ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ამინოალკილური ეთერები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
აქტიური ინგრედიენტები:
დიმედროლის 1% საინექციო ხსნარი
(S o l u t i o D i m e d r o l i p r o i n j e c t i o n i b u s)
გენერიული დასახელება : Diphenhydramine (Dimedrol)
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიჰისტამინური (ალერგიის საწინააღმდეგო) საშუალება.
ATC - კოდი: R06AA02
ფორმა : საინექციო ხსნარი ამპულებში.
შემადგენლობა : 1 მლ პრეპარატი შეიცავს 10მგ დიმედროლს.
დამხმარე ნივთიერებები : საინექციო წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
მოქმედება – ანტიჰისტამინური, ალერგიის საწინააღმდეგო, სპაზმოლითური, სედატიური,
საძილე. პრეპარატი ბლოკავს ჰისტამინურ H1-რეცეპტორებს და ხსნის ამ რეცეპტორებით
განპირობებულ ჰისტამინის ეფექტებს. გააჩნია სუსტი განგლიომაბლოკირებელი და
ადგილობრივანესთეზიური თვისებები.
ფარმაკოკინეტიკა : შეყვანის შემდეგ პრეპარატის 98-99% უკავშირდება სისხლის
პლაზმის ცილებს. ფართოდ ნაწილდება ორგანიზმში, აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერსა
და პლაცენტაში. მეტაბოლიზირდება ღვიძლში; ნახევარგამოყვანის პერიოდი 1-4 სთ.
დღეღამის განმავლობაში მთლიანად გამოიყოფა ორგანიზმიდან ძირითადად გლუკოურონის
მჟავასთან კონიუგირებული ბენზჰიდროლის სახით.
ჩვენებები : ალერგიული დაავადებები, ალერგოდერმატოზები, უძილობა, ორსულობის ღებინება, მენიერის სინდრომი, ზღვის დაავადება, სხივური დაავადება, ქორეა.
მიღების წესი და დოზირება : ინტრამუსკულური და ინტრავენური ინექციები. მოზრდილებისთვის ერთჯერადად 1-5 მლ 1% ხსნარი (10-50 მგ), ბავშვებისთვის 3-დან 6 წლამდე 0,5-1 მლ (5-10 მგ), ბავშვებისთვის 6-დან 12 წლამდე 1-2 მლ (10-20 მგ). უმაღლესი სადღეღამისო დოზა მოზრდილებისთვის 150 მგ.
უკუჩვენებები : პრეპარატისადმი ჰიპერმგრძნობიარობა, გლაუკომა, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროპია, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის სტენოზური წყლული, ბრონქიალური ასთმა.
გვერდითი მოვლენები : ძილიანობა, თავბრუხვევა, რეაქციის სისწრაფის დაქვეითება, თავის ტკივილი სისუსტე, სიმშრალე პირის ღრუში, ლორწოვანების დაბუჟება, გულისრევა.
ორსულობა და ლაქტაცია : ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია. გამონაკლისს წარმოადგენს ორსულთა ღებინების დროს პრეპარატის გამოყენების აუცილებლობა.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან : აძლიერებს ეთანოლის და ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნავი საშუალებების მოქმედებას. მონოამინოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები აძლიერებენ პრეპარატის ანტიქოლინოერგიულ აქტივობას. ფსიქოსტიმულატორებთან ერთად მიღების დროს აღინიშნება ანტაგონისტური ურთიერთქმედება. აქვეითებს აპომორფინის, როგორც ღებინების გამომწვევი საშუალების, მოქმედებას.
სიფრთხილე და განსაკუთრებული მითითებები : პრეპარატის მიღების დროს დაუშვებელია მუშაობა პოტენციალურად სახიფათო მექანიზმებთან და ავტომანქანის მართვა.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: სიმშრალე პირის ღრუში, გაძნელებული სუნთქვა, სახის კანის სიწითლე,
ცნს-ის დათრგუნვა ან აღგზნება (უფრო ხშირად ბავშვებში), გონების დაბინდვა,
ბავშვებში კრუნჩხვების განვითარება შესაძლებელი ლეტალური შედეგით.
მკურნალობა: სიმპტომატიური თერაპია სუნთქვის და არტერიული წნევის დონის მკაცრი
კონტროლის ფონზე.
შენახვის პირობები : სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს +250C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა : 4 წელი.
გამოშვების ფორმა : 1მლ პრეპარატი ამპულაში. 10 ამპულა მოხმარების ინსტრუქციასთან ერთად, პოლიგრაფიულად გაფორმებულ მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი : ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ).
მწარმოებელი : ს/ს “ბიოფარმი”, გოთუას ქ.#3, 0160, თბილისი.
ტელ/ფაქსი : (99532) 225 29 56, ელ. ფოსტა: [email protected]
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით