ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალო სხვა პრეპარატები, თავბრუსხვევის საწინააღმდეგო პრეპარატები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
მორესერკი 24 მგ 30 ტაბლეტი
მწარმოებელი : Merkez Pharmaceutical
მორესერკი გამოიყენება: - თავბრუსხვევის (ვერტიგო) - ყურებში ხმაურის
(ტინიტუსი) - მენიერის დაავადების მქონე ადამიანებში სმენის დაქვეითების
სამკურნალოდ.
პრეპარატის გამოყენებამდე გულდასმით წაიკითხეთ ეს დანართი ფურცელი
- შეინახეთ ეს დანართი ფურცელი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ და ამიტომ არ უნდა გადასცეთ ის სხვა
პირებს. ამან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი თუ მათი
სიმპტომები წააგავს თქვენსას.
- თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული, ან შეამჩნევთ ისეთ მოვლენას,
რომელიც ამ დანართ ფურცელში არ არის აღწერილი, მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს.
ამ დანართ ფურცელში:
1. რისთვის გამოიყენება მორესერკის გელი?
2. მორესერკის გამოყენებამდე
3. როგორ გამოვიყენოთ მორესერკი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. მორესერკის შენახვის პირობები
6. დამატებითი ინფორმაცია
1. რას წარმოადგენს მორესერკის ტაბლეტი და რისთვის გამოიყენება მორესერკი
შეიცავს ბეტაჰისტინს. ამ პრეპარატს უწოდებენ ჰისტამინის ანალოგს.
ის გამოიყენება:
- თავბრუსხვევის (ვერტიგო)
- ყურებში ხმაურის (ტინიტუსი)
- მენიერის დაავადების მქონე ადამიანებში სმენის დაქვეითების სამკურნალოდ.
ეს პრეპარატი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას შუა ყურში. ის ამცირებს მომატებულ
წნევას.
2. მორესერკის ტაბლეტების მიღებამდე: არ მიიღოთ ბეტაჰისტინის ტაბლეტები
თუ:
· გაქვთ მომატებული ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ტაბლეტის რომელიმე კომპონენტის
მიმართ (იხ. ნაწილი 6 დეტალური ინფორმაცია).
· გაქვთ მაღალი წნევა თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნის გამო (ფეოქრომოციტომა). თუ
რომელიმე ზემოთჩამოთვლილი გეხებათ თქვენ, არ მიიღოთ ეს პრეპარატი და მიმართეთ
თქვენს ექიმს. თუ ეს გეხებათ თქვენ, არ მიიღოთ ეს პრეპარატი და მიმართეთ თქვენს
ექიმს.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე და მიმართეთ ექიმს თუ:
· გაქვთ კუჭის წყლული
· გაქვთ ასთმა
· ხართ ფეხმძიმედ ან აპირებთ დაორსულებას
· ხართ მეძუძური დედა
თუ რომელიმე ზემოთჩამოთვლილი გეხებათ თქვენ, მიმართეთ ექიმს ამ პრეპარატის
მიღებამდე. თქვენი ექიმი გირჩევთ რამდენად უსაფრთხოა თქვენთვის ამ პრეპარატის
მიღება. ასევე თქვენმა ექიმმა შესაძლოა მოახდინოს ასთმის მონიტორინგი მორესერკის
მიღებისას.
სხვა პრეპარატების მიღება არ არის ცნობები მორესერკის სხვა პრეპარატებთან
ურთიერთქმედების შესახებ. თუ შეამჩნევთ რამე არასასურველ მოვლენას მიმართეთ ექიმს
ან ფარმაცევტს.
აცნობეთ ექიმს, ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან იღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის
ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების შესახებ. ეს ეხება მცენარეულ პრეპარატებსაც.
მორესერკის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად შეგიძლიათ მიიღოთ ალკოჰოლური
სასმელი მორესერკთან ერთად.
მორესერკის მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად, ან მისგან დამოუკიდებლად.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ მიიღოთ მორესერკი თუ ხართ ორსულად, თუ თქვენი ექიმი არ გადაწყვეტს, რომ მისი
მიღება აუცილებელია თქვენთვის. მიმართეთ რჩევისათვის ექიმს. მორესერკის მიღებისას
შეწყვიტეთ ძუძუთი კვება, თუ სხვაგვარად არ გირჩიათ ექიმმა. არ არის ცნობილი
გამოიყოფა თუ არა მორესერკი დედის რძეში.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა მორესერკის მიღებისას
შეგიძლიათ მართოთ სატრანსპორტო საშუალება და იმუშაოთ მექანიზმებთან, თუ პრეპარატი
არ იწვევს ძილიანობას. სატრანსპორტო საშუალებების მართვამდე და მექანიზმებთან
მუშაობამდე დაადგინეთ თუ როგორ მოქმედებს ეს პრეპარატი თქვენზე.
3. როგორ უნდა მიიღოთ მორესერკის ტაბლეტები
- გადაყლაპეთ ტაბლეტები წყალთან ერთად
- მიიღეთ ტაბლეტები ჭამის დროს ან შემდეგ
რამდენი ტაბლეტი უნდა მიიღოთ ყოველთვის დაიცავით ექიმის მიერ მოცემული
მითითებები, რადგან ექიმი დაარეგულირებს პრეპარატის დოზას.
- მორესერკი გამოდის ორი დოზის სახით, 16 მგ და 24მგ ტაბლეტები.
- ჩვეული საწყისი დოზა არის 16მგ დღეში სამჯერ (48მგ)
- ექიმმა შესაძლოა შეამციროს დოზა 8მგ-მდე სამჯერ დღეში (24მგ).
8მგ ტაბლეტები 16მგ ტაბლეტები 24მგ ტაბლეტები 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში 1/2-1
ტაბლეტი 3-ჯერ დღეში 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში
არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება. ეფექტის გამოსავლენად საჭიროა გარკვეული დრო.
მორესერკის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ბავშვებში. მორესერკის მიღების
შეწყვეტა არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება, სანამ ექიმი არ გირჩევთ ამას. იმ
შემთხვევაშიც თუ თავს უკეთ გრძნობთ, მკურნალობის საბოლოო ეფექტისათვის შესაძლოა
ექიმმა გირჩიოთ მკურნალობის გაგრძელება გარკვეული დროით.
მორესერკის საჭიროზე მეტი დოზის მიღება თუ მიიღეთ მორესერკის ჭარბი დოზა,
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ან საავადმყოფოს. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა.
თუ დაგავიწყდათ მორესერკის მიღება
თუ დაგავიწყდათ წამლის მიღება დაიცადეთ შემდეგი დოზის მიღებამდე. არ მიიღოთ მეტი
დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის
შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, მორესერკის ტაბლეტებმაც შეიძლება გამოიწვიოს
გვერდითი მოვლენები, მაგრამ არა ყველა ადამიანში.
მორესერკით მკურნალობისას შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სახის
გვერდითი მოვლენები:
ზოგადი გვერდითი მოვლენები მორესერკის მიღებისას: გულისრევა და დისპეფსია,
მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (მაგ. ანაფილაქსიური რეაქციები), მსუბუქი
ჩივილები კუჭის მხრივ (ღებინება, ტკივლი კუჭ-ნაწლავის არეში, მუცლის შებერვა),
თავის ტკივილი, კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ მომატებული მგრძნობელობის
რეაქციები განსაკუთრებით ანგიონევროზული
შეშუპება, ურტიკარია, გამონაყარი და პრურიტუსი. თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა
გახდება სერიოზული, ან თუ გამოგივლინდათ ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის
აღწერილი ამ დანართ ფურცელში, მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს.
5. მორესერკის შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურის
პირობებში.
არ გამოიყენოთ ბლისტერზე და შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის
შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.
გამოუსადეგარი ტაბლეტები არ ჩააგდოთ საკანალიზაციო წყლებში, ან საყოფაცხოვრებო
ნარჩენების ურნაში. წაუღეთ წამალი უკან ფარმაცევტს, რომელიც გაანადგურებს მას
ისე, რომ ზიანი არ მიადგეს გარემოს.
6. დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს მორესერკის ტაბლეტები
მოქმედი ნივთიერება (პრეპარატის ძირითადი ნივთიერება) არის ბეტაჰისტინის
დიჰიდროქლორიდი.
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 24მგ მოქმედ ნივთიერებას.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მანიტოლი DC, ჰიდროქსი
პროპელ-ცელულოზა, ტალკი, კოლოიდური უწყლო კვარცი.
მორესერკის ტაბლეტების აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა:
მორესერკის 24მგ ტაბლეტები არის თეთრი ფერის, მრგვალი, ერთ მხარეს ღარით.
ხელმისაწვდომი შეფუთვა მოიცავს 30, 100 ტაბლეტს.
გაცემის რეჟიმი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გამოიყენება ექიმის
დანიშნულებით.
სავაჭრო უფლების მფლობელი
Helba Pharmaceuticals Inc. Co OVECLER 1319 Sk) Sok # 5/2 CHANKAYA/ankara/TurqeTi. Tel: (312) 479 11 44 Fax: (0312) 479 11 77 e-mail: [email protected]
საერთაშორისო დასახელება - betahistine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოტორინოლარინგოლოგია → ვესტიბულარული აპარატის
პათოლოგიის დროს გამოსაყენებელი საშუალებები → ჰისტამინის სინთეტური ანალოგები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ბეტაჰისტინი
ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი 24მგ.
ტაბლეტები: შეფუთვაში N30
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი ჰისტამინის H1- და H2-რეცეპტორებზე ზემოქმედების შედეგად იწვევს
ვაზოდილატაციას. ბეტაჰისტინი არეგულირებს სისხლის მიმოქცევას ყურის ლაბირინთში და
ამცირებს ენდოლიმფურ წნევას.
ფარმაკოკინეტიკა:
პერორალური მიღების შემდეგ სრულად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, 3-5
საათში პლაზმური დონის პიკს აღწევს, სრულად ელიმინირდება შარდით 3 დღეში.
ჩვენებები:
- თავბრუხვევა (ვერტიგო)
- ყურებში ხმაური (ტინიტუსი)
- მენიერის დაავადების მქონე ადამიანებში სმენის დაქვეითების სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება:
საწყისი დოზა არის 24მგ. ორჯერ დღეში, საკვებთან ერთად ან საკვების მიღების
შემდეგ.
მიიღება წყალთან ერთად.
გვერდითი მოვლენები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსიური მოვლენები, გულისრევა, ღებინება,
გულძმარვა, მჟავიანობის მომატება, დიარეა. სახის ჰიპერემია.
კანის მხრივ: ჰიპერემია, ქავილი, გამონაყარი და ურტიკარია.
უკუჩვენებები :
ფეოქრომოციტომა; მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერ შემადგენელ
კომპონენტზე.
ორსულობა და ლაქტაცია:
მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტულმა კვლევებმა აჩვენა
ბეტაჰისტინის მაღალი დოზების ტერატოგენური ეფექტის არ არსებობა, ორსულებში მისი
გამოყენება არ არის რეკომენდებული.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში. მიუხედავად იმისა, რომ არ არის ნანახი კორელაცია ბეტაჰისტინით მკურნალობასა და პეპტიური წყლულის რეციდივების განვითარებას შორის, ბეტაჰისტინი მაინც სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ პეპტიური წყლული.
ბეტაჰისტინი არ გამოიყენება ორსულებსა და ბავშვებში, აღნიშნულ კონტიგენტში პრეპარატის გამოყენების არასაკმარისი ინფორმაციის გამო.
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების დროს შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: თავის ტკივილი,
სახის ჰიპერემია, ტაქიკარდია, ჰიპოტონია, ბრონქოსპაზმი, ზემო სასუნთქი გზების
შეშუპება.
ბეტაჰისტინი სპეციფიკური ანტიდოტი არ გააჩნია, ამიტომ ჭარბი დოზირების დროს
გამოიყენება სიმპტომური მკურნალობა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად მოსალოდნელია ანტაგონიზმი ბეტაჰისტინსა და
ანტიჰისტამინურ პრეპარატებს შორის, ასეთი ურთიერთქმედება პრაქტიკულად არ
დადასტურებულა.
მორესერკი 24 მგ 30 ტაბლეტი
მწარმოებელი : Merkez Pharmaceutical
მორესერკი გამოიყენება : - თავბრუსხვევის (ვერტიგო) - ყურებში ხმაურის
(ტინიტუსი) - მენიერის დაავადების მქონე ადამიანებში სმენის დაქვეითების
სამკურნალოდ.
პრეპარატის გამოყენებამდე გულდასმით წაიკითხეთ ეს დანართი ფურცელი
- შეინახეთ ეს დანართი ფურცელი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ და ამიტომ არ უნდა გადასცეთ ის სხვა
პირებს. ამან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი თუ მათი
სიმპტომები წააგავს თქვენსას.
- თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული, ან შეამჩნევთ ისეთ მოვლენას,
რომელიც ამ დანართ ფურცელში არ არის აღწერილი, მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს.
ამ დანართ ფურცელში:
1. რისთვის გამოიყენება მორესერკის გელი?
2. მორესერკის გამოყენებამდე
3. როგორ გამოვიყენოთ მორესერკი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. მორესერკის შენახვის პირობები
6. დამატებითი ინფორმაცია
1.
რას წარმოადგენს მორესერკის ტაბლეტი და რისთვის გამოიყენება მორესერკი შეიცავს
ბეტაჰისტინს. ამ პრეპარატს უწოდებენ ჰისტამინის ანალოგს.
ის გამოიყენება :
- თავბრუსხვევის (ვერტიგო)
- ყურებში ხმაურის (ტინიტუსი)
- მენიერის დაავადების მქონე ადამიანებში სმენის დაქვეითების სამკურნალოდ.
ეს პრეპარატი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას შუა ყურში. ის ამცირებს მომატებულ
წნევას
მორესერკის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ბავშვებში. მორესერკის მიღების
შეწყვეტა არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება, სანამ ექიმი არ გირჩევთ ამას. იმ
შემთხვევაშიც თუ თავს უკეთ გრძნობთ, მკურნალობის საბოლოო ეფექტისათვის შესაძლოა
ექიმმა გირჩიოთ მკურნალობის გაგრძელება გარკვეული დროით.
მორესერკის საჭიროზე მეტი დოზის მიღება თუ მიიღეთ მორესერკის ჭარბი დოზა,
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ან საავადმყოფოს. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა.
თუ დაგავიწყდათ მორესერკის მიღება
თუ დაგავიწყდათ წამლის მიღება დაიცადეთ შემდეგი დოზის მიღებამდე. არ მიიღოთ მეტი
დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის
შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, მორესერკის ტაბლეტებმაც შეიძლება გამოიწვიოს
გვერდითი მოვლენები, მაგრამ არა ყველა ადამიანში.
მორესერკით მკურნალობისას შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სახის
გვერდითი მოვლენები:
ზოგადი გვერდითი მოვლენები მორესერკის მიღებისას: გულისრევა და დისპეფსია,
მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (მაგ. ანაფილაქსიური რეაქციები), მსუბუქი
ჩივილები კუჭის მხრივ (ღებინება, ტკივლი კუჭ-ნაწლავის არეში, მუცლის შებერვა),
თავის ტკივილი, კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ მომატებული მგრძნობელობის
რეაქციები განსაკუთრებით ანგიონევროზული
შეშუპება, ურტიკარია, გამონაყარი და პრურიტუსი. თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა
გახდება სერიოზული, ან თუ გამოგივლინდათ ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის
აღწერილი ამ დანართ ფურცელში, მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს.
5. მორესერკის შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურის
პირობებში.
არ გამოიყენოთ ბლისტერზე და შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის
შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.
გამოუსადეგარი ტაბლეტები არ ჩააგდოთ საკანალიზაციო წყლებში, ან საყოფაცხოვრებო
ნარჩენების ურნაში. წაუღეთ წამალი უკან ფარმაცევტს, რომელიც გაანადგურებს მას
ისე, რომ ზიანი არ მიადგეს გარემოს.
6. დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს მორესერკის ტაბლეტები
მოქმედი ნივთიერება (პრეპარატის ძირითადი ნივთიერება) არის ბეტაჰისტინის
დიჰიდროქლორიდი.
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 24მგ მოქმედ ნივთიერებას.
დამხმარე ნივთიერებები : მიკროკრისტალური ცელულოზა, მანიტოლი DC, ჰიდროქსი პროპელ-ცელულოზა, ტალკი, კოლოიდური უწყლო კვარცი.
მორესერკის ტაბლეტების აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა:
მორესერკის 24მგ ტაბლეტები არის თეთრი ფერის, მრგვალი, ერთ მხარეს ღარით.
ხელმისაწვდომი შეფუთვა მოიცავს 30, 100 ტაბლეტს.
გაცემის რეჟიმი : ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
საერთაშორისო დასახელება - betahistine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოტორინოლარინგოლოგია → ვესტიბულარული აპარატის
პათოლოგიის დროს გამოსაყენებელი საშუალებები → ჰისტამინის სინთეტური ანალოგები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ბეტაჰისტინი
ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი 24მგ.
ტაბლეტები: შეფუთვაში N30
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი ჰისტამინის H1- და H2-რეცეპტორებზე ზემოქმედების შედეგად იწვევს
ვაზოდილატაციას. ბეტაჰისტინი არეგულირებს სისხლის მიმოქცევას ყურის ლაბირინთში და
ამცირებს ენდოლიმფურ წნევას.
ფარმაკოკინეტიკა:
პერორალური მიღების შემდეგ სრულად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, 3-5
საათში პლაზმური დონის პიკს აღწევს, სრულად ელიმინირდება შარდით 3 დღეში.
ჩვენებები:
- თავბრუხვევა (ვერტიგო)
- ყურებში ხმაური (ტინიტუსი)
- მენიერის დაავადების მქონე ადამიანებში სმენის დაქვეითების სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება:
საწყისი დოზა არის 24მგ. ორჯერ დღეში, საკვებთან ერთად ან საკვების მიღების
შემდეგ.
მიიღება წყალთან ერთად.
გვერდითი მოვლენები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსიური მოვლენები, გულისრევა, ღებინება,
გულძმარვა, მჟავიანობის მომატება, დიარეა. სახის ჰიპერემია.
კანის მხრივ: ჰიპერემია, ქავილი, გამონაყარი და ურტიკარია.
უკუჩვენებები :
ფეოქრომოციტომა; მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერ შემადგენელ
კომპონენტზე.
ორსულობა და ლაქტაცია:
მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტულმა კვლევებმა აჩვენა
ბეტაჰისტინის მაღალი დოზების ტერატოგენური ეფექტის არ არსებობა, ორსულებში მისი
გამოყენება არ არის რეკომენდებული.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში. მიუხედავად იმისა, რომ არ არის ნანახი კორელაცია ბეტაჰისტინით მკურნალობასა და პეპტიური წყლულის რეციდივების განვითარებას შორის, ბეტაჰისტინი მაინც სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ პეპტიური წყლული.
ბეტაჰისტინი არ გამოიყენება ორსულებსა და ბავშვებში, აღნიშნულ კონტიგენტში პრეპარატის გამოყენების არასაკმარისი ინფორმაციის გამო.
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების დროს შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: თავის ტკივილი,
სახის ჰიპერემია, ტაქიკარდია, ჰიპოტონია, ბრონქოსპაზმი, ზემო სასუნთქი გზების
შეშუპება.
ბეტაჰისტინი სპეციფიკური ანტიდოტი არ გააჩნია, ამიტომ ჭარბი დოზირების დროს
გამოიყენება სიმპტომური მკურნალობა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად მოსალოდნელია ანტაგონიზმი ბეტაჰისტინსა და
ანტიჰისტამინურ პრეპარატებს შორის, ასეთი ურთიერთქმედება პრაქტიკულად არ
დადასტურებულა.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით