საერთაშორისო დასახელება - carbidopa, levodopa
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემა → პარკინსონიზმის და
მოძრაობითი სხვა დარღვევების სამკურნალო საშუალებები → პარკინსონიზმის სამკურნალო
დოპამინერგული საშუალებები
შემადგენლობა
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 250 მგ ლევოდოპას და 25 მგ კარბიდოპას.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალებები. დოფამინერგიული საშუალებები.
გამოყენების ჩვენებები
პარკინსონის დაავადების და პარკინსონიზმის სინდრომის მკურნალობა.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი და დამხმარე ნივთიერებების მიმართ;
- მონოამინოქსიდაზას არასელექციური ინჰიბიტორების (მაო-ს ინჰიბიტორების)
ერთდროული მიღება. მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობა უნდა შეწყდეს ნაკომით®
თერაპიის დაწყებამდე სულ მცირე 2 კვირით ადრე. დასაშვებია ნაკომისა® და B ტიპის
მაო-ს სელექციური ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება მწარმოებლის მიერ
რეკომენდებული დოზებით (მაგალითად, სელეგილინის ჰიდროქლორიდთან);
- დახურულკუთხოვანი გლაუკომა;
- კანის ცვლილებები მელანომაზე ეჭვის არსებობით ან ანამნეზში მელანომა
(ლევოდოპამ შეიძლება გამოიწვიოს მელანომის აქტივაცია);
დოზები და მიღების წესი
შიგნით მიღებისთვის.
ოპტიმალური სადღეღამისო დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად ფრთხილი მომატების
გზით. ნაკომის® 250 მგ/25 მგ ტაბლეტებში ლევოდოპას და კარბიდოპას შორის
თანაფარდობა შეადგენს 10:1.
ტაბლეტი შეიძლება დაიყოს ორ თანაბარ ნაწილად.
ზოგადი ინფორმაცია
დოზირება დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ მოთხოვნილებებზე. აუცილებელია
როგორც ერთჯერადი დოზის, ასევე პრეპარატის მიღების სიხშირის შერჩევა.
კვლევები აჩვენებენ, რომ პერიფერიული დიჰიდროქსიფენილალანინ-დეკარბოქსილაზას
ინჰიბირება (გაჯერება) ხდება კარბიდოპას 70 მგ-დან 100 მგ-მდე სადღეღამისმო
მიწოდებისას. იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ კარბიდოპას ნაკლებ დოზას,
გულისრევისა და ღებინების განვითარების ალბათობა უფრო მაღალია.
პრეპარატი ნაკომით® მკურნალობის დაწყების შემდეგ სტანდარტული პრეპარატების მიღება
პარკინსონიზმის მკურნალობისთვის (იმ პრეპარატების გარდა, რომლებიც მხოლოდ
ლევოდოპას შეიცავენ), შეიძლება გაგრძელებულ იქნას, ამასთან შეიძლება საჭირო
გახდეს მათი დოზის კორექტირება.
სტანდარტული საწყისი დოზირება
საწყისი დოზა შეადგენს ქ ტაბლეტს დღეში ერთხელ ან ორჯერ. მიუხედავად ამისა, ასეთი
დოზა ბევრი პაციენტისთვის შეიძლება არ იყოს საკმარისი კარბიდოპას ოპტიმალური
კონცენტრაციის მისაღწევად, ამიტომ საჭიროების შემთხვევაში იგი შეიძლება ქ
ტაბლეტით გაზრდილ იქნას ყოველდღიურად ან ორ დღეში ერთხელ, სანამ არ იქნება
მიღწეული ოპტიმალური პასუხი. ამასთან არ შეიძლება მაქსიმალური სადღეღამისო დოზის
გადაჭარბება.
ლევოდოპით თერაპიიდან გადასვლა
ლევოდოპას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს მინიმუმ 12 საათით ადრე პრეპარატი
ნაკომით® მკურნალობის დაწყებამდე (24 საათით ადრე პირველი დოზის მიღებამდე, თუ
გამოიყენება შენელებული გამონთავისუფლების ლევოდოპას პრეპარატები). პრეპარატი
ნაკომის® სადღეღამისო დოზა უნდა უზრუნველყოფდეს ლევოდოპას წინა სადღეღამისო დოზის
დაახლოებით 20%-ს.
პაციენტების უმრავლესობისთვის, რომლებიც ღებულობენ 1500 მგ-ზე მეტ ლევოდოპას
დღეში, რეკომენდებული საწყისი დოზა არის 1 ტაბლეტი 3 ან 4-ჯერ დღეში.
მხარდამჭერი მკურნალობა
მკურნალობა ინდივიდუალურია. დოზა განისაზღვრება პრეპარატზე თერაპიული პასუხის
საფუძველზე.
საჭიროებისას დოზა შეიძლება გაიზარდოს ქ-1 ტაბლეტით ყოველდღე ან დღეგამოშვებით.
ამასთან მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 8 ტაბლეტს.
კარბიდოპას დღეში 200 მგ მეტი დოზით გამოყენების გამოცდილება არასაკმარისია.
მაქსიმალური რეკომენდებული დოზა
მაქსიმალური დოზა შეადგენს რვა ტაბლეტს დღეში (200 მგ კარბიდოპა და 2 გ
ლევოდოპა). ეს დაახლოებით არის 3 მგ/კგ კარბიდოპა და 30 მგ/კგ ლევოდოპა,
პაციენტის 70 კგ სხეულის მასის შემთხვევაში.
საერთაშორისო დასახელება - carbidopa, levodopa
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემა → პარკინსონიზმის და
მოძრაობითი სხვა დარღვევების სამკურნალო საშუალებები → პარკინსონიზმის სამკურნალო
დოპამინერგული საშუალებები
შემადგენლობა
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 250 მგ ლევოდოპას და 25 მგ კარბიდოპას.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალებები. დოფამინერგიული საშუალებები.
გამოყენების ჩვენებები
პარკინსონის დაავადების და პარკინსონიზმის სინდრომის მკურნალობა.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი და დამხმარე ნივთიერებების მიმართ;
- მონოამინოქსიდაზას არასელექციური ინჰიბიტორების (მაო-ს ინჰიბიტორების)
ერთდროული მიღება. მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობა უნდა შეწყდეს ნაკომით®
თერაპიის დაწყებამდე სულ მცირე 2 კვირით ადრე. დასაშვებია ნაკომისა® და B ტიპის
მაო-ს სელექციური ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება მწარმოებლის მიერ
რეკომენდებული დოზებით (მაგალითად, სელეგილინის ჰიდროქლორიდთან);
- დახურულკუთხოვანი გლაუკომა;
- კანის ცვლილებები მელანომაზე ეჭვის არსებობით ან ანამნეზში მელანომა
(ლევოდოპამ შეიძლება გამოიწვიოს მელანომის აქტივაცია);
დოზები და მიღების წესი
შიგნით მიღებისთვის.
ოპტიმალური სადღეღამისო დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად ფრთხილი მომატების
გზით. ნაკომის® 250 მგ/25 მგ ტაბლეტებში ლევოდოპას და კარბიდოპას შორის
თანაფარდობა შეადგენს 10:1.
ტაბლეტი შეიძლება დაიყოს ორ თანაბარ ნაწილად.
ზოგადი ინფორმაცია
დოზირება დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ მოთხოვნილებებზე. აუცილებელია
როგორც ერთჯერადი დოზის, ასევე პრეპარატის მიღების სიხშირის შერჩევა.
კვლევები აჩვენებენ, რომ პერიფერიული დიჰიდროქსიფენილალანინ-დეკარბოქსილაზას
ინჰიბირება (გაჯერება) ხდება კარბიდოპას 70 მგ-დან 100 მგ-მდე სადღეღამისმო
მიწოდებისას. იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ კარბიდოპას ნაკლებ დოზას,
გულისრევისა და ღებინების განვითარების ალბათობა უფრო მაღალია.
პრეპარატი ნაკომით® მკურნალობის დაწყების შემდეგ სტანდარტული პრეპარატების მიღება
პარკინსონიზმის მკურნალობისთვის (იმ პრეპარატების გარდა, რომლებიც მხოლოდ
ლევოდოპას შეიცავენ), შეიძლება გაგრძელებულ იქნას, ამასთან შეიძლება საჭირო
გახდეს მათი დოზის კორექტირება.
სტანდარტული საწყისი დოზირება
საწყისი დოზა შეადგენს ქ ტაბლეტს დღეში ერთხელ ან ორჯერ. მიუხედავად ამისა, ასეთი
დოზა ბევრი პაციენტისთვის შეიძლება არ იყოს საკმარისი კარბიდოპას ოპტიმალური
კონცენტრაციის მისაღწევად, ამიტომ საჭიროების შემთხვევაში იგი შეიძლება ქ
ტაბლეტით გაზრდილ იქნას ყოველდღიურად ან ორ დღეში ერთხელ, სანამ არ იქნება
მიღწეული ოპტიმალური პასუხი. ამასთან არ შეიძლება მაქსიმალური სადღეღამისო დოზის
გადაჭარბება.
ლევოდოპით თერაპიიდან გადასვლა
ლევოდოპას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს მინიმუმ 12 საათით ადრე პრეპარატი
ნაკომით® მკურნალობის დაწყებამდე (24 საათით ადრე პირველი დოზის მიღებამდე, თუ
გამოიყენება შენელებული გამონთავისუფლების ლევოდოპას პრეპარატები). პრეპარატი
ნაკომის® სადღეღამისო დოზა უნდა უზრუნველყოფდეს ლევოდოპას წინა სადღეღამისო დოზის
დაახლოებით 20%-ს.
პაციენტების უმრავლესობისთვის, რომლებიც ღებულობენ 1500 მგ-ზე მეტ ლევოდოპას
დღეში, რეკომენდებული საწყისი დოზა არის 1 ტაბლეტი 3 ან 4-ჯერ დღეში.
მხარდამჭერი მკურნალობა
მკურნალობა ინდივიდუალურია. დოზა განისაზღვრება პრეპარატზე თერაპიული პასუხის
საფუძველზე.
საჭიროებისას დოზა შეიძლება გაიზარდოს ქ-1 ტაბლეტით ყოველდღე ან დღეგამოშვებით.
ამასთან მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 8 ტაბლეტს.
კარბიდოპას დღეში 200 მგ მეტი დოზით გამოყენების გამოცდილება არასაკმარისია.
მაქსიმალური რეკომენდებული დოზა
მაქსიმალური დოზა შეადგენს რვა ტაბლეტს დღეში (200 მგ კარბიდოპა და 2 გ
ლევოდოპა). ეს დაახლოებით არის 3 მგ/კგ კარბიდოპა და 30 მგ/კგ ლევოდოპა,
პაციენტის 70 კგ სხეულის მასის შემთხვევაში.
** ნაკომი ® 250მგ/25მგ ტაბლეტები**
2.თვისებრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ლევოდოპა / კარბიდოპა
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 250მგ ლევოდოპასა და 25 მგ კარბიდოპას.
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი მოცემულია 6.1. ნაწილში.
3. გამოშვების ფორმა
ტაბლეტები.
ცისფერი, ოვალური, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები ჩანართებით, ცალ მხარეს ჭდით.
ტაბლეტები შეიძლება დაიყოს ორ ერთნაირ ნაწილად.
4. კლინიკური მახასიათებლები
4.1. გამოყენების ჩვენებები
ნაკომი წარმოადგენს ლევოდოპას, დოპამინის მეტაბოლური წინამორბედის, და
კარბიდოპას, არომატული ამინომჟავების დეკარბოქსილაზას ინჰიბიტორის კომბინაციას.
ნაკომი გამოიყენება პარკინსონის დაავადებისა და პარკინსონიზმის სინდრომის
სამკურნალოდ. ის ეფექტურად ამცირებს პარკინსონიზმის მრავალი სიმპტომის
გამოხატულებას, განსაკუთრებით კუნთების რიგიდობას და ბრადიკინეზიას. პრეპარატი
ხშირად ასევე ეფექტურია პარკინსონის დაავადებასთან და პარკინსონის სინდრომთან
დაკავშირებული ტრემორის, დისფაგიის, ნერწყვის გამოყოფის და პოსტურალური
არასტაბილურობის შესამცირებლად.
თუ ლევოდოპას მონოთერაპიაზე პასუხი არათანმიმდევრულია, ხოლო სიმპტომებისა და
ნიშნების კონტროლი პარკინსონის დაავადებაზე დღის განმავლობაში არასტაბილურია,
ჩვეულებრივ, პრეპარატ ნაკომზე გადასვლა ამცირებს რყევებს თერაპიის საპასუხოდ.
ლევოდოპას მონოთერაპიის შედეგად წარმოქმნილი გარკვეული გვერდითი რეაქციების
სიმძიმის შემცირებით, ნაკომი საშუალებას იძლევა დამაკმაყოფილებლად შემცირდეს
პარკინსონის დაავადების სიმპტომების სიმძიმე პაციენტთა დიდ რაოდენობაში.
პრეპარატ ნაკომის მიღება ასევე ნაჩვენებია პარკინსონიზმის მქონე პაციენტებისთვის,
რომლებიც იღებენ პირიდოქსინის ქლორიდის (ვიტამინ В6) შემცველ ვიტამინურ
პრეპარატებს.
4.2 დოზირება და მიღების წესი
შიგნით მისაღებად.
ოპტიმალური სადღეღამისო დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად ფრთხილი მომატების
გზით. ნაკომის® 250 მგ/25 მგ ტაბლეტებში ლევოდოპას და კარბიდოპას შორის
თანაფარდობა შეადგენს 10:1.
ზოგადი ინფორმაცია
დოზირება დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე. აუცილებელია
პრეპარატის როგორც ერთჯერადი დოზის შერჩევა, ასევე პრეპარატის მიღების სიხშირე.
კვლევებით დადგინდა, რომ პერიფერიული დიჰიდროქსიფენილალანინის დეკარბოქსილაზა
ინჰიბირებულია (გაჯერებულია) 70-დან 100 მგ-მდე კარბიდოპას დღიური მიღებით.
პაციენტებს, რომლებიც იღებენ კარბიდოპას უფრო დაბალ დოზას, უფრო მეტად
უვითარდებათ გულისრევა და ღებინება.
ნაკომით მკურნალობის დაწყების შემდეგ შეიძლება გაგრძელდეს პარკინსონიზმის
სამკურნალო სტანდარტული პრეპარატების მირება (ლევოდოპას შემცველი პრეპარატების
გარდა), ამასთან შეიძლება საჭირო გახდეს მათი დოზირების რეჟიმის კორექტირება.
სტანდარტული საწყისი დოზირება
საწყისი დოზა პაციენტებისთვის, რომლებმაც დაიწყეს ნაკომის 250 მგ/25 მგ
ტაბლეტების მიღება, შეადგენს ½ ტაბლეტს დღეში ერთხელ ან ორჯერ. მიუხედავად ამისა,
ასეთი დოზა ბევრი პაციენტისთვის შეიძლება არ იყოს საკმარისი კარბიდოპას
ოპტიმალური კონცენტრაციის მისაღწევად, ამიტომ, საჭიროების შემთხვევაში იგი
შეიძლება ½ ტაბლეტით გაზრდილ იქნას ყოველდღიურად ან ორ დღეში ერთხელ, სანამ არ
იქნება მიღწეული ოპტიმალური პასუხი. ამასთან არ შეიძლება მაქსიმალური სადღეღამისო
დოზის გადაჭარბება.
ნაკომი იწყებს მოქმედებას დღეღამის განმავლობაში, ზოგჯერ პირველი დოზის მიღების
შემდეგაც. სრული ეფექტი ჩვეულებრივ მიიღწევა 7 დღის განმავლობაში (ლევოდოპით
მონოთერაპიისას კი რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ)
ლევოდოპის თერაპიიდან გადასვლა
რადგან პასუხი თერაპიაზე და არასასურველი რეაქციები კარბიდოპასა და ლევიდოპას
კომბინირებული გამოყენებისას წარმოიქმნება უფრო სწრაფად ვიდრე მხოლოდ ლევოდოპის
გამოყენებისას, დოზის შერჩევისას აუცილებელია პაციენტებზე ფრთხილი დაკვირვება.
კერძოდ, ნაკომის გამოყენებისას უნებლიე მოძრაობები წარმოიქმნება უფრო სწრაფად,
ვიდრე მხოლოდ ლევოდოპას გამოყენებისას. უნებლიე მოძრაობების გამოვლენამ შეიძლება
მოითხოვოს პრეპარატ ნაკომის დოზის შემცირება. ზოგიერთ პაციენტებთან პრეპარატ
ნაკომის ჭარბი დოზირების ადრეული ნიშანი შეიძლება იყოს ბლეფაროსპაზმი (იხ. ნაწილი
4.4).
ლევოდოპას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს პრეპარატი ნაკომით მკურნალობის
დაწყებამდე მინიმუმ 12 საათით ადრე (24 საათით ადრე პირველი დოზის მიღებამდე, თუ
გამოიყენება შენელებული გამონთავისუფლების ლევოდოპას პრეპარატები). პრეპარატი
ნაკომის სადღეღამისო დოზა უნდა უზრუნველყოფდეს ლევოდოპას წინა სადღეღამისო დოზის
დაახლოებით 20%-ს.
პაციენტების უმრავლესობისთვის, რომლებიც ღებულობენ 1500 მგ-ზე მეტ ლევოდოპას
დღეში, რეკომენდებული საწყისი დოზა არის 1 ტაბლეტი 3 ან 4-ჯერ დღეში.
შემანარჩუნებელი მკურნალობა
მკურნალობა ინდივიდუალურია. დოზა განისაზღვრება პრეპარატზე თერაპიული პასუხის
საფუძველზე. მაქსიმალური ინჰიბირება პერიფერიული დეკარბოქსილირებისა ლევოდოპის
მიიღწევა კარბიდოპის დღიური დოზისას არანაკლებ 70–100 მგ.
პრეპარატ ნაკომი 250 მგ/25 მგ ტაბლეტების დოზა, აუცილებლობისას შეიძლება
გაიზარდოს ½-1 ტაბლეტით ყოველდღე ან დღეგამოშვებით. ამასთან, მაქსიმალური
სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 8 ტაბლეტს. დღეში 200 მგ-ზე მეტი დოზით
კარბიდოპას გამოყენების გამოცდილება არასაკმარისია.
მაქსიმალური რეკომენდებული დოზა
ნაკომი 250 მგ/25 მგ ტაბლეტების მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 8 ტაბლეტს
(200 მგ კარბიდოპა და 2 გ ლევოდოპა). ეს არის დაახლოებით 3მგ/კგ კარბიდოპა და
30მგ/კგ ლევოდოპა, პაციენტის 70 კგ სხეულის მასის შემთხვევაში.
ბავშვები
ბავშვებში პრეპარატ ნაკომის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დამტკიცებული,
ამიტომ პრეპარატის დანიშვნა 18 წელზე უმცროსი პაციენტებისთვის რეკომენდებული არ
არის (იხ.თავი 4.4).
ხანდაზმული პაციენტები
არ საჭიროებს დოზის კორექციას.
ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
პრეპარატ ნაკომის დანიშვნისას ღვიძლის ან თირკმლების დაავადებების მქონე
პაციენტებისთვის საჭიროა სიფრთხილის დაცვა.
4.3 უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი და დამხმარე ნივთიერებების მიმართ;
არ შეიძლება მონოამინოქსიდაზას არასელექციური ინჰიბიტორების (მაო-ს
ინჰიბიტორების) პრეპარატ ნაკომთან ერთდროული მიღება. მაო-ს ინჰიბიტორებით
მკურნალობა უნდა შეწყდეს ნაკომით თერაპიის დაწყებამდე სულ მცირე 2 კვირით ადრე.
დასაშვებია ნაკომისა და B ტიპის მაო-ს სელექციური ინჰიბიტორების (მაგალითად,
სელეგილინის ჰიდროქლორიდთან) ერთდროული გამოყენება მწარმოებლის მიერ
რეკომენდებული დოზებით (იხ. ნაწილი 4.5)
პრეპარატ ნაკომის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის დახურულკუთხოვანი
გლაუკომით.
ლევოდოპამ შეიძლება გამოიწვიოს მელანომის აქტივაცია, ამიტომ ლევოდოპა
უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის, კანზე საეჭვო ცვლილებებით და პაციენტებისთვის
ანამნეზში მელანომით.
4.4 სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ნაკომი არ არის რეკომენდებული სხვა პრეპარატებით გამოწვეული ექსტრაპირამიდული
დარღვევების სამკურნალოდ.
ნაკომი შეიძლება დაენიშნოს პაციენტებს, რომლებიც ადრე იღებდნენ მხოლოდ ლევოდოპას
შემცველ პრეპარატებს, თუმცა ლევოდოპას მიღება უნდა შეწყდეს ნაკომით მკურნალობის
დაწყებამდე სულ მცირე 12 საათით ადრე. ნაკომი უნდა დაინიშნოს დოზებით, რომლებიც
უზრუნველყოფს ლევოდოპას საწყისი დოზის დაახლოებით 20% (იხ.ნაწილი 4.2).
მელანომა. ეპიდომოლოგიურმა კვლევებმა უჩვენა, რომ პარკინსონის დაავადების მქონე
პაციენტებს აქვთ მელანომის განვითარების მომატებული რისკი საერთო პოპულაციასთან
შედარებით (დაახლოებით 2-6-ჯერ). უცნობია, რისკის გაზრდა თვითონ პარკინსონის
დაავადებასთან არის დაკავშირებული თუ სხვა ფაქტორებთან, რომლებიც მოიცავენ
პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებას.
ზემოაღნიშნული მიზეზების გამო პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ ნაკომს ნებისმიერი
ჩვენებით და მათ მომვლელებს უნდა ჩაუტარდეთ კანის ხშირი და რეგულარული შემოწმება
მელანომების განვითარებაზე. იდეალურ შემთხვევაში კანის პერიოდული დიაგნოსტირება
უნდა ჩატარდეს კვალიფიციური სპეციალისტის (მაგალითად, დერმატოლოგის) მიერ.
დოფამინის დისრეგულაციის სინდრომი
დოფამინის დისრეგულაციის სინდრომი (დდს) წარმოადგენს წამალდამოკიდებულებას,
რომელიც უვითარდება ნაკომის მიღებისას ზოგიერთ პაციენტს და რომელიც ვლინდება მისი
გადაჭარბებული მიღების სურვილში. პაციენტები და მათი მომვლელები ინფორმირებული
უნდა იყვნენ ნაკომით მკურნალობის დაწყებამდე დდს შესაძლო განვითარების შესახებ.
(იხ. ასევე ნაწილი 4.8)
იმპულსებზე კონტროლის დარღვევა
პრეპარატის მიღების დროს აუცილებელია რეგულარული კონტროლი იმპულსების დარღვევის
განვითარებაზე. პაციენტები და მათი მომვლელები აუცილებლად უნდა იყვნენ
ინფორმირებულნი იმპულსებზე კონტროლის დარღვევის შესაძლო განვითარებაზე, რომლებიც
მოიცავს აზარტულ თამაშებზე პათოლოგიურ დამოკიდებულებას, გაზრდილ სექსუალურ
აქტივობას, მომატებულ ლიბიდოს, შოპინგის ან ფულის ხარჯვის დაუძლეველ ლტოლვას,
უზომოდ გადაჭარბებულ კვებას (ბულიმია), დოფამინის აგონისტების და (ან) სხვა
ლევოდოპას შემცველი დოფამინერგული პრეპარატების გამოყენებისას. იმპულსების
კონტროლის დარღვევის ქცევითი გამოვლინების განვითარების შემთხვევაში,
რეკომენდებულია მკურნალობის გადახედვა.
იმ პაციენტებში, რომლებიც მანამდე მხოლოდ ლევოდოპას ღებულობდნენ, შეიძლება
განვითარდეს დისკინეზია. კარბიდოპას ზემოქმედების შედეგად ტვინში ხვდება მეტი
ლევოდოპა, რის შედეგადაც წარმოიქმნება მეტი დოფამინი. დისკინეზიის განვითარების
შემთხვევაში პრეპარატ ნაკომის დოზა უნდა შემცირდეს (იხ. ნაწილი 4.2).
პრეპარატ ნაკომის, ისევე როგორც ლევოდოპას მიღებამ, შეიძლება გამოიწვიოს უნებლიე
მოძრაობები და ფსიქიური დარღვევები. ეს დარღვევები არის ლევოდოპას გამოყენების
შედეგად ტვინში დოფამინის მომატებული კონცენტრაციის შედეგი. პრეპარატ ნაკომის
გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ამ დარღვევების რეციდივი. შეიძლება საჭირო
გახდეს პრეპარატის დოზის შემცირება. ყველა პაციენტისთვის აუცილებელია
გაკონტროლდეს დეპრესიისა და სუიციდური მიდრეკილების შესაძლო განვითარება.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მიმდინარე ან ადრე არსებული ფსიქოზური
აშლილობის მქონე პაციენტების მკურნალობისას.
სიფრთხილეა საჭირო თუ პრეპარატ ნაკომის გამოყენების ერთდროულად გამოიყენება
ფსიქოტროპული პრეპარატები (იხ. ნაწილი 4.5).
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ნაკომის დანიშვნისას პაციენტებში რომელთაც აქვთ
გულ-სისხლძარღვთა მძიმე ან ფილტვის დაავადებები, ბრონქული ასთმა, ენდოკრინული
დაავადებები, თირკმელების ან ღვიძლის დაავადებები. პეპტიური წყლულის მქონე
პაციენტებში პრეპარატ ნაკომის მიღებისას საჭიროა სიფრთხილე (კუჭ-ნაწლავის ზედა
ტრაქტში შესაძლო სისხლდენის გამო) ან კრუნჩხვებისას ანამნეზში.
ისევე როგორც ლევოდოპას გამოყენებისას, სიფრთხილეა საჭირო ნაკომის დანიშვნისას
პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ მიოკარდიუმის ინფარქტი და აქვთ ნარჩენი
წინაგულების, კვანძოვანი ან პარკუჭოვანი არითმიები. ასეთ პაციენტებში აუცილებელია
გულის აქტივობის მონიტორინგი, განსაკუთრებით პირველი დოზის მიღების დროს და
ტიტრირების პერიოდში.
ქრონიკული ღიაკუთხოვანი გლაუკომის მქონე პაციენტებში ნაკომი უნდა დაინიშნოს
სიფრთხილით და იმ პირობით, რომ მკურნალობის რეგულარულად გაკონტროლდება თვალის
შიდა წნევა.
პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატების მკვეთრი მოხსნისას შესაძლებელია
სიმპტომოკომპლექსის განვითარება, რომელიც ჰგავს ავთვისებიან ნეიროლეპტურ
სინდრომს, რომელიც მოიცავს კუნთების რიგიდულობას, სხეულის ტემპერატურის
მომატებას, ფსიქიკურ გადახრებს და სისხლის შრატში კრეატინფოსფოკინაზას
შემცველობის მომატებას. პაციენტებს, რომლებსაც ნაკომი მოეხსნათ ან მისი დოზა
მკვეთრად შეუმცირდათ, ესაჭიროებათ ექიმის გულმოდგინე მეთვალყურეობა,
განსაკუთრებით, თუ ისინი პარალელურად ღებულობენ ნეიროლეპტიკებს.
ლევოდოპას გამოყენებას შეიძლება თან ახლდეს ძილიანობა და ძილის უეცარი დადგომის
ეპიზოდები. აღწერილია ძილის დადგომის ძალიან იშვიათი შემთხვევები ყოველდღიური
საქმიანობის დროს, ზოგჯერ წინამორბედი ნიშნებისა და სიმპტომატიკის გარეშე.
აუცილებელია პაციენტების გართხილება ამ გვერდით ეფექტზე და რჩევის მიცემა
გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე სატრანსპორტო საშუალებების მართვისას და
მექანიზმებთან მუშაობისას, ლევოდოპით მკურნალობის პერიოდში. პაციენტები,
რომლებშიც შემჩნეულია ძილიანობა ან/და ძილის უეცარი დადგომის შემთხვევები, არ
უნდა მართავდნენ სატრანსპორტო საშუალებებს ან მუშაობდნენ მექანიზმებთან. გარდა
ამისა შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება ან პრეპარატის მოხსნა.
როგორც ლევოდოპის თერაპიისას, ისე პრეპარატ ნაკომის ხანგრძლივი მიღებისას
რეკომენდებულია ღვიძლის, თირკმლების, გულ-სისხლძარღვოვანი და სისხლმბადი სისტემის
რეგულარული კონტროლი.
თუ აუცილებელია საერთო ანესთეზიის ჩატარება, ნაკომის გამოყენება დასაშვებია
იქამდე, სანამ პაციენტისთვის ნებადართულია პრეპარატების და სითხის პერორალურად
მიღება. თუ თერაპია დროებით წყდება, პაციენტს შეუძლია მიიღოს პრეპარატის თავისი
ჩვეულებრივი დოზა მაშინვე, როგორც კი აღდგება პერორალურად მიღების უნარი.
ბავშვებში პრეპარატ ნაკომის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის გამოკვლეული,
ამიტომ პრეპარატის დანიშვნა 18 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის რეკომენდებული არ
არის (იხ. ნაწილი 4.2)
4.5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ზემოქმედების სხვა
სახეობები
პრეპარატ ნაკომის მიღებისას აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილე, თუ პაციენტი
ერთდროულად იღებს ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებს.
ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები:
პაციენტებს რომლებიც იღებენ ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებს, პრეპარატ ნაკომის
დანიშვნისას შეიძლება განვითარდეთ პოსტურალური ჰიპოტენზია. პრეპარატ ნაკომით
თერაპიის დასაწყისში აუცილებელია ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების დოზის
კორექტირება.
ანტიქოლინერგული პრეპარატები:
ანტიქოლინერგულმა პრეპარატებმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინონ აბსორბციაზე და ამით
თერაპიული მკურნალობის პასუხზე.
ანტიდეპრესანტები:
ინფორმაცია ნაკომის გამოყენებისათვის იმ პაციენტთა მკურნალობაში, რომლებიც იღებენ
მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორებს, იხილეთ ნაწილში 4.3.
არსებობს არასასურველი გვერდითი ეფექტების რამდენიმე იშვიათი მაგალითი, როგორიცაა
არტერიული ჰიპერტენზია და დისკინეზია, რომლებიც ტრიციკლური ანტიდეპრესანტების და
ნაკომის ერთდროული გამოყენების შედეგია.
რკინა:
კარბიდოპას და (ან) ლევოდოპას ბიოშეღწევადობა მცირდება რკინის სულფატთან და
რკინის გლუკონატთან მათი ერთდროული გამოყენებისას.
სხვა პრეპარატები
დოფამინური D2 რეცეპტორების ანტაგონისტებმა (ფენოტიაზინები, ბუტიროფენონები და
რისპერიდონი) და იზონიაზიდმა შეიძლება შეამცირონ ლევოდოპას თერაპიული ეფექტი.
არსებობს ცნობები, რომ ფენიტოინს და პაპავერინს შეუძლიათ ლევოდოპას ხელსაყრელი
ეფექტის ნიველირება პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში. იმ პაციენტებს,
რომლებიც პრეპარატ ნაკომის გარდა ღებულობენ ზემოაღნიშნულ პრეპარატებს,
ესაჭიროებათ მკაცრი კონტროლი თერაპიული ეფექტურობის შესაძლო დაკარგვასთან
დაკავშირებით (იხ. ნაწილი 4.4).
რეკომენდებული არ არის ნაკომის გამოყენება დოფამინის მარაგების გამომფიტავ
პრეპარატებთან (მაგალითად, ტეტრაბენაზინის) ან სხვა მონოამინების მარაგების
გამომფიტავ სამკურნალო პრეპარატებთან.
სელეგილინის და კარბიდოპა-ლევოდოპას ერთდროულ მიღებას შეიძლება თან ახლდეს მძიმე
ფორმის ორთოსტატიური ჰიპოტენზია, რაც არ არის მხოლოდ ლევოდოპასა და კარბიდოპას
მიღების შედეგი (იხ. თავი 4.3).
ლევოდოპას გარკვეულ ამინომჟავებთან კონკურენციის გამო, ლევოდოპას შეწოვა შეიძლება
შემცირდეს პაციენტებში, რომლებიც არიან მაღალცილოვან დიეტაზე.
ანტაციდების და ნაკომის ერთდროული გამოყენების ეფექტი ლევოდოპას ბიოშეღწევადობაზე
არ არის შესწავლილი.
ნაკომი შეიძლება გამოყენებულ იქნას პარკინსონის დაავადების ან სინდრომის მქონე
პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ პირიდოქსინის ჰიდროქლორიდის (ვიტამინი В6)
შემცველ ვიტამინურ პრეპარატებს.
4.6 ორსულობა და ძუძუთი კვება.
ორსულობა
მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატ ნაკომის ზეგავლენა ადამიანებში ორსულობის
მიმდინარეობაზე გამოკვლეული არ არის, ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში მიღებულია
მონაცემები იმის შესახებ, რომ ლევოდოპა, ასევე, კარბიდოპასა და ლევოდოპას
კომბინაცია კურდღლებში ვისცერალური ორგანოებისა და ჩონჩხის მანკების განვითარებას
იწვევდა (იხილეთ „ტერატოგენურობის კვლევები და ზემოწმედება რეპროდუქციულ
სისტემაზე“) ამიტომ რეპროდუქციული ასაკის ქალებში პრეპარატ ნაკომის დანიშვნისას,
მკურნალმა ექიმმა აუცილებლად უნდა შეაფასოს მოსალოდნელი დადებითი ეფექტი და
შესაძლო რისკი ორსულობის შემთხვევაში.
ძუძუთი კვება
უცნობია, გამოიყოფა თუ არა კარბიდოპა დედის რძესთან ერთად. პარკინსონით
დაავადებული ერთი მეძუძური პაციენტის დედის რძეში ლევოდოპა იყო აღმოჩენილი. იმის
გათვალისწინებით, რომ მრავალი პრეპარატი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, ასევე
ის, რომ არსებობს ახალშობილებში გამოხატული გვერდითი რეაქციების რისკი, დედისთვის
თერაპიის მნიშვნელობის შეფასებისას მიიღება გადაწყვეტილება პრეპარატ ნაკომის
მიღების შეწყვეტის ან ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ.
4.7. ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებებით მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის
უნარზე
ლევოდოპამ შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა ან ძილის უეცარი დადგომა. აღწერილია
ძილი დადგომის ძალიან იშვიათი შემთხვევები ყოველდღიური საქმიანობისას, ხანდახან
ყოველგვარი წინამორბედი ნიშნებისა და სიმპტომატიკის გარეშე.
პაციენტებს და მათ მომვლელებს უნდა ეცნობოთ ხსენებული მოშლილობის განვითარების
თაობაზე. პრეპარატის მიღების დროს არ უნდა მართოთ მანქანა ან შეასრულოთ სამუშაო,
რომელიც ითხოვს კონცენტრაციას (იხ. ასევე ნაწილი 4.4)
4.8 გვერდითი მოქმედება
მეტნაკლებად ხშირი არასასურველი რეაქციები, განვითარებული პრეპარატი ნაკომის
მიღებისას, დაკავშირებულია დოფამინის ფარმაკოლოგიურ ზემოქმედებასთან ცენტრალურ
ნერვულ სისტემაზე. არასასურველი რეაქციების გამოხატულება შესაძლებელია შემცირდეს,
პრეპარატის დოზის შემცირებით. მეტნაკლებად ხშირ არასასურველ რეაქციას წარმოადგენს
დისკინეზია, ქორეეს მსგავსი, დისტონიკური და სხვა უნებლიე მოძრაობები, ასევე
ღებინება. პირველი ადრეული ნიშანი, რომელიც გვიჩვენებს პრეპარატის დოზის
აუცილებელი შემცირების საჭიროებას, არის კუნთების კრუნჩხვები და ბლეფაროსპაზმი.
არასასურველი რეაქციები, რომლებიც, როგორც ნავარაუდევია, შესაძლოა დაკავშირებული
იყოს პრეპარატის მიღებასთან ნაჩვენებია ქვემოთ. თითოეულ ქვეჯგუფში არასასურველი
რეაქციები ჩამოთვლილია მათი სიმძიმის შესუსტების მიხედვით.
არასასურველი რეაქციების განვითარების სიხშირის მიხედვით დაყოფილია შემდეგ
ჯგუფებად:
ძალიან ხშირად (≥1/10),
ხშირად (≥1/100, <1/10),
არახშირად (≥1/1000, <1/100),
იშვიათად (≥1/10000, <1/1000)
ძალიან იშვიათად (<1/10000);
სიხშირე უცნობია (მოვლენათა წარმოქმნის სიხშირის განსაზღვრა არსებული მონაცემების
საფუძველზე შეუძლებელია).
კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუზუსტებელი ახალწარმონაქმნები, (კისტების და
პოლიპების ჩათვლით)
სიხშირე უცნობია: მელანომა. (იხ. ნაწილი 4.3).
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევის მხრივ
იშვიათად: აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, ჰემოლიური და არაჰემოლიტური ანემია,
თრომბოციტოპენია.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
იშვიათად: ანგიონევროზული შეშუპება.
დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ
ხშირად: ანორექსია;
სიხშირე უცნობია: წონის მომატება ან კლება, შეშუპებები.
ფსიქიკის დარღვევები
ხშირად: ძილის დარღვევა, ჰალუცინაციები, დეპრესია მათ შორის სუიციდური
განზრახვებით ან მის გარეშე, გონების დაბინდვა.
არახშირად: აჟიტირება.
იშვიათად: ფსიქოტური რეაქციები, ბოდვების და პარანოიდალური აზროვნების ჩათვლით,
ლიბიდოს მომატება.
სურვილების (იმპულსების) კონტროლის დარღვევები: აზარტული თამაშებზე პათოლოგიურ
დამოკიდებულება, მომატებული სექსუალური აქტივობა, მომატებული ლიბიდო, დაუძლეველი
სწრაფვა ყიდვის ან ფულის ხარჯვისკენ, უზომოდ გადაჭარბებული კვება (ბულიმია)
შეიძლება გამოუვლინდეს იმ პაციენტებს, რომლებიც დოფამინის აგონისტებს და (ან)
სხვა ლევოდოპას შემცველ დოფამინერგიულ სამკურნალო საშუალებებს ღებულობენ (ნაკომის
ჩათვლით) (იხ.ნაწილი 4.4).
ეს არასასურველი რეაქციები ძირითადად შექცევადია პრეპარატის დოზის შემცირების ან
მისი მიღების შეწყვეტის შემდეგ.
სიხშირე უცნობია: მღელვარება, დეზორიენტაცია, ეიფორია, უძილობა, ბრუქსიზმი,
დოფამინის დისრეგულაციის სინდრომი.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ძალიან ხშირად: დისკინეზიები, ქორეას, დისტონიის ჩათვლით.
ხშირად: ბრადიკინეზიის ეპიზოდები („ჩართვა-გამორთვის“-სინდრომი),
თავბრუსხვევა/ვესტიბულარული თავბრუსხვევა, პარესთეზიები, ძილიანობა, მათ შორის
დღის პერიოდში გადაჭარბებული ძილიანობის ძალიან იშვიათი შემთხვევები და ძილის
უეცარი დადგომა.
არახშირად: სინკოპე;
იშვიათად: დემენცია, გულყრები.
სიხშირე უცნობია: ატაქსია, ხელების მომატებული ტრემორი, ექსტრაპირამიდული
დარღვევები და მოძრაობის დარღვევები, თავის ტკივილი, აზროვნების უნარის
დაქვეითება, ბერნარ-გორნერის ლატენტური სინდრომის აქტივაცია, დამუნჯება, გონების
დაკარგვა, დაცემა და სიარულის დარღვევები, ოკულოგირული კრიზები (თვალის კაკლის
გარეთა კუნთების მატონიზირებელი კრუნჩხვები) გაღიზიანების შეგრძნება, ტრიზმი.
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
სიხშირე არ არის დადგენილი: ბლეფაროსპაზმი, მხედველობის დაბინდვა, გუგის
გაფართოება, თვალებში გაორება.
გულის მხრივ დარღვევები
ხშირად: გახშირებული გულისცემა.
იშვიათად: გულის მუშაობის დარღვევა
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ:
ხშირი: ორთოსტატიკური რეაქციები, ჰიპოტინეზიის ეპიზოდების ჩათვლით
იშვიათი: არტერიული ჰიპერტენზია, ფლებიტი.
სიხშირე დადგენილი არ არის: ალები, ჰიპერემია
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ
ხშირად: ქოშინი;
სიხშირე უცნობია: ხმის ხრინწიანობა, სუნთქვის ანომალიური ხასიათი.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ხშირად: ღებინება, დიარეა;
იშვიათად: სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის
გამწვავება, ნერწვის გამუქება;
სიხშირე უცნობია: პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე, ნერწყვდენა, დისფაგია,
ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, მეტეორიზმი, დისპეპსია, ენის წვის შეგრძნება,
პირში სიმწარის შეგრძნება, ბოყინი, გულისრევა.
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
არახშირად: ჭინჭრის ციება;
იშვიათად: ქავილი, შენლეინ-ჰენოხის პურპურა, ალოპეცია, გამონაყარი, ოფლის
გამუქება;
სიხშირე უცნობია: მომატებული ოფლის გამოყოფა.
დარღვევები ძვალკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
არახშირი: კუნთების კრუნჩხვა
სიხშირე დადგენილი არ არის: კუნთების კრთომა
დარღვევები შარდგამომყოფი სისტემის და თირკმელების მხრივ
იშვიათად: შარდის გამუქება.
სიხშირე უცნობია: შარდის შეუკავებლობა, შარდის შეკავება.
დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის მხრივ
სიხშირე უცნობია: პრიაპიზმი.
ზოგადი აშლილობები და დარღვევები შეყვანის ადგილას
ხშირად: ტკივილი გულმკერდის არეში;
სიხშირე უცნობია: ასთენია, შეშუპებები, დაღლილობა, ზოგადი სისუსტე, ავთვისებიანი
ნეიროლეფსური სინდრომი, (იხ. თავი 4.4), სისუსტე.
ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური მონაცემები
სიხშირე უცნობია: ღვიძლის ფუნქციური ტესტების ზრდა (ტუტე ფოსფატაზას,
ალანინამინოტრანსფერაზას, ასპარტამინოტრანსფერაზას, ლაქტატდეჰიდროგენაზას და
ბილირუბინის), სისხლის პლაზმაში შარდოვანას, კრეატინინის, შარდმჟავას მარილების
კონცენტრაციის მომატება, სისხლში შარდოვანას აზოტის მომატება, კუმბსის დადებითი
სინჯი.
არის ცნობები ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის დონეების შემცირების, ჰიპერგლიკემიის,
ლეიკოციტოზის, ბაქტერიურიის, ჰემატურიის შესახებ.
ლევოდოპას და კარბიდოპას შემცველმა პრეპარატემა შეიძლება გამოიწვიოს ცრუ-დადებითი
რეაქცია კეტონურ სხეულებზე შარდში, თუ კეტონურიის განსაზღვრისთვის გამოყენება
ტესტ-ზოლები. შარდის ნიმუშის ადუღების შემდეგ ეს რეაქცია არ შეიცვლება. ცრუ-
უარყოფითი შედეგები შეიძლება მიღებულ იქნას გლუკოზურიის განსაზღვრის
გლუკოოქსიდაზური მეთოდის გამოყენებისას.
ზოგიერთი არასასურველი რეაქციის აღწერა
დოფამინის დისრეგულაციის სინდრომი (დდს) - წარმოადგენს წამალზე დამოკიდებულებას,
რომელიც ვლინდება მისი გადაჭარბებული მიღების სურვილში. ასეთ შემთხვევებში
წარმოიშობა იძულებითი ლტოლვა დოფამინერგული სამკურნალო პროდუქტის საჭიროზე მაღალი
დოზებით ბოროტად გამოყენებისთვის. ეს ართულებს მოტორული სიმპტომების ადეკვატურ
კონტროლს, რამაც საბოლოოდ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე დისკინეზია (იხ.ასევე ნაწილი
4.4)
პაციენტებში, რომლებიც იღებენ დოფამინის აგონისტებს ან სხვა დოფამინერგულ
ლევოდოპას შემცველ პრეპარატებს (ნაკომის ჩათვლით) დაფიქსირდა
აზარტული თამაშებზე პათოლოგიური დამოკიდებულება, გაზრდილი ლიბიდო, გაზრდილი
სექსუალური აქტივობა, ყიდვის ან დახარჯვის დაუძლეველი სურვილი, ზედმეტი კვება და
საკვების კომპულსიური მიღება (იხ. ნაწილი 4.4)
4.9 დოზის გადაჭარბება
ჭარბი დოზირებისას ძლიერდება სიმპტომების გამოხატულება რომელიც მოცემულია ნაწილში
„გვერდითი მოქმედება“.
მკურნალობა ლევოდოპას მწვავე ჭარბი დოზირების შემთხვევაში მკურნალობის
ანალოგიურია, იმ გამონაკლისით, რომ პირიდოქსინი პრეპარატი ნაკომის მოქმედების
ნეიტრალიზაციისთვის არაეფექტურია.
აუცილებელია ელექტროკარდიოგრაფიული პარამეტრების მონიტორინგი და პაციენტის
გულდასმით მონიტორინგი არითმიის შესაძლო განვითარებაზე; საჭიროების შემთხვევაში
ინიშნება შესაბამისი ანტიარითმული თერაპია. გასათვალისწინებელია, რომ ნაკომის
გარდა პაციენტს შეეძლო სხვა პრეპარატების მიღებაც.
დღემდე არ არსებობს მონაცემები დიალიზის ეფექტურობის შესახებ; ამიტომ, ამ მეთოდის
ეფექტურობა ჭარბი დოზირების სამკურნალოდ უცნობია.
5. ფარმაკოლოგიური თვისებები
5.1 ფარმაკოდინამიკა
ფარმაკოთერაპევტული ჯგუფი: ანტიპარკინსონიული პრეპარატები. დოფამინერგული
საშუალებები.
ATX კოდი: N04BA02.
პარკინსონის დაავადების სიმპტომები ასოცირდება დოფამინის დეფიციტთან თავის ტვინის
ზოლიან სხეულში (corpus striatum) ლევოდოპა, დოფამინის წინამორბედი, ამსუბუქებს
პარკინსონის დაავადების სიმპტომებს , რომლებიც სავარაუდოდ, გამოწვეულია დოფამინის
გამომუშავების შედეგად ლევოდოპას დეკარბოქსილაციით თავის ტვინში.
ლევოდოპა, პერორალური მიღებისას, სწრაფად დეკარბოქსილირდება და ექსტრცერებრიალურ
ქსოვილებში გარდაიქმნება დოფამინად. უცვლელი ლევოდოპას მხოლოდ მცირე რაოდენობა
ხვდება ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. ამიტომ, თერაპიული ეფექტის მიღწევისთვის
აუცილებელია ლევოდოპის დიდი დოზების მიღება დროის ხანმოკლე ინტერვალებში. ეს
ხშირად იწვევს არასასურველ გვერდით ეფექტებს, რომელთა ნაწილი დაკავშირებულია
დოფამინის წარმოქმნასთან ტვინის გარეთ ქსოვილებში.
კარბიდოპა, რომელიც ვერ კვეთს ჰემატოენცეფალურ ბარიერს, აინჰიბირებს ლევოდოპას
დეკარბოქსილირებას ცენტრალური ნერვული სისტემის გარეთ. ამიტომ, იზრდება ლევოდოპას
რაოდენობა თავის ტვინში, რასაც მოყვება მისი შემდგომი გარდაქმნა დოფამინად.
ვინაიდან კარბიდოპას მაინჰიბირებელი მოქმედება დეკარბოქსილაზაზე შეზღუდულია
მხოლოდ ექსტრაცერებრალური ქსოვილებით, კარბიდოპას ლევოდოპასთან ერთდროული მიღება
საშუალებას იძლევა გაიზარდოს ლევოდოპას რაოდენობა თავის ტვინში. ძაღლებში ნაკლები
დოფამინის წარმოქმნას ექსტრაცერებრალურ ქსოვილებში, როგორიცაა გულის ქსოვილი,
დამცავი ეფექტი აქვს გულის არითმიის განვითარების საწინააღმდეგოდ. კლინიკური
კვლევები მხარს უჭერს ვარაუდს, რომ არსებობს ანალოგიური დამცავი ეფექტები
ადამიანებში, მაგრამ ამჟამად არ არის საკმარისი სანდო მონაცემები, რაც ცალსახა
დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა.
ადამიანებში ლევოდოპას კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში კარბიდოპასა და ლევოდოპას
ერთდროულად მიღებისას მნიშვნელოვნად აღემატება მიღწეულ ლევოდოპას კონცენტრაციას
მსგავსი დოზით ლევოდოპას მონოთერაპიის დროს. ამავე დროს, მნიშვნელოვნად მცირდება
სისხლის პლაზმაში დოფამინისა და ჰომოვანილინის მჟავას კონცენტრაცია , რომლებიც
ლევოდოპას ძირითადი მეტაბოლიტებია.
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) 10-25 მგ დოზით პერორალურად მიღებისას
სწრაფად ანეიტრალებს ლევოდოპას ანტიპარკინსონურ ეფექტს. კარბიდოპა აქრობს
პირიდოქსინის ამ ეფექტს. კვლევაში, რომელშიც პაციენტებმა მიიღეს 100-დან 500 მგ
პირიდოქსინი დღეღამეში, ლევოდოპასა და კარბიდოპას კომბინაციით თერაპიის ფონზე
კომბინირებული პრეპარატის თერაპევტული ეფექტურობის დარღვევები არ დაფიქსირებულა.
მოქმედების დაწყება სტანდარტული დოზების გამოყენებისას
პრეპარატი იწყებს მოქმედებას ერთი დღე-ღამის განმავლობაში, ზოგჯერ უკვე პირველი
დოზის მიღების შემდეგაც. პრეპარატის საბოლოო ეფექტი ჩვეულებრივ მიიღწევა 7 დღის
განმავლობაში.
კარბიდოპა,რომელიც შედის პრეპარატ ნაკომის შედგენილობაში, არ ამცირებს იმ
არასურველი რეაქციების გამოხატვას, რომელსაც იწვევს ლევოდოპა ცენტრალურ ნერვულ
სისტემაზე ზემოქმედებისას. რადგან თავის ტვინში ხვდება ლევოდოპას დიდი რაოდენობა,
გულისრევა და ღებინება არ წარმოადგენს პრეპარატის დოზის შემზღუდველ ფაქტორებს.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან ზოგიერთი არასასურველი რეაქციები
მაგ.დისკინეზია პრეპარატ ნაკონის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს უფრო
სწრაფად და უფრო ნაკლები დოზების მიღებისას, ვიდრე ლევოდოპით მონოთერაპიისას.
ნაკომი უფრო ეფექტურია, ვიდრე ლევოდოპა. იგი უზრუნველყოფს ლევოდოპას უფრო
ხანგრძლივ ეფექტურ კონცენტაციებს სისხლის პლაზმაში დაახლოებით 80 % ით დაბალი
დოზით მიღებისას, ვიდრე ლევოდოპათი მონოთერაპიის დროს.
5.2 ფარმაკოკინეტიკა
ნახევარგამოყოფის პერიოდი
ლევოდოპას ნახევარგამოყოფის პერიოდი პლაზმაში შეადგენს დაახლოებით 50 წუთს.
კარბიდოპას და ლევოდოპას ერთდროული გამოყენებისას ნახევარგამოყოფის პერიოდი
იზრდება 1,5 საათამდე.
კარბიდოპას მეტაბოლიზმი
რადიო მარკირებული კარბიდოპის ერთჯერადი დოზის შიგნით მიღებისას რადიოაქტივობის
მაქსიმალური დონეები სისხლის პლაზმაში ჯანმრთელ პირებში განისაზღვრებოდა 2-4
საათის შემდეგ და პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში 1,5-5 საათში. ორივე
ჯგუფში შარდთან და განავალთან ერთად გამოიყოფოდა ნივთიერების დაახლოებით ერთნაირი
რაოდენობა.
ჯანმრთელ პირებში და პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში შარდის
მეტაბოლიტების შედარებისას აღმოჩენილია, რომ კარბიდოპა ორივე ჯგუფში
მეტაბოლიზირდება ერთნაირი ხარისხით. უცვლელი ნივთიერება პრაქტიკულად ყოველთვის
გამოიყოფა შარდთან ერთად 7 საათის განმავლობაში და შეადგენს რადიო მარკირებული
ნივთერების საერთო დოზის დაახლოებით 35%-ს. 7 საათის შემდეგ განისაზღვრებოდა
მხოლოდ მეტაბოლიტები. ჰიდრაზინი არ აღმოჩენილა.
ადამიანში გამოყოფილ ძირითად მეტაბოლიტებს წარმოადგენენ
α-მეთილ-3-მეტოქსი-4-ჰიდროქსიფენილპროპიონისმჟავა და α-მეთილ-3,4-დიჰიდროქსიფენილ
პროპიონის მჟავა. ისინი შეადგენენ გამოყოფილი მეტაბოლიტების რადიოაქტიურობის
დაახლოებით 14%-ს და 10%-ს, შესაბამისად. აღმოჩენილი იქნა ასევე მცირე რაოდენობით
ორი მეტაბოლიტი: 3,4-ჰიდროქსიფენილაცეტონი დასავარაუდოდ N-მეთილკარბიდოპა (მათი
იდენტიფიკაცია ჯერ კიდევ სრულად არ დასაბუთებულა). შარდში თითოეული ამ
ნივთიერების შემცველობა შეადგენდა მეტაბოლიტების საერთო რაოდენობის არაუმეტეს
5%-ს. შარდში ასევე აღინიშნა კარბიდოპა უცვლელი სახით. კონიუგატები გამოვლენილი
არ არის.
ლევოდოპას მეტაბოლიზმი
ლევოდოპა სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და აქტიურად მეტაბოლიზდება.
წარმოიქმნება 30-ზე მეტი სხვადასხვა მეტაბოლიტი. მათგან ძირითადია დოფამინი,
ეპინეფრინი, ნორეპინეფრინი, ასევე დიჰიდროქსიფენილძმარმჟავა, ჰომოვანილინის და
ვანილილნუშის მჟავები. სისხლის პლაზმასა და ზურგის ტვინის სითხეში აღმოჩენილია
3-О-მეთილდოპა, რომლის ფუნქცია ჯერ კიდევ უცნობია.
პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტების მიერ უზმოზე ლევოდოპას ერთჯერადი დოზის
შიგნით მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო
შეადგენს 0,5 – 2 საათს. სისხლის პლაზმაში რადიოაქტურობის არსებობა ფიქსირდება
4-6 საათის განმავლობაში.
პლაზმის უმაღლესი რადიოაქტიურობის პერიოდში, აქტივობის 30% განპირობებული იყო
კატექოლამინებით, 15% დოფამინით და 10% დიჰიდროქსიფენილალანინით. რადიოაქტიური
ნივთიერებები სწრაფად გამოიყოფა შარდით: დოზის დაახლოებით 1/3 გამოიყოფა ორი
საათის განმავლობაში. შარდში მეტაბოლიტების 80-დან 90%-მდე არის ფენილკარბოქსილის
მჟავები, ძირითადად ჰომოვანილინის. 24 საათის განმავლობაში გამოთავისუფლებული
რადიოაქტიურობის 1-დან 2%-მდე განპირობული იყო დოფამინით, ხოლო 1%-ზე ნაკლები -
ადრენალინით, ნორადრენალინითა და უცვლელი ლევოდოპით.
კარბიდოპას ზეგავლენა ლევოდოპას მეტაბოლიზმზე
ჯანმრთელ ადამიანებში კარბიდოპა პლაცებოსთან შედარებით სტატისტიკურად
მნიშვნელოვნად ზრდის ლევოდოპას კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში. ეს აღმოჩენილი
იქნა კარბიდოპას ლევოდოპამდე მიღების პირობებში, ასევე მოცემული ნივთიერებების
ერთდროული მიღებისას. ერთ კვლევაში, როდესაც პაციენტები ჯერ იღებდნენ კარბიდოპას,
ლევოდოპას კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ 5-ჯერ
გაიზარდა, ხოლო სისხლის პლაზმაში ლევოდოპას არსებობის დრო გაიზარდა 4-საათიდან 8
საათამდე. სხვა კვლევების შედეგები, როდესაც პაციენტები ერთდროულად იღებდნენ
ორივე ნივთიერებას, იყო მსგავსი.
პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტების კვლევებში, რომლებიც კარბიდოპას შემდეგ
ღებულობდნენ ლევოდოპას ერთჯერად დოზას, ლევოდოპას და მისი მეტაბოლიტების ნახევრად
გამოყოფის პერიოდი გაიზარდა 3-დან 15 საათამდე. კარბიდოპას მიღების შედეგად
უცვლელი რადიოაქტიური ლევოდოპას პროცენტი 3-ჯერ გაიზარდა. კარბიდოპას წინასწარმა
შეყვანამ შეამცირა დოფამინისა და ჰომოვანილის მჟავის კონცენტრაცია პლაზმასა და
შარდში.
5.3 უსაფრთხოების წინაკლინიკური მონაცემები
ტოქსიკოლოგია
LD50 მნიშვნელობები კარბიდოპასთვის პერორალური შეყვანისას ზრდასრულ მდედრ
თაგვებში იყო 1750 მგ/კგ და ახალგაზრდა ზრდასრულ მდედრ ვირთაგვებში და ზრდასრულ
ახალგაზრდა მამრებ ვირთხებში - 4810 მგ/კგ და 5610 მგ/კგ, შესაბამისად.
კარბიდოპას მწვავე პერორალური ტოქსიკურობა მსგავსი იყო მოზრდილ და ახალგაზრდა
ვირთხებში, მაგრამ ნივთიერება უფრო მეტად ტოქსიკური იყო ახალგაზრდა
ვირთხებისთვის. თაგვებსა და ვირთხებში ტოქსიკურობის სიმპტომები მსგავსი იყო:
ფტოზი, ატაქსია და შემცირებული აქტივობა. თაგვებს განუვითარდათ ბრადიპნოე.
ცხოველების უმრავლესობა დაიღუპა მეორე დილამდე, დანარჩენები კი პრეპარატის დოზის
მიღებიდან 12 დღის განმავლობაში.
პერორალური დანიშვნისას LD50 მნიშვნელობები ლევოდოპასთვის მერყეობდა 800 მგ/კგ-
დან ახალშობილი მდედრი და მამრი ვირთხებისთვის, 2260 მგ/კგ-მდე ახალგაზრდა
ზრდასრულ მდედრ ვირთხებში. ტოქსიკურობის სიმპტომები იყო ვოკალიზაცია,
გაღიზიანებადობა, აგზნებადობა, ატაქსია და მომატებული აქტიურობა, რომელიც 1–2
საათის შემდეგ მკვეთრად ეცემოდა. ცხოველთა უმრავლესობა დაიღუპა პრეპარატის დოზის
მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში და მომდევნო დილამდე, დანარჩენები 5 დღის
განმავლობაში.
კარბიდოპასა და ლევოდოპას კომბინაციის პერორალური დოზის დანიშვნის შემდეგ
სხვადასხვა თანაფარდობით, LD50 თაგვებში მერყეობდა 1930 მგ/კგ-დან 1:1
თანაფარდობისას 3270 მგ/კგ-მდე 1:3 თანაფარდობისას. მაჩვენელები გამოითვლებოდა
დოზების ცალკე დამატებით კარბიდოპასთვის და ცალკე ლევოდოპასთვის. (1:4,
1:5,1:10), LD50 მაჩვენებელი შესამჩნევად არ შეცვლილა 1:3 თანაფარდობასთან
შედარებით. ტოქსიკური ეფექტი 1:3 და უფრო მაღალი თანაფარდობით იყო ნაკლებ
გამოხატული, ვიდრე 1:1 და 1:2 თანაფარდობით. ტოქსიკურობის სიმპტომები იყო:
აპრეხილი კუდი, პილოერექცია, ატაქსია, ცრემლდენა და გაზრდილი აქტივობა. კლონური
კრუნჩხვები და გაღიზიანება განვითარდა ცხოველებში, რომლებიც მკურნალობდნენ
პრეპარატის დოზით 1500 მგ/კგ და ზემოთ. თავისა და სხეულის ფართომასშტაბიანი
ტრემორი გამოუვლინდათ 4120 მგ/კგ და მეტი დოზით მკურნალობისას.. ცხოველებში
სიკვდილი დადგა 30 სთ დან 24 საათამდე დროის პერიოდში4120 მგ/კგ და მეტი. 30
წუთიდან 24 საათამდე დროის ინტერვალში იხოცებოდნენ ცხოველები, რომლებმაც მიიღეს
4120 და 5780 მგ/კგ, ხოლო 12 დღის განმავლობაში ის ცხოველები, რომლებმაც მიიღეს
2940მგ/კგ.
კარბიდოპას ქრონიკული ტოქსიკურობის კვლევები მაიმუნებში გრძელდებოდა 1 წელი.
ვირთხებში - 96 კვირა. ცხოველებმა მიიღეს 25-დან 135 მგ/კგ/დღეში. მაიმუნებში არ
დაფიქსირდა პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციები.ყველა ჯგუფში
სხვადასხვა დოზების მიღებისას ზოგიერთ ვირთაგვას განუვითარდა სისუსტე. თირკმლის
საშუალო მასა ვირთაგვებში, რომლებიც იღებდნენ უმაღლეს დოზას, სტატისტიკურად
მნიშვნელოვნად აღემატებოდა საკონტროლო ჯგუფში შემავალი ვირთაგვების მასას. ასევე
არ იქნა აღმოჩენილი , მიკრო ან მაკროსკოპული ცვლილებები, რომლებიც ახსიდა ამას.
ნივთიერების მიღებით გამოწვეული ჰისტოლოგიური ცვლილებები არ იქნა გამოვლენილი.
ვირთაგვებში კარბიდოპას გამოყენება 96 კვირის განმავლობაში გავლენას არ ახდენდა
ნეოპლაზიის ტიპსა და სიხშირეზე.
კარბიდოპას გამოყენებამ ძაღლებში გამოიწვია პირიდოქსინის დეფიციტი, რისთვისაც
დამატებით დაინიშნა პირიდოქსინი. ძაღლებში პირიდოქსინის დეფიციტის გარდა,
კარბიდოპას მიღებისას არ იყო გამოვლენილი ტოქსიკური ეფექტები.
კარბიდოპასა და ლევოდოპას დოზის სამი განსხვავებული თანაფარდობით პერორალურად
მიღებისას, მაიმუნებში 54 კვირის განმავლობაში და ვირთხებში 106 კვირის
განმავლობაში, აღმოჩნდა, რომ ძირითადი ფიზიკური ეფექტები განპირობებულია
შემადგენეელი ნივთიერებების ფარმაკოლოგიური აქტივობით. გამოკვლეული თანაფარდობები
კარბიდოპასა და ლევოდოპას შორის იყო 10/20, 10/0 და 10/100მგ/კგ/დღერამეში.
დოზირებამ 10/20 მგ/კგ/დღეღამეში არ მოახდინა შესამჩნევი ფიზიკური გავლენა.
მაიმუნებს, რომლებსაც მკურნალობდნენ 10/50 და 10/100 მგ/კგ/დღეში, განუვითარდათ
ჰიპერაქტიურობა. ჰიპერაქტიურობა 10/100 მგ/კგ/დღეში დოზით გაგრძელდა 32 კვირა,
10/50 დოზით მგ/კგ/დღეში ჰიპერაქტიურობა შემცირდა კვლევის დროს და 14 კვირის
შემდეგ დაშვებული გახდა.. დოზით 10/100 მგ/კგ/დღეშიგანვითარდა კუნთების
დისკოორდინაცია და სისუსტე (22 კვირამდე). პათმორფოლოგიურმა კვლევებმა რაიმე
მორფოლოგიური ცვლილებები არ გამოავლინა.
ვირთხები, რომლებიც იღებდნენ 10/50 და 10/100მგ/კგ/დღ.იყვნენ ნაკლებ აქტიურები და
დაფიქსირდა მათი სხეულისპათოლოგიური პოზები.ცხოველებს,, რომლებიც იღებდნენ
პრეპარატის უფრო მაღალ დოზებს, აღენიშნა ნერწყვის მომატება. სხეულის მასის
მომატება შემცირდა .პათომორფოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა უმნიშვნელო ჰიპერტროფია
ქვედა ყბის სანერწყვე ჯირკვლის უჯრედების აცინარულ ქსოვილებში ორ ვირთხაში,
რომლებიც პრეპარატს იღებდნენ 26 კვირის განმავლობაში დოზით 10/100 მგ/კგ/დღეში.
54-დან 106 კვირამდე ნებისმიერი დოზით ჰისტომორფოლოგიური ცვლილებები არ
დაფიქსირებულა.სანერწყვე ჯირკვლების აცინარული უჯრედების ჰიპერტროფია განუვითარდა
ვირთხებს,რომლებიც მოკლე დროის განმავლობაში იღებდნენ მაღალ დოზებს ლევოდოპასა და
კარბიდოპას კომბინაციის ან მხოლოდ ლევოდოპას.
ტერატოგენურობის და რეპროდუქციულ სისტემაზე ზემოქმედების კვლევები
კარბიდოპას მიღებისას, დოზით 120 მგ/კგ/დღეში, თაგვებსა და კურდღლებს არ
გამოუვლინდა ტერატოგენული ეფექტი. ლევოდოპას მიღებამ დოზებში 125 და 250
მგ/კგ/დღეში კურდღლებში გამოიწვია შინაგანი ორგანოებისა და ჩონჩხის
მალფორმაციები.
კარბიდოპასა და ლევოდოპას კომბინაციას (25/250-დან 100/500 მგ/კგ/დღეში) თაგვებში
არ ჰქონდა ტერატოგენული ეფექტი. თუმცა, კურდღლებს გამოუვლინდათ ჩონჩხისა და
შინაგანი ორგანოების დეფექტები , რომლებიც ხარისხობრივად და რაოდენობრივად
მსგავსი იყო მხოლოდ ლევოდოპას მიღებით გამოწვეული დარღვევებისა.
კარბიდოპამ არ იმოქმედა ახალგაზრდა ვირთხების შეჯვარების უნარზე, ნაყოფიერებაზე
ან გადარჩენაზე, პერორალურად მიღებისას 30, 60 და 120 მგ/კგ/დღეში. მაქსიმალური
სადღეღამისო დოზის მიღებამ გამოიწვია მამრებში წონის მომატების სიჩქარის
შემცირება.
კარბიდოპასა და ლევოდოპას კომბინაცია (10/20, 10/50 ან 10/100 მგ/კგ/დღეში) არ
ახდენდა უარყოფითი გავლენას მამრი და მდედრი ვირთხების ნაყოფიერებაზე,
რეპროდუქციის უნარზე, ასევე შთამომავლობის ზრდასა და გადარჩენაზე.
კანცეროგენულობა
ვირთხებში 96-კვირიანი კვლევის დროს, რომლებიც იღებდნენ კარბიდოპას პერორალურად
25, 45 ან 135 მგ/კგ/დღეში დოზით და საკონტროლო ჯგუფში, არ იყო გამოვლენილი
მნიშვნელოვანი განსხვავება სიკვდილიანობასა და ნეოპლაზიაში.
ვირთხები პერორალურად იღებდნენ კარბიდოპასა და ლევოდოპას კომბინაციას (10/20,
10/50 და 10/100 მგ/კგ/დღეში) 106 კვირის განმავლობაში. საკონტროლო ჯგუფთან
შედარებით, არ გამოვლენილა გავლენა სიკვდილიანობაზე, ნეოპლაზიის სიხშირესა და
ტიპზე.
6. ფარმაცევტული მონაცემები
6.1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
- პრეჟელატინირებული სახამებელი
- სიმინდის სახამებელი
- საღებავი ინდიგოტინი E132
- მიკროკრისტალური ცელულოზა
- მაგნიუმის სტეარატი
6.2 შეუთავსებლობა
არ არის აღნიშნული.
6.3 შენახვის ვადა
3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის
შემდეგ.
6.4 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
ინახება არაუმეტეს 25ºС ტემპერატურაზე, ტენისა და სინათლისგან დაცულ ადგილას.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
6.5 შეფუთვის შემცველობა
10 ტაბლეტი თითოეულ პვქ/ალუმინის ბლისტერში. 10 ბლისტერი (100 ტაბლეტი)
გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
6.6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციისას
არ არსებობს განსაკუთრებული მოთხოვნები.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
ლეკ დ.დ., ვეროვშკოვა 57, ლუბლიანა, სლოვენია.
ტექსტის გადახედვა
იანვარი, 2018წ.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით