ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიჰემორაგიული საშუალებები, ამინომჟავები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
ტრანექსამის მჟავა ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.
500 მგ / 5 მლ საინექციო ხსნარი ინტრავენური, პერორალური და ლოკალური გამოყენებისთვის
ექვივალენტური პრეპარატი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით წინამდებარე შეფუთვის ჩანართს, ვინაიდან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ შეფუთვის ჩანართი. თქვენ შესაძლებელია კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
რაიმე ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს.
თუ აღგენიშნებათ რაიმე გვერდითი ეფექტი, მათ შორის ისეთი ეფექტები, რომლებიც არ არის მითითებული ამ შეფუთვის ჩანართში, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ექთანს.
ინსტრუქციაში წარმოდგენილია:
1. რას არის ტრანექსამის მჟავა ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. და რისთვის გამოიყენება იგი
2. რა უნდა იცოდეთ ტრანექსამის მჟავა ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის მიღებამდე
3. ტრანექსამის მჟავა ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის მიღების წესი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. ტრანექსამის მჟავა ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის შენახვის წესი
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
იგი
ტრანექსამის მჟავა ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. შეიცავს ტრანექსამის მჟავას, რომელიც მიეკუთვნება ანტიჰემორაგიული საშუალებების, ანტიფიბრინოლიზური საშუალებების, ამინომჟავების სახელწოდებით ცნობილი პრეპარატების ჯგუფს.
ტრანექსამის მჟავა ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. გამოიყენება მოზრდილებსა და ერთი წლის ასაკიდან ბავშვებში სისხლდენის პრევენციისა და მკურნალობის მიზნით, რაც გამოწვეული იქნება იმ პროცესის შედეგად, რომელიც ახდენს სისხლის შედედების ინჰიბირებას და ცნობილია ფიბრინოლიზის სახელით.
სპეციალური ჩვენებებია:
- ჭარბი სისხლდენა მენსტრუალური ციკლის დროს;
- სისხლდენა კუჭნაწლავის ტრაქტში;
- სისხლდენა შარდსადინარ ტრაქტში, წინამდებარე ჯირკვლის ან შარდსადინარი ტრაქტის ქირურგიული პროცედურების შემდგომ;
- ყელ-ყურ-ცხირზე ქირურგიული ჩარევები;
- გულზე, მუცლის ღრუზე ან გინეკოლოგიური ქირურგიული ჩარევები;
- სისხლის შედედების მკურნალობის მიზნით სხვა პრეპარატების მიღების შემდგომი სისხლდენა.
არ მიიღოთ ტრანექსამის მჟავა ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. იმ შემთხვევაში, თუ:
· ხართ ალერგიული ტრანექსამის მჟავის ან აღნიშნული პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პუნქტში);
· აღგენიშნებათ ისეთი დაავადება, რომელიც იწვევს სისხლის კოლტების ფორმირებას;
· აღგენიშნებათ ეგრედ წოდებული „მოხმარების კოაგულოპათია“, რა შემთხვევაშიც სისხლში ხდება კოლტების ფორმირება სხეულის სხვადასხვა ნაწილში;
· გაქვთ თირკმლის პრობლემები;
· აღგენიშნებოდათ ეპილეფსიური შეტევები ანამნეზში.
ცერებრალური შეშუპებისა და კრუნჩხვების განვითარების რისკის არსებობის მიზეზით, პრეპარატის ინტრათეკალური, ინტრავენტრიკულარული და ინტრაცერებრალური შეყვანა არ არის რეკომენდებული.
თუ ფიქრობთ, რომ რომელიმე ზემოაღნიშნული პუნქტი გეხებათ თქვენ, ან რაიმე ეჭვის შემთხვევაში, ტრანექსამის მჟავა ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ რომელიმე შემდეგი სიმპტომი, რათა განსაზღვროს, არის თუ არა ტრანექსამის მჟავა ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. თქვენთვის მიზანშეწონილი:
· თუ შენიშნავთ სისხლს შარდში, რაც გამოწვეული იქნება შარდსადინარი ტრაქტის ფუნქციის დარღვევით;
· თუ იმყოფებით სისხლის კოლტების ფორმირების რისკის წინაშე;
· თუ აღგენიშნებათ ჭარბი სისხლდენა ან კოლტები მთელ სხეულში (გავრცელებული ინტრავასკულარული კოაგულაცია), ტრანექსამის მჟავა ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. შესაძლებელია არ იყოს თქვენთვის მიზანშეწონილი გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღგენიშნებათ ძალიან ძლიერი სისხლდენა და სისხლის ანალიზით ნაჩვენები იქნება ფიბრინოლიზის სახელწოდებით ცნობილი პროცესის მიმდინარეობა, რომელიც ხელს უწყობს სისხლის შედედების ინჰიბირებას;
· თუ აღგენიშნებათ შეტევები, არ შეიძლება ტრანექსამის მჟავა ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის მიღება. ექიმმა უნდა გამოიყენოს შეძლებისდაგვარად მინიმალური დოზა, რათა უზრუნველყოს ტრანექსამის მჟავა ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ით მკურნალობის შედეგად გამოწვეული შეტევების პრევენცია;
· ტრანექსამის მჟავა ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ით ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში, ყურადღება უნდა მიაქციოთ ფერების აღქმის შესაძლო დარღვევას და, აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა. ტრანექსამის მჟავა ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. საინექციო ხსნარის ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში, რეკომენდებულია რეგულარული ვიზიტი ოფთალმოლოგთან (მხედველობის შემოწმება, მხედველობის სიმკვეთრის, ფერების აღქმის, თვალის ფსკერის, ვიზუალური ველი და ა.შ. ჩათვლით). პათოლოგიური ოფთალმოლოგიური ცვლილების, განსაკუთრებით თვალის ბადურის დაავადების განვითარების შემთხვევაში, თქვენმა ექიმმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, შესაბამის სპეციალისტთან კონსულტაციის გავლის შემდგომ, ტრანექსამის მჟავა ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. საინექციო ხსნარის ხანგრძლივი გამოყენების თაობაზე თქვენს შემთხვევაში;
· თუ თქვენ მკურნალობთ მშობიარობის შემდგომ სისხლდენაზე: წარმოდგენილი იყო მონაცემები თირკმლის დაზიანების შესახებ 2 გრამზე მეტი დოზის გამოყენების შემთხვევაში. შესაბამისად, ტრანექსამის მჟავა ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის 2 გრამზე მეტი დოზების გამოყენება უნდა მოხდეს სათანდო სიფრთხილის ზომების დაცვით.
სხვა პრერაპატები და ტრანექსამის მჟავა ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ან ახლახანს ღებულობდით ნებისმიერ სხვა პრეპარატს, მათ შორის დანიშნულების გარეშე გაცემულ პრეპარატებს, ვიტამინებს, მინერალებს, მცენარეულ პრეპარატებს ან საკვებ დანამატებს.
განსაკუთრებით უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ ღებულობთ:
· სხვა პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს სისხლის შედედებას და ცნობილია ანტიფიბრინოლიზური საშუალებების სახელით;
· სისხლის შედედების პროფილაქტიკური პრეპარატები, რომლებიც ცნობილია თრომბოლიზური საშუალებების სახით;
· პერორალური კონტრაცეპტივები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ტრანექსამის მჟავა ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ იმყოფებით ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
ტრანექსამის მჟავა გადადის დედის რძეში, შესაბამისად ტრანექსამის მჟავა ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის მიღება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების განმავლობაში.
ავტომობილების მართვა და მანქანა-დანადგარების გამოყენება
ავტომობილების მართვისა და მანქანა-დანადგარების გამოყენების უნარზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით არავითარი კვლევა არ ჩატარებულა. ტრანექსამის მჟავამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დარღვევა, მათ შორის ფერების აღქმის ცვლილება, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილების მართვისა და მანქანა- დანადგარების გამოყენების უნარზე.
ყოველთვის მიიღეთ აღნიშნული პრეპარატი ექიმის მითითებების ზუსტი დაცვით. რაიმე ეჭვის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატის გამოყენება ინტრავენური გზით მოზრდილებში
ტრანექსამის მჟავა ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის საინექციო ხსნარი ინიშნება ვენაში ნელი ინექციის სახით.
თქვენი ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის შესაფერის დოზას და მისი მიღების ხანგრძლივობას.
პრეპარატის გამოყენება პერორალური გზით მოზრდილებში
- პროფილაქტიკა
ხსნარის პერორალურად მიღების შემთხვევაში, ამპულის შიგთავსი განაზავეთ მცირე რაოდენობით შაქრიან წყალთან, სადღეღამისო დოზა შეადგენს ტრანექსამის მჟავა ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. 500 მგ 1½-2 ამპულას, პრეპარატის მიღება დაიწყეთ ქირურგიულ ჩარევამდე არანაკლებ ერთი დღით ადრე და მკურნალობა განაგრძეთ ოპერაციის შემდეგ არანაკლებ 3-4 დღის განმავლობაში.
ხსნარის პერორალურად მიღების შემთხვევაში, ამპულის შიგთავსი განაზავეთ მცირე რაოდენობით შაქრიან წყალთან, სადღეღამისო დოზა შეადგენს ტრანექსამის მჟავა ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. 500 მგ 1-2 ამპულას დღეში 3-ჯერ ან ტრანექსამის მჟავა ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. 500 მგ ½ - 1 ამპულას დღეში 6-ჯერ.
პრეპარატის პერორალური მიღება განსაკუთრებით ნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
- შინაგან მედიცინაში, ოტორინოლარინგოლოგიასა და სტომატოლოგიაში ჰემორაგიული სიმპტომების განვითარების შემთხვევაში;
- ქირურგიული პროცედურებისთვის მომზადებისას, როდესაც არსებობს ვარაუდი სისხლდენის განვითარებაზე პლაზმინის აქტივაციით;
- მენორაგიის (ჰიპერმენორეის) შემთხვევაში;
- გინეკოლოგიაში ექსუდაციის დროს;
- ინტრავენური გზით დაწყებული თერაპიის გასაგრძელებლად, ჰემორაგიის რეციდივის თავიდან აცილების მიზნით.
პრეპარატის გამოყენება ლოკალურად მოზრდილებში
ტრანექსამის მჟავა ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის ლოკალურად გამოყენების მიზნით, 1 ამპულის შიგთავსი უნდა დაასხათ უშუალოდ სისხლდენის ადგილას ან წაისვათ წინასწარ გაჟღენთილი დოლბანდის საფენის საშუალებით.
პრეპარატის უშუალოდ ლოკალურად გამოყენება ან ხსნარით წინასწარ გაჟღენთილი დოლბანდის საფენის წასმა ნაჩვენებია ყელ-ყურ-ცხვირის სისხლდენისას, როდესაც გსურთ სწრაფი ჰემოსტაზის მიღწევა.
პრეპარატის გამოყენება ბავშვებში
ტრანექსამის მჟავა ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის საინექციო ხსნარის ერთი წლის ასაკიდან ბავშვებში მიღების შემთხვევაში, დოზა განისაზღვრება ბავშვის წონის მიხედვით. ექიმი განსაზღვრავს ბავშვისთვის მისაღებ პრეპარატის დოზასა და მიღების ხანგრძლივობას.
პრეპარატის გამოყენება ხანდაზმულებში
პრეპარატის დოზის შემცირება არ არის აუცილებელი, გარდა თირკმლის უკმარისობის შემთხვევებისა.
პრეპარატის გამოყენება თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტებში
თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში, ტრანექსამის მჟავის დოზა შემცირდება სისხლის ანალიზის მიხედვით (შრატში კრეატინინის შემცველობის დონე).
პრეპარატის გამოყენება ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტებში
დოზის შემცირება არ არის აუცილებელი.
პრეპარატის მიღების მეთოდი
ტრანექსამის მჟავა ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის შეყვანა ხდება ნელა, ინტრავენური გზით.
ტრანექსამის მჟავა ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის ინექცია არ შეიძლება კუნთში.
ტრანექსამის მჟავა ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. 500 მგ/5 მლ-ის პერორალური მიღების ან ლოკალური გამოყენებისთვის, იხილეთ პუნქტები „პრეპარატის გამოყენება პერორალური გზით მოზრდილებში“ და „პრეპარატების გამოყენება ლოკალურად მოზრდილებში“.
ტრანექსამის მჟავა ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის რეკომენდებულ დოზაზე გადაჭარბება
ტრანექსამის მჟავა ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის რეკომენდებულზე მეტი დოზით მიღების შემთხვევაში, შესაძლებელია განვითარდეს სისხლის გარდამავალი დაბალი წნევა. კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ტრანექსამის მჟავა ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის დოზის გამოტოვება
არ მიიღოთ პრეპარატის გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
აღნიშნულ პრეპარატთან დაკავშირებით რაიმე ეჭვის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, აღნიშნულ პრეპარატსაც ახასიათებს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველა პაციენტში არ ვლინდება.
ტრანექსამის მჟავა ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის მიღებისას აღინიშნა შემდეგი გვერდითი ეფექტები:
ხშირი (შესაძლებელია აღინიშნოს 10-დან 1-მდე პაციენტში):
· გვერდითი ეფექტები კუჭ-ნაწლავის მხრივ: გულისრევა, პირღებინება, დიარეა.
არახშირი (შესაძლებელია აღინიშნოს 1000 პაციენტიდან 1-10 პაციენტში):
· გვერდითი ეფექტები კანის მხრივ: გამონაყარი კანზე.
უცნობია (გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირე უცნობია ხელთ არსებული მონაცემებით):
· შეუძლოდ ყოფნა ჰიპოტენზიის (სისხლის დაბალი წნევის თანხლებით), განსაკუთრებით ძალიან სწრაფი ინექციის შემთხვევაში;
· სისხლის კოლტების წარმოქმნა;
· ეფექტები ნერვული სისტემის მხრივ: კრუნჩხვები;
· ეფექტები მხედველობის მხრივ: მხედველობის დარღვევა, ფერების აღქმის ცვლილების ჩათვლით;
· ეფექტები იმუნური სისტემის მხრივ: ალერგიული რეაქციები;
· თირკმლის ქერქის ნეკროზი, მწვავე (აღინიშნა შემთხვევები ტრანექსამის მჟავის გამოყენებისას >2 გ დოზებით (მთლიანი დოზები) მშობიარობის შემდგომი სისხლდენის სამკურნალოდ).
გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის წარდგენა
გვერდითი ეფექტების, მათ შორის ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე შეფუთვის ჩანართში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის წარდგენით, თქვენ ხელს შეუწყობთ აღნიშნული პრეპარატის შესახებ მეტი ინფორმაციის უზრუნველყოფას.
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია აღნიშნული პრეპარატის მიღება მის ეტიკეტზე “Scad” ნიშნის შემდეგ მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდგომ.
ვარგისობის ამოწურვის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გადააგდოთ პრეპარატი გამდინარე წყალში ან საყოფახოვრებო ნარჩენებთან ერთად. პრეპარატის გაუვნებელყოფის თაობაზე ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ფარმაცევტს. ამით თქვენ ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.
რას შეიცავს ტრანექსამის მჟავა ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.
პრეპარატის აქტიური ნივთიერებაა ტრანექსამის მჟავა. ყოველი 5 მლ ამპულა შეიცავს 500 მგ ტრანექსამის მჟავას.
სხვა კომპონენტს წარმოადგენს საინექციო წყალი.
ტრანექსამის მჟავა ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი
შეფუთვაში წარმოდგენილია 5 მლ საინექციო ხსნარის 5 ამპულა ინტრავენური, პერორალური და ლოკალური გამოყენებისთვის.
ტრანექსამის მჟავა ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. 500 მგ/5 მლ
საინექციო ხსნარი ინტრავენური, პერორალური და ლოკალური გამოყენებისთვის
5 მლ-იანი 5 ამპულა
ტრანექსამის მჟავა
ექვივალენტური პრეპარატი
შემადგენლობა: ერთი ამპულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ტრანექსამის მჟავა 500 მგ
დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი.
პრეპარატი განკუთვნილია ინტრავენური, პერორალური და ლოკალური გამოყენებისთვის.
ყურადღება: პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით შეფუთვის ჩანართს.
მითითებული ვარგისობის ვადის თარიღი ვრცელდება გაუხსნელ შეფუთვაში სწორად შენახულ პროდუქტზე.
**პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. **
პრეპარატი გაიცემა სამედიცინო დანიშნულებით.
გამოყენების შემდეგ პრეპარატი გარემოში არ გაფანტოთ.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით