იმირანი 10მგ - IMIRAN 10mg
იმირანი 10მგ - IMIRAN 10mg

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, პროპულსივები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო დასახელება - Domperidone

შემცველობა:
თითოეული ტაბლეტი შეიცავს: 10 მგ დომპერიდონს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის მარეგულირებელი საშუალება.

ჩვენება:
ღებინება, გულისრევა, დისპეფსიური სიმპტომების კომპლექსი, განპირობებული კუჭის შენელებული დაცლით, გასტროეზოფაგური რეფლუქსით, ეზოფაგიტით (კუჭის გადავსების შეგრძნება, ბოყინი, მეტეორიზმი, გულძმარვა).
ფუნქციური ან ორგანული გენეზის ღებინება, გულისრევა (მათ შორის ინფექციებისას, დიეტის დარღვევისას, ქიმიური ან სხივური თერაპიისას).
დოფამინის აგონისტებით გამოწვეული ღებინება და გულისრევა პარკინსონის დაავადების დროს მათი გამოყენების შემთხვევებში (როგორიცაა ლევოდოპა და ბრომკრიპტინი).

დოზირების რეჟიმი:
მოზრდილებში:
მწვავე ღებინების ან გულისრევის შემთხვევებში პრეპარატს უნიშნავენ 20 მგ 3-4-ჯერ დღის განმავლობაში და ძილის წინ.
ქრონიკული დისპეფსიური მოვლენებისას პრეპარატს უნიშნავენ 10 მგ 3-ჯერ დღეში და დამატებით ძილის წინ.
საჭიროების შემთხვევაში აღნიშნულ დოზას აორმაგებენ.

ბავშვებში:
მწვავე ღებინების ან გულისრევის შემთხვევებში პრეპარატს უნიშნავენ სუსპენზიის სახით 5 მლ./10 კგ. სხეულის წონაზე გაანგარიშებით 3-4 მიღებაზე დღეში და ძილის წინ.
ქრონიკული დისპეფსიური მოვლენებისას პრეპარატს უნიშნავენ გაანგარიშებით 2.5 მლ 10 კგ. სხეულის წონაზე 3-ჯერ დღეში და საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ძილის წინ.

შენიშვნა:
მიღება რეკომენდებულია ჭამამდე. ჭამის შემდეგ პრეპარატის მიღებისას აბსორბცია ცოტათი ნელდება. 5 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში ტაბლეტებს არ უნიშნავენ. თირკმლის უკამრისობით ავადმყოფებში რეკომენდებულია პრეპარატის მიღების სიხშირის შემცირება (იხ. ნაწილი “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”).

უკუჩვენება
მედიკამენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;
ნაწლავების მექანიკური გაუვალობა ან პერფორაცია.
პროლაქტინის მაპროდუცირებელი ჰიპოფიზის სიმსივნე (პროლაქტინომა).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:
ანტაციდურ ან ანტისეკრეტორულ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, საბოლოო პრეპარატები ჭამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული, და არა ჭამამდე, ე.ი. მათი მიღება ნორპრესდონთან ერთად არ შეიძლება.

გამოყენება ლაქტაციის პერიოდში:
იმის გამო, რომ სიცოცხლის პირველ თვეებში მეტაბოლური და ჰემატოენცეფალური ბარიერი მთლიანად განვითარებული არ არის, ძუძუს ასაკის ბავშვებში ნებისმიერი პრეპარატი ფრთხილად უნდა დაინიშნოს და ძლიერი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. ვინაიდან ნევროლოგიური გვერდითი მოქმედებების არ არსებობა ძირითადად წარმოადგენს ჰემატოენცეფალური ბარიერის სუსტი დაძლევის შედეგს, ნევროლოგიური სიმპტომატიკის მთლიანად გამორიცხვა არ შეიძლება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გამოყენება ღვიძლის დაავადებების დროს:
დომპერიდონის ღვიძლში მაღალი მეტაბოლიზმის გათვალისწინებით ფრთხილად უნდა დაენიშნოთ ავადმყოფებს ღვიძლის უკმარისობით.
გამოყენება თირკმელების დაავადებების დროს:

ავადმყოფებში თირკმელების მძიმე უკმარისობით (შრატისმიერი კრეატინი >6მგ/100მლ, ე.ი.> 0.6 მოლი/ლ) დომპერიდონის ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება 7.4-დან 20.8 საათამდე, მაგრამ პრეპარატის კონცენტრაციები პლაზმაში უფრო მცირე იყო ვიდრე მოხალისე ჯანმრთელებში. ვინაიდან პრეპარატის ძალიან მცირე რაოდენობა გამოიყოფა თირკმელებით უცვლელი სახით, თითქმის არ არის საჭირო ერთჯერადი დოზის კორექცია ავადმყოფებში თირკმელების უკმარისობით.

განმეორებითი დანიშვნისას, შეყვანის სიხშირე არ უნდა აღემატებოდეს ერთხელ ან ორჯერ დღე-ღამეში, თირკმელების უკმარისობის სიმძიმის მიხედვით, და ასევე შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება. ჩვეულებრივ, ხანგრძლივი თერაპიისას ავადმყოფები რეგულარული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ.

ორსულობა და ლაქტაცია:
დომპერიდონი შეყვანილი ცხოველებისათვის დოზით 160 მგ/კგ/დღეში, ტერატოგენულ მოქმედებას არ ახდენდა. მაგრამ, უმეტესი სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ნორპრესდონი ორსულობის პირველი ტრიმესტრის პერიოდში, ინიშნება მხოლოდ მისი თერაპიული სარგებელის შემთხვევაში.

იმირანი 10მგ ტაბლეტები

IMIRAN


საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

დომპერიდონი

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10მგ დომპერიდონს.

დამხმარე ნივთიერებები: პრეჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ერითროზინი.

აღწერა

პერორალური ტაბლეტი: ვარდისფერი, მრგვალი, ბრტყელი, ნაჭდევით, ამოტვიფრულია „MC.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ღებინების საწინააღმდეგო საშუალება.

ათქ კოდი

A03FA03

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

დომპერიდონი არის დოფამინის ანტაგონისტი ღებინების და გულისრევის საწინააღმდეგო თვისებებით.

დომპერიდონი სრულად არ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერს. დომპერიდონის გამოყენებისას, განსაკუთრებით მოზრდილებში, ძალიან იშვიათია ექსტრაპირამიდული გვერდითი მოვლენები, თუმცა დომპერიდონი ხელს უწყობს პროლაქტინის გამოთავისუფლებას ჰიპოფიზიდან. მისი ღებინების და გულისრევის საწინააღმდეგო ეფექტი შესაძლოა გამოწვეული იყოს პერიფერული (გასტროკინეტიკური) ეფექტების კომბინაციით და დოფამინის რეცეპტორების ანტაგონიზმით ქემორეცეპტორულ ტრიგერულ ზონაში, რომელიც მდებარეობს ჰემატოენცეფალური ბარიერს გარეთ.

ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში, თავის ტვინში მცირე კონცენტრაციების არსებობა, მიუთითებს რომ დომპერიდონი უპირატესად მოქმედებს დოფამინის პერიფერიულ რეცეპტორებზე.

ადამიანებში ჩატარებული კვლევები მიუთითებენ, რომ პერორალური დომპერიდონი ზრდის შემცირებულ ეზოფაგულ წნევას, აუმჯობესებს ანტრალური და დუოდენური შეკუმშვების ხანგრძლივობას, აჩქარებს კუჭის დაცლას. არ შეინიშნება ეფექტი კუჭის სეკრეციაზე. ICH-E14 გაიდლაინების მიხედვით ჩატარდა სათანადო QT კვლევა. მოცემული კვლევა მოიცავდა პლაცებოს, აქტიურ შესადარებელ ნივთერებას და დადებით კონტროლს. ის ჩატარდა ჯანმრთელ სუბიექტებში დომპერიდონის დღეში 80მგ -ის (10 ან 20 მგ დღეში 4-ჯერ) მოცემულ კვლევაში გამოვლინდა QTc-ს მაქსიმალური გასნხვავება დომპერიდონსა და პლაცებოს შორის LS-ნიშნულში 3.4 მწმ საბაზისოდან 20მგ დომპერიდონისთვის დღეში 4-ჯერ მიღებისას მე-4 დღეს. ორმხრივი 90% CI (1.0-5.9 მწმ) არ აჭარბებდა 10 მწმ-ს. არ შეინიშნებოდა კლინიკურად დაკავშირებული QTc ეფექტები მოცემულ კვლევაში, როდესაც დომპერიდონი მიიღებოდა 80მგ/დღეში (ანუ. მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზაზე ორჯერ მეტი).

წინა ორი კვლევა პრეპარატების ურთიერთქმედების შესახებ მიუთითებს QTc-ს გახანგრძლივებაზე, როდესაც დომპერიდონის მიღება ხდებოდა მონოთერაპიის სახით (10მგ 4-ჯერ დღეში). QTcF-ის ყველაზე ხანგრძლივი დროის შესაბამისი მაჩვენებლის განსხვავება დომპერიდონსა და პლაცებოს შორის შეადგენდა 5.4 მწმ-ს (95% CI: - 1.7-12.4) და 7.5 მწმ (95% CI: 0.6-14.4), შესაბამისად.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

დომპერიდონი სწრაფად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ პიკური პლაზმური კონცენტრაციებით, რომელიც მიიღწევა დაახლოებით 1 საათში დოზირებიდან. Cmax და AUC მაჩვენებლები იზრდებოდა დოზის პროპორციულად 10მგ - 20მგ დოზირების დიაპაზონში. დომპერიდონის AUC-ის 2-3-ჯერადი კუმულაცია შეინიშნებოდა დღეში ოთხჯერ მიღებისას (ყოველ 5 საათში) 4 დღის განმავლობაში.

მიუხედავად იმისა, რომ დომპერიდონის ბიოშეღწევადობა იზრდება ჯამრთელ სუბიექტებში პრეპარატის ჭამის მერე მიღებისას, პაციენტებმა კუჭ-ნაწლავის პრობლემებით დომპერიდონი უნდა მიიღონ 15-30 წმ ჭამამდე.

კუჭის წვენის შემცირება ხელს უშლის დომპერიდონის შეწოვას. პერორალური ბიოშეღწევადობა მცირდება ციმეტიდინით და ნატრიუმის ბიკარბონატით კომბინირებული პრემედიკაციისას .

განაწილება

პერორალური დომპერიდონი არ კუმულირდება და არ იწვევს საკუთარი პროცესების ინდუცირებას: დღეში 30 მგ დომპერიდონის 2 კვირის განმავლობაში პერორალურად მიღებისას, მისი მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია (21 ნგ/მლ) მიღებიდან 90 წთ- ში თითქმის იგივე იყო, რაც დომპერიდონის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ (18ნგ/მლ). დომპერიდონი 91-93% უკავშირდება პლაზმურ ცილებს. ცხოველებში დისტრიბუციასთან დაკავშირებული რადიომარკირებული პრეპარატით კვლევები მიუთითებენ ქსოვილებში მის ფართოდ განაწილებაზე, მაგრამ მცირედით ჰემატოენცეფალურ ბარიერში. პრეპარატის მცირე რაოდენობა კვეთს პლაცენტურ ბარიერს ვირთაგვებში.

ბიოტრანსფორმაცია

დომპერიდონი განიცდის სწრაფ და ჭარბ ღვიძლისმიერ მეტაბოლიზმს ჰიდროქსილირებით და N-დეალკილირებით. დიაგნოსტიკური ინჰიბიტორებით ინ ვიტრო მეტაბოლიზმის ექსპერიმენტებმა გამოავლინეს, რომ CYP3A4 არის ციტოქრომ P450-ის ძირითადი ფორმა, რომელიც მონაწილეობს დომპერიდონის N-დეალკილირებაში , სადაც CYP3A4, CYP1A2 და CYP2E1 მონაწილეობენ დომპერიდონის არომატულ ჰიდროქსილირებაში.

ელიმინაცია

გამოყოფა შარდის და ფეკალიების მეშვეობით შეადგენს პერორალური დოზის 31 და 66%ს. უცვლელი გამოყოფილი პრეპარატის პროპორცია მცირეა (10% ფეკალიებში და დაახლოებით 1% შარდში). ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდია 7-9 სთ ჯანმრთელ მოხალისეებში, მაგრამ გახანგრძლივებულია პაციენტებში თირკმლის მწვავე უკმარისობით.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

სუბიექტებში ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დარღვევით (პიუს ქულა 7-9, ჩაილდ პიუს რეიტინგი B), დომპერიდონის AUC და Cmax 2.9 და 1.5 -ჯერ მაღალია, შესაბამისად, ვიდრე ჯანმრთელ სუბიექტებში. დაუკავშირებელი ფრაქცია იზრდება 25%-ით და ტერმინალური ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი გახანგრძლივებულია 15-დან 23 საათამდე. პაციენტებს ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევისას, გააჩნიათ დაბალი სისტემური განაწილების უნარი, ვიდრე ჯანმრთელ სუბიექტებს .

სუბიექტები ღვიძლის ფუნქციის მწვავე დარღვევით არ შესწავლილა. დომპერიდონი უკუნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის ზომიერი ან მწვავე დარღვევით (იხ. უკუჩვენებები).

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

სუბიექტებში თირკმლის მწვავე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი <30მლ/წთ/1.73 მ2) ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდებოდა 7.4-დან 20.8 საათამდე, მაგრამ პრეპარატის პლაზმური კონცენტრაციები უფრო მცირე იყო, ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში.

ვინაიდან, ძალიან მცირე რაოდენობის უცვლელი პრეპარატი (დაახლოებით 1%) გამოიყოფა თირკმელებით, ნაკლებად საჭიროებს ერთჯერადი დოზის კორექციას პაციენტებში თირკმლის უკმარისობით.

დომპერიდონით ხანგრძლივი მკურნალობისას, საჭიროა პაციენტების რეგულარული მონიტორინგი.


უსაფრთხოების კლინიკამდელი მონაცემები

ელექტროფიზიოლოგიური ინ ვიტრო და ინ ვივო კვლევები მიუთითებენ დომპერიდონის საერთო ზომიერ რისკზე ადამიანებში QTc ინტერვალის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.

თერაპიული ჩვენებები

  • დისპეფსიური სინდრომი ასოცირებული გასტროეზოფაგურ რეფლუქსთან, ეზოფაგიტთან, კუჭის ნელა დაცლასთან (ტკივილი ეპიგასტრიუმში, სისავსის შეგრძნება, გულძმარვა, ბოყინი, კუჭის დისკომფორტი, შებერილობა, გულისრევა, ღებინება).
  • სხვადასხვა წარმოშობის გულისრევა და ღებინება, მათ შორის ფუნქციური, ორგანული, ინფექციური, დიეტური, ციტოტოქსიკური (გამოწვეული ქიმიოთერაპიის და სხივური თერაპიით), გასტრიტი და 12-გოჯა ნაწლავის წყლული, ჰეპატიტი, პანკრეატიტი.
  • კუჭ-ნაწლავის მოტორიკის დარღვევები, მათ შორის პაციენტებში დიაბეტით, აგრეთვე ნერვული სისტემის დაავადებების დროს.
  • გულისრევა და ღებინება, კუჭ-ნაწლავის მოტორიკის დარღვევები ასოცირებული დოფამინის აგონისტის გამოყენებასთან პარკინსონის დაავადების მკურანლობის დროს (ლევოდოპა, ბრომოკრიპტინი).
  • კუჭ-ნაწლავის დიაგნოსტიკის წინ (რადიოსკოპიის და ენდოსკოპიის წინ) და ქირურგიული ჩარევის შემდეგ, გულისრევის და ღებინების პრევენციისთვის , კუჭ-ნაწლავის მოტორიკის გასაუმჯობესებლად (გარდა კუჭ-ნაწლავის მექანიკური ობსტრუქციისა).

უკუჩვენებები

  • დომპერიდონის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა
  • ჰიპოფიზის პროლაქტინ-მაპროდუცირებელი სიმსივნე (პროლაქტინომა)
  • არ არის რეკომენდირებული პრეპარატის გამოყენება კუჭის მამოძრავებელი ფუნქციის სტიმუაციის მიზნით: კუჭ-ნაწლავის ჰემორაგია, მექანიკური გაუვალობის ან პერფორაციის დროს .
  • პაციენტებში ღვიძლის ზომიერი ან მწვავე დისფუნქციით (იხ. ფარმაკოკინეტიკური თავისებურებები).
  • პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ გულის გამტარობის ინტერვალების გახანგრძლივება, განსაკუთრებით QTc, პაციენტებში ელექტროლიტების კონცენტრაციის მნიშვნელოვანი დარღვევით ან ფონური გულის დაავადებებით, როგორიცაა გულის შეგუბებითი უკმარისობა (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები)
  • QT_გამახანგრძლივებელ პრეპარატებთან ერთად გამოყენება (იხ. ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და სხვა სახის ურთერთქმედება)
  • პოტენციურ CYP3A4 ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენება (მიუხედავად მათი QT გამახამგრძლივებელი ეფექტის) (იხ. ურთირთქმედება სხვა პრეპარატებთან და სხვა ფორმის ურთიერთქმედება)
  • ბავშვებში 35 კგ -მდე სხეულის წონით (მოცემული კატეგორიის პაციენტებში გამოიყენება დომპერიდონის სუსპენზია)

განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

იმ შემთხვევაში, თუ გულისრევა და ღებინება გრძელდება 48 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

დოპმერიდონი არ არის რეკომენდებული მოძრაობის დარღვევებთან დაკავშირებული დაავადების სამკურნალოდ.

გამოყენება პოტენციურ CYP3A4 ინჰიბიტორებთან ერთად

პერორალურ კეტოკონაზოლთან, ერითრომიცინთან ან სხვა პოტენციურ CYP3A4 ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენება, რომლებიც ზრდიან QTc ინტერვალს, დაუშვებელია (იხ. ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება).

გულ-სისხლძარღვთა ეფექტები

დომპერიდონთან ასოცირდებოდა QT ინტერვალის გახანგრძლივება ეკგ-ზე. პოსტმარკეტინგული დაკვირვებისას შეინიშნებოდა QT გახანგრძლივების ძალიან იშვიათი შემთხვევები და მოციმციმე არითმია პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დომპერიდონს. მოცემული შემთხვევები მოიცავდა პაციენტებს რისკ-ფაქტორებით, ელექტროლიტების კონცენრაციის დარღვევით და სხვა პრეპარატების გამოყენებისას (იხ. გვერდითი მოვლენები).

ეპიდემიოლოგიური კვლევები მიუთითებენ, რომ დომპერიდონი ასოცირდებოდა პარკუჭოვან არითმიის ან უეცარი კარდიული სიკვდილის მომატებულ რიკსთან (იხ. გვერდითი მოვლენები). მაღალი რისკი შეინიშნებოდა >60 წლის პაციენტებში, პაციენტებში, რომლებიც იღებენ 30მგ-ზე მეტ დოზებს დღიურად და პაციენტებში, რომლებიც ამავდროულად იღებენ QT-გამახანგრძლივებელ პრეპარატებს ან CYP3A4 ინჰიბიტორებს.

დომპერიდონის გამოყენება უნდა მოხდეს ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით მოზრდილებსა და ბავშვებში.

დომპერიდონი უკუნაჩვენებია პაციენტებში ელექტროლიტების კონცენტრაციების მნიშვნელოვანი დარღვევით (ჰიპოკალემია, ჰიპერკალემია, ჰიპომაგნემია) ან ბრადიკარდიით, ან პაციენტებში გულის ფონური დაავადებებით როგორიცაა გულის შეგუბებითი უკმარისობა ვენტრიკულარული არითმიის მომამტებული რისკის გამო (იხ. უკუჩვენებები)

ელექტროლიტების დისბალანსი (ჰიპოკალემია, ჰიპერკალემია, ჰიპომაგნემია) ან ბრადიკარდია ცნობილია როგორც პროარითმიული რისკის გამზრდელი მდგომარეობა.

დომეპრიდონით მკურნალობა უნდა შეწყდეს თუ ვითარდება ისეთი ნიშნები და სიმპტომები, რომელიც შესაძლოა ასოცირდებოდეს გულის არითმიასთან ან კარდიალურ რაიმე სახის სიმტპომებთან, პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

დომპერიდონის ელიმინაციის პერიოდი გახანგრძლივებულია თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევისას. განმეორებითი გამოყენებისას პრეპარატის მიღების სიხშირე უნდა შემცირდეს დღეში ერთხელ ან ორჯერ, დარღვევის სიმწვავიდან გამომდინარე. შესაძლებელია საჭირო გახდეს დოზის შემცირებაც. დომპერიდონით ხანგრძლივი მკურნალობისას, საჭიროა პაციენტების მონიტორინგი რეგულარულად.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

დომპერიდონის ორსულებში გამოყენების შესახებ პოსტმარკეტინგული მონაცემები შეზღუდულია. ამიტომ, მისი გამოყენება ორსულობის დროს უნდა მოხდეს თერაპიული სარგებელის შეფასების შემდეგ.

ლაქტაცია

ძუძუთი კვების დროს დომპერიდონის დოზის <0.1% გადადის დედის რძით. შესაბამისად არ არის გამორიცხული გვერდითი მოველენების განვითარება, განსაკუთრებით უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს კარდიული მოვლენები. ლაქტაციის შეწყვეტა უნდა მოხდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დედის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ახალშობილზე მოქმედების პოტენციურ რისკს. ასევე სიფრთხილის გამოჩენაა საჭიროა QTc გახანგრძლივების რისკის გამო.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება

დომპერიდონის ძირითადი მეტაბოლური პროცესი მიმდინარეობს CYP3A4 -ის მეშვეობით.

ინ ვიტრო მონაცემების მიხედვით, პრეპარატების ერთად მიღებამ, რომლებიც მნიშვნელოვნად აინჰიბირებენ მოცემულ ფერმენტს, შესაძლოა გამოიწვიოს დომპერიდონის პლაზმური დონის მომატება.

განცალკევებული ინ ვივო ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედების კვლევები კეტოკონაზოლთან ან პერორალურ ერითრომიცინთან მიღებით ჯანმრთელ სუბიექტებში, ადასტურებენ დომპერიდონის CYP3 A4-ით განპირობებულ პირველადი გადასვლის მეტაბოლიზმის გამოხატულ ინჰიბირებას მოცემული პრეპარატებით.

პერორალური დომპერიდონის 10მგ დღეში ოთხჯერ მიღებით და კეტოკონაზოლის 200მგ დღეში ორჯერ მიღებით, QTc საშუალო 9.8 მწმ გახანგრძლივება შეინიშნებოდა დაკვრივების პერიოდში, ინდივიდუალური დროის ნიშნულების ცვლილებით 1.2-17.5 მწმ დიაპაზონში.

დომპერიდონის 10მგ დღეში ოთხჯერ და პერორალური ერითრომიცინის 500მგ დღეში სამჯერ მიღებისას QTc იზრდებოდა 9.9მწმ-ით, რაც ცვლიდა ინდივიდუალურ დროის ნიშნულს 1.6-14.3 მწმ დიაპაზონით. დომპერიდონის Cmax და AUC წონასწორულ მდგომარეობაში იზრდებოდა დაახლოებით სამჯერ თითოეულ კვლევაში. მოცემულ კვლევებში დომპერიდონით მონოთერაპია 10მგ პერორალურად მიღებისას დღეში ოთხჯერ იწვევდა QTc საშუალოდ გახანგრძლივებას 1.6 მწმ-თ (კეტოკონაზოლის კვლევა) და 2.5მწმ-ით (ერითრომიცინის კვლევა), მაშინ როდესაც კეტოკონაზოლის მონოთერაპია (200მგ დღეში ორჯერ) და ერითრომიცინის მონოთერაპია (500მგ სამჯერ დღეში) იწვევდა QTc-ს გახანგრძლივებას 3.8 და 4.9 მწმ-ით, შესაბამისად დაკვირვების პერიოდში.

ფარმაკოკინეტიკური და/ან ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედების გამო, არსებობს QT ინტერვალის გახანგრძლივების მომატებული რისკი.

შემდეგი სუბსტანციების ერთად მიღება უკუნაჩვენებია

QTc-გამახანგრძივებელი სამედიცინო პროდუქტები

  • ანტი-არითმიული კლასი IA (მაგ. დისოპირამიდი, ჰიდროქინინი, ქინიდინი)
  • ანტი-არითმიული კლასი III (მაგ. ამიოდარონი, დოფეტილიდი, დრონედარონი, იბუტილიდი, სოტალოლი)
  • ზოგიერთი ანტიფსიქოზური საშუალებები (მაგ. ჰალოპერიდოლი, პრიმოზიდი, სერტინდოლი)
  • ზოგიერთი ანტიდეპრესანტი (მაგ. ციტალოპრამი, ესციტალოპრამი)
  • ზოგიერთი ანტიბიოტიკი (მაგ. ერითრომიცინი, ლევოფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, სპირამიცინი)
  • ზოგიერთი სოკოს საწინააღმდეგო საშუალება (მაგ. პენტამიდინი)
  • ზოგიერთი მალარიის საწინააღმდეგო საშუალება (განსაკუთრებით ჰალოფანტრინი, ლუმეფანტრინი)
  • ზოგიერთი კუჭ-ნაწლავის პრეპარატი (მაგ. ცისაპრიდი, დოლასეტრონი, პრუკალოპრიდი)
  • ზოგიერთი ანტიჰისტამინი (მაგ. მექიტაზინი, მიზოლასტინი)
  • ზოგიერთი სიმსივნური პრეპარატი (მაგ. ტორემიფინი, ვანდეტანიბი, ვინკამიცინი)
  • სხვა პრეპარატები (მაგ. ბეპრიდილი, დიფემანილი, მეთადონი)

(იხ. უკუჩვენებები)

CYP3A4პოტენციური ინჰიბიტორები (მიუხედავად მათიQT****გამახანგრძლივებელი ეფექტისა), ანუ:

  • პროტეაზას ინჰიბიტორები
  • სისტემური აზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები
  • ზოგიერთი მაკროლიდი (ერითრომიცინი, კლარითრომიცინი და ტელითრომიცინი)

(იხ. უკუჩვენებები).

შემდეგი სუბსტანციების ერთად გამოყენება არ არის რეკომენდებული

CYP3A4 ზომიერი ინჰიბიტორები, ანუ, დილთიაზემი, ვერაპამილი და ზოგიერთი მაკროლიდი (იხ. ნაწილი უკუჩვენებები).

შემდეგი სუბსტანციების ერთად გმოაყენება მოითხოვს სიფრთხილეს

ბრადიკარდიის და ჰიპოკალემიის მაინდუცირებელი პრეპარატების გამოყენება მოითხოვს სიფრთხილეს, ასევე მაკროლიდები, რომლებიც მონაწილეობენ QT ინტერვალის გახანგრძლივებაში: აზითრომიცინი და ტოქსითრომიცინი (კლარითრომიცინი უკუნაჩვენებია, ვინაიდან არის პოტენციური CYP3A4 ინჰიბიტორი).

ზემოთ ჩამოთვლილი სუბსტანციები არის წარმომადგენლობითი და არა ამომწურავი.

შეუსაბამობა

უცნობია.

ზემოქმედება ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე

იმირანს არ გააჩნია უარყოფითი გავლენა ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

დოზირება და მიღების წესი

პერორალური გამოყენებისთვის.

  • რეკომენდებულია იმირანის მიღება ჭამამდე 15-30 წუთით ადრე. ჭამის შემდეგ მიღების შემთხვევაში, პრეპარატის აბსორბცია შეყოვნებულია.
  • გახანგრძლივებული გამოყენების დროს პაციენტებმა უნდა მიიღონ ყოველი დოზა დაგეგმილ დროს. დოზის გამოტოვების შემთხვევაში უნდა მოხდეს ჩვეული გრაფიკით პრეპარატის მიღება. დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
  • როგორც წესი, მკურანლობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.

დოზირება

გულისრევის და ღებინების ხანმოკლე ეპიზოდის საკონტროლოდ, იმირანი მიიღება უმცირესი დოზით.

მოზრდილები და მოზარდები (12 წლიდან და >35 კგ სხეულის მასით):

1 ტაბლეტბი (10მგ), თუ აუცილებელია 2 ტაბლეტი (20მგ) 3-4ჯერ დღეში. მაქსიმალური დოზაა 8 ტაბლეტი (80მგ) დღეში.

ბავშვები: 0,25-0,5მგ/კგ დღეში 3-4ჯერ. მაქსიმალური დოზაა 2,4 მგ/კგ დღეში.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა:

იმირანი უკუნაჩვენებია ღვიძლის ფუნქციის ზომიერი ან მწვავე დარღვევის დროს (იხ. უკუჩვენებები). დოზის ცვლილება ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დარღვევისას არ არის საჭირო (იხ. ფარმაკოკინეტიკური თავისებურებები).

თირკმლის ფუნქციის დარღვევა:

ვინაიდან დომპერიდონის ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი გახანგრძლივებულია თირკმლის ფუქნციის მწვავე დარღვევისას განმეორებითი მიღების დროს პრეპარტის დოზის მიღების სიხშირე უნდა შემცირდეს დღეში ერთხელ ან ორჯერ მიღებით, დარღვევის სიმწვავის მიხედვით და შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირებაც.

გვერდითი მოვლენები

დომპერიდონის უსაფრთხოება შეფასდა 1275 პაციენტში დისპეფსიით, გასტრო-ეზოფაგული რეფლუქსით, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომით, გულისრევით და ღებინებით ან სხვა მდგომარეობებით 31 ორმაგად ბრმა, პლაცებო კონტროლირებულ კვლევაში. პაციენტების ასაკი შეადგენდა 15 წელს და იღებდნენ დომპერიდონის ერთ დოზას. მედიანური საერთო დღიური დოზა შეადგენდა 30მგ (10-80მგ დიაპაზონი), და საშუალო ხანგრძლივობა - 28 დღეს (1-28 დღის დიაპაზონი).

გამოირიცხა კვლევები დიაბეტური გასტროპარეზის ან ქიმიოთერაპიის მეორადი სიმტომების ან პარკინსონიზმის დროს.

გამოყენებულია შემდეგი სახის ტერმინები და სიხშირე : ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 - <1/10), არახშირი (≥1/1000 - <1/100), იშვიათი (≥1/10,000 - <1/1000), და ძალიან იშვიათი (<1/10,000).

როდესაც სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული კლინიკური მონაცემების მიხედვით, მითითებულია როგორც „უცნობია".

სისტემური ორგანოთა კლასი | გვერდითი მოვლენების სიხშირე
---|---
| ხშირი | არახშირი
ფსიქიური დარღვევები | | ლიბიდოს დაკარგვა შფოთვა
ნერვული სისტემის მხრივ | | ძილიანობა თავის ტკივილი
კუჭ-ნაწლავის მხრივ | პირის სიმშრალე | დიარეა
კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ | | გამონაყარი პრურიტი
რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ | | გალაქტორეა სარძევე ჯირკველბის ტკივილი სარძევე ჯირკვლების გამაგრება
ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები | | ასთენია

პოსტმარკეტინგული გამოცდილება

კლინიკური კვლევების დროს შეტყობინებულ გვერდით მოვლენებთან ერთად შეინიშნებოდა შემდეგი სახის გვერდითი მოვლენები.

იმუნური სისტემის მხრივ

უცნობია | ანაფილაქსიური რეაქციები (მათ შორის ანაფილაქსიური შოკი)
ფსიქიური დარღვევები
უცნობია | შფოთვა, ნევროზი
ნერვული სისტემის მხრივ
უცნობია | კონვულსიები, ექსტრაპირამიდული დარღვევები
თვალის მხრივ |
უცნობია | ოკულომოტორული კრიზი
გულის მხრივ
უცნობია | პარკუჭოვანი არითმიები, QTc გახანგრძლივება, მოციმციმე არითმია, უეცარი კარდიული სიკვდილი (იხილეთ "განსაკუთრებული გაფრთილებები და სიფრთხილის ზომები")
კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
უცნობია | ჭინჭრის ციება, ანგიოედემა
თირკმლის და საშარდე გზების მხრივ
უცნობია | შარდის შეკავება
რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ** **
უცნობია | გინეკომასტია, ამენორეა
გამოკვლევები
უცნობია | ღვიძლის ფუნქციის ტესტის დარღვევა, სისხლში პროლაქტინის მომატება
| |

ექსტრაპირამიდული დარღვევები ვითარდება ახალშობილებსა და ჩვილებში.

კონვულსიების და აგიტაციის სხვა სახის ცენტრალური ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული ეფექტები ასევე შეინიშნებოდა ახალშობილებსა და ჩვილებში.

პარკუჭოვანი არითმიის მომატებული რისკი შეინიშნებოდა ზოგიერთ ეპიდემიოლოგიურ კვლევაში.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა მნიშვნელოვანია, ან თუ შეამჩნევთ ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარებას რომელიც არ არის ჩამოთვლილ მოცემულ ჩანართში, აცნობეთ ექიმს

ჭარბი დოზირება

სიმპტომები:

ჭარბი დოზირება შეინიშნებოდა უპირატესად ახალშობილებსა და ბავშვებში. ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს შფოთვას, ცნობიერების დარღვევას, კონვულსიებს, დეზორიენტაციას, ძილიანობას და ექსტრაპირამიდულ რეაქციებს.

მართვა:

ჭარბი დოზირების შემთხვევაში, დომპერიდონით მკურნალობა უდა შეწყდეს და დაინიშნოს სტანდარტული სიმპტომური მკურნალობა. უნდა მოხდეს ეკგ მონიტორინგი , QT ინტერვალის გახანგრძლივების შესაძლებლობის გამო.

კუჭის ამორეცხვა და აქტივირებული ნახშირის გამოყენება შესაძლებელია იყოს საჭირო. რეკომენდებულია სათანადო სამედიცინო დაკვირვება და შემანარჩუნებელი თერაპია. შესაძლებელია სასარგებლო იყოს ანტიქოლინერგული, პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება ექსტრაპირამიდული რეაქციების კონტროლისთვის.

შეფუთვა

10 ტაბლეტი შეფუთულია ალუმინის/პვქ ბლისტერში. 10, 20, 30, 50 ან 100 ტაბლეტი პაციენტისთვის განკუთვნილ ინფორმაციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

ინახება არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ მშრალ ადგილას.

შეინახეთ ბავშებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

5 წელი.

დაუშვებელია გამოყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გადაგდების განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

არ საჭიროებს განსაკუთრებულ ზომებს.

ნებისმიერი სახის გამოუყენებელი სამედიცინო პროდუქტი ან ნარჩენი ექვემდებარება გადაყრას ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.


მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი

მედოქემი ლტდ., P.O. ყუთი 51409, ლიმასოლი, კვიპროსი.

საერთაშორისო დასახელება - Domperidone

შემცველობა:
თითოეული ტაბლეტი შეიცავს: 10 მგ დომპერიდონს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის მარეგულირებელი საშუალება.

ჩვენება:
ღებინება, გულისრევა, დისპეფსიური სიმპტომების კომპლექსი, განპირობებული კუჭის შენელებული დაცლით, გასტროეზოფაგური რეფლუქსით, ეზოფაგიტით (კუჭის გადავსების შეგრძნება, ბოყინი, მეტეორიზმი, გულძმარვა).
ფუნქციური ან ორგანული გენეზის ღებინება, გულისრევა (მათ შორის ინფექციებისას, დიეტის დარღვევისას, ქიმიური ან სხივური თერაპიისას).
დოფამინის აგონისტებით გამოწვეული ღებინება და გულისრევა პარკინსონის დაავადების დროს მათი გამოყენების შემთხვევებში (როგორიცაა ლევოდოპა და ბრომკრიპტინი).

დოზირების რეჟიმი:
მოზრდილებში:
მწვავე ღებინების ან გულისრევის შემთხვევებში პრეპარატს უნიშნავენ 20 მგ 3-4-ჯერ დღის განმავლობაში და ძილის წინ.
ქრონიკული დისპეფსიური მოვლენებისას პრეპარატს უნიშნავენ 10 მგ 3-ჯერ დღეში და დამატებით ძილის წინ.
საჭიროების შემთხვევაში აღნიშნულ დოზას აორმაგებენ.

ბავშვებში:
მწვავე ღებინების ან გულისრევის შემთხვევებში პრეპარატს უნიშნავენ სუსპენზიის სახით 5 მლ./10 კგ. სხეულის წონაზე გაანგარიშებით 3-4 მიღებაზე დღეში და ძილის წინ.
ქრონიკული დისპეფსიური მოვლენებისას პრეპარატს უნიშნავენ გაანგარიშებით 2.5 მლ 10 კგ. სხეულის წონაზე 3-ჯერ დღეში და საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ძილის წინ.

შენიშვნა:
მიღება რეკომენდებულია ჭამამდე. ჭამის შემდეგ პრეპარატის მიღებისას აბსორბცია ცოტათი ნელდება. 5 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში ტაბლეტებს არ უნიშნავენ. თირკმლის უკამრისობით ავადმყოფებში რეკომენდებულია პრეპარატის მიღების სიხშირის შემცირება (იხ. ნაწილი “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”).

უკუჩვენება
მედიკამენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;
ნაწლავების მექანიკური გაუვალობა ან პერფორაცია.
პროლაქტინის მაპროდუცირებელი ჰიპოფიზის სიმსივნე (პროლაქტინომა).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:
ანტაციდურ ან ანტისეკრეტორულ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, საბოლოო პრეპარატები ჭამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული, და არა ჭამამდე, ე.ი. მათი მიღება ნორპრესდონთან ერთად არ შეიძლება.

გამოყენება ლაქტაციის პერიოდში:
იმის გამო, რომ სიცოცხლის პირველ თვეებში მეტაბოლური და ჰემატოენცეფალური ბარიერი მთლიანად განვითარებული არ არის, ძუძუს ასაკის ბავშვებში ნებისმიერი პრეპარატი ფრთხილად უნდა დაინიშნოს და ძლიერი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. ვინაიდან ნევროლოგიური გვერდითი მოქმედებების არ არსებობა ძირითადად წარმოადგენს ჰემატოენცეფალური ბარიერის სუსტი დაძლევის შედეგს, ნევროლოგიური სიმპტომატიკის მთლიანად გამორიცხვა არ შეიძლება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გამოყენება ღვიძლის დაავადებების დროს:
დომპერიდონის ღვიძლში მაღალი მეტაბოლიზმის გათვალისწინებით ფრთხილად უნდა დაენიშნოთ ავადმყოფებს ღვიძლის უკმარისობით.
გამოყენება თირკმელების დაავადებების დროს:

ავადმყოფებში თირკმელების მძიმე უკმარისობით (შრატისმიერი კრეატინი >6მგ/100მლ, ე.ი.> 0.6 მოლი/ლ) დომპერიდონის ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება 7.4-დან 20.8 საათამდე, მაგრამ პრეპარატის კონცენტრაციები პლაზმაში უფრო მცირე იყო ვიდრე მოხალისე ჯანმრთელებში. ვინაიდან პრეპარატის ძალიან მცირე რაოდენობა გამოიყოფა თირკმელებით უცვლელი სახით, თითქმის არ არის საჭირო ერთჯერადი დოზის კორექცია ავადმყოფებში თირკმელების უკმარისობით.

განმეორებითი დანიშვნისას, შეყვანის სიხშირე არ უნდა აღემატებოდეს ერთხელ ან ორჯერ დღე-ღამეში, თირკმელების უკმარისობის სიმძიმის მიხედვით, და ასევე შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება. ჩვეულებრივ, ხანგრძლივი თერაპიისას ავადმყოფები რეგულარული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ.

ორსულობა და ლაქტაცია:
დომპერიდონი შეყვანილი ცხოველებისათვის დოზით 160 მგ/კგ/დღეში, ტერატოგენულ მოქმედებას არ ახდენდა. მაგრამ, უმეტესი სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ნორპრესდონი ორსულობის პირველი ტრიმესტრის პერიოდში, ინიშნება მხოლოდ მისი თერაპიული სარგებელის შემთხვევაში.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
იმირანი 10მგ #20ტ
  • სახელი: იმირანი 10მგ #20ტ
  • მწარმოებელი: Medochemie Ltd. (Factory AZ) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Medochemie Ltd. (Central Factory)(კვიპროსი)) (კვიპროსი)
  • შეფუთვა: 10მგ ტაბლეტი №20 (2X10)
Aversi 19.35 ლ
იმირანი ტაბლეტი 10მგ #20
  • სახელი: იმირანი ტაბლეტი 10მგ #20
  • მწარმოებელი: Medochemie Ltd. (Factory AZ) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Medochemie Ltd. (Central Factory)(კვიპროსი)) (კვიპროსი)
  • შეფუთვა: 10მგ ტაბლეტი №20 (2X10)
Pharmadepot 13.56 ლ
Imiran - იმირანი 10მგ 20 ტაბლეტი
  • სახელი: Imiran - იმირანი 10მგ 20 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: Medochemie Ltd. (Factory AZ) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Medochemie Ltd. (Central Factory)(კვიპროსი)) (კვიპროსი)
  • შეფუთვა: 10მგ ტაბლეტი №20 (2X10)
PSP 13.15 ლ
იმირანი ტაბლეტი 10მგ #20
  • სახელი: იმირანი ტაბლეტი 10მგ #20
  • მწარმოებელი: Medochemie Ltd. (Factory AZ) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Medochemie Ltd. (Central Factory)(კვიპროსი)) (კვიპროსი)
  • შეფუთვა: 10მგ ტაბლეტი №20 (2X10)
GPC 19.37 ლ