საერთაშორისო დასახელება - carbidopa, levodopa
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემა → პარკინსონიზმის და
მოძრაობითი სხვა დარღვევების სამკურნალო საშუალებები → პარკინსონიზმის სამკურნალო
დოპამინერგული საშუალებები
შემადგენლობა
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 250 მგ ლევოდოპას და 25 მგ კარბიდოპას.
დამხმარე ნივთიერებები: პრეჟელატინიზირებული სახამებელი, სიმინდის სახამებელი,
საღებავი ინდიგოტინი (E132), მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალებები. დოფამინერგიული საშუალებები.
გამოყენების ჩვენებები
პარკინსონის დაავადების და პარკინსონიზმის სინდრომის მკურნალობა.
დოზები და მიღების წესი
შიგნით მიღებისთვის.
ოპტიმალური სადღეღამისო დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად ფრთხილი მომატების
გზით. ლევოკომის 250 მგ/25 მგ ტაბლეტებში ლევოდოპას და კარბიდოპას შორის
თანაფარდობა შეადგენს 10:1.
ტაბლეტი შეიძლება დაიყოს ორ თანაბარ ნაწილად.
ზოგადი ინფორმაცია
დოზირება დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ მოთხოვნილებებზე. აუცილებელია
როგორც ერთჯერადი დოზის, ასევე პრეპარატის მიღების სიხშირის შერჩევა.
კვლევები აჩვენებენ, რომ პერიფერიული დიჰიდროქსიფენილალანინ-დეკარბოქსილაზას
ინჰიბირება (გაჯერება) ხდება კარბიდოპას 70 მგ-დან 100 მგ-მდე სადღეღამისმო
მიწოდებისას. იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ კარბიდოპას ნაკლებ დოზას,
გულისრევისა და ღებინების განვითარების ალბათობა უფრო მაღალია.
პრეპარატი ლევოკომით® მკურნალობის დაწყების შემდეგ სტანდარტული პრეპარატების
მიღება პარკინსონიზმის მკურნალობისთვის (იმ პრეპარატების გარდა, რომლებიც მხოლოდ
ლევოდოპას შეიცავენ), შეიძლება გაგრძელებულ იქნას, ამასთან შეიძლება საჭირო
გახდეს მათი დოზის კორექტირება.
სტანდარტული საწყისი დოზირება
საწყისი დოზა შეადგენს ქ ტაბლეტს დღეში ერთხელ ან ორჯერ. მიუხედავად ამისა, ასეთი
დოზა ბევრი პაციენტისთვის შეიძლება არ იყოს საკმარისი კარბიდოპას ოპტიმალური
კონცენტრაციის მისაღწევად, ამიტომ საჭიროების შემთხვევაში იგი შეიძლება ქ
ტაბლეტით გაზრდილ იქნას ყოველდღიურად ან ორ დღეში ერთხელ, სანამ არ იქნება
მიღწეული ოპტიმალური პასუხი. ამასთან არ შეიძლება მაქსიმალური სადღეღამისო დოზის
გადაჭარბება.
ლევოდოპით თერაპიიდან გადასვლა
ლევოდოპას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს მინიმუმ 12 საათით ადრე პრეპარატი
ლევოკომით მკურნალობის დაწყებამდე (24 საათით ადრე პირველი დოზის მიღებამდე, თუ
გამოიყენება შენელებული გამონთავისუფლების ლევოდოპას პრეპარატები). პრეპარატი
ლევოკომის სადღეღამისო დოზა უნდა უზრუნველყოფდეს ლევოდოპას წინა სადღეღამისო
დოზის დაახლოებით 20%-ს.
პაციენტების უმრავლესობისთვის, რომლებიც ღებულობენ 1500 მგ-ზე მეტ ლევოდოპას
დღეში, რეკომენდებული საწყისი დოზა არის 1 ტაბლეტი 3 ან 4-ჯერ დღეში.
მხარდამჭერი მკურნალობა
მკურნალობა ინდივიდუალურია. დოზა განისაზღვრება პრეპარატზე თერაპიული პასუხის
საფუძველზე.
საჭიროებისას დოზა შეიძლება გაიზარდოს ქ-1 ტაბლეტით ყოველდღე ან დღეგამოშვებით.
ამასთან მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 8 ტაბლეტს.
კარბიდოპას დღეში 200 მგ მეტი დოზით გამოყენების გამოცდილება არასაკმარისია.
გვერდითი მოქმედება
მეტნაკლებად ხშირი არასასურველი რეაქციები, განვითარებული პრეპარატი ნაკომის
მიღებისას, დაკავშირებული დოფამინის ფარმაკოლოგიურ ზემოქმედებასთან ცენტრალურ
ნერვულ სისტემაზე. არასასურველი რეაქციების გამოხატულება შესაძლებელია სემცირდეს,
პრეპარატის დოზის შემცირებით. მეტნაკლებად ხშირ არასასურველ რეაქციად გვევლინება
დისკინეზია, ქორეეს მსგავსი, დისტონიკური და სხვა უნებლიე მოძრაობები, ასევე
ღებინება. პირველი ადრეული ნიშანი, რომელიც გვიჩვენებს პრეპარატის დოზის
აუცილებელ სემცირებას არის კუნთების მოძრაობა და ბლეფაროსპაზმი.

გამოყენების ინსტრუქცია
ლევომედი 100/10 და 250/25 ტაბლეტები
ლევოდოპა-კარბიდოპა
პრეპარატის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა.
- საჭიროა ინსტრუქციის შენახვა, შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის
აუცილებლობა;
- დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა;
- აღნიშნული პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. სიმპტომების
მსგავსების მიუხედავად არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა, ის შეიძლება
საზიანო აღმოჩნდეს მათთვის;
- თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა მიიღებს სერიოზულ ხასიათს ან განვითარდება ისეთი
გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან
ან ფარმაცევტთან მიმართვა.
ინსტრუქციაში მოცემულია:
1. რას წარმოადგენს ლევომედი და მისი გამოყენება
2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა ლევომედის მიღებამდე
3. ლევომედის მიღების წესი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. ლევომედის შენახვის წესი
6. დამატებითი ინფორმაცია
1. რას წარმოადგენს ლევომედი და მისი გამოყენება
ლევომედი შეიცავს ლევოდოპას და კარბიდოპას, ორ სხვადასხვა მედიკამენტს.
ლევოდოპა მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. პარკინსონის საწინააღმდეგო
საშუალებებს. კარბიდოპა ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც ლევოდოპას მოქმედებას უფრო
ეფექტურს ხდის, ორგანიზმის მიერ ლევოდოპას დაშლის სიჩქარის დაქვეითებით. ლევომედი
ინიშნება ყველა ტიპის პარკინსონის დაავადების დროს. ის ხსნის პარკინსონის
დაავადების ბევრ სიმპტომს, განსაკუთრებით მოძრაობის რიგიდობასა და შენელებას.
ექიმმა პაციენტს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მისი მკურნალობისა და დაავადების
შესახებ.
2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა ლევომედის მიღებამდე
დაუშვებელია ლევომედის მიღება:
• თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) კარბიდოპას ან ლევოდოპას ან
ლევომედის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
• თუ პაციენტი დეპრესიის გამო მკურნალობდა მონოამინის ოქსიდაზის გარკვეული
ინჰიბიტორებით (მაო-ი) (მაგ.: სელეგილინის ჰიდროქლორიდი);
• თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება მელანომა (კანის კიბოს ტიპი), გაღიზიანებული
ხალი, ახალი ხალის წარმოქმნა ან კანის პიგმენტური ადგილის ცვლილება;
• თუ პაციენტს აღენიშნება დახურულკუთხოვანი გლაუკომა ან დისკომფორტი თვალში,
რომლის შესახებ არ არის კონსულტაცია გავლილი ექიმთან;
• თუ პაციენტი არის ფეხმძიმედ, გეგმავს ფეხმძიმობას ან არის მეძუძური დედა;
• თუ პაციენტს აღენიშნება მძიმე ფსიქიკური მდგომარეობა.
ლევომედის მიღებისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო:
• თუ პაციენტს აღენიშნება გულყრების ანამნეზი;
• თუ პაციენტს აღენიშნება გულის, სისხლის მიმოქცევის ან სუნთქვის პრობლემები;
• თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის, ჰორმონალური ან თირკმლის პრობლემები;
• თუ პაციენტს აღენიშნება კუჭის წყლული;
• თუ პაციენტი იმყოფება მაღალ ცილოვან დიეტაზე, რადგან შეიძლება გავლენა იქონიოს
ტაბლეტებზე.
ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი ან ოჯახის წევრი/მომვლელი შეამჩნევს, რომ პაციენტს უვითარდება ლტოლვა ან სურვილი მოიქცეს უჩვეულოდ ან პაციენტს არ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს იმპულსებს, სურვილს ან ცდუნებას, შეასრულოს ისეთი ქმედებები, რომლებსაც შეუძლია ავნოს თვითონ პაციენტს ან გარშემომყოფებს. ასეთ ქცევას ეწოდება იმპულსის კონტროლის დარღვევა და შეიძლება მოიცავდეს აზარტულ თამაშზე დამოკიდებულებას, გადაჭარბებულ ჭამას ან ფულის ხარჯვას, პათოლოგიურ სექსუალურ ლტოლვას ან სექსუალური ფიქრების ან შეგრძნებების გაძლიერებას. მკურნალმა ექიმმა შეიძლება გადახედოს მკურნალობის სქემას.
სხვა მედიკამენტების მიღება
ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უკანასკნელ პერიოდში
იღებდა ან აპირებს მიიღოს ნებისმიერი მედიკამენტი, ურეცეპტოდ გასაცემი
მედიკამენტების ჩათვლით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მკურნალ ექიმს
ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს:
• მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორებს (მაო-ი) – სანამ ექიმი არ ჩათვლის საჭიროდ
მის მიღებას;
• ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებს (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის
სამკურნალოდ), რადგან შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია;
• ანტიქოლონერგულ მედიკამენტებს (როგორიცაა ორფენადრინი, ტრიჰექსილფენიდილი,
ბენზატროპინი და პროციკლიდინი - გამოიყენება ჰიპერსალივაციის სამკურნალოდ და
ტრემორის და რიგიდობის შესამცირებლად);
• ანტიდეპრესანტებს – დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტები;
• ანტიფსიქოზურ მედიკამენტებს (როგორიცაა: ფენოთიაზინები, ბუტიროფენონები და
რისპერიდონი) – გამოიყენება ფსიქიკური დაავადებების და დეპრესიის დროს;
• იზონიაზიდს - გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ;
• ანტაციდებს;
• სელეგილინს – გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ;
• ფენიტოინს – გამოიყენება გულყრების სამკურნალოდ;
• პაპავერინს - გამოიყენება იმპოტენციის სამკურნალოდ მამაკაცებში;
• რკინას ან რიკინის დანამატებს.
გარდა ამისა, თუ პაციენტი იმყოფება მაღალ ცილოვან დიეტაზე, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, რადგან მან შეიძლება გავლენა იქონიოს ლევოდოპას შეწოვაზე.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს სისხლის ან შარდის
ზოგიერთ ანალიზზე. თუ პაციენტს ესაჭიროება ანალიზების ჩატარება, ექიმს უნდა
ეცნობოს, რომ ის იღებს ლევომედს.
ლევომედით მკურნალობის განმავლობაში ექიმმა შეიძლება დანიშნოს გამოკვლევები
ღვიძლის ფუნქციის, თირკმლის ფუნქციის შესამოწმებლად, ასევე, შეიძლება საჭირო
გახდეს სისხლის საერთო ანალიზის აღება და ელექტროკარდიოგრამის გადაღება.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
დაუშვებელია ლევომედის მიღება ფეხმძიმობის, შესაძლო ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების
დროს. ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან
კონსულტაცია ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების შემთხვევაში.
მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა
ლევომედმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა ან „უეცრად დაძინების ეპიზოდები“. ასეთ
შემთხვევაში დაუშვებელია მანქანის ან სხვა მექანიზმების მართვა. მკურნალი ექიმი
განსაზღვრავს, როდის შეუძლია პაციენტს მართვა ამ ეპიზოდების შეწყვეტის შემდეგ.
3. ლევომედის მიღების წესი
ლევომედის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს. მედიკამენტის დოზა, მიღების სიხშირე და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სამედიცინო პრობლემაზე, რისთვისაც იღებს მას პაციენტი. დამატებითი ინფორმაციისათვის საჭიროა ექიმთან მიმართვა. დაუშვებელია ექიმის მიერ რეკომენდებულზე მეტი ტაბლეტის მიღება.
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს.
ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს დროის რეგულარული ინტერვალებით ექიმის ინსტრუქციის შესაბამისად. დაუშვებელია ექიმთან კონსულტაციის გარეშე ტაბლეტების მიღების დროის ცვლილება ან დამატებით პარკინსონის საწინააღმდეგო ტაბლეტების მიღება.
თუ პაციენტს არ უმკურნალია ლევოდოპათი, ლევომედი 100/10 საწყისი რეკომენდებული დოზაა ერთი ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში; ლევომედი 250/25 ნახევარი ან ერთი ტაბლეტი ერთხელ ან ორჯერ დღეში.
თუ პაციენტი იღებს ლევოდოპას, ლევომედის მიღებამდე ექიმმა შეიძლება შეაწყვეტინოს
პაციენტს პარკინსონის საწინააღმდეგო ტაბლეტების მიღება 12 საათის ან 24 საათის
განმავლობაში, თუ ეს იყო ნელი გამოთავისუფლების ტაბლეტი.
ლევომედი 250/25 რეკომენდებული დოზაა ერთი ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში, ლევომედი
100/10-ის დოზა დამოკიდებულია წინა მკურნალობაზე.
დოზა შეიძლება გაიზარდოს ექიმის მიერ. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს, როდის და როგორ უნდა მოხდეს დოზის მომატება.
ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის ინსტრუქციების დაცვა. მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
ტაბლეტების მიღება სასურველია არ მოხდეს მძიმე საკვებთან ერთად.
ხანდაზმულები
არ არის საჭირო დოზის კორექცია. ხანდაზმულებში მედიკამენტის დონე შრატში უფრო
მაღალია.
ბავშვები
ლევომედი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ლევომედის დოზის გადაჭარბებისას
დიდი რაოდენობით ტაბლეტების მიღებისას საჭიროა უახლოესი საავადმყოფოს ემერჯენსის
დეპარტამენტში ან მკურნალ ექიმთან მიმართვა დაუყოვნებლივ. პაციენტმა თან უნდა
იქონიოს ლევომედის შეფუთვა.
ლევომედის დოზის გამოტოვებისას
დოზის გამოტოვება არ არის საგანგაშო, შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ
დროს. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
ლევომედით მკურნალობის შეწყვეტისას
ლევომედით მკურნალობის შეწყვეტა ან დოზის ცვლილება არ უნდა მოხდეს ექიმთან
კონსულტაციის გარეშე. ლევომედით მკურნალობის შეწყვეტისას შეიძლება განვითარდეს
შემდეგი სიმპტომები: კუნთების გაშეშება, მაღალი ტემპერატურა (ცხელება) და
ფსიქიკური ცვლილებები.
პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა
ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ლევომედმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ყველაზე ხშირად აღინიშნა შემდეგი გვერდითი მოვლენები: პათოლოგიური მოძრაობები, მათ შორის კუნთების უნებლიე მოძრაობები და სპაზმები (რომელიც შეიძლება გავდეს ან არ ჰგავდეს პარკინსონის სიმპტომებს) და გულისრევა.
სხვა გვერდითი მოვლენები:
• გამონაყარი კანზე, ქავილი, სახის და ტუჩების შეშუპება, სუნთქვის უკმარისობა ან
სუნთქვის გაძნელება, მაღალი ტემპერატურა (ალერგიული რეაქცია)
• ტკივილი მკერდში
• არარეგულარული გულისცემა და/ან გულის თრთოლვა
• თავბრუსხვევა სწრაფად ადგომისას
• გასტრო-ინტესტინალური სისხლდენა (სისხლდენა ნაწლავებიდან, რომელიც ვლინდება
სისხლიანი განავლით ან მუქი ფერის განავლით)
• სისხლის პათოლოგიები, რომლის სიმპტომებია: სიფერმკრთალე, დაღლილობა ცხელება,
ყელის ტკივილი და სუსტი სისხლჩაქცევები და გახანგრძლივებული სისხლდენა დაზიანების
შემდეგ
• კუნთების გაშეშება, მაღალი ტემპერატურა და ფსიქიკური ცვლილებები
• ფსიქიკური ცვლილებები, მათ შორის ილუზია, ჰალუცინაციები და დეპრესია
• გულყრები
• გულის წასვლა, ანორექსია
• თავბრუსხვევა, ძილიანობა (მათ შორის, ძლიერი ძილიანობა ან უეცრად დაძინების
ეპიზოდები), ჩხვლეტის და წვის შეგრძნება, უჩვეულო სიზმრები, ცნობიერების
დაბინდვა, აჟიტირება
• მაღალი არტერიული წნევა, ვენების ანთება
• ღებინება, დიარეა, პირის სიმშრალე, მუცლის ტკივილი, შეკრულობა
• შარდის გაუფერულება
• თმის ცვენა
• წონაში მომატება ან დაკლება
თუ პაციენტს აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები: პაციენტს არ
შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს იმპულსებს, შეასრულოს ისეთი ქმედებები, რომელიც
შეიძლება საზიანო იყოს. ეს შეიძლება მოიცავდეს:
- გადაჭარბებული აზარტული თამაშის ძლიერი იმპულსი, მიუხედავად პერსონალური ან
ოჯახური თანმდევი შედეგებისა;
- შეცვლილი ან გაძლიერებული სექსუალური ინტერესი ან ქცევა, რომელსაც აქვს
მნიშვნელოვანი გავლენა თვითონ პაციენტზე ან გარშემომყოფებზე, მაგ.: გაძლიერებული
სექსუალური ლტოლვა;
- გაუკონტროლებელი ჭარბი შოპინგი ან ფულის ხარჯვა;
- გადაჭარბებული ჭამა (დიდი რაოდენობით საკვების მიღება ხანმოკლე პერიოდში) ან
კომპულსური ჭამა (ბევრი საკვების მიღება ნორმალურთან შედარებით და უფრო მეტი
საკვების მიღება, ვიდრე საჭიროა შიმშილის დასაკმაყოფილებლად).
ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ქცევა; ექიმთან უნდა იქნას განხილული, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ სიმპტომების მოხსნა ან შესუსტება.
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა, ან პაციენტი ფიქრობს, რომ რომელიმე ეფექტი გამოწვეულია ლევომედის მიერ, საჭიროა ექიმთან ან ექთანთან მიმართვა. მკურნალ ექიმს აქვს მეტი ინფორმაცია ლევომედის შესახებ და ის გადაწყვეტს, რა არის უმჯობესი პაციენტისათვის.
5. ლევომედის შენახვის წესი
ინახება 25°C ტემპერატურის ქვემოთ ორიგინალური შეფუთვით სინათლისაგან დასაცავად.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ფარმაცევტთან. აღნიშნული ზომების გატარება ემსახურება გარემოს დაცვას.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება კოლოფზე, ბლისტერზე ან ტაბლეტზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
ექიმის მიერ ლევომედით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ გამოუყენებელი ტაბლეტები მიტანილ უნდა იქნას აფთიაქში გასანადგურებლად.
6. დამატებითი ინფორმაცია
ლევომედი შეიცავს:
- მედიკამენტის სახელწოდებაა ლევომედი;
- ლევომედი შეიცავს ლევოდოპას და კარბიდოპას.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია:
ლევომედი ტაბლეტები 250/25: პრეჟელატინიზირებული სახამებელი, მიკროკრისტალური
ცელულოზა, ცელულოზის ფხვნილი, Bლუე Lაკე E132, პოვიდონი K25, მაგნიუმის სტეარატი.
ლევომედი ტაბლეტები 100/10: პრეჟელატინიზებული სახამებელი, მიკროკრისტალური
ცელულოზა, Bლუე Lაკე E132, პოვიდონი K25, მაგნიუმის სტეარატი.
ლევომედის ფორმა და შეფუთვა
ლევომედის ტაბლეტები 250/25 არის ლურჯი, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები გამყოფი
ხაზით.
ლევომედის ტაბლეტები 100/10 არის ლურჯი, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები გამყოფი
ხაზით.
პვქ/ალ ბლისტერებზე არსებული 100 ტაბლეტი მოთავსებულია კოლოფში,
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით