ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ოქსიკამები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
რა არის ადმირალი და რისთვის გამოიყენება
ადმირალი არის ოქსიკამების კატეგორიის არასტეროიდული ანთების საწინააღდეგო და ანტირევმატული პრეპარატი. ადმირალი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს ტენოქსიკამს, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური, სიცხის დამწევი თვისებები და ასევე თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას.
ადმირალი გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის, ოსტეოართიტის, მაანკილოზებელი სპონდილიტის და მწვავე პოდაგრული ართრიტის სიმპტომების სამკურნალოდ. ასევე გამოიყენება ტკივილით მიმდინარე ექსტრაარტიკულური სინდორმების დროს, როგორიცაა ტენდონიტი, ბურსიტი, მხრის პერიართრიტი, აგრეთვე ტკივილის სამკურნალოდ ქირურგიული ჩარევების შემდეგ და მენსტრუალური ტკივილის დროს.
ნაჩვენებია, რომ ტენოქსიკამი ხსნის ანთებით გამოწვეულ ტკივილს.
ქრონიკული მდგომარეობების მკურნალობისას ტენოქსიკამის თერაპიული მოქმედება ვლინდება მკურნალობის დაწყებისას და დროთა განმავლობაში პროგრესიულად იზრდება.
რა უნდა იცოდეთ ადმირალის მიღებამდე
არ მიიღოთ ადმირალი, თუ:
გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ტენოქსიკამის ან ამ პრეპარატის რომელიმე
ინგრედიენტის მიმართ (იხ. პუნქტი 6)
თუ ოდესმე გქონიათ ალერგიული რეაქცია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო
საშუალებების, მათ შორის ასპირინის მიმართ
გაქვთ აქტიური პეპტიკური წყლული ან ანამნეზში პეპტიკური წყლული ან სხვა ორგანული
პეპტიკური დაავადებები ან მორეციდივე სისხლდენები.
გაქვთ გულის, თირკმლის ან ღვიძლის მწვავე უკმარისობა
ხართ ორსულად, განსაკუთრებით ორსულობის ბოლო სამი თვის ვადაში ან ძუძუთი კვებავთ
ბავშვს
თუ უნდა ჩაგიტარდეთ ანესთეზია ან ქირურგიული ოპერაცია მომდევნო 48 საათის
განმავლობაში.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ადმირალის მიღების წინ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:
თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის დისფუნქცია
თუ გაქვთ გულის პრობლემები (ჰიპერტენზია ან ანამნეზში ჰიპერტენზია, გულის
შეგუბებითი უკმარისობა, დადასტურებული გულის იშემიური დაავადება, პერიფერიული
არტერიული დაავადება და/ან ცერებროვასკულარული დაავადება).
თუ გაქვთ წყლულოვანი კოლიტი ან კრონის დაავადება.
თუ გაქვთ სისხლის შედედების დარღვევა.
თუ გაქვთ დაორსულების პრობლემა ან იტარებთ კვლევას უნაყოფობაზე.
თუ გაქვთ სისტემური წითელი მგლურა ან შერეული შემაერთებელი ქსოვილის დაავადება.
თუ გაქვთ ან გქონდათ ასთმა.
თუ გაქვთ სისხლის შედედება, ღვიძლის ციროზი, თირკმლის დისფუნქცია, დიაბეტი ან
ხართ ხანდაზმული ასაკის, ან თუ ადმირალით მკურნალობა უნდა ჩაგიტარდეთ სამ თვეზე
მეტი დროის განმავლობაში, ექიმმა შეიძლება გააკონტროლოს თქვენი მდგომარეობა
ლაბორატორიული ანალიზების ხშირად ჩატარებით.
არ შეიძლება ადმირალის გამოყენება იმავდროულად სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, მათ შორის ცოგ-2 ინჰიბიტორებთან (როგორიცაა ცელეკოქსიბი). ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ შენიშნავთ მუცლის მხრივ დარღვევების სიმპტომებს, როგორიცაა აბდომინური სისხლდენა, კანისმიერ რეაქციებს, როგორიცაა კანზე გამონაყარი, ლორწოვანას დაზიანებებს ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა ნიშნებს, შეწყვიტეთ ადმირალის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
პრეპარატები, როგორიცაა ადმირალი, შეიძლება ასოცირებული იყოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ინსულტის მომატებულ რისკთან, რაც ყველაზე ხშირად აღინიშნება მაღალი დოზების გამოყენებისას და ხანგრძლივი მკურნალობისას. არ შეიძლება რეკომენდებული დოზის ან მკურნალობის ხანგრძლივობის გადამეტება.
თუ გაქვთ გულის პრობლემები, გადატანილი გაქვთ ინსულტი ან თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება გქონდეთ აღნიშნული მდგომარეობების განვითარების რისკი (მაგ. თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი ან მაღალი ქოლესტერინი ან ხართ მწეველი), მკურნალობა უნდა განიხილოთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ტენოქსიკამმა, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სხვა საშუალებების მსგავსად, შეიძლება შენიღბოს ინფექციის სიმპტომები.
ბავშვები და მოზარდები
არ არსებობს ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში ადმირალის გამოყენების გამოცდილება, შესაბამისად, მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის.
სხვა პრეპარატები და ადმირალი
უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
შეიძლება აღინიშნოს ადმირალის ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან.
განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა არის საჭირო რომელიმე შემდეგი სუბსტანციის გამოყენებისას:
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა ასპირინი, გვერდითი
ეფექტების მომატებული რისკის გამო
ანტიდეპრესანტები, როგორიცაა სელექციური სეროტონინის ხელახალი ათვისების
ინჰიბიტორები
ლითიუმი (ფსიქიკური პრობლემების სამკურნალო პრეპარატი)
ანტითრომბოციტული საშუალებები (პრეპარატები, რომლებიც ახდენენ თრომბოციტების
აგრეგაციის პრევენციას)
მეთოტრექსატი (პრეპარატი, რომელიც მოქმედებს იმუნურ სისტემაზე)
ანტიჰიპერტენზიული საშუალებები ან დიურეტიკები, როგორიცაა ჰიდროქლოროთიაზიდი
პრობენეციდი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ ან სისხლში
შარდმჟავას მაღალი დონეების დროს).
ანტიკოაგულაციური საშუალებები, როგორიცაა ვარფარინი, ფენპროკუმონი, ჰეპარინი
ანტიდიაბეტური საშუალებები, როგორიცაა გლიბორნურიდი, გლიბენკლამიდი, ტოლბუტამიდი
ქოლესტირამინი (სისხლში ქოლესტერინის დამწევი პრეპარატი)
დექსტრომეთორფანი (ტკივილისა და ხველის სამკურნალო პრეპარატი)
პენტოქსიფილინი (სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებების სამკურნალო საშუალება)
მიფეპრისტონი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ორსულობის შესაწყვეტად)
ზიდოვუდინი (შიდსის სამკურნალო პრეპარატი)
ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი (ტრანსპლანტაიის დროს გამოსაყენებლი პრეპარატი)
ქინოლონები (ინფექციების სამკურნალო ანტიბიოტიკები).
ადმირალის მიღება საკვებთან და ალკოჰოლთან ერთად
საკვების იმავდროულად მიღება გავლენას არ ახდენს სამკურნალო საშუალების აბსორბციაზე. იმავდროულად ალკოჰოლის მიღება გავლენას არ ახდენს სამკურნალო საშუალების მოქმედებაზე.
ორსულობა**,**ლაქტაცია და ფერტილურობა
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღების წინ რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
ადმირალის მიღება არ შეიძლება ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში, ვინაიდან არსებობს დედისა და ბავსვისთვის გართულებების მომატებული რისკი. უთხარით თქვენს ექიმს, თუ დაორსულდებით ადმირალის მიღების პერიოდში. თუ ხართ ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში, ამ პრეპარატის მიღების წინ მიმართეთ თქვენს ექიმს.
ლაქტაცია
ადმირალი გადადის დედის რძეში. მოერიდეთ ადმირალის გამოყენებას ძუძუთი კვების პერიოდში. ექიმი გადაწყვეტს, უნდა შეწყვიტოთ ადმირალის მიღება ძუძუთი კვების პერიოდში თუ ძუძუთი კვება.
ფერტილურობა
ადმირალის გამოყენებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ფერტილურობას და რეკომენდებული არ არის იმ ქალებში, რომლებიც ცდილობენ დაორსულებას. თუ გაქვთ დაორსულების პრობლემა ან იტარებთ გამოკვლევებს უნაყოფობის გამო, მიმართეთ თქვენს ექიმს.
ავტომობილების ან მექანიზმების მართვა
ადმირალმა შეიძლება გამოიწვიოს ვერტიგო, თავბრუსხვევა ან მხედველობის დარღვევები. აღნიშნული ეფექტების განვითარებისას, არ მართოთ ავტომობილები ან მექანიზმები.
ადმირალი შეიცავს ლაქტოზას
ადმირალის ყოველი კაფსულა შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს. თუ იცით, რომ გაქვთ ლაქტოზას გადაუტანლობა ან ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ნებისმიერი სხვა შაქრის გადაუტანლობა, ამ პრეპარატის მიღების წინ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
როგორ მიიღება ადმირალი
ადმირალი ყოველთვის უნდა მიიღოთ ზუსტად ექიმის მითითების შესაბამისად. თუ რაიმეში დარწმუნებული არ ხართ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
კაფსულები უნდა დალიოთ ჭიქა წყლის მიყოლებით. უმჯობესია პრეპარატი მიიღოთ ჭამის დროს ან ჭამის დასრულებისთანავე.
რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი და მაანკილოზებელი სპონდილიტი
რეკომენდებული დოზა არის 20 მგ დღეში ერთხელ რევემატოიდული ართრიტის, ოსტეოართრიტის და მაანკილოზებელი სპონდილიტის სიმპტომების სამკურნალოდ. რეკომენდებულია პრეპარატის მიღება ყოველ დღე ერთსადაიმავე დროს მკურნალობის პერიოდში.
მყესების ანთება (ტენდინიტი) ან სახსრების ანთება (ბურსიტი, მხრის პერიართრიტი)
რეკომენდებული დოზა არის 20 მგ დღეში ერთხელ მყესების ან სახსრების ანთების სიმტომების, აგრეთვე დაჭიმულობებისა და რბილი ქსოვილების დაზიანებების სამკურნალოდ. რეკომენდებულია პრეპარატის მიღება ყოველ დღე ერთსადაიმავე დროს მკურნალობის პერიოდში.
მწვავე პოდაგრული ართრიტი
მწვავე პოდაგრული ართრიტის სამკურნალოდ რეკომენდებული დოზა არის 40 მგ დღეში ერთხელ ორი დღის განმავლობაში, შემდეგ 20 მგ დღეში ერთხელ ხუთი დღის განმავლობაში.
ტკივილი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ
ქირურგიული ოპერაციის შემდეგ ტკივილის სამკურნალოდ რეკომენდებული დოზა არის 40 მგ დღეში ერთხელ და არა უმეტეს 5 დღის განმავლობაში.
მენსტრუალური სპაზმები
რეკომენდებული დოზა არის 20-40 მგ დღეში ერთხელ მენსტრუალური სპაზმების სამკურნალოდ.
ხანდაზმულები
ექიმი გადაწყვეტს, თუ რა დოზა უნდა მიიღოთ, რომელიც, როგორიც წესი, იქნება იმაზე დაბალი, ვიდრე დანარჩენ მოზრდილებში გამოიყენება. ადმირალის გამოყენებისას ექიმი ჩაგიტარებთ შემოწმებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ იღებთ სწორ დოზას და აღნუსხავს ნებისმიერ გვერდით ეფექტს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულების შემთხვევაში. არ შეიძლება რეკომენდებული დოზის ან მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდა.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
ადმირალი რეკომენდებული არ არის ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში გამოსაყენებლად კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო.
თუ მიიღეთ იმაზე მეტი ადმირალი, ვიდრე უნდა მიგეღოთ
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჭარბი დოზირების სიმპტომები მოიცავს გულისრევას და ღებინებას, ეპიგასტრიულ ტკივილს, იშვიათად დიარეას, კუჭ- ნაწლავურ სისხლდენას, ტინიტს, თავის ტკივილს, ძილიანობას, მხედველობის დაბინდვას და თავბრუსხვევას.
მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანი რაოდენობებით მიღებისას, შეუძლება განვითარდეს კრუნჩხვები, კომა და თირკმლის უკმარისობა. შეიძლება აღინიშნოს კარდიოპულმონური შეწყვეტა. ასევე შეიძლება განვითარდეს ღვიძლის დისფუნქცია, სისხლის შედედების დარღვევა და ჭარბი მჟავიანობა.
დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას ან უახლოეს საავადმყოფოს და თან იქონიეთ ეს პრეპარატი.
თუ დაგავიწყდათ ადმირალის მიღება
მიიღეთ კაფსულა, როგორც კი გაგახსენდებათ.
მიუხედავად ამისა, თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, აღარ მიიღოთ პრეპარატი გამოტოვებულის დოზის სანაცვლოდ. არ მიიღოთ პრეპარატი დავიწყებული დოზის კომპენსირების მიზნით.
თუ შეწყვიტავთ ადმირალის მიღებას
არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე, მაშინაც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ.
ამ პროდუქტის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდით ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ისეთი პრეპარატები, როგორიცაა ადმირალი, შეიძლება ასოცირებული იყოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ინსულტის ოდნავ მომატების რისკთან.
სერიოზული გვერდითი ეფექტები
თუ განვითარდა სერიოზული რეაქცია, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, შეწყვიტეთ ადმირალის მიღება და მაშინვე ექიმს მიმართეთ. აღნიშნული რეაქციების ნიშნები მოიცავს გამონაყარს, ხშირად ბუშტუკებით ან ლორწოვანას დაზიანებას.
ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტებია მუცლის ტკივილი, დისპეფსია, გულისრევა.
სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები
ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-მდე ადამიანში:
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი
არახშირი: შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში:
მადის დაკარგვა, ძილის პრობლემები, ვერტიგო, პალპიტაციები (სწრაფი ან არარეგულარული გულის დარტყმები), გასტროენტერული სისხლდენა, მათ შორის შავი განავალი და ჰემატემეზი, ყაბზობა, კუჭ-ნაწლავური წყლულები, დიარეა, ღებინება, წყლულები პირის ღრუში, გასტრიტი (კუჭის ანთება), პირის სიმშრალე, ღვიძლისმიერი ფერმენტების მომატება, ქავილი, ერითემა (კანის სიწითლე), გამონაყარი, ურტიკარია (გამონაყარი ქავილით), სისხლში შარდოვანას ან კრეატინინის მომატება, დაღლილობა, შეშუპება (შესიება).
ძალიან იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1-მდე ადამიანში:
პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება).
უცნობი სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე: ანემია (სისხლის წითელი უჯრედების მცირე რაოდენობა), აგრანულოციტოზი (ზოგიერთი ლეიკოციტის სახეობის მცირე რაოდენობა), ლეიკოპენია (სისხლის თეთრი უჯრედების ყველა სახეობის მცირე რაოდენობა), თრომბოციტოპენია (თრომბოციტების მცირე რაოდენობა), ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა დისპნოე (სუნთქვის გაძნელება), ასთმა, ალერგიული (ანაფილაქსური) რეაქციები და ანგიოშეშუპება (სახის, ტუჩების, პირის ან ენის შეშუპება), გულის უკმარისობა (გულის მიერ ორგანიზმისთვის საკმარისი რაოდენობის სისხლის მიწოდების შეუძლებლობა), ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა), ვასკულიტი (სისხლძარღვების ანთება), კუჭ-ნაწლავის პერფორაცია, წყლულოვანი კოლიტის გამწვავება (ნაწლავების ანთებითი დაავადება) და კრონის დაავადება, მუცლის შებერილობა )გაზები), ჰეპატიტი (ღვიძლის ანტება), ფოტოსენსიტივობის რეაქცია, მხედველობის ცვლილება, გონების არევა, ჰალუცინაციები (როდესაც ადამიანს ესმის ან ხედავს ისეთ საგნებს, რომლებიც არ არსებობს), პარესთეზია (ისეთი შეგრძნებები, როგორიცაა ჩხვლეტა, დაბუჟება, განსაკუთრებით ხელებსა და ტერფებში), ძილიანობა, ქალებში უნაყოფობა.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, მათ შორის ისეთი გვერდითი ეფექტების, რომლებიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციის ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, მათ შორის ნებისმიერი ისეთი შესაძლო გვერდითი ეფექტების, რომლებიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციის ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ინფორმაციის მიწოდება გვერდითი ეფექტების შესახებ შესაძლებელია სახელმწიფო ინფორმირების სისტემის მეშვეობით.
როგორ ინახება ადმირალი
პრეპარატები უნდა ინახებოდეს ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
ადმირალი არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის ბოლოს დღეს. შეინახეთ არა უმეტეს 250C-ზე.
პრეპარატების გადაყრა საყოფაცხოვრებო ან საკანალიზაციო ნარჩენებთან ერთად არ შეიძლება. ჰკითხეტ ფარმაცევტს, ტუ როგორ უნდა გადაყაროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ადმირალი
აქტიური ინგრედიენტი არის ტენოქსიკამი. ყოველი კაფსულა შეიცავს 20 მგ აქტიურ ინგრედიენტს ტენოქსიკამს. სხვა ინგრედიენტებია ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, ერითროზინი Cl 45430 E127, პატენტი ლურჯი V Cl 42051 E 131, ტიტანის დიოქსიდი Cl 77891 E171, ჟელატინი, წყალი.
ადმირალის აღწერა და შეფუთვის შემცველობა
მუყაოს კოლოფი 30 მყარი კაფსულით, შეფუთული 3 ბლისტერში (ბლისტ 3x10). შეფუთვა ასევე შეიცავს მომხმარებლის ინსტრუქციის ფურცელს.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ნებართვის მფლობელი
S.J.A. PHARM LTD
11 არკოლეონის ქ. GR-1445 ათენი საბერძნეთი
მწარმოებელი
Medicair Bioscience Laboratories S.A.
ნეშენელ როუდი 61-ე კმ ათინონი-ლამიასი
სქსიმატარი ვიოტიასი, 32009, საბერძნეთი
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით