ტორაგამა 10მგ ტაბლეტები - Toragamma 10mg Tabletten
ტორაგამა 10მგ ტაბლეტები - Toragamma 10mg Tabletten

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დიურეზული საშუალებები, სულფონამიდები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ტორაგამა 10მგ


შემადგენლობა

ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტების შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: ტორასემიდი
ერთი ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ტორესამიდს
სხვა ინგრედიენტები:
მიკროკრისტალოსკოპური ცელულოზა,სიმინდის სახამებელი, კროსკარამელოზა ნატრიუმი,მაღალდისპერსული ეროსილი,მაგნიუმის სტრეატი, (Ph.Eur)

როგორია ვიზუალურად ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტები და შეფუთვა:
არსებობს 30, 50 და 100 ტაბლეტიანი კოლოფები საავადმყოფოსათვის ძირითადადაა განკუთვნილია 30 და 300 ტაბლეტიანი კოლოფები.

ჩვენებები
ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტები არის შარდმდენი და წნევის დამწევი ფარმაცევტული პროდუქცია რომელიც მიეკუთვნება შარდმდენების ჯგუფს.
ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტები გამოიყენება ქსოვილებში (გულის შეგუბება)და/ან სხეულის ღრუებში (ეფუზია) სითხის შეკავების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის ,რაც გამოწვეულია გულის ფუნქციური დარღვევით (გულის უკმარისობა)

მიღების წესები და დოზები
ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტები აუცილებლად ექიმის ინსტრუქციის მიხედვით უნდა მიიღოთ,შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზები:
ექმის რეცეპტის გარეშე იხელმძღვანელეთ შემდეგი დოზებით:
მკურნალობის საწყის ეტაპზე მიიღება დღეში 5 მგ ტორასემიდი.ამისათვის არსებობს ტაბლეტები შესაბამისი აქტიური ინგრედიეტების შემადგენლობით.
ეს დოზა არის ჩვეულებრივ ჩემანარჩუნებელი დოზა.
თუ დღეში 5 მგ ტორასემიდი არ არის საკმარისი ეფექტისათვის გამოიყენება ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტები(10 მგ ტორასემიდი). თუ არც ეს არის საკმარისი,მაშინ დოზა იზრდება 20 მგ მდე დღეში და მიიღება 2 ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტი (20 მგ ტორესამიდი),გაითვალისწინება კლინიკური სურათის სიმწვავე.
პაციენტები რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის გაუარესება
იმ შემთხვევაში როდესაც პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ფუნქციის გაუარესება ეს მედიკამენტი დიდი სისფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული,რადგან სისხლში ტორესამიდის კონცენტრაციამ შეიძლება მოიმატოს.
ასაკოვანი პაციენტები:
ასაკოვანი პაციენტებისათვის არ არის რეკომენდაციები ალტერნატიული დოზებზე.
12 წელზე ქვემოთ ასაკის ბავშვები:
არ არსებობს საკმარისი მონაცემები თუ რა გავლენას ახდენს ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტები 12 წელზე ქვემოთ ბავშვებში ,ამიტომ ეს პრეპარატი არ გამოიყენება.

მიღების წესი:
ტაბლეტი მიიღეთ მთლიანად მცირე წყალთან ერთად დილით. ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტები მიიღება საკვებთან ან საკვების გარეშე.
პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა:
როგორც წესი ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტები მიიღება ხანგრძლივი მკურნალობისას ან მანამდე სანამ ქსოვილში სითხის დაგროვება არ შემცირდება. ამ პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს თქვენი ექიმი.
თუ გრძნობთ რომ ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტების გამოყენებას თქვენზე აქვს ძლიერი ან პირიქით სუსტი ეფექტი აუცილებლად მიმართეთ თქვენს ექიმს.

გვერდითი მოვლენები
ისევე როგორც ყველა სხვა მედიკამენტს ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტებსაც ახასიათებს გვერდითი ეფექტები.,თუმცა ეს არ აიღინიშნება ყველა პაციენტში.ცხრილში მოცემულია ის არასასურველი შედეგები რაც შესაძლებელია ახლდეს ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტების გამოყენებას.
ქვემოთ აღნიშნული გვერდითი ეფექტები შეფასებულია სიხშირის მიხედვით.

ძალიან ზოგადად | 10 პაციენტში ერთზე მეტი
---|---
ზოგადად | 10 პაციენტში 1ზე ნაკლები,მაგრამ 100 პაციენტში ერთზე მეტი
იშვიათად | 100 პაციენტში ერთზე ნაკლები,მაგრამ 1000 პაციენტში ერთზე მეტი
იშვიათად | 1000 პაციენტში ერთზეე ნაკლები მაგრამ 10000 პაციენტში ერთზე მეტი
ძალიან იშვიათი | 10000 პაციენტში ერთზე ნაკლები ან უცნობია

მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები,სიმპტომები და ზომები რომლებიც უნდა მიიღოთ მათი დაფიქსირების შემთხვევაში.
თუ აღგენიშნებათ ქვემოთ მოცემული გვერდითი ეფექტები უნდა შეწყვიტოთ ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტების მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ თქვენს ექიმს.

მეტაბოლიზმი/ელექტროლიტები
ჩვეულებრივ: მჟავური დისბალანსის მომატება(მეტაბოლური ალკალოზისი), კუნთების სპაზმები (განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე), შარდის მჟავის და სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მომატება,ხისხლის ლიპიდების (ტრიგლიცერიდები,ქოლესტეროლი) მომატება, სისხლში კალიუმის ნაკლებობა(ჰიპოპოტასემია), რაც დაკავშირებულია დაბალ კალიუმიან დიეტასთან, ასევე ღებინება,დიარეა საფაღარათო საშუალებების გადაჭარბებული გამოყენების შემდეგ და იმ პაციენტებში რომელთაც ღვიძლის ფუნქცია დაქვეითებული აქვთ.
შესაძლებელია აღინიშნოს მარილისა და წყლის ბალანსის დარღვევა (განსაზღვრავს დოზები და მკურნალობის ხანგრძლივობა),განსაკუთრებით მაგ. სისხლში სითხის დაკარგვა(ჰიპოვოლემია) ,სისხლში კალიუმის და/ან ნატრიუმის ნაკლებობა( ჰიპოპოტასემია და/ან ჰიპონატრემია)
გულსისხლძარღვთა სისტემა
ძალიან იშვიათად: შესაძლებელია აღინიშნოს სისხლის გასქელება თრომბოემბოლური გართულებები,გონების დაბინდვა,სისხლის წნევის დაცემა(ჰიპოტონია) ,ცირკულაციოური ფუნქციის მოშლა, გულის კუნთებში და ტვინში ცირკულაციის დაქვეითება.შედეგად შეიძლება მოყვეს მაგალითად გულის არითმია,მკერდის არეში ტკივილები(სტენოკარდია),მწვავე მიოკარდიული დარღვევა და გონების უეცარი დაკარგვა(სინკოპა)
კუჭნაწლავის ტრაქტი
ჩვეულებრივ: კუჭნაწლავი პრობელემები(მაგ. მადის დაკარგვა,მუცლის ტკივილი, გულის რევა,ღებინება,დიარეა,შეკრულობა)განსაკუთრებით კი მკურნალობის საწყის ეტაპზე.
ძალიან იშვიათად: პანკრეატიტი
თირკმლის და საშარდე ტრაქტი
იშვიათად: სისხლში და შარდში კრეატინის მომატება,შარდის ნაკადის შეფერხების შედეგად შესაძლებელია კლიენტს აღენიშნოს შარდის შეკავება .
ღვიძლი:
ჩვეულებრივ: ღვიძლში გარკვეული ენზიმების მომატება(გამა GT)
კანის ალეგიული რეაქციები
ძალიან იშვიათად: ალეგიული რეაქციები ისეთი როგორიცაა ანთება ,ანთებითი ცვლილებები კანზე (ეკზანტემა),შუქზე მგრძნობელობა (ფოტომგრძნობელობა),კანის მწვავე რეაქციები.
სისხლი და სისხლმბადი სისტემა
ძალიან იშვიათად: სისხლის წითელი და თეთრი სხეულების და ტრომბოციტის შემცირება(ტრომბოციტები,ერითროციტები და ლეიკოციტები)
ზოგადი ინფორმაცია:
ჩვეულებრივ: თავისტკივილი,თავბრუსხვევა,დაღლილობა,სისუსტე(განსაკუთრების მკურნალობის საწყის ეტაპზე)
იშვიათად: პირის სიმშრალე,სისიუტის ,სიცივის შეგრძნება სახსრებში (პარესთეზია.)
ძალიან იშვიათად: მხედველობის გაუარესება,სმენის პრობლემები,ხმაური ყურებში,სმენის დაქვეითება.

უკუჩვენები
თუ შენიშნავთ ზემოთ აღნიშნულ გვერდით ეფექტებს დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს,რომ მან მიიღეოს შესაბამისი საჭირო ზომები.
თუ გვერდითი ეფექტი უეცრად აღგენიშნათ ან გაუარესდა დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ,რადგან მედიკამენტის ზოგიერთი გვერდითი ეფექტი შესაძლებელია სიცოცხლისათვის სახიფათო აღმოიჩნდეს.ექიმი გადაწყვეტს რა ზომებს მიმართოს და შეწყვიტოს თუ არა მკურნალობა.
როგორც კი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის ნიშნები დაფიქსირდება უნდა შეწყდეს ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტების მიღება.
თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით ეფექტს რომელიც არ არის მოცემული ამ ბუკლეტში დაუყოვნებლის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება
დაუშვებელია ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტების მიღება :
-თუ აღგენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების- ტორასემიდის,სტრუქტურულად მსგავსი ნივთიერებების(სულფონილურეზას) ან ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტების სხვა ინგრედიენტების მიმართ.
-თუ გაწუხებთ შარდის არასათანადოდDგამოყოფით გამოწვეული თირკმლის პრობლემები.
-თუ აღგენიშნებათ ღვიძლის ფუნქციების დაქვეითება ,რასაც თან ახლავს გონების დაბნელება (კომა ან ჰეპატური პრეკომა).
-თუ გაქვთ პათოლოგიურად დაბალი წნევა(ჰიპოტონია)
-თუ გაქვთ სისხლისნაკლებობა(ჰიპოვოლემია)
-ნატრიუმის ან კალიუმის ნაკლებობის დროს(ჰიპონატრემია,ჰიპოპოტასემია) -შარდის ნაკადის მწვავე დარღვევის დროს(მაგ.როდესაც პროსტატის ზომა პათოლოგიურად იზრდება)
-ძუძუთი კვების დროს
ყურადღებით მიიღეთ ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტები
იქედან გამომდინარე, რომ ამ მედიკამენტის მკურნალობაში გამოყენების არასაკმარისი გამოცდილებაა ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტები არ მიიღება შემდეგ შემთხვევებში:
-ნიკრისის ქარი
-მაღალი ხარისხის პათოლოგიური გულის ცემა და გულის რეჟიმის დარღვევა ( მაგ. სინოართრიალური ბლოკადა, მეორე ან მესამე ხარისხის AV ბლოკადა).
-მჟავა-ტუტოვანი ბალანსის პათოლოგიური ცვლილებები.
ერთდოული მკურნალობა ლითიუმით და გარკვეული ანტიბიოტიკებით(ამინოგლიკოზიდები, ცეფალოსპორინები).
-სისხლის ანალიზში პატოლოგიური ცვლილებები.(მაგ.ტრომბოციტოპენია ან ანემია პაციენტებში რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დაქვეითება)
-თირკმლის ფუნქციის დაქვეითება,რაც გამოწვეულია იმ ნივთიერებებით რომლებიც აზიანებენ თირკმელს.
12 წელზე ქვემოთ ასაკის ბავშვები:
იქედან გამომდინარე რომ არასაკმარისი გამოცდილება არსებობს ამ მედიკამენტით 12 წელზე ქვემოთ ასაკის ბავშვების მკურნალობისა ასეთმა პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტები.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა:
არ არსებობს საკმარისი კლინიკური გამოცდილება თუ რა ეფექტი აქვს ნაყოფზე ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტებს.
ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა,რომლის დროსაც გამოყენებული იქნა ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტების აქტიური ნივთიერება ტორასემიდი, არ ჩავენა რაიმე ტერატოგენური ეფექტი,თუმცა ატიური ნივთიერების დიდი დოზით გამოყენების შემდეგ ნაყოფზე და მშობელ ცხოველზე დაფიქსირდა საზიანო ეფექტი.
რადგან არ არსებობს დამატებითი მონაცემები შესაძლებელია ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტების გამოყენება ორსულობის დროს თუ თქვენი ექიმი ჩათვლის რომ მისის გამოყენება აუცილებელია.
იმ შემთხვევაში თუ აპირებთ დაორსულებს ან უკვე ხართ ორსულად დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
ძუძუთი კვება:
არ არსებობს მონაცემები გადადის თუ არა ძუძუთი კვების დროს ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტების აქტიური ნივთიერება ტორასემიდი ადამიანის ან ცხოველის რძეში.ასე რომ არ გამოიყენოთ ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტები ძუძუთი კვების დროს.თუ თქვენი ექიმი გადაწყვეტს რომ თქვენ აუცილებლად უნდა მიიღოთ ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტები ბავშვი გადაიყვანეთ ხელოვნურ კვებაზე.

განსაკუთრებული მითითებები

მართვა და დანადგარების გამოყენება:
ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტების გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს რეაქციების ისე გამწვავება,რომ მაგ ტრანსპორტის მართვას ,დანადგარებთან მუშაობას უსაფრთხოების ზომების გარეშე ცუდი შედეგი მოჰყვეს . განსაკუთრებით კი მკურნალობის საწყის ეტაპზე , დოზის გაზრდისას, პრეპარატის შეცვლისას, დამატებითი პრეპარატის პირველად მიღებისას და ალკოჰოლთან ერთად გამოყენებისას.

ჭარბი დოზირება
თუ მიიღეთ ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტების ზედმეტი დოზა:
ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტების შემთხვევით თუ გამიზნულად გადაჭარბებული დოზის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მარილის და წყლის ზედმეტი და ორგანიზმისათვის სახიფათო რაოდენობის გამოყოფა,ასევე გონების დაბინდვა,დაკარგვა,სისხლის წნევის დაცემა,სისხლის მიმოქცევის მოშლა. და კუჭნაწლავის პრობლემები.
ასეთ შემთხვევაში საჭირო ზომების მისაღებად დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტების მიღება
თუ ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტების დოზა ძალიან პატარაა ან დაგავიწყდათ მიღება შესაბამისად მისი ეფექტი შემცირდება,რაც შესაძლებელია სიმპტომებით გამოვლინდეს,მაგ ქსოვილებში სითხის დაგროვების მომატება,რომლის შედეგადად თავს ცუდად გრძობთ.
ასეთ შემთხვევაში უნდა მიიღოთ ის დოზა რაც დაგავიწყდათ,მაგრათ თუ წამლის მიღების ჩვეული დრო ახლოვდება არ მიიღოთ დამატებითი დოზა. ჩვეულებრივ გააგრძელეთ დოზების მიღება დანიშნულების მიხედვით.
თუ შეაჩერებთ ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტებით მკურნალობას
იმ შემთხვევაში თუ ნაადრევად შეყვიტავთ ამ მედიკამენტის მიღებას,შესალებელია დაფიქსირდეს სიმპტომების გაუარესება.ასე რომ ექიმის კონსულტაციის გარეშე არ შეწყვიტოთ წამლის მიღება.
მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
თუ ღებულობთ ან ბოლო პერიოდში მიგიღიათ სხვა მედიკამენტები,მათ შორის ურეცეპტო მედიკამენტები აუცილებლად მიაწოდეთ თქვენს ექიმს ამის შესახებ ინფორმაცია.
ასევე მხედველობაში მიიღეთ ის მედიკამენტებიც რომლებიც მიგიღიათ.
ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტები ზრდის სხვა წნევის დამწევი საშუალებების ,განსაკუთრებით კი ACE ინჰიბიტორების ეფექტს.თუ ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტებით მკურნალობისას დამატებით გამოიყენება ACE ინჰიბიტორები ან ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტებით მკურნალობის დასრულებისთანავე მიიღება ეს ინჰიბიტორები შესაძლებელია ამან გამოიწვიოს წნევის გადაჭარბებულად დაწევა. კალიუმის ნაკლებობას, რომელიც გამოწვეულია ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტებით შესაძლებელია შედეგად მოყვეს ერთდროულად გამოყენებული დიგიტალესის შემცველი პრეპარატების გვერდითი ეფექტების მომატება .
ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტებმა შესაძლებელია შეამციროს დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტების ეფექტი.
პრობენეცინიმა (რომელიც გამოიყენება ნიკრისის ქარის სამკურნალოდ) და გარკვეული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებმა(მაგ . ინდომეტაცინი , აცეტილსალიცილის მჟავა) შესაძლებელია შეამციროს ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტების შარდმდენი და წნევის დამწევი ეფექტი.
იმ შემთხვევაში როდესაც მკურნალობისას სალიცილატი დიდი დოზით გამოიყენება (ტკივილგამაყუჩებელი და რევმატიზმის მედიკამენტები) ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტები აძლიერებს მათ ეფექტს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
განსაკუთრებით მაშინ როდესაც ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტების დიდი დოზა გამოიყენება ამან შესაძლებელია გამოიწვიოს შემდეგი გვერდითი ეფექტების გაუარესება:
სმენის და თირკმელების დაზიანება ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკებთან ერთად გამოყენებისას(მაგ. კანამიცინი,გენტამიცინი,ტობრამიცინი) ცისპლატინის ნაერთის (მედიკამენტები რომლებიც გამოიყენება სიმსივნის სამკურნალოდ) და ცეფალოსპორინის (მედიკამენტები რომლებიც გამოიყენება ინფექციური დაავადებების დროს) გამოყენებისას თირკმელების დაზიანება.
ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტებმა შესაძლებელია გამოიწვიოს თეოფილინის (ასთმის სამკურნალო მედიკამენტი) და კურარეს მსგავსი პრეპარატების მიორელაქსური ეფექტის გაძლიერება.
საფაღარათო საშუალებების და კუჭქვეშა ჯირკვლის ჰორმონებმა (მინერალო- და გლუკოკორტიკოიდები მაგ კორტიზონი)შესაძლებელია გაზარდოს ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტებით გამოწვეულია კალიუმის კარგვა.
ლითიუმისა და ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტების ერთად გამოყენებისას შესაძლებელია რომ სისხლში ლითიუმის კონცენტრაცია და ლითიუმის გვერდითი ეფექტი გულზე და თირკელებზე გაიზარდოს.
ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტებმა შეიძლება შემაციროს არტერიების მგრძნობელობა ვაზოდილატატორების მიმართ(მაგ . ადრენალინი,ნორადრენალინი).
ქოლესტირამინთან (მედიკამენტი რომელიც ამცირებს სისხლში ლიპიდებს)ერთად გამოყენებისას შესაძლებელია შემცირდეს ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტების შეწოვა კუჭნაწლავის ტრაქტიდან და შესაბამისად მისი ეფექტიც.

შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ მედიკამაენტი ბავშვებისაგან დაცულ ადგილზე
არ გამოიყენოთ მედიკამენტი კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ
ამ პრეპარატისათვის განსაკუთრებული შენახვის პირობები არ მოითხოვება

საერთაშორისო დასახელება - torasemide
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → დიურეზული საშუალებები და პრეპარატები დიურეზული ეფექტით → ძლიერმოქმედი დიურეზული საშუალებები → მარყუჟოვანი დიურეზული საშუალებები
ტორაგამა 5მგ ტაბლეტები არის შარდმდენი და წნევის დამწევი საშუალება, რომელიც განეკუთვნება მარყუჟოვან დიურეზულ საშუალებების ჯგუფს.
ტორაგამა 5მგ ტაბლეტები გამოიყენება გულის კუნთების ფუნქციის მოშლის (გულის უკმარისობა) საფუძველზე ქსოვილებში და/ან სხეულის ღრუებში სითხის დაგროვების (შეშუპების) სამკურნალოდ ან პროფილაქტიკის მიზნით.

დოზები
მკურნალობა იწყება დღეში 1 ტორაგამა 5მგ ტაბლეტით (5მგ ტორასემიდი).
ეს დოზა არის როგორც წესი შემანარჩუნებელი დოზა
დოზის გაზრდა დასაშვებია, შეგიძიათ მიიღოთ დღეში 20მგ ტორასემიდი.
შეგიძლიათ მიიღოთ ტორაგამა 5მგ დღეში 2 ტაბლეტი (შეესაბამება 10მგ ტორასემიდს), თუ ჩვეულებრივი დოზა - დღეში 1 ტაბლეტი - არ არის საკმარისი.
ასეთ შემთხვევაში მიიღება ტორაგამა 5მგ დღეში 2 ტაბლეტი (შეესაბამება 10მგ ტორასემიდს), ავადმყოფობის სიმძიმიდან გამომდინარე შეიძლება დოზის გაზრდა და 20მგ ტორასემიდის მიიღება.

მიღების წესი
მიიღეთ ტაბლეტი მთლიანად საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად დილით. ტორაგამა 5მგ ტაბლეტები მიიღება შეიძლება კვების წინ ან საკვებთან ერთად.
ტაბლეტს აქვს შუაში ჭდე, ადვილად რომ გაყოთ ტაბლეტი, თუ მთლიანს ვერ ყლაპავთ მას.

გვერდითი ეფექტები
როგორც ნებისმიერ სხვა პრეპარატს, ტორაგამა 5მგ ტაბლეტებსაც გააჩნიათ გვერდითი ეფექტები, რომლებიც ყველას შემთხვევაში არ ვლინდება. ქვემოთ ჩამოთვლილია, თუ რა გვერდითი ეფექტებია მოსალოდნელი.
ხშირად (10-დან 1 პაციენტის შემთხვევაში)
უ მჟავური დიზბალანსის მომატება (მეტაბოლური ალკალოზი). კუნთების სპაზმები (განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე), შარდის მჟავის და სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მომატება, სისხლის ლიპიდების (ტრიგლიცერიდები, ქოლესტერინი) მომატება, სისხლში კალიუმის ნაკლებობა (ჰიპოკალიემია), რაც დაკავშირებულია დაბალკალიუმიან დიეტასთან, ასევე ღებინება, დიარეა საფაღარათო საშუალებების გადაჭარბებული გამოყენების შემდეგ და იმ პაციენტებში, რომელთაც დაქვეითებული აქვთ ღვიძლის ფუნქცია.დოზებისა და მკურნალობის ხანგრძლივობიდან გამომდინარე შესაძლებელია აღინიშნოს მარილისა და წყლის ბალანსის დარღვევა, განსაკუთრებით მაგ. სისხლში სითხის დაკარგვა (ჰიპოვოლემია), სისხლში კალიუმის და/ან ნატრიუმის ნაკლებობა (ჰიპოკალიემია და/ან ჰიპონატრიემია).
უ კუჭ-ნაწლავის პრობლემები (მაგ. მადის დაკარგვა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა) განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე.
უ ღვიძლში გარკვეული ფერმენტების მომატება (გამა GT).
უ თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, სისუსტე (განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე).

საერთაშორისო დასახელება - torasemide
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → დიურეზული საშუალებები და პრეპარატები დიურეზული ეფექტით → ძლიერმოქმედი დიურეზული საშუალებები → მარყუჟოვანი დიურეზული საშუალებები
ტორაგამა 5მგ ტაბლეტები არის შარდმდენი და წნევის დამწევი საშუალება, რომელიც განეკუთვნება მარყუჟოვან დიურეზულ საშუალებების ჯგუფს.
ტორაგამა 5მგ ტაბლეტები გამოიყენება გულის კუნთების ფუნქციის მოშლის (გულის უკმარისობა) საფუძველზე ქსოვილებში და/ან სხეულის ღრუებში სითხის დაგროვების (შეშუპების) სამკურნალოდ ან პროფილაქტიკის მიზნით.

დოზები
მკურნალობა იწყება დღეში 1 ტორაგამა 5მგ ტაბლეტით (5მგ ტორასემიდი).
ეს დოზა არის როგორც წესი შემანარჩუნებელი დოზა
დოზის გაზრდა დასაშვებია, შეგიძიათ მიიღოთ დღეში 20მგ ტორასემიდი.
შეგიძლიათ მიიღოთ ტორაგამა 5მგ დღეში 2 ტაბლეტი (შეესაბამება 10მგ ტორასემიდს), თუ ჩვეულებრივი დოზა - დღეში 1 ტაბლეტი - არ არის საკმარისი.
ასეთ შემთხვევაში მიიღება ტორაგამა 5მგ დღეში 2 ტაბლეტი (შეესაბამება 10მგ ტორასემიდს), ავადმყოფობის სიმძიმიდან გამომდინარე შეიძლება დოზის გაზრდა და 20მგ ტორასემიდის მიიღება.

მიღების წესი
მიიღეთ ტაბლეტი მთლიანად საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად დილით. ტორაგამა 5მგ ტაბლეტები მიიღება შეიძლება კვების წინ ან საკვებთან ერთად.
ტაბლეტს აქვს შუაში ჭდე, ადვილად რომ გაყოთ ტაბლეტი, თუ მთლიანს ვერ ყლაპავთ მას.

გვერდითი ეფექტები
როგორც ნებისმიერ სხვა პრეპარატს, ტორაგამა 5მგ ტაბლეტებსაც გააჩნიათ გვერდითი ეფექტები, რომლებიც ყველას შემთხვევაში არ ვლინდება. ქვემოთ ჩამოთვლილია, თუ რა გვერდითი ეფექტებია მოსალოდნელი.
ხშირად (10-დან 1 პაციენტის შემთხვევაში)
უ მჟავური დიზბალანსის მომატება (მეტაბოლური ალკალოზი). კუნთების სპაზმები (განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე), შარდის მჟავის და სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მომატება, სისხლის ლიპიდების (ტრიგლიცერიდები, ქოლესტერინი) მომატება, სისხლში კალიუმის ნაკლებობა (ჰიპოკალიემია), რაც დაკავშირებულია დაბალკალიუმიან დიეტასთან, ასევე ღებინება, დიარეა საფაღარათო საშუალებების გადაჭარბებული გამოყენების შემდეგ და იმ პაციენტებში, რომელთაც დაქვეითებული აქვთ ღვიძლის ფუნქცია.დოზებისა და მკურნალობის ხანგრძლივობიდან გამომდინარე შესაძლებელია აღინიშნოს მარილისა და წყლის ბალანსის დარღვევა, განსაკუთრებით მაგ. სისხლში სითხის დაკარგვა (ჰიპოვოლემია), სისხლში კალიუმის და/ან ნატრიუმის ნაკლებობა (ჰიპოკალიემია და/ან ჰიპონატრიემია).
უ კუჭ-ნაწლავის პრობლემები (მაგ. მადის დაკარგვა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა) განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე.
უ ღვიძლში გარკვეული ფერმენტების მომატება (გამა GT).
უ თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, სისუსტე (განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე).

რა არისტორაგამა 10მგ ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება ის**?**

ტორაგამა10მგ ტაბლეტები არის შარდმდენი და წნევის დამწევი საშუალება, რომელიც განეკუთვნება მარყუჟოვან დიურეზული პრეპარატების ჯგუფს.
ტორაგამა10მგ ტაბლეტები გამოიყენება

ნაჩვენებია შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ და თავიდან ასაცილებლად:

გულის კუნთების ფუნქციის მოშლით გამოწვეული სითხის დაგროვება ქსოვილებში და/ან სხეულის ღრუებში.
2.რა უნდა გაითვალისწინოთ ტორაგამა10მგ ტაბლეტების მიღებამდე?

ტორაგამა10მგ ტაბლეტები არ უნდა მიიღოთ**:
** - თუ ალერგიული ხართ ტორასემიდის, სტრუქტურულად მსგავსი ნივთიერებების ან მე-6 თავში ჩამოთვლილი დამხმარე ნივთიერებების მიმართ

  • თუ თირკმელების მიერ არ ხდება შარდის გამოყოფა (ანურია)
  • თუ დარღვეული გაქვთ ღვიძლის ფუნქცია, რასაც თან ახლავს გონების დაბინდვა (კომა ან პრეკომა)
  • დაბალი წნევის დროს (ჰიპოტონია)
  • ცირკულაციური ფუნქციის მოშლის დროს (ჰიპოვოლემია)
  • ნატრიუმის ან კალიუმის ნაკლებობის დროს (ჰიპონატრიემია, ჰიპოკალიემია)
  • შარდის ნაკადის შეფერხების დროს (მაგალითად პროსტატას პათოლოგიური გადიდების საფუძველზე)
  • ლაქტაციის პერიოდში
    უსაფრთხოება და განსაკუთრებული მითითებები

ტორაგამა 10მგ ტაბლეტების მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

ვინაიდან არ არის საკმარისი კვლევები ჩატარებული, რეკომენდირებული არ არის პრეპარატის მიღება შემდეგ შემთხვევებში:

  • პოდაგრა
  • მაღალი ხარისხის პათოლოგიური გულისცემა და გულის რეჟიმის დარღვევა (მაგ.: სინოატრიალური ბლოკადა, მეორე ან მესამე ხარისხის AV ბლოკადა)
  • მჟავა-ტუტოვანი ბალანსის პათოლოგიური ცვლილებები
  • ერთდროული მკურნალობა ლითიუმით და გარკვეული ანტიბიოტიკებით - ამინოგლიკოზიდები, ცეფალოსპორინები)
  • სისხლის ანალიზში პათოლოგიური ცვლილებები (მაგ.: თრომბოციტოპენია ან ანემია, იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დაქვეითება)
  • თირკმლის ფუნქციის დარღვევა, რაც გამოწვეულია იმ ნივთიერებებით, რომლებიც აზიანებენ თირკმელს.
    ტორაგამა10მგ ტაბლეტების მიღებამ შეიძლება დოპინგის კონტროლზე დადებითი პასუხი აჩვენოს.

ბავშვები

იქიდან გამომდინარე, რომ 12 წლამდე ბავშვებში არ ჩატარებულა საკმარისი კვლევები, არ არის რეკომენდირებული მათთვის ტორაგამა10მგ ტაბლეტების გამოყენება.
ტორაგამა10მგ ტაბლეტების მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, იღებდით ან აპირებთ მიიღოთ რაიმე სხვა პრეპარატი.

ტორაგამა 10მგ ტაბლეტები ზრდის წნევის დამწევი სხვა საშუალებების, განსაკუთრებით აგფ-ინჰიბიტორების ეფექტს. თუ ტორაგამა 10მგ ტაბლეტებით მკურნალობისას დამატებით გამოიყენება აგფ-ინჰიბიტორები ან ტორაგამა 10მგ ტაბლეტებით მკურნალობის დასრულებისთანავე მიიღება ეს ინჰიბიტორები, შესაძლებელია ამან გამოიწვიოს წნევის ძლიერი ვარდნა.

ტორაგამა 10მგ ტაბლეტების მიღებით გამოწვეულ შესაძლო კალიუმის ნაკლებობას შეიძლება შედეგად მოჰყვეს პარალელურად გამოყენებული დიგიტალისის შემცველი პრეპარატების გვერდითი ეფექტების მომატება.

ტორაგამა 10მგ ტაბლეტებმა შესაძლოა შეამცირონ დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტების ეფექტი.

პრობენეცი****დმა (რომელიც გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ) და გარკვეული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებმა (მაგ. ინდომეტაცინი, აცეტილსალიცილის მჟავა) შესაძლებელია შეამცირონ ტორაგამა10მგ ტაბლეტების შარდმდენი და წნევის დამწევი ეფექტი.

იმ შემთხვევაში როდესაც მკურნალობისას სალიცილატი დიდი დოზით გამოიყენება (ტკივილგამაყუჩებელი და რევმატიზმის სამკურნალო მედიკამენტები) ტორაგამა10მგ ტაბლეტები აძლიერებს მათ ეფექტს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

განსაკუთრებით მაშინ როდესაც ტორაგამა10მგ ტაბლეტების დიდი დოზა გამოიყენება, ამან შესაძლებელია გამოიწვიოს შემდეგი გვერდითი ეფექტების გაუარესება:

სმენის და თირკმელების დაზიანება ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკებთან ერთად გამოყენებისას (მაგ. კანამიცინი, გენტამიცინი, ტობრამიცინი) ცისპლატინის ნაერთის (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სიმსივნის სამკურნალოდ) და ცეფალოსპორინის (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ინფექციური დაავადებების დროს) გამოყენებისას.

ტორაგამა10მგ ტაბლეტებმა შესაძლებელია გამოიწვიოს თეოფილინის (ასთმის სამკურნალო მედიკამენტი) და კურარეს მსგავსი პრეპარატების მიორელაქსური ეფექტის გაძლიერება.

საფაღარათო **საშუალებებმა **და კუჭქვეშა ჯირკვლის ჰორმონებმა (მინერალო- და გლუკოკორტიკოიდები მაგ.კორტიზონი) შესაძლებელია გაზარდონ ტორაგამა10მგ ტაბლეტებით გამოწვეული კალიუმის კარგვა.

ლითიუმისა და ტორაგამა10მგ ტაბლეტების ერთად გამოყენებისას შესაძლებელია სისხლში ლითიუმის კონცენტრაცია და ლითიუმის გვერდითი ეფექტი გულზე და თირკმელებზე გაიზარდოს.

ტორაგამა10მგ ტაბლეტებმა შეიძლება შეამციროს არტერიების მგრძნობელობა ვაზოდილატატორების მიმართ (მაგ ადრენალინი, ნორადრენალინი).

ქოლესტირამინთან (მედიკამენტი, რომელიც ამცირებს სისხლში ლიპიდებს) ერთად გამოყენებისას შესაძლებელია შემცირდეს ტორაგამა10მგ ტაბლეტების შეწოვა კუჭნაწლავის ტრაქტიდან და შესაბამისად მისი ეფექტიც.
ორსულობა და ლაქტაცია

თუ ორსულად ხართ, გეგმავთ ან ვარაუდობთ რომ ხართ ორსულად, აგრეთვე თუ ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

ორსულობა

არ არის საკმარისი კლინიკური კვლევები წარმოდგენილი, თუ როგორ მოქმედებს ტორაგამა 10მგ ტაბლეტები ნაყოფზე.

ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა, რომლის დროსაც გამოყენებული იქნა ტორაგამა10მგ ტაბლეტების აქტიური ნივთიერება ტორასემიდი, არ აჩვენა რაიმე ტერატოგენური ეფექტი, თუმცა აქტიური ნივთიერების დიდი დოზით გამოყენების შემდეგ ნაყოფზე და მშობელ ცხოველზე დაფიქსირდა საზიანო ეფექტი.

რადგან არ არსებობს დამატებითი მონაცემები შესაძლებელია ტორაგამა10მგ ტაბლეტების გამოყენება ორსულობის დროს თუ თქვენი ექიმი ჩათვლის, რომ მისი გამოყენება აუცილებელია. დასაშვებია მხოლოდ ყველაზე მცირე დოზის მიღება.

ლაქტაცია

არ არსებობს მონაცემები გადადის თუ არა ძუძუთი კვების დროს ტორაგამა10მგ ტაბლეტების აქტიური ნივთიერება ტორასემიდი ადამიანის ან ცხოველის რძეში. ასე რომ არ გამოიყენოთ ტორაგამა10მგ ტაბლეტები ძუძუთი კვების დროს. თუ თქვენი ექიმი გადაწყვეტს, რომ თქვენ აუცილებლად უნდა მიიღოთ ტორაგამა10მგ ტაბლეტები ბავშვი გადაიყვანეთ ხელოვნურ კვებაზე.
მანქანის** მართვა და **დანადგარებთან მუშაობა

ტორაგამა10მგ ტაბლეტების თერაპიული დოზებით გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს რეაქციისუნარიანობის ისეთი შეცვლა, რომ უსაფრთხოების ზომების გარეშე მაგ. ტრანსპორტის მართვას, დანადგარებთან მუშაობას ცუდი შედეგი მოჰყვეს. განსაკუთრებით კი მკურნალობის საწყის ეტაპზე, დოზის გაზრდისას, პრეპარატის შეცვლისას, დამატებითი პრეპარატის პირველად მიღებისას და ალკოჰოლთან ერთად გამოყენებისას.
3.ტორაგამა10****მგ ტაბლეტების მიღების წესი

მიიღეთ პრეპარატი ექიმის დანიშნულებისამებრ. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზები

მკურნალობა იწყება დღეში 5მგ ტორასემიდით. შეგიძლიათ შეიძინოთ შესაბამისი დოზა.

ეს დოზა არის როგორც წესი შემანარჩუნებელი დოზა

დოზის გაზრდა დასაშვებია დღეში 1 ტაბლეტამდე (შეესაბამება 10მგ ტორასემიდს), თუ ჩვეულებრივი დოზა დღეში 5მგ ტორასემიდი არ არის საკმარისი.

ასეთ შემთხვევაში მიიღება ტორაგამა 10მგ დღეში 1 ტაბლეტი (შეესაბამება 10მგ ტორასემიდს), ავადმყოფობის სიმძიმიდან გამომდინარე შეიძლება დოზის გაზრდა ტორაგამა 10მგ დღეში 2 ტაბლეტამდე (შეესაბამება 20მგ ტორასემიდს).

პაციენტები**,**რომელთაც აღენიშნებათ ღვიძის ფუნქციის დარღვევა

იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ეს მედიკამენტი დიდი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული, რადგან შესაძლებელია სისხლში მოიმატოს ტორასემიდის კონცენტრაციამ.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმული პაციენტებისთვის არ არის რეკომენდაციები ალტერნატიული დოზირების რეჟიმის შესახებ.

ბავშვები

არ არსებობს საკმარისი მონაცემები, 10მგ ტაბლეტების 12 წლამდე ბავშვებში მოქმედების, აქედან გამომდინარე მათთვის აღნიშნული პრეპარატის დანიშვნაა არ არის რეკომენდირებული.
მიღების წესი

მიიღეთ ტაბლეტი მთლიანად საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად დილით. ტორაგამა 10მგ ტაბლეტები მიიღება საკვებთან ან საკვების გარეშე.

ტაბლეტს აქვს შუაში ღარი ადვილად რომ გაყოთ ტაბლეტი, თუ მთლიანს ვერ ყლაპავთ.
პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა

როგორც წესი ამ პრეპარატით მკურნალობა ხანგრძლივია ან ვიდრე ქსოვილებიდან არ გაიწოვება დაგროვილი სითხე. მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს თქვენი ექიმი.
ჭარბი დოზა

ტორაგამა 10მგ ტაბლეტების ჭარბი დოზით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სითხის და მარილის ჭარბი დოზით გამოყოფა, რასაც შეიძლება მოჰყვეს გონების დაბინდვა, წნევის დაცემა, კოლაფსი და კუჭ-ნაწლავის პრობლემები. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ტორაგამა10მგ ტაბლეტის მიღება

თუ მიიღეთ მცირე დოზა ან საერთოდ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, შესაძლოა გაგიუარესდეთ ჩივილები, მაგალითად წონაში მატება, ქსოვილში სითხის შეკავება და ა.შ.

დროულად გახსენების შემთხვევაში მიიღეთ შესაბამისი დოზა, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მიიღოთ ორმაგი დოზა, გააგრძელეთ მკურნალობა ჩვეულ რეჟიმში.
ტორაგამა10მგ ტაბლეტების მიღების შეწყვეტა

მკურნალობის თვითნებურმა შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს ჩივილების გაუარესება. მკურნალობის შეწყვეტამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
**4.**გვერდითი მოვლენები

როგორც ნებისმიერ სხვა პრეპარატს, ტორაგამა 10მგ ტაბლეტებსაც გააჩნიათ გვერდითი მოვლენები, რომლებიც ყველას შემთხვევაში არ ვლინდება. ქვემოთ ჩამოთვლილია, თუ რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი.

ხშირად**(10-დან1****პაციენტის** შემთხვევაში**)
** · მჟავა-ტუტოვანი დისბალანსის მომატება (მეტაბოლური ალკალოზი). კუნთების სპაზმი (განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე), შარდის მჟავას და სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მომატება, სისხლის ლიპიდების (ტრიგლიცერიდები, ქოლესტერინი) მომატება, სისხლში კალიუმის ნაკლებობა (ჰიპოკალიემია), რაც დაკავშირებულია დაბალკალიუმიან დეიტასთან, ასევე ღებინება, დიარეა საფაღარათო საშუალებების გადაჭარბებული გამოყენების შემდეგ და იმ პაციენტებში, რომელთაც დაქვეითებული აქვთ ღვიძლის ფუნქცია. დოზებისა და მკურნალობის ხანგრძლივობიდან გამომდინარე შესაძლებელია აღინიშნოს მარილისა და წყლის ბალანსის დარღვევა, განსაკუთრებით მაგ. სისხლში სითხის დაკარგვა (ჰიპოვოლემია), სისხლში კალიუმის და/ან ნატრიუმის ნაკლებობა (ჰიპოკალიემია და/ან ჰიპონატრიემია).
· კუჭ-ნაწლავის პრობლემები (მაგ. მადის დაკარგვა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა) განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე.
· ღვიძლში გარკვეული ენზიმების მომატება (გამა GT).
· თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, სისუსტე (განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე).

იშვიათად**(100-დან1****პაციენტის** შემთხვევაში**)
** · სისხლში კრეატინინის და შარდოვანას მომატება, შარდის ნაკადის შეფერხების შედეგად შესაძლებელია პაციენტს აღენიშნოს შარდის შეკავება.
· პირის სიმშრალე, სმენის პრობლემები, სიცივის შეგრძნება სახსრებში (პარესთეზია).

ძალიან იშვიათად** (10 000-დან1****პაციენტის** შემთხვევაში**)
** · სისხლის შედედების ზრდის შედეგად შესაძლებელია აღინიშნოს თრომბოემბოლური გართულებები, გონების დაბინდვა, წნევის დაცემა (ჰიპოტონია), ცირკულაციური ფუნქციის მოშლა, გულის კუნთებში და ტვინში ცირკულაციის დაქვეითება. შედეგად შეიძლება მოყვეს მაგალითად გულის არითმია, მკერდის არეში ტკივილები (სტენოკარდია), მწვავე მიოკარდიული დარღვევა და გონების უეცარი დაკარგვა (სინკოპა).
· პანკრეატიტი
· ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ქავილი (პრურიტუსი), ანთებითი ცვლილებები კანზე (ეგზანთემა), შუქზე მგრძნობელობა (ფოტომგრძნობელობა), კანის მწვავე რეაქციები
· ერითროციტების, ლეიკოციტების და თრომბოციტების შემცირება
· მხედველობის გაუარესება, ხმაური ყურებში, სმენის დაქვეითება.

გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან ის შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს.

პრეპარატის პირველად მიღებისას რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, აღარ მიიღოთ ტორაგამა 10მგ ტაბლეტები.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

გვერდითი მოვლენების შემჩნევის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ექიმს მიმართეთ აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, თუ შეამჩნევთ ისეთ სიმპტომებს, რაც გამოყენების ინსტრუქციაში არ არის მითითებული.
5.ტორაგამა10****მგ ტაბლეტების შენახვის პირობები

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისგან დაცულ ადგილას. არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ვადა იწურება მითითებული თვის ბოლო დღეს.

აღნიშნული პრეპარატი შეინახეთ მშრალ ადგილას თავისივე ყუთში. განსაკუთრებული ტემპერატურის შერჩევა არ არის აუცილებელი.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. შეეკითხეთ ფარმაცევტს პრეპარატის უტილიზაციის შესახებ.
**6.**შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ტორაგამა10მგ ტაბლეტი

აქტიური ნივთიერება: ტორასემიდი

1 ტაბლეტი შეიცავს 10მგ ტორასემიდს

დამხმარე ნივთიერებებია:

მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაღალდისპერსიული სილიციუმის ოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი (Ph.Eur)(მცენარეული).
ტორაგამა10მგ ტაბლეტების ვიზუალური მხარე და შეფუთვის შიგთავსი

თეთრი მრგვალი ტაბლეტები ცალ მხარეს ღარით.