ფსიქოლეპტი ტაბ. 25მგ - Fsiqolept Tab. 25mg

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფსიქოლეფსური საშუალებები, დიაზეპინები, ოქსაზეპინები, თიაზეპინები და ოქსეპინები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ფსიქოლეპტი ტაბ**.**25მგ

Fsiqolept Tab. 25mg****

კვეტიაპინი __

აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტები ტაბლეტში

ფსიქოლეპტი ტაბ. 25მგ: კვეტიაპინის ფუმარატი ....... 28.78 მგ (25 მგ კვეტიაპინი)

*შემავსებლების სრული ჩამონათვალი იხ. პარაგრაფში ფარმაცევტული მახასიათებლები-1) შემავსებლების ჩამონათვალი

აღწერა

ფსიქოლეპტი ტაბ. 25მგ: ნარინჯისფერი მრგვალი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

ჩვენება და გამოყენება

1. შიზოფრენიის მკურნალობა.

2. ბიპოლარული აშლილობის მკურნალობა:

-ბიპოლარული აშლილობის საშუალო და მძიმე მანიაკალური ეპიზოდების მკურნალობა

-ბიპოლარული აშლილობის დიდი დეპრესიული ეპიზოდების მკურნალობა

-ბიპოლარული აშლილობის რეციდივის პრევენცია პაციენტებში, რომლებშიც კვეტიაპინის გამოყენებისას აღინიშნა პასუხი დიდი დეპრესიული ეპიზოდების, შერეული ან მანიაკალური ეპიზოდების დროს.

დოზირება და გამოყენება

ჩვენება | საწყისი დოზა და ტიტრაცია | რეკომენდებული დოზა | მაქსიმალური დოზა
---|---|---|---
შიზოფრენია - მოზრდილები | -დღეში ორჯერ მიღება კვებისგან დამოუკიდებლად დღე 1: დღეში ორჯერ საერთო დოზა 50მგ დღე 2: დღეში ორჯერ საერთო დოზა 100მგ დღე 3: დღეში ორჯერ საერთო დოზა 200მგ დღე 4: დღეში ორჯერ საერთო დოზა 300მგ დოზირების შემდგომი ცვლილება უნდა მოხდეს 300-400მგ/დღეში ფარგლებში მე-4 დღისთვის. პასუხის და ტოლერანტობის მიხედვით დოზა შეიძლება იყოს 150-750მგ/დღეში. -კვეტიაპინით შემანარჩუნებელი მკურნალობა შემოწმებული არ არის შიზოფრენიით დაავადებულ მოზრდილ პაციენტებში. პაციენტებმა რეგულარულად უნდა გაიარონ ხელახლა შეფასება რათა გაირკვეს ესაჭიროებათ თუ არა შემანარჩუნებელი თერაპია. | 300-400მგ/დღეში | 750მგ/დღეში
ბიპოლარული მანია -მოზრდილები მონოთერაპია ან ლითიუმის ან ვალპროატის დანამატის სახით | -დღეში ორჯერ მიღება კვებისგან დამოიკიდებლად დღე 1: დღეში ორჯერ საერთო დოზა 100მგ დღე 2: დღეში ორჯერ საერთო დოზა 200მგ დღე 3: დღეში ორჯერ საერთო დოზა 300მგ დღე 4: დღეში ორჯერ საერთო დოზა 400მგ დოზის შემდგომი ცვლილება 800მგ/დღეში ფარგლებში მე-6 დღისთვის უნდა მოხდეს არაუმეტეს დღეში 200მგ-ით. პასუხის და ტოლერანტობის მიხედვით დოზა შეიძლება შეიცვალოს 200-800მგ-მდე დღეში. რეკომენდებული დოზაა 400-800მგ/დღეში | 400-800მგ/დღეში | 800მგ/დღეში
ბიპოლარული დეპრესია -მოზრდილები | დღეში ერთხელ მიღება ძილის წინ კვებისგან დამოიკიდებლად. დღე 1: 50მგ დღე 2: 100მგ დღე 3: 200მგ დღე 4: 300მგ | 300მგ/დღეში | 300მგ/დღეში
ბიპოლარული აშლილობის რეციდივის პრევენცია | დიდი დეპრესიული ეპიზოდების რეციდივის პრევენციისთვის, ბიპოლარულ აშლილობასთან დაკავშირებული შერეული ან მანიაკალური ეპიზოდებისთვის, პაციენტებმა, რომლებსაც კვეტიაპინის მიღებისას პასუხი აღენიშნებოდათ ბიპოლარული აშლილობის მწვავე მკურნალობისას უნდა მიიღონ იგივე დოზა. პასუხის და ტოლერანტობის საფუძველზე დოზირება შეიძლება შეიცვალოს 300-800მგ-მდე დღეში ორჯერ. შემანარჩუნებელი თერაპიისთვის მნიშვნელოვანია მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენება. | 300-800მგ/დღეში | 800მგ დღეში

ხანდაზმულები

როგორც სხვა ანტიფსიქოზური საშუალებები კვეტიაპინი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ხანდაზმულებში, განსაკუთრებით დოზირების საწყის პერიოდში. დაიწყეთ დღეში 25მგ-ით და დოზა თანდათან გაზარდეთ 25-დან -50მგ-მდე.

პედიატრული პოპულაცია

ამ მედიკამენტის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებსა და მოზარდებში დადგენილი არ არის.

თირკმლის და ღვიძლის დაზიანება

კვეტიაპინის პერორალური მიღების შემდეგ კლირენსი დაახლოებით 25%-ით მცირდება თირკმლის და ღვიძლის დაზიანების მქონე პირებში. კვეტიაპინი ექსტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში. აქედან გამომდინარე კვეტიაპინი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტებში. საწყისი დოზაა 25მგ/დღეში. დოზა თანდათან უნდა გაიზარდოს 25-50მგ-ით დღეში ეფექტური დოზის მიღწევამდე, ინდივიდუალური პაციენტის კლინიკური პასუხის და ტოლერანტობის მიხედვით.

უკუჩვენება და უსაფრთხოების ზომები

1.უკუჩვენება

  1. ჰიპერმგრძნობელობა: სიფრთხილით გამოიყენეთ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში.

  2. კომა: აღწერილია კვეტიაპინით კომის გაუარესების ძალიან იშვიათი შემთხვევები.

  3. ცნს-ის დამთრგუნველი მედიკამენტები: კვეტიაპინის ცნს-ის დამთრგუნველ მედიკამენტებთან ერთად გამოყენებამ, როგორიცაა ბარბიტურატები, შეიძლება გაზარდოს კვეტიაპინისადმი ფარმაკოდინამიკური პასუხი.

  4. კვეტიაპინი არ გამოიყენოთ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ეპინეფრინს.

  5. კვეტიაპინი არ გამოიყენოთ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერგლიკემია და შაქრიანი დიაბეტი.

  6. კვეტიაპინი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ გალაქტოზას აუტანლობა, ლაპ-ლაქტაზის დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია.

2. გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

1 )სუიციდი და ანტიდეპრესანტული პრეპარატები: პლაცებოსთან შედარებით ანტიდერპესანტებმა გაზარდა სუიციდური აზრების და ქცევის (სუიციდი) სიხშირე ბავშვებში, მოზარდებში და მცირე ასაკის ბავშვებში დიდი დეპრესიული დარღვევის (MDD) და სხვა ფსიქიატრული დარღვევების ხანმოკლე კვლევაში. ყველამ ვინც ფსიქოლეპტის გამოყენებას განიხილავს ბავშვებში, მოზარდებში და მცირე ასაკის ბავშვებში უნდა დააბალანსოს რისკი და კლინიკური საჭიროება. ხანმოკლე კვლევებმა არ აჩვენა პლაცებოსთან შედარებით ანტიდეპრესანტების გამოყენებისას სუიციდის მომატება 24 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილებში. პლაცებოსთან შედარებით ანტიდეპრესანტების გამოყენებისას, რისკი მცირდებოდა 65 წელზე უფროსი ასაკის ხანდაზმულებში. დეპრესია და ზოგიერთი სხვა ფსიქიატრიული დარღვევა თავად დაკავშირებულია სუიციდის რისკის მომატებასთან. ყველა ასაკის პაციენტისთვის, რომლებიც იწყებენ ანტიდეპრესანტებით მკურნალობას, საჭიროა შესაბამისი მონიტორინგი და ინტენსიური დაკვირვება კლინიკური გაუარესების, სუიციდის ან ქცევის უჩვეულო ცვლილების გამოსავლენად. ოჯახის წევრებს და მომვლელებს უნდა აუხსნან დაკვირვების და ექიმთან კომუნიკაციის აუცილებლობა. კვეტიაპინი განკუთვნილი არ არის ათ წლამდე ასაკის პაციენტებში გამოყენებისთვის.

  1. ჰიპერგლიკემია და შაქრიანი დიაბეტი: პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ატიპიური ანტიფსიქოზური პრეპარატებით კვეტიაპინის ჩათვლით, აღწერილია ჰიპერგლიკემია, ზოგ შემთხვევაში ექსტრემალური და დაკავშირებული კეტოაციდოზთან ან ჰიპეროსმოლარულ კომასთან ან სიკვდილთან. ატიპიურ ანტიფსიქოზურ საშუალებებს და გლუკოზურ ანომალიებს შორის კავშირის შეფასება გაძნელებულია შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებში, შაქრიანი დიაბეტის მაღალი რისკის და საერთო მოსახლეობაში დიაბეტის მაღალი რისკის გამო. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, კავშირი ატიპიურ ანტიფსიქოზურ საშუალებებს და ჰიპერგლიკემიის გვერდით მოვლენებს შორის, ბოლომდე გარკვეული არ არის. თუმცა ეპიდემიოლოგიური კვლევები აჩვენებს მკურნალობასთან დაკავშირებული ჰიპერგლიკემიის გვერდითი მოვლენების გაზრდილ რისკს პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებებით. პაციენტებში, რომლებიც ატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებებით მკურნალობენ, ჰიპერგლიკემიასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების ზუსტი რისკი ცნობილი არ არის. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც ატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებებით მკურნალობას იწყებენ, საჭიროა რეგულარული მონიტორინგი, გლუკოზის კონტროლის გაუარესების გამოსავლენად. პაციენტებში რომლებსაც აღენიშნებათ შაქრიანი დიაბეტის რისკ-ფაქტორები (სიმსუქნე, დიაბეტის ოჯახური ანამნეზი), მკურნალობამდე და შემდგომში მკურნალობის პერიოდში, უნდა გაკეთდეს უზმოზე სისხლში გლუკოზის ტესტი. ნებისმიერ პაციენტში, რომელიც მკურნალობს არატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებებით, საჭიროა მონიტორინგი ჰიპერგლიკემიის სიმპტომების გამოსავლენად, როგორიცაა პოლიდიფსია, პოლიურია, პოლიფაგია და სისუსტე. პაციენტებმა, რომლებსაც ატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებებით მკურნალობის დროს განუვითარდებათ ჰიპერგლიკემიის სიმპტომები, უნდა ჩაიტარონ უზმოზე გლუკოზის ტესტი. ზოგ შემთხვევაში ჰიპერგლიკემია გაქრა ატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებების მოხსნის შემდეგ. თუმცა ზოგიერთ პაციენტში საეჭვო პრეპარატის მოხსნის მიუხედავად საჭირო იყო ანტიდიაბეტური მკურნალობის გაგრძელება. კლინიკურ კვლევებში ზოგიერთ პაციენტში აღინიშნა ერთზე მეტი მეტაბოლური პარამეტრის გაუარესება, როგორიცაა წონა, სისხლში გლუკოზის და ლიპიდების დონე. ამ პარამეტრების ცვლილების მენეჯმენტი უნდა მოხდეს კლინიკური პარამეტრებით.

  2. ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი (NMS): ანტიფსიქოზური პრეპარატების გამოყენებისას კვეტიაპინის ჩათვლით აღწერილია პოტენციურად ფატალური სიმპტომოკომპლექსი, ზოგჯერ განმარტებული როგორც ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი (NMS). კვეტიაპინის გამოყენებისას აღწერილია NMS იშვიათი შემთხვევები. NMS-ს კლინიკური გამოვლინებაა ჰიპერპირექსია, კუნთების რიგიდობა, დაზიანებული მენტალური სტატუსი, ავტონომიური არასტაბილურობის მტკიცებულება (არარეგულარული პულსი ან სისხლის წნევა, ტაქიკარდია, დიაფორეზი და გულის დისრითმია). დამატებითი ნიშნები შეიძლება მოიცავდეს კრეატინ-ფოსფოკინაზას მომატებას, მიოგლობინურიას (რაბდომიოლიზი) და თირკმლის მწვავე უკმარისობას. NMS-ის მონიტორინგი უნდა მოიცავდეს შემდეგს: 1) ანტიფსიქოზური პრეპარატის და იმ მედიკამეტების დაუყოვნებლივ მოხსნა, რომლებიც აუცილებელი არ არის მიმდინარე თერაპიისთვის; 2)სიმპტომების ინტენსიური მკურნალობა და სამედიცინო მონიტორინგი. თუ პაციენტს NMS-ის მოხსნის შემდეგ ესაჭიროება ანტიფსიქოზური მკურნალობა პრეპარატის ხელახლა დანიშვნისას უნდა დაიცვან სიფრთხილე. საჭიროა პაციენტის ინტენსიური მონიტორინგი, რადგან აღწერილია NMS-ის რეციდივი.

  3. გვიანი დისკინეზია და ექსტრაპირამიდული სიმპტომები: პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ანტიფსიქოზური პრეპარატებით კვეტიაპინის ჩათვლით შეიძლება აღინიშნოს პოტენციურად შეუქცევადი, უნებლიე, დისკინეზიური მოძრაობების სინდრომი. თუ პაციენტებში, რომლებიც იღებენ კვეტიაპინს, ვითარდება გვიანი დისკინეზიის ნიშნები და სიმპტომები, უნდა გაითვალისწინონ პრეპარატის მოხსნა. ზოგ შემთხვევაში სინდრომი შეიძლება განვითარდეს ან გამწვავდეს მკურნალობის მოხნის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ სიმპტომების სიხშირე ყველაზე მაღალია ხანდაზმულებში, განსაკუთრებით ხანადზმულ ქალებში, გავრცელების მიხედვით მკურნალობის დასაწყისში შეუძლებელია იმის პროგნოზირება თუ რომელ პაციენტს განუვითარდება სინდრომი. გვიანი დისკინეზიის განვითარების და მისი შეუქცევადობის რისკი იზრდება მკურნალობის ხანგრძლივობის და პაციენტის საერთო კუმულაციური დოზის მატებასთან ერთად. თუმცა სინდრომი შედარებით ნაკლები სიხშირით შეიძლება განვითარდეს უფრო ხანმოკლე და დაბალი დოზებით მკურნალობისას. ბიპოლარული დეპრესიის მკურნალობის ხანმოკლე, პლაცებო- კონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში პრეპარატის გამოყენებისას, ექსტრაპირამიდული სიმპტომების სიხშირე პლაცებოსთან შედარებით იყო უფრო მაღალი.

  4. გაზრდილი სიკვდილიანობა დემენციასთან დაკავშირებული ფსიქოზით დაავადებულ ხანდაზმულ პაციენტებში: ფსიქოლეპტი (კვეტიაპინი) განკუთვნილი არ არის დემენციასთან დაკავშირებული ფსიქოზის მკურნალობისთვის. მეტა-ანალიზის შედეგების მიხედვით სიკვდილის რისკი მომატებულია დემენციასთან დაკავშირებული ფსიქოზით დაავადებულ ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიფსიქოზურ პრეპარატებს. ტიპიური, 10 კვირიანი კონტროლირებული კვლევის მიმდინარეობისას (710 პაციენტი, საშუალო ასაკი 83 წელი, ასაკი 56-99) პრეპარატით ნამკურნალებ პაციენტებში გარდაცვალების სიხშირე იყო 5.5%, პლაცებოს ჯგუფში - 3.2%. დაკვირვებითი კვლევები მიუთითებს, რომ ატიპიური ანტიფსიქოზური პრეპარატების მსგავსად, სტანდარტული ანტიფსიქოზური პრეპარატებით მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს სიკვდილიანობა. მასშტაბი, რომლითაც კვლევებში აღნიშნული მომატებული სიკვდილიანობა შეიძლება ანტიფსიქოზურ პრეპარატებს დაუკავშირონ, პაციენტის მახასიათებლების საპირისპიროდ, უცნობია. სიკვდილის მიზეზი სხვადასხვა იყო, დადგენილი არ არის მიზეზობრივი კავშირი სიკვდილს და ამ პრეპარატს შორის. დაკვირვებითი კლინიკური კვლევების მიხედვით ატიპიური ანტიფსიქოზური პრეპარატები აგრეთვე დაკავშირებულია სიკვდილიანობის ზრდასთან.

  5. მწვავე ნეიტროპენია: კლინიკურ კვლევებში იშვიათად აღწერილია ფსიქოლეპტთან დაკავშირებული მწვავე ნეიტროპენიის შემთხვევები (<0.5X109/L). პაციენტებს სიმპტომები გამოუვლინდათ ფსიქოლეპტით მკურნალობიდან ორი (2) თვის შემდეგ. დოზა- პასუხის კავშირი უცნობი იყო. ნეიტროპენიის შესაძლო რისკ-ფაქტორები მოიცავს სისხლის თეთრი უჯრედების დაბალ რაოდენობას (WBC) ანამნეზში პრეპარატით გამოწვეულ ნეიტროპენიას. პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი დონე (<1.0X109/L) უნდა ჩაუტარდეთ სისხლის საერთო ანალიზი (არა ნაკლებ 1.5X109/L), საჭიროა ხშირი მონიტორინგი მკურნალობის პირველი თვეების განმავლობაში, ფსიქოლეპტი უნდა მოიხსნას WBC-ს რაოდენობის შემცირების პირველი ნიშნებისას.

  6. ცერებროვასკულური დაავადება ან მდგომარეობა: რანდომიზებული პლაცებო- კონტროლირებადი კლინიკური კვლევების ანალიზმა, რომლებიც ჩატარდა დემენციით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც ანტიფსიქოზურ პრეპარატებს იღებდნენ, გამოავლინა, რომ ცერებროვასკულური დაავადების ან მდგომარეობის რისკი პრეპარატით ნამკურნალებ პაციენტებში სამჯერ მაღალი იყო პლაცებოს ჯგუფში სიკვდილის რისკთან შედარებით. ცერებროვასკულური დაავადების ან მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი უცნობია. საჭიროა ინსულტის რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტების მონიტორინგი.

  7. ფლებოთრომბოზის რისკი: კვეტიაპინის გამოყენებისას აღწერილია ფლებოთრომბიტი. პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ფლებოთრომბიტის შეძენილი რისკ-ფაქტორები საჭიროა მონიტორინგი თერაპიის დაწყებამდე და მკურნალობის განმავლობაში.

  8. კვეტიაპინი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ კარდიოვასკულური დაავადება, ცერებროვასკულური დაავადება ან მდგომარეობები, რომლებიც პაციენტებს ჰიპოტენზიისკენ განაწყობს. მკურნალობის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში კვეტიაპინმა შეიძლება გამოიწვიოს ორთოსტატული ჰიპოტენზია.

გვერდითი რეაქციები

კვეტიაპინის ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი რეაქციებია (ADR) (≥10%): ძილიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პირის სიმშრალე, მოხსნის სიმპტომები, შრატში ტრიგლიცერიდების დონის მომატება, საერთო ქოლესტეროლის (ძირითადად LDL ქოლესტეროლის) დონის მომატება, HDL ქოლესტეროლის დაქვეითება, წონაში მატება, ჰემოგლობინის დაქვეითება და ექსტრაპირამიდული სიმპტომები.

კვეტიაპინით თერაპიასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების სიხშირე (ADR) მოცემულია ქვემოთ ცხრილში (ცხრილი 1). სამედიცინო მეცნიერებების საერთაშორისო ორგანიზაციების საბჭოს მიერ რეკომენდებული ფორმატის მიხედვით (CIOMS III სამუშაო ჯგუფი, 1995).

ცხრილი 1: კვეტიაპინით თერაპიასთან დაკავშირებული ADR

გვერდითი რეაქციების სიხშირე განსაზღვრულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-<1/10), ნაკლებად ხშირი (≥1/1000-<1/100), იშვიათი (≥10,000-<1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობია (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით).

SOC | ძალიან ხშირი | ხშირი | ნაკლებად ხშირი | იშვიათი | ძალიან იშვიათი | უცნობია
---|---|---|---|---|---|---
სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები | ჰემოგლობინის დაქვეითება22 | ლეიკოპენია1,28, ნეიტროფილების რაოდენობის დაქვეითება, ეოზინოფილების მომატება27 | ნეიტროპენია1, თრომბოციტოპენია, ანემია, თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება | აგრანულოციტოზი26 | |
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები | | | ჰიპერმგრძნობელობა (კანის ალერგიული რეაქციების ჩათვლით) | | ანაფილაქსიური რეაქცია2 |
ენდოკრინული დარღვევები | | ჰიპერპროლაქტინემია15 საერთო T4 დაქვეითება24, თავისუფალი T4 დაქვეითება24, საერთო T3 დაქვეითება24, TSHმომატება24 | თავისუფალი T3 დაქვეითება24 ჰიპოთირეოზი21 | | ანტიდიურეზული ჰორმონის არასაკმარისი სეკრეცია |
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები | შრატში ტრიგლიცერიდების დონის მომატება10,30, საერთო ქოლესტეროლის მომატება (ძირითადად LDL ქოლესტეროლი) HDL ქოლესტეროლის დაქვეითება17,30, წონის მატება 8,30 | მადის მომატება, სისხლში გლუკოზის მომატება ჰიპერგლიკემიურ დონემდე 6,30 | ჰიპონატრიემია19 შაქრიანი დიაბეტი1,5 არსებული დიაბეტის გამწვავება | მეტაბოლური სინდომი29 | |
ფსიქიატრიული დარღვევები | | ანომალური სიზმრები და კოშმარები, სუიციდური იდეები და სუიციდური ქცევა20 | | სომნამბულიზმი და მასთან დაკავშირებული რეაქციები,როგორიცაა ძილში ლაპარაკი და ძილთან დაკავშირებული კვების დარღვევა | |
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები | თავბრუსხვევა4,16, ძილიანობა2,16, თავის ტკივილი, ექსტრაპირამიდული სიმპტომები1,21 | დიზართრია | კრუნჩხვა1, მოუსვენარი ფეხების სინდრომი, გვიანი დისკინეზია1,5, სინკოპე4,16 | | |
თვალის მხრივ დარღვევები | | მხედველობის დაბინდვა | | | |
გულის მხრივ დარღვევები | | ტაქიკარდია4, პალპიტაცია23 | QT ინტერვალის გახანგრძლივება1,2,18, ბრადიკარდია32 | | |
ვასკულური დარღვევები | | ორთოსტატული ჰიპოტენზია4,16 | | ვენური თრომბოემბოლიზმი1 | |
რესპირატორული, თორაკალური და შუასაყრის მხრივ დარღვევები | | დისპნოე23 | რინიტი | | |
გასტროინტესტინური დარღვევები | პირის სიმშრალე | ყაბზობა, დისპეფსია, ღებინება25 | დისფაგია7 | პანკრეატიტი1, ნაწლავის ობსტრუქცია/გაუვალობა | |
ჰეპატო-ბილიარული დარღვევები | | შრატში ალანინამინოტრანსფერაზას (ალტ)3 მომატება, გამა-GT დონის მომატება3 | შრატში ასპარტატამინოტრანსფერაზას (ასტ) მომატება3 | სიყვითლე5, ჰეპატიტი | |
კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები | | | | | ანგიოედემა5, სტივენს-ჯონსონის სინდრომი5 | ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მულტიფორმული ერითემა, პრეპარატის რეაქციები ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS)
ძვალკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ დარღვევები | | | | | რაბდომიოლიზი |
თირკმლის და შარდის მხრივ დარღვევები | | | შარდის შეკავება | | |
ორსულობა, მშობიარობის დროინდელი და პერინატალური დარღვევები | | | | | | პრეპარატის მოხსნის სინდრომი ახალშობილებში31
რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის მხრივ დარღვეები | | | სექსუალური დისფუნქცია | პრიაპიზმი, გალაქტორეა, სარძევე ჯირკვლის შეშუპება, მენსტრუალური დარღვევები | |
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა შეყვანის ადგილას | მოხსნის სიმპტომები1,9 | მსუბუქი ასთენია, პერიფერიული შეშუპება, გაღიზიანება, პირექსია | | ნევროლოგიური ავთვისებიანი სინდრომი1, ჰიპოთერმია | |
გამოკვლევები | | | | სისხლში კრეატინფოსფოკინაზას მომატება | |

  1. შეიძლება განვითარდეს ძილიანობა, განსაკუთრებით მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში, ჩვეულებრივ ქრება კვეტიაპინის მუდმივი გამოყენებისას.

  2. შრატში ტრანსამინაზების (ალტ, ასტ) ან გამა-GT დონის ასიმპტომური მომატება (გადახრა ნორმიდან>3X ULN-მდე ნებისმიერ დროს) აღწერილია ზოგიერთ პაციენტში, რომელიც იღებს კვეტიაპინს. ეს მომატება ჩვეულებრივ შექცევადი იყო კვეტიაპინით მკურნალობის გაგრძელებისას.

  3. როგორც ალფა-ადრენერგული მაბლოკირებელი მოქმედების სხვა ანტიფსიქოზური პრეპარატები, კვეტიაპინი შეიძლება ხშირად იწვევდეს ორთოსტატურ ჰიპოტენზიას, რომელიც დაკავშირებულია თავბრუსხვევასთან, ტაქიკარდიასთან და ზოგ პაციენტში სინკოპესთან განსაკუთრებით დოზირების ტიტრაციის საწყის პერიოდში.

  4. ამ ADR-ს სიხშირე განსაზღვრულია მხოლოდ პოსტ-მარკეტინგული მონაცემებიდან.

  5. უზმოდ გლუკოზა ≥126 მგ/დლ (≥7.0 მმოლ/ლ) ან არაუზმოდ გლუკოზა ≥200 მგ/დლ (≥11.1 მმოლ/ლ) მინიმუმ ერთხელ.

  6. პლაცებოსთან შედარებით დისფაგიის სიხშირის ზრდა კვეტიაპინის გამოყენებისას აღინიშნა მხოლოდ ბიპოლარული დეპრესიის კლინიკურ კვლევებში.

  7. საწყისთან შედარებით წონის >7% მომატება. ვითარდება ძირითადად მოზრდილების მკურნალობის ადრეული კვირების განმავლობაში.

  8. მოხსნის შემდეგი სიმპტომები ყველაზე ხშირად აღინიშნა მწვავე პლაცებო- კონტროლირებად მონოთერაპიის კლინიკურ კვლევებში, რომლებიც აფასებდა მოხსნის სიმპტომებს: უძილობა, გულისრევა, თავის ტკივილი, დიარეა, ღებინება, თავბრუსხვევა და გაღიზიანება. ამ რეაქციების სიხშირე მნიშვნელოვნად დაქვეითდა გამოყენებიდან 1 კვირის შემდეგ.

  9. ტრიგლიცერიდები ≥200 მგ/დლ (≥2.258 მმოლ/;) (პაციენტების ასაკი ≥18 წელი) ან ≥150 მგ/დლ (≥1.694 მმოლ/ლ (პაციენტების ასაკი <18 წელი) მინიმუმ ერთხელ.

  10. ქოლესტეროლი ≥240 მგ/დლ (≥6.2064 მმოლ/ლ) (პაციენტების ასაკი ≥18 წელი) ან ≥200 მგ/დლ (≥5,172 მმოლ/ლ) (პაციენტების ასაკი <18 წელი) მინიმუმ ერთხელ. ძალიან ხშირად აღინიშნა LDL ქოლესტეროლის მომატება ≥30 მგ/დლ (≥0.769 მმოლ//ლ). საშუალო ცვლილება პაციენტებს შორის, რომლებსაც აღენიშნებოდათ მომატება, იყო 41.7 მგ/დლ (≥1.07 მმოლ/ლ).

  11. თრომბოციტები ≤100X109ლ მინიმუმ ერთხელ.

  12. კლინიკურ კვლევაში აღწერილი სისხლში კრეატინფოსფოკინაზას მომატების საფუძველზე, რომელიც დაკავშირებული არ იყო ავთვისებიან ნეიროლეფსიურ სინდრომთან.

  13. პროლაქტინის დონე (პაციენტების ასაკი >18 წელი): ≥20 მკგ/ლ (>869,56 პმოლ/ლ მამაკაცები; ≥30 მკგ/ლ (>1304.34 პმოლ/ლ)

  14. შეიძლება გამოიწვიოს დაცემა

  15. HDL ქოლესტეროლი: <40 მგ/დლ (1.025 მმოლ/ლ) მამაკაცები; <50 მგ/დლ (1.282 მმოლ/ლ) ქალებში ნებისმიერ დროს

  16. პაციენტების სიხშირე, რომლებსაც აღენიშნებათ QTc გადახრა <450 msec-დან ≥450msec-მდე ≥30msec-ის მომატებით.

  17. გადახრა 132 მმოლ/ლ-დან ≤132 მმოლ/ლ-მდე მინიმუმ ერთხელ.

  18. კვეტიაპინით თერაპიისას ან მკურნალობის დასრულებიდან მოკლე პერიოდში აღწერილია სუიციდური აზრის და სუიციდური ქცევის შემთხვევები.

  19. ჰემოგლობინის დაქვეითება ≤13 გ/დლ-მდე (8.07 მმოლ/ლ) მამაკაცებში; ≤12მ გ/დლ (7.45 მმოლ/ლ) ქალებში მინიმუმ ერთხელ განვითარდა კვეტიაპინით ნამკურნალები პაციენტების 11%-ში ყველა კვლევაში ღიას ჩათვლით. ამ პაციენტებისთვის ჰემოგლობინის მაქსიმალური საშუალო დაქვეითება ნებისმიერ დროს იყო -1.50 გ/დლ.

  20. ხშირად აღწერილია ტაქიკარდია, თავბრუსხვევა, ორთოსტატული ჰიპოტენზია, და/ან თანმხლები გულის/რესპირატორული დაავადება

  21. დაფუძნებულია გადახრაზე ნორმალური საბაზისო მაჩვენებლიდან პოტენციურად კლინიკურად მნიშვნელოვან მაჩვენებლამდე ნებისმიერ დროს-ყველა კვლევაში. საერთო T4-ის, თავისუფალი T4-ის, საერთო T3-ის და თავისუფალი T3-ის გადახრა განსაზღვრულია როგორც <0.8XLLN (პმოლ/ლ) და TSH გადახრა არის 5 mIU/L ნებისმიერ დროს.

  22. დაფუძნებულია ხანდაზმულებში (≥65 წელი) ღებინების მომატებულ რისკზე.

  23. დაფუძნებულია ნეიტროფილების გადახრაზე საბაზისო მაჩვენებლიდან ->1.5X109ლ-დან <0.5X109ლ-მდე-მდე მკურნალობის დროს და დაფუძნებულია პაციენტებზე, რომლებსაც აღენიშნებათ მწვავე ნეიტროპენია (<0.5X109ლ) და ინფექცია კვეტიაპინის ყველა კლინიკურ კვლევაში.

  24. დაფუძნებულია ნორმალური საბაზისო მაჩვენებლის გადახრაზე პოტენციურად კლინიკურად მნიშვნელოვან მაჩვენებლამდე ნებისმიერ დროს ყველა კვლევაში. ეოზინოფილების გადახრა განსაზღვრულია როგორც >1X109 უჯრედი/ლ ნებისმიერ დროს.

  25. დაფუძნებულია ნორმალური საბაზისო მაჩვენებლის გადახრაზე პოტენციურად კლინიკურად მნიშვნელოვან მაჩვენებლამდე ნებისმიერ დროს ყველა კვლევაში. WBC გადახრა განსაზღვრულია როგორც ≤3X109 უჯრედი/ლ ნებისმიერ დროს.

  26. დაფუძნებულია მეტაბოლური სინდრომის გვერდით მოვლენებზე კვეტიაპინის ყველა კლინიკურ კვლევაში.

  27. ზოგიერთ პაციენტში კლინიკურ კვლევებში აღწერილი იყო ერთზე მეტი მეტაბოლური ფაქტორის გაუარესება როგორიცაა წონა, სისხლში გლუკოზის და ლიპიდების დონე

  28. შეიძლება განვითარდეს მკურნალობის დროს ან მისი დაწყების ახლო პერიოდში და შეიძლება დაკავშირებული იყოს ჰიპოტენზიასთან და/ან სინკოპესთან. ხშირად დაფუძნებულია ბრადიკარდიაზე და მასთან დაკავშირებულ მოვლენებზე კვეტიაპინის ყველა კლინიკურ კვლევაში.

კანის მძიმე გვერდითი რეაქციები (SCAR), სტივენს-ჯონსონის სინდრომის (SJS), ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზის (TEN) ჩათვლით, პრეპარატზე რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS) აღწერილია კვეტიაპინით მკურნალობასთან დაკავშირებით.

QT გახანგრძლივების, პარკუჭოვანი არითმიის, უეცარი სიკვდილის, გულის გაჩერების და torsades des pointes შემთხვევები აღწერილია ნეიროლეპტიკების გამოყენებისას და მიჩნეულია კლასის ეფექტებად.

პედიატრული პოპულაცია

ბავშვებში და მოზარდებში უნდა გაითვალისწინონ მოზრდილებში აღწერილი ADR. შემდეგი ცხრილი აჯამებს ADR-ს, რომლებიც უფრო მაღალი სიხშირით ვითარდება ბავშვებსა და მოზარდებში (10-17 წელი) ვიდრე მოზრდილ პოპულაციაში ან ADR- რაც იდენტიფიცირებული არ არის მოზრდილ პოპულაციაში.

ცხრილი 2: კვეტიაპინით მკურნალობასთან დაკავშირებული ADR ბავშვებსა და მოზარდებში, რომელბიც ვითარდება მოზრდილებზე მაღალი სიხშირით ან იდენტიფიცირებული არ არის მოზრდილთა პოპულაციაში.

გვერდითი რეაქციების სიხშირე განსაზღვრულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-<1/10), ნაკლებად ხშირი (≥1/1000-<1/100), იშვიათი (≥10,000-<1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10,000).

SOC | ძალიან ხშირი | ხშირი
---|---|---
ენდოკრინული დარღვევები | პროლაქტინის მომატება1 |
მეტაბოლიზმის და კვების მხრივ დარღვევები | მადის მომატება |
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები | ექსტრაპირამიდული სიმპტომები3,4 | სინკოპე
ვასკულური დარღვევები | სისხლის წნევის მომატება2 |
რესპირატორული, თორაკალური და შუასაყრის მხრივ დარღვევები | | რინიტი
გასტროინტესტინური დარღვევები | ღებინება |
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა შეყვანის ადგილას. | | გაღიზიანება3

1. პროლაქტინის დონე (პაციენტების ასაკი <18 წელი): ≥20 მკგ/ლ (>869,56 პმოლ/ლ) მამაკაცები; ≥26 მკგ/ლ (>1330.428 პმოლ/ლ) ქალებში ნებისმიერ დროს. პაციენტების 1%-ზე ნაკლებში პროლაქტინის დონის მომატება იყო >100 მკგ/ლ.

2. დაფუძნებულია კლინიკურად მნიშვნელოვანი ზღვარის გადაცილებაზე (ადაპტირებულია ჯანმრთელობის კრიტერიუმების ნაციონალური ინსტიტუტისგან) > 20 mmHg მომატება სისტოლური ან >10mmHg დიასტოლური წნევისთვის ნებისმიერ დროს ორ მწვავე (3-6 კვირა) პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში ბავშვებსა და მოზარდებში.

3. შენიშვნა: სიხშირე იგივეა რაც მოზრდილებში, მაგრამ შეიძლება დაკავშირებული იყოს განსხვავებულ კლინიკურ ქვეტექსტებთან ბავშვებსა და მოზარდებში.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

პირველი ტრიმესტრი

ექსპოზირებული ორსულობის (300-1000 ორსულობის გამოსავალი), ინდივიდუალური შემთხვევების და ზოგიერთი დაკვირვებით კვლევის გამოქვეყნებული მონაცემები არ მიუთითებს მკურნალობის გამო მალფორმაციების მომატებულ რისკზე, თუმცა ყველა ხელმისაწვდომი მონაცემის საფუძველზე შეუძლებელია მკაფიო დასკვნის გაკეთება. ცხოველების კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიურობა. აქედან გამომდინარე ორსულობის დროს კვეტიაპინი უნდა გამოიყენონ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკს.

მესამე ტრიმესტრი

ორსულობის მესამე ტრიმესტრში ანტიფსიქოზური პრეპარატებისადმი ექსპოზირებულ ახალშობილებში (კვეტიაპინის ჩათვლით) არსებობს გვერდითი რეაქციების რისკი ექსტრაპირამიდული და/ან მოხსნის სიმპტომების ჩათვლით, რომლებიც შეიძლება ვარირებდეს სიმძიმისა და ხანგრძლივობის მიხედვით მშობიარობის შემდეგ. აღწერილია აჟიტირება, ჰიპერტონია, ჰიპოტონია, ტრემორი, ძილიანობა, რესპირატორული დისტრესი, კვების დარღვევა. შესაბამისად საჭიროა ახალშობილების ინტენსიური მონიტორინგი.

ლაქტაცია

დედის რძეში კვეტიაპინის ექსკრეციის ძალიან შეზღუდული მონაცემების საფუძველზე, თერაპიულ დოზებში კვეტიაპინის ექსკრეცია შეუთავსებელია. მყარი მონაცემების ნაკლებობის გამო უნდა გადაწყდეს ძუძუთი კვების შეწყვეტა ან კვეტიაპინის მოხსნა, უნდა გაითვალისწინონ ბავშვისთვის ძუძუთი კვების და ქალისთვის თერაპიის სარგებელი.

ფერტილობა

ადამიანის ფერტილობაზე კვეტიაპინის ეფექტი შეფასებული არ არის. პროლაქტინის დონის მომატებასთან დაკავშირებული ეფექტები აღწერილია ვირთაგვებში, თუმცა ეს ადამიანისთვის პირდაპირ მნიშვნელოვანი არ არის.

ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

კვეტიაპინის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ძირითადი ეფექტების გამო მისი გამოყენება საჭიროა სიფრთხილით, სხვა ცენტრალურად მოქმედ სამედიცინო პროდუქტებთან და ალკოჰოლთან კომბინაციაში. ციტოქრომ P450 (CYP) 3A4 არის ენზიმი, რომელიც ძირითადად პასუხისმგებელია კვეტიაპინის ციტოქრომ P450-ით მედიატირებულ მეტაბოლიზმზე. ჯანმრთელი მოხალისეების ურთიერქმედების კვლევაში კვეტიაპინის (დოზა 25მგ) და CYP3A4 ინჰიბიტორის კეტოკონაზოლის, ერთად გამოყენებამ გამოიწვია კვეტიაპინის AUC-ს 5-8 პუნქტით ზრდა. ამის საფუძველზე კვეტიაპინის და CYP3A4 ინჰიბიტორების ერთობლივი გამოყენება უკუნაჩვენებია. კვეტიაპინით თერაპიის დროს აგრეთვე რეკომენდებული არ არის გრეიპფრუტის წვენის მოხმარება.

მრავლობითი დოზირების კვლევაში პაციენტებში კვეტიაპინის ფარმაკოკინეტიკის შესაფასებლად, რომელიც გამოიყენებოდა კარბამაზეპინით მკურნალობამდე და მისი გამოყენების დროს (ღვიძლის ენზიმის ცნობილი ინდუქტორი), კარბამაზეპინის მიღებამ მნიშვნელოვნად გაზარდა კვეტიაპინის კლირენსი. კლირენსის ზრდამ შეამცირა კვეტიაპინის სისტმეური ექსპოზიცია (გაზომილი AUC-ით) ექსპოზიციის საშუალოდ 13%-მდე მხოლოდ კვეტიაპინის გამოყენებისას; თუმცა ზოგიერთ პაციენტში აღინიშნა უფრო დიდი ეფექტითც. ამ ურთიერთქმედების შედეგად შეიძლება განვითარდეს პლაზმაში უფრო დაბალი კონცენტრაცია, რამაც შეიძლება იმოქმედოს ეფექტურობაზე. კვეტიაპინის და ფენიტოინის (სხვა მიკროსომალური ენზიმის ინდუქტორი) ერთად გამოყენებამ გამოიწვია კვეტიაპინის კლირენსის მნიშვნელოვანი ზრდა, დაახლოებით 450%-ით. პაციენტებში, რომლებიც იღებენ ღვიძლის ენზიმის ინდუქტორებს, კვეტიაპინით მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ მაშინ თუ ექიმი მიიჩნევს, რომ კვეტიაპინის სარგებელი აჭარბებს ღვიძლის ენზიმის ინდუქტორის მოხსნის რისკს. მნიშვნელოვანია ინდუქტორის ნაწილობრივი ცვლილება, საჭიროებისას მისი ჩანაცვლება არა-ინდუქტორით (მაგ., ნატრიუმის ვალპროატი),

კვეტიაპინის ფარმაკოკინეტიკა მნიშვნელოვნად არ იცვლებოდა ანტიდეპრესანტების იმიპრამინის (CYP 2D6 ცნობილი ინჰიბიტორი) ან ფლუოქსეტინის (CYP 3A4 და CYP 2D6 ინჰიბიტორი) გამოყენებისას.

კვეტიაპინის ფარმაკოკინეტიკა მნიშვნელოვნად არ იცვლებოდა ანტიფსიქოზური საშუალებების, რისპერიდონის ან ჰალოპერიდოლის გამოყენებისას. კვეტიაპინის და თორიდაზინის გამოყენებამ გამოიწვია კვეტიაპინის კლირენსის დაახლოებით 70%-ით ზრდა.

კვეტიაპინის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლებოდა ციმეტიდინის გამოყენებისას.

ლითიუმის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლებოდა კვეტიაპინთან ერთად გამოყენებისას.

6 კვირიან, რანდომიზებულ კვლევაში, რომელიც აფასებდა ლითუმის და კვეტიაპინის გახანგრძივებულ გამოყოფას, პლაცებოსთან და კვეტიაპინთან შედარებით, მწვავე მანიით დაავადებულ მოზრდილ პაციენტებში, ლითიუმის ჯგუფში პლაცებოსთან შედარებით, აღინიშნა ექსტრაპირამიდული მოვლენების (კერძოდ ტრემორი), ძილიანობის და წონაში მატების უფრო მაღალი სიხშირე.

ნატრიუმის ვალპროატის და კვეტიაპინის ფარმაკოკინეტიკა კლინიკურად მნიშვნელოვნად არ იცვლებოდა, მათი ერთად გამოყენებისას. ბავშვების და მოზარდების რეტროსპექტულმა კვლევამ, რომლებიც იღებდნენ ვალპროატს, კვეტიაპინს ან ორივეს, გაომავლინა ლეიკოპენიის და ნეიტროპენიის უფრო მაღალი სიხშირე, კომბინაციურ ჯგუფში, მონოთერაპიასთან შედარებით.

ფორმალური ურთიერთქმედების კვლევები ხშრად გამოყნეებულ კარდიოვასკულურ პროდუქტებთან არ ჩატარებულა.

სიფრთხილეა საჭირო კვეტიაპინის ისეთ პროდუქტებთან ერთად გამოყნებისას, რომლებიც იწვევს ელექტროლიტების დისბალანსს ან QT ინტერვალის გაზრდას.

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ კვეტიაპინს, აღწერილია ცრუ-დადებითი შედეგები ენზიმების იმუნოშეფასებისას, მეთადონის და ტრიციკლური ანტიდეპრესანტებისთვის. საეჭვო იმუნოშეფასების სკრინინგის შედეგების დადასტურება რეკომენდებულია შესაბამისი ქრომატოგრაფიული ტექნიკით.

ეფექტები ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე

ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ეფექტების გამო, კვეტიაპინმა შეიძლება იმოქმედოს მოქმედებებზე, რომლებიც საჭიროებენ მენტალურ სიფხიზლეს. აქედან გამომდინარე პაციენტებს უნდა ურჩიონ ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენებისგან თავის შეკავება, სანამ ცნობილი არ იქნება ინდივიდუალური მგრძნობელობა.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები

ზოგადად აღწერილი ნიშნები და სიმპტომები განპირობებული იყო აქტიური ნივთიერების ცნობილი ფარმაკოლოგიური ეფექტის გაძლიერებით, როგორიცაა ძილიანობა და სედაცია, ტაქიკარდია და ჰიპოტენზია და ანტი-ქოლინერგული ეფექტები.

დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს QT-გახანგრძლივება, კრუნჩხვა, ეპილეფსიური სტატუსი, რაბდომიოლიზი, რესპირატორული დეპრესია, შარდის შეკავება, დაბნეულობა, ცხელება და/ან აჟიტირება, კომა და სიკვდილი. პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მწვავე კარდიოვასკულური დაავადება მომატებულია დოზის გადაჭარბების ეფექტების რისკი.

დოზის გადაჭარბების მენეჯმენტი

კვეტიაპინის სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. მწვავე ნიშნების შემთხვევაში უნდა გაითვალისწინონ რამდენიმე პრეპარატის ჩართვის შესაძლებლობა, რეკომენდებულია ინტენსიური მკურნალობის პროცედურები პაციენტის სასუნთქი გზების შენარჩუნების, ადექვატური ოქსიგენაციის და ვენტილაციის უზრუნველყოფის, კარდიოვასკულური სისტემის მონიტორინგის და დახმარების ჩათვლით.

ლიტერატურის საფუძველზე, პაციენტებში რომლებსაც აღენიშნებათ ცხელება და აჟიტირება და აშკარა ანტიქოლინერგული სინდრომი შესაძლებელია 1-2 მგ ფსიქოსტიგმინით მკურნალობა (ეკგ-ს მუდმივი მონიტორინგის ქვეშ). რეკომენდებული არ არის სტანდარტული მკურნალობის სახით გულის გამტარებლობაზე ფსიქოსტიგმინის პოტენციურად ნეგატიური ეფექტის გამო. ფსიქოსტიგმინის გამოყენება შესაძლებელია თუ არ არსებობს ეკგ აბერაციები. ფსიქოსტიგმინი არ უნდა გამოიყენონ დისრითმიის, გულის ბლოკის ნებისმიერი ხარისხის ან QRS გაფართოების დროს.

მიუხედავად იმისა, რომ დოზის გადაჭარბების დროს აბსორბციის პრევენცია გამოკვლეული არ არის, კუჭის ლავაჟი შეიძლება ნაჩვენები იყოს მწვავე მოწამვლისას თუ მისი ჩატარება შესაძლებელია მიღებიდან ერთი საათის განმავლობაში. უნდა გაითვალისწინონ აქტივირებული ნახშირის გამოყენება.

კვეტიაპინის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეფრაქტერული ჰიპოტენზიის მკურნალობა საჭიროა ადექვატური ზომებით, როგორიცაა ინტრავენურად სითხეები და/ან სიმპათომიმეტური აგენტები. უნდა მოერიდონ ეპინეფრინის და დოფამინის გამოყენებას, რადგან ბეტა სტიმულაციამ შეიძლება გააუარესოს ჰიპოტენზია კვეტიაპინით გამოწვეული ალფა ბლოკადის დროს.

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

-****ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ფსიქოლეპტიკები, დიაზეპინები, ოქსაზეპინები, თიაზეპინები და ოქსეპინები;

ათქ კოდი: N05AH04.

მოქმედების მექანიზმი

კვეტიაპინი არის ატიპიური ანტიფსიქოზური აგენტი. კვეტიაპინი და ადამიანის პლაზმაში აქტიური მეტაბოლიტი, ნორკვეტიაპინი მოქმედებს მრავალ ნეიროტრანსმიტერულ რეცეპტორზე.

კვეტიაპინი და ნორკვეტიაპინი აფინობას ავლენს ტვინში სეროტონინის (5HT2) და დოფამინის D1- და D2-რეცეპტორებზე. რეცეპტორების ანტაგონიზმის კომბინაცია ხასიათდება უფრო მაღალი სელექციურობით 5HT2 რეცეპტორებისადმი D2-თან შედარებით, მიიჩნევა რომ ხელს უწყობს კლინიკურ ანტიფსიქოზურ მახასიათებლებს და დაბალ ექსტრაპირამიდულ გვერდით ეფექტებს (EPS) ტიპიურ ანტიფსიქოზურ საშუალებებთან შედარებით. კვეტიაპინს და ნორკვეტიაპინს არ გააჩნია აფინობა ბენზოდიაზეპინის რეცეტორებისადმი, მაგრამ მაღალი აფინობა გააჩნია ჰისტამინერგული და ადრენერგული ალფა1 რეცეპტორებისდამი, საშუალო აფინობა ადრენერგული ალფა2 რეცეპტორებისადმი და საშუალო ან მაღალი აფინობა, რამდენიმე მუსკარინული რეცეპტორისადმი. NET ინჰიბირება და ნაწილობრივი აგონისტური მოქმედება 5HT1A ადგილებზე, ნორკვეტიაპინის მიერ შეიძლება ხელს უწყობდეს კვეტიაპინის თერაპიულ ეფექტურობას, ანტიდეპრესანტის სახით.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები:

კვეტიაპინი აქტიურია ანტიფსიქოზური აქტივობის ტესტებში, როგორიცაა პირობითი არიდება. აგრეთვე ბლოკავს დოფამინის აგონისტების მოქმედებას, რაც იზომება ქცევით ან ელექტროფიზიოლოგიურად და ზრდის დოფამინის მეტაბოლიტის კონცენტრაციას, D2-რეცეპტორის ბლოკადის ნეიროქიმიურ ინდექსს. წინაკლინიკურ ტესტებში, რომლებიც განსაზღვრავდა EPS-ს, კვეტიაპინი ნაკლებსავარაუდო ტიპიური ანტიფსიზოქური საშუალებაა და გააჩნია ატიპიური პროფილი. კვეტიაპინი არ იწვევს დოფამინ D2-რეცეპტორის სუპერსენსიტიურობას ქრონიკული გამოყენების შემდეგ. კვეტიაპინი იწვევს მხოლოდ სუსტ კატალეფსიას, ეფექტური დოფამინ D2-რეცეპტორების მაბლოკირებელი დოზებით. კვეტიაპინი სელექციურობას ავლენს ლიმბურ სისტემაზე, იწვევს მეზოლიმბური სისტემის დეპოლარიზაციულ ბლოკადას მაგრამ არა ნიგროსტრიატულ დოფამინ-შემცველ ნეირონებს ქრონიკული გამოყენების შემდეგ. კვეტიაპინი აინჰიბირებს მინიმალურ დისტონიურ საიმედოობას ჰალოპერიდოლ-სენსიტიურ ან ცებუს მაიმუნებში რომლებსაც არ მიუღიათ პრეპარატი, კრიტიკული და ქრონიკული გამოყენების შემდეგ.

კლინიკური ეფექტურობა:

შიზოფრენია

სამ პლაცებო კონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში, შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებში, კვეტიაპინის სხვადასხვა დოზის გამოყენებისას, არ აღინიშნა განსხვავება კვეტიაპინის და პლაცებოს ჯგუფში, EPS სიხშრის მხრივ ან ანტიქოლინერგული საშუალებების ერთობლივი გამოყენებისას. პლაცებო-კონტორლირებულმა კვლევამ, რომელიც აფასებდა კვეტიაპინის ფიქსირებულ დოზებს 75-750 მგ/დღე-ღამეში არ გამოავლინა EPS მომატება ან ანტიქოლინერგული საშუალებების ერთობლივი გამოყენებისას. კვეტიაპინის ხანგრძლივი ეფექტურობა, უშუალო გამოყენება შიზოფრენიის რეციდივის პროფილაქტიკისას, ბრმა კლინიკურ კვლევაში შემოწმებული არ არის. ღია კვლევებში შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებში კვეტიაპინი ეფექტური იყო კლინიკური გაუმჯობესების შენარჩნებაში თერაპიის გაგრძელებისას, პაციენტებში, რომლებმაც დასაწყისში გამოავლინეს მკურანლობაზე პასუხი, რაც მიუთითებს ხანგრძლივ ეფექტურობაზე.

ბიპოლარული დარღვევა

ოთხ პლაცებო კონტროლირებულ კვლევაში, რომლებიც აფასებდა კვეტიაპინის 800 მგ- დე/დღე-ღამეში დოზას საშუალო და მწვავე მანიაკალური ეპიზოდების მკურნალობისთვის, ორი იყო მონოთერაპიული და ლითუმთნ ან დივალპროექსთან კომბინირებული თერაპია, არ აღინიშნა განსხვავება კვეტიაპინით და პლაცებოთი ნამკურნალებ ჯგუფებს შორის, EPS სიხშირეში ან ანტიქოლინერგული საშუალებების ერთობლივი გამოყენებისას.

საშუალო და მწვავე მანიური ეპიზოდების მკურნალობისას, კვეტიაპინმა გამოავლინა პლაცებოზე მეტი ეფექტურობა მანიის სიმპტომების შემცირებისას, მე-3 და მე-12 კვირაზე, ორ მონოთერაპიულ კვლევაში. არ არსებობს ხანგრძლივი კვლევების მონაცემები, რომლებიც აჩვენებს კვეტიაპინის ეფექტურობას, მომდევნო მანიური ან დეპრესიული ეპიზოდების დროს. კვეტიაპინის მონაცემები დივალპროექსთან ან ლითიუმთან კომბინაციაში, საშუალო ან მწვავე მანიური ეპიზოდების დროს მე-3 და მე-6 კირაზე, შეზღუდულია, თუმცა კომბინირებული თერაპია კარგად აიტანებოდა. მონაცემებმა აჩვენა დამატებითი ეფექტი მე-3 კვირას. მეორე კვლევამ არ გამოავლინა დამატებით ეფექტი მე-6 კვირას.

ბოლო კვირაში კვეტიაპინის საშუალო დოზა მოპასუხეებში იყო დაახლოებით 6 მმგ/დღე- ღამეში და მოპასუხეების დაახლოებით 85%-ში, დოზა შეადგენდა 400-800 მგ-ს დღე- ღამეში.

4 კლინიკურ 8 კვირიან კვლევაში, პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ საშუალო ან მძიმე დეპრესიული ეპიზოდები ბიპოლარ I ან ბიპოლარ II დარღვევისას, დაუყოვნებელი გამოთავისუფლების 300 მგ და 600 მგ მნიშვნელოვნად ეფექტური იყო პლაცებოთი ნამკურნალებ პაციენტებთან შედარებით, მნიშვნელოვანი გამოსავლის პარამეტრების მხრივ: MADRS საშუალო გაუმჯობესება განსაზღვრული როგორც მინიმუმ 50%-იანი გაუმჯობესება MADRS-ს შკალის საწყის მაჩვენებელთან შედარებით. ეფექტის მაგნიტუდის განსხვავება არ აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ კვეტიაპინის 300 მგ დაუყოვნებელი გამოთავისუფლების პრეპარატს და 600 მგ დოზას.

ამ კვლევებიდან ორის გაგრძელების ფაზაში ნაჩვენები იყო, რომ იმ პაციენტების ხანგრძლივი მკურნალობა, რომლებიც რეაგირებდნენ დაუყოვნებელი გამოთავისუფლების კვეტიაპინის 300 ან 600 მგ-ზე პლაცებოზე ეფექტური იყო დეპრესიული სიმპტომების მხრივ მაგრამ არა მანიის სიმპტომების მხრივ.

რეციდივის პრევენციის ორ კვლევაში, რომელიც აფასებდა კვეტიაპინს განწყობის მასტაბილიზებლებთან კომბინაციაში, მანიაკალური, დეპრესიული ან შერეული ეპიზოდების პაციენტებში, კვეტიაპინთან კომბინაცია უპირატესი იყო განწყობის მასტაბილიზებლებით მონოთერაპიასთან შედარებით, რეციდივამდე, დროის გაზრდაში ნებისმიერი მოვლენისას (მანიაკალური, შერეული ან დეპრესიული). კვეტიაპინის გამოყენება ხდებოდა დღე- ღამეში ორჯერ, საერთო ჯამში 400 და 800 მგ ლითუმთან ან ვალპროატთან კომბინაციაში.

6 კვირიან რანდომიზებულ კვლევაში, რომელიც ადარებდა ლითიუმს და ხანგრძლივი გამოთავისუფლების კვეტიაპინს და პლაცებოს და ხანგრძლივი გამოთავისუფლების კვეტიაპინს, მწვავე მანიით დაავადებულ მოზრდილ პაციენტებში, ლითიუმის ჯგუფში YMRS საშუალო გაუმჯობესების განსხვავება, ლითიუმის და პლაცებოს ჯგუფში იყო 2.8 პუნქტი და მოპასუხეების % განსხვავება (განსაზღვრული, როგორც დასაწყისთან შედარებით YMRS-ს 50%-იანი გაუმჯობესება) იყო 11% (79% ლითიუმის ჯგუფში და 68% პლაცებოს ჯგუფში).

ერთ ხანგრძლივ კვლევაში (2 წლამდე), რომელიც აფასებდა რეციდივის პრევენციას მანიაკალური, დეპრესიული ან შერეული ეპიზოდების მქონე პაციენტებში, კვეტიაპინი პლაცებოზე ეფექტური იყო, რეციდივამდე დროის გაზრდაში ნებისმიერი მოვლენისას (მანიაკალური, შერეული ან დეპრესიული) პაციენტებში, ბიპოლარული I დარღვევით. განწყობის მოვლენით პაციენტების რაოდენობა იყო 91 (22.5%) კვეტიაპინის ჯგუფში, 208 (51.5%) პლაცებოს ჯგუფში და 95 (26.1%) ლითიუმის ჯგუფში პაციენტებში, რომლებიც კვეტიაპინზე რეაგირებდნენ კვეტიაპინით თერაპიის შედარებისას ლითიუმზე გადასვლასთან შედეგები მიუთითებდა, რომ ლითიუმზე გადასვლა დაკავშირებული არ იყო რეციდივამდე დროის გაზრდასთან.

კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ კვეტიაპინი ეფექტურია შიზოფრენიის და მანიის დროს, დღე-ღამეში ორჯერ გამოყენებისას, თუმცა კვეტიაპინის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით შეადგენს 7 საათს. ამას ამყარებს პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიული (PET) კვლევის შედეგები, რომლებმაც აჩვენა, რომ კვეტიაპინისთვის 5HT2- და D2-რეცეპტორის დაკავება ნარჩუნდება 12 საათამდე. დღე-ღამეში 800 მგ-ზე მეტი დოზის უსაფრთხოება და ეფექტურობა შეფასებული არ არის.

კლინიკური უსაფრთხოება

ხანმოკლე, პლაცებო-კონტროლირებულ კვლევაში შიზოფრენიის და ბიპოლარული მანიის დროს ექსტრაპირამიდული სიმპტომების აგრეგაციული სიხშირე იყო პლაცებოს მსგავსი (შიზოფრენია 7.8%, კვეტიაპინისთვის და 8.0% პლაცებოსთვის; ბიპოლარული მანია: 11.2% კვეტიაპინისთვის და 11.4% პლაცებოსთვის).

ექსტრაპირამიდული სიმპტომების უფრო მაღალი სიხშირე აღინიშნა კვეტიაპინით ნამკურნალებ პაციენტებში, პლაცებოსთან შედარებით, ხანმოკლე, პლაცებო- კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში MDD და ბიპოლარული დეპრესიის დროს. ხანმოკლე, პლაცებო-კონტროლირებულ ბიპოლარული დეპრესიის კვლევებში, ექსტრაპირამიდული სიმპტომების აგრეგატული სიხშირე იყო 8.9% კვეტიაპინისთვის და 3.8% პლაცებოსთვის. ხანმოკლე, პლაცებო-კონტროლირებულ მონოთერაპიის კლინიკურ კვლევებში, დიდი დეპრესიული დარღვევების დროს, ექსტრაპირამიდული სიმპტომების აგრეგატული სიხშირე იყო 5.4%, გახანგრძლივებული გამოთავისუფლების კვეტიაპინისთვის და 2.3% პლაცებოსთვის. ბიპოლარული დეპრესიის და MDD დროს ინდივიდუალური გვერდითი მოვლენების სიხშირე (მაგ., აკათიზია, ექსტრაპირამიდული დარღვევები, ტრემორი, დისკინეზია, დისტონია, მოუსვენრობა, კუნთების უნებლიე შეკუმშვა, ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობა და კუნთების რიგიდობა) არ აჭარბებდა 4%-ს მკუნრალობის არც ერთ ჯგუფში.

ხანმოკლე, ფიქსირებული დოზების (5მგ/დღე-ღამეში-800მგ/დღე-ღამეში) პლაცებო- კონტროლირებულ კვლევებში (3-8 კვირა) წონის საშუალო მატება კვეტიაპინით ნამკურნალებ პაციენტებში, მერყეობდა 0.8 კგ-დან დღე-ღამეში, 5 მგ დოზისთვის 1.4 კგმ-მდე დღე-ღამეში, 600მგ დოზისთვის (უფრო დაბალი მატება 800მგ დოზისთვის), პლაცებოთი ნამკურნალებ ჯგუფებში კი 0.2კგ-ს შეადგენდა. კვეტიაპინით ნამკურნალები პაციენტების პროცენტული რაოდენობა, რომლებმაც მოიმატეს წონის ≥7% მერყეობდა 5.3-% დან დღე-ღამეში 50 მგ დოზისთვის 15.5%-ამდე დღე-ღამეში 400 მგ დოზისთვის (უფრო დაბალი მატება 600 და 800 მგ დოზისთვის), პლაცებოთი მაკურნალებ პაციენტებში შეადგენდა 3.7%-ს.

6-კვირიან, რანდომიზებულ, ლითიუმის და გახნაგძლივებული გამოთავისუფლების კვეტიაპინის კვლევაში, მოზრდილ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ მწვავე მანია, გამოჩნდა, რომ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების კვეტიაპინის ლითიუმთან კომბინაცია იწვევს უფრო მეტ გვერდით მოვლენებს (63% და 48% გახანგრძლივებული გამოთავისუფლების კვეტიაპინის ჯგუფში და პლაცებოს ჯგუფში). უსაფრთხოების შედეგებმა აჩვენა ექსტრაპირამიდული სიმპტომების უფრო მაღალი სიხშირე, 16.8%-ში ლითიუმის ჯგუფში და 6.6% პლაცებოს ჯგუფში, უმრავლესობა მოიცავდა ტრემორს, რომელიც აღინიშნა 1.56%-ში, ლითიუმის ჯგუფში და 4.9%-ს პლაცებოს ჯგუფში. ძილიანობის სიხშირე უფრო მაღალი იყო გახანგრძლივებული გამოთავისუფლების კვეტიაპინის ჯგუფში (12.7%), კვეტიაპინის და პლაცებოს ჯგუფებთან შედარებით (5.5%). დამატებით, ლითიუმის ჯგუფში პაციენტების მეტმა რაოდენობამ (8.5) მოიმატა წონაში (≥7%) მკურნალობის ბოლოს, პლაცებოსთან შედარებით (4.7%).

უფრო ხანგრძლივი რეციდივის პრევენციის კვლევებს ქონდა ღია პერიოდი (4-36 კვირა), რომლის განმავლობაშიც პაციენტები მკურნალობდნენ კვეტიაპინით, შემდეგ იყო რანდომიზებული მოხსნის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ხდებოდა რანდომიზაცია კვეტიაპინით ან პლაცებოთი. პაციენტებისთვის, რომელთა რანდომიზაციაც მოხდა კვეტიაპინისთვის ღია პერიოდში, წონაში საშუალო მატება იყო 2.56 კგ და რანდომიზაციის 48-ე კვირისთვის წონაში მატება იყო 3.22 კგ, ღია კვლევასთან შედარებით. პაციენტებში, რომელთა რანდომიზაციაც მოხდა პლაცებოთი, წონაში მატება ღია პერიოდში იყო 2.39 კგ და რანდომიზაციის პერიოდის 48-ე კვირისთვის წონაში საშუალო მატება იყო 0.89 კგ ღია დასაწყისთან შედარებით.

დემენციასთან დაკავშირებული ფსიქოზის მქონე ხანდაზმული პაციენტების პლაცებო- კონტროლირებულ კვლევაში ცერებროვასკულური გვერდითი მოვლენების სიხშირე 100 პაციენტზე წელიწადში უფრო მაღალი იყო კვეტიაპინით ნამკურნალებ პაციენტებში პლაცებოსთან შედარებით.

ყველა ხანმოკლე, პლაცებო-კონტროლირებულ მონოთერაპიის კვლევაში, პაციენტებში, რომლებსაც დასაწყისში ნეიტროფილების რიცხვი ქონდათ <1.5 X 109/L, იყო 1.9% კვეტიაპინით ნამკურნალებ პაციენტებში და 1.5% პლაცებოს ჯგუფში. >0.5-<1.0 x 109/L გადახრა იგივე იყო (0.2%) კვეტიაპინით ნამკურნალებ პაციენტებში და პლაცებოს ჯგუფში. ყველა კლინიურ კვლევაში (პლაცებო-კონტროლირებული, ღია, აქტიური შემადარებელი), პაციენტებში, რომლებსაც დასაწყისში ნეიტროფილების რაოდენობა იყო ≥1.5 X 109/L, ნეიტროფილების რაოდენობის ბოლო გადახრის სიხშირე <1.5 x 109/L იყო 2.9% და <0.5 X 109/L იყო 0.21% კვეტიაპინით ნამკურნალებ პაციენტებში.

კვეტიაპინით მკურნალობა დაკავშირებული იყო ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დოზა- დამოკიდებულ დაქვეითებასთან. TSH გადახრის სიხშირე იყო 3.2 კვეტიაპინით ნამკურნალებ პაციენტებში და 2.7 % პლაცებოსთვის. რეციპროკული, პოტენციურად კლინიკურად მნიშვნელოვანი გადახრა T3 ან T4 დაTSH-ში ამ კვლევებში იყო იშვიათი, მაგრამ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დონის ცვლილება დაკავშირებული არ იყო კლინიკურად მნიშვნელოვან ჰიპოთირეოზთან.

ტოტალური და თავისუფალი T4 შემცირება მაქსიმალური იყო კვეტიაპინით მკურნალობის პირველი 6 კვირის განმავლობაში, შემდგომი შემცირების გარეშე ხანგრძლივი მკურნალობისას. შემთხვევათა დაახლოებით 2/3-ში კვეტიაპინით მკურნალობის შეწყვეტა დაკავშირებული იყო ეფექტის შექცევადობასთან, ტოტალური და თავისუფალი T4-ს დონეზე, მკურნალობის ხანგრძლივობის მიუხედავად.

კატარაქტა/ბროლის გაუმჭვირვალობა

კლინიკურ კვლევაში, რომელიც აფასებდა კვეტიაპინის კატარაქტოგენურ პოტენციალს (200-800 მგ/დღე-ღამეში) რისპერიდონთან შედარებით (2-8 მგ/დღეში), შიზოფრენიით ან შიზოაფექტური დარღვევის მქონე პირებში, პაციენტების პროცენტული რაოდენობა ლინზის გაუმჭვირვალობის გაზრდილი ხარისხით უფრო მაღალი არ იყო კვეტიაპინისთვის (4%) რისპერიდონთან შედარებით (10%), პაციენტებისთვის მინიმუმ 21 თვიანი ექსპოზიციით.

პედიატრიული პოპულაცია

კლინიკური ეფექტურობა

კვეტიაპინის ეფექტურობა და უსაფრთხოება შესწავლილი მანიის 3 კვირიან, პლაცებო- კონტროლირებულ კვლევაში (n=284 პაციენტები, აშშ-დან, ასაკი 10-17 წელი), პაციენტების პოპულაციის დაახლოებით 45%-ს ქონდა დამატებით ADHD დიაგნოზი, დამატებით ჩატარდა შიზოფრენიის მკურნალობის 6 კვირიანი პლაცებო-კონტროლირებული კვლევა (n=222 პაციენტები, ასაკი 13-17). ორივე კვლევაში გამოირიცხნენ პაციენტები, რომლებშიც აღინიშნებოდა კვეტიაპინზე პასუხის ნაკლებობა. კვეტიაპინით მკურნალობა დაიწყო დღე-ღამეში 50მგ-ს გამოყენებით და მე-2 დღეს დღე-ღამეში 100მგ- მდე გაიზადა; შემდეგ დოზის ტიტრაცია მოხდა სამიზნე მაჩვენებლამდე (მანია 400-600მგ დღე/ღამეში; შიზოფრენია 400-800მგ/დღე-ღამეში), 100მგ დღეში ინკრემენტი გამოიყენებოდა ორ-სამჯერ დღე-ღამეში.

მანიის კვლევაში LS საშუალო ცვლილება დასაწყისთან შედარებით YMRS ტოტალურ სკალაში (აქტიური მინუს პლაცებო) იყო 5.21 დღე-ღამეში 400მგ კვეტიაპინისთვის და – 6.56 დღე-ღამეში 600მგ კვეტიაპინისთვის. პასუხის სიხშირე s (YMRS გაუმჯობესება ≥50%) იყო 64დღე-ღამეში 400მგ კვეტიაპინისთვის 58% დღე-ღამეში 600მგ კვეტიაპინისთვის და 37% პლაცებოსთვის.

შიზოფრენიის კვლევაში LS საშუალო ცვლილების განსხვავება დასაწყისთან შედარებით PANSS ტოტალურ შკალაში (აქტიური მინუს პლაცებო) იყო –8.16 დღე-ღამეში 400მგ კვეტიაპინისთვის. –9.29 დღე-ღამეში 800მგ კვეტიაპინისთვის. კვეტიაპინის დაბალი (დღე-ღამეში 400მგ) ან მაღალი (დღე-ღამეში 800მგ დოზა არ აღემატებოდა პლაცებოს მოპასუხე პაციენტების მხრივ, რაც განისაზღვრა როგორც ≥30% შემცირება საწყის მაჩვენებელთან შედარებით PANSS ტოტალურ შკალაში. მანიის და შიზოფრენიის დროს უფრო მაღალმა დოზებმა გამოიწვია რაოდენობრივად პასუხის დაბალი სიხშირე.

მესამე, ხანმოკლე, პლაცებო-კონტროლირებულ მონოთერაპიის კვლევაში, გახანგრძლივებული გამოთავისუფლების კვეტიაპინის ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენებისას (10-17 წელი), რომლებსაც აღენიშნებოდათ ბიპოლარული დეპრესია, ეფექტურობა არ გამოვლინდა.

ამ ასაკობრივ ჯგუფში რეციდივის პრევენციის შენარჩუნებაზე ეფექტის მონაცემები არ არის.

კლინიკური უსაფრთხოება

ზემოაღწერილ კვეტიაპინის ხანმოკლე პედიატრიულ კვლევებში, EPS სიხშირე აქტიური ხაზში პლაცებოსთან შედარებით იყო 12.9% და 5.3% შიზოფრენიის კვლევაში, i3.6% vs. 1.1% ბიპოლარული მანიის კვლევაში და 1.1% vs. 0% ბიპოლარული დეპრესიის კვლევაში. წონის მატების სიხშირე შიზოფრენიის და ბიპოლარული მანიის კვლევებში და 12.5% vs. 6% ბიპოლარული დეპრესიის კვლევებში. სუიციდთან დაკავშირებული მოვლენების სიხშირე აქტიურ ხაზში პლაცებოსთან შედარებით იყო 1.4% vs. 1.3% შიზოფრენიის კვლევაში 1.0% vs. 0% ბიპოლარული მანიის კვლევაში, 1.1% vs. 0% ბიპოლარული დეპრესიის კვლევაში. ბიპოლარული დეპრესიი კვლევის გაფართოებულ მკურნალობის შემდგომ დაკვირვების ფაზაში აღინიშნა ორი, სუიციდთან დაკავშირებული მოვლენა ორ პაციენტში: მოვლენის დროს ერთი მკურნალობდა კვეტიაპინით.

ხანგრძლივი უსაფრთხოება

მწვავე კვლევების 26 კვირიან ღია გაფართოებულ კვლევებში (n=380 პაციენტი), კვეტიაპინის 400—800მგ დღე/ღამეში დოზირებისას, გამოვლინდა უსაფრთხოების დამატებითი მონაცემები. სისხლის წნევის ზრდა აღინიშნა ბავშვებსა და მოზარდებში და ამ კატეგორიაში მოზრდილებთან შედარებით, უფრო ხშირი იყო მადის მომატება, ექსტრაპირამიდული სიმპტომები და შრატში პროლაქტინის მომატება. წონის მატების გამო, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ნორმალური ზრდის შეფასებისას, სხეულის მასის ინდექსის (სმი) მინიმუმ 0.5-ის სტანდარტული გადახრა გამოყენებული იყო კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილების გაზომვისთვის. ეს კრიტერიუმი დააკმაყოფილა პაციენტების 18.3%-მა, რომლებიც მინიმუმ 26 კვირა მკურნალობდნენ კვეტიაპინით.

ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

აბსორბცია

კვეტიაპინი კარგად შეიწოვება და ექსტენსირუად მეტაბოლიზდება ორალური გამოყენების შემდეგ. კვეტიაპინის ბიოშეღწევადობა მნიშვნელოვნად არ იცვლება საკვების მიღებით. მყარ მდგომარეობაში აქტიური მეტაბოლიტის, ნორკვეტიაპინის პლაზმაში მოლური კონცეტრაციის პიკი, შეადგენს კვეტიაპინის 35%-ს.

ხაზოვნება/არახაზოვნება

კვეტიაპინის და ნორკვეტიაპინის ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია, დასაშვები დოზირების ფარგლებში.

განაწილება

კვეტიაპინი დაახლოებით 83% უკავშირდება პლაზმის ცილებს.

ბიოტრანსფორმაცია

კვეტიაპინი ექსტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში, საწყისი პრეპარატის 5%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცლველად შარდით და განავლით. რადიონიშნული კვეტიაპინის მიღების შემდეგ. In vitro გამოკვლევებმა დაადგინა, რომ CYP3A არის ძირითადი ენზიმი, რომელიც პასუხისმგებელია კვეტიაპინის ციტოქრომ P450-ით მედიატირებულ მეტაბოლიზმზე. ნორკვეტიაპინი ძირითადად წარმოიქმნება და გამოიყოფა CYP3A4-ით. რადიოაქტივობის დაახლოებით 73% გამოიყოფა შარდით და 21% განავლით. კვეტიაპინი და მისი რამდენიმე მეტაბოლიტი (ნორკვეტიაპინის ჩათვლით) არის ადამიანის ცოტოქრომ P450 1A2, 2C9, 2C19, 2D6 და 3A4 აქტივობის სუსტი ინჰიბიტორი in vitro. In vitro CYP ინჰიბირება აღინიშნება მხოლოდ კონცეტრაციისას, რომელიც დაახლოებით 5-50 პუნქტით მეტია, დღე-ღამეში 300-800მგ-ს მიღების დროს აღნიშნულ მაჩვენებელზე, ადამიანებში. ამ in vitro შედეგების საფუძველზე ნაკლებსავარაუდოა, რომ კვეტიაპინის და სხვა პრეპარატების ერთად მიღება გამოიწვევს სხვა პრეპარატის ციტოქრომ P450-ით მედიატირებული მეტაბოლიზმის კლინიკურად მნიშვნელოვან ინჰიბირებას. ცხოველების კვლევიდან ვლინდება, რომ კვეტიაპინს შეუძლია იყოს ციტოქრომ P450 ინდუქტორი. ფსიქოზური პაციენტების სპეციფიკური ურთიერთქმედების კვლევაში არ აღინიშნა ციტოქრომ P450 აქტივობის ზრდა კვეტიაპინის გამოყენების შემდეგ.

ელიმინაცია

კვეტიაპინის და ნორკვეტიაპინის ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 7 და 12 საათს. თავისუფალი კვეტიაპინის და ადამიანის პლაზმაში მისი აქტიური მეტაბოლიტის ნორკვეტიაპინის საშალო მოლარული დოზის ფრაქცია <5%, გამოიყოფა შარდით.

განსაკუთრებული პოპულაციები

სქესი

კვეტიაპინის კინეტიკა მამაკაცებში და ქალებში არ განსხვავდება.

ხანდაზმულები

ხანდაზმულებში კვეტიაპინის საშუალო კლირენსი დაახლოებით 30-50%-ით დაბალია ვიდრე 18-65 წლის მოზრდილებში.

თირკმლის დაზიანება

პლაზმაში კვეტიაპინის საშუალო კლირენსი დაახლოებით 25%-ით შემცირებული იყო თირკმლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ სუბიექტებში (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ/1.73მ2-ზე ნაკლები), მაგრამ კლირენსის ინდივიდუალური მაჩვენებლები ნორმალური სუბიექტების ფარგლებშია.

ღვიძლის დაზიანება

პლაზმაში კვეტიაპინის კლირენსი დაახლოებით 25%-ით ქვეითდება ღვიძლის დაზიანების მქონე პირებში (სტაბილური ალკოჰოლური ციროზი). რადგან კვეტიაპინი ექსტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში, პლაზმაში დონის მომატება მოსალონდელია ღვიძლის დაზიანების დროს. ამ პაციენტებში დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის.

პედიატრიული პოპულაცია

ფარმაკოკინეტიკური მონაცემების ნიმუშები შედგა 10-12 წლის 9 ბავშვში და 12 მოზარდში, რომლებიც იტარებდნენ მყარ მდგოამრეობაში მკურნალობას 400-მგ დოზით დღე- ღამეში ორჯერ. მყარ მდგომარეობაში საწყისი შენაერთის დოზა-ნორმალიზებული დონე პლაზმაში ბავშვებში და მოზრდილებში (10-17 წელი) ზოგადად მოზრდილების მსგავსი იყო თუმცა უფრო მაღალი სიხშირე აღინიშნა მოზრდილებში. აქტიური მეტაბოლიტის ნორკვეტიაპინის AUC და Cmax უფრო მაღალი იყო, შეადგენდა დაახლოებით 62 და 49%-ს ბავშვებში (10-12 წელი) და 28%-ს და 14%-ს მოზარდებში (13-17 წელი) მოზრდილებთან შედარებით.

წინაკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

გენოტოქსიკურობის მტკიცებულება არ აღინიშნა in vitro და in vivo გენოტოქსიკურობის კვლევების სერიებში. ლაბორატორიულ ცხოველებში კლინიკურად მნიშვნელოვანი ექსპოზიციისას, აღნიშნა შემდეგი გადახრები, მაგრამ არ დადასტურდა ხანგრძლივი კლინიკური კვლევით.

ვირთაგვებში აღინიშნა ფარისებრ ჯირკვალში პიგმენტის დალექვა; ცინომოლგუსის მაიმუნებში ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულური უჯრედების ჰიპერტროფია, პლაზმაში T3 დონის დაქვეითება, ჰემოგლობინის კონცენტრაციის დაქვეითება და სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება; ძაღლებში ბროლის შემღვრევა და კატარაქტა.

ბოცვრების ემბრიოფეტალური ტოქსიკურობის კვლევაში გაიზარდა კარპალ/ტარზალური ნაკეცის სიხშირე. ეს ეფექტი განვითარდა დედის ღია ეფექტისას, როგორიც არის წონაში მატების შემცირება. ეს ეფექტები ვლინდება დედის ექსპოზიციის დონისას, რომელიც ადამიანის მაქსიმალურ დონეს აღემატება. ადამიანისთვის ამ აღმოჩენების მნიშვნელობა უცნობია.

ვირთაგვების ფერტილობის კვლევაში აღინიშნა მამრების ფერტილობის მარგინალური შემცირება და ფსევდოორსულობა, დიესტრუსის პერიოდები, გაზრდილი პრეკოიტალური ინტერვალი და მაკეობის შემცირებული სიხშირე. ეს ეფექტები დაკავშირებულია პროლაქტინის დონის მომატებასთან და პირდაპირ დაკავშირებული არ არის ადამიანთან რეპდორუქციის ჰორმონული კონტროლის სახეობათაშორისი განსხვავებების გამო.

ფარმაცევტული მახასიათებლები

_1)_შემავსებლების ჩამონათვალი

ლაქტოზის ჰიდრატი

მიკროკრისტალური ცელულოზა

მსუბუქი უწყლო სილიციუმის მჟავა

პოვიდონი

ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი

კალციუმის ორფუძიანი ფოსფატის ჰიდრატი

მაგნიუმის სტეარატი

ტალკი

ოპადრაი ნარინჯისფერი 80W43116

**2)**შეუთავსებლობა

უცნობია

**3)**განსაკუთრბეული უსაფრთხოების ზომები შენახვისთვის

ეს სამედიცინო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

**4)**კონტეინერის აღწერა და შემადგენლობა

ბლისტერული შეფუთვა (პვქ/ალ): 10 ტაბლეტი/პტპ X 3 კოლოფში (30ტ/კოლოფში)

ბაზარზე შეიძლება ხელმისაწვდომი არ იყოს ყველა ზომის შეფუთვა

**5)**განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები განადგურებისთვის და შენახვისთვის

განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.

შენახვა: ინახება არა უმეტეს 30⁰C ტემპერატურაზე მჭიდრო კონტეინერში.

6) შენახვის ვადა: 36 თვე წარმოების თარიღიდან.

წარმოებულია Whan In Pharm. Co., Ltd. მიერ

50, გონგდან-რო, ანსეონგ-სი, გიეონგი-დო, კორეის რესპუბლიკა.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

საერთაშორისო დასახელება - კვეტიაპინი
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: 25 მგ, 100 მგ, 150 მგ, 200 მგ და 300 მგ კვეტიაპინი
ჩვენებები: კვეტიაპინის გამოყენება შეიძლება იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომლებიც განწყობის შეცვლის გამო თავს “ამაღლებულად” გრძნობენ ან აგზნებულნი არიან, ჩვეულებრივზე ნაკლებ ხანს სძინავთ, ბევრს ლაპარაკობენ და უჩვეულოდ გაღიზიანებულნი არიან.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატის გამოყენების წესს განსაზღვრავს ექიმი. ჩვეულებრივ ექიმი პრეპარატს ნიშნავს სადღეღამისო დოზით 50 მგ (25 მგ-ანი 2 ტაბლეტი) ან 100 მგ პირველ დღეს, 100 მმგ ან 200 მგ მეორე დღეს, 200 მგ ან 300 მგ მესამე დღეს და 300 მგ ან 400 მგ მეოთხე დღეს. დოზის შეცვლა შეიძლება 150 მგ-დან 800 მგ-მდე დღეში თერაპიის ინდივიდუალური მოთხოვნების მიხედვით.
ამის შემდეგ ექიმი განსაზღვრავს ყოველდღიურად მისაღები ტაბლეტების რაოდენობას. აუცილებელია ექიმის ინსტრუქციების დაცვა ტაბლეტების მიღების დროისა და წესის შესახებ (ჩვეულებრივ დღეში 2-ჯერ). გაურკვევლობის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან მიმართვა.
ხანდაზმულ პაციენტებში და პაციენტებში ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევებით ექმმა შეიძლება დანიშნოს პრეპარატის მცირე დოზა.
ტაბლეტები ჩაიყლაპება მთლიანად, დაუღეჭავად, წყლის მიყოლებით.
ექიმის გაფრთხილების გარეშე პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა არ შეიძლება.

უკუჩვენება
- ადრე არსებული ალერგიული რეაქციები კვეტიაპინზე ან ამ პრეპარატის ნებისმიერ სხვა კომპონენტზე.
- ერთდროულად მიიღება ან ცოტახნის წინ (14 დღეზე ნაკლები ხნის წინ) მიიღებოდა მაო-ს ინჰიბიტორების კლასის ანტიდეპრესიულები.
- კვეტიაპინის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში არ შეიძლება.

ორსულობა და ლაქტაცია: ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მისაღებად აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა.
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით.

ფსიქოლეპტი ტაბ. 25მგ

**Fsiqolept Tab. 25mg **

კვეტიაპინი

აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტები ტაბლეტში

ფსიქოლეპტი ტაბ. 25მგ: კვეტიაპინის ფუმარატი ....... 28.78 მგ (25 მგ კვეტიაპინი)

*შემავსებლების სრული ჩამონათვალი იხ. პარაგრაფში ფარმაცევტული მახასიათებლები-1) შემავსებლების ჩამონათვალი

აღწერა

ფსიქოლეპტი ტაბ. 25მგ: ნარინჯისფერი მრგვალი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

ჩვენება და გამოყენება

1. შიზოფრენიის მკურნალობა.

2. ბიპოლარული აშლილობის მკურნალობა:

-ბიპოლარული აშლილობის საშუალო და მძიმე მანიაკალური ეპიზოდების მკურნალობა

-ბიპოლარული აშლილობის დიდი დეპრესიული ეპიზოდების მკურნალობა

-ბიპოლარული აშლილობის რეციდივის პრევენცია პაციენტებში, რომლებშიც კვეტიაპინის გამოყენებისას აღინიშნა პასუხი დიდი დეპრესიული ეპიზოდების, შერეული ან მანიაკალური ეპიზოდების დროს.

დოზირება და გამოყენება

ჩვენება | საწყისი დოზა და ტიტრაცია
| რეკომენდებული დოზა
| მაქსიმალური დოზა

---|---|---|---
შიზოფრენია - მოზრდილები | -დღეში ორჯერ მიღება კვებისგან დამოუკიდებლად დღე 1: დღეში ორჯერ საერთო დოზა 50მგ დღე 2: დღეში ორჯერ საერთო დოზა 100მგ დღე 3: დღეში ორჯერ საერთო დოზა 200მგ დღე 4: დღეში ორჯერ საერთო დოზა 300მგ დოზირების შემდგომი ცვლილება უნდა მოხდეს 300-400მგ/დღეში ფარგლებში მე-4 დღისთვის. პასუხის და ტოლერანტობის მიხედვით დოზა შეიძლება იყოს 150-750მგ/დღეში. -კვეტიაპინით შემანარჩუნებელი მკურნალობა შემოწმებული არ არის შიზოფრენიით დაავადებულ მოზრდილ პაციენტებში. პაციენტებმა რეგულარულად უნდა გაიარონ ხელახლა შეფასება რათა გაირკვეს ესაჭიროებათ თუ არა შემანარჩუნებელი თერაპია. | 300-400მგ/დღეში
| 750მგ/დღეში

ბიპოლარული მანია -მოზრდილები მონოთერაპია ან ლითიუმის ან ვალპროატის დანამატის სახით
| დღეში ორჯერ მიღება კვებისგან დამოიკიდებლად დღე 1: დღეში ორჯერ საერთო დოზა 100მგ დღე 2: დღეში ორჯერ საერთო დოზა 200მგ დღე 3: დღეში ორჯერ საერთო დოზა 300მგ დღე 4: დღეში ორჯერ საერთო დოზა 400მგ დოზის შემდგომი ცვლილება 800მგ/დღეში ფარგლებში მე-6 დღისთვის უნდა მოხდეს არაუმეტეს დღეში 200მგ-ით. პასუხის და ტოლერანტობის მიხედვით დოზა შეიძლება შეიცვალოს 200-800მგ-მდე დღეში. რეკომენდებული დოზაა 400-800მგ/დღეში | 400-800მგ/დღეში
| 800მგ/დღეში

ბიპოლარული დეპრესია -მოზრდილები | დღეში ერთხელ მიღება ძილის წინ კვებისგან დამოიკიდებლად. დღე 1: 50მგ დღე 2: 100მგ დღე 3: 200მგ დღე 4: 300მგ | 300მგ/დღეში
| 300მგ/დღეში

ბიპოლარული აშლილობის რეციდივის პრევენცია
| დიდი დეპრესიული ეპიზოდების რეციდივის პრევენციისთვის, ბიპოლარულ აშლილობასთან დაკავშირებული შერეული ან მანიაკალური ეპიზოდებისთვის, პაციენტებმა, რომლებსაც კვეტიაპინის მიღებისას პასუხი აღენიშნებოდათ ბიპოლარული აშლილობის მწვავე მკურნალობისას უნდა მიიღონ იგივე დოზა. პასუხის და ტოლერანტობის საფუძველზე დოზირება შეიძლება შეიცვალოს 300-800მგ-მდე დღეში ორჯერ. შემანარჩუნებელი თერაპიისთვის მნიშვნელოვანია მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენება.
| 300-800მგ/დღეში
| 800მგ დღეში

ხანდაზმულები

როგორც სხვა ანტიფსიქოზური საშუალებები კვეტიაპინი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ხანდაზმულებში, განსაკუთრებით დოზირების საწყის პერიოდში. დაიწყეთ დღეში 25მგ-ით და დოზა თანდათან გაზარდეთ 25-დან -50მგ-მდე.

პედიატრული პოპულაცია

ამ მედიკამენტის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებსა და მოზარდებში დადგენილი არ არის.

თირკმლის და ღვიძლის დაზიანება

კვეტიაპინის პერორალური მიღების შემდეგ კლირენსი დაახლოებით 25%-ით მცირდება თირკმლის და ღვიძლის დაზიანების მქონე პირებში. კვეტიაპინი ექსტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში. აქედან გამომდინარე კვეტიაპინი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტებში. საწყისი დოზაა 25მგ/დღეში. დოზა თანდათან უნდა გაიზარდოს 25-50მგ-ით დღეში ეფექტური დოზის მიღწევამდე, ინდივიდუალური პაციენტის კლინიკური პასუხის და ტოლერანტობის მიხედვით.

უკუჩვენება და უსაფრთხოების ზომები

1.უკუჩვენება

  1. ჰიპერმგრძნობელობა: სიფრთხილით გამოიყენეთ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში.

  2. კომა: აღწერილია კვეტიაპინით კომის გაუარესების ძალიან იშვიათი შემთხვევები.

  3. ცნს-ის დამთრგუნველი მედიკამენტები: კვეტიაპინის ცნს-ის დამთრგუნველ მედიკამენტებთან ერთად გამოყენებამ, როგორიცაა ბარბიტურატები, შეიძლება გაზარდოს კვეტიაპინისადმი ფარმაკოდინამიკური პასუხი.

  4. კვეტიაპინი არ გამოიყენოთ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ეპინეფრინს.

  5. კვეტიაპინი არ გამოიყენოთ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერგლიკემია და შაქრიანი დიაბეტი.

  6. კვეტიაპინი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ გალაქტოზას აუტანლობა, ლაპ-ლაქტაზის დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია.

2. გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

1)სუიციდი და ანტიდეპრესანტული პრეპარატები: პლაცებოსთან შედარებით ანტიდერპესანტებმა გაზარდა სუიციდური აზრების და ქცევის (სუიციდი) სიხშირე ბავშვებში, მოზარდებში და მცირე ასაკის ბავშვებში დიდი დეპრესიული დარღვევის (MDD) და სხვა ფსიქიატრული დარღვევების ხანმოკლე კვლევაში. ყველამ ვინც ფსიქოლეპტის გამოყენებას განიხილავს ბავშვებში, მოზარდებში და მცირე ასაკის ბავშვებში უნდა დააბალანსოს რისკი და კლინიკური საჭიროება. ხანმოკლე კვლევებმა არ აჩვენა პლაცებოსთან შედარებით ანტიდეპრესანტების გამოყენებისას სუიციდის მომატება 24 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილებში. პლაცებოსთან შედარებით ანტიდეპრესანტების გამოყენებისას, რისკი მცირდებოდა 65 წელზე უფროსი ასაკის ხანდაზმულებში. დეპრესია და ზოგიერთი სხვა ფსიქიატრიული დარღვევა თავად დაკავშირებულია სუიციდის რისკის მომატებასთან. ყველა ასაკის პაციენტისთვის, რომლებიც იწყებენ ანტიდეპრესანტებით მკურნალობას, საჭიროა შესაბამისი მონიტორინგი და ინტენსიური დაკვირვება კლინიკური გაუარესების, სუიციდის ან ქცევის უჩვეულო ცვლილების გამოსავლენად. ოჯახის წევრებს და მომვლელებს უნდა აუხსნან დაკვირვების და ექიმთან კომუნიკაციის აუცილებლობა. კვეტიაპინი განკუთვნილი არ არის ათ წლამდე ასაკის პაციენტებში გამოყენებისთვის.

  1. ჰიპერგლიკემია და შაქრიანი დიაბეტი: პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ატიპიური ანტიფსიქოზური პრეპარატებით კვეტიაპინის ჩათვლით, აღწერილია ჰიპერგლიკემია, ზოგ შემთხვევაში ექსტრემალური და დაკავშირებული კეტოაციდოზთან ან ჰიპეროსმოლარულ კომასთან ან სიკვდილთან. ატიპიურ ანტიფსიქოზურ საშუალებებს და გლუკოზურ ანომალიებს შორის კავშირის შეფასება გაძნელებულია შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებში, შაქრიანი დიაბეტის მაღალი რისკის და საერთო მოსახლეობაში დიაბეტის მაღალი რისკის გამო. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, კავშირი ატიპიურ ანტიფსიქოზურ საშუალებებს და ჰიპერგლიკემიის გვერდით მოვლენებს შორის, ბოლომდე გარკვეული არ არის. თუმცა ეპიდემიოლოგიური კვლევები აჩვენებს მკურნალობასთან დაკავშირებული ჰიპერგლიკემიის გვერდითი მოვლენების გაზრდილ რისკს პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებებით. პაციენტებში, რომლებიც ატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებებით მკურნალობენ, ჰიპერგლიკემიასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების ზუსტი რისკი ცნობილი არ არის. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც ატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებებით მკურნალობას იწყებენ, საჭიროა რეგულარული მონიტორინგი, გლუკოზის კონტროლის გაუარესების გამოსავლენად. პაციენტებში რომლებსაც აღენიშნებათ შაქრიანი დიაბეტის რისკ-ფაქტორები (სიმსუქნე, დიაბეტის ოჯახური ანამნეზი), მკურნალობამდე და შემდგომში მკურნალობის პერიოდში, უნდა გაკეთდეს უზმოზე სისხლში გლუკოზის ტესტი. ნებისმიერ პაციენტში, რომელიც მკურნალობს არატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებებით, საჭიროა მონიტორინგი ჰიპერგლიკემიის სიმპტომების გამოსავლენად, როგორიცაა პოლიდიფსია, პოლიურია, პოლიფაგია და სისუსტე. პაციენტებმა, რომლებსაც ატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებებით მკურნალობის დროს განუვითარდებათ ჰიპერგლიკემიის სიმპტომები, უნდა ჩაიტარონ უზმოზე გლუკოზის ტესტი. ზოგ შემთხვევაში ჰიპერგლიკემია გაქრა ატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებების მოხსნის შემდეგ. თუმცა ზოგიერთ პაციენტში საეჭვო პრეპარატის მოხსნის მიუხედავად საჭირო იყო ანტიდიაბეტური მკურნალობის გაგრძელება. კლინიკურ კვლევებში ზოგიერთ პაციენტში აღინიშნა ერთზე მეტი მეტაბოლური პარამეტრის გაუარესება, როგორიცაა წონა, სისხლში გლუკოზის და ლიპიდების დონე. ამ პარამეტრების ცვლილების მენეჯმენტი უნდა მოხდეს კლინიკური პარამეტრებით.

  2. ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი (NMS): ანტიფსიქოზური პრეპარატების გამოყენებისას კვეტიაპინის ჩათვლით აღწერილია პოტენციურად ფატალური სიმპტომოკომპლექსი, ზოგჯერ განმარტებული როგორც ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი (NMS). კვეტიაპინის გამოყენებისას აღწერილია NMS იშვიათი შემთხვევები. NMS-ს კლინიკური გამოვლინებაა ჰიპერპირექსია, კუნთების რიგიდობა, დაზიანებული მენტალური სტატუსი, ავტონომიური არასტაბილურობის მტკიცებულება (არარეგულარული პულსი ან სისხლის წნევა, ტაქიკარდია, დიაფორეზი და გულის დისრითმია). დამატებითი ნიშნები შეიძლება მოიცავდეს კრეატინ-ფოსფოკინაზას მომატებას, მიოგლობინურიას (რაბდომიოლიზი) და თირკმლის მწვავე უკმარისობას. NMS-ის მონიტორინგი უნდა მოიცავდეს შემდეგს: 1) ანტიფსიქოზური პრეპარატის და იმ მედიკამეტების დაუყოვნებლივ მოხსნა, რომლებიც აუცილებელი არ არის მიმდინარე თერაპიისთვის; 2)სიმპტომების ინტენსიური მკურნალობა და სამედიცინო მონიტორინგი. თუ პაციენტს NMS-ის მოხსნის შემდეგ ესაჭიროება ანტიფსიქოზური მკურნალობა პრეპარატის ხელახლა დანიშვნისას უნდა დაიცვან სიფრთხილე. საჭიროა პაციენტის ინტენსიური მონიტორინგი, რადგან აღწერილია NMS-ის რეციდივი.

  3. გვიანი დისკინეზია და ექსტრაპირამიდული სიმპტომები: პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ანტიფსიქოზური პრეპარატებით კვეტიაპინის ჩათვლით შეიძლება აღინიშნოს პოტენციურად შეუქცევადი, უნებლიე, დისკინეზიური მოძრაობების სინდრომი. თუ პაციენტებში, რომლებიც იღებენ კვეტიაპინს, ვითარდება გვიანი დისკინეზიის ნიშნები და სიმპტომები, უნდა გაითვალისწინონ პრეპარატის მოხსნა. ზოგ შემთხვევაში სინდრომი შეიძლება განვითარდეს ან გამწვავდეს მკურნალობის მოხნის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ სიმპტომების სიხშირე ყველაზე მაღალია ხანდაზმულებში, განსაკუთრებით ხანადზმულ ქალებში, გავრცელების მიხედვით მკურნალობის დასაწყისში შეუძლებელია იმის პროგნოზირება თუ რომელ პაციენტს განუვითარდება სინდრომი. გვიანი დისკინეზიის განვითარების და მისი შეუქცევადობის რისკი იზრდება მკურნალობის ხანგრძლივობის და პაციენტის საერთო კუმულაციური დოზის მატებასთან ერთად. თუმცა სინდრომი შედარებით ნაკლები სიხშირით შეიძლება განვითარდეს უფრო ხანმოკლე და დაბალი დოზებით მკურნალობისას. ბიპოლარული დეპრესიის მკურნალობის ხანმოკლე, პლაცებო-კონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში პრეპარატის გამოყენებისას, ექსტრაპირამიდული სიმპტომების სიხშირე პლაცებოსთან შედარებით იყო უფრო მაღალი.

  4. გაზრდილი სიკვდილიანობა დემენციასთან დაკავშირებული ფსიქოზით დაავადებულ ხანდაზმულ პაციენტებში: ფსიქოლეპტი (კვეტიაპინი) განკუთვნილი არ არის დემენციასთან დაკავშირებული ფსიქოზის მკურნალობისთვის. მეტა-ანალიზის შედეგების მიხედვით სიკვდილის რისკი მომატებულია დემენციასთან დაკავშირებული ფსიქოზით დაავადებულ ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიფსიქოზურ პრეპარატებს. ტიპიური, 10 კვირიანი კონტროლირებული კვლევის მიმდინარეობისას (710 პაციენტი, საშუალო ასაკი 83 წელი, ასაკი 56-99) პრეპარატით ნამკურნალებ პაციენტებში გარდაცვალების სიხშირე იყო 5.5%, პლაცებოს ჯგუფში - 3.2%. დაკვირვებითი კვლევები მიუთითებს, რომ ატიპიური ანტიფსიქოზური პრეპარატების მსგავსად, სტანდარტული ანტიფსიქოზური პრეპარატებით მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს სიკვდილიანობა. მასშტაბი, რომლითაც კვლევებში აღნიშნული მომატებული სიკვდილიანობა შეიძლება ანტიფსიქოზურ პრეპარატებს დაუკავშირონ, პაციენტის მახასიათებლების საპირისპიროდ, უცნობია. სიკვდილის მიზეზი სხვადასხვა იყო, დადგენილი არ არის მიზეზობრივი კავშირი სიკვდილს და ამ პრეპარატს შორის. დაკვირვებითი კლინიკური კვლევების მიხედვით ატიპიური ანტიფსიქოზური პრეპარატები აგრეთვე დაკავშირებულია სიკვდილიანობის ზრდასთან.

  5. მწვავე ნეიტროპენია: კლინიკურ კვლევებში იშვიათად აღწერილია ფსიქოლეპტთან დაკავშირებული მწვავე ნეიტროპენიის შემთხვევები (<0.5X109/L). პაციენტებს სიმპტომები გამოუვლინდათ ფსიქოლეპტით მკურნალობიდან ორი (2) თვის შემდეგ. დოზა- პასუხის კავშირი უცნობი იყო. ნეიტროპენიის შესაძლო რისკ-ფაქტორები მოიცავს სისხლის თეთრი უჯრედების დაბალ რაოდენობას (WBC) ანამნეზში პრეპარატით გამოწვეულ ნეიტროპენიას. პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი დონე (<1.0X109/L) უნდა ჩაუტარდეთ სისხლის საერთო ანალიზი (არა ნაკლებ 1.5X109/L), საჭიროა ხშირი მონიტორინგი მკურნალობის პირველი თვეების განმავლობაში, ფსიქოლეპტი უნდა მოიხსნას WBC-ს რაოდენობის შემცირების პირველი ნიშნებისას.

  6. ცერებროვასკულური დაავადება ან მდგომარეობა: რანდომიზებული პლაცებო- კონტროლირებადი კლინიკური კვლევების ანალიზმა, რომლებიც ჩატარდა დემენციით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც ანტიფსიქოზურ პრეპარატებს იღებდნენ, გამოავლინა, რომ ცერებროვასკულური დაავადების ან მდგომარეობის რისკი პრეპარატით ნამკურნალებ პაციენტებში სამჯერ მაღალი იყო პლაცებოს ჯგუფში სიკვდილის რისკთან შედარებით. ცერებროვასკულური დაავადების ან მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი უცნობია. საჭიროა ინსულტის რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტების მონიტორინგი.

  7. ფლებოთრომბოზის რისკი: კვეტიაპინის გამოყენებისას აღწერილია ფლებოთრომბიტი. პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ფლებოთრომბიტის შეძენილი რისკ-ფაქტორები საჭიროა მონიტორინგი თერაპიის დაწყებამდე და მკურნალობის განმავლობაში.

  8. კვეტიაპინი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ კარდიოვასკულური დაავადება, ცერებროვასკულური დაავადება ან მდგომარეობები, რომლებიც პაციენტებს ჰიპოტენზიისკენ განაწყობს. მკურნალობის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში კვეტიაპინმა შეიძლება გამოიწვიოს ორთოსტატული ჰიპოტენზია.

გვერდითი რეაქციები

კვეტიაპინის ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი რეაქციებია (ADR) (≥10%): ძილიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პირის სიმშრალე, მოხსნის სიმპტომები, შრატში ტრიგლიცერიდების დონის მომატება, საერთო ქოლესტეროლის (ძირითადად LDL ქოლესტეროლის) დონის მომატება, HDL ქოლესტეროლის დაქვეითება, წონაში მატება, ჰემოგლობინის დაქვეითება და ექსტრაპირამიდული სიმპტომები.

კვეტიაპინით თერაპიასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების სიხშირე (ADR) მოცემულია ქვემოთ ცხრილში (ცხრილი 1). სამედიცინო მეცნიერებების საერთაშორისო ორგანიზაციების საბჭოს მიერ რეკომენდებული ფორმატის მიხედვით (CIOMS III სამუშაო ჯგუფი, 1995).

  1. შეიძლება განვითარდეს ძილიანობა, განსაკუთრებით მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში, ჩვეულებრივ ქრება კვეტიაპინის მუდმივი გამოყენებისას.

  2. შრატში ტრანსამინაზების (ალტ, ასტ) ან გამა-GT დონის ასიმპტომური მომატება (გადახრა ნორმიდან>3X ULN-მდე ნებისმიერ დროს) აღწერილია ზოგიერთ პაციენტში, რომელიც იღებს კვეტიაპინს. ეს მომატება ჩვეულებრივ შექცევადი იყო კვეტიაპინით მკურნალობის გაგრძელებისას.

  3. როგორც ალფა-ადრენერგული მაბლოკირებელი მოქმედების სხვა ანტიფსიქოზური პრეპარატები, კვეტიაპინი შეიძლება ხშირად იწვევდეს ორთოსტატურ ჰიპოტენზიას, რომელიც დაკავშირებულია თავბრუსხვევასთან, ტაქიკარდიასთან და ზოგ პაციენტში სინკოპესთან განსაკუთრებით დოზირების ტიტრაციის საწყის პერიოდში.

  4. ამ ADR-ს სიხშირე განსაზღვრულია მხოლოდ პოსტ-მარკეტინგული მონაცემებიდან.

  5. უზმოდ გლუკოზა ≥126 მგ/დლ (≥7.0 მმოლ/ლ) ან არაუზმოდ გლუკოზა ≥200 მგ/დლ (≥11.1 მმოლ/ლ) მინიმუმ ერთხელ.

  6. პლაცებოსთან შედარებით დისფაგიის სიხშირის ზრდა კვეტიაპინის გამოყენებისას აღინიშნა მხოლოდ ბიპოლარული დეპრესიის კლინიკურ კვლევებში.

  7. საწყისთან შედარებით წონის >7% მომატება. ვითარდება ძირითადად მოზრდილების მკურნალობის ადრეული კვირების განმავლობაში.

  8. მოხსნის შემდეგი სიმპტომები ყველაზე ხშირად აღინიშნა მწვავე პლაცებო- კონტროლირებად მონოთერაპიის კლინიკურ კვლევებში, რომლებიც აფასებდა მოხსნის სიმპტომებს: უძილობა, გულისრევა, თავის ტკივილი, დიარეა, ღებინება, თავბრუსხვევა და გაღიზიანება. ამ რეაქციების სიხშირე მნიშვნელოვნად დაქვეითდა გამოყენებიდან 1 კვირის შემდეგ.

  9. ტრიგლიცერიდები ≥200 მგ/დლ (≥2.258 მმოლ/;) (პაციენტების ასაკი ≥18 წელი) ან ≥150 მგ/დლ (≥1.694 მმოლ/ლ (პაციენტების ასაკი <18 წელი) მინიმუმ ერთხელ.

  10. ქოლესტეროლი ≥240 მგ/დლ (≥6.2064 მმოლ/ლ) (პაციენტების ასაკი ≥18 წელი) ან ≥200 მგ/დლ (≥5,172 მმოლ/ლ) (პაციენტების ასაკი <18 წელი) მინიმუმ ერთხელ. ძალიან ხშირად აღინიშნა LDL ქოლესტეროლის მომატება ≥30 მგ/დლ (≥0.769 მმოლ//ლ). საშუალო ცვლილება პაციენტებს შორის, რომლებსაც აღენიშნებოდათ მომატება, იყო 41.7 მგ/დლ (≥1.07 მმოლ/ლ).

  11. თრომბოციტები ≤100X109ლ მინიმუმ ერთხელ.

  12. კლინიკურ კვლევაში აღწერილი სისხლში კრეატინფოსფოკინაზას მომატების საფუძველზე, რომელიც დაკავშირებული არ იყო ავთვისებიან ნეიროლეფსიურ სინდრომთან.

  13. პროლაქტინის დონე (პაციენტების ასაკი >18 წელი): ≥20 მკგ/ლ (>869,56 პმოლ/ლ მამაკაცები; ≥30 მკგ/ლ (>1304.34 პმოლ/ლ)

  14. შეიძლება გამოიწვიოს დაცემა

  15. HDL ქოლესტეროლი: <40 მგ/დლ (1.025 მმოლ/ლ) მამაკაცები; <50 მგ/დლ (1.282 მმოლ/ლ) ქალებში ნებისმიერ დროს

  16. პაციენტების სიხშირე, რომლებსაც აღენიშნებათ QTc გადახრა <450 msec-დან ≥450msec-მდე ≥30msec-ის მომატებით.

  17. გადახრა 132 მმოლ/ლ-დან ≤132 მმოლ/ლ-მდე მინიმუმ ერთხელ.

  18. კვეტიაპინით თერაპიისას ან მკურნალობის დასრულებიდან მოკლე პერიოდში აღწერილია სუიციდური აზრის და სუიციდური ქცევის შემთხვევები.

  19. ჰემოგლობინის დაქვეითება ≤13 გ/დლ-მდე (8.07 მმოლ/ლ) მამაკაცებში; ≤12მ გ/დლ (7.45 მმოლ/ლ) ქალებში მინიმუმ ერთხელ განვითარდა კვეტიაპინით ნამკურნალები პაციენტების 11%-ში ყველა კვლევაში ღიას ჩათვლით. ამ პაციენტებისთვის ჰემოგლობინის მაქსიმალური საშუალო დაქვეითება ნებისმიერ დროს იყო -1.50 გ/დლ.

  20. ხშირად აღწერილია ტაქიკარდია, თავბრუსხვევა, ორთოსტატული ჰიპოტენზია, და/ან თანმხლები გულის/რესპირატორული დაავადება

  21. დაფუძნებულია გადახრაზე ნორმალური საბაზისო მაჩვენებლიდან პოტენციურად კლინიკურად მნიშვნელოვან მაჩვენებლამდე ნებისმიერ დროს-ყველა კვლევაში. საერთო T4-ის, თავისუფალი T4-ის, საერთო T3-ის და თავისუფალი T3-ის გადახრა განსაზღვრულია როგორც <0.8XLLN (პმოლ/ლ) და TSH გადახრა არის 5 mIU/L ნებისმიერ დროს.

  22. დაფუძნებულია ხანდაზმულებში (≥65 წელი) ღებინების მომატებულ რისკზე.

  23. დაფუძნებულია ნეიტროფილების გადახრაზე საბაზისო მაჩვენებლიდან ->1.5X109ლ-დან <0.5X109ლ-მდე-მდე მკურნალობის დროს და დაფუძნებულია პაციენტებზე, რომლებსაც აღენიშნებათ მწვავე ნეიტროპენია (<0.5X109ლ) და ინფექცია კვეტიაპინის ყველა კლინიკურ კვლევაში.

  24. დაფუძნებულია ნორმალური საბაზისო მაჩვენებლის გადახრაზე პოტენციურად კლინიკურად მნიშვნელოვან მაჩვენებლამდე ნებისმიერ დროს ყველა კვლევაში. ეოზინოფილების გადახრა განსაზღვრულია როგორც >1X109 უჯრედი/ლ ნებისმიერ დროს.

  25. დაფუძნებულია ნორმალური საბაზისო მაჩვენებლის გადახრაზე პოტენციურად კლინიკურად მნიშვნელოვან მაჩვენებლამდე ნებისმიერ დროს ყველა კვლევაში. WBC გადახრა განსაზღვრულია როგორც ≤3X109 უჯრედი/ლ ნებისმიერ დროს.

  26. დაფუძნებულია მეტაბოლური სინდრომის გვერდით მოვლენებზე კვეტიაპინის ყველა კლინიკურ კვლევაში.

  27. ზოგიერთ პაციენტში კლინიკურ კვლევებში აღწერილი იყო ერთზე მეტი მეტაბოლური ფაქტორის გაუარესება როგორიცაა წონა, სისხლში გლუკოზის და ლიპიდების დონე

  28. შეიძლება განვითარდეს მკურნალობის დროს ან მისი დაწყების ახლო პერიოდში და შეიძლება დაკავშირებული იყოს ჰიპოტენზიასთან და/ან სინკოპესთან. ხშირად დაფუძნებულია ბრადიკარდიაზე და მასთან დაკავშირებულ მოვლენებზე კვეტიაპინის ყველა კლინიკურ კვლევაში.

კანის მძიმე გვერდითი რეაქციები (SCAR), სტივენს-ჯონსონის სინდრომის (SJS), ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზის (TEN) ჩათვლით, პრეპარატზე რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS) აღწერილია კვეტიაპინით მკურნალობასთან დაკავშირებით.

QT გახანგრძლივების, პარკუჭოვანი არითმიის, უეცარი სიკვდილის, გულის გაჩერების და torsades des pointes შემთხვევები აღწერილია ნეიროლეპტიკების გამოყენებისას და მიჩნეულია კლასის ეფექტებად.

პედიატრული პოპულაცია

ბავშვებში და მოზარდებში უნდა გაითვალისწინონ მოზრდილებში აღწერილი ADR. შემდეგი ცხრილი აჯამებს ADR-ს, რომლებიც უფრო მაღალი სიხშირით ვითარდება ბავშვებსა და მოზარდებში (10-17 წელი) ვიდრე მოზრდილ პოპულაციაში ან ADR- რაც იდენტიფიცირებული არ არის მოზრდილ პოპულაციაში.

ცხრილი 2: კვეტიაპინით მკურნალობასთან დაკავშირებული ADR ბავშვებსა და მოზარდებში, რომელბიც ვითარდება მოზრდილებზე მაღალი სიხშირით ან იდენტიფიცირებული არ არის მოზრდილთა პოპულაციაში.

გვერდითი რეაქციების სიხშირე განსაზღვრულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-<1/10), ნაკლებად ხშირი (≥1/1000-<1/100), იშვიათი (≥10,000-<1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10,000).

SOC
| ძალიან ხშირი
| ხშირი

---|---|---
ენდოკრინული დარღვევები
| პროლაქტინის მომატება1
|
მეტაბოლიზმის და კვების მხრივ დარღვევები
| მადის მომატება
|
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები
| ექსტრაპირამიდული სიმპტომები3,4
| სინკოპე

ვასკულური დარღვევები
| სისხლის წნევის მომატება2
|
რესპირატორული, თორაკალური და შუასაყრის მხრივ დარღვევები
| | რინიტი

გასტროინტესტინური დარღვევები
| ღებინება
|
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა შეყვანის ადგილას.
| | გაღიზიანება3

1. პროლაქტინის დონე (პაციენტების ასაკი <18 წელი): ≥20 მკგ/ლ (>869,56 პმოლ/ლ) მამაკაცები; ≥26 მკგ/ლ (>1330.428 პმოლ/ლ) ქალებში ნებისმიერ დროს. პაციენტების 1%-ზე ნაკლებში პროლაქტინის დონის მომატება იყო >100 მკგ/ლ.

2. დაფუძნებულია კლინიკურად მნიშვნელოვანი ზღვარის გადაცილებაზე (ადაპტირებულია ჯანმრთელობის კრიტერიუმების ნაციონალური ინსტიტუტისგან) > 20 mmHg მომატება სისტოლური ან >10mmHg დიასტოლური წნევისთვის ნებისმიერ დროს ორ მწვავე (3-6 კვირა) პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში ბავშვებსა და მოზარდებში.

  1. შენიშვნა: სიხშირე იგივეა რაც მოზრდილებში, მაგრამ შეიძლება დაკავშირებული იყოს განსხვავებულ კლინიკურ ქვეტექსტებთან ბავშვებსა და მოზარდებში.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

პირველი ტრიმესტრი

ექსპოზირებული ორსულობის (300-1000 ორსულობის გამოსავალი), ინდივიდუალური შემთხვევების და ზოგიერთი დაკვირვებით კვლევის გამოქვეყნებული მონაცემები არ მიუთითებს მკურნალობის გამო მალფორმაციების მომატებულ რისკზე, თუმცა ყველა ხელმისაწვდომი მონაცემის საფუძველზე შეუძლებელია მკაფიო დასკვნის გაკეთება. ცხოველების კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიურობა. აქედან გამომდინარე ორსულობის დროს კვეტიაპინი უნდა გამოიყენონ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკს.

მესამე ტრიმესტრი

ორსულობის მესამე ტრიმესტრში ანტიფსიქოზური პრეპარატებისადმი ექსპოზირებულ ახალშობილებში (კვეტიაპინის ჩათვლით) არსებობს გვერდითი რეაქციების რისკი ექსტრაპირამიდული და/ან მოხსნის სიმპტომების ჩათვლით, რომლებიც შეიძლება ვარირებდეს სიმძიმისა და ხანგრძლივობის მიხედვით მშობიარობის შემდეგ. აღწერილია აჟიტირება, ჰიპერტონია, ჰიპოტონია, ტრემორი, ძილიანობა, რესპირატორული დისტრესი, კვების დარღვევა. შესაბამისად საჭიროა ახალშობილების ინტენსიური მონიტორინგი.

ლაქტაცია

დედის რძეში კვეტიაპინის ექსკრეციის ძალიან შეზღუდული მონაცემების საფუძველზე, თერაპიულ დოზებში კვეტიაპინის ექსკრეცია შეუთავსებელია. მყარი მონაცემების ნაკლებობის გამო უნდა გადაწყდეს ძუძუთი კვების შეწყვეტა ან კვეტიაპინის მოხსნა, უნდა გაითვალისწინონ ბავშვისთვის ძუძუთი კვების და ქალისთვის თერაპიის სარგებელი.

ფერტილობა

ადამიანის ფერტილობაზე კვეტიაპინის ეფექტი შეფასებული არ არის. პროლაქტინის დონის მომატებასთან დაკავშირებული ეფექტები აღწერილია ვირთაგვებში, თუმცა ეს ადამიანისთვის პირდაპირ მნიშვნელოვანი არ არის.

ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

კვეტიაპინის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ძირითადი ეფექტების გამო მისი გამოყენება საჭიროა სიფრთხილით, სხვა ცენტრალურად მოქმედ სამედიცინო პროდუქტებთან და ალკოჰოლთან კომბინაციაში. ციტოქრომ P450 (CYP) 3A4 არის ენზიმი, რომელიც ძირითადად პასუხისმგებელია კვეტიაპინის ციტოქრომ P450-ით მედიატირებულ მეტაბოლიზმზე. ჯანმრთელი მოხალისეების ურთიერქმედების კვლევაში კვეტიაპინის (დოზა 25მგ) და CYP3A4 ინჰიბიტორის კეტოკონაზოლის, ერთად გამოყენებამ გამოიწვია კვეტიაპინის AUC-ს 5-8 პუნქტით ზრდა. ამის საფუძველზე კვეტიაპინის და CYP3A4 ინჰიბიტორების ერთობლივი გამოყენება უკუნაჩვენებია. კვეტიაპინით თერაპიის დროს აგრეთვე რეკომენდებული არ არის გრეიპფრუტის წვენის მოხმარება.

მრავლობითი დოზირების კვლევაში პაციენტებში კვეტიაპინის ფარმაკოკინეტიკის შესაფასებლად, რომელიც გამოიყენებოდა კარბამაზეპინით მკურნალობამდე და მისი გამოყენების დროს (ღვიძლის ენზიმის ცნობილი ინდუქტორი), კარბამაზეპინის მიღებამ მნიშვნელოვნად გაზარდა კვეტიაპინის კლირენსი. კლირენსის ზრდამ შეამცირა კვეტიაპინის სისტმეური ექსპოზიცია (გაზომილი AUC-ით) ექსპოზიციის საშუალოდ 13%-მდე მხოლოდ კვეტიაპინის გამოყენებისას; თუმცა ზოგიერთ პაციენტში აღინიშნა უფრო დიდი ეფექტითც. ამ ურთიერთქმედების შედეგად შეიძლება განვითარდეს პლაზმაში უფრო დაბალი კონცენტრაცია, რამაც შეიძლება იმოქმედოს ეფექტურობაზე. კვეტიაპინის და ფენიტოინის (სხვა მიკროსომალური ენზიმის ინდუქტორი) ერთად გამოყენებამ გამოიწვია კვეტიაპინის კლირენსის მნიშვნელოვანი ზრდა, დაახლოებით 450%-ით. პაციენტებში, რომლებიც იღებენ ღვიძლის ენზიმის ინდუქტორებს, კვეტიაპინით მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ მაშინ თუ ექიმი მიიჩნევს, რომ კვეტიაპინის სარგებელი აჭარბებს ღვიძლის ენზიმის ინდუქტორის მოხსნის რისკს. მნიშვნელოვანია ინდუქტორის ნაწილობრივი ცვლილება, საჭიროებისას მისი ჩანაცვლება არა-ინდუქტორით (მაგ., ნატრიუმის ვალპროატი),

კვეტიაპინის ფარმაკოკინეტიკა მნიშვნელოვნად არ იცვლებოდა ანტიდეპრესანტების იმიპრამინის (CYP 2D6 ცნობილი ინჰიბიტორი) ან ფლუოქსეტინის (CYP 3A4 და CYP 2D6 ინჰიბიტორი) გამოყენებისას.

კვეტიაპინის ფარმაკოკინეტიკა მნიშვნელოვნად არ იცვლებოდა ანტიფსიქოზური საშუალებების, რისპერიდონის ან ჰალოპერიდოლის გამოყენებისას. კვეტიაპინის და თორიდაზინის გამოყენებამ გამოიწვია კვეტიაპინის კლირენსის დაახლოებით 70%-ით ზრდა.

კვეტიაპინის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლებოდა ციმეტიდინის გამოყენებისას.

ლითიუმის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლებოდა კვეტიაპინთან ერთად გამოყენებისას.

6 კვირიან, რანდომიზებულ კვლევაში, რომელიც აფასებდა ლითუმის და კვეტიაპინის გახანგრძივებულ გამოყოფას, პლაცებოსთან და კვეტიაპინთან შედარებით, მწვავე მანიით დაავადებულ მოზრდილ პაციენტებში, ლითიუმის ჯგუფში პლაცებოსთან შედარებით, აღინიშნა ექსტრაპირამიდული მოვლენების (კერძოდ ტრემორი), ძილიანობის და წონაში მატების უფრო მაღალი სიხშირე.

ნატრიუმის ვალპროატის და კვეტიაპინის ფარმაკოკინეტიკა კლინიკურად მნიშვნელოვნად არ იცვლებოდა, მათი ერთად გამოყენებისას. ბავშვების და მოზარდების რეტროსპექტულმა კვლევამ, რომლებიც იღებდნენ ვალპროატს, კვეტიაპინს ან ორივეს, გაომავლინა ლეიკოპენიის და ნეიტროპენიის უფრო მაღალი სიხშირე, კომბინაციურ ჯგუფში, მონოთერაპიასთან შედარებით.

ფორმალური ურთიერთქმედების კვლევები ხშრად გამოყნეებულ კარდიოვასკულურ პროდუქტებთან არ ჩატარებულა.

სიფრთხილეა საჭირო კვეტიაპინის ისეთ პროდუქტებთან ერთად გამოყნებისას, რომლებიც იწვევს ელექტროლიტების დისბალანსს ან QT ინტერვალის გაზრდას.

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ კვეტიაპინს, აღწერილია ცრუ-დადებითი შედეგები ენზიმების იმუნოშეფასებისას, მეთადონის და ტრიციკლური ანტიდეპრესანტებისთვის. საეჭვო იმუნოშეფასების სკრინინგის შედეგების დადასტურება რეკომენდებულია შესაბამისი ქრომატოგრაფიული ტექნიკით.

ეფექტები ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე

ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ეფექტების გამო, კვეტიაპინმა შეიძლება იმოქმედოს მოქმედებებზე, რომლებიც საჭიროებენ მენტალურ სიფხიზლეს. აქედან გამომდინარე პაციენტებს უნდა ურჩიონ ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენებისგან თავის შეკავება, სანამ ცნობილი არ იქნება ინდივიდუალური მგრძნობელობა.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები

ზოგადად აღწერილი ნიშნები და სიმპტომები განპირობებული იყო აქტიური ნივთიერების ცნობილი ფარმაკოლოგიური ეფექტის გაძლიერებით, როგორიცაა ძილიანობა და სედაცია, ტაქიკარდია და ჰიპოტენზია და ანტი-ქოლინერგული ეფექტები.

დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს QT-გახანგრძლივება, კრუნჩხვა, ეპილეფსიური სტატუსი, რაბდომიოლიზი, რესპირატორული დეპრესია, შარდის შეკავება, დაბნეულობა, ცხელება და/ან აჟიტირება, კომა და სიკვდილი. პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მწვავე კარდიოვასკულური დაავადება მომატებულია დოზის გადაჭარბების ეფექტების რისკი.

დოზის გადაჭარბების მენეჯმენტი

კვეტიაპინის სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. მწვავე ნიშნების შემთხვევაში უნდა გაითვალისწინონ რამდენიმე პრეპარატის ჩართვის შესაძლებლობა, რეკომენდებულია ინტენსიური მკურნალობის პროცედურები პაციენტის სასუნთქი გზების შენარჩუნების, ადექვატური ოქსიგენაციის და ვენტილაციის უზრუნველყოფის, კარდიოვასკულური სისტემის მონიტორინგის და დახმარების ჩათვლით.

ლიტერატურის საფუძველზე, პაციენტებში რომლებსაც აღენიშნებათ ცხელება და აჟიტირება და აშკარა ანტიქოლინერგული სინდრომი შესაძლებელია 1-2 მგ ფსიქოსტიგმინით მკურნალობა (ეკგ-ს მუდმივი მონიტორინგის ქვეშ). რეკომენდებული არ არის სტანდარტული მკურნალობის სახით გულის გამტარებლობაზე ფსიქოსტიგმინის პოტენციურად ნეგატიური ეფექტის გამო. ფსიქოსტიგმინის გამოყენება შესაძლებელია თუ არ არსებობს ეკგ აბერაციები. ფსიქოსტიგმინი არ უნდა გამოიყენონ დისრითმიის, გულის ბლოკის ნებისმიერი ხარისხის ან QRS გაფართოების დროს.

მიუხედავად იმისა, რომ დოზის გადაჭარბების დროს აბსორბციის პრევენცია გამოკვლეული არ არის, კუჭის ლავაჟი შეიძლება ნაჩვენები იყოს მწვავე მოწამვლისას თუ მისი ჩატარება შესაძლებელია მიღებიდან ერთი საათის განმავლობაში. უნდა გაითვალისწინონ აქტივირებული ნახშირის გამოყენება.

კვეტიაპინის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეფრაქტერული ჰიპოტენზიის მკურნალობა საჭიროა ადექვატური ზომებით, როგორიცაა ინტრავენურად სითხეები და/ან სიმპათომიმეტური აგენტები. უნდა მოერიდონ ეპინეფრინის და დოფამინის გამოყენებას, რადგან ბეტა სტიმულაციამ შეიძლება გააუარესოს ჰიპოტენზია კვეტიაპინით გამოწვეული ალფა ბლოკადის დროს.

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

  • ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ფსიქოლეპტიკები, დიაზეპინები, ოქსაზეპინები, თიაზეპინები და ოქსეპინები;

ათქ კოდი: N05AH04.

მოქმედების მექანიზმი

კვეტიაპინი არის ატიპიური ანტიფსიქოზური აგენტი. კვეტიაპინი და ადამიანის პლაზმაში აქტიური მეტაბოლიტი, ნორკვეტიაპინი მოქმედებს მრავალ ნეიროტრანსმიტერულ რეცეპტორზე.

კვეტიაპინი და ნორკვეტიაპინი აფინობას ავლენს ტვინში სეროტონინის (5HT2) და დოფამინის D1- და D2-რეცეპტორებზე. რეცეპტორების ანტაგონიზმის კომბინაცია ხასიათდება უფრო მაღალი სელექციურობით 5HT2 რეცეპტორებისადმი D2-თან შედარებით, მიიჩნევა რომ ხელს უწყობს კლინიკურ ანტიფსიქოზურ მახასიათებლებს და დაბალ ექსტრაპირამიდულ გვერდით ეფექტებს (EPS) ტიპიურ ანტიფსიქოზურ საშუალებებთან შედარებით. კვეტიაპინს და ნორკვეტიაპინს არ გააჩნია აფინობა ბენზოდიაზეპინის რეცეტორებისადმი, მაგრამ მაღალი აფინობა გააჩნია ჰისტამინერგული და ადრენერგული ალფა1 რეცეპტორებისდამი, საშუალო აფინობა ადრენერგული ალფა2 რეცეპტორებისადმი და საშუალო ან მაღალი აფინობა, რამდენიმე მუსკარინული რეცეპტორისადმი. NET ინჰიბირება და ნაწილობრივი აგონისტური მოქმედება 5HT1A ადგილებზე, ნორკვეტიაპინის მიერ შეიძლება ხელს უწყობდეს კვეტიაპინის თერაპიულ ეფექტურობას, ანტიდეპრესანტის სახით.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები:

კვეტიაპინი აქტიურია ანტიფსიქოზური აქტივობის ტესტებში, როგორიცაა პირობითი არიდება. აგრეთვე ბლოკავს დოფამინის აგონისტების მოქმედებას, რაც იზომება ქცევით ან ელექტროფიზიოლოგიურად და ზრდის დოფამინის მეტაბოლიტის კონცენტრაციას, D2-რეცეპტორის ბლოკადის ნეიროქიმიურ ინდექსს. წინაკლინიკურ ტესტებში, რომლებიც განსაზღვრავდა EPS-ს, კვეტიაპინი ნაკლებსავარაუდო ტიპიური ანტიფსიზოქური საშუალებაა და გააჩნია ატიპიური პროფილი. კვეტიაპინი არ იწვევს დოფამინ D2-რეცეპტორის სუპერსენსიტიურობას ქრონიკული გამოყენების შემდეგ. კვეტიაპინი იწვევს მხოლოდ სუსტ კატალეფსიას, ეფექტური დოფამინ D2-რეცეპტორების მაბლოკირებელი დოზებით. კვეტიაპინი სელექციურობას ავლენს ლიმბურ სისტემაზე, იწვევს მეზოლიმბური სისტემის დეპოლარიზაციულ ბლოკადას მაგრამ არა ნიგროსტრიატულ დოფამინ-შემცველ ნეირონებს ქრონიკული გამოყენების შემდეგ. კვეტიაპინი აინჰიბირებს მინიმალურ დისტონიურ საიმედოობას ჰალოპერიდოლ-სენსიტიურ ან ცებუს მაიმუნებში რომლებსაც არ მიუღიათ პრეპარატი, კრიტიკული და ქრონიკული გამოყენების შემდეგ.

კლინიკური ეფექტურობა:

შიზოფრენია

სამ პლაცებო კონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში, შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებში, კვეტიაპინის სხვადასხვა დოზის გამოყენებისას, არ აღინიშნა განსხვავება კვეტიაპინის და პლაცებოს ჯგუფში, EPS სიხშრის მხრივ ან ანტიქოლინერგული საშუალებების ერთობლივი გამოყენებისას. პლაცებო-კონტორლირებულმა კვლევამ, რომელიც აფასებდა კვეტიაპინის ფიქსირებულ დოზებს 75-750 მგ/დღე-ღამეში არ გამოავლინა EPS მომატება ან ანტიქოლინერგული საშუალებების ერთობლივი გამოყენებისას. კვეტიაპინის ხანგრძლივი ეფექტურობა, უშუალო გამოყენება შიზოფრენიის რეციდივის პროფილაქტიკისას, ბრმა კლინიკურ კვლევაში შემოწმებული არ არის. ღია კვლევებში შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებში კვეტიაპინი ეფექტური იყო კლინიკური გაუმჯობესების შენარჩნებაში თერაპიის გაგრძელებისას, პაციენტებში, რომლებმაც დასაწყისში გამოავლინეს მკურანლობაზე პასუხი, რაც მიუთითებს ხანგრძლივ ეფექტურობაზე.

ბიპოლარული დარღვევა

ოთხ პლაცებო კონტროლირებულ კვლევაში, რომლებიც აფასებდა კვეტიაპინის 800 მგ- დე/დღე-ღამეში დოზას საშუალო და მწვავე მანიაკალური ეპიზოდების მკურნალობისთვის, ორი იყო მონოთერაპიული და ლითუმთნ ან დივალპროექსთან კომბინირებული თერაპია, არ აღინიშნა განსხვავება კვეტიაპინით და პლაცებოთი ნამკურნალებ ჯგუფებს შორის, EPS სიხშირეში ან ანტიქოლინერგული საშუალებების ერთობლივი გამოყენებისას.

საშუალო და მწვავე მანიური ეპიზოდების მკურნალობისას, კვეტიაპინმა გამოავლინა პლაცებოზე მეტი ეფექტურობა მანიის სიმპტომების შემცირებისას, მე-3 და მე-12 კვირაზე, ორ მონოთერაპიულ კვლევაში. არ არსებობს ხანგრძლივი კვლევების მონაცემები, რომლებიც აჩვენებს კვეტიაპინის ეფექტურობას, მომდევნო მანიური ან დეპრესიული ეპიზოდების დროს. კვეტიაპინის მონაცემები დივალპროექსთან ან ლითიუმთან კომბინაციაში, საშუალო ან მწვავე მანიური ეპიზოდების დროს მე-3 და მე-6 კირაზე, შეზღუდულია, თუმცა კომბინირებული თერაპია კარგად აიტანებოდა. მონაცემებმა აჩვენა დამატებითი ეფექტი მე-3 კვირას. მეორე კვლევამ არ გამოავლინა დამატებით ეფექტი მე-6 კვირას.

ბოლო კვირაში კვეტიაპინის საშუალო დოზა მოპასუხეებში იყო დაახლოებით 6 მმგ/დღე- ღამეში და მოპასუხეების დაახლოებით 85%-ში, დოზა შეადგენდა 400-800 მგ-ს დღე- ღამეში.

4 კლინიკურ 8 კვირიან კვლევაში, პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ საშუალო ან მძიმე დეპრესიული ეპიზოდები ბიპოლარ I ან ბიპოლარ II დარღვევისას, დაუყოვნებელი გამოთავისუფლების 300 მგ და 600 მგ მნიშვნელოვნად ეფექტური იყო პლაცებოთი ნამკურნალებ პაციენტებთან შედარებით, მნიშვნელოვანი გამოსავლის პარამეტრების მხრივ: MADRS საშუალო გაუმჯობესება განსაზღვრული როგორც მინიმუმ 50%-იანი გაუმჯობესება MADRS-ს შკალის საწყის მაჩვენებელთან შედარებით. ეფექტის მაგნიტუდის განსხვავება არ აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ კვეტიაპინის 300 მგ დაუყოვნებელი გამოთავისუფლების პრეპარატს და 600 მგ დოზას.

ამ კვლევებიდან ორის გაგრძელების ფაზაში ნაჩვენები იყო, რომ იმ პაციენტების ხანგრძლივი მკურნალობა, რომლებიც რეაგირებდნენ დაუყოვნებელი გამოთავისუფლების კვეტიაპინის 300 ან 600 მგ-ზე პლაცებოზე ეფექტური იყო დეპრესიული სიმპტომების მხრივ მაგრამ არა მანიის სიმპტომების მხრივ.

რეციდივის პრევენციის ორ კვლევაში, რომელიც აფასებდა კვეტიაპინს განწყობის მასტაბილიზებლებთან კომბინაციაში, მანიაკალური, დეპრესიული ან შერეული ეპიზოდების პაციენტებში, კვეტიაპინთან კომბინაცია უპირატესი იყო განწყობის მასტაბილიზებლებით მონოთერაპიასთან შედარებით, რეციდივამდე, დროის გაზრდაში ნებისმიერი მოვლენისას (მანიაკალური, შერეული ან დეპრესიული). კვეტიაპინის გამოყენება ხდებოდა დღე- ღამეში ორჯერ, საერთო ჯამში 400 და 800 მგ ლითუმთან ან ვალპროატთან კომბინაციაში.

6 კვირიან რანდომიზებულ კვლევაში, რომელიც ადარებდა ლითიუმს და ხანგრძლივი გამოთავისუფლების კვეტიაპინს და პლაცებოს და ხანგრძლივი გამოთავისუფლების კვეტიაპინს, მწვავე მანიით დაავადებულ მოზრდილ პაციენტებში, ლითიუმის ჯგუფში YMRS საშუალო გაუმჯობესების განსხვავება, ლითიუმის და პლაცებოს ჯგუფში იყო 2.8 პუნქტი და მოპასუხეების % განსხვავება (განსაზღვრული, როგორც დასაწყისთან შედარებით YMRS-ს 50%-იანი გაუმჯობესება) იყო 11% (79% ლითიუმის ჯგუფში და 68% პლაცებოს ჯგუფში).

ერთ ხანგრძლივ კვლევაში (2 წლამდე), რომელიც აფასებდა რეციდივის პრევენციას მანიაკალური, დეპრესიული ან შერეული ეპიზოდების მქონე პაციენტებში, კვეტიაპინი პლაცებოზე ეფექტური იყო, რეციდივამდე დროის გაზრდაში ნებისმიერი მოვლენისას (მანიაკალური, შერეული ან დეპრესიული) პაციენტებში, ბიპოლარული I დარღვევით. განწყობის მოვლენით პაციენტების რაოდენობა იყო 91 (22.5%) კვეტიაპინის ჯგუფში, 208 (51.5%) პლაცებოს ჯგუფში და 95 (26.1%) ლითიუმის ჯგუფში პაციენტებში, რომლებიც კვეტიაპინზე რეაგირებდნენ კვეტიაპინით თერაპიის შედარებისას ლითიუმზე გადასვლასთან შედეგები მიუთითებდა, რომ ლითიუმზე გადასვლა დაკავშირებული არ იყო რეციდივამდე დროის გაზრდასთან.

კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ კვეტიაპინი ეფექტურია შიზოფრენიის და მანიის დროს, დღე-ღამეში ორჯერ გამოყენებისას, თუმცა კვეტიაპინის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით შეადგენს 7 საათს. ამას ამყარებს პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიული (PET) კვლევის შედეგები, რომლებმაც აჩვენა, რომ კვეტიაპინისთვის 5HT2- და D2-რეცეპტორის დაკავება ნარჩუნდება 12 საათამდე. დღე-ღამეში 800 მგ-ზე მეტი დოზის უსაფრთხოება და ეფექტურობა შეფასებული არ არის.

კლინიკური უსაფრთხოება

ხანმოკლე, პლაცებო-კონტროლირებულ კვლევაში შიზოფრენიის და ბიპოლარული მანიის დროს ექსტრაპირამიდული სიმპტომების აგრეგაციული სიხშირე იყო პლაცებოს მსგავსი (შიზოფრენია 7.8%, კვეტიაპინისთვის და 8.0% პლაცებოსთვის; ბიპოლარული მანია: 11.2% კვეტიაპინისთვის და 11.4% პლაცებოსთვის).

ექსტრაპირამიდული სიმპტომების უფრო მაღალი სიხშირე აღინიშნა კვეტიაპინით ნამკურნალებ პაციენტებში, პლაცებოსთან შედარებით, ხანმოკლე, პლაცებო- კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში MDD და ბიპოლარული დეპრესიის დროს. ხანმოკლე, პლაცებო-კონტროლირებულ ბიპოლარული დეპრესიის კვლევებში, ექსტრაპირამიდული სიმპტომების აგრეგატული სიხშირე იყო 8.9% კვეტიაპინისთვის და 3.8% პლაცებოსთვის. ხანმოკლე, პლაცებო-კონტროლირებულ მონოთერაპიის კლინიკურ კვლევებში, დიდი დეპრესიული დარღვევების დროს, ექსტრაპირამიდული სიმპტომების აგრეგატული სიხშირე იყო 5.4%, გახანგრძლივებული გამოთავისუფლების კვეტიაპინისთვის და 2.3% პლაცებოსთვის. ბიპოლარული დეპრესიის და MDD დროს ინდივიდუალური გვერდითი მოვლენების სიხშირე (მაგ., აკათიზია, ექსტრაპირამიდული დარღვევები, ტრემორი, დისკინეზია, დისტონია, მოუსვენრობა, კუნთების უნებლიე შეკუმშვა, ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობა და კუნთების რიგიდობა) არ აჭარბებდა 4%-ს მკუნრალობის არც ერთ ჯგუფში.

ხანმოკლე, ფიქსირებული დოზების (5მგ/დღე-ღამეში-800მგ/დღე-ღამეში) პლაცებო- კონტროლირებულ კვლევებში (3-8 კვირა) წონის საშუალო მატება კვეტიაპინით ნამკურნალებ პაციენტებში, მერყეობდა 0.8 კგ-დან დღე-ღამეში, 5 მგ დოზისთვის 1.4 კგმ-მდე დღე-ღამეში, 600მგ დოზისთვის (უფრო დაბალი მატება 800მგ დოზისთვის), პლაცებოთი ნამკურნალებ ჯგუფებში კი 0.2კგ-ს შეადგენდა. კვეტიაპინით ნამკურნალები პაციენტების პროცენტული რაოდენობა, რომლებმაც მოიმატეს წონის ≥7% მერყეობდა 5.3-% დან დღე-ღამეში 50 მგ დოზისთვის 15.5%-ამდე დღე-ღამეში 400 მგ დოზისთვის (უფრო დაბალი მატება 600 და 800 მგ დოზისთვის), პლაცებოთი მაკურნალებ პაციენტებში შეადგენდა 3.7%-ს.

6-კვირიან, რანდომიზებულ, ლითიუმის და გახნაგძლივებული გამოთავისუფლების კვეტიაპინის კვლევაში, მოზრდილ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ მწვავე მანია, გამოჩნდა, რომ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების კვეტიაპინის ლითიუმთან კომბინაცია იწვევს უფრო მეტ გვერდით მოვლენებს (63% და 48% გახანგრძლივებული გამოთავისუფლების კვეტიაპინის ჯგუფში და პლაცებოს ჯგუფში). უსაფრთხოების შედეგებმა აჩვენა ექსტრაპირამიდული სიმპტომების უფრო მაღალი სიხშირე, 16.8%-ში ლითიუმის ჯგუფში და 6.6% პლაცებოს ჯგუფში, უმრავლესობა მოიცავდა ტრემორს, რომელიც აღინიშნა 1.56%-ში, ლითიუმის ჯგუფში და 4.9%-ს პლაცებოს ჯგუფში. ძილიანობის სიხშირე უფრო მაღალი იყო გახანგრძლივებული გამოთავისუფლების კვეტიაპინის ჯგუფში (12.7%), კვეტიაპინის და პლაცებოს ჯგუფებთან შედარებით (5.5%). დამატებით, ლითიუმის ჯგუფში პაციენტების მეტმა რაოდენობამ (8.5) მოიმატა წონაში (≥7%) მკურნალობის ბოლოს, პლაცებოსთან შედარებით (4.7%).

უფრო ხანგრძლივი რეციდივის პრევენციის კვლევებს ქონდა ღია პერიოდი (4-36 კვირა), რომლის განმავლობაშიც პაციენტები მკურნალობდნენ კვეტიაპინით, შემდეგ იყო რანდომიზებული მოხსნის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ხდებოდა რანდომიზაცია კვეტიაპინით ან პლაცებოთი. პაციენტებისთვის, რომელთა რანდომიზაციაც მოხდა კვეტიაპინისთვის ღია პერიოდში, წონაში საშუალო მატება იყო 2.56 კგ და რანდომიზაციის 48-ე კვირისთვის წონაში მატება იყო 3.22 კგ, ღია კვლევასთან შედარებით. პაციენტებში, რომელთა რანდომიზაციაც მოხდა პლაცებოთი, წონაში მატება ღია პერიოდში იყო 2.39 კგ და რანდომიზაციის პერიოდის 48-ე კვირისთვის წონაში საშუალო მატება იყო 0.89 კგ ღია დასაწყისთან შედარებით.

დემენციასთან დაკავშირებული ფსიქოზის მქონე ხანდაზმული პაციენტების პლაცებო- კონტროლირებულ კვლევაში ცერებროვასკულური გვერდითი მოვლენების სიხშირე 100 პაციენტზე წელიწადში უფრო მაღალი იყო კვეტიაპინით ნამკურნალებ პაციენტებში პლაცებოსთან შედარებით.

ყველა ხანმოკლე, პლაცებო-კონტროლირებულ მონოთერაპიის კვლევაში, პაციენტებში, რომლებსაც დასაწყისში ნეიტროფილების რიცხვი ქონდათ <1.5 X 109/L, იყო 1.9% კვეტიაპინით ნამკურნალებ პაციენტებში და 1.5% პლაცებოს ჯგუფში. >0.5-<1.0 x 109/L გადახრა იგივე იყო (0.2%) კვეტიაპინით ნამკურნალებ პაციენტებში და პლაცებოს ჯგუფში. ყველა კლინიურ კვლევაში (პლაცებო-კონტროლირებული, ღია, აქტიური შემადარებელი), პაციენტებში, რომლებსაც დასაწყისში ნეიტროფილების რაოდენობა იყო ≥1.5 X 109/L, ნეიტროფილების რაოდენობის ბოლო გადახრის სიხშირე <1.5 x 109/L იყო 2.9% და <0.5 X 109/L იყო 0.21% კვეტიაპინით ნამკურნალებ პაციენტებში.

კვეტიაპინით მკურნალობა დაკავშირებული იყო ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დოზა- დამოკიდებულ დაქვეითებასთან. TSH გადახრის სიხშირე იყო 3.2 კვეტიაპინით ნამკურნალებ პაციენტებში და 2.7 % პლაცებოსთვის. რეციპროკული, პოტენციურად კლინიკურად მნიშვნელოვანი გადახრა T3 ან T4 დაTSH-ში ამ კვლევებში იყო იშვიათი, მაგრამ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დონის ცვლილება დაკავშირებული არ იყო კლინიკურად მნიშვნელოვან ჰიპოთირეოზთან.

ტოტალური და თავისუფალი T4 შემცირება მაქსიმალური იყო კვეტიაპინით მკურნალობის პირველი 6 კვირის განმავლობაში, შემდგომი შემცირების გარეშე ხანგრძლივი მკურნალობისას. შემთხვევათა დაახლოებით 2/3-ში კვეტიაპინით მკურნალობის შეწყვეტა დაკავშირებული იყო ეფექტის შექცევადობასთან, ტოტალური და თავისუფალი T4-ს დონეზე, მკურნალობის ხანგრძლივობის მიუხედავად.

კატარაქტა/ბროლის გაუმჭვირვალობა

კლინიკურ კვლევაში, რომელიც აფასებდა კვეტიაპინის კატარაქტოგენურ პოტენციალს (200-800 მგ/დღე-ღამეში) რისპერიდონთან შედარებით (2-8 მგ/დღეში), შიზოფრენიით ან შიზოაფექტური დარღვევის მქონე პირებში, პაციენტების პროცენტული რაოდენობა ლინზის გაუმჭვირვალობის გაზრდილი ხარისხით უფრო მაღალი არ იყო კვეტიაპინისთვის (4%) რისპერიდონთან შედარებით (10%), პაციენტებისთვის მინიმუმ 21 თვიანი ექსპოზიციით.

პედიატრიული პოპულაცია

კლინიკური ეფექტურობა

კვეტიაპინის ეფექტურობა და უსაფრთხოება შესწავლილი მანიის 3 კვირიან, პლაცებო- კონტროლირებულ კვლევაში (n=284 პაციენტები, აშშ-დან, ასაკი 10-17 წელი), პაციენტების პოპულაციის დაახლოებით 45%-ს ქონდა დამატებით ADHD დიაგნოზი, დამატებით ჩატარდა შიზოფრენიის მკურნალობის 6 კვირიანი პლაცებო-კონტროლირებული კვლევა (n=222 პაციენტები, ასაკი 13-17). ორივე კვლევაში გამოირიცხნენ პაციენტები, რომლებშიც აღინიშნებოდა კვეტიაპინზე პასუხის ნაკლებობა. კვეტიაპინით მკურნალობა დაიწყო დღე-ღამეში 50მგ-ს გამოყენებით და მე-2 დღეს დღე-ღამეში 100მგ- მდე გაიზადა; შემდეგ დოზის ტიტრაცია მოხდა სამიზნე მაჩვენებლამდე (მანია 400-600მგ დღე/ღამეში; შიზოფრენია 400-800მგ/დღე-ღამეში), 100მგ დღეში ინკრემენტი გამოიყენებოდა ორ-სამჯერ დღე-ღამეში.

მანიის კვლევაში LS საშუალო ცვლილება დასაწყისთან შედარებით YMRS ტოტალურ სკალაში (აქტიური მინუს პლაცებო) იყო 5.21 დღე-ღამეში 400მგ კვეტიაპინისთვის და – 6.56 დღე-ღამეში 600მგ კვეტიაპინისთვის. პასუხის სიხშირე s (YMRS გაუმჯობესება ≥50%) იყო 64დღე-ღამეში 400მგ კვეტიაპინისთვის 58% დღე-ღამეში 600მგ კვეტიაპინისთვის და 37% პლაცებოსთვის.

შიზოფრენიის კვლევაში LS საშუალო ცვლილების განსხვავება დასაწყისთან შედარებით PANSS ტოტალურ შკალაში (აქტიური მინუს პლაცებო) იყო –8.16 დღე-ღამეში 400მგ კვეტიაპინისთვის. –9.29 დღე-ღამეში 800მგ კვეტიაპინისთვის. კვეტიაპინის დაბალი (დღე-ღამეში 400მგ) ან მაღალი (დღე-ღამეში 800მგ დოზა არ აღემატებოდა პლაცებოს მოპასუხე პაციენტების მხრივ, რაც განისაზღვრა როგორც ≥30% შემცირება საწყის მაჩვენებელთან შედარებით PANSS ტოტალურ შკალაში. მანიის და შიზოფრენიის დროს უფრო მაღალმა დოზებმა გამოიწვია რაოდენობრივად პასუხის დაბალი სიხშირე.

მესამე, ხანმოკლე, პლაცებო-კონტროლირებულ მონოთერაპიის კვლევაში, გახანგრძლივებული გამოთავისუფლების კვეტიაპინის ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენებისას (10-17 წელი), რომლებსაც აღენიშნებოდათ ბიპოლარული დეპრესია, ეფექტურობა არ გამოვლინდა.

ამ ასაკობრივ ჯგუფში რეციდივის პრევენციის შენარჩუნებაზე ეფექტის მონაცემები არ არის.

კლინიკური უსაფრთხოება

ზემოაღწერილ კვეტიაპინის ხანმოკლე პედიატრიულ კვლევებში, EPS სიხშირე აქტიური ხაზში პლაცებოსთან შედარებით იყო 12.9% და 5.3% შიზოფრენიის კვლევაში, i3.6% vs. 1.1% ბიპოლარული მანიის კვლევაში და 1.1% vs. 0% ბიპოლარული დეპრესიის კვლევაში. წონის მატების სიხშირე შიზოფრენიის და ბიპოლარული მანიის კვლევებში და 12.5% vs. 6% ბიპოლარული დეპრესიის კვლევებში. სუიციდთან დაკავშირებული მოვლენების სიხშირე აქტიურ ხაზში პლაცებოსთან შედარებით იყო 1.4% vs. 1.3% შიზოფრენიის კვლევაში 1.0% vs. 0% ბიპოლარული მანიის კვლევაში, 1.1% vs. 0% ბიპოლარული დეპრესიის კვლევაში. ბიპოლარული დეპრესიი კვლევის გაფართოებულ მკურნალობის შემდგომ დაკვირვების ფაზაში აღინიშნა ორი, სუიციდთან დაკავშირებული მოვლენა ორ პაციენტში: მოვლენის დროს ერთი მკურნალობდა კვეტიაპინით.

ხანგრძლივი უსაფრთხოება

მწვავე კვლევების 26 კვირიან ღია გაფართოებულ კვლევებში (n=380 პაციენტი), კვეტიაპინის 400—800მგ დღე/ღამეში დოზირებისას, გამოვლინდა უსაფრთხოების დამატებითი მონაცემები. სისხლის წნევის ზრდა აღინიშნა ბავშვებსა და მოზარდებში და ამ კატეგორიაში მოზრდილებთან შედარებით, უფრო ხშირი იყო მადის მომატება, ექსტრაპირამიდული სიმპტომები და შრატში პროლაქტინის მომატება. წონის მატების გამო, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ნორმალური ზრდის შეფასებისას, სხეულის მასის ინდექსის (სმი) მინიმუმ 0.5-ის სტანდარტული გადახრა გამოყენებული იყო კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილების გაზომვისთვის. ეს კრიტერიუმი დააკმაყოფილა პაციენტების 18.3%-მა, რომლებიც მინიმუმ 26 კვირა მკურნალობდნენ კვეტიაპინით.

ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

აბსორბცია

კვეტიაპინი კარგად შეიწოვება და ექსტენსირუად მეტაბოლიზდება ორალური გამოყენების შემდეგ. კვეტიაპინის ბიოშეღწევადობა მნიშვნელოვნად არ იცვლება საკვების მიღებით. მყარ მდგომარეობაში აქტიური მეტაბოლიტის, ნორკვეტიაპინის პლაზმაში მოლური კონცეტრაციის პიკი, შეადგენს კვეტიაპინის 35%-ს.

ხაზოვნება/არახაზოვნება

კვეტიაპინის და ნორკვეტიაპინის ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია, დასაშვები დოზირების ფარგლებში.

განაწილება

კვეტიაპინი დაახლოებით 83% უკავშირდება პლაზმის ცილებს.

ბიოტრანსფორმაცია

კვეტიაპინი ექსტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში, საწყისი პრეპარატის 5%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცლველად შარდით და განავლით. რადიონიშნული კვეტიაპინის მიღების შემდეგ. In vitro გამოკვლევებმა დაადგინა, რომ CYP3A არის ძირითადი ენზიმი, რომელიც პასუხისმგებელია კვეტიაპინის ციტოქრომ P450-ით მედიატირებულ მეტაბოლიზმზე. ნორკვეტიაპინი ძირითადად წარმოიქმნება და გამოიყოფა CYP3A4-ით. რადიოაქტივობის დაახლოებით 73% გამოიყოფა შარდით და 21% განავლით. კვეტიაპინი და მისი რამდენიმე მეტაბოლიტი (ნორკვეტიაპინის ჩათვლით) არის ადამიანის ცოტოქრომ P450 1A2, 2C9, 2C19, 2D6 და 3A4 აქტივობის სუსტი ინჰიბიტორი in vitro. In vitro CYP ინჰიბირება აღინიშნება მხოლოდ კონცეტრაციისას, რომელიც დაახლოებით 5-50 პუნქტით მეტია, დღე-ღამეში 300-800მგ-ს მიღების დროს აღნიშნულ მაჩვენებელზე, ადამიანებში. ამ in vitro შედეგების საფუძველზე ნაკლებსავარაუდოა, რომ კვეტიაპინის და სხვა პრეპარატების ერთად მიღება გამოიწვევს სხვა პრეპარატის ციტოქრომ P450-ით მედიატირებული მეტაბოლიზმის კლინიკურად მნიშვნელოვან ინჰიბირებას. ცხოველების კვლევიდან ვლინდება, რომ კვეტიაპინს შეუძლია იყოს ციტოქრომ P450 ინდუქტორი. ფსიქოზური პაციენტების სპეციფიკური ურთიერთქმედების კვლევაში არ აღინიშნა ციტოქრომ P450 აქტივობის ზრდა კვეტიაპინის გამოყენების შემდეგ.

ელიმინაცია

კვეტიაპინის და ნორკვეტიაპინის ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 7 და 12 საათს. თავისუფალი კვეტიაპინის და ადამიანის პლაზმაში მისი აქტიური მეტაბოლიტის ნორკვეტიაპინის საშალო მოლარული დოზის ფრაქცია <5%, გამოიყოფა შარდით.

განსაკუთრებული პოპულაციები

სქესი

კვეტიაპინის კინეტიკა მამაკაცებში და ქალებში არ განსხვავდება.

ხანდაზმულები

ხანდაზმულებში კვეტიაპინის საშუალო კლირენსი დაახლოებით 30-50%-ით დაბალია ვიდრე 18-65 წლის მოზრდილებში.

თირკმლის დაზიანება

პლაზმაში კვეტიაპინის საშუალო კლირენსი დაახლოებით 25%-ით შემცირებული იყო თირკმლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ სუბიექტებში (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ/1.73მ2-ზე ნაკლები), მაგრამ კლირენსის ინდივიდუალური მაჩვენებლები ნორმალური სუბიექტების ფარგლებშია.

ღვიძლის დაზიანება

პლაზმაში კვეტიაპინის კლირენსი დაახლოებით 25%-ით ქვეითდება ღვიძლის დაზიანების მქონე პირებში (სტაბილური ალკოჰოლური ციროზი). რადგან კვეტიაპინი ექსტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში, პლაზმაში დონის მომატება მოსალონდელია ღვიძლის დაზიანების დროს. ამ პაციენტებში დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის.

პედიატრიული პოპულაცია

ფარმაკოკინეტიკური მონაცემების ნიმუშები შედგა 10-12 წლის 9 ბავშვში და 12 მოზარდში, რომლებიც იტარებდნენ მყარ მდგოამრეობაში მკურნალობას 400-მგ დოზით დღე- ღამეში ორჯერ. მყარ მდგომარეობაში საწყისი შენაერთის დოზა-ნორმალიზებული დონე პლაზმაში ბავშვებში და მოზრდილებში (10-17 წელი) ზოგადად მოზრდილების მსგავსი იყო თუმცა უფრო მაღალი სიხშირე აღინიშნა მოზრდილებში. აქტიური მეტაბოლიტის ნორკვეტიაპინის AUC და Cmax უფრო მაღალი იყო, შეადგენდა დაახლოებით 62 და 49%-ს ბავშვებში (10-12 წელი) და 28%-ს და 14%-ს მოზარდებში (13-17 წელი) მოზრდილებთან შედარებით.

წინაკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

გენოტოქსიკურობის მტკიცებულება არ აღინიშნა in vitro და in vivo გენოტოქსიკურობის კვლევების სერიებში. ლაბორატორიულ ცხოველებში კლინიკურად მნიშვნელოვანი ექსპოზიციისას, აღნიშნა შემდეგი გადახრები, მაგრამ არ დადასტურდა ხანგრძლივი კლინიკური კვლევით.

ვირთაგვებში აღინიშნა ფარისებრ ჯირკვალში პიგმენტის დალექვა; ცინომოლგუსის მაიმუნებში ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულური უჯრედების ჰიპერტროფია, პლაზმაში T3 დონის დაქვეითება, ჰემოგლობინის კონცენტრაციის დაქვეითება და სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება; ძაღლებში ბროლის შემღვრევა და კატარაქტა.

ბოცვრების ემბრიოფეტალური ტოქსიკურობის კვლევაში გაიზარდა კარპალ/ტარზალური ნაკეცის სიხშირე. ეს ეფექტი განვითარდა დედის ღია ეფექტისას, როგორიც არის წონაში მატების შემცირება. ეს ეფექტები ვლინდება დედის ექსპოზიციის დონისას, რომელიც ადამიანის მაქსიმალურ დონეს აღემატება. ადამიანისთვის ამ აღმოჩენების მნიშვნელობა უცნობია.

ვირთაგვების ფერტილობის კვლევაში აღინიშნა მამრების ფერტილობის მარგინალური შემცირება და ფსევდოორსულობა, დიესტრუსის პერიოდები, გაზრდილი პრეკოიტალური ინტერვალი და მაკეობის შემცირებული სიხშირე. ეს ეფექტები დაკავშირებულია პროლაქტინის დონის მომატებასთან და პირდაპირ დაკავშირებული არ არის ადამიანთან რეპდორუქციის ჰორმონული კონტროლის სახეობათაშორისი განსხვავებების გამო.

ფარმაცევტული მახასიათებლები

1) შემავსებლების ჩამონათვალი

ლაქტოზის ჰიდრატი

მიკროკრისტალური ცელულოზა

მსუბუქი უწყლო სილიციუმის მჟავა

პოვიდონი

ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი

კალციუმის ორფუძიანი ფოსფატის ჰიდრატი

მაგნიუმის სტეარატი

ტალკი

ოპადრაი ნარინჯისფერი 80W43116

  1. შეუთავსებლობა

უცნობია

3) განსაკუთრბეული უსაფრთხოების ზომები შენახვისთვის

ეს სამედიცინო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

4) კონტეინერის აღწერა და შემადგენლობა

ბლისტერული შეფუთვა (პვქ/ალ): 10 ტაბლეტი/პტპ X 3 კოლოფში (30ტ/კოლოფში)

ბაზარზე შეიძლება ხელმისაწვდომი არ იყოს ყველა ზომის შეფუთვა

**5) განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები განადგურებისთვის და შენახვისთვის **

განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.

შენახვა: ინახება არა უმეტეს 30⁰C ტემპერატურაზე მჭიდრო კონტეინერში.

  1. შენახვის ვადა: 36 თვე წარმოების თარიღიდან.