ტამსულოზინი შტადა 0,4 მგ - Tamsulosin STADA 0,4 mg
ტამსულოზინი შტადა 0,4 მგ - Tamsulosin STADA 0,4 mg

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: უროლოგიური საშუალებები, ალფა-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო დასახელება - tamsulosin
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: უროლოგია, ნეფროლოგია → წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (ადენომის) დროს გამოსაყენებელი საშუალებები → წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიასთან დაკავშირებული მოშარდვის ფუნქციონალურ დარღვევბის დროს გამოსაყენებელი პრეპარა → ალფა1- ადრენობლოკატორები
შემადგენლობა
პრეპარატი ტამსულოზინის კაფსულები, 0,4მგ (TAMSULOZIN CAPSULES 0,4მგ) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ტამსულოზინის ჰიდროქლორიდს.

ჩვენებები
წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია. (სიმპტომური სამკურნალო საშუალება ,შარდის გამოყოფის დარღვევების მკურნალობა)

მიღების წესები და დოზები
მიიღება შიგნით დღეში ერთჯერ 0.4მგ. სასურველია პირველი კვების შემდეგ. კურსის ხანგრძლივობა შეუზღუდავია.
თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის უკმარისობას არ საჭიროებს დოზის კორექციას.

გვერდითი მოვლენები
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად შემთხვევებში თავბრუსხვევა, ერთეულ შემთხვევებში ორთოსტატიკური ჰიპოტენზია, გულისცემის შეგრძნება, ტაქიკარდია.
ცნს-ისა მხრივ: იშვიათ შემთხვევებში: ასთენია, თავის ტკივილი, საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა;
შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: იშვიათად აღინიშნება რეტროგრადული ეაკულაცია;
ალერგიული რეაქციები: ერთეულ შემთხვევებში კანზე გამონაყარი, ქავილი, ანგიობენროტული შეშუპებები.

უკუჩვენება
ორთოსტატიკური ჰიპოტენზია;
ღვიძლის გამოქატული ქრონიკული უკმარისობა;
მომატებული მგრძნობელობა ტამსულოზინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის გამოხატული დარღვევების მქონე პაციენტებში, აგრეთვე იმ პაციენტებში რომლებიც მიდრეკილები არიან არტერიული ჰიპოტენზიისადმი.
ტამსულოზინით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტი გამოკვლეულ უნდა იქნეს სხვა ისეთი დაავადებების გამოსარიცხავად, რომლებიც იწვევენ წინამდებარი ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მსგავს სიმპტომებს.
მკურნალობის პერიოდში თავი უნდა შევიკავოთ ისეთი ქმედებებისაგან რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცეტრირებასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
სხვა ალფა1-ადრენორეცეპტორებთან ერთდოული მიღების შემთხვევაში შესაძლებელია ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება. დიკლოფენაკი და არაპირდაპირი ანტიკოაგულანტები აძლიერებენ ტამსულოზინის ელიმინაციის სიჩქარეს.
სხვა ალფა1-ადრენორეცეპტორებმა, აცეტილქოლინესტერაზის ინჰიბიტორებმა, ალპროსტადილმა, დიურეტიკებმა, ანესთეტიკებმა, ლევოდოპამ, ანტიდეპრესანტებმა, ბეტა-ადრენობლოკატორებმა, მიორელექსანტებმა, ნიტრატებმა და ეთანოლმა ერთდროული მირებისას შეიძლება გამოიწვიონ ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 20-25რС ტემპერატურაზე.

მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  •   საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
    
  •   დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
    
  •   მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა. დაავადების სიმტომების მსგავსების მიუხედავად, ის საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის.
    
  •   ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს. იხ. პარაგრაფი 4.
    

ინსტრუქციაში მოცემულია:

  1. რას წარმოადგენს ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4 მგ და მისი გამოყენება;

  2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4 მგ-ის მიღებამდე;

  3. ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4 მგ-ის მიღების წესი;

  4. შესაძლო გვერდითი მოვლენები;

  5. ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4 მგ-ის შენახვის წესი;

  6. შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია.

1. რას წარმოადგენს ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4 მგ და მისი გამოყენება

ტამსულოზინი α1A-ადრენორეცეპტორის ანტაგონისტია. ის ადუნებს პროსტატისა და საშარდე გზების კუნთებს.

ტამსულოზინი ინიშნება საშარდე სიმპტომების მოსახსნელად, რომლებიც გამოწვეულია პროსტატის გადიდებით (პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიით). კუნთის მოდუნებით შარდი ადვილად გადაადგილდება საშარდე გზებში, რის შედეგადაც ხდება შარდვის გააადვილდება.

2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4 მგ-ის მიღებამდე

დაუშვებელია ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4 მგ-ის მიღება:

· თუ პაციენტი ალერგიულია ტამსულოზინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში [სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს სახისა და ხორხის შეშუპებას (ანგიონევროზულ შეშუპებას)];

· თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება არტერიული წნევის დაცემა წამოდგომისას, რომელიც იწვევს თავბრუსხვევას, გაბრუებას ან გულის წასვლას;

· თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე პრობლემები.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4 მგ-ის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია:

· თუ პაციენტს აღენიშნება თავბრუსხვევა ან გაბრუება, განსაკუთრებით წამოდგომისას. ტამსულოზინის ჰიდროქლორიდმა 0.4 მგ-მა შეიძლება დააქვეითოს არტერიული წნევა და გამოიწვიოს ზემოთ აღნიშნული სიმპტომები. სიმპტომების გაქრობამდე პაციენტი უნდა იჯდეს, ან წამოწვეს;

· თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის მძიმე პრობლემები. ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4 მგ-ის ნორმალურ დოზას არ ექნება მოსალოდნელი ეფექტი თირკმელების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში;

· თუ პაციენტს აღენიშნება სახის ან ხორხის შეშუპება. ეს არის ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომები (იხ. პარაგრაფი 2 “დაუშვებელია ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4 მგ-ის მიღება). დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ტამსულოზინის მიღება და საჭიროა ექიმთან მიმართვა. პაციენტმა არ უნდა განაახლოს ტამსულოზინით მკურნალობა;

· თუ პაციენტი გეგმავს თვალზე ოპერაციას კატარაქტის გამო (მხედველობის დაკარგვა, განსაკუთრებით ლურჯი ფერების). ოპერაციის დროს შეიძლება განვითარდეს ფერადი გარსის დარბილების სინდრომი (IFIშ), თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელ პერიოდში იღებდა ტამსულოზინს. IFIშ სინდრომმა შეიძლება გამოიწვიოს გართულებები ოპერაციის დროს, ამიტომ ოპერაციამდე რეკომენდებულია 1-2 კვირით ადრე ტამსულოზინის მიღების შეწყვეტა. საჭიროა ექიმთან და ქირურგთან კონსულტაცია ამ მდგომარეობის შესახებ.

ბავშვები

მედიკამენტი არ ინიშნება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, რადგან ის არაეფექტურია ამ ასაკობრივ ჯგუფში.

სხვა მედიკამენტები და ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4 მგ

ტამსულოზინმა შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტებზე. ასევე, სხვა მედიკამენტებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ტამსულოზინზე. ტამსულოზინი ურთიერთქმდებს შემდეგ მედიკამენტებთან:

· დიკლოფენაკი, ტკივილგამაყუჩებელი და ანტიანთებითი მედიკამენტი. ამ პრეპარატმა შეიძლება დააჩქაროს ტამსულოზინის გამოყოფა ორგანიზმიდან, რითიც შეიძლება შეამციროს ტამსულოზინის ეფექტურობის დრო;

· ვარფარინი, ანტითრომბოზული მედიკამენტი. ამ პრეპარატმა შეიძლება დააჩქაროს ტამსულოზინის გამოყოფა ორგანიზმიდან, რითიც შეიძლება შეამციროს ტამსულოზინის ეფექტურობის დრო;

· არტერიული წნევის დამაქვეითებელი მედიკამენტები, როგორიცაა ვერაპამილი და დილტიაზემი;

· აივ ინფექციის სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცაა რიტონავირი და ინდინავირი;

· სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგო მედიკამენტები, როგორიცაა კეტოკონაზოლი ან იტრაკონაზოლი;

· სხვა α1A-ადრენორეცეპტორის ბლოკატორები, როგორიცაა დოქსაზოზინი, ინდორამინი, პრაზოზინი ან ალფუზოზინი. ამ კომბინაციამ შეიძლება დააქვეითოს არტერიული წნევა და გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან გაბრუება;

· ერითრომიცინი, ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ.

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4 მგ-ის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ტამსულოზინი მიიღება ჭიქა წყალთან ერთად საუზმის შემდეგ ან პირველი საკვების მიღების შემდეგ.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

არ არის ინფორმაცია ტამსულოზინის გავლენის შესახებ ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. პაციენტმა მხედველობაში უნდა იქონიოს, რომ ტამსულოზინმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და გაბრუება. ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, თუ პაციენტი თავს კარგად გრძნობს.

3. ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4 მგ-ის მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

რეკომენდებული დოზაა ერთი კაფსულა ერთხელ დღეში საუზმის ან პირველი საკვების მიღების შემდეგ.

კაფსულა უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, ჭიქა წყალთან ერთად დგომის ან ჯდომის დროს (და არა წოლით მდგომარეობაში). მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს კაფსულის გატეხვა ან გასრესვა, რადგან ამან შეიძლება გავლენა იქონიოს ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4 მგ-ის ეფექტზე.

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4 მგ-ის დოზის გადაჭარბებისას

არტერიული წნევა შეიძლება უეცრად დაეცეს ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4 მგ-ის დოზის გადაჭარბებისას. პაციენტს შეიძლება აღენიშნოს თავბრუსხვევა, სისუსტე და გულის წასვლა. საჭიროა წოლითი მდებარეობის მიღება ამ სიმპტომების შესამცირებლად და შემდეგ - ექიმთან მიმართვა. ექიმმა პაციენტს შეიძლება მისცეს წნევის ამწევი საშუალებები და მოახდიონის პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი. შეიძლება საჭირო გახდეს კუჭის ამორეცხვა და საფაღარათო საშუალებების გამოყენება ორგანიზმიდან ტამსულოზინის ნარჩენი რაოდენობის მოსაცილებლად, რომლებიც ჯერ არ არის მოხვედრილი სისხლის ნაკადში.

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4 მგ-ის დოზის გამოტოვებისას

დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ, შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს. დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

თავბრუსხვევა; პათოლოგიური ეაკულაცია (ეაკულაციის დარღვევა) – ამ დროს სათესლე სითხე გამოიყოფა არა ურეთრის გზით, არამედ ხვდება შარდის ბუშტში (რეტროგრადული ეაკულაცია) ან ეაკულატის მოცულობა მცირდება ან საერთოდ ქრება (ეაკულაციის უკმარისობა). ეს ფენომენი არ არის საზიანო.

არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

თავის ტკივილი; გულისცემის შეგრძნება (გულის თრთოლვა); არტერიული წნევის დაცემა ადგომისას, რომელიც იწვევს თავბრუსხვევას, გაბრუებას ან გულის წასვლას (ორთოსტატიული ჰიპოტენზია); ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება და გაღიზიანება (რინიტი); ყაბზობა; დიარეა; გულისრევა; ღებინება; გამონაყარი; ქავილი; ჭინჭრის ციება; სისუსტის შეგრძნება (ასთენია).

იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

გულის წასვლა (სინკოპე); ძლიერი ალერგიული რეაქციები, რომლებიც იწვევენ სახის ან ხახის შეშუპებას (ანგიონევროზული შეშუპება): ამ დროს საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა და დაუშვებელია ტამსულოზინით ხელახალი თერაპია (იხ. პარაგრაფი 2: “დაუშვებელია ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4 მგ-ის მიღება”).

ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი); მძიმე მდგომარეობა კანზე, პირში, თვალებსა და გენიტალიებზე ბუშტუკების განვითარებით (სტივენს-ჯონსონის სინდრომი).

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):

მძიმე გამონაყარი კანზე (მულტიფორმული ერითემა, ექსფოლიატიური დერმატიტი); ცხვირიდან სისხლდენა; მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის დაზიანება; კატარაქტის ოპერაციის დროს გუგის დაპატარავება, რომელიც ცნობილია ფერადი გარსის ინტრაოპერაციული დარბილების სინდრომით (IFIშ) და დაკავშირებული იყო ტამსულოზინით თერაპიასთან პოსტმარკეტინგული დაკვირვების დროს (იხ. პარაგრაფი 2: გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).

დამატებითი გვერდითი ეფექტები (პოსტმარკეტინგული გამოცდილება):

ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, ტამსულოზინის გამოყენებისას აღინიშნა გულის რითმის დარღვევა (წინაგულების ფინრილაცია), არარეგულარული გულისცემა (არითმია), აჩქარებული გულისცემა (ტაქიკარდია) და ქოშინი (დისპნოე).

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, მათ შორის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

5. ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4 მგ-ის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, პირველი ორი ციფრი მიუთითებს თვეს და ბოლო ოთხი ციფრი –წელს, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ბლისტერები ინახება ორიგინალური შეფუთვით ნესტისაგან დასაცავად.

კონტეინერი ინახება მჭიდროდ თავდახურული ნესტისაგან დასაცავად.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

6. შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4 მგ

· აქტიური ნივთიერებაა ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4 მგ;

· სხვა დამხმარე ნივთიერებებია:

კაფსულა: მიკროკრისტალური ცელულოზა, მეთაკრილის მჟავა – ეთილ აკრილატის კოპოლიმერი, პოლისორბატი 80, ნატრიუმის ლაურილის სულფატი, ტრიეთილციტრატი, ტალკი;

კაფსულის გარსი: ჟელატინი, ინდიგოტინი (E132), ტიტანიუმის დიოქსიდი (E171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), რკინის წითელი ოქსიდი (E172), რკინის შავი ოქსიდი (E172).

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4 მგ-ის ფორმა და შეფუთვა

ნარინჯისფერი ან ზეთიხილისფერი მწვანე ფერის მოდიფიცირებული გამოთავისუფლების მყარი კაფსულები. კაფსულები შეიცავს თეთრ ან მოთეთრო ფერის გრანულებს.

ბლისტერებზე მოთავსებულია 10, 14, 15, 20, 28, 30, 48, 50, 56, 60, 90, 98, ან 100 მოდიფიცირებული გამოთავისუფლების კაფსულა ან კონტეინერებში მოთავსებულია 60 ან 250 მოდიფიცირებული გამოთავისუფლების კაფსულა.

ყველა შეფუთვა სარეალიზაციოდ შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.

გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

საერთაშორისო დასახელება - tamsulosin
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: უროლოგია, ნეფროლოგია → წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (ადენომის) დროს გამოსაყენებელი საშუალებები → წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიასთან დაკავშირებული მოშარდვის ფუნქციონალურ დარღვევბის დროს გამოსაყენებელი პრეპარა → ალფა1- ადრენობლოკატორები
შემადგენლობა
პრეპარატი ტამსულოზინის კაფსულები, 0,4მგ (TAMSULOZIN CAPSULES 0,4მგ) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ტამსულოზინის ჰიდროქლორიდს.

ჩვენებები
წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია. (სიმპტომური სამკურნალო საშუალება ,შარდის გამოყოფის დარღვევების მკურნალობა)

მიღების წესები და დოზები
მიიღება შიგნით დღეში ერთჯერ 0.4მგ. სასურველია პირველი კვების შემდეგ. კურსის ხანგრძლივობა შეუზღუდავია.
თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის უკმარისობას არ საჭიროებს დოზის კორექციას.

გვერდითი მოვლენები
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად შემთხვევებში თავბრუსხვევა, ერთეულ შემთხვევებში ორთოსტატიკური ჰიპოტენზია, გულისცემის შეგრძნება, ტაქიკარდია.
ცნს-ისა მხრივ: იშვიათ შემთხვევებში: ასთენია, თავის ტკივილი, საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა;
შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: იშვიათად აღინიშნება რეტროგრადული ეაკულაცია;
ალერგიული რეაქციები: ერთეულ შემთხვევებში კანზე გამონაყარი, ქავილი, ანგიობენროტული შეშუპებები.

უკუჩვენება
ორთოსტატიკური ჰიპოტენზია;
ღვიძლის გამოქატული ქრონიკული უკმარისობა;
მომატებული მგრძნობელობა ტამსულოზინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის გამოხატული დარღვევების მქონე პაციენტებში, აგრეთვე იმ პაციენტებში რომლებიც მიდრეკილები არიან არტერიული ჰიპოტენზიისადმი.
ტამსულოზინით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტი გამოკვლეულ უნდა იქნეს სხვა ისეთი დაავადებების გამოსარიცხავად, რომლებიც იწვევენ წინამდებარი ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მსგავს სიმპტომებს.
მკურნალობის პერიოდში თავი უნდა შევიკავოთ ისეთი ქმედებებისაგან რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცეტრირებასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
სხვა ალფა1-ადრენორეცეპტორებთან ერთდოული მიღების შემთხვევაში შესაძლებელია ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება. დიკლოფენაკი და არაპირდაპირი ანტიკოაგულანტები აძლიერებენ ტამსულოზინის ელიმინაციის სიჩქარეს.
სხვა ალფა1-ადრენორეცეპტორებმა, აცეტილქოლინესტერაზის ინჰიბიტორებმა, ალპროსტადილმა, დიურეტიკებმა, ანესთეტიკებმა, ლევოდოპამ, ანტიდეპრესანტებმა, ბეტა-ადრენობლოკატორებმა, მიორელექსანტებმა, ნიტრატებმა და ეთანოლმა ერთდროული მირებისას შეიძლება გამოიწვიონ ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 20-25რС ტემპერატურაზე.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ტამსულოზინი შტადა 0.4მგ#100კაფ
  • სახელი: ტამსულოზინი შტადა 0.4მგ#100კაფ
  • მწარმოებელი: STADA Arzneimittel AG (გერმანია)
  • შეფუთვა: 0.4მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების მყარი კაფსულა №100
Aversi 36.68 ლ
ტამსულოზინი შტადა კაფსულა 0.4მგ #100
  • სახელი: ტამსულოზინი შტადა კაფსულა 0.4მგ #100
  • მწარმოებელი: STADA Arzneimittel AG (გერმანია)
  • შეფუთვა: 0.4მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების მყარი კაფსულა №100
Pharmadepot 36.68 ლ
Tamsulosin - ტამსულოზინი შტადა 0.4მგ 100 კაფსულა
  • სახელი: Tamsulosin - ტამსულოზინი შტადა 0.4მგ 100 კაფსულა
  • მწარმოებელი: STADA Arzneimittel AG (გერმანია)
  • შეფუთვა: 0.4მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების მყარი კაფსულა №100
PSP 36.68 ლ
ტამსულოზინი შტადა კაფსულა 0.4მგ #100
  • სახელი: ტამსულოზინი შტადა კაფსულა 0.4მგ #100
  • მწარმოებელი: STADA Arzneimittel AG (გერმანია)
  • შეფუთვა: 0.4მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების მყარი კაფსულა №100
GPC 36.68 ლ