ემპერინი 24მგ - Emperin 24mg
ემპერინი 24მგ - Emperin 24mg

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, თავბრუსხვევის საწინააღმდეგო საშუალებები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ინფორმაცია პაციენტებისათვის:
პრეპარატის მიღების წინ ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია
ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი
• შეინახეთ ეს ჩანართი ფურცელი. შესაძლებელია თქვენ ხელმეორედ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
• თუ თქვენ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ რჩევისათვის ექიმს ან ფარმაცევტს.
• მოცემული პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის,. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. მან შეიძლება ზიანი მოუტანოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ გააჩნიათ მსგავსი სიმპტომები.
• გვერდითი მოვლენების დამძიმების შემთხვევაში, ან ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარებისას, რომლებიც არ არის ნახსენები მოცემულ ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ემპერინის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი.
თითო ტაბლეტი შეიცავს 24 მგ ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდს.
სხვა ინგრედიენტებია: პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, კროსპოვიდონი და სტეარინის მჟავა.
როგორ გამოიყურება ემპერინი და რა შედის შეფუთვაში
თეთრი ან მოთეთრო, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტი, ერთ მხარეზე აქვს გამყოფი ღარი.
ტაბლეტი იყოფა ორ თანაბარ ნაწილად.
მუყაოს კოლოფი შეიცავს ბლისტერში მოთავსებულ 20, 30, 40, 50, 60 ან 100 ტაბლეტს.
შეფუთვის ყველა აღნიშნული სახე არ ხვდება გაყიდვაში.

მიღების წესები და დოზები
რა არის და რისთვის გამოიყენება ემპერინი
ემპერინი გამოიყენება მენიერის სინდრომის ისეთი სიმპტომების სამკურნალოდ, როგორიცაა თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, სმენის დაქვეითება და გულისრევა.
პრეპარატ ემპერინის გამოყენებამდე
ემპერინი არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
- ბეტაჰისტინის ან პრეპარატ ემპერინის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ ალერგიის (ჰიპერსენსიტიურობის) დროს (იხ. აგრეთვე მე-6 თავი “დამატებითი ინფორმაცია”).
- ფეოქრომოციტომის, თირკმელზედა ჯირკვლის იშვიათი სიმსივნის შემთხვევაში.
- 18 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებში.
- ლაქტაციის პერიოდში (იხ. აგრეთვე თავი “ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი”).
პრეპარატ ემპერინის გამოყენება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს:
- არსებული ან გადატანილი კუჭის წყლულის შემთხვევაში
- ასთმის შემთხვევაში
- ჭინჭრის ციების, კანზე გამონაყარის ან ალერგიით გამოწვეული სურდოს დროს, რადგან აღნიშნული სიმპტომები შეიძლება გართულდეს
- დაბალი არტერიული წნევის შემთხვევაში
თუ თქვენ ზემოთ ჩამოთვლილთაგან გაწუხებთ რომელიმე დაავადება, ემპერინით მკურნალობის თაობაზე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.
პაციენტთა აღნიშნული ჯგუფები მკურნალობის პერიოდში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ.

ემპერინის მიღებისას ყოველთვის ზუსტად შეასრულეთ ექიმის დანიშნულება. რაიმე ეჭვის შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზა მოზრდილებისთვის:
ნახევარი ტაბლეტიდან ერთ ტაბლეტამდე, 2-ჯერ დღეში.
მდგომარეობის გაუმჯობესების პირველი ნიშნების გამოსავლენად 1-2 კვირაა საჭირო.
მიღების მეთოდი
ტაბლეტების მიღება უმჯობესია საკვებთან ერთად.
თუ თქვენ ჭარბად მიიღეთ ემპერინი
პრეპარატის დანიშნულ დოზაზე ჭარბად მიღების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს. ბეტაჰისტინის დოზის გადაჭარბების სიმპტომებია გულისრევა, ღებინება, საჭმლის მონელების დარღვევა, კოორდინაციის მოშლა, ხოლო მაღალი დოზის შემთხვევაში – გულყრა.
თუ თქვენ დაგავიწყდათ ემპერინის მიღება
მოიცადეთ შემდეგი დოზის მიღების დრომდე. ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებულის ანაზღაურების მიზნით.
პრეპარატის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ემპერინსაც გააჩნია გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ ვლინდება ყველა პაციენტში. შესაძლო გვერდითი მოვლენებია:
გამოვლენილი გვერდითი მოვლენების სიხშირეა შემდეგი:

ძალიან ხშირი | ვლინდება 10-დან ერთ პაციენტში
---|---
ხშირი | ვლინდება 100-დან 1-10 პაციენტში
არახშირი | ვლინდება 1000-დან 1-10 პაციენტში
იშვიათი | ვლინდება 10000-დან 1-10 პაციენტში
ძალიან იშვიათი | ვლინდება 1-ზე ნაკლებ პაციენტში 10000-დან

კანი
ძალიან იშვიათი (10 000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში): გამონაყარი, ქავილი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი
იშვიათი (1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 10 000-დან 1-ზე მეტში): ჩივილები კუჭ-ნაწლავის მოქმედებაზე, გულისრევა, საჭმლის მონელების დარღვევები.
ნერვული სისტემა
თავის ტკივილი, ძილიანობა (გამოვლენის სიხშირე დაუდგენელია).
აქ ჩამოთვლილ გვერდით მოვლენათაგან თუ რომელიმემ მძიმე ხასიათი მიიღო, ან თუ შენიშნეთ რაიმე სხვა გვერდითი მოვლენა, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა და ლაქტაცია
ემპერინის ორსულობის პერიოდში გამოყენების უსაფრთხოების შესახებ ცნობები არ არსებობს.
ემპერინი გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში უმჯობესია, მის მიღებას მოერიდოთ. ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

განსაკუთრებული მითითებები
სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა
ემპერინმა შეიძლება ძილიანობა გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში, უნდა მოერიდოთ მოქმედებებს, რომლებიც ყურადღებას მოითხოვს, როგორიცაა მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა. თუ არ ხართ დარწმუნებული იმაში, რომ ემპერინი უარყოფითად მოქმედებს თქვენს მიერ მართვის უნარზე, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ემპერინის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
თუ თქვენ ალერგიული ხართ ზოგიერთი შაქრის მიმართ, პრეპარატის მიღების დაწყებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ურთიერთქმედება გულისხმობს, რომ წამლები ან მათში შემავალი ნივთიერებები, ერთდროულად მიღების შემთხვევაში, ერთმანეთის მოქმედებაზე ან გვერდით მოვლენებზე ახდენენ გავლენას.
ბეტაჰისტინის ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან აქამდე არ დაფიქსირებულა.
შესაძლებელია, ემპერინმა გავლენა იქონიოს ანტიჰისტამინების მოქმედებაზე. ანტიჰისტამინური პრეპარატები გამოიყენება ალერგიების, მაგ., თივის ცხელების და მგზავრობისას გულისრევის სამკურნალოდ. ანტიჰისტამინებთან (ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატების) ერთდროულად მიღების თაობაზე, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თქვენს მიერ ამჟამად ან ახლო წარსულში მიღებული ნებისმიერი სხვა პრეპარატის შესახებ. ეს ეხება იმ პრეპარატებსაც, რომლებიც ურეცეპტოდ გაიცემა.

შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ ბავშვების თვალთახედვის არიდან შორს!
ნუ გამოიყენებთ ემპერინს მოხმარების ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც კოლოფზე აღნიშნულია, როგორც ”Do not use after” ან ”Exp.”.
შეინახეთ მშრალ ადგილას, ორიგინალურ შეფუთვაში, არა უმეტეს 25℃ ტემპარატურაზე.
სამედიცინო პრეპარატებს ნუ გაატანთ კანალიზაციის წყალს და ნუ გადაყრით საოჯახო ნაგავთან ერთად. გამოუყენებელი პრეპარატების გადაყრის გზების თაობაზე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. საჭირო ზომების მიღებით გარემოს დაბინძურებისგან დაიცავთ.