ტრიფასი 20 - Trifas 20
ტრიფასი 20 - Trifas 20

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დიურეზული საშუალებები, სულფონამიდები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ტრიფასი

აქტიური ნივთიერება - ტორასემიდი, კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ძლიერი მოქმედების მარყუჟოვანი შარდმდენი საშუალება.

**1.**ტრიფასი 10, 30 ტაბლეტი
**2.**ტრიფასი 20/4 მლ, 5 ამპულა

ტრიფასი 10 ჩვენება: გამოიყენება გულის უკმარისობით გამოწვეული შეშუპების და/ან სხეულის ღრუებში გამონაჟონის მკურნალობის და რეციდივის პროფილაქტიკისთვის.

დოზირება და მიღების წესი : რეკომენდებული საწყისი დოზა: 1/2 ტაბლეტი დღეში, არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 ტაბლეტამდე დღეში. მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს ხანგრძლივად ან შეშუპების გამოხატულების შემცირებამდე.

ტრიფასი 10 იწვევს ფუნქციურ გაუმჯობესებას და სიკვდილობის შემცირებას გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში სხვა შარდმდენებთან შედარებით.

ტრიფასი 20/4 მლ არის საქართველოში დარეგისტრირებული ტორასემიდის პირველი საინექციო ფორმა.

ჩვენება: კარდიული შეშუპების და/ან სხეულის ღრუებში გამონაჟონის მკურნალობა ინტრავენური თერაპიის აუცილებლობის შემთხვევაში, (მაგალითად, გულის მწვავე უკმარისობით გამოწვეული ფილტვების შეშუპება). ტრიფასი 20 გამოიყენება ნელი, ინტრავენური ინექციისთვის. მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს ერთ კვირაზე მეტხანს.

დოზირება და მიღების წესი: გულის უკმარისობა- საწყისი დოზა 2 მლ დღეში; არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში 4 მლ ერჯერადად, არასაკმარისი ეფექტისას 8 მლ ინტრავენურად დღე-ღამეში, არაუმეტეს 3 დღისა.

ფილტვების მწვავე შეშუპება: საწყისი დოზა: 4 მლ ერთჯერადა ი/ვ, არასაკმარისი ეფექტისას განმეორებითი შეყვანა შეიძლება 30 წთ ინტერვალით, მაქსიმალური დოზა 24 საათის განმავლობაში 20 მლ.

საერთაშორისო დასახელება - ტორასემიდის ნატრიუმის მარილი
პრეპარატ ტრიფასი® 20-ის მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს ტორასემიდი, რომელიც მიეკუთვნება ეგრედ წოდებული მარყუჟოვანი დიურეზულების ჯგუფს.
ტორასემიდს აქვს შარდმდენი მოქმედება, ასევე ამცირებს არტერიულ წნევას.

ტრიფასი® 20 გამოიყენება მოზრდილებში სამკურნალოდ:
სითხის შეკავებისას ქსოვილებში (შეშუპება) და/ან
სითხის შეკავებისას სხეულის ღრუებში (ექსუდატი),
რაც დაკავშირებულია გულის ფუნქციის დარღვევასთან (მაგალითად, ფილტვების შეშუპება გულის მწვავე უკმარისობისას), თუ საჭიროა პრეპარატის ინტრავენური შეყვანა.

ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები
ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში პრეპარატ ტრიფასი® 20-ით მკურნალობის გამოცდილება არ არის, ამიტომ მათთვის არ შეიძლება ამ პრეპარატის გამოყენება.

ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე ორსულობაზე ეჭვის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა
პრეპარატ ტრიფასი® 20-ის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია მხოლოდ მკურნალი ექიმის დანიშნულებით. ორსულებს პრეპარატი ენიშნებათ მინიმალური დოზით.
პრეპარატ ტრიფასი® 20-ის ნაყოფზე ზემოქმედება დადგენილი არ არის.

ძუძუთი კვების პერიოდი
ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა პრეპარატ ტრიფასი® 20-ის მოქმედი ნივთიერება დედის რძეში. ამიტომ, ამ პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში არ არის რეკომენდებული. ლაქტაციის დროს პრეპარატ ტრიფასი® 20-ით მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ძუძუთი კვებაზე უარის თქმა.

დოზირება
პრეპარატის დოზა შეირჩევა თირკმელების ფუნქციის დარღვევის ხარისხის მიხედვით.

რეკომენდებული საწყისი დოზა – პრეპარატ ტრიფასი® 20-ის 2 მლ ერთხელ დღე-ღამეში (შეესაბამება 10 მგ ტორასემიდს). 2 მლ-ის აღების შემდეგ ამპულაში დარჩენილი პრეპარატი არ გამოიყენება. პრეპარატის არასაკმარისი ეფექტიანობის შემთხვევაში შეიძლება ხანმოკლე მკურნალობის გამოყენება (მაქსიმუმ 3 დღე) პრეპარატ ტრიფასი® 20-ის 8 მლ-მდე დოზის შეყვანით დღე-ღამეში (შეესაბამება 40 მგ ტორასემიდს).

ფილტვების მწვავე შეშუპების შემთხვევაში მკურნალობის დაწყება საჭიროა პრეპარატ ტრიფასი® 20-ის 4 მლ დოზის (რაც შეესაბამება 20 მგ ტორასემიდს) ერთჯერადი ინტრავენური შეყვანით. მკურნალობის ეფექტიანობის მიხედვით, პრეპარატის აღნიშნული დოზის განმეორებით შეყვანა შეიძლება 30 წუთიანი ინტერვალით. დაუშვებელია მაქსიმალური დოზის გადაჭარბება, რომელიც შეადგენს პრეპარატ ტრიფასი® 20-ის 20 მლ-ს (რაც შეესაბამება 100 მგ ტორასემიდს) 24 საათის განმავლობაში.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას მკურნალობის დროს საჭიროა სიფრთხილის დაცვა. ტორასემიდის კონცენტრაცია სისხლში შესაძლოა აიწიოს.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
პრეპარატის დოზირების განსაკუთრებული მოთხოვნები ხანდაზმული ასაკის პაციენტებისთვის არ არის.

გამოყენების წესი
ტრიფასი® 20 შეჰყავთ ინტრავენურად ნელა.

შეიყვანეთ მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარი!
ინტრაარტერიული შეყვანა მკაცრად აკრძალულია!

მიკრობიოლოგიური სისუფთავის გათვალისწინებით პრეპარატ ტრიფასი® 20-ის გამოყენება საჭიროა შეფუთვის პირველი გახსნისთანავე. თუ ის არ იყო დაუყოვნებლივ გამოყენებული, პრეპარატის შენახვის ხანგრძლივობასა და პირობებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.

ტრიფასი® 20-ის გამოყენება არ შეიძლება სხვა სამკურნალო საშუალებებთან შერეული ინექციის ან ინფუზიის სახით.

შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ
რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. გვერდითი მოქმედების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით თქვენ დაგვეხმარებით მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში

მწარმოებელი
ა. მენარინი მანუფექჩერინგ ლოჯისტიკს ენდ სერვისიზ ს.რ.ლ.
ვია სეტტე სანტი, 3
50131 ფლორენცია
იტალია

უფლებამოსილი წარმომადგენელი
ბერლინ-ხემი (მენარინი გრუპი)
გლინიკერ ვეგ 125
12489 ბერლინი
გერმანია