ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ყაბზობის სამკურნალო პრეპარატები, ყაბზობის სამკურნალო სხვა პრეპარატები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
გლიცერინის სუპოზიტორიები ბავშვებისთვის
1405 მგ გლიცერინი
1. გლიცერინის სუპოზიტორია ბავშვებისთვის დახასიათებადაგამოყენება
გლიცერინის სუპოზიტორიები საფაღარათო საშუალებაა და გამოიყენება ყაბზობის სამკურნალოდ, ქირურგიული ჩარევის შემდეგ ან რექტოსკოპიამდე დეფეკაციის გასაადვილებლად. გლიცერინის სუპოზიტორია ასტიმულირებს სწორი ნაწლავის ლორწოვანის სეკრეციას და ამავდროულად აინდუცირებს დეფეკაციის მექანიზმს.
2. ბავშვებისთვის განკუთვნილი გლიცერინის სუპოზიტორიების გამოყენებამდე
არგამოიყენოთგლიცერინისსუპოზიტორიებიბავშვებისთვის
- თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) გლიცერინის ან ბავშვებისთვის განკუთვნილი გლიცერინის სუპოზიტორიების რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბავშვებისთვის განკუთვნილი გლიცერინის სუპოზიტორიების გამოყენებისას:
- 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან ამან შეიძლება დაარღვიოს დეფეკაციის რეფლექსის ნორმალური ფუნქცია.
- ბავშვებში ნაწლავის ან სწორი ნაწლავის სხვადასხვა მდგომარეობით (ჰემოროიდული კრიზისი, ანალური ნაპრალები, ჰემორაგიული რექტოკოლიტი). ნებისმერი შეკითხვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გლიცერინისსუპოზიტორებიბავშვებისთვის არის მხოლოდ ჰიგიენურ-დიეტური მკურნალობის დამხმარე საშუალება. დეფეკაციის მოსაწესრიგებლად, შეავსეთ რაციონი ბოჭკოებითა და სითხეებით და შეასრულეთ ფიზიკური აქტივობები. მოერიდეთბავშვებისთვის განკუთვნილი გლიცერინის სუპოზიტორიების ხანგრძლივ გამოყენებას. ყაბზობის მკურნალობა არ უნდააღემატებოდეს 10 დღეს. თუ დროის ამ ინტერვალში სიმპტომები არ გაუმჯობესდება ან გაუარესდება, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოყენების გასაადვილებლად, სუპოზიტორიები დაასველეთ ცივი წყლით.
სხვაპრეპარატებისგამოყენება
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ ან ახლახანს იყენებდით სხვა პრეპარატებს, თუნდაც ურეცეპტოდ გასაცემ საშუალებებს.
ბავშვებისთვისგანკუთვნილგლიცერინის****სუპოზიტორიებსა და სხვა სამკურნალო საშუალებებს შორის ურთიერთქმედება არ არის ცნობილი.
ბავშვებისთვისგანკუთვნილიგლიცერინისსუპოზიტორიებისგამოყენებასაკვებთანდასასმელთანერთად
ბავშვებისთვისგანკუთვნილგლიცერინის****სუპოზიტორიებსა და საკვებს ან სასმელს შორის ურთიერთქმედება არ გამოვლენილა.
ორსულობადაძუძუთი****კვება
არ გამოიყენება.
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება
გლიცერინის სუპოზიტორიები ბავშვებისთვის არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებებისმართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
3. გლიცერინის სუპოზიტორიები ბავშვებისთვის გამოყენების წესი
გლიცერინის სუპოზიტორიები ბავშვებისთვის ინიშნება რექტალურად. საჭიროების შემთხვევაში ჩვეულებრივი დოზაა ერთი სუპოზიტორია.
სწორი ნაწლავის ენდოსკოპიური გამოკვლევისთვის მომზადებისას:
- ერთი სუპოზიტორია, ჩარევამდე 5-30 წუთით ადრე.
გლიცერინის სუპოზიტორიები ბავშვებისთვის ინიშნება რექტალურად.
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი გლიცერინის სუპოზიტორიები ბავშვებისთვის
გლიცერინის სუპოზიტორებით დოზის გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.
თუ დაგავიწყდათ ბავშვებისთვის განკუთვნილი გლიცერინის სუპოზიტორიების გამოყენება
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ინდივიდუალური დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ ბავშვებისთვის განკუთვნილი გლიცერინის სუპოზიტორიების გამოყენებას
მკურნალობის ნაადრევი შეწყვეტა არ იმოქმედებს პაციენტზე.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პროდუქტთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ბავშვებისთვის განკუთვნილმა გლიცერინის სუპოზიტორიებმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველას.
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია მათი სიხშირის მიხედვით შემდეგი კონვენციის გამოყენებით:
- ძალიან ხშირი (გავლენას ახდენს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანზე);
- ხშირი (გავლენას ახდენს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანზე);
- არახშირი (გავლენას ახდენს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანზე);
- იშვიათი (გავლენას ახდენს 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანზე);
- ძალიან იშვიათი (გავლენას ახდენს 10000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანზე);
- უცნობია (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).
გვერდითი მოვლენები ვლინდება ძალიან იშვიათად და უმეტესად ლოკალურია, გამოწვეული სუპოზიტორიების ხანგრძლივი გამოყენებით: ანალური წვის შეგრძნება და სწორი ნაწლავის განსაკუთრებით შეგუბებითი ანთებები.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა ხდება სერიოზული, ან თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი პრეპარატის ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
5. გლიცერინის სუპოზიტორიები ბავშვებისთვის შენახვის წესი
არ გამოიყენოთ გლიცერინის სუპოზიტორიები ბავშვებისთვის, შეფუთვაზე EXP აღნიშვნის გვერდით მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გადაყაროთ სამკურნალო საშუალებები საყოფაცხოვრებო ნაგავში ან გამდინარე წყლებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებას.
6. დამატებითი ინფორმაცია
გლიცერინის სუპოზიტორიები ბავშვებისთვის შემცველობა
მოქმედი ნივთიერებაა გლიცერინი. თითოეული სუპოზიტორია შეიცავს 1405 მგ გლიცერინს.
სხვა ინგრედიენტებია: ნატრიუმის სტეარატი, გაწმენდილი წყალი.
ბავშვებისთვის განკუთვნილი გლიცერინის სუპოზიტორიების გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
უფერო ან გამჭვირვალე ტორპედოს ფორმის სუპოზიტორია, ცხიმიანი გლუვი ზედაპირით, ფუძისთვის დამახასიათებელი სუსტი სუნით.
პრეპარატი წარმოდგენილია შეფუთვით, რომელიც შეიცავს 6 ან 12 სუპოზიტორიას.
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
Antibiotice SA (ანტიბიოტიკ სა)
1 ვალეა ლუპულუის ქუჩა, 707410, იასი,
რუმინეთი, ევროკავშირი.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით