ეთილის სპირტი - Ethyl alcohol
ეთილის სპირტი - Ethyl alcohol

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური და სადეზინფექციო საშუალებები, ანტისეპტიკური და სადეზინფექციო სხვა საშუალებები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

შემადგენლობა:

ეთილის სპირტი 70%

ფარმაკოლოგიური თვისებები:ეთილის სპირტი მიეკუთვნება ცხიმოვანი რიგის ნარკოტიკულ ნივთიერებას. თავის ტვინის ქერქზე ზემოქმედებისას ეთილის სპირტი იწვევს მისთვის დამახასიათებელ ალკოჰოლურ აგზნებას, რაც დაკავშირებულია შეკავებითი პროცესების შესუსტებასთან, შემდგომში მოგრძო ტვინის, ზურგის ტვინისა და სუნთქვის ცენტრის დათრგუნვით.

ჩვენებები:

სამედიცინო პრაქტიკაში ძირითადად გამოიყენება, როგორც გარეგანი ანტისეპტიკური, სადეზინფექციო და გარეგანი გამაღიზიანებელი საშუალება კანში შესაზელად, ასევე კომპრესებისათვის, ქირურგებისათვის წინასაოპერაციოდ ხელების დეზინფექციისათვის და სხვა.

გამოყენების წესი და დოზირება:

კანში შესაზელად, კომპრესებისათვის. ეთილის სპირტი ასევე გამოიყენება ნაყენებისა და ექსტრაქტების მოსამზადებლად.

გვერდითი მოვლენები : ადგილობრივი გამოყენებისას კანისა და ლორწოვანი გარსების გარსების გაღიზიანება.

უკუჩვენება:

არ გამოიყენება კანის მწვავე ანთებების დროს.

განსაკუთრებული მითითებები :თვალის ლორწოვან გარსზე მოხვედრისას იწვევს წვას და ძლიერ გაღიზიანებას. შიგნით დიდი დოზით მიღებისას იწვევს ორგანიზმის ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციების დარღვევას.

ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვაზე გავლენა

დაუშვებელია შიგნით მიღება ავტომობილების მძღოლების და დაზგა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალის მიერ.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.

დაუშვებელია შიგნით მიღება ქალებში ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში. ეთანოლის გამოყენება დაუშვებელია ღია ცეცხლთან ახლოს!

შენახვის პირობები:

ინახება ოთახის ტემპერატურაზე (18°C -25°C ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ეთილის სპირტი 70% 1ლ
  • სახელი: ეთილის სპირტი 70% 1ლ
PSP 14.02 ლ
ეთილის სპირტი 70% 200მლ
  • სახელი: ეთილის სპირტი 70% 200მლ
PSP 3.37 ლ
ეთილის სპირტი 70% 100მლ
  • სახელი: ეთილის სპირტი 70% 100მლ
PSP 2.55 ლ