ფარმაკოლოგიური ჯგუფი: უროლოგიური საშუალებები, ალფა-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
დასახელება - დუტასტერიდი/ტამსულოზინი შტადა კაფსულა 0.5მგ+0.4მგ #30
რას წარმოადგენს დუტასტერიდი + ტამსულოზინი აუროვიტასი და რისთვის გამოიყენება
დუტასტერიდი + ტამსულოზინი აუროვიტასი გამოიყენება მამაკაცებში პროსტატის
გადიდების სამკურნალოდ (წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია) –
რომლებთაც ახასიათებთ წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ზრდა, რაც
გამოწვეულია ეგრეთ წოდებული დიჰიდროტესტოსტერონის ჰორმონის ჭარბი რაოდენობით
გამომუშავების შედეგად.
დუტასტერიდი + ტამსულოზინი აუროვიტასი წარმოადგენს ორი სამედიცინო პროდუქტის
დუტასტერიდის და ტამსულოზინის კომბინაციას. დუტასტერიდი მიეკუთვნება
მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც იწოდებიან 5-ალფა რედუქტაზას ინჰიბიტორებად და
ტამსულოზინი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელიც იწოდება ალფა-
ბლოკატორებად.
პროსტატის გადიდება იწვევს შარდვის პრობლემებს, როგორიცაა შარდის გამოყოფის
გართულება და შარდვის ხშირ მოთხოვნილებას. მან ასევე შესაძლოა გამოიწვიოს შარდის
ნაკადის შემცირება და დასუსტება. ამ გართულების უყურადღებოდ დატოვების
შემთხვევაში არსებობს შარდის გამოყოფის სრული შეჩერების საფრთხე (მწვავე შარდის
შეკავება). ეს საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას. ზოგჯერ შესაძლოა საჭირო გახდეს
ქირურგიული ჩარევა პროსტატის ჯირკვლის სრული ან ნაწილობრივი ამოკვეთის მიზნით.
დუტასტერიდი იწვევს ეგრეთ წოდებული დიჰიდროტესტოსტერონის ჰორმონის პროდუქციის
შემცირებას, რომელიც ხელს უწყობს პროსტატის შემცირებას და სიმპტომების
შემსუბუქებას. ეს კი თავისთავად იწვევს მწვავე შარდის შეკავების და ოპერაციის
საჭიროების რისკის შემცირებას. ტამსულოზინი მოქმედებს პროსტატის კუნთების
რელაქსაციის ხარჯზე, რაც ხელს უწყობს შარდის გამოყოფას და სიმპტომების სწრაფ
გაუმჯობესებას.
დუტასტერიდი + ტამსულოზინი აუროვიტასის მიღების წესი
ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების
მიხედვით. არარეგულარულად მიღების შემთხვევაში შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს
თქვენს პსა დონეზე. მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ რაიმეში არ ხართ
დარწმუნებული.
დოზირება
რეკომენდებული დოზა არის ერთი კაფსულა, რომელიც მიიღება დღეში ერთხელ საკვების
მიღებიდან 30 წუთის შემდეგ.
მიღების წესი
კაფსულა უნდა გადაყლაპოთ მთელი წყლის მიყოლებით. არ დაღეჭოთ ან არ გახსნათ
კაფსულა. კაფსულის შიგთავსთან კონტაქტმა შესაძლოა გამოიწვიოს პირის ღრუს ან ყელის
ტკივილი.
თუ მიიღეთ დუტასტერიდი + ტამსულოზინი აუროვიტასის ჭარბი რაოდენობა
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის თუ მიიღეთ დუტასტერიდი + ტამსულოზინი
ზედმეტი რაოდენობა.
ალერგიული რეაქციები
ალერგიული რეაქციები შესაძლოა მოიცავდეს შემდეგ რეაქციებს:
•კანზე გამონაყარი (შესაძლოა ქავილით)
•ჭინჭრის ციება (გამონაყარი ცხელებით)
•ქუთუთოების, სახის, ტუჩების, ხელების და ფეხების შეშუპება.
•დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს თუ შენიშნავთ რომელიმე მსგავს სიმპტომს და შეწყვიტეთ
დუტასტერიდი + ტამსულოზინი აუროვიტასის მიღება.
•თავბრუსხვევა, გონების დაბინდვა და გულყრა
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით