ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური და სადეზინფექციო საშუალებები, ანტისეპტიკური და სადეზინფექციო სხვა საშუალებები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
სამედიცინო ანტისეპტიკური ხსნარი 95% ეთანოლი
Medical antiseptic solution 95% Ethanol
სამკურნალო საშუალების დასახელება
სამედიცინო ანტისეპტიკური ხსნარი 95% ეთანოლი
გენერიკული (საერთაშორისო არაპატენტირებული) დასახელება
ეთანოლი
სამკურნალო ფორმა
გარეგანი გამოყენების ხსნარი
გარეგანი გამოყენების ხსნარი 1 ფლაკონი 1 ბოთლი (სტაციონარებისათვის)
ეთანოლი 95% 50 მლ ან 100 მლ 1 000 მლ
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტისეპტიკური და სადეზინფექციო საშუალებები, ანტისეპტიკური და სადეზინფექციო
სხვა საშუალებები
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოლოგიური თვისებებით სამედიცინო ანტისეპტიკური ხსნარი (95% ეთანოლი)
მიეკუთვნება ანტისეპტიკურ საშუალებას.
ეთანოლის ანტიმიკრობული მოქმედება აიხსნება მისი უნარით მოახდინოს ცილების
გაუწყლოება და დენატურაცია.
ეთანოლი იწვევს კანის სისხლძარღვების გაფართოებას, შეიგრძნობა სითბო, მაგრამ არ
იზრდება ორგანიზმის ტემპერატურა, რადგან იზრდება სითბოს გაცემა, ეთანოლის დიდი
დოზით მიღებისას სხეულის ტემპერატურა ნორმაზე მეტად ქვეითდება.
ეთანოლი სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება ძირითადად როგორც გარეგანი
ანტიმიკრობული, ანტისეპტიკური და გამაღიზიანებელი საშუალება დასაზელად და
კომპრესებისათვის.
ეთანოლის ანტისეპტიკური თვისება გამოიყენება ქირურგიული ინსტრუმენტების,
საოპერაციო მიდამოს სტერილიზაციისათვის და ოპერაციის წინ სამედიცინო პერსონალის
ხელების დასამუშავებლად.
მიღების წესი და დოზები
ჩვენებების მიხედვით.
გვერდითი მოვლენები
კანის ჰიპერემია კომპრესის ადგილას.
იმ გვერდითი ეფექტების გამოვლენისას, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების
ისტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
მომატებული მგრძნობელობა ეთანოლის მიმართ.
ჭარბი დოზირება
მონაცემები არ მოიპოვება.
**ორსულობა და ლაქტაცია **
გამოიყენებება ჩვენებების მიხედვით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
მონაცემები არ მოიპოვება.
განსაკუთრებული მითითებები
გარეგანი გამოყენებისას ეთანოლი ნაწილობრივ შეიწოვება კანისა და ლორწოვანი
გარსების ზედაპირიდან, რაც გასათვალისწინებელია ბავშვებში გამოყენებისას.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
ჩვენებების მიხედვით გამოყენებისას პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტისა და
მექანიზმების მართვის უნარზე.
შეფუთვა
50 მლ ან 100 მლ მინის ან პოლიმერული (PET) ფლაკონი ხრახნიანი ყელით, მოხუფული
ხრახნიანი ალუმინის (საწარმოოს ლოგოტიპით) ან პოლიეთილენის ჩაჩით, პირველადი
გახსნის კონტროლით.
1000 მლ პოლიმერული (PET) ბოთლი, ხრახნიანი ყელით, მოხუფული ხრახნიანი
პოლიეთილენის ჩაჩით, პირველადი გახსნის კონტროლით.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება კარგად დახურულ ჭურჭელში, გრილ ადგილას.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
**შენახვის ვადა **
5 წელი.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით