ესტროფემი 2 მგ - Estrofem 2 mg
ესტროფემი 2 მგ - Estrofem 2 mg

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები, ბუნებრივი და ნახევრად სინთეზური ესტროგენები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

შემადგენლობა: თითოეული გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს ესტრადიოლს 2მგ (ესტრადიოლის ნახევარჰიდრატის სახით).
თერაპიული ჩვენებები: ჰორმონის ჩანაცვლებითი თერაპია (HRT) ესტროგენის დეფიციტის სიმპტომებისთვის ქალებში პოსტმენოპაუზის დროს. ოსტეოპოროზის პრევენცია პოსტმენოპაუზის დროს ქალებში, რომლებიც იმყოფებიან მომავალი მოტეხილობების მაღალი რისკის ქვეშ, რომლებიც არატოლერანტურნი არიან ან უკუნაჩვენებია მათში სხვა სამედიცინო პროდუქტების გამოყენება ოსტეოპოროზის პრევენციისთვის. ესტროფემი გამოიყენება განსაკუთრებით ქალებში, რომელთაც ჩაუტარდათ ჰისტეროქტომია და ამიტომ არ საჭიროებენ კომბინირებულ ესტროგენ-პროგესტანგენის თერაპიას. გამოცდილება >65 წლის ასაკის ქალებში მკურნალობის შესახებ შეზღუდულია.

უკუჩვენებები: ცნობილი, წარსულში არსებული ან საეჭვო სარძევე ჯირკვლის კიბო; ცნობილი, წარსულში არსებული ან საეჭვო ესტროგენ-დამოკიდებული ავთვისებიანი სიმსივნეები (მაგ. ენდომეტრიუმის კიბო); არადიაგნოზირებული გენიტალური სისხლდენა; არანამკურნალები ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია; მანამდე არსებული ან მიმდინარე ვენური თრომბოემბოლია (ღრმა ვენური თრომბოზი, ფილტვის ემბოლია); ცნობილი თრომბოფილური დაავადება (მაგ. ცილა C, ცილა S ან ანტითრომბინის დეფიციტი (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები)); აქტიური ან ბოლო დროინდელი არტერიული თრომბოემბოლური დაავადება (მაგ. სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი); ღვიძლის მწვავე დაავადება, ან ღვიძლის დაავადების ისტორია, როდესაც ღვიძლის ფუნქციის ტესტები არ უბრუნდება ნორმას. ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ. * პორფირია.
დოზირება და მიღების წესი: ესტროფემი არის მხოლოდ ესტროგენის შემცველი პროდუქტი ჰორმონალური ჩანაცვლებისთვის. ესტროფემი მიიღება შიგნით დღეში ერთი ტაბლეტი შეწყვეტის გარეშე.
ორსულობა და ლაქტაცია: ესტროფემი არ ინიშნება ორსულობის დროს. თუ ორსულობა დგება ესტროფემით მკურნალობისას, იგი დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას. უმეტესობა ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგები არ მიუთითებს ტერეტოგენულ ან ფეტოტოქსიურ ეფექტებზე ნაყოფის ექსპოზიციის დროს ესტროგენის მიმართ. ესტროფემი არ ინიშნება ლაქტაციის დროს.
შენახვის განსაკუთრებული პირობები: ინახება არაუმეტეს 30C-ზე.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

შემადგენლობა: თითოეული გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს ესტრადიოლს 2მგ (ესტრადიოლის ნახევარჰიდრატის სახით).
თერაპიული ჩვენებები: ჰორმონის ჩანაცვლებითი თერაპია (HRT) ესტროგენის დეფიციტის სიმპტომებისთვის ქალებში პოსტმენოპაუზის დროს. ოსტეოპოროზის პრევენცია პოსტმენოპაუზის დროს ქალებში, რომლებიც იმყოფებიან მომავალი მოტეხილობების მაღალი რისკის ქვეშ, რომლებიც არატოლერანტურნი არიან ან უკუნაჩვენებია მათში სხვა სამედიცინო პროდუქტების გამოყენება ოსტეოპოროზის პრევენციისთვის. ესტროფემი გამოიყენება განსაკუთრებით ქალებში, რომელთაც ჩაუტარდათ ჰისტეროქტომია და ამიტომ არ საჭიროებენ კომბინირებულ ესტროგენ-პროგესტანგენის თერაპიას. გამოცდილება >65 წლის ასაკის ქალებში მკურნალობის შესახებ შეზღუდულია.

უკუჩვენებები: ცნობილი, წარსულში არსებული ან საეჭვო სარძევე ჯირკვლის კიბო; ცნობილი, წარსულში არსებული ან საეჭვო ესტროგენ-დამოკიდებული ავთვისებიანი სიმსივნეები (მაგ. ენდომეტრიუმის კიბო); არადიაგნოზირებული გენიტალური სისხლდენა; არანამკურნალები ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია; მანამდე არსებული ან მიმდინარე ვენური თრომბოემბოლია (ღრმა ვენური თრომბოზი, ფილტვის ემბოლია); ცნობილი თრომბოფილური დაავადება (მაგ. ცილა C, ცილა S ან ანტითრომბინის დეფიციტი (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები)); აქტიური ან ბოლო დროინდელი არტერიული თრომბოემბოლური დაავადება (მაგ. სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი); ღვიძლის მწვავე დაავადება, ან ღვიძლის დაავადების ისტორია, როდესაც ღვიძლის ფუნქციის ტესტები არ უბრუნდება ნორმას. ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ. * პორფირია.
დოზირება და მიღების წესი: ესტროფემი არის მხოლოდ ესტროგენის შემცველი პროდუქტი ჰორმონალური ჩანაცვლებისთვის. ესტროფემი მიიღება შიგნით დღეში ერთი ტაბლეტი შეწყვეტის გარეშე.
ორსულობა და ლაქტაცია: ესტროფემი არ ინიშნება ორსულობის დროს. თუ ორსულობა დგება ესტროფემით მკურნალობისას, იგი დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას. უმეტესობა ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგები არ მიუთითებს ტერეტოგენულ ან ფეტოტოქსიურ ეფექტებზე ნაყოფის ექსპოზიციის დროს ესტროგენის მიმართ. ესტროფემი არ ინიშნება ლაქტაციის დროს.
შენახვის განსაკუთრებული პირობები: ინახება არაუმეტეს 30C-ზე.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

გამოყენების ინსტრუქცია

1. სამკურნალო საშუალების დასახელება

ესტროფემი® 2 მგ

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

2. თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

ყოველი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 2 მგ ესტრადიოლს (ესტრადიოლის ჰემიჰიდრატის სახით).

დამხმარე საშუალება დადასტურებული ეფექტით: ლაქტოზას მონოჰიდრატი.

დამხმარე საშუალებების სრული ჩამონათვალი იხილეთ პუნქტში 6.1.

3. ფარმაცევტული ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

ლურჯი ფერის, აპკიანი გარსით დაფარული, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები, რომელბზეც ამოტვიფრულია NOVO280. დიამეტრი 6 მმ.

4. კლინიკური თვისებები

4.1 თერაპიული ჩვენებები

ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია პოსტმენოპაუზის დროს ესტროგენის დეფიციტის სიმპტომებისთვის. ოსტეოპოროზის პრევენცია პოსტმენოპაუზის დროს ქალებში, რომლებშიც არსებობს მომავალაში მოტეხილობების რისკი და რომლებშიც ოსტეოპოროზის პრევენციისთვის დამტკიცებული სხვა სამკურნალო საშუალებები უკუნაჩვენებია ან აღინიშნება მათი გადაუტანლობა.

ესტროფემი® განსაკუთრებით განკუთვნილია იმ ქალებისთვის, რომლებსაც ჩატარებულინ აქვთ ჰისტერექტომია და ამიტომ არ საჭიროებენ კომბინირებულ ესტროგენ/პროგესტაგენით თერაპიას.

65 წლის ზემოთ ასაკის ქალების მკურნალობის გამოცდილება შეზღუდულია.

4.2 დოზირება და მიღების წესი

ესტროფემი® არის მხოლოდ ესტროგენის პრეპარატი ჰორმონების ჩანაცვლებისთვის. ესტროფემი® მიიღება პერორალურად, დღეში ერთი ტაბლეტი, შეწყვეტის გარეშე. მენოპაუზის სიმპტომების მკურნალობის დასაწყებად და გასაგრძელებლად გამოიყენება ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა დროის ყველაზე მცირე პერიოდში (იხილეთ აგრეთვე პუნქტი 4.4).

ესტროფემის® უფრო მაღალ ან უფრო დაბალ დოზაზე გადასვლა ნაჩვენებია, თუ პასუხი სამი თვის შემდეგ არასაკმარისია სიმპტომის დამაკმაყოფილებლად მოხსნისთვის ან თუ ამტანობა არადამაკმაყოფილებელია.

ძვლის მინერალური შემცველობის დაკარგვის პრევენცია, როგორც წესი, მიიღწევა დღეში 1-2 მგ ესტრადიოლით, ამიტომ უფრო მაღალი დოზები ჩვეულებრივ არ გამოიყენება ოსტეოპოროზის გრძელვადიანი პროფილაქტიკისთვის.

საშვილოსნოს არმქონე ქალებში ესტროფემი® შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ მოსახერხებლ დღეს. საშვილოსნოს მქონე ქალებში, რომლებსაც აქვთ ამენორეა და გადმოდიან თანმიმდევრობითი ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიიდან, ესტროფემი® შეიძლება დაუწყოს სისხლდენის მე-5 დღეს და მხოლოდ პროგესტაგენთან კომბინაციაში მინიმუმ 12-14 დღე; უწყვეტი-კომბინირებული ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიიდან გადმოსვლის შემთხვევაში, ესტროფემი® პროგესტინთან ერთად შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ მოსახერხებელ დღეს. პროგესტაგენის სახეობა და დოზა უნდა უზრუნველყოფდეს ესტროგენით ინდუცირებული ენდომეტრიული პროლიფერაციის საკმარის ინჰიბირებას (იხილეთ აგრეთვე პუნქტი 4.4).

თუ პაციენტს დაავიწყდა ტაბლეტის მიღება, ტაბლეტი უნდა მიიღოს რაც შეიძლება მალე მომდევნო 12 საათის განმავლობაში. თუ გასულია 12 საათზე მეტი, ტაბლეტი უნდა გადააგდოთ. ტაბლეტის დავიწყებამ საშვილოსნოს მქონე ქალებში შეიძლება გაზარდოს ძლიერი სისხლდენის და წვეთებით სისხლდენის ალბათობა.

თუ არ არსებობს მანამდე დადგენილი ენდომეტრიოზის დიაგნოზი, რეკომენდებული არ არის პროგესტაგენის დამატება ჰისტერექტომიულ ქალებში.

4.3 უკუჩვენებები

- დადასტურებული, წარსულში არსებული ან საეჭვო ძუძუს კიბო

- დადასტურებული, წარსულში არსებული ან საეჭვო ესტროგენ-დამოკიდებული ავთვისებიანი სიმსივნეები (მაგ. ენდომეტრიუმის კიბო)

- არადიაგნოსტირებული სისხლდენა სასქესო ორგანოებიდან

- არანამკურნალები ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია

  • ადრე ან ამჟამად არსებული ვენური თრომბოემბოლიზმი (ღრმა ვენის თრომბოზი, ფილტვის ემბოლიზმი)

დადასტურებული თრომბოფილური დაავადების დარღვევები (მაგ.C პროტეინის, S პროტეინის ან ანტითრომბინის დეფიციტი (იხილეთ პუნქტი 4.4)).

  •     აქტიური ან ცოტა ხნის წინ გადატანილი თრომბოემბოლიური დაავადება (მაგ. სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი)
    
  •     ღვიძლის მწვავე დაავადება ან ანამნეზში ღვიძლის დაავადება, თუ ღვიძლის ფუნქციის ანალიზები არ უბრუნდება ნორმალურ მაჩვენებლებს.
    
  •     მომატებული მგრძნობელობა აქტიური სუბსტანციის ან 6.1 პუნქტში ჩამოთვლილი ნებისმიერი დამხმარე საშუალების მიმართ.
    

4.2 სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

პოსტმენოპაუზის სიმპტომების სამკურნალოდ ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია უნდა დაიწყოს მხოლოდ იმ სიმპტომებისთვის, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ცხოვრების ხარისხზე. ყველა შემთხვევაში, მინიმუმ წელიწადში ერთხელ მკაცრად უნდა შეფასდეს რისკები და სარგებელი და ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია უნდა გაგრძელდეს მხოლოდ მაშინ, თუ სარგებელი აღემატება რისკს.

რადგან ნაადრევი მენოპაუზის დროს (გამოწვეული საკვერცხეების დისფუნქციით ან ქირურგიით) ქალების მკურნალობის გამოცდილება შეზღუდულია, ასევე მცირე მტკიცებულება არსებობს ნაადრევი მენოპაუზის მკურნალობისას ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიასთან დაკავშირებული რისკების შესახებ. უფრო ახალგაზრდა ქალებში აბსოლუტური რისკის დაბალი დონის გამო, ამ ქალებისთვის სარგებლისა და რისკის ბალანსი შეიძლება უფრო ხელსაყრელი იყოს, ვიდრე უფროსი ასაკის ქალებში.

სამედიცინო გამოკვლევა/დაკვირვება

ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის დაწყებამდე ან განახლებამდე უნდა შეიკრიბოს სრული პირადი და საოჯახო ანამნეზი. აუცილებელია ფიზიკალური (მენჯის და ძუძუს ჩათვლით) შემოწმება და უკუჩვენებების და გამოყენებისას სიფრთხილის ზომების შესაბამისად გათვალისიწნება. მკურნალობის დროს რეკომენდებულია პერიოდული შემოწმებები, რომელთა სიხშირე და ხასიათი განისაზღვრება ინდივიდუალურად. ქალებს უნდა მიეცეთ რჩევა, რომ ძუძუს მხრივ რაიმე ცვლილებების შემჩნევისთანავე აცნობონ ექიმს ან ექთანს (იხილეთ ქვემოთ პუნქტი „ძუძუს კიბო’). კვლევები, მათ შორის, ინსტრუმენტული, მაგ. მამოგრაფია, უნდა ჩატარდეს მოქმედი აღიარებული სკრინინგ პრაქტიკების მიხედვით და მოდიფიცირდეს ინდივიდუალური კლინიკური საჭიროების შესაბამისად.

მდგომარეობები, რომლის დროსაც საჭიროა მეთვალყურეობა

თუ რომელიმე შემდეგი მდგომარეობა ამჟამად განვითარებულია, განვითარდა ადრე და/ან გამწვავდა ორსულობის ან მანამდე ჩატარებული ჰორმონული მკურნალობის დროს, აუცილებელია პაციენტის ზედმიწევნითი ზედამხედველობა. გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ ეს მდგომარეობები შეიძლება ხელახლა განვითარდეს ან გამწვავდეს ესტროფემით® მკურნალობის დროს, კერძოდ:

  •     ლეიომიომა (საშვილოსნოს ფიბროიდები) ან ენდომეტრიოზი
    
  •     თრომბოემბოლიური დარღვვების რისკ ფაქტორები (იხილეთ ქვემოთ)
    
  •     ესტროგენ-დამოკიდებული სიმსივნეების რისკ ფაქტორები, მაგ. ძუძუს კიბოს 1 ხარისხის მემკვიდრეობა
    
  •     ჰიპერტენზია
    
  •     ღვიძლის დარღვევები (მაგ. ღვიძლის ადენომა)
    
  •     შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვების ჩართვით ან მის გარეშე
    
  •     ქოლელითიაზი
    
  •     მიგრენი ან (მძიმე) თავის ტკივილი
    
  •     სისტემური წითელი მგლურა
    
  •     ანამნეზში ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია (იხილეთ ქვემოთ)
    
  •     ეპილეფსია
    
  •     ასთმა
    
  •     ოტოსკლეროზი.
    

მიზეზები, რის გამოც დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას თერაპია

თერაპია უნდა შეწყდეს უკუჩვენების დადგენისას და შემდეგი მდგომარეობების დროს:

  •     სიყვითლე ან ღვიძლის ფუნქციის გაუარესება
    
  •     არტერიული წნევის მნიშვნელოვნად მომატება
    
  •     მიგრენის ტიპის თავის ტკივილის დაწყება
    
  •     ორსულობა
    

ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია და კარცინომა

იმ ქალებში, რომლებსაც აქვთ ინტაქტური საშვილოსნო, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის და კარცინომას რისკი მატულობს, როდესაც მხოლოდ ესტროგენები მიიღება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ენდომეტრიუმის კიბოს რისკის ზრდა 2-12-ჯერ უფრო დიდია მხოლოდ ესტროგენის მომხმარებლებს შორის, ვიდრე არამომხმარებლებს შორის, მკურნალობის ხანგრძლივობის და ესტროგენის დოზის მიხედვით (იხილეთ პუნქტი 4.8). მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ რისკი შეიძლება მომატებული იყოს მინიმუმ 10 წლის განმავლობაში.

პროგესტაგენის დამატება მინიმუმ 12 დღე ყოველ ციკლზე არაჰისტერექტომიულ ქალებში ახდენს მხოლოდ ესტროგენით ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიასთან ასოცირებული ჭარბი რისკის პრევენციას.

შეიძლება განვითარდეს ძლიერი სისხლდენა და წვეთებით სისხლდენა მკურნალობის პირველი თვეების განმავლობაში ინტაქტური საშვილოსნოს მქონე ქალებში. თუ ძლიერი სისხლდენა ან წვეთებით სისხლდენა ვითარდება თერაპიიდან გარკვეული დროის შემდეგ ან გრძელდება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, უნდა დადგინდეს მიზეზი, ენდომეტრიუმის ბიოფსიის ჩატარებით, რომ გამოირიცხოს ენდომეტრიუმის ავთვისებიანობა.

ესტროგენის სტიმულაციამ, რომლის წინააღმდეგაც არ მიიღება ზომები, შეიძლება გამოიწვიოს პრეავთვისებიანი ან ავთვისებიანი ტრანსფორმაცია ენდომეტრიოზის ნარჩენ კერებში. ამიტომ, განხილული უნდა იყოს პროგესტაგენების დამატება ესტროგენებით ჩანაცვლებით თერაპიაზე იმ ქლებში, რომლებსაც ენდომეტრიოზის გამო ჩატარებული აქვთ ჰისტეროქტომია, თუ ცნობილია, რომ მათ აქვთ ნარჩენი ენდომეტრიოზი.

ძუძუს კიბო

მტკიცებულება აჩვენებს, რომ არსებობს ძუძუს კიბოს მომატებული რისკი იმ ქალებში, რომლებიც იღებენ კომბინირებულ ესტროგენ-პროგესტაგენის ან მხოლოდ ესტროგენის ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას, რაც დამოკიდებულია ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის ხანგრძლივობაზე.

ქალთა ჯანმრთელობის ინიციატივის (WHI) კვლევით დადგინდა, რომ არ არსებობს რისკის მომატება იმ ქალებში, რომლებსაც ჩატარებული აქვთ ძუძუს კიბოს ჰისტერექტომია მხოლოდ ესტროგენით ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის გამოყენებით. დაკვირვების კვლევებისას უმეტესად ცნობილი გახდა ძუძუს კიბოს დიაგნოსტირების რისკის მცირედ მომატების შემთხვევები, რაც იმაზე დაბალია, ვიდრე ესტროგენ-პროგესტაგენის კომბინაციების მომხმარებლებში (იხილეთ პუნქტი 4.8).

მსხვილი მეტა-ანალიზიდან მიღებული შედეგები აჩვენებს, რომ მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, ჭარბი რისკი მცირდება დროში და საბაზისო მაჩვენებლებზე დაბრუნებისათვის საჭირო დრო დამოკიდებულია მანამდე გამოყენებული ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის ხანგრძლივობაზე. როდესაც ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია ტარდებოდა 5 წელზე მეტ ხანს, რისკი შეიძლება არსებობდეს 10 ან მეტი წლის განმავლობაში.

ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია, განსაკუთრებით ესტროგენ-პროგესტაგენის კომბინირებული მკურნალობა, ზრდის მამოგრაფიული სურათების სიმკვრივეს, რამაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ძუძუს კიბოს რადიოლოგიურ დეტექციაზე.

საკვერცხის კიბო

საკვერცხის კიბო გაცილებით უფრო იშვიათია, ვიდრე ძუძუს კიბო. მსხვილი მეტა- ანალიზიდან მიღებული ეპიდემიოლოგიური მტკიცებულება აჩვენებს, რომ რისკი ოდნავ მომატებულია იმ ქალებში, რომლებიც იყენებენ მხოლოდ ესტროგენის ან კომბინირებული ესტროგენ-პროგესტაგენის ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას, რომელიც აშკარა ხდება გამოყენებიდან 5 წელში და მცირდება დროთა განმავლობაში შეწყვეტის შემდეგ.

ვენური თრომბოემბოლიზმი

ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია ასოცირებულია ვენური თრომბოემბოლიზმის განვითარების 1.3-3-გზის რისკთან, ე.ი. ღრმა ვენის თრომბოზი ან ფილტვის ემბოლიზმი. ასეთი მოვლენის განვითარების ალბათობა უფრო მაღალია ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის პირველ წელს, ვიდრე მოგვიანებით (იხილეთ პუნქტი 4.8).

დადასტურებული თრომბოფილური მდგომარეობების მქონე პაციენტებში მომატებულია ვენური თრომბოემბოლიზმის მოვლენის მომატებული რისკი და ამ რისკს ზრდის ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია. ამიტომ, ასეთ პაციენტებში უკუნაჩვენებია ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია (იხილეთ პუნქტი 4.3).

ზოგადად, ვენური თრომბოემბოლიზმის მოვლენის აღიარებული რისკ ფაქტორებია ესტროგენების გამოყენება, უფროსი ასაკი, ქირურგიული ოპერაცია, ხანგრძლივი იმობილიზაცია, სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი >30 კგ/მ2) ორსულობა/მშობიარობის შემდგომი პერიოდი, სისტემური წითელი მგლურა და კიბო. არ არსებობს კონსენსუსი ვენური თრომბოემბოლიზმის მოვლენაში ვარიკოზული ვენების შესაძლო როლის შესახებ.

როგორც ყველა პოსტოპერაციულ პაციენტში, განხილული უნდა იყოს პროფილაქტიკური ზომების მიღება ვენური თრომბოემბოლიზმის მოვლენის პრევენციისთვის ქირურგიული ჩარევის შემდეგ. თუ არჩევითი ქირურგიის შემდეგ დგება ხანგრძლივი იმობილიზაცია, რეკომენდებულია მანამდე 4-6 კვირით ადრე ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის დროებით შეწყვეტა. მკურნალობა უნდა განახლდეს მხოლოდ ქალის სრულად მობილიზების შემდეგ.

იმ ქალებში, რომლებსაც პირად ანამნეზში არ აქვთ ვენური თრომბოემბოლიზმი, მაგრამ ახალგაზრდა ასაკში ანამნეზში უფიქსირდებათ თრომბოზი, უნდა ჩატარდეს სკრინინგი მისი შეზღუდვების განხილვის შემდეგ (სკრინინგით იდენტიფიცირდება თრომბოემბოლიური დეფექტების მხოლოდ ნაწილი). თუ დგინდება თრომბოფილიური დეფექტი, რომელიც სეგრეგირდება თრომბოზთან ოჯახის წევრებში ან თუ დეფექტი არის „მძიმე“ (მაგ. ანტითრომბინი, პროტეინი S, პროტეინი C ნაკლებობა ან ამ დეფექტების კომბინაცია), ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია უკუნაჩვენებია.

იმ ქალებში, რომლებსაც უკვე უტარდებათ ქრონიკული ანტიკოაგულანტური თერაპია, საჭიროებს ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის სარგებლის-რისკის გამოყენების მკაცრად განხილვას.

თუ ვენური თრომბოემბოლიზმი ვითარდება თერაპიის დაწყების შემდეგ, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. პაციენტებს უნდა უთხარათ, რომ დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ ექიმს, თუ აღინიშნა პოტენციური თრომბოემბოლიური სიმპტომი (მაგ. ფეხის შეშუპება ტკივილით, გულის არეში უეცარი ტკივილი, დისპნოე).

კორონარული არტერიული დაავადება

არ არსებობს მტკიცებულება რანდომიზებული კონტროლირებული ცდებიდან მიოკარდიუმის ინფარქტის წინააღმდეგ დაცვაზე იმ ქალებში, რომლებსაც აქვთ ან არ აქვთ კორონარული არტერიული დაავადება, რომლებიც იმყოფებოდნენ კომბინირებული ესტროგენ- პროგესტაგენის ან მხოლოდ ესტროგენის ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიაზე.

რანდომიზებული კონტროლირებული მონაცემები არ აჩვენებს კორონარული არტერიული დაავადების რისკის მომატებას ჰისტერექტომიზებულ ქალებში მხოლოდ ესტროგენის თერაპიის გამოყენებისას.

იშემიური ინსულტი

კომბინირებული ესტროგენ-პროგესტაგენის და მხოლოდ ესტროგენის თერაპია დაკავშირებულია იშემიური ინსულტის რისკის 1.5-ჯერ ზრდასთან. შედარებითი რისკი არ იცვლება ასაკთან და მენოპაუზის შემდეგ დროსთან ერთად. მიუხედავად ამისა, რადგან ინსულტის საბაზისო რისკი ძლიერ დამოკიდებულია ასაკზე, ინსულტის საერთო რისკი იმ ქალებში, რომლებიც იყენებენ ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას, გაიზრდება ასაკთან ერთად (იხილეთ პუნქტი 4.8).

სხვა მდგომარეობები

ესტროგენებმა შეიძლება გამოიწვიონ სითხის შეკავება და ამიტომ, აუცილებელია იმ პაციენტებზე დაკვირვება, რომლებსაც აქვთ გულის ან თირკმლის დისფუნქცია.

აუცილებელია იმ ქალების ზედმიწევნით დაკვირვება ჩანაცვლებითი ესტროგენული ან ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის დროს, რომლებსაც მანამდე ჰქონდათ ჰიპერტრიგლიცერიდემია, რადგან პლაზმური ტრიგლიცერიდების მნიშვნელოვნად მომატების იშვიათი შემთხვევები, რაც იწვევდა პანკრეატიტს, აღინიშნა ამ მდგომარეობის დროს ესტროგენით თერაპიისას.

ესტროგენები ზრდიან თიროიდული ბმის გლობულინს, რაც იწვევს მოცირკულირე საერთო თიროიდული ჰორმონის მომატებას, რაც იზომება პროტეინ-შეკავშირებული იოდინით, T4 დონეებით (სვეტის ან რადიოიმუნოანალიზით) ან T3 დონეებით (რადიო-იმუნოანალიზით). T3 ფისის ათვისება მცირდება, რაც ასახავს თიროიდული ბმის გლობულინის მომატებას. თავისუფალი T4 და თავისუფალი T3 კონცენტრაციები უცვლელია. შრატში შეიძლება მომატებული იყოს სხვა ბმის პროტეინები, მაგ. კორტიკოიდთან შეკავშირებული გლობულინი, სასქესო ჰორმონებთან შეკავშირებული გლობულინი, რაც იწვევს მოცირკულირე კორტიკოსტეროიდების და სასქესო სტეროიდების მომატებას. თავისუფალი ან ბიოლოგიურად აქტიური ჰორმონული კონცენტრაციები უცვლელია. შეიძლება გაიზარდოს სხვა პლაზმური პროტეინები (ანგიოტენზინოგენი/რენინის სუბსტრატი, ალფა-I-ანტიტრიპსინი, ცერულოპლაზმინი).

ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის გამოყენება არ აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციას. არსებობს მტკიცებულება, რომ სავარაუდო დემენციის რისკი მომატებულია იმ ქალებში, რომლებიც იწყებენ კომბინირებული ან მხოლოდ ესტროგენის ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის უწყვეტად გამოყენებას 65 წლის ასაკის ზემოთ.

ესტროფემის® ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას. ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ იმ პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ იშვიათი მემკვიდრეობითი გალაქტოზას აუტანლობა, ლაპ ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია.

4.5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ესტროგენების მეტაბოლიზმი შეიძლება გაიზარდოს ისეთ სუბსტანციებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც ცნობილია, რომ აინდუცირებენ პრეპარატის მამეტაბოლიზებელ ფერმენტებს, კონკრეტულად ციტოქრომ P450 ფერმენტებს, როგორიცაა კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები (მაგ. ფენობარბიტალი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი) და ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები (მაგ. რიფამპიცინი, რიფაბუტინი, ნევირაპინი, ეფავირენზი).

ძლიერი ინჰიბიტორები რიტონვირი და ნელფინავირი, პირიქით, ავლენენ მაინდუცირებელ თვისებებს სტეროიდულ ჰორმონებთან ერთად გამოყენებისას. კრაზანას შემცველმა მცენარეულმა პრეპარატებმა (Hypericum Perforatum) შეიძლება გამოიწვიონ ესტროგენების მეტაბოლიზმი.

კლინიკურად, ესტროგენების მომატებულმა მეტაბოლიზმმა შეიძლება გამოიწვიოს ეფექტის შემცირება და ცვლილებები საშვილოსნოსმიერი სისხლდენის პროფილში.

4.6 ფერტილურობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ესტროფემი® ნაჩვენები არ არის ორსულობის დროს. თუ ესტროფემით® მკურნალობის დროს დადგა ორსულობა, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. დღეისათვის არსებული ეპიდემიოლოგიური კვლევების უმრავლესობის შედეგები შემთხვევით ნაყოფის ექსპოზიციისას არ აჩვენებს რაიმე ტერატოგენურ ან ფეტოტოქსიკურ ეფექტებს.

ძუძუთი კვება

ესტროფემი® ნაჩვენები არ არის ძუძუთი კვების დროს.

4.7 ეფექტები ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

ესტროფემს არ გააჩნია დადასტურებული მოქმედება ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

4.8 არასასურველი ეფექტები

კლინიკური გამოცდილება

კლინიკური ცდებისას პაციენტთა 10%-ზე ნაკლებში აღინიშნა წამლის უარყოფითი რეაქციები. ყველაზე ხშირი უარყოფითი რეაქციები იყო ძუძუს სირბილე.ძუძუს ტკივილი, მუცლის ტკივილი, შეშუპება და თავის ტკივილი. ქვემოთ ჩამოთვლილი უარყოფითი რეაქციები განვითარდა ესტროფემი®თ მკურნალობის დროს კლინიკური ცდებისას.

ხშირი >1/100 და <1/10

ფსიქიკური დარღვევები

· დეპრესია.

ნერვული სისტემის დარღვევები:

· თავის ტკივილი.

კუჭ-ნაწლავური დარღვევები:

· მუცლის ტკივილი ან გულისრევა.

ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების დარღვევები:

· სპაზმები ფეხებში.

რეპროდუქციული სისტემის და ძუძუს დარღვევები:

· ძუძუს სირბილე, ძუძუს გადადიდება ან ძუძუს ტკივილი.

ზოგადი დარღვევები და მდგოარეობები გამოყენების ადგილას:

· შეშუპება.

კვლევები:

· წონაში მომატება.

არახშირი: >1/1,00 და <1/10

დარღვევები თვალის მხრივ:

· მხედველობის დარღვევა.

ვასკულარული დარღვევები:

· ვენური ემბოლიზმი.

კუჭ-ნაწლავური დარღვევები:

· დისპეფსია

· ღებინება

· შებერილობა ან გაზების დაგროვება.

ჰეპატობილიარული დარღვევები

· ქოლელითიაზი.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები:

· გამონაყარი ან ჭინჭრის ციება.

პოსტმარკეტინგული გამოცდილება

ზემოთ ხსენებული წამლის უარყოფითი რეაქციების გარდა, სპონტანურად აღინიშნა ქვემოთ ჩამოთვლილი რეაქციები და ზოგადი შეფასებით ისინი სავარაუდოდ მიიჩნევა ესტროფემით® მკურნალობასთან კავშირში. აღნიშნული სპონტანური წამლის უარყოფითი რეაქციების სიხშირე არის ძალიან იშვიათი (<1/10,000, ცნობილი არ არის (შეფასება შეუძლებელია არებული მონაცემების საფუძველზე)). პოსტმარკეტინგული გამოცდილება არასათანადო ინფორმირებასთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით ტრივიალურ და კარგად ცნობილ უარყოფით რეაქციებთან მიმართებაში. წარმოდგენილი სიხშირეები უნდა განიმარტოს ამ კუთხით:

· იმუნური სისტემის დარღვევები: გენერალიზებული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგ. ანაფილაქსური რეაქცია/შოკი)

· ნერვული სისტემის დარღვევები: მიგრენის გამწვავება, ინსულტი, თავბრუსხვევა, დეპრესია

· კუჭ-ნაწლავური დარღვევები: იარეა

· კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: ალოპეცია

· რეპროდუქციული სისტემის და ძუძუს დარღვევები: არარეგულარული ვაგინალური სისხლდენა*

· კვლევები: არტერიული წნევის მომატება.

შემდეგი უარყოფითი რეაქციები დაკავშირებულია ესტროგენით მკურნალობასთან:

· მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის შეგუბებითი უკმარისობა

· ვენური თრომბოემბოლიზმი, ე.ი. ფეხის ან მენჯის ღრმა ვენური თრომბოზი და ფილტვის ემბოლიზმი

· ნაღვლის ბუშტის დაავადება

· კანისა და კანქვეშა დარღვევები: ქლოაზმა, მულტიფორმული ერითემა, erythema nodosum, ვასკულარული პურპურა, ქავილი

· ვაგინალური კანდიდოზი

· ესტროგენ-დამოკიდებული კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი ნეოპლაზმები, მაგ. ენდომეტრიუმის კიბო (იხილეთ პუნქტი 4.4), ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია და საშვილოსნოში ფიბროიდების ზომის ზრდა*

· უძილობა

· ეპილეფსია

· ლიბიდოს დაქვეითება (სხვაგვარად არ არის განსაზღვრული)

· ასთმის გაუარესება

· სავარაუდო დემენცია (იხილეთ პუნქტი 4.4).

*ქალებში, რომლებსაც არ აქვთ ჩატარებული ჰისტეროქტომია.

ძუძუს კიბოს რისკი

მომატებული რისკი მხოლოდ ესტროგენით თერაპიის მომხმარებლებში უფრო დაბალია, ვიდრე ესტროგენ-პროგესტაგენის კომბინაციების მომხმარებლებში.

რისკის დონე დამოკიდებულია გამოყენების ხანგრძლივობაზე (იხილეთ პუნქტი 4.4).

მსხვილი რანდომიზებული პლაცებო-კონტროლირებული ცდის (WHI კვლევა) და პერსპექტიურლი ეპიდემიოლოგიური კვლევების უმსხვილესი მეტაანალიზის შედეგების საფუძველზე აბსოლუტური რისკის შეფასებები წარმოდგენილია ქვემოთ.

პერსპექტიული ეპიდემიოლოგიური კვლევების უმსხვილესი მეტაანალიზი

ძუძუს კიბოს სავარაუდო დამატებითი რისკი 5 წლიანი გამოყენების იმ ქალებში, რომელთა სხეულის მასის ინდექსია 27 (კგ/მ2)

მხოლოდ ესტროგენით ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია

ასაკი ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის დაწყებისას (წლები): 50

შემთხვევა ყოველ 1,000 მომხმარებელზე, რომელსაც არასოდეს გამოუყენებია ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია 5-წლიან პერიოდზე (50-54 წლის)*: 13.3

რისკის შეფარდება: 1.2

დამატებითი შემთხვევები ყოველ 1,000 ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის მომხმარებელზე 5 წლის შემდეგ: 2.7

კომბინირებული ესტროგენი-პროგესტაგენი

ასაკი ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის დაწყებისას (წლები): 50

შემთხვევა ყოველ 1,000 მომხმარებელზე, რომელსაც არასოდეს გამოუყენებია ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია 5-წლიან პერიოდზე (50-54 წლის)*: 13.3

რისკის შეფარდება: 1.6

დამატებითი შემთხვევები ყოველ 1,000 ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის მომხმარებელზე 5 წლის შემდეგ: 8.0

*აღებულია საბაზისო ინციდენტობის მაჩვენებლიდან ინგლისში 2015 წელს იმ ქალებში, რომელთა სხეულის მასის ინდექსია 27 (კგ/მ2)

შენიშვნა: რადგან ძუძუს კიბოს ფონური ინციდენტობა სხვადასხვაგვარია ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში, ძუძუს კიბოს დამატებითი შემთხვევები ასევე შეიცვლება პროპორციულად.

ძუძუს კიბოს სავარაუდო დამატებითი რისკი 10 წლიანი გამოყენების იმ ქალებში, რომელთა სხეულის მასის ინდექსია 27 (კგ/მ2)

მხოლოდ ესტროგენით ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია

ასაკი ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის დაწყებისას (წლები): 50

შემთხვევა ყოველ 1,000 მომხმარებელზე, რომელსაც არასოდეს გამოუყენებია ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია 10-წლიან პერიოდზე (50-59 წლის)*: 26.6

რისკის შეფარდება: 1.3

დამატებითი შემთხვევები ყოველ 1,000 ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის მომხმარებელზე 10 წლის შემდეგ: 7.1

კომბინირებული ესტროგენი-პროგესტაგენი

ასაკი ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის დაწყებისას (წლები): 50

შემთხვევა ყოველ 1,000 მომხმარებელზე, რომელსაც არასოდეს გამოუყენებია ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია 10-წლიან პერიოდზე (50-59 წლის)*: 26.6

რისკის შეფარდება: 1.8

დამატებითი შემთხვევები ყოველ 1,000 ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის მომხმარებელზე 10 წლის შემდეგ: 20.8

*აღებულია საბაზისო ინციდენტობის მაჩვენებლიდან ინგლისში 2015 წელს იმ ქალებში, რომელთა სხეულის მასის ინდექსია 27 (კგ/მ2)

შენიშვნა: რადგან ძუძუს კიბოს ფონური ინციდენტობა სხვადასხვაგვარია ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში, ძუძუს კიბოს დამატებითი შემთხვევები ასევე შეიცვლება პროპორციულად.

აშშ-ს WHI კვლევები - ძუძუს კიბოს დამატებითი რისკი 5-წლიანი გამოყენების შემდეგ.

CEE მხოლოდ ესტროგენი

ასაკობრივი დიაპაზონი(წლები): 50-79

შემთხვევა ყოველ 1,000 ქალზე პლაცებოს ჯგუფში 5 წლის პერიოდზე: 21

რისკის შეფარდება და 95% სანდოობის ინტერვალი: 0.8 (0.7-1.0)

დამატებითი შემთხვევები ყოველ 1,000 ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის მომხმარებელზე (95% სანდოობის ინტერვალი): -4 (-6-0)*

CEE+MPA ესტროგენი-პროგესტაგენი**

ასაკობრივი დიაპაზონი(წლები): 50-79

შემთხვევა ყოველ 1,000 ქალზე პლაცებოს ჯგუფში 5 წლის პერიოდზე: 17

რისკის შეფარდება და 95% სანდოობის ინტერვალი: 1.2 (1.0-1.5)

დამატებითი შემთხვევები ყოველ 1,000 ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის მომხმარებელზე (95% სანდოობის ინტერვალი): -4 (0-9)

*WHI კვლევა საშვილოსნოს არმქონე ქალებში, რამაც არ აჩვენა ძუძუს კიბოს რისკის ზრდა

**როდესაც ანალიზი შემოიფარგლებოდა იმ ქალებით, რომლებშიც კვლევამდე ჩატარებული არ იყო ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია, მკურნალობის პირველი 5 წლის მანძილზე აშკარა არ იყო რისკის მომატება. 5 წლის შემდეგ რისკი უფრო მაღალი იყო, ვიდრე არამომხმარებლებში.

ენდომეტრიუმის კიბოს რისკი

საშვილოსნოს არმქონე ქალები პოსტმენოპაუზის დროს

ენდომეტრიუმის კიბოს რისკი დაახლოებით არის 5 ყოველ 1,000 ქალში, რომელსაც აქვს საშვილოსნო და არ იყენებს ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას.

საშვილოსნოს მქონე ქალებში რეკომენდებული არ არის მხოლოდ ესტროგენის ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია, რადგან ის ზრდის ენდომეტრიუმის კიბოს რისკს (იხილეთ პუნქტი 4.4).

მხოლოდ ესტროგენის გამოყენების ხანგრძლივობის და ესტროგენის დოზის მიხედვით, ენდომეტრიუმის კიბოს რისკის მომატება ეპიდემიოლოგიურ კვლევებში მერყეობდა 5 და 55 დამატებით შემთხვევას შორის, რაც დიაგნოსტირებული იყო ყოველ 50-65 წლის ასაკის 1,000 ქალში.

აღნიშნული მომატებული რისკის პრევენცია შესაძლებელია მხოლოდ ესტროგენით თერაპიაზე პროგესტაგენის დამატებით მინიმუმ 12 დღე ყოველი ციკლის დროს. მილიონი ქალის კვლევაში კომბინირებული ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის 5-წლიანი გამოყენებისას (თანმიმდევრობითი ან უწყვეტი) არ გაიზარდა ენდომეტრიუმის კიბოს რისკი (რისკის შეფარდება 1.0 (0.8-1.2)).

საკვერცხის კიბოს რისკი

მხოლოდ ესტროგენის ან კომბინირებული ესტროგენ-პროგესტაგენის კომბინირებული ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის გამოყენება დაკავშირებულია საკვერცხის კიბოს დიაგნოსტირების მცირედ მომატებულ რისკთან (იხილეთ პუნქტი 4.4).

52 ეპიდემიოლოგიური კვლევის მეტა-ანალიზით ცნობილი გახდა საკვერცხის კიბოს რისკის მომატების შესახებ იმ ქალებში, რომლებიც იმ დროს იყენებდნენ ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას იმ ქალებთან შედარებით, რომლებსაც არასოდეს გამოუყენებიათ ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია (რისკის შეფარდება 1.43, 95% სანდოობის ინტერვალი 1.31-1.56). 50-54 წლის ასაკის ქალებისთვის, რომლებიც 5 წლის განმავლობაში იყენებდნენ ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას, ეს იწვევს დაახლოებით 1 დამატებით შემთხვევას ყოველ 2,000 მომხმარებელზე. 50-54 წლის ასაკის ქალებისთვის, რომლებიც არ იყენებდნენ ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას, 2,000-დან დაახლოებით 2 ქალში დიაგნოსტირდება საკვერცხის კიბო დაახლოებით 5-წლიან პერიოდში.

ვენური თრომბოემბოლიზმის რისკი

ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია დაკავშირებულია ვენური თრომბოემბოლიზმის განვითარების 1.3-დან 3-გზის მომატების რელატიურ რისკთან, ე.ი. ღრმა ვენის თრომბოზთან ან ფილტვის ემბოლიზმთან. ასეთი მოვლენის განვითარების ალბათობა უფრო მაღალია ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის გამოყენების პირველ წელს (იხილეთ პუნქტი 4.4). WHI კვლევების შედეგები წარმოდგენილია ქვემოთ.

WHI კვლევები - ვენური თრომბოემბოლიზმის დამატებითი რისკი 5-წლიანი გამოყენებისას

მხოლოდ პერორალური ესტროგენი

ასაკობრივი დიაპაზონი(წლები): 50-59

შემთხვევა ყოველ 1,000 ქალზე პლაცებოს ჯგუფში 5 წლის პერიოდზე: 7

რისკის შეფარდება და 95% სანდოობის ინტერვალი: 1.2 (0.6-2.4)

დამატებითი შემთხვევები ყოველ 1,000 ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის მომხმარებელზე 5 წლიან პერიოდზე (95% სანდოობის ინტერვალი): 1 (-3-10)

პერორალური კომბინირებული ესტროგენ-პროგესტაგენი

ასაკობრივი დიაპაზონი(წლები): 50-59

შემთხვევა ყოველ 1,000 ქალზე პლაცებოს ჯგუფში 5 წლის პერიოდზე: 4

რისკის შეფარდება და 95% სანდოობის ინტერვალი: 2.3 (1.2-4.3)

დამატებითი შემთხვევები ყოველ 1,000 ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის მომხმარებელზე 5 წლიან პერიოდზე (95% სანდოობის ინტერვალი): 5 (1-13)

*კვლევა საშვილოსნოს არქმონე ქალებში.

კორონარული არტერიის დაავადების რისკი

კორონარული არტერიის დაავადების რისკი მცირედ მომატებულია 60 წლის ზემოთ ასაკის იმ მომხმარებლებში, რომლებიც იყენებენ ესტროგენ-პროგესტაგენის ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას (იხილეთ პუნქტი 4.4).

იშემიური ინსულტის რისკი

მხოლოდ ესტროგენის და ესტროგენ-პროგესტაგენის თერაპიის გამოყენება დაკავშირებულია იშემიური ინსულტის 1.5-ჯერ მომატების რისკთან. ჰემორაგიული ინსულტის რისკი არ იზრდება ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის გამოყენების დროს.

აღნიშნული რისკი დამოკიდებული არ არის ასაკზე ან გამოყენების ხანგრძლივობაზე, მაგრამ საბაზისო რისკი მყარად არის დაკავშირებული ასაკთან. ინსულტის საერთო რისკი იმ ქალებში, რომლებიც იყენებენ ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას ასათან ერთად იზრდება (იხილეთ პუნქტი 4.4).

WHI კვლევები - იშემიური ინსულტის* დამატებითი რისკი 5-წლიანი გამოყენებისას

ასაკობრივი დიაპაზონი(წლები): 50-59

შემთხვევა ყოველ 1,000 ქალზე პლაცებოს ჯგუფში 5 წლის პერიოდზე: 8

რისკის შეფარდება და 95% სანდოობის ინტერვალი: 1.3 (1.1 – 1.6)

დამატებითი შემთხვევები ყოველ 1,000 ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის მომხმარებელზე 5 წლიან პერიოდზე (95% სანდოობის ინტერვალი): 3(1-5)

*იშემიურ და ჰემორაგიულ ინსტულტს შორის დიფერენცირება არ მომხდარა.

4.9 ჭარბი დოზა

ჭარბი დოზის მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა და ღებინება. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს და მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომატური.

5 ფარმაკოლოგიური თვისებები

5.1 ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ბუნებრივი და ნახევრად სინთეზური ესტროგენები, უბრალო, ათქ კოდი: G03CA03.

აქტიური ინგრედიენტი, სინთეზური 17β-ესტრადიოლი, არის ადამიანის ენდოგენური ესტრადიოლის ქიმიურად და ბიოლოგიურად იდენტური. ის ახდენს მენოპაუზის დროს ქალებში ესტროგენის წარმოების დანაკარგის ჩანაცვლებას და ამსუბუქებს მენოპაუზის სიმპტომებს.

მენოპაუზის სიმპტომების მოხსნა მიიღწევა მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში.

ესტროგენები ახდენენ ძვლის დანაკარგის პრევენციას მენოპაუზის ან საკვერცხის ექტომიის შემდეგ.

მენოპაუზის დროს ესტროგენების დეფიციტი დაკავშირებულია ძლის მომატებულ ბრუნვასთან და ძვლის მასის შემცირებასთან. ესტროგენების ეფექტი ძვლების მინერალურ სიმკვრივეზე დოზა-დამოკიდებულია. დაცვა ეფექტურია იმ დრომდე, ვიდრე მიმდინარეობს მკურნალობა. ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის შეწყვეტის შემდეგ ძვლის მასის დაკარგვა ხდება ისეთივე სიჩქარით, როგორიც არანამკურნალებ ქალებში.

WHI ცდიდან და მეტა-ანალიზირებული ცდებიდან მიღებული მტკიცებულება აჩვენებს, რომ ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის გამოყენება, ცალკე ან პროგესტაგენთან კომბინაციაში - უპირატესად ჯანმრთელ ქალებში გამოყენებისას - ამცირებს ბარძაყის, ხერხემლის და სხვა ოსტეოპოროზული მოტეხილობების რისკს. ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია ასევე ახდენს მოტეხილობების პრევენციას იმ ქალებში, რომლებსაც აქვთ ძვლის დაბალი სიმკვრივე და/ან დადგენილი ოსტეოპოროზი, მაგრამ ამის მტკიცებულება შეზღუდულია.

ესტროფემის® ეფექტები ძვლის მინერალურ სიმკვრივეზე შემოწმდა ორწლიანი რანდომიზებული, ორმაგი-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებული ცდის ფარგლებში, რომელიც ჩატარდა ქალებში ნაადრევი პოსტმენოპაუზის დროს (n=166, მათ შორის 41 იღებდა ესტროფემს 1 მგ და 42 ესტროფემს 2 მგ). ესტროფემი® 1 მგ და 2 მგ ახდენდა წელის არეში ხერხემალზე და მთლიანად ბარძაყზე ძვლის დანაკარგის მნიშვნელოვან პრევენციას პლაცებოს მიმღებ ქალებთან შედარებით. ძვლის მინერალური სიმკრივის ცვლილების საშუალო პროცენტის საერთო სხვაობა პლაცებოს საპირისპიროდ იყო 1 მგ და 2 მგ-სთვის შესაბამისად 4.3% და 5.3% ხერხემალზე წელის არეში, 4.0% და 3.9% თეძოს კისერზე. შესაბამისი მაჩვენებლები იყო 3.3% და 3.2% 2-წლიანი მკურნალობის შემდეგ.

იმ ქალების პროცენტი, რომლებშიც შენარჩუნდა ან შეძენილ იქნა ძვლის მინერალური სიმკვრივე წელის არეში მკურნალობის დროს იყო 61% და 68% იმ ქალებში, რომლებიც მკურნალობდნენ 1 მგ და 2 მგ ესტროფემით® შესაბამისად.

5.2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

Novo Nordisk-ის პერორალურად მიღებული მიკრონიზებული 17β-ესტრადიოლი, რომელიც შედის ესტროფემის® შემადგენლობაში, სწრაფად და ეფექტურად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, რომელიც აღწევს უმაღლეს პლაზმურ კონცენტრაციას დაახლოებით 44 პგ/მლ-ს (დიაპაზონი 30-53 პგ/მლ) 2 მგ-ს მიღებიდან 4-6 საათის განმავლობაში. 17β-ესტრადიოლის ნახევარგამოყოფის პერიოდია დაახლოებით 14-16 საათი. 17β-ესტრადიოლი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდში (90-95%) ბიოლოგიურად არააქტიური გლუკორონიდის და სულფატის კონიუგატების სახით და განავალში (5-10%) უპირატესად არაკონიუგირებული სახით.

5.3 უსაფრთხოების წინაკლინიკური მონაცემები

ესტროგენების მწვავე ტოქსიკურობა დაბალია. ცხოველთა სახეობებს შორის და ცხოველებსა და ადამიანებს შორის წინაკლინიკური შედეგების მნიშვნელოვანი სხვაობები არ იძლევა საკმარის საპროგნოზო მნიშვნელობას ადამიანებში ესტროგენების გამოყენებისთვის.

ექსპერიმენტულ ცხოველებში ესტრადიოლმა ან ესტრადიოლის ვალერატმა გამოავლინა ემბრიოლეთალური მოქმედება შედარებით დაბალ დოზებზეც; აღინიშნა შარდსასქესო ტრაქტის მალფორმაციები და მამრობითი ნაყოფის ფემინიზაცია.

განმეორებითი დოზების ტოქსიკურობის, გენოტოქსიკურობის და კარცინოგენური პოტენციალის ტრადიციული კვლევების საფუძველზე არსებული წინაკლინიკური მონაცემები არ ავლენს რაიმე განსაკუთრებულ რისკს ადამიანებისთვის, გარდა იმ რისკებისა, რომლებიც განხილულია ინსტრუქციის სხვა პუნქტებში.

6 ფარმაცევტული მონაცემები

6.1. დამხმარე საშუალებების ჩამონათვალი

ტაბლეტის გული:

ლაქტოზას მონოჰიდრატი

სიმინდის სახამებელი

ჰიდროქსიპროპილცელულოზა

ტალკი

მაგნიუმის სტეარატი

გარსი:

ჰიპრომელოზა, ინდიგო კარმინი (E132), ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171) და მაკროგოლი 400.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

6.2 შეუთავსებლობები

არ შეესაბამება.

6.3 შენახვის ვადა

ვარგისიანობის ვადა მითითებულია ეტიკეტზე და კოლოფზე „ვარგისიანობის ვადის“ შემდეგ.

6.4 სპეციალური სიფრთხილის ზომები შენახვისას

შეინახეთ 300C-მდე. არ გაყინოთ.

6.5 კონტეინერის სახეობა და შიგთავსი

1x28 ტაბლეტი ან 3x28 ტაბლეტი კალენდარულ ციფერბლატიან შეფუთვებში.

კალენდარული შეფუთვა 28 ტაბლეტით შედგება შემდეგი სამი ნაწილისგან:

· ფერადი, გაუმჭვირვალე პოლიპროპილენისგან დამზადებული ბაზა

· გამჭვირვალე პოლისტირენისგან დამზადებული რგოლის ფორმის თავსახური

· ფერადი არაგამჭვირვალე პოლისტირენის ცენტრალური ციფერბლატი.

ყველა შეფუთვის ზომა არ შეიძლება წარმოდგენილი იყოს ბაზარზე.

6.6 სპეციალური სიფრთხილის ზომები უტილიზაციისას

ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო საშუალება ან ნარჩენი მასალა უნდა უტილიზდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

7. მწარმოებელი

Novo Nordisk A/S

ნოვო ალე

DK-2880 ბაგსვერდი

დანია

მომხმარებლის ინსტრუქცია

როგორ გამოიყენება კალენდარული შეფუთვა

1. დააყენეთ დღის შეხსენება

დაატრიალეთ შიდა დისკი კვირის დღის დასაყენებლად მცირე ზომის პლასტმასის დანაყოფის საპირისპიროდ.

2. ამოიღეთ პირველი დღის ტაბლეტი

გატეხეთ პლასტმასის დანაყოფი და ამოიღეთ პირველი ტაბლეტი.

3. ციფერბლატი გადასწიეთ ყოველ დღე

მომდევნო დღეს გადასწიეთ გამჭვირვალე ციფერბლატი საათის ისრის მიმართულებით 1 ადგილით როგორც ნაჩვენებია ისრით. ამოიღეთ შემდეგი ტაბლეტი. გახსოვდეთ, რომ დღეში მხოლოდ 1 ტაბლეტი უნდა ამოიღოთ.

გამჭვირვალე ციფერბლატის დატრიალება შეგიძლიათ მხოლოდ ჭრილიდან ტაბლეტის ამოღების შემდეგ.

ესტროფემი®ს® სავაჭრო ნიშანის ეკუთვნის Novo Nordisk Health Care AG, შვეიცარია.

© 2021

Novo Nordisk A/S

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ესტროფემი ტაბლეტი 2მგ #28
  • სახელი: ესტროფემი ტაბლეტი 2მგ #28
  • მწარმოებელი: Novo Nordisk A/S (დანია)
  • შეფუთვა: 2მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (1X28) კალენდარულ შეფუთვაში
Pharmadepot 32.47 ლ
ესტროფემი ტაბლეტი 2მგ #28
  • სახელი: ესტროფემი ტაბლეტი 2მგ #28
  • მწარმოებელი: Novo Nordisk A/S (დანია)
  • შეფუთვა: 2მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (1X28) კალენდარულ შეფუთვაში
GPC 32.47 ლ
Estrofem - ესტროფემი 2მგ 28 ტაბლეტი
  • სახელი: Estrofem - ესტროფემი 2მგ 28 ტაბლეტი
  • შეფუთვა: 2მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (1X28) კალენდარულ შეფუთვაში
PSP 32.47 ლ
ესტროფემი 2მგ #28ტ (დანია)
  • სახელი: ესტროფემი 2მგ #28ტ (დანია)
  • მწარმოებელი: Novo Nordisk A/S (დანია)
  • შეფუთვა: 2მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (1X28) კალენდარულ შეფუთვაში
Aversi 32.47 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით