ატროპინი-დარნიცა - ATROPINE-DARNITSA
ატროპინი-დარნიცა - ATROPINE-DARNITSA

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, ბელადონას ალკალოიდები, მესამეული ამინები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ატროპინ-დარნიცა

(ATROPINE- DARNITSA)

შემადგენლობა

მოქმედი ნითიერება:atropine;

1 მლ ხსნარი შეიცავს ატროპინის სულფატს 1 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: ქლორწყალბადოვანი მჟავა, საინექციო წყალი.

წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:გამჭვირვალე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ფუნქციონალური გასტროინტესტინალური აშლილობების სამკურნალო საშუალება. შმაგას (ბელადონას) ალკალოიდები, მესამეული ამინები. ატროპინი.

ათქ კოდი: A03BA01.


ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ატროპინი - ალკალოიდია, რომელსაც შეიცავს Solanaceae ოჯახის მცენარეები. იგი M- ქოლინორეცეპტორების ბლოკატორია, რომელიც თანაბრად უკავშირდება მუსკარინული რეცეპტორების M1-, M-2 და M3- ქვეტიპებს; მოქმედებს როგორც ცენტრალურ ასევე პერიფერიულ M- ქოლინორეცეპტორებზე. ის ასევე მოქმედებს (თუმცა ბევრად სუსტად) H-ქოლინორეცეპტორებზე. აფერხებს აცეტილქოლინის მასტიმულირებელ მოქმედებას; ამცირებს სანერწყვე, კუჭის, ბრონქების, ცრემლსადენი და საოფლე ჯირკვლების სეკრეციას.

ამცირებს შინაგანი ორგანოების კუნთოვან ტონუსს (ბრონქების, კუჭ -ნაწლავის ტრაქტის, პანკრეასის, ნაღვლსადენი გზების და ნაღვლის ბუშტის, საშარდე არხების, შარდის ბუშტის): იწვევს ტაქიკარდიას, აუმჯობესებს ანტრიოვინტრიკულურ გამტარობას. ამცირებს კუჭ -ნაწლავის ტრაქტის მოტორიკას, პრაქტიკულად არ მოქმედებს ნაღვლისა და პანკრეასის სეკრეციაზე. აფართოებს გუგებს, აფერხებს თვალშიდა სითხის გადინებას, ზრდის თვალშიდა წნევას და იწვევს აკომოდაციის დამბლას. საშუალო თერაპიული დოზებით, ის გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (ცნს) და იწვევს დაგვიანებულ, მაგრამ ხანგრძლივ დამამშვიდებელ ეფექტს. ასტიმულირებს სუნთქვას.

ფარმაკოკინეტიკა

ატროპინის სულფატი სწრაფად შეიწოვება სისხლში ინექციის ადგილიდან. ის სწრაფად ნაწილდება ორგანიზმში, ჰემატოენცეფალური, პლაცენტური ბარიერების გავლით აღწევს დედის რძეში. ინტრავენური შეყვანის შემდეგ, მაქსიმალური ეფექტი ვლინდება 2-4 წუთის შემდეგ. ბიოშეღწევადობა - 25%. 50% მეტაბოლიზდება ღვიძლში ფერმენტაციური ჰიდროლიზის გზით ტროპინსა და ტროპონმჟავამდე. სისხლის პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 18 %. მნიშვნელოვანი კონცენტრაციით, იგი ვლინდება ცენტრალურ ნერვულ სისტემაში 0.5-1 საათის შემდეგ. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2 საათს. სამკურნალო საშუალება გამოიყოფა თირკმელებით: უცვლელი სახით - 50%, დარჩენილი ნაწილი- ჰიდროლიზისა და კონიუგაციის პროდუქტების სახით.

კლინიკური მახასიათებლები

ჩვენებები

როგორც სიმპტომატური საშუალება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისას, პილოროსპაზმის, მწვავე პანკრეატიტის, ნაღვლის კენჭოვანი დააადებისას, ქოლეცისტიტის დროს, კუჭ-ნაწლავის, საშარდე გზების სპაზმის, ბრონქული ასთმის, ბრადიკარდიის დროს, როგორც ცთომილი ნერვის ტონუსის მომატების შედეგი, სანერწყვე, კუჭის, ბრონქიალური,ზოგჯერ საოფლე ჯირკვლების სეკრეციის შესამცირებლად, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის რენტგენოლოგიური გამოკვლევის ჩასატარებლად (ორგანოების ტონუსის და მოძრაობითი აქტივობის დაქვეითება).

სამკურნალო საშუალება ნაჩვენებია ანესთეზიამდე და ოპერაციამდე გამოსაყენებლად და ქირურგიული ჩარევის დროს, როგორც საშუალება, რომელიც ახდენს ბრონქო- ლარინგოსპაზმების პრევენციას. ამცირებს ჯირკვლების სეკრეციას, რეფლექტორულ რეაქციებს და გვერდით ეფექტებს, განპირობებულს ცთომილი ნერვის აგზნებით. როგორც სპეციფიური ანტიდოტი ქოლინომიმეტური ნაერთებით და ანტიქოლინესტერაზული (მათ შორის ფოსფორორგანული) ნივთიერებებით მოწამვლის დროს.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, რომლის დროსაც გულის შეკუმშვების სიხშირის ზრდა შეიძლება იყოს არასასურველი: მოციმციმე არითმია, ტაქიკარდია, ქრონიკული გულის უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება (CHD), მიტრალური სტენოზი, მძიმე არტერიული ჰიპერტენზია. მწვავე სისხლდენა. თირეოტოქსიკოზი. ჰიპერთერმული სინდრომი. კუჭ -ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, რომელსაც თან ახლავს გაუვალობა (საყლაპავი მილის აქალაზია, პილოროსტენოზი, ნაწლავის ატონია, ტოქსიკური მეგაკოლონი). გლაუკომა. ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობა; Miastenia gravis; შარდის შეკავება ან მიდრეკილება შარდის შეკავებისკენ (მაგალითად, პროსტატისა და ურეთრის დაავადებების გამო); ტვინის დაზიანება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებანი

ატროპინის სულფატის გამოყენებისას მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებთან, ვითარდება გულის არითმიები, ქინიდითან, ნოვოკაინამიდთან აღინიშნება ქოლინოლიტიკური ეფექტის შეჯამება. შროშანის სამკურნალო საშუალებებთან, ტანინთან ერთად პერორალურად მიღებისას, შეინიშნება ფიზიკურ-ქიმიური ურთიერთქმედება, რომელიც იწვევს ეფექტების ურთიერთშესუსტებას. ატროპინის სულფატი ამცირებს ნარკოტიკული საშუალებების მოქმედების სიღრმესა და ხანგრძლივობას, ასუსტებს ოპიატების ანალგეტიკურ ეფექტს. დიმედროლთან ან დიპრიზინთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ატროპინის მოქმედება, ნიტრატებთან, ჰალოპერიდოლთან, სისტემური გამოყენებისთვის განკუთვნილ კორტიკოსტეროიდებთან - იზრდება თვალშიგა წნევის მომატების ალბათობა, სერტრალინთან

  • ძლიერდება სამკურნალო საშუალებების დეპრესიული ეფექტი, სპირონოლაქტონთან, მინოქსიდალთან - სპირონოლაქტონის და მინოქსიდალის ეფექტი მცირდება, პენიცილინებთან - იზრდება ორივე სამკურნალო საშუალების ეფექტი, ნიზატიდინთან - ძლიერდება ნიზატიდინის მოქმედება, კენოკონაზოლთან ერთად კეტოკონაზოლის შეწოვა მცირდება, ასკორბინის მჟავასთან და ატაპულგიტთან ერთად - ატროპინის ეფექტი მცირდება, პილოკარპინთან - პილოკარპინის ეფექტურობა მცირდება გლაუკომის მკურნალობისას, ოქსპრენოლთან - მცირდება სამკურნალო საშუალების ანტიჰიპერტენზიული ეფექტი. ოქტადინის ზემოქმედების ქვეშ შესაძლებელია ატროპინის ჰიპოსეკრეტორული ეფექტის შემცირება, რომელიც ასუსტებს M- ქოლინომიმეტიკების და ანტიქოლინესთერაზული საშუალებები მოქმედებას. სულფანილამიდურ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას თირკმლის დაზიანების რისკი იზრდება. კალიუმის შემცველ სამკურნალო საშუალებებთან - შესაძლებელია ნაწლავში წყლულების გაჩენა, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ სამკურნალო საშუალებებთან - იზრდება კუჭის წყლულებისა და სისლდენების გაჩენის რისკი.

ატროპინის სულფატის მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს და ასევე შესაძლებელია ატროპინის გვერდითი ეფექტების (შარდის შეკავება, ყაბზობა, პირის სიმშრალე) რისკის ზრდა ანტიმუსკარინული ეფექტის მქონე სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენებისას: M- ქოლინობლოკატორები, პარკინსონის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები (ამანტადინი), სპაზმოლიტიკები, ზოგიერთ ანტიჰისტამინური საშუალებები, მექიტაზინი, ბუტიროფეტონის ჯგუფის სამკურნალო საშუალებები, ფენოტიაზინები, დისპირამიდები, ქინიდინი და ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მონოამინების უკუნეირონული მიტაცების არასელექციურ ინჰიბიტორები.

ატროპინის ზემოქმედების ქვეშ პერისტალტიკის დათრგუნვამ შეიძლება გამოიწვიოს სხვა სამკურნალო საშუალებების შეწოვის ცვლილება.

გამოყენების თავისებურებები

სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ პროსტატის ჰიპერტროფია საშარდე გზების ობსტრუქციის გარეშე, დაუნის დაავადებით, ბავშვთა ცერებრალური დამბლით, პილორული სტენოზით დაავადებულებთან, რეფლუქს ეზოფაგიტით (რადგანაც ატროპინს შეუძლია კუჭის დაცარიელების შეფერხება, კუჭის მოქმედების შეჩერება და საყლაპავის სფინქტერის მოდუნება), დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი რეფლუქს ეზოფაგიტთან ერთად, ნაწლავების ატონიით ხანდაზმულ ადამიანებში, არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტით, მეგაკოლონით, ქსეროსტომიით დაავადებულ პაციენტებში, ხანდაზმულ პაციენტებთან ან დასუსტებულ დაავადებულებთან, ფილტვების ქრონიკული დაავადებების დროს შეუქცევადი ობსტრუქციის გარეშე, ფილტვების ქრონიკული დაავადებებისას, როდესაც წარმოიქმნება უმნიშვნელო რაოდენობის სქელი ძნელად გამოყოფადი ნახველი (განსაკუთრებით უმცროსი ასაკის ბავშვებთან და დასუსტებულ ავადმყოფებთან), ვეგეტატიური (ავტონომიური) ნეიროპათიის დროს, გულის უკმარისობის მქონე ავადმყოფებთან, არითმიით, ჰიპერთირეოზით დაავადებებულებთან და ცხელების დროს ან როდესაც გარემოს ტემპერატურა მაღალია.

ატროპინი არ უნდა მიიღონ მიასთენიის მქონე პაციენტებმა, თუ იგი არ გამოიყენება ანტიქოლინესთერაზასთან ერთად.

ატროპინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ატრიოვენტიკულარული ბლოკადის მაღალი ხარისხის მქონე პაციენტებში (მეორე ხარისხის Mobitz II ტიპის ან მესამე ხარისხის).

ტაქიარითმიით დაავადებულ პაციენტებთან, გულის ხანგრძლივი უკმარისობით, გულის იშემიური დააადებისას ატროპინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოიყენებული, რადგანაც შესაძლებელია სინოატრიალური კვანძის რითმის მძღოლის ვაგუსული დამუხრუჭების ბლოკირება.

გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში

სამკურნალო საშუალება უკუნაჩვენებია ორსულობის დროს.

ძუძუთი კვების დროს ატროპინის სულფატის გამოყენება უკუნაჩვენებია ბავშვზე ტოქსიკური ზემოქმედების განვითარების საშიშროების გამო.

ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა

იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლებელია ისეთი გვერდითი რეაქციების გაჩენა, როგორიცაა თავბრუსხვევა, ძილიანობა, ჰალუცინაციები, მხედველობის ან აკომოდაციის დარღვევა, სამკურნალო საშუალების გამოყენებისას თავი უნდა შეიკავოთ ავტომტრანსპორტის მართვისგან ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისგან.

მიღების წესი და დოზირება

ატროპინის სულფატი ინიშნება კანქვეშ, ინტრამუსკულურად, ინტრავენურად.

ანესთეზიის შეყვანის დროს, ვაგუსის მიერ გულისცემის სიხშირის დათრგუნვის რისკის შემცირების მიზნისთვის და სანერწყვე და ბრონქული ჯირკვლების სეკრეციის შესამცირებლად - 0,3-0,6 მგ კანის ქვეშ ან ინტრამუსკულარულად ანესთეზიამდე 30-60 წუთით ადრე მორფინთან კომბინირებულად (10 მგ მორფინის სულფატი) 1 საათით ადრე ანესთეზიამდე. ანტიქოლინესტერაზული მედიკამენტებით მოწამვლის შემთხვევაში, ატროპინის სულფატი ინიშნება ინტრამუსკულურად 2 მგ ყოველ 20-30 წუთში კანის გაწითლებისა და სიმშრალის გაჩენამდე, ასევე თვალის გუგების გაფართოებამდე და ტაქიკარდიის გაჩენამდე და სუნთქვის ნორმალიზებამდე. ზომიერი და მძიმე მოწამვლისას ატროპინი შეიძლება დაინიშნოს ორი დღის განმავლობაში (სანამ არ გამოჩნდება "ხელახალი ატროპინიზაციის" ნიშნები).

ბავშვებისთვის ატროპინის მაქსიმალური ერთჯერადი დოზა, ასაკის მიხედვით, შეადგენს:

- 6 თვემდე - 0,02 მგ;

- 6 თვიდან 1 წლამდე - 0,05 მგ;

- 1 -დან 2 წლამდე - 0,2 მგ;

- 3 -დან 4 წლამდე - 0,25 მგ;

- 5 -დან 6 წლამდე - 0,3 მგ;

-7 -დან 9 წლამდე - 0,4 მგ;

-10 -დან 14 წლამდე - 0,5 მგ.

მოზრდილთათვის კანქვეშ უმაღლესი დოზები: ერთჯერადი - 1 მგ, დღეღამეში - 3 მგ. სიფრთხილით დაინიშნოს ატროპინის სულფატი ხანდაზმულთათვის.

ბავშვები

ცხოვრების პირველი 3 თვის ბავშვები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ატროპინის მიმართ.

სამკურნალო საშუალება ბავშვებთან უნდა გამოიყენებოდეს დოზებში, რომლებიც მითითებულია განყოფილებაში "დოზირება და მიღების წესი".

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: გვერდითი რეაქციების მომატებული გამოვლინებები, სიწითლე, გამონაყარი და კანის სიმშრალე, ლორწოვანი გარსების სიმშრალე, პირის სიმშრალე, ენის სიმშრალე წვასთან ერთად, გუგების გაფართოება და ჰიპერმგრძნობელობა სინათლის მიმართ, თვალშიდა წნევის მომატება, გართულებული ყლაპვა, აჩქარებული სუნთქვა, ტაქიკარდია,

გულისრევა, ღებინება, არტერიული წნევის დაქვეითება/მომატება, აგზნებადობა, უძილობა, ძილიანობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გაღიზიანება, ჰიპერთერმია, შარდვის გართულება და შეკავება, ნაწლავის ატონია, სითბოს გაცემის დარღვევა, ოფლიანობის შემცირება.

ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულაციის სიმპტომები მოიცავს მოუსვენრობას, ცნობიერების დაკარგვას/დარღვევას, ჰალუცინაციებს, პარანოიდულ და ფსიქოზურ რეაქციებს, კოორდინაციის დარღვევას, დელირიუმს, ტრემორს და პერიოდულ კრუნჩხვებს.

დოზის ძლიერი გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს ძილიანობა, სტუპორი, სასუნთქი და ვაზომოტორული ცენტრების აქტივობის დათრგუნვა, ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, კომა, სისხლის მოძრაობის და სუნთქვის დარღვევა, სიკვდილი.

მკურნალობა: ანტიდოტის შეყვანა - პროზერინი (1 მლ 0,05% -იანი ხსნარი კანქვეშ) ან

ფიზოსტიგმინი ( 0,5- 1 მლ 0,1% -იანი ხსნარი კანქვეშ). უნდა შენარჩუნდეს ადეკვატური სასუნთქი გზა, კუჭის ამორეცხვა, ქოლინომიმეტიკების და ანტიქოლინესთერაზული საშუალებების პარენტერალური მიღება. ჰიპერთერმიის დროს ნაჩვენებია ყინულის დადება თავზე, საზარდულის მიდამოებში, სველი დაზელა და სიცხის დამწევი საშუალებები; ფსიქომოტორული აგზნების დროს - ამინაზინი ინტრამუსკულარულად (2 მლ 2,5% -იანი ხსნარი) კრუნჩხვების დროს - ბარბიტურატები ( 5-10 მლ 2,5% ნატრიუმის თიოპენტალის ხსნარი); მიდრიაზის დროს - ადგილობრივად თვალის წვეთების სახით ფოსფაკოლი, ფიზოსტიგმინი, პილოკარპინი;

ტაქიკარდიის დროს - ინდერალი; შარდის შეკავებისას - კათეტერიზაცია; გამოკვეთილი ინტოქსიკაციის დროს - ფარსირებული დიურეზი, სისხლის გატუტოვანება.

გლაუკომის შეტევის განვითარების შემთხვევაში, პილოკარპინის 1% -იანი ხსნარის ჩაწვეთება უნდა მოხდეს კონიუნქტივალურ პარკში, 2 წვეთი ყოველ საათში და 1 მლ 0,05%-იანი პროზერინის ხსნარის შეყვანა კანქვეშ 3-4 ჯერ დღე-ღამეში. დიაზეპამის შეყვანა შეიძლება აგზნებადობის გასაკონტროლებლად, მაგრამ გათვალისწინებულ უნდა იქნას ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესიის რისკი.

ნაჩვენებია გლუკოზისა და ასკორბინის მჟავის ინტრავენული შეყვანა. ანტიარითმიული სამკურნალო საშუალებები არ არის რეკომენდებული არითმიის გაჩენის დროს.

გვერდითი****რეაქციები

ატროპინის გამოყენებისას გამოვლენილი გვერდითი ეფექტების ხასიათი შეიძლება ძირითადად უკავშირდებოდეს მათ ფარმაკოლოგიურ მოქმედებას მუსკარინულ და მაღალ დოზებში, ნიკოტინულ რეცეპტორებზე. გვერდითი მოვლენები დამოკიდებულია დოზაზე და ჩვეულებრივ შექცევადია თერაპიის შეწყვეტისას.

შედარებით დაბალი დოზების ყველაზე გავრცელებული გვერდითი რეაქციებია -მხედველობის დაქვეითება, ბრონქიალური სეკრეციის დაქვეითება, პირის სიმშრალე, ყაბზობა, რეფლუქსი, ცხელი ციმციმები, შარდვის გაძნელება და მშრალი კანი. შესაძლებელია გარდამავალი ბრადიკარდიის განვითარება შემდგომი ტაქიკარდიით, პალპიტაციით და არითმიით.

ყველა გვერდითი რეაქცია მოცემულია კლასებისა და ორგანოების სისტემით და სიხშირით: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი ( 1 / 100- <1/10), არახშირი ( 1 / 1000- <1/ 100), იშვიათი ≥ 1/1000 - <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000), სიხშირე უცნობია (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).

მხედველობის ორგანოების მხრივ: ძალიან ხშირი - გუგების გაფართოება, ფოტოფობია, აკომოდაციის დამბლა, თვალშიდა წნევის მომატება, მხედველობის დაქვეითება.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის ორგანოების მხრივ: ძალიან ხშირად, ბრონქების სეკრეტორული აქტივობისა და ტონუსის დაქვეითება, რაც იწვევს ბლანტი ნახველის წარმოქმნას, რომლის ამოხველებაც ძნელია.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან ხშირი - პირის სიმშრალე (დისფაგია, კომუნიკაციის გაძნელება, წყურვილის გრძნობა), გემოვნების დაქვეითება, ნაწლავის მოტორიკის შემცირება ატონიამდე, ყაბზობები, რეფლუქსი, სანაღვლე გზების და ნაღვლის ბუშტის ტონუსის შემცირება, კუჭის სეკრეციის დათრგუნვა, გულისრევა, ღებინება, შებერილობა.

თირკმლებისა და საშარდე სისტემის მხრივ: ხშირი - შარდვის გაძნელება და შეკავება.

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირი - ნევროზულობა, თავბრუსხვევა, კოორდინაციის დარღვევა, ცნობიერების დარღვევა და ან ჰალუცინაციები (განსაკუთრებით უფრო მაღალი დოზების შემთხვევაში). ჰიპერთერმია; იშვიათად - ფსიქიკური დარღვევები: არახშირი -კრუნჩხვები, ძილიანობა: სიხშირე უცნობია - თავის ტკივილი, შფოთვა, ატაქსია, დიზართრია, უძილობა.

გულის მხრივ: ხშირი - ტაქიკარდია, არითმია, ბრადიკარდიის გამწვავება: იშვიათი - ექსტრასისტოლიის ჩათვლით, წინაგულების არითმია, პარკუჭოვანი ფიბრილაცია, მიოკარდიუმის იშემია, ჰიპერტონული კრიზი.

სისხლძარღვების მხრივ: ხშირი - ცხელი პულსაციის შეგრძნება, სახის სიწითლე.

იმუნური სისტემის მხრივ: არახშირი - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: იშვიათი - ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ძალიან ხშირი - გამონაყარი კანზე, კანის სიმშრალე, ჭინჭრის ციება, ექსფოლიაციური დერმატიტი.

ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილზე: ძალიან ხშირი - ოფლიანობის შემცირება; იშვიათი - ცვლილებები შეყვანის ადგილზე.

მოსახლეობის სპეციალური ჯგუფები

ატროპინმა შეიძლება გამოიწვიოს აღგზნება, კოორდინაციის დარღვევა. ცნობიერების დაქვეითება და/ან ჰალუცინაციები, განსაკუთრებით ხანდაზმულ ადამიანებში. ანალოგიურ ეპიდემიოლოგიურ კვლევებში იყო ცნობები კოგნიტური მაჩვენებლების დაქვეითების შესახებ ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ანტიმუსკარინულ სამკურნალო საშუალებებს.

დაუნის სინდრომის მქონე პაციენტები შეიძლება იყვნენ უფრო მგრძნობიარენი ანტიმუსკარინული ეფექტების მიმართ.

ცნობები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ

ცნობები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ წარმოადგენს მნიშვნელოვან პროცედურას. ეს საშუალებას იძლევა „სარგებელი/რისკის“ თანაფარდობის მონიტორინგის გაგრძელებისა შესაბამისი სამკურნალო საშუალებისთვის. ჯანდაცვის მუშაკებმა უნდა განაცხადონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ შეტყობინებათა ეროვნული სისტემის მეშვეობით.


შენახვის****ვადა

3 წელი.


შენახვის პირობები

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეუთავსებლობა

არ შეურიოთ სხვა სამკურნალო საშუალებებს. გამოიყენეთ მხოლოდ რეკომენდებული გამხსნელი.

შეფუთვა

1 (თითო) მლ ამპულაში; 5 ამპულა თითო კონტურულ დანაყოფებიან შეფუთვაში; 2 კონტურული დანაყოფებიანი შეფუთვა თითო შეკვრაში.


გაცემის კატეგორია

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ).

მწარმოებელი

კერძო სააქციო საზოგადოება «ფარმაცევტული ფირმა დარნიცა».


მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების მისამართი:

უკრაინა, 02093, ქ. კიევი, ბორისპოლსკაიას ქ.13.

შემადგენლობა:

მოქმედი ნითიერება: atropine;

1 მლ ხსნარი შეიცავს ატროპინის სულფატს 1 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: ქლორწყალბადოვანი მჟავა, საინექციო წყალი.

წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი.

ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ფუნქციონალური გასტროინტესტინალური აშლილობების სამკურნალო საშუალება. კრასავკის (ბელადონას) ალკალოიდები, მესამეული ამინები. ატროპინი.კოდი ATC A03BA01.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

ატროპინ- ალკალოიდი, რომელსაც შეიცავს Solanaceae ოჯახის მცენარეები, M- ქოლინორეცეპტორების ბლოკატორი თანაბრად უკავშირდება მუსკარინული რეცეპტორების M1-, M-2 და M3- ქვეტიპებს. მოქმედებს როგორც ცენტრალურ ასევე პერიფერიულ M- ქოლინორეცეპტორებზე. ის ასევე მოქმედებს (თუმცა ბევრად სუსტად) H- ქოლინორეცეპტორებზე. აფერხებს აცეტილქოლინის მასტიმულირებელ მოქმედებას; ამცირებს სანერწყვე, კუჭის, ბრონქების, ცრემლსადენი და საოფლე ჯირკვლების სეკრეციას.

ამცირებს შინაგანი ორგანოების კუნთოვან ტონუსს (ბრონქების, კუჭ -ნაწლავის ტრაქტის, პანკრეასის, ნაღვლსადენი გზების და ნაღვლის ბუშტის, საშარდე არხების, შარდის ბუშტის): იწვევს ტაქიკარდიას, აუმჯობესებს ანტრიოვინტრიკულურ გამტარობას. ამცირებს კუჭ -ნაწლავის ტრაქტის მოტორიკას, პრაქტიკულად არ მოქმედებს ნაღვლისა და პანკრეასის სეკრეციაზე. აფართოებს გუგებს, აფერხებს თვალშიდა სითხის გადინებას, ზრდის თვალშიდა წნევას და იწვევს აკომოდაციის დამბლას. საშუალო თერაპიული დოზებით, ის გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (ცნს)და იწვევს გადავადებულ, მაგრამ ხანგრძლივ დამამშვიდებელ ეფექტს. ასტიმულირებს სუნთქვას.

ფარმაკოკინეტიკა.

ატროპინის სულფატი სწრაფად შეიწოვება სისხლში ინექციის ადგილიდან. ის სწრაფად ნაწილდება ორგანიზმში, ჰემატოენცეფალური პლაცენტური ბარიერების გავლით აღწევს დედის რძეში. ინტრავენური შეყვანის შემდეგ, მაქსიმალური ეფექტი ვლინდება 2-4 წუთის შემდეგ. ბიოშეღწევადობა - 25%. 50% მეტაბოლიზდება ღვიძლში ფერმენტაციური ჰიდროლიზის გზით ტროპინსა და ტროპონმჟავამდე . სისხლის პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 18 %. მნიშვნელოვანი კონცენტრაციით, იგი ვლინდება ცენტრალურ ნერვულ სისტემაში 0.5-1 საათის შემდეგ. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2 საათს. სამკურნალო საშუალება გამოიყოფა თირკმელებით: უცვლელი სახით - 50%, დარჩენილი ნაწილი- ჰიდროლიზისა და კონიუგაციის პროდუქტების სახით.

კლინიკური მახასიათებლები.

ჩვენებები.

როგორც სიმპტომატური საშუალება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დაავადებისას, პილოროსპაზმის, მწვავე პანკრეატიტის, ნაღვლის კენჭოვანი დააადებისას, ქოლეცისტიტის დროს, კუჭ-ნაწლავის, საშარდე გზების სპაზმის, ბრონქული ასთმის, ბრადიკარდიის დროს, როგორც ცთომილი ნერვის ტონუსის მომატების შედეგი, სანერწყვე, კუჭის, ბრონქიალური,ზოგჯერ საოფლე ჯირკვლების სეკრეციის შესამცირებლად, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის რენტგენოლოგიური გამოკვლევის ჩასატარებლად (ორგანოების ტონუსის და მოძრაობითი აქტივობის დაქვეითება).

სამკურნალო საშუალება ნაჩვენებია ანესთეზიამდე და ოპერაციამდე გამოსაყენებლად და ქირურგიული ჩარევის დროს, როგორც საშუალება, რომელიც ახდენს ბრონქო- ლარინგოსპაზმების პრევენციას. ამცირებს ჯირკვლების სეკრეციას, რეფლექტორულ რეაქციებს და გვერდით ეფექტებს, განპირობებულს ცთომილი ნერვის აგზნებით. როგორც სპეციფიური ანტიდოტი ქოლინომიმეტური ნაერთებით და ანტიქოლინესტერაზული (მათ შორის ფოსფორორგანული) ნივთიერებებით მოწამვლის დროს.

უკუჩვენებები.

ჰიპერმგრძნობელობა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, რომლის დროსაც გულის შეკუმშვების სიხშირის ზრდა შეიძლება იყოს არასასურველი: მოციმციმე არითმია, ტაქიკარდია, ქრონიკული გულის უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება (CHD), მიტრალური სტენოზი, მძიმე არტერიული ჰიპერტენზია. მწვავე სისხლდენა. თირეოტოქსიკოზი. ჰიპერთერმული სინდრომი. კუჭ -ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, რომელსაც თან ახლავს გაუვალობა ( საყლაპავი მილის აქალაზია,პილოროსტენოზი, ნაწლავის ატონია, ტოქსიკური მეგაკოლონი). გლაუკომა. ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობა. Miastenia gravis. შარდის შეკავება ან მიდრეკილება შარდის შეკავებისკენ. (მაგალითად, პროსტატისა და ურეთრის დაავადებების გამო). ტვინის დაზიანება).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებანი.

გამოყენების თავისებურებანი.

ატროპინის სულფატის გამოიყენებისას მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებთან, ჩნდება გულის არითმიები, ქინიდითან, ნოვოკაინამიდთან აღინიშნება ქოლინოლიტიკური ეფექტის შეჯამება. შროშანის სამკურნალო საშუალებებთან, ტანინთან ერთად პერორალურად მიღებისას, შეინიშნება ფიზიკურ-ქიმიური ურთიერთქმედება, რომელიც იწვევს ეფექტების ურთიერთშესუსტებას. ატროფინის სულფატი ამცირებს ნარკოტიკული საშუალებების მოქმედების სიღრმესა და ხანგრძლივობას, ასუსტებს ოპიატების ანალგეტიკურ ეფექტს. დიმედროლთან ან დიპრიზინთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ატროპინის მოქმედება, ნიტრატებთან, ჰალოპერიდოლთან, სისტემური გამოყენებისთვის განკუთვნილ კორტიკოსტეროიდებთან - იზრდება თვალშიგა წნევის მომატების ალბათობა, სერტრალინთან

  • ძლიერდება სამკურნალო საშუალებების დეპრესიული ეფექტი, სპირონოლაქტონთან, მინოქსიდალთან -სპირონოლაქტონის და მინოქსიდალის ეფექტი მცირდება, პენიცილინებთან- იზრდება ორივე სამკურნალო საშუალების ეფექტი, ნიზატიდინთან- ძლიერდება ნიზატიდინის მოქმედება, კენოკონაზოლთან ერთად კეტოკონაზოლის შეწოვა მცირდება, ასკორბინის მჟავასთან და ატაპულგიტთან ერთად- ატროპინის ეფექტი მცირდება, პილოკარპინთან- პილოკარპინის ეფექტურობა მცირდება გლაუკომის მკურნალობისას, ოქსპრენოლთან - მცირდება სამკურნალო საშუალების ანტიჰიპერტენზიული ეფექტი. ოქტადინის ზემოქმედების ქვეშ შესაძლებელია ატროპინის ჰიპოსეკრეტორული ეფექტის შემცირება,რომელიც ასუსტებს M- ქოლინომიმეტიკების და ანტიქოლინესტერაზული საშუალებები მოქმედებას. სულფანილამიდურ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას თირკმლის დაზიანების რისკი იზრდება. კალიუმის შემცველ სამკურნალო საშუალებებთან - შესაძლებელია ნაწლავში წყლულების გაჩენა, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებთან - იზრდება კუჭის წყლულებისა და სისლდენების გაჩენის რისკი.

ატროპინის სულფატის მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს და ასევე შესაძლებელია ატროპინის გვერდითი ეფექტების ( შარდის შეკავება, ყაბზობა, პირის სიმშრალე) რისკის ზრდა ანტიმუსკარინული ეფექტის მქონე სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენებისას: M- ქოლინობლოკატორები, პარკინსონის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები (ამანტადინი), სპაზმოლიტიკები, ზოგიერთ ანტიჰისტამინური საშუალებები, მექიტაზინი, ბუტიროფეტონის ჯგუფის სამკურნალო საშუალებები, ფენოტიაზინები, დისპირამიდები, ქინიდინი და ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მონოამინების უკუნეირონული მიტაცების არასელექციურ ინჰიბიტორები.

ატროპინის ზემოქმედების ქვეშ პერისტალტიკის დათრგუნვამ შეიძლება გამოიწვიოს სხვა სამკურნალო საშუალებების შეწოვის ცვლილება.

გამოყენების თავისებურებები

სიფრთხილით გამოიყენებულ იქნას პაციენტებში, რომლებსაც აქვთ პროსტატის ჰიპერტროფია საშარდე გზების ობსტრუქციის გარეშე, დაუნის დაავადებით, ბავშვთა ცერებრალური დამბლით, პილორიული სტენოზით დაავადებულებთან, რეფლუქს ეზოფაგიტით (რადგანაც ატროპინს შეუძლია კუჭის დაცარიელების შეფერხება, კუჭის მოქმედების შეჩერება და საყლაპავის სფინქტერის დაასუსტება ), დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი რეფლუქს ეზოფაგიტთან ერთად, ნაწლავების ატონიით ხანდაზმულ ადამიანებში, არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტით, მეგაკოლონით, ქსეროსტომიით დაავადებულ პაციენტებში, ხანდაზმულ პაციენტებთან ან დასუსტებულ დაავადებულებთან, ფილტვების ქრონიკული დაავადებების დროს შეუქცევადი ობსტრუქციის გარეშე, ფილტვების ქრონიკული დაავადებებისას, როდესაც წარმოიქმნება უმნიშვნელო რაოდენობის სქელი ძნელად გამოყოფადი ნახველი (განსაკუთრებით უმცროსი ასაკის ბავშვებთან დადასუსტებულ ავადმყოფებთან), ვეგეტატიური (ავტონომიური) ნეიროპათიის დროს, გულის უკმარისობის მქონე ავადმყოფებთან, არითმიით, ჰიპერთირეოზით დაავადებებულებთან და ცხელების დროს ან როდესაც გარემოს ტემპერატურა მაღალია.

ატროპინი არ უნდა მიიღონ მიასტენიის მქონე პაციენტებმა, თუ იგი არ გამოიყენება ანტიქოლინესტერაზასთან ერთად.

ატროპინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოიყენებული ატრიოვენტიკულარული ბლოკადის მაღალი ხარისხის მქონე პაციენტებში (მეორე ხარისხის Mobitz II ტიპის ან მესამე ხარისხის).

ტაქიარითმიით დაავადებულ პაციენტებთან, ხანგრძლივი გულის უკმარისობით,გულის იშემიური დააადებისას ატროპინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოიყენებული, რადგანაც შესაძლებელია სინოატრიალური კვანძის რითმის მძღოლის ვაგუსული დამუხრუჭების ბლოკირება.

გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში

სამკურნალო საშუალება უკუნაჩვენებია ორსულობის დროს.

ძუძუთი კვების დროს ატროპინის სულფატის გამოყენება უკუნაჩვენებია ბავშვზე ტოქსიკური ზემოქმედების განვითარების საშიშროების გამო.

რეაქციის სიჩქარეზე გავლენის მოხდენის უნარი ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას.

იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლებელია ისეთი გვერდითი რეაქციების გაჩენა, როგორიცაა თავბრუსხვევა, ძილიანობა, ჰალუცინაციები, მხედველობის ან აკომოდაციის დარღვევა, სამკურნალო საშუალების გამოყენებისას თავი უნდა შეიკავოთ ავტომტრანსპორტის მართვისგან ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისგან.

მიღების წესი და დოზირება.

ატროპინის სულფატი ინიშნება კანქვეშ, ინტრამუსკულურად, ინტრავენურად.

ანესთეზიის შეყვანის დროს, ვაგუსის მიერ გულისცემის სიხშირის დათრგუნვის რისკის შემცირების მიზნისთვის და სანერწყვე და ბრონქული ჯირკვლების სეკრეციის შესამცირებლად -0,3-0,6 მგ კანის ქვეშ ან ინტრამუსკულარულად ანესთეზიამდე 30-60 წუთით ადრე მორფინთან კომბინირებულად (10 მგ მორფინის სულფატი) 1 საათით ადრე ანესთეზიამდე. ანტიქოლინესტერაზული მედიკამენტებით მოწამვლის შემთხვევაში, ატროპინის სულფატი ინიშნება ინტრამუსკულურად 2 მგ ყოველ 20-30 წუთში კანის გაწითლებისა და სიმშრალის გაჩენამდე, ასევე თვალის გუგების გაფართოებამდე და ტაქიკარდიის გაჩენამდე და სუნთქვის ნორმალიზებამდე. ზომიერი და მძიმე მოწამვლისას ატროპინი შეიძლება დაინიშნოს ორი დღის განმავლობაში (სანამ არ გამოჩნდება "ხელახალი ატროპინიზაციის" ნიშნები).

ბავშვებისთვის ატროპინის ყველაზე მაღალი ერთჯერადი დოზა, ასაკის მიხედვით, შეადგენს:

  • 6 თვემდე - 0,02 მგ;

  • 6 თვიდან 1 წლამდე - 0,05 მგ;

  • 1 -დან 2 წლამდე - 0,2 მგ;

- 3 -დან 4 წლამდე - 0,25 მგ;

  • 5 -დან 6 წლამდე - 0,3 მგ;

-7 -დან 9 წლამდე - 0,4 მგ;

-10 -დან 14 წლამდე - 0,5 მგ;

მოზრდილთათვის კანქვეშ უმაღალესი დოზები: ერთჯერადი - 1 მგ, დღეღამეში - 3 მგ. სიფრთხილით დაინიშნოს ატროპინის სულფატი ხანდაზმულთათვის.

ბავშვები.

ცხოვრების პირველი 3 თვის ბავშვები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ატროპინის მიმართ.

სამკურნალო საშუალება ბავშვეთან უნდა გამოიყენებოდეს დოზებში,რომლებიც მითითებულია განყოფილებაში "დოზირება და მიღების წესი".

ჭარბი დოზირება .

სიმპტომები : გვერდითი რეაქციების მომატებული გამოვლინებები, სიწითლე, გამონაყარი და კანის სიმშრალე, ლორწოვანი გარსების სიმშრალე, პირის სიმშრალე,ენის სიმშრალე წვასთან ერთად, გუგების გაფართოება და ჰიპერმგრძნობელობა სინათლის მიმართ, თვალშიგა წნევის მომატება, გართულებული ყლაპვა, აჩქარებული სუნთქვა, ტაქიკარდია,

გულისრევა, ღებინება, არტერიული წნევის დაქვეითება/ მომატება, აგზნებადობა,უძილობა, ძილიანობა,თავის ტკივილი,თავბრუსხვევა, გაღიზიანება, ჰიპერთერმია, შარდვის გართულება და შეკავება, ნაწლავის ატონია, სითბოს გაცემის დარღვევა, ოფლიანობის შემცირება.

ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულაციის სიმპტომები მოიცავს მოუსვენრობას, ცნობიერების დაკარგვას/დარღვევას, ჰალუცინაციებს, პარანოიდულ და ფსიქოტულ რეაქციებს, კოორდინაციის დარღვევა, დელირიებს, ტრემორს და პერიოდულ კრუნჩხვებს.

დოზის ძლიერი გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს ძილიანობა, სტუპორი, სასუნთქი და ვაზომოტორული ცენტრების აქტივობის ჩახშობა, ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, კომა, სისხლის მოძრაობის და სუნთქვის დარღვევა, სიკვდილი.

მკურნალობა : ანტიდოტის შეყვანა- პროზერინი (1 მლ 0,05% -იანი ხსნარი კანქვეშ) ან

ფიზოსტიგმინი ( 0,5- 1 მლ 0,1% -იანი ხსნარი კანქვეშ). უნდა შენარჩუნდეს ადექვატური სასუნთქი გზა, კუჭის ამორეცხვა, ქოლინომიმეტიკების და ანტიქოლინესთერაზული საშუალებების პარენტერალური მიღება. ჰიპერთერმიის დროს ნაჩვენებია ყინულის დადება თავზე, საზარდულის მიდამოებში, სველი დაზელა და სიცხის დამწევი საშუალებები; ფსიქომოტორული აგზნების დროს - ამინაზინი ინტრამუსკულარულად ( 2 მლ 2,5% -იანი ხსნარი)კრუნჩხვების დროს- ბარბიტურატები ( 5-10 მლ 2,5% ნატრიუმის თიოპენტალის ხსნარი); მიდრიაზის დროს - ადგილობრივად თვალის წვეთების სახით ფოსფაკოლი, ფიზოსტიგმინი, პილოკარპინი;

ტაქიკარდიის დროს- ინდერალი; შარდის შეკავებისას - კათეტერიზაცია; გამოკვეთილი ინტოქსიკაციის დროს - ფარსირებული დიურეზი, სისხლის გატუტოვანება.

გლაუკომის შეტევის განვითარების შემთხვევაში, პილოკარპინის 1% -იანი ხსნარი უნდა ჩაწვეთდეს კონიუნქტივალურ პარკში, 2 წვეთი ყოველ საათში და 1 მლ 0,05% -იანი პროზერინის ხსნარი შეყვანილ იქნას კანქვეშ 3-4 ჯერ დღეღამეში. დიაზეპამის შეყვანა შეიძლება აგზნებადობის გასაკონტროლებლად, მაგრამ გათვალისწინებულ უნდა იქნას ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესიის რისკი.

ნაჩვენებია გლუკოზისა და ასკორბინის მჟავის ინტრავენული შეყვანა. ანტიარითმიული სამკურნალო საშუალებები არ არის რეკომენდებული არითმიის გაჩენის დროს.

გვერდითი რეაქციები.

ატროპინის გამოყენებისას გამოვლენილი გვერდითი ეფექტების ხასიათი შეიძლება ძირითადად უკავშირდებოდეს მათ ფარმაკოლოგიურ მოქმედებას მუსკარინულ და მაღალ დოზებში, ნიკოტინულ რეცეპტორებზე. გვერდითი მოვლენები დამოკიდებულია დოზაზე და ჩვეულებრივ შექცევადია თერაპიის შეწყვეტისას.

შედარებით დაბალი დოზების ყველაზე გავრცელებული გვერდითი რეაქციებია -მხედველობის დაქვეითება, ბრონქიალური სეკრეციის დაქვეითება, პირის სიმშრალე, ყაბზობა, რეფლუქსი, ცხელი ციმციმები, შარდვის გაძნელება და მშრალი კანი. შესაძლებელია გარდამავალი ბრადიკარდიის განვითარება შემდგომი ტაქიკარდიით, პალპიტაციით და არითმიით.

ყველა გვერდითი რეაქცია მოცემულია კლასებისა და ორგანოების სისტემით და სიხშირით: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1 / 100- <1/10), იშვიათი (≥1 / 1000- <1/ 100), ერთეული შემთხვევები ≥ 1/1000 - <1/1000), იშვიათი (<1/10000), სიხშირე უცნობია (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).

მხედველობის ორგანოების მხრიდან: ძალიან ხშირი- გუგების გაფართოება, ფოტოფობია, აკომოდაციის დამბლა, თვალშიდა წნევის მომატება, მხედველობის დაქვეითება.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის ორგანოების მხრივ: ძალიან ხშირად, ბრონქების სეკრეტორული აქტივობისა და ტონუსის დაქვეითება, რაც იწვევს ბლანტი ნახველის წარმოქმნას, რომლის ამოხველებაც ძნელია.

კუჭ -ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან ხშირი- პირის სიმშრალე (დისფაგია, კომუნიკაციის გაძნელება, წყურვილის გრძნობა), გემოვნების დაქვეითება, ნაწლავის მოტორიკის შემცირება ატონიამდე, ყაბზობები, რეფლუქსი, სანაღვლე გზების და ნაღვლის ბუშტის ტონუსის შემცირება, კუჭის სეკრეციის დათრგუნვა, გულისრევა, ღებინება, შებერილობა

თირკმლებისა და საშარდე სისტემის მხრივ: ხშირი- შარდვის გაძნელება და შეკავება.

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირი-ნევროზულობა, თავბრუსხვევა, კოორდინაციის დარღვევა, ცნობიერების დარღვევა და ან ჰალუცინაციები (განსაკუთრებით უფრო მაღალი დოზების შემთხვევაში).ჰიპერთერმია;იშვიათად - ფსიქიკური დარღვევები: ერთეული შემთხვევები -კრუნჩხვები, ძილიანობა: სიხშირე უცნობია - თავის ტკივილი, შფოთვა, ატაქსია, დიზართრია, უძილობა.

გულის მხრივ: ხშირი - ტაქიკარდია, არითმია, ბრადიკარდიის გამწვავება: იშვიათი - ექსტრასისტოლიის ჩათვლით, წინაგულების არითმია, პარკუჭოვანი ფიბრილაცია, მიოკარდიუმის იშემია, ჰიპერტონული კრიზი.

სისხლძარღვების მხრიდან: ხშირი-ცხელი ციმციმების შეგრძნება, სახის სიწითლე. იმუნური სისტემის მხრივ: ერთეული შემთხვევები - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: იშვიათი - ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრიდან: ძალიან ხშირი - გამონაყარი კანზე, კანის სიმშრალე, ჭინჭრის ციება, ექსფოლიაციური დერმატიტი.

ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილზე: ძალიან ხშირი -ოფლიანობის შემცირება; იშვიათი -ცვლილებები შეყვანის ადგილზე.

მოსახლეობის სპეციალური ჯგუფები

ატროპინმა შეიძლება გამოიწვიოს აღგზნება, კოორდინაციის დარღვევა. ცნობიერების დაქვეითება და/ ან ჰალუცინაციები, განსაკუთრებით ხანდაზმულ ადამიანებში.ანალოგიურ ეპიდემიოლოგიურ კვლევებში იყო ცნობები კოგნიტური მაჩვენებლების დაქვეითების შესახებ ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ანტიმუსკარინულ სამკურნალო საშუალებებს.

დაუნის სინდრომის მქონე პაციენტები შეიძლება იყვნენ უფრო მგრძნობიარენი ანტიმუსკარინული ეფექტების მიმართ.

ცნობები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ

ცნობები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ წარმოადგენს მნიშვნელოვან პროცედურას.ეს საშუალებას იძლევა „სარგებლის / რისკის“ თანაფარდობის მონიტორინგის გაგრძელებისა შესაბამისი სამკურნალო საშუალებისთვის. ჯანდაცვის მუშაკებმა უნდა განაცხადონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ შეტყობინებათა ეროვნული სისტემის მეშვეობით.

შენახვის ვადა. 3 წელი.

შენახვის პირობები.

შენახულ იქნას ორიგინალურ შეფუთვაში ტემპერატურაზე არაუმეტეს 25 °C. არ გაყინოთ.

შენახულ იქნას ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეუთავსებლობა

არ შეურიოთ სხვა სამკურნალო საშუალებებს. გამოიყენეთ მხოლოდ რეკომენდირებული გამხსნელი.

**შეფუთვა. **

1 (თითო)მლ ამპულაში; 5 ამპულა თითო კონტურულ დანაყოფებიან შეფუთვაში; 2 კონტურული დანაყოფებიანი შეფუთვა თითო შეკვრაში.

გაცემის კატეგორია. ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)