ვოზოლიპი გენერიკონი - Vozolip Genericon
ვოზოლიპი გენერიკონი - Vozolip Genericon

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი საშუალებები, HMG CoA რედუქტაზას ინჰიბიტორები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ვოზოლიპი გენერიკონი 40 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

შემადგენლობა

ვოზოლიპი გენერიკონი 40 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბეტები აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს: 41,44 მგ ატორვასტატინის კალციუმის ექვივალენტური 40 მგ ატორვასტატინი. დამხმარენივთიერებები

მანიტოლი 60, მიკროკრისტალური ცელულოზა (ავიცელი PH 102), პოლიპლზდონი XL, ნატრიუმის კარბონატი უწყლო, პოვიდონი (K2932), L-მეთიონინი, მაგნიუმის სტეარატი. გარსი: ოპადრი თეთრი 03F28446 (ჰიპრომელოზა 6cP, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 6000).

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ჰიპოლიპიდემიური სამედიცინო საშუალებები. HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორები.

ჩვენებები

ჰიპერქოლესტერინემია.
ვოზოლიპი გენერიკონი ინიშნება დიეტაზე დამატების სახით საერთო ქოლესტერინის, LDL- ქოლესტერინის, აპოლიპოპროტეინი B და ტრიგლიცერიდების მომატებული დონეების შესამცირებლად შემდეგი დაავადებების დროს: პირველადი ჰიპერქოლესტერინემია; შერეული ჰიპერლიპიდემია; ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის დროს ლიპიდების შემამაცირებელ სხვა სახის მკურნალობაზე დამატების სახით ან თუ მსგავსი მკურნალობა შეუძლებელია.

გულ-სისხლძარღვთა დაავადების პრევენცია; გულ-სისხლძარღვთა დაავადების პრევენცია პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა პირველადი დაავადების განვითარების მაღალი რისკით.

დოზირება და მიღების წესი

ვოზოლიპი გენერიკონის მიღებამდე პაციენტებს უნდა დაენიშნოთ ქოლესტერინის დამწევი სტანდარტული დიეტა და მკურნალობის დროს უნდა გაგრძელდეს ამ დიეტის დაცვა. დოზა დგინდება ინდივიდუალურად, საბაზისო LDL-C დონეების, თერაპიული მიზნის და პაციენტის პასუხის მიხედვით. პრეპარატი მოწოდებულია შიგნით მისაღებად დღის ნებისმიერ მონაკვეთში საკვებისგან დამოუკიდებლად.

პრეპარატის სადღეღამისო დოზა მერყეობს 10-80 მგ დიაპაზონში. მაქსიმალური დოზა - 80 მგ დღეში ერთხელ. ჰიპერქოლესტერინემია და შერეული ჰიპერლიპიდემია: რეკომენდებული საწყისი დოზაა 10 მგ დღეში. თერაპიული პასუხი შეინიშნება 2 კვირის განმავლობაში და მაქსიმალური თერაპიული პასუხი მიიღწევა 4 კვირის განმავლობაში.

ეფექტის შენარჩუნება ხდება ხანგრძლივი თერაპიით. ატორვასტატინის დოზა პაციენტებში ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით არის 10-80 მგ დღეში.

ვოზოლიპი გენერიკონის მიღება ხდება დამხმარე საშუალების სახით სხვა ლიპიდების დამწევ მკურნალობაზე მოცემულ პაციენტებში ან თუ მსგავსი მკურნალობა შეუძლებელია.

გულ-სისხლძარღვთა დაავადების პრევენცია - პირველადი პრევენციისთვის დოზა შეადგენს 10 მგ დღეში. LDL-C სამიზნე დონის მისაღწევად შესაძლებელია დოზის გაზრდა.

გვერდითი მოვლენები

შეკრულობა, შებერილობა, დისპეფსია, გულისრევა, ფაღარათი, ღებინება, მუცლის ტკივილი, ბოყინი, პანკრეატიტი. თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მგრძნობელობის დარღვევა, მეხსიერების დაკარგვა, პერიფერული ნეიროპათია, ბრონქიტი, რინიტი, პნევმონია, სუნთქვის გართულება, ასთმა, ცხვირიდან სისხლდენა, კუნთებისა და სახსრების, კიდურების ტკივილი, კუნთების სპაზმი, სახსრების შეშუპება, ზურგის ტკვილი, კისრის ტკივილი, კუნთების სისუსტე, მიოპათია, მიოზიტი, რაბდომიოლიზი, მყესების პათოლოგია, ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემია, წონის მატება, მადის დაკარგვა, კრეატინფოსფოკინაზას მომატება. ჭინჭრის ციება, კანზე გამონაყარი, ქავილი, თმის ცვენა, ანგიონევროზული შეშუპება, ბულოზური დერმატიტი მულტიფორმურლი ერითემას ჩათვლით, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკურო ეპიდერმული ნეკროლიზი. თრომბოციტოპენია, მხედველობის დაბინდვა, ხმაური ყურებში, მადის დარღვევები, მხედველობის დარღვევა, სიყრუე, მადის დაკარგვა.

უკუჩვენებები

ატორვასტატინის ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ღვიძლის აქტიური დაავადება ან შრატში ტრანსამინაზების მოქმედების უჩვეულო მატება; ორსულობა დალაქტაცია.

18 წლამდე ასაკი;

ფუზიდის მჟავას მიღება შიგნით მისაღები ფორმით ან ინექციის სახით.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

ციკლოსპორინი, ფიბრილური მჟავას წაარმოებულები, ნიკოტინმჟავა, ერითრომიცინი, აზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები - ატორვასტატინთან კომბინირებული მიღებისას იზრდება ამ უკანასკნელის პლაზმური კონცენტრაცია და მიოპათიის რისკი. მოცემულ პრეპარატებთან ერთად მიღება დაუშვებელია თუ შესაძლებელია.

ერითრომიცინი, დილტიაზემი, ვერაპამილი და ფლუკონაზოლი - შესაძლოა გაზარდონ ატორვასტატინის პლაზმური კონცენტრაციები.

ეფავირენზი, რიფამპიცინი, კრაზანა - შესაძლებელია შეამციროს ატორვასტატინის პლაზმური კონცენტრაციები.

ანტაციდებთან - მცირდება ატორვასტატინის პლაზმური კონცენტრაციები.

ქოლესტიპოლი: ატორვასტატინის და მისი აქტიური მეტაბოლიტების პლაზმური კონცენტრაციები მცირდება.

დიგოქსინი: ერთად მიღებისას იზრდებოდა დიგოქსინის პლაზმური დონეები. დიგოქსინის მიღებისას საჭიროა პაციენტების მონიტორინგი.

შიგნით მისაღები კონტრაცეპტივები: იზრდება ნორეთინდრონის და ეთინილ ესტრადიოლის კონცენტრაცია.

ფუზიდის მჟავა: ატორვასტატინის მიღება დაუშვებელია ფუზიდის მჟავას სისტემურ ფორმულებთან ერთად ან ფუზიდის მჟავას თერაპიის დასრულებიდან 7 დღის განმავლობაში. კოლხიცინი: ატორვასტატინის დანივშნა სიფრთხილით უნდა მოხდეს კოლხიცინთან კომბინაციაში მიოპათიის შესაძლო რისკის გამო.

განსაკუთრებული მითითებები

ლიპიდების შემამცირებელი სხვა, იმავე კლასის პრეპარატების მსგავსად, ვოზოლიპი გენერიკონის მკურნალობის შემდეგ შეინიშნებოდა შრატში AST და ALT -ს მოქმედების ზომიერი მომატება. ღვიძლის ფუნქციის ანალიზები უნდა ჩატარდეს მკურნალობის წინ და შემდგომში პერიოდულად. ღვიძლის ფერმენტების დონეების მომატების შემთხვევაში უნდა მოხდეს მათი მოქმედების მონიტორინგი, ვიდრე არ დაუბრუნდება ნორმას ან საჭიროების შემთხვევაში პრეპარატის მოხსნა ან დოზის შემცირება. ვოზოლიპი გენერიკონის მიღება უნდა მოხდეს სიფრთხილით პაციენტებში, რომლებიც მოიხმარენ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს ან აქვთ ღვიძლის დაავადების ანამნეზი. ატორვასტატინმა შეიძლება იშვიათად იმოქმედოს ჩონჩხის კუნთებზე და გამოიწვიოს კუნთების ტკივილი, ანთება და სხვა დარღვევები, რაც შესაძლოა პროგრესირებდეს კუნთების დაშლამდე, სიცოცხლისთვის საშიშ პოტენციურ დაავადებამდე, რომელიც ხასიათდება გამოხატული კრეატინფოსფოკინაზას დონის მომატებით, მიოგლობინემიითა და მიოგლობინურიით, რამაც შესაძალოა გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა.

დაუშვებელია გრეიფრუტის წვენის მიღება ვოზოლიპი გენერიკონის მიღებისას, ვინაიდან ამან შესაძლებელია დაარღვიოს ატორვასტატინის მეტაბოლიზმი და გაზარდოს მისი კონცენტრაცია სისხლში.

რეკომენდებულია ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება ვოზოლიპი გენერიკონის მიღებისას.

ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა

ვოზოლიპი გენერიკონს გააჩანია უმნიშვნელო გავლენა ავტოტრანსპორტის და სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე, რაც საჭიროებს სიფრთხილის გამოჩენას.

ჭარბი დოზირება

ვოზოლიპი გენერიკონის ჭარბი დოზირების განსაკუთრებული მკურნალობა არ არსებობს. ჭარბი

დოზირებისას ტარდება შემანარჩუნებელი და სიმპტომური თერაპია.

გარეგნული სახე და შეფუთვა

თეთრი ფერის, ოვალური, ორმხრივ ამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს ამოტვიფრულია “A” და მეორე მხარეს „40“. #10 ტაბლეტი ალუ-ალუ ბლისტერზე,

3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

მოცემული პრეპარატი არ საჭიროებს შენახვისთვის განსაკუთრეულ პირობებს. ინახება ორიგინალ შეფუთვაში ნესტისგან დასაცავად და ბავშებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფორმა # 3 რეცეპტით.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ვოზოლიპი გენერიკონი 20მგ #30ტ
  • სახელი: ვოზოლიპი გენერიკონი 20მგ #30ტ
  • შეფუთვა: 20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
Aversi 10.38 ლ
ვოზოლიპი გენერიკონი 40მგ #30ტ
  • სახელი: ვოზოლიპი გენერიკონი 40მგ #30ტ
  • მწარმოებელი: GE Pharmaceuticals Ltd (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Actavis Ltd(მალტა)) (ბულგარეთი)
  • შეფუთვა: 40მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
Aversi 15.7 ლ
ვოზოლიპი გენერიკონი ტაბლეტი 20მგ #30
  • სახელი: ვოზოლიპი გენერიკონი ტაბლეტი 20მგ #30
  • შეფუთვა: 20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
Pharmadepot 10.38 ლ
ვოზოლიპი გენერიკონი ტაბლეტი 40მგ #30
  • სახელი: ვოზოლიპი გენერიკონი ტაბლეტი 40მგ #30
  • შეფუთვა: 40მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
Pharmadepot 15.7 ლ
ვოზოლიპი გენერიკონი ტაბლეტი 20მგ #30
  • სახელი: ვოზოლიპი გენერიკონი ტაბლეტი 20მგ #30
  • შეფუთვა: 20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
GPC 10.38 ლ
Vozolip - ვოზოლიპი გენერიკონი 40მგ 30 ტაბლეტი
  • სახელი: Vozolip - ვოზოლიპი გენერიკონი 40მგ 30 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: GE Pharmaceuticals Ltd (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Actavis Ltd(მალტა)) (ბულგარეთი)
  • შეფუთვა: 40მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
PSP 15.7 ლ
ვოზოლიპი გენერიკონი ტაბლეტი 40მგ #30
  • სახელი: ვოზოლიპი გენერიკონი ტაბლეტი 40მგ #30
  • მწარმოებელი: GE Pharmaceuticals Ltd (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Actavis Ltd(მალტა)) (ბულგარეთი)
  • შეფუთვა: 40მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
GPC 15.7 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით