ბეტასერკი - Betaserc
ბეტასერკი - Betaserc

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალო სხვა პრეპარატები, თავბრუსხვევის საწინააღმდეგო საშუალებები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ბეტასერკი
(Betahistine)

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: ტაბლეტები შეფუთვაში 30 ცალი, 1 ტაბ. შეიცავს 16 მგ ბეტაჰისტინს
** _
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:** თავბრუსხვევის სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალება
** _
ფარმაკოლოგიური თვისებები:
** ბეტასერკი მოქმედებს უპირატესად ცნს და შიგნითა ყურის H1 და H3 რეცეპტორებზე, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ხელს უწყობს ენდოლიმფის წნევის ნორმალიზებას ლაბირინთსა და ლოკოკინაში
** _
ჩვენებები:** ვესტიბულური თავბრუსხვევა, სინდრომები, რომლებიც ხასიათდება თავბრუსხვევით და თავის ტკივილით, ყურებში შუილით, მენიერის დაავადება
** _
დოზირება:
** ბეტასერკი ინიშნება 8-16 მგ დღეში 3-ჯერ, ეფექტი აღინიშნება მკურნალობის დასაწყისშივე. კურსის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია (1 თვე ან უფრო მეტი)
_
გვერდითი მოვლენები:_
გულისრევა, ეპიგასტრიუმში სიმძიმის შეგრძნება, ალერგიული გამონაყარი
** _
უკუჩვენებები:** მომატებული მგრძნობელობა, ფეოქრომოციტომა, წყლულოვანი დაავადება, ბრონქული ასთმა
** _
ორსულობა და ლაქტაცია:
** არ არის რეკომენდებული
არ მოქმედებს ტრანსპორტის მართვის უნარზე

ჰოლანდია, SOLVAY PHARMA

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: 24 მგ ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი. დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, კრემნიუმის დიოქსიდი კოლოიდური, უწყლო, საღებავი ტარტრაზინი, პოვიდონი, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალო სხვა პრეპარატები. თავბრუხვევის მოსახსნელი საშუალება. ბეტაჰისტინი.

ჩვენებები: მენიერის სინდრომი, რომელიც ხასიათდება სიმპტომების ტრიადით: თავბრუსხვევა, თანმხლები გულისრევითა და ღებინებით, ყურებში ხმაური და სმენის პროგრესირებადი დაქვეითება. ვესტიბულური თავბრუსხვევის სიმპტომური მკურნალობა.

დოზირება და მიღების წესი: მიიღება 1 ტაბლეტი ორჯერ დღეში კვების დროს ან მისი დასრულებისთანავე. სადღეღამისო დოზა: 8-24 მგ, გაყოფილი 2 ან 3 მიღებაზე. მკურნალობა ტარდება ხანგრძლივად, საუკეთესო შედეგი მიიღწევა რამოდენიმე თვის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები: გულისრევა, დისპეპსია, თავის ტკივილი, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის კვინკეს შეშუპება, გამონაყარი და ქავილი კანზე, ჭინჭრის ციება, მუცლის ტკივილი, შებერილობა.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ, ფეოქრომოციტომა, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში, ბრონქული ასთმა, ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდი, 18 წლამდე ასაკი.ორსულობა და ლაქტაცია: არ ინიშნება ორსულობის დროს ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ბეტაჰისტინის მიღებამდე აუცილებელია ძუძუთი კვების შეწყვეტა.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: არ ახდენს გავლენას მანქანის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარებზე.

დოზის გადაჭარბება: სიმპტომები: გულისრევა, ძილიანობა, ზომიერად გამოხატული ტკივილი მუცლის არეში. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია.

გარეგნული სახე და შეფუთვა: ცისფერი, მრგვალი ტაბლეტები, ერთ მხარეს გამყოფი ღარით.
10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედულ ალუმინის ფოლგის შეფუთვაში. 6 კონტურული უჯრედული შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება გრილ, ბნელ, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტით.

გამოყენების ინსტრუქციაში წერია:

1. რა არის ბეტასერკი და რისთვის გამოიყენება ის?
2.რა უნდა იცოდეთ ბეტასერკის გამოყენებამდე?
3.როგორ გამოვიყენოთ ბეტასერკი?
4.რა შესაძლო გვერდითი მოვლენები შეიძლება ჰქონდეს?
5.ბეტასერკის შენახვის წესები

** 1.რა არის ბეტასერკი და რისთვის გამოიყენება ის?**

ბეტასერკი ორალური, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, თეთრი ან თითქმის თეთრი ტაბლეტია, მოჭრილი კიდეებით და წარწერით-16 ერთ მხარეს. ბლისტერში 30 გამოსაყენებელი ტაბლეტია.
ბეტასერკი შეიცავს 16 მგ ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდს, როგორც აქტიურ ნივთიერებას. ბეტასერკი არის ,,ჰისტამინის მსგავსი“ ნივთიერება.

იგი გამოიყენება მენიერის დაავადების სამკურნალოდ. მენიერის დაავადების სიმპტომებია:

-თავბრუსხვევა (ვერტიგო) და გულისრება ან ღებინება
-ტინიტუსი
-სმენის დაქვეითება ან სმენის გაძნელება

თავბრუსხვევა შეიძლება გამოიწვიოს შიდა ყურის იმ ნაწილის მუშაობის დარღვევამ, რომელიც აკონტროლებს წონასწორობას. (მას ეწოდება ,,ვესტიბულური თავბრუსხვევა“)
ბეტასერკი მოქმედებს შიდა ყურში სისხლის მიწოდებაზე. ამ გზით ზეწოლა მცირდება

** 2. რა უნდა გავითვალისწინოთ ბეტასერკის გამოყენებამდე**
ბეტასერკი განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებისთვის

არ გამოიყენოთ ბეტასერკი შემდეგი შემთხვევების დროს:
-იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ ალერგია ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდსა და ბეტასერკის სხვა ნებისმიერ კომპონენტზე,
-იმ შემთხვევაში, თუ ექიმი გეტყვით რომ გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე (ე.წ. ფეოქრომოციტომა)

არ გამოიყენოთ ეს წამალი თუ რომელიმე ზემოთჩამოთვლილი თქვენ გეხებათ ან თუ არ მიგიმართავთ ექიმისთვის ბეტასერკის გამოყენებამდე.

ფრთხილად გამოიყენეთ ბეტასერკი შემდეგი სიტუაციების დროს

გთხოვთ, გადაამოწმეთ ექიმთან, გეხებათ თუ არა ეს თქვენ:
-თუ გაქვთ ან ოდესმე გქონიათ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული
-თუ გაქვთ ასთმა

თუ გეხებათ ეს გაფრთხილებები ან წარსულში გაწუხებთად რომელიმე მათგანი, მაშინ, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ბეტასერკის გამოყენებამდე ექიმმა შეიძლება ჩაატაროს გარკვეული გამოკვლევები.

ბეტასერკის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
შეგიძლიათ ბეტასერკი მიიღოთ საკვებთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად. თუმცა, ბეტასერკმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭის მსუბუქი პრობლემები (ჩამოთვლილია მე-4 თავში). ბეტასერკის საკვებთან ერთად მიღება დაგეხმარებათ კუჭის პრობლემების შემცირებაში.

ორსულობა
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უცნობია, იმოქმედებს თუ არა ბეტასერკი ახალშობილ ბავშვზე.
-თუ გეგმავთ ორსულობას ან ფიქრობთ რომ ორსულად ხართ შეწყვიტეთ ბეტასერკის მიღება და აცნობეთ თქვენს ექიმს
-არ მიიღოთ ბეტასერკი ორსულობის დროს, თუ თქვენი ექიმი არ გადაწყვეტს ამის აუცილებლობას.

იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის დროს მიხვდებით რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმის.

ძუძუთი კვება

მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უცნობია, გამოიყოფა თუ არა ბეტასერკი დედის რძეში.
-შეწყვიტეთ ბეტასერკის მიღება ძუძუთი კვების დროს ექიმის რეკომენდაციის გარეშე.

მანქანებისა და სხვა მოწყობილობების მართვა
ბეტასერკი გავლენას არ ახდენს ავტომობილისა მართვასა და სხვა მექანიზმებზე მუშაობაზე.
თუმცა, უნდა გვახსსოვდეს, რომ დაავადებამ, რამაც გამოიწვია თქვენი მკურნალობა ბეტასერკით (მენიერის დაავადება ან თავბრუსხვევა) შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან ღებინება, გავლენა იქონიოს მანქანის ან მექაიზმების მართვის უნარზე ან გავლენა იქონიოს თქვენზე, იმ ამოცანების შესრულების დროს რომლების საჭიროებენ ყურადღების კონცენტრაციას. თუ ამაში არ ხართ დარწმუნებული, მაშნ მიმართეთ თქვენს ქიმის ან ფარმაცევტს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბეტასერკის ზოგიერთი ნივთიერების შესახებ

ის არ შეიცავს ისეთ დამხმარე ნივთიერებებს რომლების საჭიროებენ გაფრთხილებას.

სხვა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ რომელიმე შემდეგ წამალს:
-ანტიჰისტამინები- მათ შეუძლიათ შეამცირო ბეტასერკის თერაპიული ეფეტქი, თავის მხრივ, ბეტასერკმაც შეიძლება შეამციროს ანტიჰისტამინების მოქმედებაც.
-მონოამინ-ოქსიდაზას ინჰიბიტორები (MAOI)- დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალებები. ამან შეიძლება გაზარდოს ბეტასერკის თერაპიული ეფექტი.
თუ იღებთ რომელიმე ზემოთჩამოთვლილს (ან თუ არ ხართ დარწმუნებული), ბეტასერკის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

იმ შემთხვევაში, თუ იყენებთ ან ცოტა ხნის წინ იყენებდით რომელიმე რეცეპრით ან ურეცეპტოდ გასაცემ წამალს, გთხოვთ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

3. როგორ გამოვიყენოთ ბეტასერკი?

გამოყენების ინსტრუქცია და დოზა/მიღების წესები:
გამოიყენეთ ბეტასერკი ექიმის დანიშნულებისამებრ. იმ შემთხვევაში თუ არ ხართ დარწმუნებული იმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
-ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის საჭირო დოზას დაავადების სიმძიმის მიხედვით.
-გააგრძელეთ ბეტასერკის გამოყენება, რადგან შეიძ₾ება დიდი დრო დასჭირდეს მისი მოქმედების დაწყებას.

ჩვეულებრივი დოზაა ერთი 16 მგ-იანი ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
იმ შემთვევაში, თუ დღეში იღებთ ერთ ტაბლეტს, მაშინ თანაბრად გადაანაწილეთ ის მთელი დღის გამავლობაში. მაგალითად, ერთი ტაბლეტი დილით და ერთი ტაბლეტი საღამოს.

შეეცადეთ მიიღოთ დანიშნული ტაბლეტი ყოველ დღე, ერთსა და იმავე დროს. ეს არის მედიკამენტის ფიქსირებული რაოდენობა. მისი ერთდროული მიღება გეხმარებათ წამლის მიღების დამახსოვრებაში.

მიღების გზა და წესები:

-გადაყლაპეთ ტაბლეი წყლის მიყოლებით
-ტაბლეტის მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან მის გარეშე. თუმცა, ბეტასერკმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭის მსუბუქი პრობლემები (ჩამოთვლილია მე-4 თავში). ბეტასერკის მიღება საჭმელთან ერთად ხელს უწყობს კუჭის პრობლემების შემცირებას.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯუფი:
ბავშვებში გამოყენება:
ვინაიდან არ არის საკმარისი მონაცემები მისი ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ, ბეტასერკის გამოყენება არ არის რეკომენდირებული 18 წლამდე ასაკში.

გამოყენება ხანდაზმულებში:
მიუხედავად კვლევების სიმცირისა, ამ ასაკობრივ ჯგუფში, ფართოდ გავრცელებული პოსტმარკეტინგული გამოცდილება გვიცვენებს, რომ ეს ასაკობრივი ჯგუფი არ საჭიროებს დოზის კორექციას.

სპეციალური გამოყენების შემთხვევები:
თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა
მიუხედავად იმისა, რომ კლინიკური კვლევები არ არის ხლმისაწვდომი პაციენტების ამ ჯგუფში, გამოცდილება გვიჩვენებს, რომ დოზის კორექცია ამ პაციენტებში არ არის საჭირო.

თუ ფიქრობთ, რომ ბეტასერკის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.

თუ იყენებთ საჭიროზე მეტ ბეტასერკს:
თ თქვენ მიიღეთ დანიშნულ დოზაზე მაღალი ბეტასერკი, ამ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, მომატებული ძლიანობა ან მუცლის ტკივილი, ამ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ ბეტასერკის გამოყენება:
იმ შემთხვევაში, თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, გამოტოვეთ გამოტოვებული დოზა. შემდეგი დოზა კი მიიღეთ ჩვეულებრივ, დანიშნულ დროს.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

ეფექტები, რომლების შეიძლება განვითარდეს ბეტასერკით მკურნალობის შეწყვეტისას:
არ შეწყვიტოთ ბეტასერკის გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე, იმ შემთხვევაშიც კი თუ თავს უკეთ გრძნობთ. თუ გაქვთ დამატებითი კითხვები ბეტასერკის გამოყენებასთან დაკავშირებით მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

** 4. შესაძლო გვერდითი მოვლენები**

მსგავსად ყველა მედიკამენისა, ბეტასერკსაც აქვს გვერდითი მოვლენები იმ ადამიანებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან მის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებზე. ეს შეიძლება იყოს:

არასასურველი ეფექტები დაფიქსირდა კვლევებში შემდეგი სიხშირით: ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (>1/100-<1/10); იშვიათად (>1/1000-დან<1/100-მდე); ზოგჯერ (>1/10000-<1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000) უცნობია (შეფასება ხელმისაწვდომი მონაცემებიდან მიუწვდომელია)

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მოხდა, დაუყოვნებლივ შეწყიტეთ ბეტასერკის გამოყენება და მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას.

შემდეგი გვერდითი ეფექტების სიხშირე უცნობია:

ალერგიული რეაქციები. სიმპტომები შეიძლება იყოს:
-კანის სიწითლე, ქავილი, ან გამონაყარი კანზე
-სახის, ტუჩების, ენის ან კისრის შეშუპება
-არტერიული წნევის დაცემა
-ცნობიერების დაკარგვა
-სუნთქვის გაძნელება

ზემოთ ჩამოთვლილი მიეკუთვნება ძალიან სერიოზულ გვერდით მოვლენებს.

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე მათგანი ან ალერგია ბეტასერკზე, შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

იმ შემთვევაში, თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგანს, აცნობეთ ექიმს

ხშირი (ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში)
-გულისრევა
-საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია)
-თავის ტკივილი

სიხშირე უცნობია:
-კუჭის მსუბუქი პრობლემები, როგორიცაა ღებინება, კუჭის ტკივილი, შებერილობა და გაზები
-კანის და კანქვეშა ჰიპერმგრძნობელობის (ალერგიული) რეაქციები, განსაკუთრებით ანგიონევროზული შეშუპება (ქავილი გამონაყარი და/ან სახის, ტუჩების, ენისა და ყელის შეშუოება), ჭინჭრის ციება (კანის სიწითლისა და ქავილის ნიშანი), გამონაყარი და ქავილი.

ბეტასერკის საკვებთან ერთად მიღება დაგეხმარებათ კუჭის პრობლემეის შემცირებაში. ეს შეიძლება იყოს:

ბეტასერკის მსუბუქი გვერდითი მოვლენები

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც აღნიშნული არ არის ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების მოხსენება:
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის არსებობისას, რომელის აღწერილია ან არ არის ანოტაციაში, აუცილებლად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

** 5. ბეტასერკის შენახვის წესები**

შეინახეთ ბეტასერკი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, თავის შეფუთვაში.

ინახება 25C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადების შესაბამისად.

არ გაოიყენოთ ბეტასერკი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ ბეტასერკი, თუ შეამჩნევთ რაიმე დაზიანებას პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე.

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: 16 მგ ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი. დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, კრემნიუმის დიოქსიდი კოლოიდური, უწყლო, პოვიდონი, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, საღებავი ყვითელი მზის ჩასვლა.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალო სხვა პრეპარატები. თავბრუხვევის მოსახსნელი საშუალება. ბეტაჰისტინი.

ჩვენებები: მენიერის სინდრომი, რომელიც ხასიათდება სიმპტომების ტრიადით: თავბრუსხვევა, თანმხლები გულისრევითა და ღებინებით, ყურებში ხმაური და სმენის პროგრესირებადი დაქვეითება. ვესტიბულური თავბრუსხვევის სიმპტომური მკურნალობა.

დოზირება და მიღების წესი: მიიღება ნახევარი ტაბლეტი სამჯერ დღეში კვების დროს ან მისი დასრულებისთანავე. სადღეღამისო დოზა შეადგენს 8-24 მგ, გაყოფილი 2 ან 3 მიღებაზე. მკურნალობა ტარდება ხანგრძლივად, საუკეთესო შედეგი მიიღწევა რამოდენიმე თვის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები: გულისრევა, დისპეპსია, თავის ტკივილი, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის კვინკეს შეშუპება, გამონაყარი და ქავილი კანზე, ჭინჭრის ციება, მუცლის ტკივილი, შებერილობა.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ, ფეოქრომოციტომა, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში, ბრონქული ასთმა, ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდი, 18 წლამდე ასაკი.ორსულობა და ლაქტაცია: არ ინიშნება ორსულობის დროს ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ბეტაჰისტინის მიღებამდე აუცილებელია ძუძუთი კვების შეწყვეტა.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: არ ახდენს გავლენას მანქანის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარებზე.

დოზის გადაჭარბება: სიმპტომები: გულისრევა, ძილიანობა, ზომიერად გამოხატული ტკივილი მუცლის არეში. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია.

გარეგნული სახე და შეფუთვა: ღია ნარინჯისფერი, მრგვალი ტაბლეტები, ერთ მხარეს გამყოფი ღარით.
10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედულ ალუმინის ფოლგის შეფუთვაში. 6 კონტურული უჯრედული შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება გრილ, ბნელ, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტით.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ბეტასერკი 16მგ #30ტ(ამერ)
  • სახელი: ბეტასერკი 16მგ #30ტ(ამერ)
  • მწარმოებელი: Mylan Laboratories SAS (საფრანგეთი)
  • შეფუთვა: 16მგ ტაბლეტი №30
Aversi 29.01 ლ
ბეტასერკი 16მგ #30ტ(თურქ)
  • სახელი: ბეტასერკი 16მგ #30ტ(თურქ)
  • შეფუთვა: 16მგ ტაბლეტი №30
Aversi 8.57 ლ
ბეტასერკი 24მგ #60ტ(ამერ)
  • სახელი: ბეტასერკი 24მგ #60ტ(ამერ)
  • მწარმოებელი: Mylan Laboratories SAS (საფრანგეთი)
  • შეფუთვა: 24მგ ტაბლეტი №60 (3X20)
Aversi 60.92 ლ
ბეტასერკი 8მგ #30ტ(ამერ)
  • სახელი: ბეტასერკი 8მგ #30ტ(ამერ)
  • მწარმოებელი: Mylan Laboratories SAS (საფრანგეთი)
  • შეფუთვა: 8მგ ტაბლეტი №30 (1X30)
Aversi 27.88 ლ
ბეტასერკი ტაბლეტი 24მგ #20
  • სახელი: ბეტასერკი ტაბლეტი 24მგ #20
  • შეფუთვა: 24მგ ტაბლეტი №20
Pharmadepot 4.96 ლ
ბეტასერკი ტაბლეტი 24მგ #20
  • სახელი: ბეტასერკი ტაბლეტი 24მგ #20
  • მწარმოებელი: Mylan Laboratories SAS (საფრანგეთი)
  • შეფუთვა: 24მგ ტაბლეტი №20
Pharmadepot 25.65 ლ
ბეტასერკი ტაბლეტი 24მგ #60
  • სახელი: ბეტასერკი ტაბლეტი 24მგ #60
  • შეფუთვა: 24მგ ტაბლეტი №60 (3X20)
Pharmadepot 66.6 ლ
ბეტასერკი ტაბლეტი 24მგ #60
  • სახელი: ბეტასერკი ტაბლეტი 24მგ #60
  • მწარმოებელი: ()
  • შეფუთვა: 24მგ ტაბლეტი №60 (3X20)
GPC 71.04 ლ
Betaserc - ბეტასერკი 16მგ 30 ტაბლეტი
  • სახელი: Betaserc - ბეტასერკი 16მგ 30 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: ()
  • შეფუთვა: 16მგ ტაბლეტი №30
PSP 8.78 ლ
Betaserc - ბეტასერკი16მგ 60 ტაბლეტი
  • სახელი: Betaserc - ბეტასერკი16მგ 60 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: ()
  • შეფუთვა: 16მგ ტაბლეტი №60
PSP 39.61 ლ
ბეტასერკი 8მგ 30 ტაბლეტი
  • სახელი: ბეტასერკი 8მგ 30 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: ()
  • შეფუთვა: 8მგ ტაბლეტი №30 (1X30)
PSP 27.46 ლ
Betaserc - ბეტასერკი 16მგ 30 ტაბლეტი
  • სახელი: Betaserc - ბეტასერკი 16მგ 30 ტაბლეტი
  • შეფუთვა: 16მგ ტაბლეტი №30
PSP 24.87 ლ
Betaserc - ბეტასერკი 24მგ 60 ტაბლეტი
  • სახელი: Betaserc - ბეტასერკი 24მგ 60 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: Mylan Laboratories SAS (საფრანგეთი)
  • შეფუთვა: 24მგ ტაბლეტი №60 (3X20)
PSP 57.43 ლ
ბეტასერკი ტაბლეტი 16მგ #30
  • სახელი: ბეტასერკი ტაბლეტი 16მგ #30
Pharmadepot 9.65 ლ
ბეტასერკი ტაბლეტი 16მგ #30
  • სახელი: ბეტასერკი ტაბლეტი 16მგ #30
  • მწარმოებელი: Abbott Healthcare SAS (საფრანგეთი)
  • შეფუთვა: 16მგ ტაბლეტი №30
Pharmadepot 35.51 ლ
ბეტასერკი ტაბლეტი 16მგ #30
  • სახელი: ბეტასერკი ტაბლეტი 16მგ #30
  • შეფუთვა: 16მგ ტაბლეტი №30
GPC 9.65 ლ
ბეტასერკი ტაბლეტი 16მგ #30
  • სახელი: ბეტასერკი ტაბლეტი 16მგ #30
  • მწარმოებელი: Abbott Healthcare SAS (საფრანგეთი)
  • შეფუთვა: 16მგ ტაბლეტი №30
GPC 35.51 ლ