გლიცერინი - Glycerin
გლიცერინი - Glycerin

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დამარბილებელი და დამცავი საშუალებები, დამარბილებელი და დამცავი სხვა საშუალებები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

გლიცერინი, 1,24 გ, რექტალური სუპოზიტორიები

გლიცერინი, 2,11 გ, რექტალური სუპოზიტორიები

1. პრეპარატ გლიცერინის დახასიათება და გამოყენება

გლიცერინი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას გლიცეროლს და გამოიყენება როგორც საფაღარათო საშუალება.

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი გლიცერინის გამოყენება ნაჩვენებია 2-დან 18 წლამდე ასაკის მოზრდილებსა და ბავშვებში:

- სხვადასხვა ეთიოლოგიის ყაბზობის სიმპტომური მკურნალობისთვის (როდესაც პერორალური პრეპარატების გამოყენება შეუძლებელია),

- ყაბზობის პროფილაქტიკისთვის პაციენტებში, რომლებსაც დეფეკაციის დროს გაჭინთვა არ შეუძლიათ.

პრეპარატი გლიცერინის მოქმედების წესი

რექტალური სუპოზიტორიების სახით გამოყენებისას არბილებს და პოხავს გამაგრებულ ფეკალურ მასებს, აადვილებს მათ გავლას მსხვილ ნაწლავში. გამაღიზიანებლად მოქმედებს ნაწლავის ლორწოვან გარსზე ნაწლავის მოტორიკის რეფლექსური სტიმულირებით, აინიცირებს დეფეკაციის პროცესს, აადვილებს განავლის მასების გავლას და გამოყოფას.

თუ გაუმჯობესება არ დადგა ან გაუარესებას გრძნობთ, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

2. პრეპარატ გლიცერინის გამოყენებამდე გასათვალისწინებელი ინფორმაცია

უკუჩვენებები

არ გამოიყენოთ პრეპარატი გლიცერინი:

  • თუ გაქვთ ალერგია გლიცეროლის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 თავში),
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს,
  • ნაწლავის გაუვალობის დროს,
  • აპენდიციტის დროს,
  • სისხლდენის დროს
  • დიარეის დროს,
  • გამწვავების სტადიაში ჰემოროის დროს,
  • უკანა ტანის ნაპრალების დროს,
  • სწორი ნაწლავის ანთებითი დაავადებების და სიმსივნეების დროს,
  • მუცელში გაურკვეველი წარმოშობის ტკივილის დროს,
  • ჰემორაგიული რექტოკოლიტის დროს,
  • 2 წლამდე ასაკის ბავშვებში,
  • ორსულობის დროს (I ტრიმესტრი).

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

პრეპარატი გლიცერინის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

თირკმლის უკმარისობისას პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება.

სისტემატიური გამოყენება რეკომენდებული არ არის. ნაწლავის ნორმალური პერისტალტიკის აღდგენის შემდეგ მკურნალობა შეწყვიტეთ.

არ გამოიყენოთ 7 დღეზე მეტი დროის განმავლობაში.

სუპოზიტორიებს არ წაუსვათ მინერალური თხიერი ან მყარი ზეთები.

სუპოზიტორიების გამოყენებამდე და შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები.

ბავშვები

2 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი არ გამოიყენოთ.

სხვა პრეპარატები და პრეპარატი გლიცერინი

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს აცნობეთ რას იღებთ, ცოტახნის წინ იღებდით ან შეიძლება დაიწყოთ რაიმე სხვა პრეპარატების გამოყენება.

გლიცერინიან სუპოზიტორიებს შეუძლია რექტალურად გამოსაყენებელი სამკურნალო საშუალებების მოქმედების შესუსტება.

სხვა რექტალური პრეპარატების გამოყენების აუცილებლობისას დაცული უნდა იქნას არანაკლებ 1 საათიანი ინტერვალი მათ გამოყენებებს შორის.

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ორსული ან მეძუძური დედა ხართ, ფიქრობთ, რომ დაორსულდით, ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

პრეპარატის გამოყენებას მოერიდეთ ორსულობის I ტრიმესტრში. პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმის აზრით, მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ბავშვისთვის.

ლაქტაცია

ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შეიძლება.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

პრეპარატის გამოყენება არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

3. პრეპარატ გლიცერინის გამოყენება

პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ინსტრუქციის ან მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების თანახმად. ეჭვების გაჩენის შემთხვევაში რჩევისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზა

2,11 გ გლიცეროლის შემცველი 1 სუპოზიტორია 1-ჯერ დღეში. საჭიროების შემთხვევაში დოზის გაზრდა შეიძლება 2 სუპოზიტორიამდე დღეში.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

2-დან 12 წლამდე ბავშვები: 1,24 გ გლიცეროლის შემცველი 1 სუპოზიტორია 1-ჯერ დღეში.

12 წელზე უფროსი ბავშვები: 2,11 გ გლიცეროლის შემცველი 1 სუპოზიტორია 1-ჯერ დღეში. საჭიროების შემთხვევაში დოზის გაზრდა შეიძლება 2 სუპოზიტორიამდე დღეში.

შეყვანის გზა და წესი

რექტალურად. პრეპარატი შეჰყავთ სწორ ნაწლავში და იქ ტოვებენ არანაკლებ 5 წუთი. ჩვეულებრივ დეფეკაცია ხდება პრეპარატის შეყვანიდან 5-10 წუთის შემდეგ. სუპოზიტორიის ნარჩენები ნაწლავიდან განავალთან ერთად გამოიყოფა.

თერაპიის ხანგრძლივობა

პრეპარატით მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა არაუმეტეს 7 დღეს შეადგენს.

თუ პრეპარატი გლიცერინისაჭიროზე მეტი გამოიყენეთ

ჭარბი დოზის სიმპტომი არის თხიერი განავალი. ჭარბი დოზის შემთხვევაში პრეპარატი უნდა მოიხსნას.

პრეპარატის გამოყენების შესახებ შეკითხვების არსებობისას მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო არასასურველი რეაქციები

ყველა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია არასასურველი რეაქციების გამოწვევა, თუმცა არა ყველასთან.

პრეპარატის გამოყენებისას შესაძლებელია შემდეგი არასასურველი რეაქციები (არსებული მონაცემებით წარმოქმნის სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია):

- ალერგიული რეაქციები;

- ადგილობრივი რეაქციები (ქავილი, წვა ანუსის მიდამოში);

- დეფეკაციის ფიზიოლოგიური პროცესის შესუსტება (ხანგრძლივი გამოყენებისას).

შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ

თუ გამოგივლინდათ რაიმე არასასურველი რეაქციები, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. მათ შორის, ნებისმიერი არასასურველი რეაქციის შესახებ, რომელიც ინსტრუქციაში მითითებული არ არის. არასასურველი რეაქციების შესახებ ასევე შეგიძლიათ უშუალოდ შეგვატყობინოთ (იხ. ქვევით). არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით, თქვენ დაეხმარებით მეტი ინფორმაციის მიღებას პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

რუსეთის ფედერაცია

ჯანდაცვის სფეროში მეთვალყურეობის ფედერალური სამსახური (რუსჯანმეთვალყურეობა).

109012, ქ.მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, ს. 4, შენ. 1

ტელეფონი: +7 800 550 99 03

e-mail: [email protected]

www.roszdravnadzor.gov.ru

სომხეთის რესპუბლიკა

დტსს "აკადემიკოს ე.გაბრიელიანის სახ. წამლებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამეცნიერო ცენტრი"

0051, ქ.ერევანი, კომიტასის გამზ. 49/5

ტელეფონები: (+374 10) 20-05-05, (+374 96) 22-05-05

e-mail: [email protected]

www.pharm.am

ბელარუსის რესპუბლიკა

უს "ჯანდაცვაში ექსპერტიზებისა და გამოცდების ცენტრი"

220037, ქ.მინსკი, ტოვარიშჩესკის ჩიხი, 2ა

www. rceth.by

ყაზახეთის რესპუბლიკა

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის რსს სწუ-ით "სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო ნაწარმის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი"

010000, ქ.ასტანა, ბაიკონირის რაიონი, ა.იმანოვის ქ., 13

ტელეფონი: 8 (7172) 78-98-57

e-mail: [email protected]

www.ndda.kz

ყირგიზეთის რესპუბლიკა

ყირგიზეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო ნაწარმის დეპარტამენტი

720044, ქ.ბიშკეკი, მე-3 ხაზის ქ., 25

ტელეფონი: +996 (312) 21-92-78

e-mail: [email protected]

www.pharm.kg

5. პრეპარატ გლიცერინის შენახვა

პრეპარატი შეინახეთ ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას ისე, რომ ბავშვმა ვერ შეძლოს მისი დანახვა.

არ გამოიყენოთ პრეპარატი მუყაოს კოლოფზე და კონტურულ უჯრედულ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის (შენახვის ვადის) ამოწურვის შემდეგ.

ვარგისობის ვადის ამოწურვის ვადას წარმოადგენს თვის ბოლო დღე.

ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

პრეპარატი არ გადააგდოთ კანალიზაციაში. ფარმაცევტთან დააზუსტეთ როგორ მოახდინოთ არასაჭირო პრეპარატის უტილიზება (განადგურება). ეს ზომები დაეხმარება გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

პრეპარატიგლიცერინიშეიცავს

მოქმედი ნივთიერება: გლიცეროლი (გლიცერინი).

გლიცერინი, 1,24 გ, რექტალური სუპოზიტორიები

თითოეული სუპოზიტორია შეიცავს 1,24 გ გლიცეროლს (გლიცერინს).

სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები) : მაკროგოლი 400, სტეარინის მჟავა 95, ნატრიუმის კარბონატის დეკაჰიდრატი.

გლიცერინი, 2,11 გ, რექტალური სუპოზიტორიები

თითოეული სუპოზიტორია შეიცავს 2,11 გ გლიცეროლს (გლიცერინს).

სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები): მაკროგოლი 400, სტეარინის მჟავა 95, ნატრიუმის კარბონატის დეკაჰიდრატი.

პრეპარატ გლიცერინის გარეგნულობა და შეფუთვის შიგთავსი

რექტალური სუპოზიტორიები

ტორპედოსმაგვარი ფორმის, გამჭვირვალე ან ნახევრად გამჭვირვალე, თითქმის უფერო ან მოყვითალო-მოყავისფრო შეფერილობის, გაპოხილი ზედაპირით, ჰიგროსკოპული სუპოზიტორიები. დაიშვება ძაბრისებრი ჩაღრმავების არსებობა უმნიშვნელო რაოდენობის ჰაერის ბუშტუკებით.

5 სუპოზიტორია ალუმინი-პოლიეთილენის ორშრიანი ფირფიტის კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში. 2 კონტურული უჯრედული შეფუთვა ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტულიპროდუქტისჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი

სს "ნჟფარმი", რუსეთი

სალგანსკაიას ქ., ს. 7, ქ.ნიჟნი ნოვგოროდი, 603105

ტელ.: (831) 278-80-88; ფაქსი: (831) 430-72-28

E-mail: [email protected]

მომხმარებლების პრეტენზიები უნდა გაეგზავნოს სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელს ან სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელს:

რუსეთის ფედერაცია, სომხეთის რესპუბლიკა, ბელარუსის რესპუბლიკა

სს "ნიჟფარმი", რუსეთი

სალგანსკაიას ქ., ს. 7, ქ.ნიჟნი ნოვგოროდი, 603105.

ტელ.: (831) 278-80-88; ფაქსი: (831) 430-72-28

E-mail: [email protected]

ყაზახეთის რესპუბლიკა

შპა "STADA Kazakhstan", ყაზახეთის რესპუბლიკა

სუიუნბაის გამზ., სახლი 258 ვ, ქ.ალმატი, 050011

ტელ.: (727) 2222-100

ფაქსი: (727) 398-64-95

e-mail: [email protected]

ყირგიზეთის რესპუბლიკა

სს "ნიჟფარმი"-ს წარმომადგენლობა ყირგიზეთის რესპუბლიკაში

ბაიტიკ ბაატირის ქ., 17/3, ქ.ბიშკეკი, 720005

ზოგადი დახასიათება:
ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: გლიცერინი (1,2,3-პროპანტრიოლი) ან გლიცეროლი_ უფერო, ბლანტი (სიროფის მსგავსი) მოტკბო გემოთი, ჰიგროსკოპიული სითხე. იგი წარმოადგენს სუბსტანციას მალამოების, ლინიმენტის, სანთლების, საშოს ბურთულების და სხვა სამკურნალო ფორმების დასამზადებლად.

გამოშვების ფორმა:
სითხე

ფარმაკოლოგიური თვისებები:
გლიცერინი მუდმივად წარმოიქმნება ორგანიზმში ცხიმების ფერმენტული დაშლის დროს. როგორც ენდო, -ასევე ეგზოგენური გლიცერინი განიცდის ჟანგვას ნახშირმჟავად და წყლის წარმოქმნით. სუფთა სახით გლიცერინს (გლიცეროლს) გააჩნია გამაღიზიანებელი ეფექტი, რომელიც ქრება წყლის (30-50%-მდე), ვაზელინის, ლანოლინის დამატების დროს. გლიცერინი ამცირებს ბევრი სამკურანლო საშუალებების გამაღიზიანებელ მოქმედებას. იგი თითქმის არ შეიწოვება კანით, თუმცა კარგად _ ლორწოვანი გარსებით.

ჩვენება:
პრეპარატი ინიშნება როგორც კანის და ლორწოვანი გარსების დამარბილებელი საშუალება, ასევე ყაბზობის დროს.

დოზირება და მიღების წესი:
მოზრდილებში, მშრალი დამსკდარი კანის დროს, გლიცერინი ინიშნება აპლიკაციის სახით. როგორც საფაღარათო საშუალება, სანთლების და ოყნის სახით (2-5მლ).

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის ჭარბი დოზირების დროს, მათ შორის მდგომარეობა, როდესაც აღინიშნება მომატებული შეწოვა სისხლში, იწვევს ჰემოლიზს, ჰემოგლობინურიას, თირკმელების მეთჰემოგლობინური ინფარქტი. შესაძლებელია ნაწლავების გაღიზიანება.

წინააღმდეგჩვენება:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებები და სიმსივნეები, საშვილოსნოს გაძლიერებული შეკუმშვა, კანის დესტრუქციული პროცესები.

შენახვის ვადა და პირობები:
პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, მჭიდროდ დახუფულ მდგომარეობაში. ვარგისიანობა მითითებულია შეფუთვაზე.

გამოშვების ფორმა:
25მლ სითხე ფლაკონში.

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება თითოეულ სანთელში: 0.7 გ გლიცეროლი. ასევე შეიცავს ჟელატინს, გასუფთავებულ წყალს.

ჩვენებები: ხსნის შეკრულობას, ასტიმულირებს ნაწლავთა პერისტალტიკას.

დოზირება და მიღების წესი: დაუშვებელია სანთლების შიგნით მიღება. საჭიროა ხელების დაბანა პრეპარატის გამოყენებამდე და გამოყენების შემდგომ. გამოყენებამდე უნდა მოეხსნას დამცავი საფარი, მოიხეს ნაჭდევების მიხედვით ან მოიჭრას სანთლის გარშემო. სანთელი უნდა დასველდეს წყალში და შემდეგ მოთავსდეს სწორ ნაწლავში. ჩვილებში საჭიროების მიხედვით გამოიყენება 1 სანთელი.

გვერდითი მოვლენები: შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავის გაღიზიანება და მუცლის არეში სპაზმები. რაიმე გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მკურნალობა და მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები: დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება მოზრდილებსა და ბავშვებში 1 წლის ასაკიდან. სიმპტომების გახანგრძლივების შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაცია. არ შეიძლება გადაყლაპვა.

ჭარბი დოზირება: პრეპარატის შემთხვევით გადაყლაპვისას დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს.

შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი: შპს თორნტონ და როს, ჰადერსფილდი HD7 5QH, დიდი ბრიტანეთი.

გლიცერინი

ანოტაცია

სახელწოდება - გლიცერინი

ფორმა - გარეგანი გამოყენების ხსნარი

შემადგენლობა - გლიცერინი 85 გ, დისტილირებული წყალი 100 გ-მდე

აღწერა : უფერო, ბლანტი (სიროფის მსგავსი), ჰიგროსკოპიული სითხე.

მოქმედება: გლიცერინი ხასიათდება კანის დამარბილებელი ეფექტით. აქვს ნაწლავური პერისტალტიკის სუსტი მასტიმულირებელი ეფექტი.

ჩვენება:

კანის სიმშრალე;
ყაბზობა.

გამოყენების წესი და დოზირება:

მშრალი, დამსკდარი კანი - აპლიკაციის სახით, ადგილობრივად, შეიზილეთ ნელი, წრიული მოქმედებით.

საფაღარათო საშუალება - 2-5 მლ ოყნის სახით.

უკუჩვენებები

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებები, კანის დესტრუქციული პროცესები.

შენახვის პირობები

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, გრილ, ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას, მჭიდროდ დახურულ მდგომარეობაში. მოარიდეთ ცეცხლს.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
გლიცერინი 25მლ ფლ (საქ)
  • სახელი: გლიცერინი 25მლ ფლ (საქ)
  • მწარმოებელი: „OFFICINA“ LTD (საქართველო)
  • შეფუთვა: 25მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1 (პირველადი შეფუთვით)
Aversi 0.89 ლ
გლიცერინის სუპოზ2.11გ#10
  • სახელი: გლიცერინის სუპოზ2.11გ#10
  • მწარმოებელი: «Nizhpharm» JSC (რუსეთი)
  • შეფუთვა: 2,11გ რექტალური სუპოზიტორია №10 (2X5)
Aversi 6.91 ლ
გლიცერინი ხსნარი გარეგანი 25მლ ფლაკონი #1
  • სახელი: გლიცერინი ხსნარი გარეგანი 25მლ ფლაკონი #1
  • მწარმოებელი: „OFFICINA“ LTD (საქართველო)
  • შეფუთვა: 25მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1 (პირველადი შეფუთვით)
Pharmadepot 0.9 ლ
გლიცერინი (გლიცეროლო) სელა მოზრდილებ სანთელი რექტალური 2.25გრ #18
  • სახელი: გლიცერინი (გლიცეროლო) სელა მოზრდილებ სანთელი რექტალური 2.25გრ #18
Pharmadepot 9.35 ლ
გლიცერინი სანთელი 0.7გრ #5
  • სახელი: გლიცერინი სანთელი 0.7გრ #5
GPC 1.8 ლ
გლიცერინი ხსნარი გარეგანი 25მლ ფლაკონი #1
  • სახელი: გლიცერინი ხსნარი გარეგანი 25მლ ფლაკონი #1
  • მწარმოებელი: „OFFICINA“ LTD (საქართველო)
  • შეფუთვა: 25მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1 (პირველადი შეფუთვით)
GPC 0.9 ლ
გლიცერინი (მოზრდილ) სანთელი 1.4გრ #5
  • სახელი: გლიცერინი (მოზრდილ) სანთელი 1.4გრ #5
GPC 1.8 ლ
გლიცერინი 30მლ
  • სახელი: გლიცერინი 30მლ
PSP 1.29 ლ
Glycerin - გლიცერინი 25მლ
  • სახელი: Glycerin - გლიცერინი 25მლ
  • შეფუთვა: 25მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1 (პირველადი შეფუთვით)
PSP 2.36 ლ
გლიცერინი 25მლ.
  • სახელი: გლიცერინი 25მლ.
  • შეფუთვა: 25მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1 (პირველადი შეფუთვით)
PSP 0.74 ლ
გლიცერინი კოსმეტიკური ხსნარი 25მლ #1
  • სახელი: გლიცერინი კოსმეტიკური ხსნარი 25მლ #1
  • შეფუთვა: 25მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1 (პირველადი შეფუთვით)
Pharmadepot 5.62 ლ
გლიცერინი კოსმეტიკური ხსნარი 25მლ #1
  • სახელი: გლიცერინი კოსმეტიკური ხსნარი 25მლ #1
  • შეფუთვა: 25მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1 (პირველადი შეფუთვით)
GPC 5.92 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით