ფარმაკოლოგიური ჯგუფი: უროლოგიური საშუალებები, ალფა-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
დუტასტერიდი + ტამსულოზინი აუროვიტას 0.5მგ/0.4მგ მკვრივი კაფსულები
დუტასტერიდი/ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს
1. რას წარმოადგენს დუტასტერიდი + ტამსულოზინი აუროვიტასი და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ დუტასტერიდი + ტამსულოზინი აუროვიტასი ს გამოყენებამდე
3. დუტასტერიდი + ტამსულოზინი აუროვიტასის მიღების წესი
4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
5. დუტასტერიდი + ტამსულოზინი აუროვიტასის შენახვის წესი
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
1. რას წარმოადგენს დუტასტერიდი + ტამსულოზინი აუროვიტასი და რისთვის გამოიყენება
დუტასტერიდი + ტამსულოზინი აუროვიტასი გამოიყენება მამაკაცებში პროსტატის გადიდების სამკურნალოდ (წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია) – რომლებთაც ახასიათებთ წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ზრდა, რაც გამოწვეულია ეგრეთ წოდებული დიჰიდროტესტოსტერონის ჰორმონის ჭარბი რაოდენობით გამომუშავების შედეგად.
დუტასტერიდი + ტამსულოზინი აუროვიტასი წარმოადგენს ორი სამედიცინო პროდუქტის დუტასტერიდის და ტამსულოზინის კომბინაციას. დუტასტერიდი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც იწოდებიან 5-ალფა რედუქტაზას ინჰიბიტორებად და ტამსულოზინი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელიც იწოდება ალფა- ბლოკატორებად.
პროსტატის გადიდება იწვევს შარდვის პრობლემებს, როგორიცაა შარდის გამოყოფის გართულება და შარდვის ხშირ მოთხოვნილებას. მან ასევე შესაძლოა გამოიწვიოს შარდის ნაკადის შემცირება და დასუსტება. ამ გართულების უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში არსებობს შარდის გამოყოფის სრული შეჩერების საფრთხე (მწვავე შარდის შეკავება). ეს საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას. ზოგჯერ შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა პროსტატის ჯირკვლის სრული ან ნაწილობრივი ამოკვეთის მიზნით.
დუტასტერიდი იწვევს ეგრეთ წოდებული დიჰიდროტესტოსტერონის ჰორმონის პროდუქციის შემცირებას, რომელიც ხელს უწყობს პროსტატის შემცირებას და სიმპტომების შემსუბუქებას. ეს კი თავისთავად იწვევს მწვავე შარდის შეკავების და ოპერაციის საჭიროების რისკის შემცირებას. ტამსულოზინი მოქმედებს პროსტატის კუნთების რელაქსაციის ხარჯზე, რაც ხელს უწყობს შარდის გამოყოფას და სიმპტომების სწრაფ გაუმჯობესებას.
2. რა უნდა იცოდეთ****დუტასტერიდი + ტამსულოზინი აუროვიტასი გამოყენებამდე
არ შეიძლება****დუტასტერიდი + ტამსულოზინი აუროვიტასი მიღება
თუ ფიქრობთ, რომ ამ ჩამოთვლილი პუნქტებიდან რომელიმე შეგესაბამებათ თქვენ, მიიღეთ ეს მედიკამენტი მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს დუტასტერიდი + ტამსულოზინი აუროვიტასის მიღებამდე.
ზოგიერთი კლინიკური კვლევებიდან ვლინდება, რომ პაციენტების უმეტესობა, რომლებიც იღებდნენ დუტასტერიდს და სხვა ალფა-ბლოკატორებს, როგორიცაა ტამსულოზინი, აღინიშნა გულის უკმარისობა, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მხოლოდ დუტასტერიდს ან მხოლოდ ალფა-ბლოკატორებს. გულის უკმარისობა ნიშნავს, რომ გული არ ახდენს სისხლის საჭირო რაოდენობით გადატუმბვას.
აცნობეთ ექიმს ღვიძლის პრობლემების შესახებ. თუ თქვენ გახასიათებდათ ნებისმიერი სახის დაავადება, რომელიც ზემოქმედებდა ღვიძლზე, შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი გამოკვლევის ჩატარება დუტასტერიდი + ტამსულოზინი აუროვიტასის გამოყენებამდე.
აცნობეთ ექიმს თირკმელების სერიოზული დარღვევების შესახებ.
დუტასტერიდი + ტამსულოზინი აუროვიტასის მიღების თაობაზე დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
სხვა პრეპარატები და დუტასტერიდი + ტამსულოზინი აუროვიტასი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან აპირებთ ნებისმიერი მედიკამენტის მიღებას.
არ მიიღოთ დუტასერიდი + ტამსულოზინი აუროვიტასი შემდეგ პრეპარატებთან ერთად:
დუტასერიდი+ტამსულოზინი აუროვიტასის გამოყენება არ არის რეკომენდებული შემდეგ პრეპარატებთან ერთად:
ზოგიერთ მედიკამენტს შესაძლოა ახასიათებდეს ურთიერთქმედება დუტასტერიდი + ტამსულოზინი მიმართ ან შესაძლოა გამოვლინდეს გვერდითი ეფექტების მსგავსი სიმპტომები. ეს მედიკამენტებია:
აცნობეთ თქვენს ექიმს თუ იღებთ ამ მედიკამენტებიდან რომელიმეს.
დუტასტერიდი + ტამსულოზინი აუროვიტასი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
დუტასტერიდი + ტამსულოზინი აუროვიტასი უნდა მიიღოთ ჭამიდან 30 წუთში ყოველ დღე.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
დუტასტერიდი + ტამსულოზინი აუროვიტასი მიღება არ შეიძლება ქალებში.
ორსულები (ან ქალები ორსულობის ვარაუდის შემთხვევაში) არ უნდა შეეხონ კაფსულებს. დუტასტერიდი აბსორბირდება კანიდან და შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების შეფერხება. ეს რისკი ვლინდება ორსულობის პირველი 16 კვირის განმავლობაში.
გამოიყენეთ კონდომი სექსუალური აქტის დროს. დუტასტერიდი გამოიყოფა მამაკაცის სპერმაში, რომლებიც იღებენ დუტასტერიდი + ტამსულოზინი აუროვიტასს. თუ თქვენი პარტნიორი სავარაუდოდ შესაძლოა იყოს ორსულად, უნდა მოერიდოთ სპერმით ზეგავლენის მოხდენას.
დუტასტერიდი + ტამსულოზინი აუროვიტასმა შესაძლოა გამოიწვიოს სპერმის რაოდენობის, მოცულობის და მოტორიკის შემცირება. შესაძლოა ამან გამოიწვიოს ფერტილობის დაქვეითება.
მიმართეთ ექიმს რჩევისთვის თუკი ორსულ ქალს კონტაქტი ჰქონდა დუტასტერიდი + ტამსულოზინი აუროვიტასთან.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
დუტასტერიდი + ტამსულოზინი აუროვიტასი იწვევს ზოგიერთ პირებში თავბრუსხვევას, ამიტომ მან შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
არ მართოთ ავტომობილი ან მექანიზმები თუ თქვენში ვლინდება მსგავსი ეფექტი.
დუტასტერიდი + ტამსულოზინი აუროვიტასი **შეიცავს საღებავს ყვითელი დაისი (**E110)
დუტასტერიდი+ტამსულოზინი აუროვიტასი ს მკვრივი კაფსულები შეიცავენ საღებავს ყვითელი დაისი (E110), რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
დუტასტერიდი + ტამსულოზინი აუროვიტასი შეიცავს ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23მგ) ნატრიუმს ყოველ ერთ მკვრივ კაფსულაზე, რაც ნიშნავს, რომ ის თითქმის „ნატრიუმის გარეშეა“
**3.**დუტასტერიდი + ტამსულოზინი აუროვიტასის მიღების წესი
ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. არარეგულარულად მიღების შემთხვევაში შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს თქვენს პსა დონეზე. მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული.
დოზირება
რეკომენდებული დოზა არის ერთი კაფსულა, რომელიც მიიღება დღეში ერთხელ საკვების მიღებიდან 30 წუთის შემდეგ.
მიღების წესი
კაფსულა უნდა გადაყლაპოთ მთელი წყლის მიყოლებით. არ დაღეჭოთ ან არ გახსნათ კაფსულა. კაფსულის შიგთავსთან კონტაქტმა შესაძლოა გამოიწვიოს პირის ღრუს ან ყელის ტკივილი.
თუ მიიღეთ****დუტასტერიდი + ტამსულოზინი აუროვიტასის ჭარბი რაოდენობა
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის თუ მიიღეთ დუტასტერიდი + ტამსულოზინი ზედმეტი რაოდენობა.
თუ დაგავიწყდათ****დუტასტერიდი + ტამსულოზინი აუროვიტასის დოზის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზირების კომპენსირების მიზნით. განაგრძეთ დოზირების მიღება ჩვეულებრივ დროს.
არ შეწყვიტოთ****დუტასტერიდი + ტამსულოზინი აუროვიტასის მიღება ექიმის გარეშე
არ შეიძლება დუტასტერიდი + ტამსულოზინი აუროვიტასის მიღების შეწყვეტა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში ამ პროდუქტის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. მოსალოდნელი გვერდით ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ალერგიული რეაქციები
ალერგიული რეაქციები შესაძლოა მოიცავდეს შემდეგ რეაქციებს0:
დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს თუ შენიშნავთ რომელიმე მსგავს სიმპტომს და შეწყვიტეთ დუტასტერიდი + ტამსულოზინი აუროვიტასის მიღება.
თავბრუსხვევა, გონების დაბინდვა და გულყრა
დუტასტერიდი + ტამსულოზინი აუროვიტასმა შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა, სისუსტე და იშვიათ შემთხვევებში გულყრა. დაიცავით სიფრთხილე მწოლიარე ან მჯდომარე მდგომარეობიდან წამოდგომისას, განსაკუთრებით თუ თქვენ იღვიძებთ ღამე, სანამ არ დაადგენთ, თუ რა ეფექტს იწვევს ეს მედიკამენტი თქვენზე. თუ ვლინდება თავბრუსხვევა ან სისუსტე მკურნალობის პერიოდში უნდა ჩამოჯდეთ ან წამოწვეთ, სანამ სიმპტომები არ გაქრება.
კანის რთული რეაქციები
კანის რთული რეაქციები მოიცავენ:
მიმართეთ ექიმს სასწრაფოდ, თუ შენიშნავთ მსგავს სიმპტომებს და შეწყვიტეთ დუტასტერიდი + ტამსულოზინი აუროვიტასის გამოყენება.
ხშირი: ვლინდება 10 მამაკაციდან 1-ზე ნაკლებში, რომლებიც იღებენ დუტასტერიდ + ტამსულოზინი აუროვიტასს
არახშირი: შესაძლოა გამოვლინდეს 100 მამაკაციდან 1-მდე
იშვიათი: შესაძლოა აღინიშნოს 1,000 მამაკაციდან 1-მდე:
ძალიან იშვიათად: შესაძლოა აღინიშნოს 10,000 მამაკაციდან 1 მდე
სხვა გართულებები
სხვა გვერდითი ეფექტები გამოვლინდა მცირე ჯგუფში, რომლის დროსაც შეუძლებელია ზუსტი გამოვლენის სიხშირის დადგენა (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით):
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, უნდა მიმართოთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. ეს ეხება ასევე მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ შეგიძლიათ ინფორმაცია გვერდითი ეფექტების შესახებ მიაწოდოთ უშუალოდ ინფარმედ, ი.პ -ს. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
ვებ – გვერდი: http://www.infarmed.pt/web/infarmed/submissaoram
(რეკომენდებულია) ან ასევე შემდეგ მისამართზე:
Lisbon Health Park
Av. Brasil 53
1749-004
Lisbon
ტელ: +351 21 798 73 73
ფარმაკოლოგიური განყოფილება: +351 800222444
ელ-ფოსტა: [email protected]
5. დუტასტერიდი + ტამსულოზინი შენახვის პირობები
ეს მედიკამენტი უნდა შეინახოთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
არ გამოიყენოთ მედიკამენტი შეფუთვაზე, კოლოფზე ან ბლისტერზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.
არ გადააგდოთ მედიკამენტი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
რას შეიცავს დუტასტერიდი + ტამსულოზინი აუროვიტასი
- აქტიური ნივთიერება არის დუტასტერიდი/ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი.
თითოეული მკვრივი კაფსულა შეიცავს 0.5მგ დუტასტერიდს და 0.4მგ ტამსულოზინის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები:
- მკვრივი კაფსულის გარსი:
თავსახური**:** ჰიპრომელოზა, კარაგინანი, კალიუმის ქლორიდი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ყვითელი დაისი FCF (FD&C Yellow 6) (E110) და წითელი რკინის ოქსიდი (E172).
კაფსულის კორპუსი: ჰიპრომელოზა, კარაგინანი, კალიუმის ქლორიდი, ტიტანის დიოქსიდი (E171), შავი რკინის ოქსიდი (E172) და წითელი რკინის ოქსიდი (E172).
-****დუტასტერიდის რბილი კაფსულების შემადგენლობა:
მონოკაპრილოკაპრატის გლიცერინი (ტიპი I ) და ბუთილჰიდროქსიტოლუოლი (E321)
რბილი კაფსულის გარსი: ჟელატინი (160 bloom), გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი (E171) და ყვითელი რკინის ოქსიდი (E172).
- ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის გრანულების შემადგენლობა: ცელულოზა, მიკროკრისტალური (ხარისხი – 101), ტალკი, მეთილაკრილის მჟავა-ეტილაკრილის კოპოლიმერი (1:1) დისპერსია 30 პროცენტი (შეიცავს 0,7% ნატრიუმის ლაურილსულფატს და 2,3 % პოლისორბატს 80), ტრიაცეტინი და კალციუმის სტეარატი.
- საბეჭდი მელანი (შავი):
შელლაქი (E904), შავი რკინის ოქსიდი (E172) და კალიუმის ჰიდროქსიდი.
დუტასტერიდი + ტამსულოზინი აუროვიტასის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
კაფსულები, მკვრივი
ზომა '00' , მკვრივი შემოგარსული კაფსულები, გააჩნიათ არაგამჭვირვალე ნარინჯისფერი თავსახური, დაბეჭდილი შავი მელნით ,,DTT‘‘, და არაგამჭვირვალე ყავისფერი კორპუსი, შავი მელნით ნაბეჭდი წარწერით ‘0.5/0.4’ . ზომა დაახლოებით 23.5 მმ.
თითოეული კაფსულა შეიცავს ერთ გლუვ ყვითელ არაგამჭვირვალე მოგრძო რბილ ჟელატინის კაფსულას დუტასტერიდის შემცველობით, რომელიც შეიცავს გამჭვირვალე უფერო ან ოდნავ მოყვითალო ბლანტ ზეთს და თეთრიდან მოთეთრო ფერის ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის გრანულებს.
დუტასტერიდი + ტამსულოზინი აუროვიტასის მკვრივი კაფსულები მოთავსებულია ბლისტერულ შეფუთვებში და მსპე ფლაკონებში.
შეფუთვის ზომა
ბლისტერული შეფუთვა: 7, 30, 50 და 90 მკვრივი კაფსულა.
მსპე შეფუთვა: 30, 90 და 500 მკვრივი კაფსულა
შესაძლოა ყველა წამლის ფორმა არ იყოს რეალიზაციაში.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი
Generis Farmacêutica, S.A.
Rua João de Deus, 19
2700-487 ამადორა პორტუგალია
მწარმოებელი
APL Swift Services (Malta) Ltd
I-IF26, Hal Far Industrial Estate, Hal Far,
Birzebbugia, BBG 3000
მალტა
Generis Farmacêutica, S.A.
Rua Joao de Deus, 19
2700-487 ამადორა პორტუგალია
Arrow Generiques
26 Avenue Tony Garnier Lyon, Rhone - 69007
საფრანგეთი
წინამდებარე პროდუქტს გააჩნია ევრო სავაჭრო ზონის ქვეყნებში შემდეგი სახელწოდება:
ბელგია: Dutasteride/Tamsulosine HCl AB 0,5 mg/0,4 mg, harde capsules
ჩეხეთის რესპუბლიკა: Dutasterid/Tamsulosin Aurovitas
საფრანეთი: Dutastéride/Tamsulosine Arrow 0,5 mg/0,4 mg, gélule
გერმანია: Dutasterid/Tamsulosin PUREN 0,5 mg/0,4 mg Hartkapseln
ნიდერლანდები: Dutasteride/Tamsulosine HCl Aurobindo 0,5/0,4 mg, harde capsules
პოლონეთი: Findarts Duo
პორტუგალია: Dutasterida + Tansulosina Aurovitas
რუმინეთი: Dutasteridă/Tamsulosin Aurobindo 0,5 mg/0,4 mg capsule
ესპანეთი: Dutasterida/Tamsulosina Aurovitas 0,5 mg/0,4 mg cápsulas duras EFG
შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს 0,5მგ დუტასტერიდს და 0,4 მგ ტამსულოზინის
ჰიდროქლორიდს.
ჩვენება: წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის ზომიერი და მძიმე
სიმპტომების მკურნალობა.
მიღების წესები და დოზები:მოზრდილები (ასაკოვანი ავადმყოფების ჩათვლით)
1 კაფსულა (0,5მგ/0,4მგ) დღეში პერორალურად, ჭამიდან 30 წთ–ის შემდეგ. კაფსულა
იყლაპება მთლიანად, გაუხსნელად და დაუღეჭავად, რადგან კაფსულის შიგთვსთან
კონტაქტის დროს შესაძლებელია პირისა და ხახის ლორწოვანის გაღიზიანება.
უკუჩვენება:არ გამოიყენება ქალებისა და ბავშვების სამკურნალოდ;
უკუნაჩვენებია ავადმყოფებში დუტასტერიდის, 5α–რედუქტაზების სხვა ინჰიბიტორების,
ტამსულოზინის, პრეპრატების სხვა შემადგენელი კომპონენტების ან სოიოს და მიწის
თხილის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს;
ავადმყოფებში ორთოსტატული ჰიპოტენზიით ანამნეზში, ავადმყოფებში ღვიძლის მძიმე
უკმარისობით.
გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს:არ არის ნაჩვენები ქალებისთვის.
ფერტილობა: დუტასტერიდი გავლენას ახდენს ეაკულატზე, არ არის გამორიცხული
მამაკაცის ფერტილობის დაქვეითება.
შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25რС , ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ
ადგილზე.
აფთიაქიდან გაცემა: გაიცემა რეცეპტით.
შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს 0,5მგ დუტასტერიდს და 0,4 მგ ტამსულოზინის
ჰიდროქლორიდს.
ჩვენება: წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის ზომიერი და მძიმე
სიმპტომების მკურნალობა.
მიღების წესები და დოზები:მოზრდილები (ასაკოვანი ავადმყოფების ჩათვლით)
1 კაფსულა (0,5მგ/0,4მგ) დღეში პერორალურად, ჭამიდან 30 წთ–ის შემდეგ. კაფსულა
იყლაპება მთლიანად, გაუხსნელად და დაუღეჭავად, რადგან კაფსულის შიგთვსთან
კონტაქტის დროს შესაძლებელია პირისა და ხახის ლორწოვანის გაღიზიანება.
უკუჩვენება:არ გამოიყენება ქალებისა და ბავშვების სამკურნალოდ;
უკუნაჩვენებია ავადმყოფებში დუტასტერიდის, 5α–რედუქტაზების სხვა ინჰიბიტორების,
ტამსულოზინის, პრეპრატების სხვა შემადგენელი კომპონენტების ან სოიოს და მიწის
თხილის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს;
ავადმყოფებში ორთოსტატული ჰიპოტენზიით ანამნეზში, ავადმყოფებში ღვიძლის მძიმე
უკმარისობით.
გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს:არ არის ნაჩვენები ქალებისთვის.
ფერტილობა: დუტასტერიდი გავლენას ახდენს ეაკულატზე, არ არის გამორიცხული
მამაკაცის ფერტილობის დაქვეითება.
შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25რС , ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ
ადგილზე.
აფთიაქიდან გაცემა: გაიცემა რეცეპტით.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით