ტორაგამა 5მგ ტაბლეტები - Toragamma 5mg Tabletten
ტორაგამა 5მგ ტაბლეტები - Toragamma 5mg Tabletten

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დიურეზული საშუალებები, სულფონამიდები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ტორაგამა 5მგ


შემადგენლობა

ტორაგამა ® 5 მგ ტაბლეტების შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: ტორასემიდი
ერთი ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ტორესამიდს
სხვა ინგრედიენტები:
მიკროკრისტალოსკოპური ცელულოზა,სიმინდის სახამებელი, კროსკარამელოზა ნატრიუმი,მაღალდისპერსული ეროსილი,მაგნიუმის სტრეატი, (Ph.Eur)

როგორია ვიზუალურად ტორაგამა ® 5 მგ ტაბლეტები და შეფუთვა:
არსებობს 30, 50 და 100 ტაბლეტიანი კოლოფები საავადმყოფოსათვის ძირითადადაა განკუთვნილია 30 და 300 ტაბლეტიანი კოლოფები.

ჩვენებები
ტორაგამა® 5 მგ ტაბლეტები არის შარდმდენი და წნევის დამწევი ფარმაცევტული პროდუქცია რომელიც მიეკუთვნება შარდმდენების ჯგუფს.
ტორაგამა® 5 მგ ტაბლეტები გამოიყენება ქსოვილებში (გულის შეგუბება)და/ან სხეულის ღრუებში (ეფუზია) სითხის შეკავების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის ,რაც გამოწვეულია გულის ფუნქციური დარღვევით(გულის უკმარისობა)

მიღების წესები და დოზები
ტორაგამა ® 5 მგ ტაბლეტები აუცილებლად ექიმის ინსტრუქციის მიხედვით უნდა მიიღოთ,შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზები:
ექმის რეცეპტის გარეშე იხელმძღვანელეთ შემდეგი დოზებით:
მკურნალობის საწყის ეტაპზე მიიღება დღეში 5 მგ ტორასემიდი.ამისათვის არსებობს ტაბლეტები შესაბამისი აქტიური ინგრედიეტების შემადგენლობით.
ეს დოზა არის ჩვეულებრივ შემანარჩუნებელი დოზა.
თუ დღეში 5 მგ ტორასემიდი 2 ტაბლეტი არ არის საკმარისი ეფექტისათვის გამოიყენება ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტები(10 მგ ტორასემიდი). პაციენტის კლინიკური სურათიდან გამომდინარე შესაძლებელია გაიზრდოს 20 მგ მდე დღეში (20 მგ ტორესამიდი)
პაციენტები რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის გაუარესება
იმ შემთხვევაში როდესაც პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ფუნქციის გაუარესება ეს მედიკამენტი დიდი სისფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული,რადგან სისხლში ტორესამიდის კონცენტრაციამ შეიძლება მოიმატოს.
ასაკოვანი პაციენტები:
ასაკოვანი პაციენტებისათვის არ არის რეკომენდაციები ალტერნატიული დოზებზე.
12 წელზე ქვემოთ ასაკის ბავშვები:
არ არსებობს საკმარისი მონაცემები თუ რა გავლენას ახდენს ტორაგამა ® 5 მგ ტაბლეტები 12 წელზე ქვემოთ ბავშვებში ,ამიტომ ეს პრეპარატი არ გამოიყენება.

მიღების წესი:
ტაბლეტი მიიღეთ მთლიანად მცირე წყალთან ერთად დილით. ტორაგამა ® 5 მგ ტაბლეტები მიიღება საკვებთან ან საკვების გარეშე.

პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა:
როგორც წესი ტორაგამა ® 5 მგ ტაბლეტები მიიღება ხანგრძლივი მკურნალობისას ან მანამდე სანამ ქსოვილში სითხის დაგროვება არ შემცირდება. ამ პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს თქვენი ექიმი.
თუ გრძნობთ რომ ტორაგამა ® 5 მგ ტაბლეტების გამოყენებას თქვენზე აქვს ძლიერი ან პირიქით სუსტი ეფექტი აუცილებლად მიმართეთ თქვენს ექიმს.

გვერდითი მოვლენები
ისევე როგორც ყველა სხვა მედიკამენტს ტორაგამა ® 5 მგ ტაბლეტებსაც ახასიათებს გვერდითი ეფექტები.,თუმცა ეს არ აიღინიშნება ყველა პაციენტში.ცხრილში მოცემულია ის არასასურველი შედეგები რაც შესაძლებელია ახლდეს ტორაგამა ® 5 მგ ტაბლეტების გამოყენებას.
ქვემოთ აღნიშნული გვერდითი ეფექტები შეფასებულია სიხშირის მიხედვით.

ძალიან ზოგადად | 10 პაციენტში ერთზე მეტი
---|---
ზოგადად | 10 პაციენტში 1ზე ნაკლები,მაგრამ 100 პაციენტში ერთზე მეტი
იშვიათად | 100 პაციენტში ერთზე ნაკლები,მაგრამ 1000 პაციენტში ერთზე მეტი
იშვიათად | 1000 პაციენტში ერთზეე ნაკლები მაგრამ 10000 პაციენტში ერთზე მეტი
ძალიან იშვიათი | 10000 პაციენტში ერთზე ნაკლები ან უცნობია

მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები,სიმპტომები და ზომები რომლებიც უნდა მიიღოთ მათი დაფიქსირების შემთხვევაში.
თუ აღგენიშნებათ ქვემოთ მოცემული გვერდითი ეფექტები უნდა შეწყვიტოთ ტორაგამა ® 5 მგ ტაბლეტების მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ თქვენს ექიმს.
მეტაბოლიზმი/ელექტროლიტები
ჩვეულებრივ: მჟავური დისბალანსის მომატება(მეტაბოლური ალკალოზისი), კუნთების სპაზმები (განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე), შარდის მჟავის და სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მომატება,ხისხლის ლიპიდების (ტრიგლიცერიდები,ქოლესტეროლი) მომატება, სისხლში კალიუმის ნაკლებობა(ჰიპოპოტასემია), რაც დაკავშირებულია დაბალ კალიუმიან დიეტასთან, ასევე ღებინება,დიარეა საფაღარათო საშუალებების გადაჭარბებული გამოყენების შემდეგ და იმ პაციენტებში რომელთაც ღვიძლის ფუნქცია დაქვეითებული აქვთ.
შესაძლებელია აღინიშნოს მარილისა და წყლის ბალანსის დარღვევა (განსაზღვრავს დოზები და მკურნალობის ხანგრძლივობა),განსაკუთრებით მაგ. სისხლში სითხის დაკარგვა(ჰიპოვოლემია) ,სისხლში კალიუმის და/ან ნატრიუმის ნაკლებობა( ჰიპოპოტასემია და/ან ჰიპონატრემია)
გულსისხლძარღვთა სისტემა
ძალიან იშვიათად: შესაძლებელია აღინიშნოს სისხლის გასქელება თრომბოემბოლური გართულებები,გონების დაბინდვა,სისხლის წნევის დაცემა(ჰიპოტონია) ,ცირკულაციოური ფუნქციის მოშლა, გულის კუნთებში და ტვინში ცირკულაციის დაქვეითება.შედეგად შეიძლება მოყვეს მაგალითად გულის არითმია,მკერდის არეში ტკივილები(სტენოკარდია),მწვავე მიოკარდიული დარღვევა და გონების უეცარი დაკარგვა(სინკოპა)
კუჭნაწლავის ტრაქტი
ჩვეულებრივ: კუჭნაწლავი პრობელემები(მაგ. მადის დაკარგვა,მუცლის ტკივილი, გულის რევა,ღებინება,დიარეა,შეკრულობა)განსაკუთრებით კი მკურნალობის საწყის ეტაპზე.
ძალიან იშვიათად: პანკრეატიტი
თირკმლის და საშარდე ტრაქტი
იშვიათად: სისხლში და შარდში კრეატინის მომატება,შარდის ნაკადის შეფერხების შედეგად შესაძლებელია კლიენტს აღენიშნოს შარდის შეკავება .
ღვიძლი:
ჩვეულებრივ: ღვიძლში გარკვეული ენზიმების მომატება(გამა GT)
კანის ალეგიული რეაქციები
ძალიან იშვიათად: ალეგიული რეაქციები ისეთი როგორიცაა ანთება ,ანთებითი ცვლილებები კანზე (ეკზანტემა),შუქზე მგრძნობელობა (ფოტომგრძნობელობა),კანის მწვავე რეაქციები.
სისხლი და სისხლმბადი სისტემა
ძალიან იშვიათად: სისხლის წითელი და თეთრი სხეულების და ტრომბოციტის შემცირება(ტრომბოციტები,ერითროციტები და ლეიკოციტები)
ზოგადი ინფორმაცია:
ჩვეულებრივ: თავისტკივილი,თავბრუსხვევა,დაღლილობა,სისუსტე(განსაკუთრების მკურნალობის საწყის ეტაპზე)
იშვიათად: პირის სიმშრალე,სისიუტის ,სიცივის შეგრძნება სახსრებში (პარესთეზია.)
ძალიან იშვიათად: მხედველობის გაუარესება,სმენის პრობლემები,ხმაური ყურებში,სმენის დაქვეითება.
უკუჩვენები
თუ შენიშნავთ ზემოთ აღნიშნულ გვერდით ეფექტებს დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს,რომ მან მიიღეოს შესაბამისი საჭირო ზომები.
თუ გვერდითი ეფექტი უეცრად აღგენიშნათ ან გაუარესდა დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ,რადგან მედიკამენტის ზოგიერთი გვერდითი ეფექტი შესაძლებელია სიცოცხლისათვის სახიფათო აღმოიჩნდეს.ექიმი გადაწყვეტს რა ზომებს მიმართოს და შეწყვიტოს თუ არა მკურნალობა.
როგორც კი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის ნიშნები დაფიქსირდება უნდა შეწყდეს ტორაგამა ® 5 მგ ტაბლეტების მიღება.
თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით ეფექტს რომელიც არ არის მოცემული ამ ბუკლეტში დაუყოვნებლის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება
ტორაგამა 5 მგ ტაბლეტების გამოყენებამდე
დაუშვებელია ტორაგამა® 5 მგ ტაბლეტების მიღება :
-თუ აღგენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების- ტორასემიდის,სტრუქტურულად მსგავსი ნივთიერებების(სულფონილურეზას) ან ტორაგამა® 5 მგ ტაბლეტების სხვა ინგრედიენტების მიმართ.
-თუ გაწუხებთ შარდის არასათანადოდDგამოყოფით გამოწვეული თირკმლის პრობლემები.
-თუ აღგენიშნებათ ღვიძლის ფუნქციების დაქვეითება ,რასაც თან ახლავს გონების დაბნელება (კომა ან ჰეპატური პრეკომა).
-თუ გაქვთ პათოლოგიურად დაბალი წნევა(ჰიპოტონია)
-თუ გაქვთ სისხლისნაკლებობა(ჰიპოვოლემია)
-ნატრიუმის ან კალიუმის ნაკლებობის დროს(ჰიპონატრემია,ჰიპოპოტასემია)
-შარდის ნაკადის მწვავე დარღვევის დროს(მაგ.როდესაც პროსტატის ზომა პათოლოგიურად იზრდება)
-ძუძუთი კვების დროს

ყურადღებით მიიღეთ ტორაგამა® 5 მგ ტაბლეტები
იქედან გამომდინარე, რომ ამ მედიკამენტის მკურნალობაში გამოყენების არასაკმარისი გამოცდილებაა ტორაგამა® 5 მგ ტაბლეტები არ მიიღება შემდეგ შემთხვევებში:
-ნიკრისის ქარი
-მაღალი ხარისხის პათოლოგიური გულის ცემა და გულის რეჟიმის დარღვევა ( მაგ. სინოართრიალური ბლოკადა, მეორე ან მესამე ხარისხის AV ბლოკადა).
-მჟავა-ტუტოვანი ბალანსის პათოლოგიური ცვლილებები.
ერთდოული მკურნალობა ლითიუმით და გარკვეული ანტიბიოტიკებით(ამინოგლიკოზიდები, ცეფალოსპორინები).
-სისხლის ანალიზში პატოლოგიური ცვლილებები.(მაგ.ტრომბოციტოპენია ან ანემია პაციენტებში რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დაქვეითება)
-თირკმლის ფუნქციის დაქვეითება,რაც გამოწვეულია იმ ნივთიერებებით რომლებიც აზიანებენ თირკმელს.

12 წელზე ქვემოთ ასაკის ბავშვები:
იქედან გამომდინარე რომ არასაკმარისი გამოცდილება არსებობს ამ მედიკამენტით 12 წელზე ქვემოთ ასაკის ბავშვების მკურნალობისა ასეთმა პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ტორაგამა ® 5 მგ ტაბლეტები.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა:
არ არსებობს საკმარისი კლინიკური გამოცდილება თუ რა ეფექტი აქვს ნაყოფზე ტორაგამა ® 5 მგ ტაბლეტებს.
ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა,რომლის დროსაც გამოყენებული იქნა ტორაგამა ® 5 მგ ტაბლეტების აქტიური ნივთიერება ტორასემიდი, არ ჩავენა რაიმე ტერატოგენური ეფექტი,თუმცა ატიური ნივთიერების დიდი დოზით გამოყენების შემდეგ ნაყოფზე და მშობელ ცხოველზე დაფიქსირდა საზიანო ეფექტი.
რადგან არ არსებობს დამატებითი მონაცემები შესაძლებელია ტორაგამა ® 5 მგ ტაბლეტების გამოყენება ორსულობის დროს თუ თქვენი ექიმი ჩათვლის რომ მისის გამოყენება აუცილებელია.
იმ შემთხვევაში თუ აპირებთ დაორსულებს ან უკვე ხართ ორსულად დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
ძუძუთი კვება:
არ არსებობს მონაცემები გადადის თუ არა ძუძუთი კვების დროს ტორაგამა ® 5 მგ ტაბლეტების აქტიური ნივთიერება ტორასემიდი ადამიანის ან ცხოველის რძეში.ასე რომ არ გამოიყენოთ ტორაგამა ® 5 მგ ტაბლეტები ძუძუთი კვების დროს.თუ თქვენი ექიმი გადაწყვეტს რომ თქვენ აუცილებლად უნდა მიიღოთ ტორაგამა ® 5 მგ ტაბლეტები ბავშვი გადაიყვანეთ ხელოვნურ კვებაზე.

განსაკუთრებული მითითებები
მართვა და დანადგარების გამოყენება
ტორაგამა ® 5 მგ ტაბლეტების გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს რეაქციების ისე გამწვავება,რომ მაგ ტრანსპორტის მართვას ,დანადგარებთან მუშაობას უსაფრთხოების ზომების გარეშე ცუდი შედეგი მოჰყვეს . განსაკუთრებით კი მკურნალობის საწყის ეტაპზე , დოზის გაზრდისას, პრეპარატის შეცვლისას, დამატებითი პრეპარატის პირველად მიღებისას და ალკოჰოლთან ერთად გამოყენებისას.

ჭარბი დოზირება
თუ მიიღეთ ტორაგამა ® 5 მგ ტაბლეტების ზედმეტი დოზა:
ტორაგამა ® 5 მგ ტაბლეტების შემთხვევით თუ გამიზნულად გადაჭარბებული დოზის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მარილის და წყლის ზედმეტი და ორგანიზმისათვის სახიფათო რაოდენობის გამოყოფა,ასევე გონების დაბინდვა,დაკარგვა,სისხლის წნევის დაცემა,სისხლის მიმოქცევის მოშლა. და კუჭნაწლავის პრობლემები.
ასეთ შემთხვევაში საჭირო ზომების მისაღებად დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ტორაგამა ® 5 მგ ტაბლეტების მიღება
თუ ტორაგამა ® 5 მგ ტაბლეტების დოზა ძალიან პატარაა ან დაგავიწყდათ მიღება შესაბამისად მისი ეფექტი შემცირდება,რაც შესაძლებელია სიმპტომებით გამოვლინდეს,მაგ ქსოვილებში სითხის დაგროვების მომატება,რომლის შედეგადად თავს ცუდად გრძობთ.
ასეთ შემთხვევაში უნდა მიიღოთ ის დოზა რაც დაგავიწყდათ,მაგრათ თუ წამლის მიღების ჩვეული დრო ახლოვდება არ მიიღოთ დამატებითი დოზა. ჩვეულებრივ გააგრძელეთ დოზების მიღება დანიშნულების მიხედვით.
თუ შეაჩერებთ ტორაგამა ® 5 მგ ტაბლეტებით მკურნალობას
იმ შემთხვევაში თუ ნაადრევად შეყვიტავთ ამ მედიკამენტის მიღებას,შესალებელია დაფიქსირდეს სიმპტომების გაუარესება.ასე რომ ექიმის კონსულტაციის გარეშე არ შეწყვიტოთ წამლის მიღება.
მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
თუ ღებულობთ ან ბოლო პერიოდში მიგიღიათ სხვა მედიკამენტები,მათ შორის ურეცეპტო მედიკამენტები აუცილებლად მიაწოდეთ თქვენს ექიმს ამის შესახებ ინფორმაცია.
ასევე მხედველობაში მიიღეთ ის მედიკამენტებიც რომლებიც მიგიღიათ.
ტორაგამა ® 5 მგ ტაბლეტები ზრდის სხვა წნევის დამწევი საშუალებების ,განსაკუთრებით კი ACE ინჰიბიტორების ეფექტს.თუ ტორაგამა ® 5 მგ ტაბლეტებით მკურნალობისას დამატებით გამოიყენება ACE E ინჰიბიტორები ან ტორაგამა ® 5 მგ ტაბლეტებით მკურნალობის დასრულებისთანავე მიიღება ეს ინჰიბიტორები შესაძლებელია ამან გამოიწვიოს წნევის გადაჭარბებულად დაწევა. კალიუმის ნაკლებობას, რომელიც გამოწვეულია ტორაგამა ® 5 მგ ტაბლეტებით შესაძლებელია შედეგად მოყვეს ერთდროულად გამოყენებული დიგიტალესის შემცველი პრეპარატების გვერდითი ეფექტების მომატება
ტორაგამა ® 5 მგ ტაბლეტებმა შესაძლებელია შეამციროს დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტების ეფექტი.
პრობენეცინიმა (რომელიც გამოიყენება ნიკრისის ქარის სამკურნალოდ) და გარკვეული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებმა(მაგ . ინდომეტაცინი , აცეტილსალიცილის მჟავა) შესაძლებელია შეამციროს ტორაგამა ® 5 მგ ტაბლეტების შარდმდენი და წნევის დამწევი ეფექტი.
იმ შემთხვევაში როდესაც მკურნალობისას სალიცილატი დიდი დოზით გამოიყენება (ტკივილგამაყუჩებელი და რევმატიზმის მედიკამენტები) ტორაგამა ® 5 მგ ტაბლეტები აძლიერებს მათ ეფექტს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
განსაკუთრებით მაშინ როდესაც ტორაგამა ® 5 მგ ტაბლეტების დიდი დოზა გამოიყენება ამან შესაძლებელია გამოიწვიოს შემდეგი გვერდითი ეფექტების გაუარესება:
სმენის და თირკმელების დაზიანება ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკებთან ერთად გამოყენებისას(მაგ. კანამიცინი,გენტამიცინი,ტობრამიცინი) ცისპლატინის ნაერთის (მედიკამენტები რომლებიც გამოიყენება სიმსივნის სამკურნალოდ) და ცეფალოსპორინის (მედიკამენტები რომლებიც გამოიყენება ინფექციური დაავადებების დროს) გამოყენებისას თირკმელების დაზიანება.
ტორაგამა ® 5 მგ ტაბლეტებმა შესაძლებელია გამოიწვიოს თეოფილინის (ასთმის სამკურნალო მედიკამენტი) და კურარეს მსგავსი პრეპარატების მიორელაქსური ეფექტის გაძლიერება.
საფაღარათო საშუალებების და კუჭქვეშა ჯირკვლის ჰორმონებმა (მინერალო- და გლუკოკორტიკოიდები მაგ კორტიზონი)შესაძლებელია გაზარდოს ტორაგამა 5 მგ ტაბლეტებით გამოწვეულია კალიუმის კარგვა.
ლითიუმისა და ტორაგამა ® 5 მგ ტაბლეტების ერთად გამოყენებისას შესაძლებელია რომ სისხლში ლითიუმის კონცენტრაცია და ლითიუმის გვერდითი ეფექტი გულზე და თირკელებზე გაიზარდოს.
ტორაგამა ® 5 მგ ტაბლეტებმა შეიძლება შემაციროს არტერიების მგრძნობელობა ვაზოდილატატორების მიმართ(მაგ . ადრენალინი,ნორადრენალინი).
ქოლესტირამინთან (მედიკამენტი რომელიც ამცირებს სისხლში ლიპიდებს)ერთად გამოყენებისას შესაძლებელია შემცირდეს ტორაგამა ® 5 მგ ტაბლეტების შეწოვა კუჭნაწლავის ტრაქტიდან და შესაბამისად მისი ეფექტიც.

შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ მედიკამაენტი ბავშვებისაგან დაცულ ადგილზე
არ გამოიყენოთ მედიკამენტი კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ
ამ პრეპარატისათვის განსაკუთრებული შენახვის პირობები არ მოითხოვება

საერთაშორისო დასახელება - torasemide
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → დიურეზული საშუალებები და პრეპარატები დიურეზული ეფექტით → ძლიერმოქმედი დიურეზული საშუალებები → მარყუჟოვანი დიურეზული საშუალებები
ტორაგამა 5მგ ტაბლეტები არის შარდმდენი და წნევის დამწევი საშუალება, რომელიც განეკუთვნება მარყუჟოვან დიურეზულ საშუალებების ჯგუფს.
ტორაგამა 5მგ ტაბლეტები გამოიყენება გულის კუნთების ფუნქციის მოშლის (გულის უკმარისობა) საფუძველზე ქსოვილებში და/ან სხეულის ღრუებში სითხის დაგროვების (შეშუპების) სამკურნალოდ ან პროფილაქტიკის მიზნით.

დოზები
მკურნალობა იწყება დღეში 1 ტორაგამა 5მგ ტაბლეტით (5მგ ტორასემიდი).
ეს დოზა არის როგორც წესი შემანარჩუნებელი დოზა
დოზის გაზრდა დასაშვებია, შეგიძიათ მიიღოთ დღეში 20მგ ტორასემიდი.
შეგიძლიათ მიიღოთ ტორაგამა 5მგ დღეში 2 ტაბლეტი (შეესაბამება 10მგ ტორასემიდს), თუ ჩვეულებრივი დოზა - დღეში 1 ტაბლეტი - არ არის საკმარისი.
ასეთ შემთხვევაში მიიღება ტორაგამა 5მგ დღეში 2 ტაბლეტი (შეესაბამება 10მგ ტორასემიდს), ავადმყოფობის სიმძიმიდან გამომდინარე შეიძლება დოზის გაზრდა და 20მგ ტორასემიდის მიიღება.

მიღების წესი
მიიღეთ ტაბლეტი მთლიანად საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად დილით. ტორაგამა 5მგ ტაბლეტები მიიღება შეიძლება კვების წინ ან საკვებთან ერთად.
ტაბლეტს აქვს შუაში ჭდე, ადვილად რომ გაყოთ ტაბლეტი, თუ მთლიანს ვერ ყლაპავთ მას.

გვერდითი ეფექტები
როგორც ნებისმიერ სხვა პრეპარატს, ტორაგამა 5მგ ტაბლეტებსაც გააჩნიათ გვერდითი ეფექტები, რომლებიც ყველას შემთხვევაში არ ვლინდება. ქვემოთ ჩამოთვლილია, თუ რა გვერდითი ეფექტებია მოსალოდნელი.
ხშირად (10-დან 1 პაციენტის შემთხვევაში)
უ მჟავური დიზბალანსის მომატება (მეტაბოლური ალკალოზი). კუნთების სპაზმები (განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე), შარდის მჟავის და სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მომატება, სისხლის ლიპიდების (ტრიგლიცერიდები, ქოლესტერინი) მომატება, სისხლში კალიუმის ნაკლებობა (ჰიპოკალიემია), რაც დაკავშირებულია დაბალკალიუმიან დიეტასთან, ასევე ღებინება, დიარეა საფაღარათო საშუალებების გადაჭარბებული გამოყენების შემდეგ და იმ პაციენტებში, რომელთაც დაქვეითებული აქვთ ღვიძლის ფუნქცია.დოზებისა და მკურნალობის ხანგრძლივობიდან გამომდინარე შესაძლებელია აღინიშნოს მარილისა და წყლის ბალანსის დარღვევა, განსაკუთრებით მაგ. სისხლში სითხის დაკარგვა (ჰიპოვოლემია), სისხლში კალიუმის და/ან ნატრიუმის ნაკლებობა (ჰიპოკალიემია და/ან ჰიპონატრიემია).
უ კუჭ-ნაწლავის პრობლემები (მაგ. მადის დაკარგვა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა) განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე.
უ ღვიძლში გარკვეული ფერმენტების მომატება (გამა GT).
უ თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, სისუსტე (განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე).

საერთაშორისო დასახელება - torasemide
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → დიურეზული საშუალებები და პრეპარატები დიურეზული ეფექტით → ძლიერმოქმედი დიურეზული საშუალებები → მარყუჟოვანი დიურეზული საშუალებები
ტორაგამა 5მგ ტაბლეტები არის შარდმდენი და წნევის დამწევი საშუალება, რომელიც განეკუთვნება მარყუჟოვან დიურეზულ საშუალებების ჯგუფს.
ტორაგამა 5მგ ტაბლეტები გამოიყენება გულის კუნთების ფუნქციის მოშლის (გულის უკმარისობა) საფუძველზე ქსოვილებში და/ან სხეულის ღრუებში სითხის დაგროვების (შეშუპების) სამკურნალოდ ან პროფილაქტიკის მიზნით.

დოზები
მკურნალობა იწყება დღეში 1 ტორაგამა 5მგ ტაბლეტით (5მგ ტორასემიდი).
ეს დოზა არის როგორც წესი შემანარჩუნებელი დოზა
დოზის გაზრდა დასაშვებია, შეგიძიათ მიიღოთ დღეში 20მგ ტორასემიდი.
შეგიძლიათ მიიღოთ ტორაგამა 5მგ დღეში 2 ტაბლეტი (შეესაბამება 10მგ ტორასემიდს), თუ ჩვეულებრივი დოზა - დღეში 1 ტაბლეტი - არ არის საკმარისი.
ასეთ შემთხვევაში მიიღება ტორაგამა 5მგ დღეში 2 ტაბლეტი (შეესაბამება 10მგ ტორასემიდს), ავადმყოფობის სიმძიმიდან გამომდინარე შეიძლება დოზის გაზრდა და 20მგ ტორასემიდის მიიღება.

მიღების წესი
მიიღეთ ტაბლეტი მთლიანად საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად დილით. ტორაგამა 5მგ ტაბლეტები მიიღება შეიძლება კვების წინ ან საკვებთან ერთად.
ტაბლეტს აქვს შუაში ჭდე, ადვილად რომ გაყოთ ტაბლეტი, თუ მთლიანს ვერ ყლაპავთ მას.

გვერდითი ეფექტები
როგორც ნებისმიერ სხვა პრეპარატს, ტორაგამა 5მგ ტაბლეტებსაც გააჩნიათ გვერდითი ეფექტები, რომლებიც ყველას შემთხვევაში არ ვლინდება. ქვემოთ ჩამოთვლილია, თუ რა გვერდითი ეფექტებია მოსალოდნელი.
ხშირად (10-დან 1 პაციენტის შემთხვევაში)
უ მჟავური დიზბალანსის მომატება (მეტაბოლური ალკალოზი). კუნთების სპაზმები (განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე), შარდის მჟავის და სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მომატება, სისხლის ლიპიდების (ტრიგლიცერიდები, ქოლესტერინი) მომატება, სისხლში კალიუმის ნაკლებობა (ჰიპოკალიემია), რაც დაკავშირებულია დაბალკალიუმიან დიეტასთან, ასევე ღებინება, დიარეა საფაღარათო საშუალებების გადაჭარბებული გამოყენების შემდეგ და იმ პაციენტებში, რომელთაც დაქვეითებული აქვთ ღვიძლის ფუნქცია.დოზებისა და მკურნალობის ხანგრძლივობიდან გამომდინარე შესაძლებელია აღინიშნოს მარილისა და წყლის ბალანსის დარღვევა, განსაკუთრებით მაგ. სისხლში სითხის დაკარგვა (ჰიპოვოლემია), სისხლში კალიუმის და/ან ნატრიუმის ნაკლებობა (ჰიპოკალიემია და/ან ჰიპონატრიემია).
უ კუჭ-ნაწლავის პრობლემები (მაგ. მადის დაკარგვა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა) განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე.
უ ღვიძლში გარკვეული ფერმენტების მომატება (გამა GT).
უ თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, სისუსტე (განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე).

1. რა არისტორაგამა 5მგ ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება ის**?**

ტორაგამა 5მგ ტაბლეტები არის შარდმდენი და წნევის დამწევი საშუალება, რომელიც განეკუთვნება მარყუჟოვან დიურეზულ საშუალებების ჯგუფს.

ტორაგამა 5მგ ტაბლეტები გამოიყენება გულის კუნთების ფუნქციის მოშლის (გულის უკმარისობა) საფუძველზე ქსოვილებში და/ან სხეულის ღრუებში სითხის დაგროვების (შეშუპების) სამკურნალოდ ან პროფილაქტიკის მიზნით.

2.რა უნდა გაითვალისწინოთ ტორაგამა 5მგ ტაბლეტების მიღებამდე**?**

ტორაგამა** 5მგ** ტაბლეტები არ უნდა მიიღოთ**:
** - თუ ალერგიული ხართ ტორასემიდის, ასევე სტრუქტურულად მსგავსი ნივთიერებების (სულფანიდშარდოვანა) ან მე-6 თავში ჩამოთვლილი დამხმარე ნივთიერებების მიმართ

  • თუ თირკმელების მიერ არ ხდება შარდის გამოყოფა (ანურია)
  • თუ დარღვეული გაქვთ ღვიძლის ფუნქცია, რასაც თან ახლავს გონების დაბინდვა (კომა ან პრეკომა)
  • დაბალი წნევის დროს (ჰიპოტონია)
  • ცირკულაციური ფუნქციის მოშლის დროს (ჰიპოვოლემია)
  • ნატრიუმის ან კალიუმის ნაკლებობის დროს (ჰიპონატრიემია, ჰიპოკალიემია)
  • შარდის ნაკადის დარღვევის დროს (მაგალითად პროსტატას პათოლოგიური გადიდების გამო)
  • ლაქტაციის პერიოდში.

უსაფრთხოება და განსაკუთრებული მითითებები**
**ტორაგამა 20მგ ტაბლეტების მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცეტთან ან ჯანდაცვის სხვა პროფესიონალან.

ვინაიდან არ არის ჩატარებული საკმარისი კვლევები, პრეპარატი ტორაგამა 5მგ ტაბლეტების მიღება არ არის რეკომენდირებული შემდეგ შემთხვევებში:

  • პოდაგრა
  • მაღალი ხარისხის გულის კუნთის აგზნებადობის და გამტარებლობის დარღვევა (მაგ.: სინოატრიალური ბლოკადა, მეორე ან მესამე ხარისხის AV ბლოკადა)
  • მჟავა-ტუტოვანი ბალანსის პათოლოგიური ცვლილებები
  • ლითიუმთან და რიგ ანტიბიოტიკებთან (ამინოგლიკოზიდები, ცეფალოსპორინები) ერთდროული მკურნალობა
  • პათოლოგიური ცვლილებები სისხლში (მაგ.: თრომბოციტოპენია ან ანემია, იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ თირკმლის დისფუნქცია)
  • თირკმლის ფუნქციის დარღვევა, რაც გამოწვეულია იმ ნივთიერებებით, რომლებიც აზიანებენ თირკმელს
    ტორაგამა 5მგ ტაბლეტების მიღებამ შეიძლება დოპინგის კონტროლზე დადებითი პასუხი აჩვენოს.

ბავშვები

იქიდან გამომდინარე, რომ 12 წლამდე ბავშვებში არ ჩატარებულა საკმარისი კვლევები, არ არის რეკომენდირებული მათთვის ტორაგამა 5მგ ტაბლეტების დანიშვნა.

ტორაგამა** 5მგ** ტაბლეტების მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, იღებდით ან აპირებთ მიიღოთ რაიმე სხვა პრეპარატი.

ტორაგამა 5მგ ტაბლეტები ზრდის წნევის დამწევი სხვა საშუალებების, განსაკუთრებით აგფ-ინჰიბიტორების ეფექტს. თუ ტორაგამა 5მგ ტაბლეტებით მკურნალობისას დამატებით გამოიყენება აგფ-ინჰიბიტორები ან ტორაგამა 5მგ ტაბლეტებით მკურნალობის დასრულებისთანავე მიიღება ეს ინჰიბიტორები, შესაძლებელია ამან გამოიწვიოს წნევის სწრაფი ვარდნა.

ტორაგამა 5მგ ტაბლეტების მიღებით გამოწვეულ შესაძლო კალიუმის ნაკლებობას, შედეგად შეიძლება მოჰყვეს პარალელურად დანიშნული დიგიტალისის**(ფუტკარა) **შემცველი პრეპარატების გვერდითი ეფექტების მომატება.

ტორაგამა 5მგ ტაბლეტებმა შესაძლოა შეამცირონ დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტების ეფექტი.

პრობენეცი****დმა (რომელიც გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ) და გარკვეული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებმა (მაგ. ინდომეტაცინი, აცეტილსალიცილის მჟავა) შესაძლებელია შეამციროს ტორაგამა 5მგ ტაბლეტების შარდმდენი და წნევის დამწევი ეფექტი.

იმ შემთხვევაში როდესაც მკურნალობისას **სალიცილატები **(ტკივილგამაყუჩებელი და რევმატიზმის სამკურნალო მედიკამენტები) გამოიყენება დიდი დოზით, ტორაგამა 5მგ ტაბლეტები აძლიერებს მათ ეფექტს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

განსაკუთრებით მაშინ როდესაც ტორაგამა 5მგ ტაბლეტების დიდი დოზა გამოიყენება ამან შესაძლებელია გამოიწვიოს შემდეგი გვერდითი ეფექტების გაუარესება: სმენის და თირკმელების დაზიანება ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკებთან ერთად გამოყენებისას (მაგ. კანამიცინი, გენტამიცინი, ტობრამიცინი) ცისპლატინის ნაერთის (მედიკამენტები რომლებიც გამოიყენება სიმსივნის სამკურნალოდ) და ცეფალოსპორინის (მედიკამენტები რომლებიც გამოიყენება ინფექციური დაავადებების დროს) გამოყენებისას თირკმელების დაზიანება.

ტორაგამა 5მგ ტაბლეტებმა შესაძლებელია გამოიწვიოს თეოფილინის (ასთმის სამკურნალო მედიკამენტი) და კურარეს მსგავსი პრეპარატების მიორელაქსური ეფექტის გაძლიერება.

საფაღარათო საშუალებების და კუჭქვეშა ჯირკვლის ჰორმონებმა (მინერალო- და გლუკოკორტიკოიდები მაგ. კორტიზონი) შესაძლებელია გაზარდოს ტორაგამა 5მგ ტაბლეტებით გამოწვეული კალიუმის კარგვა.

ლითიუმისა და ტორაგამა 5მგ ტაბლეტების ერთად გამოყენებისას შესაძლებელია სისხლში გაიზარდოს ლითიუმის კონცენტრაცია და შესაბამისად გაიზრდება ლითიუმის გვერდითი ეფექტი გულზე და თირკმელებზე.

ტორაგამა 5მგ ტაბლეტებმა შეიძლება შეამციროს არტერიების ვაზოდილატატორების (მაგ. ადრენალინი, ნორადრენალინი) მიმართ მგრძნობელობა.

ქოლესტირამინთან (მედიკამენტი რომელიც ამცირებს სისხლში ლიპიდებს) ერთად გამოყენებისას შესაძლებელია შემცირდეს ტორაგამა 5მგ ტაბლეტების შეწოვა კუჭნაწლავის ტრაქტიდან და შესაბამისად მისი ეფექტიც.

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ორსულად ხართ, გეგმავთ ან ვარაუდობთ რომ ხართ ორსულად, აგრეთვე თუ ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

ორსულობა

არ არის საკმარისი კლინიკური კვლევები წარმოდგენილი, თუ როგორ მოქმედებს ტორაგამა 5მგ ტაბლეტები ნაყოფზე.

ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა, რომლის დროსაც გამოყენებული იქნა ტორაგამა 5მგ ტაბლეტების აქტიური ნივთიერება ტორასემიდი, არ აჩვენა რაიმე ტერატოგენური ეფექტი, თუმცა აქტიური ნივთიერების დიდი დოზით გამოყენების შემდეგ ნაყოფზე და მშობელ ცხოველზე დაფიქსირდა გარკვეული არასასურველი ეფექტები.

რადგან ამ ეტაპზე არ არის რაიმე სხვა დამატებითი მონაცემები, შესაძლებელია ტორაგამა 5მგ ტაბლეტების გამოყენება ორსულობის დროს თუ თქვენი ექიმი მიიჩნევს, რომ მისი გამოყენება აუცილებელია. დასაშვებია მხოლოდ ყველაზე მცირე დოზის მიღება.

ლაქტაცია

არ არსებობს მონაცემები გადადის თუ არა ძუძუთი კვების დროს ტორაგამა 5მგ ტაბლეტების აქტიური ნივთიერება ტორასემიდი ადამიანის ან ცხოველის რძეში. ასე რომ არ გამოიყენოთ ტორაგამა 5მგ ტაბლეტები ძუძუთი კვების დროს. თუ თქვენი ექიმი გადაწყვეტს რომ თქვენ აუცილებლად უნდა მიიღოთ ტორაგამა 5მგ ტაბლეტები, ბავშვი გადაიყვანეთ ხელოვნურ კვებაზე.

მართვა და დანადგარებთან მუშაობა

ტორაგამა 5მგ ტაბლეტების დანიშნული დოზებით გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს პრეპარატის ორგანიზმზე მოქმედების ისეთი მკვეთრი გამწვავება, რომ მაგ. ტრანსპორტის მართვას, დანადგარებთან მუშაობას, უსაფრთხოების ზომების გარეშე, ცუდი შედეგი შეიძლება მოჰყვეს. განსაკუთრებით საყურადღებოა ამის გათვალისწინება მკურნალობის საწყის ეტაპზე, დოზის გაზრდისას, პრეპარატის შეცვლისას, დამატებითი პრეპარატის პირველად მიღებისას და ალკოჰოლთან ერთად გამოყენებისას.

3.ტორაგამა 5მგ ტაბლეტების მიღების წესი

მიიღეთ პრეპარატი ექიმის დანიშნულებისამებრ. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზები

მკურნალობა იწყება დღეში 1 ტორაგამა 5მგ ტაბლეტით (5მგ ტორასემიდი).

ეს დოზა არის როგორც წესი შემანარჩუნებელი დოზა

დოზის გაზრდა დასაშვებია, შეგიძიათ მიიღოთ დღეში 20მგ ტორასემიდი.

შეგიძლიათ მიიღოთ ტორაგამა 5მგ დღეში 2 ტაბლეტი (შეესაბამება 10მგ ტორასემიდს), თუ ჩვეულებრივი დოზა - დღეში 1 ტაბლეტი - არ არის საკმარისი.

ასეთ შემთხვევაში მიიღება ტორაგამა 5მგ დღეში 2 ტაბლეტი (შეესაბამება 10მგ ტორასემიდს), ავადმყოფობის სიმძიმიდან გამომდინარე შეიძლება დოზის გაზრდა და 20მგ ტორასემიდის მიიღება.

**
პაციენტები,**რომელთაც აღენიშნებათ ღვიძის ფუნქციის დარღვევა

იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს აქვს ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ამ მედიკამენტის დანიშვნა უნდა მოხდეს დიდი სიფრთხილით, რადგან შესაძლებელია სისხლში ტორასემიდის კონცენტრაციამ სასურველ დოზას გადააჭარბოს.

ასაკოვანი პაციენტები

ასაკოვანი პაციენტებისთვის არ არის რეკომენდებული დოზის ადაპტირება.

ბავშვები

არ არსებობს საკმარისი მონაცემები, თუ რა გავლენას ახდენს ტორაგამა 5მგ ტაბლეტები 12 წლამდე ბავშვებში, აქედან გამომდინარე არ არის რეკომენდირებული მათთვის აღნიშნული პრეპარატის დანიშვნა.

მიღების წესი

მიიღეთ ტაბლეტი მთლიანად საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად დილით. ტორაგამა 5მგ ტაბლეტები მიიღება შეიძლება კვების წინ ან საკვებთან ერთად.

ტაბლეტს აქვს შუაში ჭდე, ადვილად რომ გაყოთ ტაბლეტი, თუ მთლიანს ვერ ყლაპავთ მას.

პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა

როგორც წესი ამ პრეპარატით მკურნალობა ხანგრძლივია, ან იქამდე, ვიდრე ქსოვილებიდან არ მოხდება ჭარბი სითხის (შეშუპება) გაწოვა. მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს თქვენი ექიმი.

დოზის გადაჭარბება

ტორაგამა 5მგ ტაბლეტების დოზის გადაჭარბება გამოიწვევს სითხის და მარილის ინტენსიურ გამოყოფას, რასაც შეიძლება მოჰყვეს გონების დაბინდვა, წნევის დაცემა, კოლაფსი და კუჭ-ნაწლავის პრობლემები. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ის მიიღებს შესაბამის ზომებს.

თუ დაგავიწყდათ ტორაგამა5მგ ტაბლეტის მიღება

თუ მიიღეთ მცირე დოზა ან საერთოდ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, ეს გამოიწვევს მოქმედების შესუსტებას. შესაძლოა გაგიუარესდეთ ჩივილები, მაგალითად წონაში მატება, ქსოვილში სითხის შეკავება და ა.შ.

დროულად გახსენების შემთხვევაში მიიღეთ შესაბამისი დოზა, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად, ან გააგრძელეთ მკურნალობა ჩვეულ რეჟიმში.

ტორაგამა5მგ ტაბლეტების მიღების შეწყვეტა

მკურნალობის თვითნებურმა შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს ჩივილების გაუარესება. მკურნალობის შეწყვეტამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

**4.**გვერდითი ეფექტები

როგორც ნებისმიერ სხვა პრეპარატს, ტორაგამა 5მგ ტაბლეტებსაც გააჩნიათ გვერდითი ეფექტები, რომლებიც ყველას შემთხვევაში არ ვლინდება. ქვემოთ ჩამოთვლილია, თუ რა გვერდითი ეფექტებია მოსალოდნელი.

ხშირად**(10-დან1****პაციენტის** შემთხვევაში**)
** · მჟავური დიზბალანსის მომატება (მეტაბოლური ალკალოზი). კუნთების სპაზმები (განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე), შარდის მჟავის და სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მომატება, სისხლის ლიპიდების (ტრიგლიცერიდები, ქოლესტერინი) მომატება, სისხლში კალიუმის ნაკლებობა (ჰიპოკალიემია), რაც დაკავშირებულია დაბალკალიუმიან დიეტასთან, ასევე ღებინება, დიარეა საფაღარათო საშუალებების გადაჭარბებული გამოყენების შემდეგ და იმ პაციენტებში, რომელთაც დაქვეითებული აქვთ ღვიძლის ფუნქცია.დოზებისა და მკურნალობის ხანგრძლივობიდან გამომდინარე შესაძლებელია აღინიშნოს მარილისა და წყლის ბალანსის დარღვევა, განსაკუთრებით მაგ. სისხლში სითხის დაკარგვა (ჰიპოვოლემია), სისხლში კალიუმის და/ან ნატრიუმის ნაკლებობა (ჰიპოკალიემია და/ან ჰიპონატრიემია).
· კუჭ-ნაწლავის პრობლემები (მაგ. მადის დაკარგვა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა) განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე.
· ღვიძლში გარკვეული ფერმენტების მომატება (გამა GT).
· თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, სისუსტე (განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე).

იშვიათად** (100-დან1****პაციენტის** შემთხვევაში**)
** · სისხლში კრეატინინის და შარდოვანას მომატება, შარდის ნაკადის შეფერხების შედეგად შესაძლებელია პაციენტს აღენიშნოს შარდის შეკავება.
· პირის სიმშრალე, სმენის პრობლემები, სიცივის შეგრძნება სახსრებში (პარესთეზია).

ძალიან იშვიათად** (10 000-დან1****პაციენტის** შემთხვევაში**)
** · სისხლის გასქელების შედეგად შესაძლებელია აღინიშნოს თრომბოემბოლური გართულებები, გონების დაბინდვა, წნევის დაცემა (ჰიპოტონია), ცირკულაციური ფუნქციის მოშლა, გულის კუნთებში და ტვინში ცირკულაციის დაქვეითება. შედეგად შეიძლება მოყვეს მაგალითად გულის არითმია, მკერდის არეში ტკივილები (სტენოკარდია), მწვავე მიოკარდიული დარღვევა და გონების უეცარი დაკარგვა (სინკოპა).
· პანკრეატიტი
· ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ქავილი (პრურიტუსი), ანთებითი ცვლილებები კანზე (ეგზანთემა), შუქზე მგრძნობელობა (ფოტომგრძნობელობა), კანის მწვავე რეაქციები
· ერითროციტების, ლეიკოციტების და თრომბოციტების შემცირება
· მხედველობის გაუარესება, ხმაური ყურებში, სმენის დაქვეითება.

გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან ის შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს. ექიმი მიიღებს შესაბამის ზომებს და გადაწყვეტილებას მკურნალობის გაგრძელების შესახებ.

პრეპარატის პირველად მიღების შემდეგ რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, აღარ მიიღოთ ტორაგამა 5მგ ტაბლეტები.

გვერდითი ეფექების შესახებ შეტყობინება

გვერდითი ეფექტების შემჩნევის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ექიმს მიმართეთ აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, თუ შეამჩნევთ ისეთ სიმპტომებს, რაც გამოყენების ინსტრუქციაში არ არის მითითებული.

5. როგორ შევინახოთ ტორაგამა5მგ ტაბლეტები?

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისგან დაცულ ადგილას. არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ვადა იწურება მითითებული თვის ბოლო დღეს.

აღნიშნული პრეპარატი არ შეინახოთ ნესტიან ადგილას, რადგან შეიძლება ძალიან ადვილად დაიშალოს, შეინახეთ მშრალ ადგილას თავისივე ყუთში.

განსაკუთრებული ტემპერატურული რეჟიმი არ სჭირდება შესანახად.

არ ჩაყაროთ პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. შეეკითხეთ ფარმაცევტს პრეპარატის უტილიზაციის შესახებ, თუ პრეპარატს გაუვიდა ვადა ან აღარ აპირებთ მის მიღებას. ამ ქმედებით თქვენ დაიცავთ გარემომცველ ბუნებას.

**6.**შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ტორაგამა5მგ ტაბლეტი

აქტიური ნივთიერება: ტორასემიდი

1 ტაბლეტი შეიცავს 5მგ ტორასემიდს

დამხმარე ნივთიერებებია:

მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმიsკროსკარმელოზა, მაღალდისპერსიული სილიციუმის ოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი (Ph.Eur) (მცენარეული).

ტორაგამა5მგ ტაბლეტების ვიზუალური მხარე და შეფუთვის შიგთავსი

თეთრი მრგვალი ტაბლეტები ცალ მხარეს ჭდით