ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური და სადეზინფექციო საშუალებები, ანტისეპტიკური და სადეზინფექციო სხვა საშუალებები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
** შემადგენლობა:** ეთანოლი, სპირტისა და წყლის შენაერთი, შეიცავს 95% ეთილის სპირტს.
** ფორმა:** გარეგანად გამოსაყენებელი ხსნარი.
** ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:** ანტისეპტიკური საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ეთანოლი სამედიცინო მიეკუთვნება ცხიმოვანი რიგის ნივთიერებას. თავის ტვინის ქერქზე ზემოქმედებისას ეთანოლი იწვევს მისთვის დამახასიათებელ ალკოჰოლურ აგზნებას, რაც დაკავშირებულია შეკავებითი პროცესის შესუსტებასთან, შემდგომში მოგრძო ტვინის, ზურგის ტვინისა და სუნთქვის ცენტრის დათრგუნვით.
** ჩვენება:** სამედიცინო პრაქტიკაში ეთანოლი სამედიცინო ძირითადად გამოიყენება როგორც გარეგანი ანტისეპტიკური საშუალება. შესაზელად, კომპრესებისთვის და სხვა.
ფეხმძიმობა და ლაქტაცია: უკუჩვენება არ არის გამოვლენილი.
გავლენა ტრანსპორტის და მაქანიკური მოწყობილობების მართვაზე: მონაცემები იმის თაობაზე, რომ ეთანოლი სამედიცინო 95% - ანი, როგორც გარეგანად გამოსაყენებელ საშუალებად, შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს მძღოლებზე და მექანიკური მოწყობილობებზე მომუშავე ადამიანებზე არ არსებობს.
ჭარბი დოზა: გამოვლენილი არ არის.
უკუჩვენება: მომატებული მგძნობელობა ეთანოლი სამედიცინო 95% -ანის მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: აღწერილი არ არის.
უკუჩვენება: არ არის გამოვლენილი.
გვერითი მოვლენები: ადგილობრივი ხმარებისას კანისა და ლორწოვანი გარსების გაღიზიანება . შიგნით მიღებისას იწვევს თავის ტვინის ქერქში აგზნებითი პროცესების დაქვეითებას, მოგრძო ტვინის და სუნთქვის ცენტრის დათრქუნვას (დიდი დოზები).
მიღების წესი და დოზირება: გარეგანი ანტისეპტიკური საშუალება. გამოიყენება კანის, ხელების სადეზიფენციოთ, შესაზელად. კომპრესისათვის ეთანოლი, დამწვრობის თავიდან ასაცილებლად, სამედიცინო უნდა გაზავდეს წყლით 1:1 შეფარდებით.
შენახვის ვადა: 5 წელი. ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვარიელებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში ეთანოლი სამედიცინო 95% -ანის გამოყენება დაუშვებელია.
შეფუთვა: 1000 მლ უფერო პოლიეთილენის ფლაკონში.
შენახვის პირობები: ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 250 C ტემპერატურის პირობებში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III. გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: შპს „შუბერი“, საქართველო.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით