დურამოქსი 250 - Duramox 250
დურამოქსი 250 - Duramox 250

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, პენიცილინები მოქმედების ფართო სპექტრით

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს:
ამოქსიცილინის ტრიჰიდრატი (Trihydrate amoxicillin )
რაოდენობა შეესაბამება უწყლო ამოქსიცილინის ……………. 250 მგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პენიცილინი A ჯგუფის ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკი.ჩვენება: ბაქტოქსი ნაჩვენებია ბაქტერიული ინფექციებისა და სუპერინფექციების დროს, რომლებიც მგრძნობიარეა ამ პრეპარატის ანტიბაქტერიული სპექტრის მიმართ;

  • სეზონური რესპირატორული ინფექციები,
    *ოტოლარინგოლოგია (რინიტი, რინოფარინგიტი, ფარინგიტი);
  • პულმონოლოგია (ტრაქეიტი, ბრონქიტი, პნევმონია);
  • გინეკოლოგია (სალპინგიტი, ოოფორიტი, ლისტერიოზი, ენდომეტრიტი);
  • უროლოგია, ნეფროლოგია (ცისტიტი, პიელონეფრიტი…და სხვ.);
  • გასტროენტეროლოგია (Helicobacter pylori–ით გამოწვეული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწკავის წყლულოვანი დაავადებები);
  • ანტიბიოტიკოპროფილაქტიკა: ყბა-სახის ქირურგია, ოტოლარინგოლოგია, გასტროენტეროლოგია, უროლოგია (ინფექციური ენდოკარდიტის პროფილაქტიკა);
  • მენინგიალური გარსების ანთების მკურნალობისას, ინექციებიდან პერორალურ მკურნალობაზე გადასვლისას (იგი კარგად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს).

უკუჩვენება: ალერგია პენიცილინისა და ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ. ინფექციური მონონუკლეოზი (კანზე გამონაყარის მომატების რისკი).მიღების წესი და დოზირების რეჟიმი: მოზრდილებისათვის 1, 1,5 ან 2,0 გ დღეში 2-3 მიღებაზე. მძიმე შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაორმაგება.
პრეპარატის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ დროს საკვებისაგან დამოუკიდებლად. მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად პრეპარატი მიღებულ უნდა იქნეს რეგულარულად. პრეპარატის მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
თირკმლის უკმარისობის დროს პრეპარატის დოზირება ხდება კრეატინინის კლირენსის შესაბამისად: >30 მლ/წთ - კორექციას არ საჭიროებს; 10-დან 30 მლ/წთ – 500 მგ 18 საათში ერთხელ; <10 მლ/წთ: 500 მგ დღეღამეში.ორსულობა და ლაქტაცია: აუცილებლობის შემთხვევაში ამოქსიცილინის დანიშვნა შესაძლებელია ორსულობის ნებისმიერ ვადაში. არ არის რეკომენდირებული პრეპარატის მიღება ლაქტაციის პერიოდში, ვინაიდან იგი გადადის დედის რძეში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

პერორალურად მისაღები კაფსულები, თითოეული მათგანი შეიცავს ამოქსიცილინის ტრიჰიდრატს250 და 500 მგ-ს;

სუსპენზიის მოსამზადებელი მშრალი ნივთიერებები 125 მგ/5 მლ-ში და 250 მგ/5 მლ-ში, 60 და 100 მლ ფლაკონებში.
კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ფართო სპექტრის ნახევრად სინთეზური ანტიბიოტიკი პენიცილინების ჯგუფიდან;

ფარმაკოლოგიური დახასიათება:

ხასიათდება ბაქტერიოციდული მოქმედებით როგორც გრამდადებითი, ასევე გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ, აქვს სწრაფი შეწოვის უნარი (არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე) და სწრაფი დიფუზიით ორგანიზმის თითქმის ყველა ქსოვილში და სითხეში.
ჩვენება:
დურამოქსი გამოიყენება ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, ისეთი დაავადებების დროს როგორიცაა: ბრონქიტი, პნევმონია, ანგინა, პიელონეფრიტი, ურეთრიტი, ენტეროკოლიტი, გონორეა და სხვა.
დოზირება და მიღების წესი:
უფროსებისა და 10 წელზე ზევით ასაკის ბავშვებისათვის (40 კგ. წონის ზევით) ჩვეულებრივი დოზაა პერორალურად 250-500 მგ. ყოველ 8 საათში.
5-10 წლამდე ბავშვებისათვის 125 მგ. ყოველ 8 საათში.
2 წლამდე ასაკის ბავშვებს ენიშნებათ სადღეღამისო დოზა 20 მგ/კგ სხეულის მასაზე
პრეპარატის მიღება სასურველია საკვების ან რძის მიყოლებით კუჭ-ნაწლავის მხრივ გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად.
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ინფექციის სიმპტომების გაქრობიდან არანაკლებ 2-3 დღის განმავლობაში.

უკუჩვენება:
პენიცილინებისა და ცეფალოსპორინებისადმი მომატებული მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებანი:
სიფრთხილით უნდა დაენიშნოთ ავადმყოფებს, რომლებიც ხასიათდებიან ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილებით და ასევე სიფრთხილით ინიშნება ორსულობის პერიოდში.
გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები, ჭინჭრის ციება, ერითემა, რინიტი, კონიუქტივიტი, იშვიათად ციება, ტკივილი სახსრებში, ეოზინოფილია, ძალზე იშვიათად ანაფილაქსიური შოკი.

შენახვის პირობები:
მშრალ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი