გლიცეროლი სელლა - Glicerolo Sella
გლიცეროლი სელლა - Glicerolo Sella

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ყაბზობის სამკურნალო პრეპარატები, ყაბზობის სამკურნალო სხვა პრეპარატები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

შემადგენლობა: გლიცერინის სანთლები 2250მგ–იანი მოზარდების:ერთი ცალი სანთელი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას: გლიცერინი 2250მგ; დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის სტეარატი, ნატრიუმის ბიკარბონატი.

ჩვენება: შემთხვევითი შეკრულობის ხანმოკლე მკურნალობა.

უკუჩვენებები: ერთ–ერთ ან მთავარ აქტიურ შემადგენელზე ჰიპერმგრძნობელობა, უცნობი წარმოშობის და მწვავე აბდომინალური ტკივილი, ღებინება და თავბრუსხვევა, ნაწლავების ობსტრუქცია ან სტენოზი, უცნობი წარმოშობის რექტალური სისხდენა, მწვავე ჰემორაგიული ტკივილი და სისხლდენა; დეჰიდრატაციის მწვავე შემთხვევა.

სიფრთხილის ზომები გამოყენებისას: ფაღარათის დროს უნდა იქნას გამოყენებული იშვიათად, შეძლებისდაგვარად არა უმეტეს შვიდი დღისა. გამოყენება ხანგრძლივი დროის პერიოდის განმავლობაში მოითხოვს ექიმის დანიშნულებას, რაც უნდა იქნას გათვალისწინებული ადეკვატურად ინდივიდუალურ შემთხვევაში.
ქრონიკული ან მორეციდივე შეკრულობის მკურნალობის დროს ყოველთვის უნდა მოითხოვონ მკურნალი ექიმის დიაგნოზი, მედიკამენტოზური მკურნალობისა და მონიტორინგის განხორციელების მიზნით.
საფაღარათო საშუალების მომეტებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი დიარეა, შესაბამისი წყლის, მინერალური მარილების (განსაკუთრებით კალიუმის) და სხვა აუცილებელი ნუტრიენტების დაკარგვა. ყველაზე სერიოზულ შემთხვევად მიჩნეულია დეჰიდრატაციისა ან ჰიპოკალემიის დაწყება, აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს გულის პრობლემები ან კუნთოვანი დაავადებები, განსაკუთრებულ შემთხვევაში გულის გლიკოზიდების თანმდევი მკურნალობა შარდმდენების ან კორტიკოსტეროიდებით.
საფაღარათო საშუალება, განსაკუთრებით კონტაქტის დროს (საფაღარათო სტიმულანტი) შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება (და შესაბამისად შესაძლებელია დოზირების გაზრდა), ქრონიკული შეკრულობა და ნაწლავების ნორმალური ფუნქციების დაკარგვა (ნაწლავის ატონია).
შეკრულობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა თავდაპირველად გამოასწოროს კვების ჩვევები, დაიცვას ყოველდღიური დიეტა, არ უნდა მიიღოს ძნელად გადასამუშავებელი საკვები და უნდა მიირთვას წვნიანი.
საფაღარათო საშუალების გამოყენებისას უნდა მიიღონ დღეში მინიმუმ 6-8 ჭიქა წყალი, სხვა სითხეები.ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, მიზანშეწონილია მედიკამენტი მხოლონ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და ექიმის ზედამხედველობის ქვეშ.დოზირება, გამოყენების წესი და ხანგრძლივობა: სასურველია გამოიყენონ დაბალი დოზით.
მოზრდილები და მოზარდები (12-18 წელი): 1 სანთელი მოზარდებში საჭიროა მაქსიმუმ 1 ან 2 ჯერ დღეში.

გამოყენების წესი: საჭიროა სანთლის ამოღება თავისი კონტეინერიდან და შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ადვილად შეყვანა რექტალურად. თუ სანთელი დარბილებულია მაშინ კონტეინერის გახსნამდე უნდა დაესხას ცივი წყალი. თორმეტ წლამდე ასაკის ბავშვებში, პრეპარატი შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ ექიმის კონსულტაციის თანახმად. საფაღარათო საშუალების გამოყენება არ არის რეკომენდირებული არა უმეტეს შვიდი დღისა (იხ. სიფრთხილის ზომები). დიეტა წვნიანი საკვებით ხელს უწყობს მედიკამენტის მოქმედებას.შენახვის წესი: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, ტენიანი ადგილისაგან და სითბოს წყაროსგან მოშორებით.

გლიცეროლო ფარმა ტრენტა სანთლები

ბავშვები 1375მგ - 18 სანთელი
მოზრდილები 2250მგ - 18 სანთელი

ფარმაკოთერაპიული კატეგორია
სხვა საფაღარათე საშუალებები - ათქ კოდი: A06AX01

თერაპიული ჩვენება
შემთხვევითი ყაბზობის ხანმოკლე მკურნალობა

უკუჩვენება
- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან შემავსებლების მიმართ;
- მწვავე ან აუხსნელი აბდომინური ტკივილი;
- გულისრევა და ღებინება;
- ნაწლავის ობსტრუქცია ან შევიწროება;
- სწორი ნაწლავიდან უცნობი ეტიოლოგიის სისხლდენა;
- მწვავე ჰემოროიდალური კრიზი ტკივილით და სისხლდენით;
- დეჰიდრატაციის მწვავე მდგომარეობა.

უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას
საფაღარათე საშუალებები უნდა გამოიყენონ რაც შეიძლება იშვიათად, არაუმეტეს შვიდი დღის განმავლობაში. უფრო ხანგრძლივი დროით გამოყენება მოითხოვს ექიმის დანიშნულებას ინდივიდუალური შემთხვევის შესაბამისი შეფასების შემდეგ. ქრონიკული ან მორეციდივე ყაბზობის მკურნალობა ყოველთვის მოითხოვს სამედიცინო ყურადღებას დიაგნოზის, პრეპარატის დანიშვნისთვის და მონიტორინგს თერაპიის დროს. საფაღარათე საშუალებების ბოროტად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი დიარეა, წყლის, მინერალების (განსაკუთრებით კალიუმის) და სხვა მთავარი ნუტრიენტების დაკარგვით. მწვავე შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს დეჰიდრატაცია ან ჰიპოკალიემია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის ან ნერვკუნთოვანი დისფუნქცია, განსაკუთრებით საგულე გლიკოზიდებით, შარდმდენებით და კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის ფონზე.
საფაღარათე საშუალებების ბოროტად გამოყენებამ განსაკუთრებით ადგილობრივის (მასტიმულირებლების) შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება (აქედან გამომდინარე დოზის თანდათან ზრდის საჭიროება), ქრონიკული ყაბზობა და ნაწლავის ნორმალური ფუნქციის დაკარგვა (ნაწლავის ატონია). ყაბზობის პირველ ეპიზოდებში რეკომენდებულია კვებითი ჩვევების კორექტირება, საკვების გამდიდრება საკვები ბოჭკოების და წყლის ადექვატური რაოდენობით. საფაღარათეების გამოყენებისას, დღეში უნდა დალიოთ 6-8 ჭიქა წყალი ან სხვა სითხე განავლის გამოყოფის ხელშეწყობის მიზნით.

ურთიერთქმედება
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ მედიკამენტები ურეცეპტოდ გასაცემი საშუალებების ჩათვლით. სპეციფიკური ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

სპეციალური გაფრთხილებები
მიმართეთ ექიმს, როდესაც საფაღარათეს საჭიროება განპირობებულია ნაწლავის მანამდე არსებული ფუნქციის უეცარი ცვლილებით (ნაწლავის მოძრაობის სიხშირე და ხასიათი) რომელიც გრძელდება ორი კვირა ან უფრო დიდხანს, ან როდესაც საფაღარათოს გამოყენება არ იძლევა ეფექტს.
თორმეტ წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში მედიკამენტი უნდა გამოიყენონ მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ. ამ მედიკამენტის მიღებამდე ექიმთან კონსულტაცია ასევე უნდა გაიარონ ხანდაზმულმა და სუსტი ჯანმრთელობის მქონე პირებმა.

ორსულობა და ლაქტაცია
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ამ მედიკამენტის გამოყენებისას ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ადექვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა აშკარა უკუჩვენებები ამ მედიკამენტის გამოყენებისას, ორსულობის და ლაქტაციის დროს არ არსებობს. ეს მედიკამენტი უნდა გამოიყენონ მხოლოდ აუცილებლობისას, ექიმის მეთვალყურეობით.

პრეპარატის ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენებაზე
ეს მედიკამენტი არ მოქმედებს ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა მკურნალობის პერიოდში შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები, ამიტომ ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენებამდე სასურველია მედიკამენტის მიმართ რეაქციის ცოდნა..

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი ექსციპიენტის შესახებ
ექსციპიენტების მახასიათებლებზე და კონცენტრაციაზე მნიშვნელოვანი მითითებები არ არსებობს.

სანიტარული განათლება
პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ უმრავლეს შემთხვევაში წყლით და ბოჭკოებით მდიდარმა კვებამ (ქატო, ბოსტნეული და ხილი) შეიძლება გადაჭრას ყაბზობის პრობლემა. ბევრი ფიქრობს, რომ ყაბზობა აწუხებთ თუ დეფეკაცია არ ხდება ყოველდღე. ეს ცრუ შეხედულებაა, რადგან ეს სიტუაცია ნორმალურია ბევრი პირისთვის. გასათვალისწინებელია, რომ ყაბზობას ადგილი აქვს თუ დეფეკაცია მცირდება ინდივიდუალურად პიროვნებისთვის დამახასიათებელ ჩვევასთან შედარებით და დაკავშირებულია მყარ განავალთან. თუ გამოგივლინდათ ყაბზობის განმეორებითი ეპიზოდები მიმართეთ ექიმს.

დოზირება და მიღების წესები
სწორი დოზა არის მინიმალური საკმარისი რომელიც უზრუნველყოფს ადვილ დეფეკაციას.
თავიდან უნდა გამოიყენოთ დაბალი დოზები.
მოზრდილები და თინეიჯერები (12-18 წელი). 1 სანთელი მოზრდილებისთვის საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 1-2 დოზა დღეში.
2-11 წლის ბავშვები. 1 სანთელი ბავშვებისთვის საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ დღეში 1-2 დოზა.

გამოყენების ინსტრუქცია
ამოიღეთ სანთელი ბლისტერიდან და შემდეგ თუ საჭიროა დასველეთ რექტალურად შეყვანის გასაადვილებლად. თუ გეცვენებათ რომ სანტელი რბილია, ჩადეთ ის ბლისტერში მის გახნამდე და მოათავსეთ გრილ წყალში. თორმეტ წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში მედიკამენტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ. საფაღარათოები უნდა გამოიყენონ რაც შეიძლება იშვიათად, არაუმეტეს შვიდი დღე (იხ. უსაფრთხოების ზომები). სითხით მდიდარი საკვები ხელს უწყობს მედიკამენტის ეფექტებს.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში გადაჭარბებულმა დოზამ (საფაღარათეს ბოროტად გამოყენება: სიხშირის ან დოზის გადაჭარბება) შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი, მუდმივი დიარეა, წყლის, მინერალების (განსაკუთრებით კალიუმის) და სხვა მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებების დაკარგვით. სითხის და ელექტროლიტების დანაკარგი უნდა ანაზღაურდეს. ელექტოლირების დისბალანსი ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით: წყურვილი, ღებინება, სისუსტე, შეშუპება, ძვლების ტკივილი (ოსტეომალაცია) და ჰიპოალბუმინურია. მწვავე შემთხვევებში შესაძლებელია დეჰიდრატაციის და ჰიპოკალიემიის განვითარება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის ან ნერვკუნთოვანი დაავადება, განსაკუთრებით საგულე გლიკოზიდებით, შარდმდენებით და კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის ფონზე. საფაღარათოების ბოროტად გამოყენებამ განსაკუთრებით კონტაქტურის (მასტიმულირებლების) შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება (აქედან გამომდინარე დოზის თანდათან ზრდის საჭიროება), ქრონიკული შეკრულობა და ნაწლავის ნორმალური ფუნქციის დაკარგვა (ნაწლავის ატონია). თუ შემთხვევით გადაყლაპეთ/მიიღეთ გლიცეროლო ფარმა ტრენტას ჭარბი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.
თუ გაქვთ კითხვები გლიცეროლ ნიუ. ფა. დემ-ის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა პრეპარატმა, გლიცეროლო ფარმა ტრენტამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ქვემოთ მოცემულ ჩამონათვალში ნაჩვენებია გლიცეროლოს გვერდითი ეფექტები. არ არსებობს მონაცემები ინდივიდუალური ეფექტების სიხშირის განსაზღვრისთვის.

გასტროინტესტინური დარღვევები: ცალკეული სპაზმური ტკივილი ან აბდომინალური კოლიკა და დიარეა სითხის და ელექტროლიტების დაკრგვით, უფრო ხშირად მწვვე ყაბზობის და რექტალური გაღიზიანების შემთხვევაში.
ბროშურაში მითითებული ინსტრუქციების დაცვა ამცირებს გვერდითი ეფექტების რისკს. თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მწვავდება, ან აღნიშნავთ გვერდით ეფექტს, რომელიც ჩამოთვლილი არ არის ამ ბროშურაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ვარგისობის ვადა და შენახვა
შენახვის ვადა: ვარგისობის ვადა მითითებული შეფუთვაზე.
ვარგისობის ვადა ეხება გაუხსნელ, შესაბამისად შენახულ პროდუქტს.
სიფრთხილე: არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში ნესტისგან და სითბოს პირდაპირი წყაროსგან დასაცავად.
ინახება 30°ჩ-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

მედიკამენტები არ უნდა გადააგდოთ გამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენ ფარმაცევტს როგორ გაანადგუროთ გამოუყენებელი მედიკამენტები. ეს ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შემადგენლობა
გლიცეროლო ფარმა ტრენტა - ბავშვები 1375მგ სანთლები
1500მგ-იანი 1 სანთელი შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტი: გლიცერინი 1375მგ
ექსციპიენტები: ნატრიუმის ბიკარბონატი 30მგ; ნატრიუმის სტეარატი 95მგ.

გლიცეროლო ფარმა ტრენტა - მოზრდილები 2250მგ სანთლები
2500მგ-იანი 1 სანთელი შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტი: გლიცერინი 2250მგ
ექსციპიენტები: ნატრიუმის ბიკარბონატი 60მგ; ნატრიუმის სტეარატი 190მგ.

ფარმაცევტული ფორმა და შემცველობა
გლიცეროლო ფარმა ტრენტა სანთლები
სარეგისტრაციო მოწმობა 030497046 - ბავშვები 1375მგ - 18 გლიცერინის სანთელი
სარეგისტრაციო მოწმობა 030497073 - მოზრდილები 2250მგ - 18 გლიცერინის სანთელი

საავჭრო ლიცენზიის მფლობელი
Fadem International S.r.l. iuridiuli ofisi Viale Plutone, 16, 80014 Guigliano in Campania (NA)

მწარმოებელი
New.Fa.Dem. srl რეგისტრირებული ოფისი და წარმოების ადგილი Viale Ferrovia dello Stato Zona ASI, 80014 Guigliano in Campania (NA)

ბროშურის ბოლო რევიზია იტალიის წამლის სააგენტოს მიერ:
AIFA Determination E&A n.1352, 01/12/2011

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
გლიცერინი (გლიცეროლო) სელა მოზრდილებ სანთელი რექტალური 2.25გრ #18
  • სახელი: გლიცერინი (გლიცეროლო) სელა მოზრდილებ სანთელი რექტალური 2.25გრ #18
  • შეფუთვა: 2250მგ/2500მგ 2500მგ რექტალური სუპოზიტორია მოზრდილთათვის №18
GPC 9.35 ლ
Glicerolo - გლიცეროლო სანთელი 2250მგ 18 ცალი
  • სახელი: Glicerolo - გლიცეროლო სანთელი 2250მგ 18 ცალი
  • მწარმოებელი: Laboratorio Chimico Farmaceutico A. Sella S.r.l. (იტალია)
  • შეფუთვა: 2250მგ/2500მგ 2500მგ რექტალური სუპოზიტორია მოზრდილთათვის №18
PSP 5.44 ლ
გლიცეროლი მოზრდილთა 2250მგ 18 სანთელი
  • სახელი: გლიცეროლი მოზრდილთა 2250მგ 18 სანთელი
  • მწარმოებელი: Laboratorio Chimico Farmaceutico A. Sella S.r.l. (იტალია)
  • შეფუთვა: 2250მგ/2500მგ 2500მგ რექტალური სუპოზიტორია მოზრდილთათვის №18
PSP 7.34 ლ
გლიცეროლო სელა მოზ2250მგ#18სუპ
  • სახელი: გლიცეროლო სელა მოზ2250მგ#18სუპ
  • შეფუთვა: 2250მგ/2500მგ 2500მგ რექტალური სუპოზიტორია მოზრდილთათვის №18
Aversi 7.04 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით