ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ოქსიკამები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
რევოტექსი 20 მგ. ი.მ/ი.ვ. ლიოფილიზებული ფხვნილი, ფლაკონი
გამოიყენება ი.მ. ან ი.ვ.
სტერილური
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მოცემული ფურცელ-ჩანართი. იგი თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
მოცემულ ფურცელ-ჩანართში მოცემულია შემდეგი თემები:
1. რა არის რევოტექსი და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ რევოტექსი****ს მიღებამდე
3. რევოტექსი****ს მიღების წესი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. რევოტექსი****ს შენახვის პირობები
1რა არისრევოტექსი****და რისთვის გამოიყენება
რევოტექსი არის ყვითელი ფერის ლიოფილიზებული ფხვნილი. ის წარმოდგენილია 3 მლ გამჭირვალე ფლაკონში 20 მლ ფხვნილით და 2 მლ საინექციო წყალით როგორც გამხსნელი.
2.რევოტექსის გამოყენების წინ
არ გამოიყენოთრევოტექსითუ:
გამოიყენეთრევოტექსი განსაკუთრებული სიფრთხილით :
თუ:
რევოტექს****ის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად:
რევოტექს****ის შეიძლება მიიღოთ უზმოზე ან საკვებთან ერთად.
ორსულობა
ამ პრეპარატის მიღების წინ რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს
თუ ხართ ფეხმძიმედ ან გეგმავთ ფეხმძიმობას , არ გამოიყენოთ რევოტექსი ექიმის დანიშნულების გარეშე. არ გამოიყენოთ რევოტექსი თუ ხართ ფეხმძიმობის ბოლო სამი თვის ვადაზე.
რევოტექსმა შესაძლოა ხელი შეუშალოს დაფეხმძიმებას, ამიტომ თუ უკვე ხართ ფეხმძიმედ ან იკვლევთ უნაყოფობას, აცნობეთ თქვენს ექიმს რომ იღებთ ამ პრეპარატს.
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ მკურნალობის დროს შენიშნავთ, რომ ხართ ორსულად.
ძუძუთი კვება
პრეპარატის მიღების წინ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს .
არ გამოიყენოთ რევოტექსი ძუძუთი კვების დროს ექიმის დანიშნულების გარეშე.
ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა.
არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ სხვა მექანიზმები რადგან რევოტექსმა შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი გვერდითი ეფექტები როგორიც არის, თავბრუსხვევა, ძილიანობა და მხედველობის გაუარესება.
მნიშვნელოვანი ინფორმაციარევოტექსის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ:
არ შეიცავს ისეთ სუბსტანციებს რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ სიფრთხილეს.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს , თუ რევოტექსის გარდა იღებთ რომელიმე ჩამოთვლილ პრეპარატს:
(არასელექციური ბეტა ბლოკატორი როგორიცა პროპრანოლოლი)
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევსტ თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ნებისმიერ რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატს.
3. როგორ გამოიყენებარევოტექსი
მითითებები სათანადო გამოყენების და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ:
სხვადასხვა პაციენტს სხვადასხვა დოზა ენიშნება. თქვენი ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის საჭირო დოზას ასაკის და პრეპარატზე საპასუხო რეაქციების მიხედვით.
მიღების გზა და წესი:
გამოიყენება ინტრავენურად ან ინტრამუსკულურად დღეში ერთხელ ორი ან სამი დღის განმავლობაში და შემდეგ მკურნალობა გრძელდება ტაბლეტით ან სუპოზიტორიით (სუსტი)
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
რევოტექსი არ გამოიყენება ბავშვებში.
გამოყენება ხანდაზმულებში:
თქვენი ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის საჭირო დოზას დაავადებიდან გამომდინარე
მიღების განსაკუთრებული პირობები:
თირკმლის უკმარისობა:
თირკმელების დაავადების მქონე პაციენტებს შეუძლიათ ზემოაღნიშნული დოზის გამოყენება. როდესაც რევოტექსი გამოიყენება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში,რეკომენდებულია თირკმელების ფუნქციის ყურადღებით მონიტორინგი. არ უნდა იქნეს გამოყენებული თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებს შეუძლიათ ზემოაღნიშნული დოზის გამოყენება. თუმცა, როდესაც რევოტექსი გამოიყენება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რეკომენდებულია ღვიძლის ფუნქციის ფრთხილი მონიტორინგი. არ უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.
თუ ფიქრობთ, რომ რევოტექსის მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ იმაზე მეტირევოტექსი, ვიდრე უნდა მიგეღოთ:
იმის გამო, რომ რევოტექსი ინიშნება ექიმის ან ექთნის მიერ, ნაკლებად სავარაუდოა რომ თქვენ მოიხმართ მეტ ან მცირე დოზას. თუ გაწუხებთ ეს საკითხი მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს.
თუ მიიღეთ იმაზე მეტი რევოტექსი , ვიდრე უნდა მიგეღოთ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათრევოტექსის დოზის მიღება:
იმის გამო, რომ რევოტექსი ინიშნება ექიმის ან ექთნის მიერ, სათანადო სიფრთხილის ზომები მიიღება ამგვარი სიტუაციების თავიდან ასაცილებლად.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
**4.**შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები იმ პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარე არიან რევოტექს****ის ინგრედიენტების მიმართ.
რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ფვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ რევოტექსი მიღება და დაუყონებლივ აცნობეთ ექიმს, ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს ან გადაუდებელი სიტუაციების განყოფილებას.
ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.
თუ აღენიშნებათ რომელიმე მათგანი, ესეიგი გაქვთ სერიოზული ალერგია რევოტექსიზე, შესაძლოა საჭირო გახდეს გადადუდებელი სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზება.
თუ შენიშნავთ რომელიმეს ჩამოთვლილთანაგან:
ეს არის რევოტექსის გვერდიტი ეფექტების მცირე ჩამონათვალი.
თუ განვითარდა ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც მითითებული არ არის წინამდებარე ფურცელ-ჩანართში, აცნობეთ თქვენს ექიმს __ან ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტების ინფორმირება
მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს თუ განვითარდა ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში.
გარდა ამისა, ინფორმაცია გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ მიაწოდეთ თურქეთის ფარმაკო ზედამხედველობის ცენტრს(TUFAM) რისთვისაც უნდა ეწვიოთ ვებ- გვერდს www.titck.gov.tr, „პრეპარატის გვერდითი ეფექტის ინფორმირება“ ან დარეკეთ ნომერზე 0800 314 00 08. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
6. როგორ ინახებარევოტექსი
რევოტექს****ი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე 30 ° C
გამოიყენეთ მომზადებისთანავე .
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად
არ გამოიყენოთრევოტექს****ი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ რევოტექსი თუ შენიშნავთ, რომ პროდუქტი და/ან შეფუთვა დაზიანებულია ან რაიმე დეფექტი აქვს.
არ გადაყაროთ ვადაგასული პრეპარატები ან პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ასეთი პრეპარატები მიაწოდეთ გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ორგანოს.
გაცემის წესი:
ფარმაცევტულიპროდუქტისჯგუფიIII**, გაიცემა რეცეპტის გარეშე.**
სავაჭრო ნებართვის მფლობელი:
ვემ ილაჩ სან. ვე ტიჩ. ა.შ.
სოგუტუზო მაჰალესი 2177. კად.N 10 ბ/49
ჯანკაია/ანკარა/თურქეთი
მწარმოებელი:
ვემ ილაჩ სან. ვე ტიჩ. ა.შ.
ჩერკეცკოი ორგენაიზ სანაი ბოლგესი
კარაგააჩ მაჰალესი ფატიჰ ბულვარი N:38
კაპაკლი /ტეკირდაკი/თურქეთი
საერთაშორისო დასახელება - tenoxicam
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო საშუალებები →
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების
საწინააღმდეგო საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის → ოქსიკამები
შემადგენლობა
პრეპარატის 1 ფლაკონი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ტენოქსიკამი 20 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, დინატრიუმის ედეტატი, ასკორბინის მჟავა,
ტრომეტამოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ქლორწყალბადმჟავა.
გამხსნელი: საინექციო წყალი 2 მლ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატიული საშუალებები. ოქსიკამები.
მიღების ჩვენებები
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებით-დეგენერაციული დაავადებები, რომლებსაც
თან ახლავს ტკივილის სინდრომი:
- რევმატოიდული ართრიტი, პოდაგრული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი
(ბეხტერევის დაავადება);
- ინფექციური არასპეციფიკური პოლიართრიტი;
- ოსტეოართროზი, ოსტეოქონდროზი;
- ტენდინიტები, ბურსიტები, მიოზიტები, პერიართრიტი;
- ართრალგია, ნევრალგია, მიალგია, იშიალგია, ლუმბაგო;
- ტრავმები, დაჭიმულობები, ამოვარდნილობები და რბილი ქსოვილების სხვა
დაზიანებები.
მიღების წესი და დოზები
განკუთვნილია ინტრამუსკულარულად, ან ინტრავენურად შესაყვანად.
ინიშნება დოზით 20 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში.
არ უნდა გამოიყენოთ უფრო მაღალი დოზები, რადგან ამ დროს ყოველთვის არ მიიღწევა
უფრო მნიშვნელოვნად გამოხატული თერაპიული ეფექტი, ხოლო გვერდითი მოვლენების
განვითარების რისკი იზრდება.
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მწვავე დაავადებების მკურნალობისას, მკურნალობის
პერიოდი როგორც წესი, არ აღემატება 7 დღეს, მაგრამ მძიმე შემთხვევებში შეიძლება
შეადგინოს 14 დღე.
ხანდაზმული პაციენტები
როგორც სხვა აასს შემთხვევაში, ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის გამოყენებისას
საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა. ხანდაზმული პაციენტები იმყოფებიან
სერიოზული გვერდითი ეფექტების განვითარების მომატებული რისკის ქვეშ. ერთდროულად
სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენების, ღვიძლის, თირკმლის, ან გულ-
სისხლძარღვთა უკმარისობის არსებობის ალბათობა მათ ასევე უფრო მაღალი აქვთ. აასს
გამოყენების აუცილებლობისას, საჭიროა უმცირესი ეფექტური დოზის და მკურნალობის
მინიმალური შესაძლო პერიოდის დანიშვნა. აასს თერაპიისას, აუცილებელია პაციენტების
მონიტორინგი კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენაზე.
წინააღმდეგჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა ტენოქსიკამის, ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების
მიმართ. სამკურნალო პრეპარატი ასევე წინააღმდეგნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც
ადრე აღენიშნებოდათ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ასთმის, რინიტის,
ანგიონევროზული შეშუპების, ან ჭინჭრის ციების სიმპტომები) სხვა აასს-ს მიმართ,
იბუპროფენის და ასპირინის ჩათვლით, ტენოქსიკამისადმი ჯვარედინი მგრძნობელობის
პოტენციალის არსებობის გამო;
- აქტიური პეპტიური წყლული/სისხლდენა, ან ანამნეზში მორეციდივე პეპტიური
წყლულის/სისხლდენის არსებობა (ორი ან მეტი გამოხატული შემთხვევა, რომელიც
ადასტურებს წყლულის, ან სისხლდენის არსებობას), წყლულოვანი კოლიტი, კრონის
დაავადება, მძიმე ხარისხის გასტრიტი, ანამნეზში კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, ან
პერფორაცია, რომელიც დაკავშირებულია აასს გამოყენებით წინამორბედ თერაპიასთან;
- მძიმე ხარისხის გულის, ღვიძლის და თირკმლის უკმარისობა;
- სისხლის დაავადება;
- ორსულობის III ტრიმესტრი.
საერთაშორისო დასახელება - tenoxicam
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო საშუალებები →
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების
საწინააღმდეგო საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის → ოქსიკამები
შემადგენლობა
პრეპარატის 1 ფლაკონი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ტენოქსიკამი 20 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, დინატრიუმის ედეტატი, ასკორბინის მჟავა,
ტრომეტამოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ქლორწყალბადმჟავა.
გამხსნელი: საინექციო წყალი 2 მლ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატიული საშუალებები. ოქსიკამები.
მიღების ჩვენებები
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებით-დეგენერაციული დაავადებები, რომლებსაც
თან ახლავს ტკივილის სინდრომი:
- რევმატოიდული ართრიტი, პოდაგრული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი
(ბეხტერევის დაავადება);
- ინფექციური არასპეციფიკური პოლიართრიტი;
- ოსტეოართროზი, ოსტეოქონდროზი;
- ტენდინიტები, ბურსიტები, მიოზიტები, პერიართრიტი;
- ართრალგია, ნევრალგია, მიალგია, იშიალგია, ლუმბაგო;
- ტრავმები, დაჭიმულობები, ამოვარდნილობები და რბილი ქსოვილების სხვა
დაზიანებები.
მიღების წესი და დოზები
განკუთვნილია ინტრამუსკულარულად, ან ინტრავენურად შესაყვანად.
ინიშნება დოზით 20 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში.
არ უნდა გამოიყენოთ უფრო მაღალი დოზები, რადგან ამ დროს ყოველთვის არ მიიღწევა
უფრო მნიშვნელოვნად გამოხატული თერაპიული ეფექტი, ხოლო გვერდითი მოვლენების
განვითარების რისკი იზრდება.
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მწვავე დაავადებების მკურნალობისას, მკურნალობის
პერიოდი როგორც წესი, არ აღემატება 7 დღეს, მაგრამ მძიმე შემთხვევებში შეიძლება
შეადგინოს 14 დღე.
ხანდაზმული პაციენტები
როგორც სხვა აასს შემთხვევაში, ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის გამოყენებისას
საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა. ხანდაზმული პაციენტები იმყოფებიან
სერიოზული გვერდითი ეფექტების განვითარების მომატებული რისკის ქვეშ. ერთდროულად
სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენების, ღვიძლის, თირკმლის, ან გულ-
სისხლძარღვთა უკმარისობის არსებობის ალბათობა მათ ასევე უფრო მაღალი აქვთ. აასს
გამოყენების აუცილებლობისას, საჭიროა უმცირესი ეფექტური დოზის და მკურნალობის
მინიმალური შესაძლო პერიოდის დანიშვნა. აასს თერაპიისას, აუცილებელია პაციენტების
მონიტორინგი კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენაზე.
წინააღმდეგჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა ტენოქსიკამის, ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების
მიმართ. სამკურნალო პრეპარატი ასევე წინააღმდეგნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც
ადრე აღენიშნებოდათ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ასთმის, რინიტის,
ანგიონევროზული შეშუპების, ან ჭინჭრის ციების სიმპტომები) სხვა აასს-ს მიმართ,
იბუპროფენის და ასპირინის ჩათვლით, ტენოქსიკამისადმი ჯვარედინი მგრძნობელობის
პოტენციალის არსებობის გამო;
- აქტიური პეპტიური წყლული/სისხლდენა, ან ანამნეზში მორეციდივე პეპტიური
წყლულის/სისხლდენის არსებობა (ორი ან მეტი გამოხატული შემთხვევა, რომელიც
ადასტურებს წყლულის, ან სისხლდენის არსებობას), წყლულოვანი კოლიტი, კრონის
დაავადება, მძიმე ხარისხის გასტრიტი, ანამნეზში კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, ან
პერფორაცია, რომელიც დაკავშირებულია აასს გამოყენებით წინამორბედ თერაპიასთან;
- მძიმე ხარისხის გულის, ღვიძლის და თირკმლის უკმარისობა;
- სისხლის დაავადება;
- ორსულობის III ტრიმესტრი.
**შემადგენლობა: **
რევოტექსი 20 მგ. ი.მ/ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ლიოფილიზირებული ფხვნილი ფლაკონში, გამხსნელთან ერთად.
თითოეული ფლაკონი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ტენოქსიკამს 20 მგ. - ყვითელი ფერის ლიოფიზირებული ფხვნილის სახით. 1 ამპულა გამხსნელი - შეიცვს 2 მლ საინექციო წყალს.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
რევოტექსი – ეფექტური ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება:
ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი და ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით!
პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ორივე იზოფორმის ინჰიბირებით, რაც იწვევს არაქიდონმჟავას მეტაბოლიზმის დარღვევას და პროსტალგანდინების სინთეზის ბლოკადას.
რევოტექსის ანთების საწინააღმდეგო ეფექტი განპირობებულია:
კაპილარების განვლადობის შემცირებით (ზღუდავს ექსუდაციას)
ლიზოსომური მემბრანების სტაბილიზაციით (ხელს უშლის ქსოვილების დამაზიანებელი ლიზოსომური ფერმენტების გამოთავისუფლებას)
ანთების მედიატორების სინთეზის დათრგუნვით ან ინაქტივაციით. (პროსტალგანდინების, ჰისტამინის, ბრადიკინინის, ლიმფოკინების, კომპლემენტის ფაქტორების)
პრეპარატი ანთების კერაში ამცირებს:
თავისუფალი რადიკალების რაოდენობას,
ამცირებს ქემოტაქსისს და ფაგოციტოზს.
აფერხებს ანთების პროლიფერაციული ფაზის განვითარებას;
ამცირებს ქსოვილების პოსტანთებით სკლეროზირებას;
ახასიათებს ქონდროპროტექტორული მოქმედება.
ტკივილის შეგრძნებას ანთების კერაში და მოქმედებს ტკივილის თალამურ ცენტრებზე,
გააჩნია მადესენსიბილიზებელი მოქმედება (ხანგრძლივი გამოყენებისას).
რევმატიული დაავადებების დროს ამცირებს:
სახსრების ტკივილს როგორც მოსვენებულ მდგომარეობაში ასევე მოძრაობისას,
ამცირებს დილის შებოჭილობას და სახსრების შეშუპებას, აუმჯობესებს მათ ფუნქციას და ზრდის მოძრაობის დიაპაზონს.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატს გააჩნია ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდი - 60-75 სთ. ადვილად გადალახავს ჰისტოჰემატურ ბარიერებს, კარგად აღწევს სინოვიურ სითხეში. Cmax-ს აღწევს 2 საათში. სისხლის ცილებს უკავშირდება 99%-ით. ახასიათებს მაღალი ბიოშეღწევადობა – 100%.
გამოყენების ჩვენება:
გამოყენების წესი და დოზები
რევოტექსი საინექციო ფორმა ინიშნება კუნთში ან ვენაში ინექციის სახით:
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მწვავე დაავადებების დროს, დოზით 20 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში. ტენოქსიკამით მკურნალობის ხანგრძლივობა, ჩვეულებრივ, არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს.
ტკივილის სინდრომისას ინიშნება დოზით 20 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში. 2-3 დღის განმავლობაში,
პოდაგრული ართრიტის მწვავე შეტევებისას: 20 მგ დღეში 2-ჯერ პირველი 2-3 დღის განმავლობაში, შემდეგ 20 მგ დღეში ერთხელ 5 დღის განმავლობაში.
რევმატოიდული ართრიტის ან შემაერთებელი ქსოვილის ანთებითი და დეგენარიციული დაავადებების დროს პრეპარატი შეყავთ ი/მ ან ი/ვ 20 მგ 1-ჯერ/დღეში, 3 დღის განმავლობაში, ხოლო შემდეგ 20 მგ ტაბლეტი ერთხელ დღეში, ერთი თვის განმავლობაში.
უკუჩვენება:
გვერდითი მოქმედება
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება მუცელში, ღებინება, მეტეორიზმი.
ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.
ალერგიული რეაქციები: ქავილი, ჭინჭრის ციება, ერითემა, სტივენს-ჯონსისა და ლაიელის სინდრომები.
ლაბორატორიული მაჩვენებლები: პლაზმაში კრეატინინის, შარდოვანას კონცენტრაციის მომატება, “ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტივობის მომატება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პრეპარატი აძლიერებს ლითიუმის პრეპრატების, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ეფექტს (საჭიროა პროთრომბინის ინდექსის კონტროლი).
დიურეზულ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას გასათვალისწინებელია ის, რომ შესაძლოა მოხდეს ორგანიზმში ნატრიუმისა და წყლის შეკავება.
განსაკუთრებული მითითებები
როგორც სხვა აასს შემთხვევაში, ხანდაზმულ პაციენტებში ტენოქსიკამის გამოყენებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა. ხანდაზმული პაციენტები იმყოფებიან სერიოზული გვერდითი ეფექტების განვითარების მომატებული რისკის ქვეშ. ერთდროულად სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენების, ღვიძლის, თირკმლის, ან გულ- სისხლძარღვთა უკმარისობის არსებობის ალბათობა მათ ასევე უფრო მაღალი აქვთ. აასს გამოყენების აუცილებლობისას, საჭიროა უმცირესი ეფექტური დოზის და მკურნალობის მინიმალური შესაძლო პერიოდის დანიშვნა. აასს თერაპიისას, აუცილებელია პაციენტების მონიტორინგი კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენაზე.
უშუალოდ ქირურგიული ჩარევის შემდგომ. ქირურგიულ ჩარევამდე რამდენიმე დღით ადრე რევოტექსის მიღება უნდა შეწყდეს.
ხანგრძლივი მკურნალობისას საჭიროა ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის, სისხლში პროთრომბინული ინდექსის, სისხლში გლუკოზის შემცველობის კონტროლი. მკურნალობის ფონზე კუწ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანების ან სისხლდენის შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა.
უსაფრთხოება ბავშვებში გამოყენებისას არ არის დადგენილი.
ზეგავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
მკურნალობის პერიოდში ავტომობილის მართვისა და სხვა პოტენციურად საშიში საქმიანობის შესრულებისას, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების მომატებულ კონცენტრაციასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს, აუცილებლად უნდა დავიცვათ სიფრთხილე. რადგან რევოტექსმა შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი გვერდითი ეფექტები როგორიც არის, თავბრუსხვევა, ძილიანობა და მხედველობის გაუარესება.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება, ვინაიდან ამ კატეგორიის პაციენტებში რევოტექსის გამოყენების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს.
მწარმოებელი : IVEMlac. თურქეთი
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით