ადელკორტი - Adelcort
ადელკორტი - Adelcort

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის, გლუკოკორტიკოიდები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ადელკორტი

(პრედნიზოლონი)

ტაბლეტები, 5 მგ/ტაბლეტი

საერთაშორისო და ქიმიური სახელწოდება:

პრედნიზოლონი.(პრეგნადიენ-1,4-ტრიოლ-11,17,21-დიონ-3,20 ან - დეჰიდროკორტიზონი);

შემადგენლობა:

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ პრედნიზოლონს.

- სხვა ინგრედიენტებია (დამხმარე ნივთიერებები):

ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი. გამოშვების ფორმა: ტაბლეტი

თერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების კორტიკოსტეროიდები.

რა არის ადელკორტი 5 მგ ტაბლეტი და რისთვის გამოიყენება

ადელკორტი 5 მგ ტაბლეტი შეიცავს პრედნიზოლონს, როგორც აქტიურ ნივთიერებას და მიეკუთვნება სინთეზური კორტიკოსტეროიდების კლასს.

პრედნიზოლონი არის სინთეზური გლუკოკორტიკოიდი, კერძოდ კორტიზოლის სინთეზური წარმოებული, რომელიც წარმოადგენს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონს. პრედნიზოლონს აქვს ძირითადად ანთების საწინააღმდეგო,ანტიალერგიული და იმუნოსუპრესიული თვისებები.

ჩვენებები:

-რევმატოიდული დარღვევები, მათ შორის კოლაგენოზი, როგორიცაა მწვავე და ქრონიკული რევმატოიდული პოლიართრიტი, წითელი მგლურა და ა.შ.

- სასუნთქი სისტემის დარღვევები, როგორიცაა ბრონქული ასთმა, ფილტვის ფიბროზი, სარკოიდოზი, ფილტვის ტოქსიკური შეშუპება და ა.შ.

- კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევები, როგორიცაა წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება და ა.შ.

- თირკმლის დარღვევები, როგორიცაა ნეფროზული სინდრომი, გლომერულონეფრიტი და ა.შ.

- სისხლის დარღვევები და ავთვისებიანი სისტემური დარღვევები, როგორიცაა აუტოიმუნური ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენიური პურპურა, ავთვისებიანი სიმსივნეები (ქიმიოთერაპიით ან მის გარეშე) და ა.შ.

- ნევროლოგიური დარღვევები, როგორიცაა ცერებრალური შეშუპება, ნევრიტი, პოლინეიროპათია და ა.შ.

- კანის დარღვევები, როგორიცაა მძიმე გამონაყარი ფარმაცევტული პროდუქტების გამოყენებისას, ლაიელის სინდრომი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, კანის სიწითლე, პემფიგუსი და ა.შ.

გარდა ამისა, ადელკორტი 5 მგ ტაბლეტი გამოიყენება როგორც ჩანაცვლებითი თერაპია შემდეგი მდგომარეობების დროს:

- თირკმელზედა ჯირკვლის პირველადი უკმარისობა (ადისონის დაავადება)

- თირკმელზედა ჯირკვლის მეორადი უკმარისობა, მაგ. შიჰანის სინდრომი

- ადრენოგენიტალური სინდრომი.

არ გამოიყენოთ ადელკორტი 5 ტაბლეტი:

- თუ გაქვთ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, თვალის მარტივი ჰერპესი, გლაუკომა, ოსტეოპოროზი, შაქრიანი დიაბეტი, ფსიქოზი, გულის დაავადება ან ჰიპერტენზია გულის შეგუბებითი უკმარისობით, სისტემური სოკოვანი ინფექცია, ტუბერკულოზი, თირკმელების მძიმე დაავადება, ინფექციური დაავადებები, სისხლდენითი დიათეზი;

- უშუალოდ პროფილაქტიკური ვაქცინაციის წინ და შემდეგ;

- თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა პრედნიზოლონის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

თუ იღებთ პრედნიზოლონს, აცნობეთ ექიმს, რადგან პრედნიზოლონი გამოყენებული უნდა იყოს სიფრთხილით და ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით.

გაესაუბრეთ ექიმს ადელკორტი 5 ტაბლეტის გამოყენებამდე, თუ:

- გაქვთ უჩვეულო სტრესი, რადგან საჭიროა დოზის გაზრდა;

- გაქვთ აქტიური ტუბერკულოზი, რადგან პრედნიზოლონი მიღებული უნდა იყოს მხოლოდ შესაბამის ანტიტუბერკულოზურ მკურნალობასთან ერთად და მხოლოდ ფულმინანტური ან მილიარული ტუბერკულოზის შემთხვევაში;

- გაქვთ თვალებთან და მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები, რადგან პრედნიზოლონის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალისა და მხედველობის დაავადებები. მიმართეთ ექიმს, თუ განვითარდათ მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის სხვა დარღვევები;

- გაქვთ თვალის ჰერპესი, რადგან პრედნიზოლონით მკურნალობისას საჭიროა ექიმის ხშირი მონიტორინგი;

- გაქვთ ინფექცია, რადგან პრედნიზოლონის გამოყენება ამცირებს თქვენი ორგანიზმის წინააღმდეგობას ინფექციების მიმართ. ისეთი დაავადებები, როგორიცაა ჩუტყვავილა და წითელა, შესაძლოა საშიში იყოს. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ჩუტყვავილა, წითელა ან სხვა ინფექცია;

- გაქვთ ჰიპოთირეოზი ან ღვიძლის ციროზი, რადგან პრედნიზოლონის მოქმედება ძლიერდება;

- გაქვთ ლატენტური ან აქტიური პეპტიური წყლული, თირკმლის უკმარისობა, ჰიპერტენზია, ცოტა ხნის წინ გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, ოსტეოპოროზი, მიასთენია, წყლულოვანი კოლიტი, დივერტიკულიტი, აბსცესი ან სხვა პიოგენური ინფექცია, ამებიაზი;

- გაქვთ ფსიქიატრიული დაავადებები, რადგან პრედნიზოლონით მკურნალობის დროს შეიძლება გამოვლინდეს ფსიქიკური და ფსიქიატრიული დარღვევები (ეიფორია, უძილობა, განწყობის ცვალებადობა, პიროვნების ცვლილებები, მძიმე დეპრესია);

- გაქვთ სკლეროდერმია (ასევე ცნობილია როგორც სისტემური სკლეროზი, აუტოიმუნური აშლილობა), რადგან 15 მგ ან მეტი დღიური დოზებით შეიძლება გაიზარდოს სერიოზული გართულების რისკი, როგორიცაა თირკმელების სკლეროდერმიის კრიზისი. თირკმლის სკლეროდერმიის კრიზისის ნიშნებია არტერიული წნევის მომატება და შარდის გამომუშავების შემცირება. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ არტერიული წნევის და შარდის რეგულარულად შემოწმება.

პრედნიზოლონით მკურნალობის დროს ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომის შესახებ უნდა აცნობოთ ექიმს, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია (შემცირება). აუცილებელია დაიცვათ ექიმის მითითებები პრედნიზოლონის მკურნალობის ხანგრძლივობისა და დოზირების შესახებ (იხ.პუნქტი 3). არ უნდა შეამციროთ პრედნიზოლონის დოზა მკვეთრად, რადგან მკვეთრმა შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს "მოხსნის სინდრომი",რომელიც ხასიათდება კუნთების სისუსტით, ჰიპოტენზიით, ჰიპოგლიკემიით, გულისრევით, ღებინებით, მოუსვენრობით, მიალგიით, ართრალგიით ან განკურნებული სიმპტომების რეციდივით.

პრედნიზოლონით მკურნალობის დროს მიჰყევით თქვენი ექიმის ინსტრუქციებს არტერიული წნევის და სხეულის წონის მონიტორინგისთვის და სისხლში შაქრისა და ელექტროლიტების კონტროლისთვის. გარდა ამისა, ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენს კვებას ექიმის მითითებების შესაბამისად.

რაიმე ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში, უნდა აცნობოთ ექიმს.

ზედმეტად არ დატვირთოთ წონის მატარებელი სახსრები. პრედნიზოლონის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს ამ სახსრების განადგურებას. ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს ამ სახსრების გადაჭარბებული გამოყენებით, რადგან მოიხსნება ტკივილი და სხვა სიმპტომები, რომლებიც ხელს უშლიდა მათ გამოყენებას.

ბავშვები და მოზარდები

მიჰყევით თქვენი ექიმის მითითებებს პრედნიზოლონით მკურნალობის ხანგრძლივობისა და დოზირების შესახებ (იხ. პუნქტი 3). თქვენი ექიმი განსაზღვრავს დოზას ბავშვის ან მოზარდის კლინიკური პასუხის მიხედვით.

პრედნიზოლონი გამოყენებული უნდა იყოს ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით და ყველაზე ხანმოკლე პერიოდით, რადგან პრედნიზოლონმა შეიძლება გამოიწვიოს ზრდის შეფერხება ჩვილებში, ბავშვებსა და მოზარდებში.

ბავშვები, რომლებიც მკურნალობენ პრედნიზოლონით, უფრო მგრძნობიარე არიან ინფექციების მიმართ, ვიდრე ჯანმრთელი ბავშვები, მაგ. ჩუტყვავილა და წითელა შესაძლოა ფატალურიც კი იყოს ამ ბავშვებისთვის.

ხანდაზმულები

პრეპარატი იგივე დოზით გამოიყენება ხანდაზმულებში. თუ ხანდაზმული პაციენტი ხართ, პრედნიზოლონით მკურნალობისას უნდა იყოთ ექიმის მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ, რადგან პრედნიზოლონის არასასურველმა ეფექტებმა შეიძლება გამოიწვიოს უფრო სერიოზული შედეგები ხანდაზმულებში, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას.

სხვა მედიკამენტები და ადელკორტი 5 მგ ტაბლეტი

თქვენ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

თქვენ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ იღებთ შემდეგ პრეპარატებს:

- ბარბიტურატების, ფენიტოინის, რიფამპიცინის ან ეფედრინის კატეგორიის მედიკამენტები. ეს მედიკამენტები ამცირებენ პრედნიზოლონის პოტენციალს.

- ესტროგენები. ესტროგენები ზრდიან პრედნიზოლონის პოტენციალს.

- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ან ალკოჰოლი. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და ალკოჰოლი აძლიერებენ პრედნიზოლონის წყლულოვან ეფექტს.

- სალიცილატები. სალიცილატებიs და პრედნიზოლონიs ერთდროულად გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე. აუცილებელია პაციენტების ფრთხილად მონიტორინგი, რომლებიც

ერთდროულად იღებენ სალიცილატებსა და პრედნიზოლონს, რომელიმე ამ პრეპარატის გვერდითი ეფექტების გამო.

- დიურეზულები, რომლებიც იწვევენ კალიუმის დეფიციტს ან სხვა კალიუმის დამმშლელი მედიკამენტები (ამფოტერიცინი B), რადგან ძლიერდება ჰიპოკალიემია.

- დიგიტალისი, მისი ტოქსიკურობის რისკის გამო (კალიუმის დეფიციტის გამო).

- ანტიქოლინესტერაზას პრეპარატი, რადგან მძიმე მიასთენიის მქონე პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს ძლიერი სისუსტე.

- კუმარინული ანტიკოაგულანტების კატეგორიის მედიკამენტები, რადგან პრედნიზოლონს შეუძლია შეამციროს ან გააძლიეროს კუმარინული ანტიკოაგულანტების მოქმედება.

- ინსულინი ან პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები, რადგან მათი დოზა უნდა გაიზარდოს.

ვაქცინებისა და ანატოქსინების გამოყენება ზოგადად უნდა გადაიდოს პრედნიზოლონის მიღების შეწყვეტამდე, არასასურველი ურთიერთქმედების გამო.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ადელკორტი 5 მგ ტაბლეტის გამოყენებამდე რჩევისათვის უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან პრედნიზოლონმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ნაყოფის ან ჩვილის განვითარებაზე.

ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს პრედნიზოლონის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული. თქვენი ექიმი გადაწყვეტს ინდივიდუალურად უნდა მიიღოთ თუ არა პრედნიზოლონი მას შემდეგ, რაც შეაფასებს ნაყოფისთვის ან ახალშობილისთვის ან მეძუძური ჩვილისა და დედისთვის პრედნიზოლონის შესაძლო სარგებელს პრედნიზოლონის პოტენციურ მავნე ზემოქმედებასთან მიმართებით.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

ადელკორტი 5 მგ ტაბლეტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე მხედველობის დარღვევის გამო. სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ იმ პაციენტებმა, რომლებიც მართავენ ან იყენებენ მექანიზმებს.

როგორ გამოიყენება ადელკორტი 5 მგ ტაბლეტი

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად თქვენი ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული, განიხილეთ ექიმთან.

ადელკორტი 5 მგ ტაბლეტები უნდა მიიღოთ პერორალურად და გადაყლაპოთ, ღეჭვის გარეშე, სითხის მიყოლებით.

თქვენი ექიმი განსაზღვრავს დოზას თქვენი მდგომარეობის სახეობისა და სიმძიმის მიხედვით. თუ სხვაგვარად არ იქნება მითითებული თქვენი ექიმის მიერ, ჩვეულებრივი დოზა არის 25-50 მგ დღეში მოზრდილებში და 1-5 მგ/კგ სხეულის წონაზე დღეში ბავშვებისთვის.

საწყისი მწვავე სიმპტომების რემისიის შემდეგ რეკომენდებულია დოზის თანდათან შემცირება. ზოგადად, რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზა არის 5-12,5 მგ დღეში მოზრდილებში და 0,25-0,5 მგ/კგ სხეულის მასაზე დღეში ბავშვებში.

ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევებში, რეკომენდებულია, რომ შემანარჩუნებელი დოზა არ აღემატებოდეს 7,5 მგ-ს დღეში მოზრდილებში, ხოლო ბავშვებში არ უნდა აღემატებოდეს ექიმის მიერ განსაზღვრულ დოზას.

მოზრდილებსა და ბავშვებში მკურნალობა შეიძლება იყოს შემდეგი:

- დღიური დოზის ერთჯერადი მიღება, დილით.

- ორმაგი დოზის შეყვანა ყოველ მეორე დღეს, დილით.

- ინტერვალური მკურნალობა (მაგ. მიღება 4-დან 3 დღე).

მკაცრად უნდა დაიცვათ ექიმის მითითებები მკურნალობის ხანგრძლივობისა და დოზირების შესახებ.

მკურნალობის ხელახლა დაწყებამდე უნდა მიმართოთ ექიმს და ყოველთვის უნდა დაიცვათ ექიმის განსაკუთრებული მითითებები.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

გლუკოკორტიკოიდების გვერდითი ეფექტების სიხშირე დაკავშირებულია დოზასთან, დოზის მიღების დროსა და პერიოდთან. თქვენი ექიმი შეაფასებს მკურნალობის სარგებელს არასასურველი ეფექტების რისკთან შედარებით, ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის უმოკლეს დროში გამოყენებით, სასურველია ყოველ 2 დღეში ერთხელ. გვერდითი ეფექტების დროულმა იდენტიფიცირებამ და მართვამ შეიძლება შეამციროს სერიოზული გართულებები.

კორტიკოსტეროიდების კატეგორიის მედიკამენტების გვერდითი ეფექტები არის შემდეგი: ელექტროლიტების და წყლის დარღვევები:

ნატრიუმის შეკავება; სითხის შეკავება; გულის შეგუბებითი უკმარისობა მგრძნობიარე პირებში; კალიუმის დაკარგვა; ჰიპოკალიემიური ალკალოზი; ჰიპერტენზია.

ჩონჩხ-კუნთოვანი:

კუნთების სისუსტე; სტეროიდული მიოპათია; კუნთების მასის შემცირება; ოსტეოპოროზი; ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობები; ბარძაყისა და მხრის თავის ასეპტიკური ნეკროზი; გრძელი ძვლების პათოლოგიური მოტეხილობები.

კუჭ-ნაწლავური:

პეპტიური წყლული შესაძლო პერფორაციით და სისხლდენით; პანკრეატიტი; მუცლის შებერილობა; წყლულოვანი ეზოფაგიტი.

დერმატოლოგიური:

მსუბუქი ჰირსუტიზმი; ჭრილობების შეხორცების დარღვევა; კანის გათხელება და მომატებული სისუსტე; პეტექია და ექიმოზი; სახის ერითემა; ოფლიანობის მომატება; კანის რეაქციების შესაძლო დათრგუნვა.

ნევროლოგიური:

კრუნჩხვები; ინტრაკრანიალური წნევის მომატება პაპილოედემასთან ერთად (თავის ტვინის ფსევდოსიმსივნე), როგორც წესი, მკურნალობის შემდეგ; თავბრუსხვევა; თავის ტკივილი; ფსიქოზური გამოვლინებები.

ენდოკრინოლოგიური:

მენსტრუაციის დარღვევა; კუშინგის სინდრომის განვითარება; ზრდის დათრგუნვა ბავშვებში; მეორადი თირკმელზედა ჯირკვლისა და ჰიპოფიზის უკმარისობა ძირითადად სტრესული პერიოდის განმავლობაში ტრავმის, ოპერაციების ან სხვა დაავადებების გამო; ნახშირწყლების ამტანობის დაქვეითება; ლატენტური შაქრიანი დიაბეტის კლინიკური გამოვლინება; ინსულინის ან პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების საჭიროების გაზრდა დიაბეტის მქონე პაციენტებში.

თვალის:

უკანა სუბკაფსულარული კატარაქტა; თვალშიდა წნევის მომატება; გლაუკომა; ეგზოფთალმი; ბუნდოვანი ხედვა.

გულ-სისხლძარღვთა:

მიოკარდიუმის გაგლეჯვა ცოტა ხნის წინ გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ. ნელი გულისცემა.

მეტაბოლური:

აზოტის უარყოფითი ბალანსი ცილების დეგრადაციის და კალციუმის უარყოფითი ბალანსის გამო.

სხვა არასასურველი ეფექტები:

მგრძნობელობა ინფექციების მიმართ და ბაქტერიული ანთებების გავრცელება; მწვავე ქირურგიული მუცლის შენიღბვა (ჩუმი პერიტონიტი პერფორაციის შემთხვევაში); ანაფილაქსიური რეაქციები ან ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები; თრომბოემბოლია; წონის მომატება; მადის გაზრდა; გულისრევა; სისუსტე; სლოკინი.

თირკმლის სკლეროდერმიის კრიზისი:

თირკმლის სკლეროდერმიის კრიზისი პაციენტებში, რომლებსაც უკვე აქვთ სკლეროდერმია (აუტოიმუნური აშლილობა). თირკმლის სკლეროდერმიის კრიზისის ნიშნებია არტერიული წნევის მომატება და შარდის გამომუშავების შემცირება.

შენახვის პირობები:

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია პროდუქტის მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე. ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.

არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

ადელკორტის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

ადელკორტი 5 მგ ტაბლეტი არის თეთრი, მრგვალი, ერთ მხარეს გამყოფი ხაზით და მეორე მხარეს ამოტვიფრული "ADELCO".

საერთაშორისო დასახელება - ადელკორტი
(პრედნიზოლონი)
ტაბლეტები, 5 მგ/ტაბლეტი
შემადგენლობა:
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ პრედნიზოლონს.
- სხვა ინგრედიენტებია (დამხმარე ნივთიერებები):
ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი. გამოშვების ფორმა: ტაბლეტი
რა არის ადელკორტი 5 მგ ტაბლეტი და რისთვის გამოიყენება
ადელკორტი 5 მგ ტაბლეტი შეიცავს პრედნიზოლონს, როგორც აქტიურ ნივთიერებას და მიეკუთვნება სინთეზური კორტიკოსტეროიდების კლასს.
პრედნიზოლონი არის სინთეზური გლუკოკორტიკოიდი, კერძოდ კორტიზოლის სინთეზური წარმოებული, რომელიც წარმოადგენს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონს. პრედნიზოლონს აქვს ძირითადად ანთების საწინააღმდეგო,ანტიალერგიული და იმუნოსუპრესიული თვისებები.
ჩვენებები:
-რევმატოიდული დარღვევები, მათ შორის კოლაგენოზი, როგორიცაა მწვავე და ქრონიკული რევმატოიდული პოლიართრიტი, წითელი მგლურა და ა.შ.
- სასუნთქი სისტემის დარღვევები, როგორიცაა ბრონქული ასთმა, ფილტვის ფიბროზი, სარკოიდოზი, ფილტვის ტოქსიკური შეშუპება და ა.შ.
- კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევები, როგორიცაა წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება და ა.შ.
- თირკმლის დარღვევები, როგორიცაა ნეფროზული სინდრომი, გლომერულონეფრიტი და ა.შ.
- სისხლის დარღვევები და ავთვისებიანი სისტემური დარღვევები, როგორიცაა აუტოიმუნური ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენიური პურპურა, ავთვისებიანი სიმსივნეები (ქიმიოთერაპიით ან მის გარეშე) და ა.შ.
- ნევროლოგიური დარღვევები, როგორიცაა ცერებრალური შეშუპება, ნევრიტი, პოლინეიროპათია და ა.შ.
- კანის დარღვევები, როგორიცაა მძიმე გამონაყარი ფარმაცევტული პროდუქტების გამოყენებისას, ლაიელის სინდრომი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, კანის სიწითლე, პემფიგუსი და ა.შ.
გარდა ამისა, ადელკორტი 5 მგ ტაბლეტი გამოიყენება როგორც ჩანაცვლებითი თერაპია შემდეგი მდგომარეობების დროს:
- თირკმელზედა ჯირკვლის პირველადი უკმარისობა (ადისონის დაავადება)
- თირკმელზედა ჯირკვლის მეორადი უკმარისობა, მაგ. შიჰანის სინდრომი
- ადრენოგენიტალური სინდრომი.
როგორ გამოიყენება ადელკორტი 5 მგ ტაბლეტი
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად თქვენი ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული, განიხილეთ ექიმთან.
ადელკორტი 5 მგ ტაბლეტები უნდა მიიღოთ პერორალურად და გადაყლაპოთ, ღეჭვის გარეშე, სითხის მიყოლებით.
თქვენი ექიმი განსაზღვრავს დოზას თქვენი მდგომარეობის სახეობისა და სიმძიმის მიხედვით. თუ სხვაგვარად არ იქნება მითითებული თქვენი ექიმის მიერ, ჩვეულებრივი დოზა არის 25-50 მგ დღეში მოზრდილებში და 1-5 მგ/კგ სხეულის წონაზე დღეში ბავშვებისთვის.
საწყისი მწვავე სიმპტომების რემისიის შემდეგ რეკომენდებულია დოზის თანდათან შემცირება. ზოგადად, რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზა არის 5-12,5 მგ დღეში მოზრდილებში და 0,25-0,5 მგ/კგ სხეულის მასაზე დღეში ბავშვებში.
ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევებში, რეკომენდებულია, რომ შემანარჩუნებელი დოზა არ აღემატებოდეს 7,5 მგ-ს დღეში მოზრდილებში, ხოლო ბავშვებში არ უნდა აღემატებოდეს ექიმის მიერ განსაზღვრულ დოზას.
მოზრდილებსა და ბავშვებში მკურნალობა შეიძლება იყოს შემდეგი:
- დღიური დოზის ერთჯერადი მიღება, დილით.
- ორმაგი დოზის შეყვანა ყოველ მეორე დღეს, დილით.
- ინტერვალური მკურნალობა (მაგ. მიღება 4-დან 3 დღე).
მკაცრად უნდა დაიცვათ ექიმის მითითებები მკურნალობის ხანგრძლივობისა და დოზირების შესახებ.
მკურნალობის ხელახლა დაწყებამდე უნდა მიმართოთ ექიმს და ყოველთვის უნდა დაიცვათ ექიმის განსაკუთრებული მითითებები.
შენახვის პირობები:
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეინახოთ 25რC-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Adelcort - ადელკორტი 5მგ 30 ტაბლეტი
  • სახელი: Adelcort - ადელკორტი 5მგ 30 ტაბლეტი
PSP 11.05 ლ
ადელკორტი ტაბლეტი 5მგ #30
  • სახელი: ადელკორტი ტაბლეტი 5მგ #30
Pharmadepot 12.64 ლ
ადელკორტი ტაბლეტი 5მგ #30
  • სახელი: ადელკორტი ტაბლეტი 5მგ #30
GPC 12.82 ლ