ნორვასკი 10მგ - Norvasc 10mg
ნორვასკი 10მგ - Norvasc 10mg

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კალციუმის არხების ბლოკატორები, დიჰიდროპირიდინის წარმოებულები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

გამოყენების ინსტრუქცია

ნორვასკიR 10 მგ ტაბლეტი

მიიღება ორალური (პირის) გზით.

მოქმედი ნივთიერება: თითოეული ტაბლეტი 10 მგ ამლოდიპინის ბაზის ექვივალენტურ 13,888 მგ ამლოდიპინის ბესილატს შეიცავს.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ორბაზიანი კალციუმის ფოსფატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი (E572).
აღნიშნული წამლის გამოყენებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.
დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.
აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.
აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.
· წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

რა არის და რისთვის გამოიყენება ნორვასკი?
ნორვასკის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
როგორ გამოიყენება ნორვასკი?
რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
ნორვასკის შენახვა

რა არის და რისთვის გამოიყენება ნორვასკი?
ნორვასკი მიიღება პირის გზით და თითოეული ტაბლეტი 10 მგ ამლიდიპინის ექვივალენტ ამლოდიპინის ბესილატს შეიცავს. ნორვასკი კალციუმის ანტაგონისტების სახელით ცნობილი წამლის ჯგუფის წარმომადგენელია.
ნორვაკსი წარმოდგენილია 30 და 90 ტაბლეტიანის ბლისტერის შეფუთვაში.
ნორვასკი მაღალი არტერიული წნევის (ჰიპეტენზიის) ანდა სტენოკარდიის (გულის ანგინას)სახელით ცნობილი დაავადების დროს მკერდში არსებული ტკივილის სამკურნალოდ გამოყენებული წამალია.
ჰიპერტენზია: მაღალი არტერიული წნევა სისხლის სისხლძარღვებზე ზეწოლის შედეგად ვითარდება. ნორვასკი სისხლძარღვების გაფართოებას, სისხლის სისხლძარღვებში უფრო ადვილ მიმოქცევას უზრუნველყოფს და ამ მექანიზმით წნევას აქვეითებს.
სტენოკარდია(გულის ანგინა), გულის კუნთის ერთ ნაწილში სისხლის მიწოდების შეფერხების შედეგად განვითარებული ტკივილი ანდა დისკომფორტის (შეუძლოდ ყოფნის) შეგრძნებაა. გულის ანგინა ძირითადად მკერდის არეში მოჭერის ანდა ზეწოლითი ტკივილის სახით შეიგრძნობა. აღნიშნული ტკივილი ზოგჯერ გადადის მკლავში, მხარში, კისრის და ყბის მიდამოში, ზურგის არეში. ნორვასკს შეუძლია ამ ტკივილის შემსუბუქება.
ნორვასკის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ნორვასკი არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:

თუ: ნორვასკის მოქმედი ნივთიერების ამლოდიპინის (ამლოდიპინი, დიჰიდროპირიდინი, კალციუმი არხების ბლოკერების სახელით ცნობილი წამლის ჯგუფი) დიჰიდროპირიდინების ანდა შემადგენელი ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ანდა სისხლის წნევის დამაქვეითებელ მსგავს წამლებზე (რომელიმე კალციუმის ანტაგონისტები) ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) გაქვთ. აღნიშნული მდგომარეობა შეიძლება გამოვლინდეს: ქავილით, კანის სიწითლით ანდა სუნთქვის გაძნელებით.
მკვეთრად დაბალი სისხლის არტერიული წნევა გაქვთ (ჰიპოტენზია).
აორტის (გულიდან გამოსული ყველაზე დიდი არტერია) სარქვლის შევიწროება გაქვთ(აორტის სტენოზი) ანდა კარდიოგენული შოკური(მდგომარეობა, როცა გული სხეულს საკმარისად ვერ აწვდის სისხლს) მდგომარეობა გაქვთ.
მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ გულის უკმარისობა განვითარდა.
ნორვასკი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე თქვენთან ვლინდება ანდა წარსულში გქონდთ, ექიმს აცნობეთ:

ახლო პერიოდში მიოკარდიუმის ინფარქტი გადაიტანეთ(ბოლო თვეებში)
გულის უკმარისობა
სისხლის არტერიული წნევის უეცარი მომატება(ჰიპერტენზიული კრიზი)
ღვიძლის დაავადება
ხანდაზმული ხართ და წამლის დოზის გაზრდა გესაჭიროებათ

თუ, აღნიშნული გაფრთხილებები თქვენთან ვლინდება ანდა წარსულის ნებისმიერ პერიოდში გქონდათ, გთხოვთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება:

ნორვასკის გამოყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არ არის გამოკვლეული. ნორვასკი, მხოლოდ 6-დან 17 წლამდე ასაკოვან ჯგუფის ბავშვებისა და მოზარდების ჰიპერტენზიის დროს უნდა იქნას გამოყენებული. (იხილეთ ნაწილი-3).

უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად ექიმს მიმართეთ.

ნორვასკის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ნორვასკის მიღება შესაძლებელია საკვების ანდა სამელის მიღებამდე ანდა შემდეგ. ავადმყოფები, რომელიც ნორვასკის მომხმარებლები არიან, გრეიფრუტი ანდა გრეიფრუტის წვენი არ უნდა მიიღონ, ამის მიზეზია ის, რომ გრეიფრუტი და გრეიფრუტის წვენი იწვევს ნორვასკის მომქმედი ნივთიერების ამლოდიპინის დონის მომატებას სისხლში და სისხლის წნევის დამაქვეითებელი ეფექტის ნაცვლად მოულოდნელად შეიძლება გამოვლინდეს სისხლის წნევის მომატება.

ორსულობა

წამლის მიღებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ნორვასკის ორსულობის პერიოდში გამოყენების შემთხვევაში უსაფრთხოება არ არის დადასტურებული, ამიტომ, თუ ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ანდა ორსულობას გეგმავთ, ამლოდიპინის მიღებამდე ექიმს აცნობეთ.

რეპროდუქციული ასაკის ქალებმა აუცილებლად უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფციის საშუალებები.

თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის გამოყენებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

დადასტურებულია, რომ ამლოდიპინის მცირე რაოდენობა დედის რძეში გადადის.

თუ, ძუძუთი კვებაზე ხართ ანდა ძუძუთი კვება უნდა დაიწყოთ, ნორვასკის გამოყენებამდე ექიმს აცნობეთ.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

ნორვასკმა შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე. თუ ტაბლეტის მიღების შემდეგ გაქვთ დაღლილობის შეგრძნება, გაბრუება ანდა ავად ყოფნის შეგრძნება, ავტომობილი და მექანიზმები არ მართოთ და სასწრაფოდ ექიმს აცნობეთ.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი წამლებიდან რომელიმეს ღებულობთ ანდა ახლო პერიოდში მიიღეთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

პროტეაზას ინჰიბიტორების სახელით ცნობილი რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი (შიდსის ან აივ ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები)
კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი (სოკოვანი ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები)
ვერაპამილი, დილთიაზემი(გულის წამლები)
რიფამპიცინი, ერითრომიცინი, კლარიტრომიცინი(ანტიბიოტიკები)
მსუბუქი დეპრესიის დროს გამოყენებული მცენარეული პროდუქტი- წმინდა ჯონსის ვორტი
დენტროლენი (სხეულის ტემპერატურის ძლიერი მომატების საწინააღმდეგო ი.ვ. მოხმარების წამალი)
ტაკროლიმუსი, სიროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და ევეროლიმუსი( იმუნური სისტემის მუშაობის ცვლილებისას გამოყენებული წამლები)
სლიმვასტატინი(ქოლესტერინის დამქვეითებელი წამალი)
ციკლოსპორინი(იმუნური სისტემის დამთრგუნველი წამალი)
თუ, მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ სხვა წამლებს ღებულობთ, ნორვასკმა შეიძლება სისხლის არტერიული წვევა კიდევ უფრო მეტად დააქვეითოს.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

როგორ გამოიყენება ნორვასკი?
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

ნორვასკი ყოველთვის თქვენი ექიმის ანდა ფარმაცევტის მითითებების შესაბამისდ მიიღეთ. თუ, რომელიმე საკითხში დარწმუნებული არა ხართ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევთ ჰკითხეთ.

რეკომენდირებული საწყისი დოზაა: 1 ტაბლეტი (5 მგ) 1-ჯერ დღეში. ეს დოზა შეიძლება გაიზარდოს - 10 მგ-მდე დღეში.

ტაბლეტები რეგულარულად მიიღეთ. ექიმის კონსულტაციის მისაღებად ტაბლეტების გათავსებას არ დაელოდოთ.

მიცემის გზა და მეთოდი:

ნორვასკი პირის გზით მიიღება.

წამალი შეგიძლიათ მიიღოთ საკვების ანდა სასმელის მიღებამდე ანდა შემდეგ. ნორვასკი გრეიფრუტის წვენთან ერთდ არ მიიღოთ. შეცადეთ, რომ წამალი ყოველდღე, იმავე დროს (საათზე) მიიღოთ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება

6-17 ასკობრივი ჯგუფის ბავშვებსა და მოზარდებში რეკომენდირებული ანტიჰიპერტენზიული ორალური დღიური დოზაა: 2,5-5 მგ დღეში 1-ჯერ. ამლოდიპინის 2,5 მგ-ია დოზა არ არსებობს. ნორვასკის 5 მგ ტაბლეტის ორ თანაბარ ნაწილად გაყოფით მიიღება 2,5 მგ დოზა. დღეში 5მგ-ზე მაღალი დოზის გამოყენება ბავშვებში არ არის გამოკვლეული.

6 წლამდე ასაკის ბავშვებში სისხლის არტერიულ წნევაზე ნორვასკის ეფექტი არ არის შესწავლილი.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ექიმის მიერ დოზის განსაკუთრებულ რეგულირებას არ საჭიროებს.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების უკმარისობა:

ექიმის მიერ დოზის განსაკუთრებულ რეგულირებას არ საჭიროებს.

ღვიძლის უკმარისობა:

თუ, ღვიძლის უკმარისობა გაქვთ, ექიმი დოზას შესაბამისად შეგირჩევთ.

თუ ფიქრობთ, რომ ნორვასკის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

თუ ნორვასკის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

ტაბლეტების მეტი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს წნევის დაცემა, ეს დაცემა შეიძლება სახიფათოც იყოს. ამ დროს შეიძლება იგრძნოთ გაბრუება, თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა ანდა სისუსტის შეგრძნება. თუ, სისხლის წნევა ძალიან მკვეთრად დაეცა, შეიძლება შოკიც კი განვითარდეს. ამ დროს შეიძლება იგრძნოთ კანის სიცივე და ტენიანობა და გონება დაკარგოთ.

თუ თქვენ მიიღეთ ძალიან ბევრი ნორვასკის ტაბლეტი, შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაგჭირდეთ.

თუ ნორვასკის საჭირო დოზაზე მეტი დოზა მიიღეთ, მაშინვე მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

თუ ნორვასკის მიღება დაგავიწყდებათ:

არ ინერვიულოთ, თუ, 1 ტაბლეტის მიღება დაგავიწყდებათ, იმავე დღეს ის დოზა მიიღეთ. მომდევნო დღეს წამალი ჩვეულ ნორმალურ დროზე მიიღეთ.

დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

ნორვასკის მკურნალობის დასრულების შემთხვევაში შესაძლო გვერდითი ეფექტები:

თქვენი ექიმის ნორვასკის გამოყენების ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით. რეკომენდირებულ დროზე ადრე წამლის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში, თქვენი დაავადება საწყის მდგომარეობას დაუბრუნდება. ექიმის რეკომენდაციის გარეშე წამლის მიღება არ შეწყვიტოთ.

ნორვასკის გამოყენებასთან დაკაშირებით კითხვების არსებობისას, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამალში, ნორვასკში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ნორვასკის მიღება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.

უეცარი ხიხინი, ტკივილი მკერდში, ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება
თვალის ქუთუთოების, სახის ანდა ტუჩების შეშუპება
ენის და ხახის შეშუპება, რომელიც იწვევს სუნთქვის მკვეთრ გაძნელებას
კანის ძლიერი რეაქციები, რომელიც მოიცავს კანის გავრცელებულ გამონაყარს, ურტიკარიას, მთელი სხეულის კანის შეწითლებას, ძლიერ ქავილს, კანზე ბუშტუკების განვითარებას, აშრევებას და შეშუპებას, ლორწოვანი გარსების ანთებას(სტევენს ჯონსის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი) ანდა სხვა ალერგიული რეაქციები
მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის რითმის დარღვევები
ავადმყოფის მიერ ძალიან ცუდად ყოფნის შეგრძნება, ძლიერი მუცლის და ზურგის ტკივილის განმაპირობებელი პანკრეასის ჩირქოვანი ანთება
ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია. თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა.

გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა მოცემული:

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფში ვლინდება, მაგრამ 10.000 ავადმყოფიდან

1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

ქვემოთ მოცემულია ძალიან გავრცლებული გვერდითი ეფექტები.თუ, ეს გვერდითი ეფექტები პრობლემას გიქმნით ანდა 1 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში გაგრძელდება, თქვენს ექიმს მიმართეთ.

ძალიან გავრცლებული

შეშუპება (სითხის შეკავება)
ქვემოთ მოცემულია გავრცლებული გვერდითი ეფექტები.თუ, ეს გვერდითი ეფექტები პრობლემას გიქმნით ანდა 1 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში გაგრძელდება, თქვენს ექიმს მიმართეთ.

გავრცელებული

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა (განსაკუთრებით, მკურნალობის დასაწყისში)
გულის ფრიალი (გულის ცემის შეგრძნება), სახის შეწითლება
მუცლის ტკივლი, ავად ყოფნის შეგრძნება (გულისრევა)
ნაწლავთა მოქმედების ცვლილება, დიარეა, ყაბზობა, საჭმლის მონელების დარღვევა
დაღლილობა, ძალის დაქვეითება
მხედველობის დარღვევა, მხედველობის გაორება
კუნთების კრუნჩხვები
კოჭების შეშუპება
სხვა დანარჩენი გამოვლენილი გვერდითი ეფექტები ქვემოთაა მოცემული. თუ, ამ გვერდითი ეფექტებიდან, რომელიმე დამძიმდება ანდა გამოყენების ინსტრუქციაში ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტების გარდა სხვა სიმპტომი გამოვლინდება, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

ნაკლებად გავრცელებული

გუნება-განწყობის ცვალებადობა, შფოთვა(წუხილი, მღელვარება), დეპრესია, უძილობა
კანკალი, გემოს შეგრძნების დაკარგვა, გონების დაკარგვა
ხელებსა და ფეხებში დაბუჟება ან ჩხვლეტა, ტკივილის შეგრძნების დაქვეითება
ყურებში ხმაური
სისხლის დაბალი არტერიული წნევა
ცხვირის ღრუს კედლების ანთების(რინიტი)გამო გამონადენი, ცემინება
ხველა
პირის სიმშრალე, ღებინება (ავად ყოფნა)
თმის ცვენა, ჭარბი ოფლიანობა, კანის ქავილი, კანზე ალაგ-ალაგ სიწითლე, კანის ფერის ცვლილება
ღამით მოშარდვის საჭიროების მომატება, ხშირი შარდვა, შარდვასთან დაკაშირებული დარღვევები
მამაკაცებში ერექციის პრობლემები (ერექციის გაძნელება), სარძევე ჯირკვლებში დისკომფორტის შეგრძნება ანდა მკერდის გადიდება
ტკივილი, ცუდად ყოფნის შეგრძნება
სახსრების ანდა კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი
წონის მომატება ანდა დაკლება
იშვიათი

გონების არევა (კონფუზია)

ძალიან იშვიათი

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, სისხლის შედედებაში მონაწილე უჯრედების რაოდენობის შემცირება, რაც იწვევს პათოლოგიურ ანდა ადვილად განვითერბულ სისხლჩაქცევებს
სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია)
ნერვული გამტარებლობის დარღვევები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება
ღრძილების შესივება
მუცლის შებერილობა (გასტრიტი)
ღვიძლის ფუნქციების დარღვევა, ღვიძლის ჩირქოვანი ანთება(ჰეპატიტი), კანის გაყვითლება(სიყვითლე), სისხლის ზოგიერთ ანალიზში გამოვლენილი ღვიძლის ფერმენტების მომატება
კუნთების დაჭიმულობის მომატება
სისხლძარღვების ანთება, რომელიც იწვევს კანის სიწითლეს
სინათლის მიმართ მგრძნობელობა
დარღვევები, რომელიც ვლინდება რიგიდობით, კანკალით და/ან მოძრაობის დარღვევით
თუ ამ გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე გართულდება, ექიმს მიმართეთ.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

ნორვასკის შენახვა
ნორვასკი ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

ნორვასკი <250 C ოთახის ტემპერატურაზე შეინახეთ.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ნორვასკი არ გამოიყენოთ.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით