ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ყაბზობის სამკურნალო საშუალებები, ყაბზობის სამკურნალო სხვა საშუალებები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
გლიცეროლო ფარმა ტრენტა სანთლები
საბავშვო****1375მგ – 18 სანთელი
მოზრდილთა2250მგ – 18 სანთელი
ფარმაკოთერაპიული****კატეგორია
სხვა საფაღარათo საშუალებები.
ათქკოდი: A06AX01.
თერაპიული****ჩვენება
შემთხვევითი ყაბზობის ხანმოკლე მკურნალობა.
უკუჩვენება
- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან შემავსებლების მიმართ;
- მწვავე ან აუხსნელი აბდომინaალური ტკივილი;
- გულისრევა და ღებინება;
- ნაწლავის ობსტრუქცია ან შევიწროება;
- სწორი ნაწლავიდან უცნობი ეტიოლოგიის სისხლდენა;
- მწვავე ჰემოროიდალური კრიზი ტკივილით და სისხლდენით;
- დეჰიდრატაციის მწვავე მდგომარეობა.
უსაფრთხოებისზომებიგამოყენებისას
საფაღარათო საშუალებები უნდა გამოიყენონ, რაც შეიძლება იშვიათად, არაუმეტეს შვიდი
დღის განმავლობაში. უფრო ხანგრძლივი დროით გამოყენება მოითხოვს ექიმის
დანიშნულებას, ინდივიდუალური შემთხვევის შესაბამისი შეფასების შემდეგ. ქრონიკული
ან მორეციდივე ყაბზობის მკურნალობა ყოველთვის მოითხოვს სამედიცინო ყურადღებას
დიაგნოზის, პრეპარატის დანიშვნისთვის და მონიტორინგს თერაპიის დროს. საფაღარათო
საშუალებების ბოროტად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი დიარეა, წყლის,
მინერალების (განსაკუთრებით კალიუმის) და სხვა მთავარი ნუტრიენტების დაკარგვით.
მწვავე შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს დეჰიდრატაცია ან ჰიპოკალიემია, რამაც
შეიძლება გამოიწვიოს გულის ან ნერვ-კუნთოვანი დისფუნქცია, განსაკუთრებით, საგულე
გლიკოზიდებით, შარდმდენებით და კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის ფონზე.
საფაღარათო საშუალებების ბოროტად გამოყენებამ განსაკუთრებით, ადგილობრივი
(მასტიმულირებლები) მოქმედებით, შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება (აქედან
გამომდინარე დოზის თანდათან ზრდის საჭიროება), ქრონიკული ყაბზობა და ნაწლავის
ნორმალური ფუნქციის დაკარგვა (ნაწლავის ატონია). ყაბზობის პირველ ეპიზოდებში
რეკომენდებულია კვებითი ჩვევების კორექტირება, საკვების გამდიდრება საკვები
ბოჭკოების და წყლის ადეკვატური რაოდენობით. საფაღარათო საშუალებების
გამოყენებისას, დღიურად მიღებული უნდა იქნას 6-8 ჭიქა წყალი ან სხვა სითხე
დეფეკაციის ხელშეწყობის მიზნით.
სხვა წამლებთან****ურთიერთქმედება
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ მედიკამენტები ურეცეპტოდ გასაცემი საშუალებების ჩათვლით. სპეციფიკური ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.
სპეციალური****გაფრთხილებები
მიმართეთ ექიმს, როდესაც საფაღარათო საშუალების საჭიროება განპირობებულია
ნაწლავის მანამდე არსებული ფუნქციის უეცარი ცვლილებით (ნაწლავის მოძრაობის
სიხშირე და ხასიათი), რომელიც გრძელდება ორი კვირა ან უფრო დიდხანს, ან როდესაც
საფაღარათო საშუალების გამოყენება არ იძლევა ეფექტს.
თორმეტ წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში მედიკამენტი უნდა გამოიყენონ მხოლოდ
ექიმის კონსულტაციის შემდეგ. ამ მედიკამენტის მიღებამდე ექიმთან კონსულტაცია
ასევე უნდა გაიარონ ხანდაზმულმა და სუსტი ჯანმრთელობის მქონე პირებმა.
ორსულობადალაქტაცია
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ამ მედიკამენტის გამოყენებისას ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა აშკარა უკუჩვენებები ამ მედიკამენტის გამოყენებისას, ორსულობის და ლაქტაციის დროს არ არსებობს. მედიკამენტი უნდა გამოიყენონ მხოლოდ აუცილებლობისას, ექიმის მეთვალყურეობით.
პრეპარატისზეგავლენაავტომობილისმართვისადამექანიზმებისგამოყენებაზე
მედიკამენტი არ მოქმედებს ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა მკურნალობის პერიოდში შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები, ამიტომ ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენებამდე სასურველია მედიკამენტის მიმართ რეაქციის ცოდნა.
მნიშვნელოვანიინფორმაციაზოგიერთიექსციპიენტისშესახებ
ექსციპიენტების მახასიათებლებზე და კონცენტრაციაზე მნიშვნელოვანი მითითებები არ არსებობს.
სანიტარული****განათლება
პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ უმრავლეს შემთხვევაში წყლით და ბოჭკოებით მდიდარმა კვებამ (ქატო, ბოსტნეული და ხილი) შეიძლება გადაჭრას ყაბზობის პრობლემა. ბევრი ფიქრობს, რომ ყაბზობაა, თუ დეფეკაცია ყოველდღე არ ხდება. ეს ცრუ შეხედულებაა, რადგან ეს სიტუაცია ნორმალურია ბევრი პირისთვის. გასათვალისწინებელია, რომ ყაბზობას ადგილი აქვს, თუ დეფეკაცია მცირდება ინდივიდუალურად პიროვნებისთვის დამახასიათებელ ჩვევასთან შედარებით და დაკავშირებულია მყარ განავალთან. თუ გამოგივლინდათ ყაბზობის განმეორებითი ეპიზოდები მიმართეთ ექიმს.
დოზირებადამიღების****წესები
სწორი დოზა არის მინიმალური საკმარისი დოზა, რომელიც უზრუნველყოფს ადვილ
დეფეკაციას.
თავიდან უნდა გამოიყენოთ დაბალი დოზები.
მოზრდილები და თინეიჯერები (12-18 წელი): 1 სანთელი მოზრდილებისთვის
საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 1-2 დოზა დღეში.
2-11 წლის ბავშვები: 1 სანთელი ბავშვებისთვის საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ დღეში
1-2 დოზა.
გამოყენების****ინსტრუქცია
ამოიღეთ სანთელი ბლისტერიდან და შემდეგ თუ საჭიროა დაასველეთ, რექტალურად შეყვანის გასაადვილებლად. თუ გეჩვენებათ რომ სანთელი რბილია, ჩადეთ ის ბლისტერში მის გახნამდე და მოათავსეთ გრილ წყალში. თორმეტ წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში მედიკამენტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ. საფაღარათო საშუალებები გამოყენებული უნდა იქნას, რაც შეიძლება იშვიათად, არაუმეტეს შვიდი დღე (იხ. უსაფრთხოების ზომები).
სითხით მდიდარი საკვები ხელს უწყობს მედიკამენტის ეფექტებს.
ჭარბი****დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში
გადაჭარბებულმა დოზამ (საფაღარათეს ბოროტად გამოყენება: სიხშირის ან დოზის
გადაჭარბება) შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი, მუდმივი დიარეა, წყლის,
მინერალების (განსაკუთრებით კალიუმის) და სხვა მნიშვნელოვანი საკვები
ნივთიერებების დაკარგვით. სითხის და ელექტროლიტების დანაკარგი უნდა ანაზღაურდეს.
ელექტოლირების დისბალანსი ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით: წყურვილი, ღებინება,
სისუსტე, შეშუპება, ძვლების ტკივილი (ოსტეომალაცია) და ჰიპოალბუმინურია. მწვავე
შემთხვევებში შესაძლებელია დეჰიდრატაციის და ჰიპოკალიემიის განვითარება, რამაც
შეიძლება გამოიწვიოს გულის ან ნერვ-კუნთოვანი დაავადება, განსაკუთრებით საგულე
გლიკოზიდებით, შარდმდენებით და კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის ფონზე. საფაღარათო
საშუალებების ბოროტად გამოყენებამ განსაკუთრებით, კონტაქტურმა (მასტიმულირებელმა)
საშუალებამ, შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება (აქედან გამომდინარე, დოზის
თანდათან ზრდის საჭიროება), ქრონიკული შეკრულობა და ნაწლავის ნორმალური ფუნქციის
დაკარგვა (ნაწლავის ატონია). თუ შემთხვევით გადაყლაპეთ/მიიღეთ გლიცეროლო ფარმა
ტრენტას ჭარბი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.
პრეპარატის გამოყენების შესახებ შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან
ფარმაცევტს.
გვერდითი****ეფექტები
როგორც ყველა პრეპარატმა, გლიცეროლო ფარმა ტრენტამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი
ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ქვემოთ მოცემულ ჩამონათვალში ნაჩვენებია გლიცეროლოს გვერდითი ეფექტები. არ
არსებობს მონაცემები ინდივიდუალური ეფექტების სიხშირის განსაზღვრისთვის.
გასტროინტესტინური დარღვევები: ცალკეული სპაზმური ტკივილი ან აბდომინალური კოლიკა
და დიარეა სითხის და ელექტროლიტების დაკრგვით, უფრო ხშირად მწვავე ყაბზობის და
რექტალური გაღიზიანების შემთხვევაში.
მითითებული ინსტრუქციების დაცვა ამცირებს გვერდითი ეფექტების რისკს. თუ რომელიმე
გვერდითი ეფექტი მწვავდება, ან აღნიშნავთ გვერდით ეფექტს, რომელიც ჩამოთვლილი არ
არის ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ვარგისობისვადადა****შენახვა
ვარგისობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
ვარგისობის ვადა ეხება გაუხსნელ, შესაბამისად შენახულ პროდუქტს.
სიფრთხილე**:** არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის
ვადის გასვლის შემდეგ.
შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში ნესტისგან და სითბოს პირდაპირი წყაროსგან
დასაცავად.
ინახება 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
მედიკამენტები არ უნდა გადააგდოთ გამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ გაანადგუროთ გამოუყენებელი მედიკამენტები. ეს ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შემადგენლობა
გლიცეროლოფარმატრენტა-ბავშვები1375მგ****სანთლები
1500მგ-იანი 1 სანთელი შეიცავს:
აქტიურიინგრედიენტი: გლიცერინი 1375მგ.
ექსციპიენტები : ნატრიუმის ბიკარბონატი 30მგ, ნატრიუმის სტეარატი 95მგ.
გლიცეროლოფარმატრენტა-მოზრდილები2250მგ****სანთლები
2500მგ-იანი 1 სანთელი შეიცავს:
აქტიურიინგრედიენტი: გლიცერინი 2250მგ.
ექსციპიენტები**:** ნატრიუმის ბიკარბონატი 60მგ, ნატრიუმის სტეარატი 190მგ.
ფარმაცევტულიფორმადა****შემცველობა
გლიცეროლო ფარმა ტრენტა სანთლები.
ბავშვები 1375მგ – 18 გლიცერინის სანთელი.
მოზრდილები 2250მგ – 18 გლიცერინის სანთელი.
სავაჭროლიცენზიისმფლობელი
Fadem International S.r.l.
იურიდიული ოფისი
Viale Plutone, 16, 80014
Guigliano in Campania (NA)
მწარმოებელი
New.Fa.Dem. srl
რეგისტრირებულიოფისიდაწარმოებისადგილი
Viale Ferrovia dello Stato Zona ASI, 80014
Guigliano in Campania (NA).
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
5.97 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით