზში (იხ. ქვემოთ);

• ეპილეფსია;

• ასთმა;

• ოტოსკლეროზი;

• კვინკეს მემკვიდრეობითი შეშუპება.

თერაპიის დაუყოვნებლივი შეწყვეტის მიზეზები

თერაპია უნდა შეწყდეს, თუ გამოვლინდა უკუჩვენების შესაბამისი გვერდითი მოვლენები და განვითარდა შემდეგი მდგომარეობები:

• სიყვითლე ან ღვიძლის ფუნქციის გაუარესება;

• არტერიული წნევის გამოხატული მომატება;

• პირველად განვითარებული შაკიკის მსგავსი თავის ტკივილი;

• ფეხმძიმობა.

ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია და კარცინომა

ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის და კარცინომის რისკი იზრდება, თუ პაციენტები ინტაქტური საშვილოსნოთი მკურნალობენ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ესტროგენებით. აღინიშნა ენდომეტრიუმის კიბოს 2-12-ჯერ გაზრდილი რისკი ესტროგენების ხანგრძლივად გამოყენების დროს პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ესტროგენებს, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც არ იღებდნენ მათ (იხ. პარაგრაფი 4.8). მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ რისკი რჩება მომატებული არანაკლებ 10 წლის განმავლობაში.

ინტაქტური საშვილოსნოს მქონე ქალებში ესტროგენის და პროგესტოგენის უწყვეტი კომბინირებული თერაპია ან პროგესტოგენის ციკლური დამატება, არანაკლებ 12 დღე ერთი თვის განმავლობაში ან 28 დღის განმავლობაში, აღმოფხვრის რისკის ზრდას, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ ესტროგენთან.

მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში შეიძლება განვითარდეს სისხლდენა ან სისხლიანი გამონადენი. თუ სისხლდენა ან სისხლიანი გამონადენი ვითარდება მკურნალობიდან გარკვეული ხნის შემდეგ ან გრძელდება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, მიზეზი უნდა იქნას გამოკვლეული. აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გაკეთდეს ენდომეტრიუმის ბიოფსია, რათა გამოირიცხოს უჯრედების ავთვისებიანი ტრანსფორმაცია.

ესტროგენებით მკურნალობამ პროგესტოგენის დამატების გარეშე შეიძლება გამოიწვიოს კიბოს წინარე მდგომარეობა ან ავთვისებიანი ცვლილებები ენდომეტრიოზის უბანში. ამიტომ განხილულ უნდა იქნას პროგესტოგენის დამატების მიზანშეწონილობა ესტროგენებით თერაპიაზე პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ჰისტერექტომია ენდომეტრიოზის გამო, განსაკუთრებითთ, ენდომეტრიოზის კერების მქონე პაციენტებში.

სარძევე ჯირკვლის კიბო

ზოგადად, დამოკიდებული უნდა იყოს ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის ხანგრძლივობაზე, სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკი იზრდება როგორც იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ესტროგენის და პროგესტოგენის კომბინაციას, ასევე იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მხოლოდ ესტროგენს.

ესტროგენ-პროგესტოგენით კომბინირებული თერაპია

რანდომიზირებული, პლაცებო კონტროლებად ქალების ჯანმრთელობის ინიციატივის (WHI) და ეპიდემიოლოგიური კვლევების მიხედვით, ესტროგენისა და პროგესტოგენის კომბინაცია ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის დროს ზრდის სარძევე ჯირკვლების კიბოს რისკს. ეფექტი ვლინდება დაახლოებით 3 წლის შემდეგ (იხ. პარაგრაფი 4.8).

მონოთერაპია ესტროგენებით

WHI კვლევაში, ქალებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ჰისტერექტომია, ესტოგენების გამოყენებამ ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის დროს არ გამოიწვია სარძევე ჯირკვლების კიბოს რისკის ზრდა. არაექსპერიმენტულმა კვლევებმა აჩვენა სარძევე ჯირკვლების კიბოს განვითარების რისკის უმნიშვნელო ზრდა, თუმცა ეს გაცილებით ნაკლებია ესტროგენ-პროგესტოგენით კომბინაციის გამოყენების დროს არსებული რისკის (იხ. პარაგრაფი 4.8).

ესტროგენებით მრავალი წლის განმავლობაში თერაპიის დროს კიბოს რისკის ზრდა თვალსაჩინოა. თუმცა რისკი საწყის დონეზე ჩამოდის თერაპიის შეწყვეტიდან მხოლოდ რამდენიმე (არაუმეტეს ხუთი) წლის შემდეგ.

ჰჩთ, განსაკუთრებით, ესტროგენ-პროგესტოგენის კომბინაცია, ზრდის სარძევე ჯირკვლების ქსოვილების სიმკვრივეს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სარძევე ჯირკვლის კიბოს რადიოლოგიური დიაგნოსტიკის გაუარესება.

საკვერცხეების კიბო

საკვერცხეების კიბო აღინიშნება უფრო იშვიათად, ვიდრე სარძევე ჯირკვლის კიბო. ეპიდემიოლოგიური მონაცემების ფართო მეტაანალიზი მიუთითებს, რომ მხოლოდ ესტროგენული ან კომბინირებული ესტროგენ-პროგესტოგენული პროდუქტების გამოყენება ჰჩთ-ს დროს დაკავშირებული იყო საკვერცხის კიბოს მცირედ გაზრდილ რისკთან, რომელიც გამოვლინდა გამოყენებიდან ხუთი წლის შემდეგ და თანდათან შემცირდა გამოყენების შეწყვეტის შემდეგ. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, როგორიცაა WHI კვლევა, კომბინირებული პროდუქტები შეიძლება დაკავშირებული იყოს ანალოგიურ ან უფრო მცირე რისკთან (იხ. პარაგრაფი 4.8).

ვენური თრომბოემბოლია

ჰჩთ დაკავშირებულია ვენური თრომბოემბოლიის, მაგალითად, ღრმა ვენების თრომბოზი ან ფილტვის ემბოლია, განვითარების რისკის 1.3-3-ჯერად ზრდასთან. დაავადების განვითარება ყველაზე უფრო მეტად მოსალოდნელია ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის პირველ წელს (იხ. პარაგრაფი 4.8).

• პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მიდრეკილება თრომბოზებისადმი ან დადგენილი აქვთ თრომბოფილური მდგომარეობა, ვენური თრომბოემბოლიის რისკი მაღალია და ჰჩთ-მ შეიძლება გაზარდოს ეს რისკი. ამიტომ ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია უკუნაჩვენებია ასეთ პაციენტებში (იხ. პარაგრაფი 4.3).

• ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკის ზოგადი ფაქტორები მოიცავს ესტროგენების მიღებას, ხანდაზმულ ასაკს, დიდ ოპერაციულ ჩარევას, ხანგრძლივ იმობილიზაციას, ჭარბ წონას (სხეულის მასის ინდექსი >30 კგ/მ2), ფეხმძიმობას ან მშობიარობის შემდგომ პერიოდს, სისტემურ წითელ მგლურას და კიბოს. არ არის მიღწეული კონსენსუსი ვენების ვარიკოზის როლის შესახებ ვენური თრომბოემბოლიის განვითარებაში.

• ყველა ქირურგიული პაციენტში მიღებულ უნდა იქნას სპეციალური პროფილაქტიკური ზომები, რათა თავიდან იქნას აცილებული პოსტოპერაციული ვენური თრომბოემბოლია. თუ პაციენტი საჭიროებს იმობილიზაციას ხანგრძლივი დროის განმავლობაში გეგმიური ოპერაციის შემდეგ, რეკომენდებულია ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის შეწყვეტა ოპერაციამდე 4-6 კვირით ადრე. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს შესაბამისი ფიზიკური აქტივობის განახლების შემდეგ.

• თუ პაციენტს აქ აქვს ვენური თრომბოზის ანამნეზი, მაგრამ მისი პირველი რიგის ნათესავს ახალგაზრდა ასაკში აღენიშნებოდა ვენური თრომბოემბოლია, განხილულ უნდა იქნას თრომბოფილიის სკრინინგის ჩატარების მიზანშეწონილობა. გამოკვლევის წინ პაციენტი ინფორმირებული უნდა იყოს, რომ ამ კვლევას ახასიათებს შეზღუდული ინფორმატიულობა (იდენტიფიცირდება მხოლოდ დარღვევების ნაწილი, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ თრომბოფილია). თუ დადგენილია თრომბების წარმოქმნის მომატებული მიდრეკილება, ცნობილია თრომბოზის შემთხვევები ნათესავებში ან დადგენილია სერიოზული დარღვევები (მაგალითად, ანტითრომბინის, S და/ან C პროტეინის დეფიციტი ან ამ მდგომარეობების კომბინაციაა), ჰჩთ უკუნაჩვენებია.

• თუ პაციენტი ხანგრძლივი დროის განმავლობაში იღებს ანტიკოაგულანტებს, უნდა შეფასდეს ჰჩთ-ს რისკი და სარგებელი.

მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ ვენური თრომბოემბოლია ვითარდება მკურნალობის დასაწყისში. პაციენტმა უნდა იცოდეს, თრომბოემბოლიის რომელი სიმპტომების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს (მაგალითად, კიდურის მტკივნეული შეშუპება, უეცარი ტკივილი მკერდში, სუნთქვის გაძნელება).

გულის კორონარების დაავადება

რანდომიზირებული კონტროლირებადი კვლევების დროს არ გამოვლინდა ესტროგენ- პროგესტოგენის კომბინაციური ან ესტროგენით მონოთერაპიის ჰჩთ-ს დამცველობითი ეფექტი გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში ან სხვა ქალებში.

ესტროგენ-პროგესტოგენით კომბინირებული თერაპია

გულის იშემიური დაავადების განვითარების შეფარდებითი რისკი მცირედ იმატებს ესტროგენ-პროგესტოგენული კომბინაციური თერაპიის დროს. გულის იშემიური დაავადების განვითარების აბსოლუტური რისკი დამოკიდებულია ასაკზე. გულის იშემიური დაავადების შემთხვევების რაოდენობა ესტროგენ-პროგესტოგენული კომბინაციური თერაპიის დროს ჯანმრთელ ქალებში, რომლებიც ახლოს არიან მენოპაუზასთან, ძალიან მცირეა, მაგრამ ასაკთან ერთად იზრდება.

ესტროგენებით მონოთერაპია

რანდომიზირებულმა კონტროლირებულმა კვლევებმა არ გამოავლინა გულის იშემიური დაავადების მომატებული რისკი ჰისტერექტომიის შემდეგ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მხოლოდ ესტროგენს.

იშემიური ინსულტი

ესტროგენ-პროგესტოგენული კომბინაციური თერაპია და ესტროგენებით მონოთერაპია დაკავშირებულია იშემიური ინსულტის 1.5-ჯერ მომატებულ რისკთან. შეფარდებითი რისკი არ იცვლება ასაკთან ერთად ან მენოპაუზის შემდგომ. იმის გამო, რომ ინსულტის რისკი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ასაკზე, ქალები, რომლებიც იღებენ ჰჩთ-ს, ინსულტის საერთო რისკი ასაკთან ერთად იზრდება (იხ. პარაგრაფი 4.8).

სხვა მდგომარეობები

ესტროგენებმა შეიძლება გამოიწვიოს სითხის შეკავება ორგანიზმში, ამიტომ გულის და თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები უნდა იყვნენ განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ.

საჭიროა ჰიპერტრიგლიცერიდემიის მქონე პაციენტების ყურადღებითი მონიტორინგი, რომლებიც იღებენ ჰჩთ-ს. ცნობილია სისხლის პლაზმაში ტრიგლიცერიდების დონის მკვეთრი მომატების შემთხვევები ესტროგენების მიღებისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პანკრეატიტის განვითარება.

ესტროგენები იწვევს თიროქსინშემბოჭველი გლობულინის (c) დონის მომატებას, რაც იწვევს საერთო თიროქსინის ჰორმონის დონის მომატებას, რაც იზომება იოდთან დაკავშირებული ცილით (PBI), T4 კონცენტრაციით (სვეტური ან რადიოიმუნური კვლევის მეთოდი) ან T3 კონცენტრაციით (კვლევის რადიოიმუნური მეთოდი). T3 დონის მომატება ქვეითდება, რაც ვლინდება თირეოიდშემბოჭველი გლობულინის TBG დონის მომატებით. თავისუფალი T4 და T3 კონცენტრაციები უცვლელი რჩება. სისხლის შრატში შეიძლება მოიმატოს სხვა შემბოჭველი პროტეინების კონცენტრაციებმა, როგორიცაა კორტიკოიდშემბოჭველი გლობულინი (CBG) და გლობულინი, რომელიც იკავშირებს სასქესო ჰორმონებს (SHBG), რაც იწვევს ცირკულირებადი კორტიკოსტეროიდების და სასქესო სტეროიდული ჰორმონების კონცენტრაციების მომატებას. თავისუფალი ან ბიოლოგიურად აქტიური ჰორმონების კონცენტრაციები უცვლელი რჩება. შეიძლება მოიმატოს პლაზმის სხვა პროტეინების კონცენტრაციებმა (ანგიოტენზინი/რენინი-სუბსტრატი, ალფა-1-ტრიპსინი, ცერულოპლაზმინი).

იშვიათად, შეიძლება განვითარდეს ქლოაზმა, განსაკუთრებით, ქალებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ქლოაზმა ფეხმძიმობის დროს. ქალებში, რომლებსაც მიდრეკილება აქვთ ქლოაზმისადმი, მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი მზის სხივების და ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედება ჰჩთ-ს დროს.

ჰჩთ არ აუმჯობესებს კოგნიტიურ ფუნქციებს. არსებობს რიგი მტკიცებულებების, რომ დემენციის რისკი იზრდება ქალებში 65 წელს ზემოთ ესტროგენებით თერაპიის დასაწყისში და მის განმავლობაში.

დივიგელი შეიცავს პროპილენგლიკოლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

4.5. სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმდება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ღვიძლის ფერმენტების განსაკუთრებით, ციტოქრომ P450-ის ინდუქტორი პრეპარატების ერთდროული მიღებისას, შეიძლება გაიზარდოს ესტროგენების მეტაბოლიზმი. ამგვარ ნივთიერებებს შორისაა გულყრების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები (მაგალითად, ფენობარბიტალი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი) და ანტიინფექციური საშუალებები (მაგალითად, რიფამპიცინი, რიფაბუტინი, ბევირაპინი, ეფავირენცი).

მართალია, რიტონავირი და ნელფინავირი წარმოადგენენ ძლიერ ინჰიბიტორებს, ესტროგენებთან ერთდროული გამოყენებისას ავლენენ საპირისპირო მაინდუცირებელ ეფექტს.

მცენარეულმა პრეპარატებმა, რომლებიც შეიცავენ კრაზანას, შეიძლება გააძლიერონ ესტროგენების მეტაბოლიზმი. ესტროგენების მეტაბოლიზმის კლინიკურად მნიშვნელოვანმა მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს კლინიკური ეფექტურობის დაქვეითება და სისხლდენის ხასიათის ცვლილება.

კლინიკურად ესტროგენების და პროგესტოგენების მომატებულმა მეტაბოლიზმმა შეიძლება გამოიწვიოს ეფექტის დაქვეითება და სისხლდენის ხასიათის ცვლილება.

4.6. ფერტილობა, ფეხმძიმობის და ლაქტაცია

ფეხმძიმობა

დივიგელის გამოყენება ფეხმძიმობის დროს არ არის ნაჩვენები. თუ თერაპიის დროს მოხდა დაფეხმძიმება, დივიგელით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

უმეტესობა ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგების მიხედვით, ესტროგენის შემთხვევითი მიღება ფეხმძიმობის დროს არ იწვევს ტერატოგენულ ან ფეტოტოქსიკურ ეფექტებს.

ძუძუთი კვება

დივიგელი არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს.

4.7. ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა

დივიგელის ეფექტი ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე არ არის შეფასებული.

4.8. გვერდითი მოვლენები

მკურნალობის პირველი თვეების განმავლობაში შეიძლება ძლიერი სისხლდენა ან სისხლიანი გამონადენი, მკერდის მტკივნეულობა ან გადიდება. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ ხანმოკლეა და ქრება მკურნალობის პერიოდში.

ქვემოთ მოცემულია მონაცემები, რომლებიც მიღებულია კლინიკური კვლევებიდან და პოსტმარკეტინგულ პერიოდში. გვერდითი მოვლენები ვითარდება დაახლოებით 76% პაციენტებში. გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა 10%-ზე მეტ პაციენტში კლინიკური გამოკვლევების დროს, იყო ადგილობრივი რეაქციები და სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა.

გვერდითი რეაქციები, რომლებიც განვითარდა ესტრადიოლის ტრანსდერმალური გამოყენების დროს

ორგანოთა სისტემები | ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე) | არახშირი (≥1/1.000-დან <1/100-მდე) **** | იშვიათი (≥1/10.000-დან <1/1.00-მდე) | სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცმების საფუძველზე
---|---|---|---|---
კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუზუსტებული წარმონაქმნები (მათ შორის კისტები და პოლიპები) | | სარძევე ჯირკვლის და ენდომეტრიუმის კეთილთვისებიანი სიმსივნეები | | მიომა
იმუნური სისტემის დარღვევები | | ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები | | მემკვიდრეობითი ანგიონევროზული შეშუპების გამწვავება
მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები | შეშუპება, სხეულის მასის მომატება, სხეულის მასის დაქვეითება | მადის მომატება | | ჰიპერქოლესტერინემია1
ფსიქიკური დარღვევები | დეპრესია, ნევროზულობა, ძილიანობა | ლიბიდოს და განწყობის ცვლილება, შფოთვა, უძილობა, აპათია, ემოციური ლაბილობა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა | | ეიფორია1,აგზნება1
ნერვული სისტემის დარღვევები | თავის ტკივილი, თავბრუსხვევა | შაკიკი, პარესთეზია | | ტრემორი1
მხედველობის დარღვევები | | მხედველობის დარღვევა | კონტაქტური ლინზების აუტანლობა | თვალების სიმშრალე1
გულის დარღვევები | | გაძლიერებული გულისცემა | |
სისხლძარღვების დარღვევები | ალები | | არტერიული წნევის მომატება, ვენების თრომბოემბოლია (მაგ.: ქვედა კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი ან მენჯის ვენების თრომბოზი), ფილტვის ემბოლია2 | თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ზედაპირული ფლებიტი1, პურპურა1
რესპირატორული სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის დარღვევები | | | | სუნთქვის გაძნელება1, სურდო1
საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები | გულისრევა, ღებინება, კუჭ-ნაწლავის კოლიკა, მეტეორიზმი | შეკრულობა | | ტკივილი მუცელში, მუცლის გაბერვა, დისპეფსია1, დიარეა1, რექტალური სიმპტომები1
ჰეპატობილიარული სისტემის დარღვევები | | | ღვიძლის ფუნქციის და ნაღვლის დინების დარღვევები | ქოლესტაზური სიყვითლე
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები | | აკნე, გამელოტება, კანის სიმშრალე, კვანძოვანი ერითემა, ჭინჭრის ციება | გამონაყარი | კონტაქტური დერმატიტი, ეგზემა, ფრჩხილის ბუდის ცვლილება1, კანის კვანძოვანი ცვლილებები1, ჰირსუტიზმი1
ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები | | სახსრების სიმპტომები, კუნთების კრუნჩხვები | |
თირკმელების და შარდის გამომყოფი სისტემის დარღვევები | | შარდვის გახშირება | | შარდის შეუკავებლობა1, ცისტიტი1, შარდის გაუფერულება1, ჰემატურია1
რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების დარღვევები | მგრძნობელობა/ტკივილი/სარძევე ჯირკვლების დაჭიმულობა, ძლიერი სისხლდენა ან სისხლიანი გამონადენი, ვაგინალური გამონადენი, ვულვის/საშოს სიმპტომები, მენსტრუალური დარღვევები | სარძევე ჯირკვლების გადიდება, სარძევე ჯირკვლების მომატებული მგრძნობელობა, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია | მტკივნეული მენსტრუაცია, პრემენსტრუალური სინდრომი | საშვილოსნოს სიმპტომები1
ზოგადი დარღვევები და მიღების ადგილის რეაქციები | გაღიზიანება, ქავილი პრეპარატის წასმის ადგილზე, ტკივილი, ჰიპერჰიდროზი | დაღლილობა | | ლაბორატორიული მაჩვენებლების ნორმიდან გადახრა1, ასთენია1, ჰიპერთერმია1, გრიპოზული სიმპტომები1, უღონობა.

1 ცალკეული შეტყობინებები. პირების სიმცირის გამო (ნ=611), რომლებიც მონაწილეობდნენ კვლევაში, მიღებული მონაცემების საფუძველზე გვერდითი რეაქციები არ შეიძლება კლასიფიცირებული იქნას, როგორც არახშირი ან იშვიათი.

2 იხ. პარაგრაფები 4.3 და 4.4

სხვა გვერდითი რეაქციები, რომლებიც განვითარდა ესტროგენ-პროგესტოგენებით კომბინირებული თერაპიის დროს

• ესტროგენდამოკიდებული კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები, მაგალითად, ენდომეტრიუმის კიბო;

• მიოკარდიუმის ინფარქტის და ინსულტის განვითარება;

• ნაღვლის ბუშტის პათოლოგია;

• კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: ქლოაზმის, მულტიფორმული ერითემის ერთეული შემთხვევა. დემენციის განვითარება 65 წლის ზემოთ.

სარძევე ჯირკვლების კიბოს განვითარების რისკი

• სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკი იზრდება პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ესტროგენის და პროგესტოგენის კომბინაციას ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

• გაზრდილი რისკი გაცილებით დაბალია იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მხოლოდ ესტროგენს, ესტროგენ-პროგესტოგენებით კომბინაციასთან შედარებით.

• რისკის სიდიდე დამოკიდებულია მკურნალობის ხანგრძლივობაზე (იხ. პარაგრაფი 4.4)

• ფართო რანდომიზირებული, პლაცებო-კონტროლირებადი კვლევის (WHI) და ფართო ეპიდემიოლოგიური კვლევის მონაცემები მოცემულია ქვემოთ:

მილიონი ქალის კვლევა - ძუძუს კიბოს რისკის ზრდის შეფასება გამოყენებიდან ხუთი წლის შემდეგ

გამოყენების ასაკი (წლები) | ექსტრა რისკი 5 წლიან პერიოდში ათას პირში, რომელიც არასდროს იღებდა ჰჩთ-ს* | ფარდობითი რისკი # | ექსტრა რისკი 5 წლიან პერიოდში ათას პირში, რომელიც იღებდა ჰჩთ-ს (95% სანდოობის ინტერვალი)
---|---|---|---
მხოლოდ ესტროგენები
50-65 | 9-12 | 1.2 | 1-2 (0, 3)
კომბინირებული ესტროგენ-პროგესტოგენი
50-65 | 9-12 | 1.7 | 6 (5, 7)

მთლიანი ფარდობითი რისკი - ფარდობითი რისკი არ არის მუდმივი, მაგრამ იზრდება

მკურნალობის ხანგრძლივობასთან ერთად.

შენიშვნა: რადგან ძუძუს კიბოს შემთხვევების სიხშირე სხვადასხვაა ევროკავშირის ქვეყნებში, ექსტრა შემთხვევებიც ასევე განსხვავებულია პოპულაციაში

*შემთხვევების ნორმა განვითარებულ ქვეყნებში.

WHI კვლევა - ძუძუს კიბოს რისკის ზრდის შეფასება გამოყენებიდან ხუთი წლის შემდეგ

გამოყენების ასაკი (წლები) | ექსტრა რისკი 5 წლიან პერიოდში 1.000 ქალში პლაცებო ჯგუფში | ფარდობითი რისკი (95% სანდოობის ინტერვალი) **** | ექსტრა შემთხვევა 5 წლიან პერიოდში ათას პირში, რომელიც იღებდა ჰჩთ-ს (95% სანდოობის ინტერვალი)
---|---|---|---
მხოლოდ ესტროგენი**(CEE****)**
50-79 | 21 | 0.8 (0.7, 1.0) | -4 (-6, 0)**
ესტროგენები (CEE) + მედროქსიპროგესტერონის აცეტატი ++
50-79 | 17 | 1.2 (1.0, 1.5) | +4 (0, 9)

++ როცა ანალიზი შემოიფარგლა ქალებით, რომელთაც არ მიუღიათ ჰჩთ კვლევამდე, არ აღინიშნა რისკის ზრდა პირველი 5 წლის განმავლობაში, რიკსი უფრო მაღალია, ვიდრე მათში, ვინც არ იღებს ჰჩთ-ს.

*CEE -კონიუგირებული ეკვინესტროგენი

*WHI კვლევამ ჰისტერექტომიულ ქალებში არ აჩვენა ძუძუს კიბოს რისკის ზრდა.

ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების რისკი

პაციენტები ინტაქტური საშვილოსნოთი პოსტმენოპაუზის დროს

ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების რისკი ქალებში ინტაქტური საშვილოსნოთი, რომლებიც არ იღებდნენ ჰჩთ-ს, შეადგენს 5-ს 1000 ქალში.

მონოთერაპია ესტროგენებით არ არის რეკომენდებული ჰჩთ-სთვის ქალებში ინტაქტური საშვილოსნოთი, რადგან იზრდება ენდომეტრიუმის კიბოს რისკი (იხ. პარაგრაფი 4.4). ეპიდემიოლოგიური კვლევებით, ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების რისკის გაზრდა დამოკიდებულია ესტროგენებით მონოთერაპიის ხანგრძლივობაზე და ესტროგენის დოზაზე და შეადგენს 5-დან 55-მდე დამატებით შემთხვევას ათას ქალზე 50-65 წლის ასაკში.

პროგესტოგენების დამატება ესტროგენებით თერაპიაზე არანაკლებ 12 დღის განმავლობაში თითოეულ პერიოდში ამცირებს ამ რისკის ზრდას. მილიონი ქალის კვლევის მიხედვით, კომბინირებული ჰჩთ-ს (ციკლური ან უწყვეტი) გამოყენება 5 წლის განმავლობაში არ ზრდის ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების რისკს (ფარდობითი რისკი 1.0 [0.8-1.2]).

საკვერცხის კიბოს განვითარების რისკი

ესტროგენით მონოთერაპია ან ესტროგენ-პროგესტოგენის კომბინაცია ჰორმონჩანაცველბითი თერაპიის დროს დაკავშირებულია საკვერცხის კიბოს გაზრდილ რისკთან (იხ. პარაგრაფი 4.4).

52 ეპიდემიოლოგიური კვლევის მეტა-ანალიზის მიხედვით, ქალებს, რომლებიც იღებდნენ ჰჩთ-ს, ჰქონდათ საკვერცხის კიბოს უფრო მაღალი რისკი, იმ ქალებთან შედარებით, რომლებსაც არასოდეს გამოუყენებიათ ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია (ფარდობითი რისკი 1.43; 95% სანდოობის ინტერვალი 1.31, 1.56). ჰჩთ-ს 5 წლის განმავლობაში 50-54 წლის ასაკის ქალებში დაფიქსირდა საკვერცხის კიბოს დაახლოებით 1 დამატებითი შემთხვევა 2000 პაციენტში. 50-54 წლის ქალებში, რომლებიც არ იღებდნენ ჰჩთ-ს, დაახლოებით ორ ქალს 2000 პაციენტში დაუდგინდა საკვერცხის კიბო ხუთი წლის განმავლობაში.

ვენების ემბოლიის განვითარების რისკი

ჰჩთ დაკავშირებულია ვენური თრომბოემბოლიის რისკის 1.3-3-ჯერად გაზრდასთან, როგორიცაა მაგალითად, ღრმა ვენების თრომბოზი ან ფილტვის ემბოლია. დაავადების განვითარება ნაკლებ სავარაუდოა ჰჩთ-ს პირველ წელს (იხ. პარაგრაფი 4.4). WHI კვლევის შედეგები მოცემულია ქვემოთ:

WHI კვლევა - ვენური თრომბოზის რისკის ზრდის შეფასება მკურნალობის ხუთ წელში

გამოყენების ასაკი (წლები) | შემთხვევები 5 წლიან პერიოდში 1.000 ქალში პლაცებო ჯგუფში | ფარდობითი რისკი (95% სანდოობის ინტერვალი) | ექსტრა შემთხვევა ათას პირში, რომელიც იღებდა ჰჩთ-ს
---|---|---|---
მხოლოდ ორალური ესტროგენი*
50-59 | 7 | 1.2 (0.6, 2.4) | 1 (-3, 10)
ორალური კომბინირებული ესტროგენი-პროგესტოგენი
50-59 | 4 | 2.3 (1.2, 4.3) | 5 (1, 13)

*კვლევაში მონაწილე პირები იყვნენ ქალები ჰისტერექტომიით

გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკი

გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკი მცირედ იზრდება 60 წლის ზემოთ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ესტროგენის და პროგესტოგენის კომბინციას ჰჩთ-სთვის (იხ. პარაგრაფი 4.4).

იშემიური ინსულტის განვითარების რისკი

იშემიური ინსულტის განვითარების შეფარდებითი რისკი იზრდება 1.5-ჯერ პაციენტებში, რომლებიც იტარებენ როგორც ესტროგენებით მონოთერაპიას, ისე კომბინირებულ ესტროგენ- პროგესტოგენებით თერაპიას. ჰემორაგიული ინსულტის რისკი ჰჩთ-ს დროს არ იზრდება.

შეფარდებითი რისკი არ არის დამოკიდებული ასაკზე ან მკურნალობის ხანგრძლივობაზე, თუმცა რისკი, როგორც ასეთი, დამოკიდებულია ასაკზე, ამიტომ ინსულტის განვითარების საერთო რისკი ასაკთან ერთად იზრდება პაციენტებში, რომლებიც იღებენ ჰჩთ-ს, იხ. პარაგრაფი 4.4.

WHI კვლევა საერთო შედეგები - იშემიური ინსულტის რისკის ზრდა მკურნალობის ხუთ წელში*

გამოყენების ასაკი (წლები) | შემთხვევები 5 წლიან პერიოდში 1.000 ქალში პლაცებო ჯგუფში | ფარდობითი რისკი (95% სანდოობის ინტერვალი) | ექსტრა შემთხვევა ათას პირში, რომელიც იღებდა ჰჩთ-ს
---|---|---|---
50-59 | 8 | 1.3 (1.1, 1.6) | 3 (1, 5)

*იშემიური და ჰემორაგიული ინსულტი არ არის აქ დიფერენცირებული

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

წამლის ლიცენზირების შემდეგ სავარაუდო გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია, ეს ხელს უწყობს სამკურნალო პროდუქტის სარგებელი/რისკის ბალანსის უწყვეტ მონიტორინგს.

სამედიცინო პერსონალმა გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება უნდა გააკეთოს:

ვებ-გვერდი: www.fimea.fi

ფინეთის წამლის სააგენტო ფიმეა

წამლის გვერდითი რეაქციების რეგისტრაცია

საფოსტო ინდექსი 55

FI-00034 ფიმეა.

4.9. დოზის გადაჭარბება

მწვავე ტოქსიკურობის კვლევები არ მიუთითებს მწვავე გვერდითი რეაქციების რისკზე რეკომენდებულზე მრავალჯერ მეტი დოზის გამოყენებისას. ზოგიერთ ქალში შეიძლება განვითარდეს გულისრევა, თავის ტკივილი, ღებინება, სისხლდენა.

რამდენიმე შეტყობინების მიხედვით, არ აღინიშნა სერიოზული გვერდითი ეფექტები ბავშვებში, რომლებმაც მიიღეს ორალური კონტრაცეპტივები ესტროგენების დიდი დოზებით. ესტროგენების დოზის გადაჭარბების მკურნალობა სიმპტომურია.

ტრანსდერმალური გამოყენებისას ესტრადიოლის დოზის გადაჭარბება ნაკლებ სავარაუდოა. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. დოზის გადაჭარბების მკურნალობა სიმპტომურია. გელი უნდა ჩამოიბანოს.

5. ფარმაკოლოგიური თვისებები

5.1. ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : ბუნებრივი და ნახევრადსინთეზური ესტროგენები, მარტივი პრეპარატები.

ათქ კოდი: G03CA03.

ესტრადიოლის ვალერატი, რომელიც წარმოადგენს სინთეზურ 17β-ესტრადიოლს და ქიმიურად და ბიოლოგიურად იდენტურია ადამიანის ენდოგენური ესტრადიოლის. იგი ქალებში აკომპენსირებს ესტროგენების დონის დაქვეითებას მენოპაუზის დროს და ამით ამსუბუქებს მენოპაუზის სიმპტომებს. ესტროგენები ხელს უშლის ძვლოვანი მასის დაკარგვას, რომელიც ვითარდება მენოპაუზის დროს ან ოვარექტომიის შემდეგ.

კლინიკური კვლევების შედეგები

ესტროგენების დეფიციტით გამოწვეული სიმპტომების შემსუბუქება

მენოპაუზის სიმპტომები შემცირდა მკურნალობის პირველი კვირეების განმავლობაში.

ოსტეოპოროზის პრევენცია

მენოპაუზით გამოწვეული ესტროგენების დეფიციტი იწვევს ძვლის დაშლას და ძვლოვანი მასის შემცირებას. ესტროგენის ეფექტი ძვლის მინერალურ სიმკვრივეზე (BMD) არის დოზაზე დამოკიდებული. დამცველობითი ხასიათი ეფექტური უნდა იყოს მკურნალობის განმავლობაში. როცა ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია წყდება, ძვლოვანი მასა ქვეითდება იმ სახით, როგორც იმ პირებში, რომლებიც არ იტარებენ ჰორმონულ თერაპიას.

WHI კვლევამ და მეტა-ანალიზურა კვლევებმა აჩვენა, რომ ჯანმრთელ ქალებში ჰორმონჩანაცვლებითმა თერაპიამ (როგორც მარტო ესტროგენით, ისე კომბინირებული) შეამცირა ბარძაყის და ხერხემლის მალების მოტეხილობები და სხვა ოსტეოპოროზით გამოწვეული მოტეხილობები. ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია ასევე ახდენს ძვლის მოტეხილობის პრევენციას ქალებში, რომელთაც აღენიშნებათ ძვლების დაბალი მინერალური სიმკვრივე ან ოსტეოპოროზი, თუმცა ამის მტკიცებულება დღესდღეობით მცირეა.

5.2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

დივიგელი წარმოადგენს ესტრადიოლის გელს სპირტის ფუძეზე. გელის კანზე წასმის დროს სპირტი სწრაფად ორთქლდება და ესტრადიოლი კანის საშუალებით ხვდება სისხლძარღვთა სისტემაში. პლაზმაში ესტროგენის კონცენტრაციების ცვლილება მცირეა ესტრადიოლის კანზე გამოყენების შემდეგ, რადგან ის გროვდება კანში გარკვეული მოცულობით და თანაბარი რაოდენობით გამოიყოფა კანიდან. გარდა ამისა, ტრანსდერმალური გამოყენება განაპირობებს ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმის პირველი სტადიის გამოტოვებას.

დივიგელის დოზების (0.5, 1.0 და 1.5 მგ ესტრადიოლის) ტრანსდერმალური გამოყენებისას ესტრადიოლის კონცენტრაცია პლაზმაში იყო შემდეგი:

დივიგელის დოზა | **C maqs. **(პმოლ/ლ) | Cსაშუალო(პმოლ/ლ) | **C min. **(პმოლ/ლ)
---|---|---|---
0.5 მგ | 143 | 75 | 92
1 მგ | 247 | 124 | 101
1.5 მგ | 582 | 210 | 152

დივიგელით მკურნალობის დროს თანაფარდობა ესტრადიოლი/ესტრონი ნარჩუნდება დონეზე 04-0.7, მაშინ როცა ესტრადიოლის პერორალური მიღების დროს ის ჩვეულებრივ ეცემა 0.2-ზე დაბლა. ბიოშეღწევადობის მდგრადი მაჩვენებელი შეადგენს 82%-ს ესტრადიოლის ვალერატის ეკვივალენტურ პერორალურ დოზასთან შედარებით.

დივიგელის მეტაბოლიზმი და გამოყოფა ტრანსდერმალური გამოყენების დროს ბუნებრივი ესტროგენების ანალოგიურია.

5.3. უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები

ესტრადიოლი არის ქალის ბუნებრივი სასქესო ჰორმონი, რომელიც გამოიყენება კლინიკურ პრაქტიკაში. კანის გაღიზიანების კვლევებმა კურდღლებში და ზღვის გოჭებში აჩვენა, რომ დივიგელი ძალიან იშვიათად იწვევს სუსტ გაღიზიანებას, რომელიც შეიძლება შემცირდეს გამოყენების ადგილის ცვლილებით ყოველდღიურად. კლინიკურ კვლევებში, კანის გაღიზიანება განვითარდა ძალიან იშვიათად.

6. ფარმაცვტული მახასიათებლები

6.1. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

კარბომერი 974P,

ტროლამინი,

პროპილენგლიკოლი,

ეთანოლი 96%,

გამოხდილი წყალი.

6.2. შეუთავსებლობა

არ არის მოწოდებული.

6.3. შენახვის ვადა

3 წელი

6.4. შენახვის განსაკუთრებული პირობები

ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-25°C).

6.5. კონტეინერის ფორმა და შემცველობა

ერთჯერადი დოზა ალუმინის ლამინატის კონტეინერში.

0.5 გ x 28 საშეტი.

0.5 გ x 91 საშეტი.

1.0 გ x 28 საშეტი.

1.0 გ x 91 საშეტი.

6.5. განადგურების და მოხმარების განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

ცალკე გამოყენების ინსტრუქცია მოთავსებულია გასაყიდ შეფუთვაში.

გაცემის რეჟიმი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

7.სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

Orion Oyj

Orionintie 1

FI-02200 Espoo

ორიონ ოი

ორიონინტიე 1

FI-02200 ესპოო.

მოქმედი ნივთიერება: ესტრადიოლის ჰემიჰიდრატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ესტროგენი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გელი გარეგანი გამოყენებისათვის: შეფუთვაში 28 პაკეტი.

1 პაკ.

ესტრადიოლის ჰემიჰიდრატი .................. 0.5 მგ

1 პაკ.

ესტრადიოლის ჰემიჰიდრატი ............... 1 მგ.

ჩვენებები:

ესტროგენების დეფიციტის სიმპტომების დროს ჩანაცვლებითი ჰორმონალური მკურნალობა;
კლიმაქტერიული სინდრომის მკურნალობა, რომელიც უკავშირდება ბუნებრივ თუ ხელოვნურ მენოპაუზას (გამოწვეული ქირურგიული ჩარევის შედეგად).
მიღების წესები და დოზირება:

დივიგელი - გელი ტრანსდერმული გამოყენებისთვის, გამოიყენება ხანგრძლივად ციკლური მკურნალობისათვის. ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს დღეში 1.0 მგ ესტრადიოლს (შესაბამიისად 1.0. გ გელი). თუმცა საწყისი დოზის არჩევა დამოკიდებულია გამოვლენილ სიმპტომებზე, კლინიკური სურათის მიხედვით შეიძლება დოზის შეცვლა 2-3 ციკლის შემდეგ ინდივიდუალურად 0.5გ. - 1.5 გ-მდე დღეში. რაც შეასაბამება 0.5გ.-1.5 მგ-მდე ესტრადიოლს დღე-ღამეში. რეკომენდებულია, რომ პაციენტებს"ინტაქტური"საშვილოსნოთი დივიგელით მკურნალობისას ყოველ ციკლში 10-12 დღის განმავლობაში დაენიშნოს გესტაგენი (მაგ., მედროქსიპროგესტერონის აცეტატი, ნორეთისტერონი, ნორეთისტერონის აცეტატი ან დიჰიდროგესტერონი).

გესტაგენით მკურნალობის ყოველი კურსის შემდეგ ვლინება მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა. რიგგარეშე და/ან გახანგრძლივებული სისხლდენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა დადგინდეს მისი გამომწვევი მიზეზი. პაციენტებს მენოპაუზის შემდგომ პერიოდში ციკლი შეიძლება გაუხანგრძლივდეთ 3 თვემდე.

ჩვეულებრივ, გელს იყენებენ დღე-ღამეში ერთხელ სუფთა კანზე მუცლის წინა კედლის ქვედა ნაწილში, ასევე წელის არეში, მხრებზე, წინამხრებზე და/ან რიგ-რიგობით მარჯვენა და მარცხენა დუნდულოზე, რათა ყოველდღიურად შეიცვალოს აპლიკაციის ადგილი, რომელიც უნდა იყოს 1-2 ხელის გულის ფართობის. გელის აპლიკაციის შემდეგ საჭიროა გელის შეშრობა (2-3 წუთი).

იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს დაავიწყდა პრეპარატის წასმა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გააკეთოს ეს, მაგრამ არა უგვიანეს 12 სთ-სა, დანიშნულებისამებრ მისი წასმის შემდეგ. თუკი უკვე გავიდა 12 სთ, მაშინ დივიგელის გამოყენება უნდა გადავადდეს სხვა დროისათვის. პრეპარატის არარეგულარულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა საშვილოსნოდან.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 50C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მოქმედი ნივთიერება: ესტრადიოლის ჰემიჰიდრატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ესტროგენი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გელი გარეგანი გამოყენებისათვის: შეფუთვაში 28 პაკეტი.

1 პაკ.

ესტრადიოლის ჰემიჰიდრატი .................. 0.5 მგ

1 პაკ.

ესტრადიოლის ჰემიჰიდრატი ............... 1 მგ.

ჩვენებები:

ესტროგენების დეფიციტის სიმპტომების დროს ჩანაცვლებითი ჰორმონალური მკურნალობა;
კლიმაქტერიული სინდრომის მკურნალობა, რომელიც უკავშირდება ბუნებრივ თუ ხელოვნურ მენოპაუზას (გამოწვეული ქირურგიული ჩარევის შედეგად).
მიღების წესები და დოზირება:

დივიგელი - გელი ტრანსდერმული გამოყენებისთვის, გამოიყენება ხანგრძლივად ციკლური მკურნალობისათვის. ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს დღეში 1.0 მგ ესტრადიოლს (შესაბამიისად 1.0. გ გელი). თუმცა საწყისი დოზის არჩევა დამოკიდებულია გამოვლენილ სიმპტომებზე, კლინიკური სურათის მიხედვით შეიძლება დოზის შეცვლა 2-3 ციკლის შემდეგ ინდივიდუალურად 0.5გ. - 1.5 გ-მდე დღეში. რაც შეასაბამება 0.5გ.-1.5 მგ-მდე ესტრადიოლს დღე-ღამეში. რეკომენდებულია, რომ პაციენტებს"ინტაქტური"საშვილოსნოთი დივიგელით მკურნალობისას ყოველ ციკლში 10-12 დღის განმავლობაში დაენიშნოს გესტაგენი (მაგ., მედროქსიპროგესტერონის აცეტატი, ნორეთისტერონი, ნორეთისტერონის აცეტატი ან დიჰიდროგესტერონი).

გესტაგენით მკურნალობის ყოველი კურსის შემდეგ ვლინება მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა. რიგგარეშე და/ან გახანგრძლივებული სისხლდენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა დადგინდეს მისი გამომწვევი მიზეზი. პაციენტებს მენოპაუზის შემდგომ პერიოდში ციკლი შეიძლება გაუხანგრძლივდეთ 3 თვემდე.

ჩვეულებრივ, გელს იყენებენ დღე-ღამეში ერთხელ სუფთა კანზე მუცლის წინა კედლის ქვედა ნაწილში, ასევე წელის არეში, მხრებზე, წინამხრებზე და/ან რიგ-რიგობით მარჯვენა და მარცხენა დუნდულოზე, რათა ყოველდღიურად შეიცვალოს აპლიკაციის ადგილი, რომელიც უნდა იყოს 1-2 ხელის გულის ფართობის. გელის აპლიკაციის შემდეგ საჭიროა გელის შეშრობა (2-3 წუთი).

იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს დაავიწყდა პრეპარატის წასმა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გააკეთოს ეს, მაგრამ არა უგვიანეს 12 სთ-სა, დანიშნულებისამებრ მისი წასმის შემდეგ. თუკი უკვე გავიდა 12 სთ, მაშინ დივიგელის გამოყენება უნდა გადავადდეს სხვა დროისათვის. პრეპარატის არარეგულარულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა საშვილოსნოდან.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 50C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
დივიგელი 0.1% 1გ #28პაკ
  • სახელი: დივიგელი 0.1% 1გ #28პაკ
  • მწარმოებელი: Orion Corporation (Espoo plant) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Orion Corporation (Turku plant)(ფინეთი)) (ფინეთი)
  • შეფუთვა: 0,1% 1გ (1მგ/პაკეტში) გარეგანი გამოყენების გელი პაკეტი №28
Aversi 37.54 ლ
დივიგელი გელი 0.1% 1გრ პაკეტი #28
  • სახელი: დივიგელი გელი 0.1% 1გრ პაკეტი #28
  • მწარმოებელი: Orion Corporation (Espoo plant) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Orion Corporation (Turku plant)(ფინეთი)) (ფინეთი)
  • შეფუთვა: 0,1% 1გ (1მგ/პაკეტში) გარეგანი გამოყენების გელი პაკეტი №28
Pharmadepot 37.54 ლ
დივიგელი გელი 0.1% 0.5გრ პაკეტი #28
  • სახელი: დივიგელი გელი 0.1% 0.5გრ პაკეტი #28
  • მწარმოებელი: Orion Corporation (Espoo plant) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Orion Corporation (Turku plant)(ფინეთი)) (ფინეთი)
  • შეფუთვა: 0,1% 0,5გ (0,5მგ/პაკეტში) გარეგანი გამოყენების გელი პაკეტი №28
Pharmadepot 36.87 ლ
დივიგელი გელი 0.1% 1გრ პაკეტი #28
  • სახელი: დივიგელი გელი 0.1% 1გრ პაკეტი #28
  • მწარმოებელი: Orion Corporation (Espoo plant) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Orion Corporation (Turku plant)(ფინეთი)) (ფინეთი)
  • შეფუთვა: 0,1% 1გ (1მგ/პაკეტში) გარეგანი გამოყენების გელი პაკეტი №28
GPC 37.54 ლ
დივიგელი გელი 0.1% 0.5გრ პაკეტი #28
  • სახელი: დივიგელი გელი 0.1% 0.5გრ პაკეტი #28
  • მწარმოებელი: Orion Corporation (Espoo plant) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Orion Corporation (Turku plant)(ფინეთი)) (ფინეთი)
  • შეფუთვა: 0,1% 1გ (1მგ/პაკეტში) გარეგანი გამოყენების გელი პაკეტი №28
GPC 36.87 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით